You are on page 1of 12

სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა

მუხლი 240

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი უშიშროება სამთო,


სამშენებლო და სხვა სამუშაოთა წარმოებისას.
დაცვის ობიექტი – ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და საკუთრება.
ობიექტური მხარე – სამუშაოთა წარმოებისას უსაფრთხოების წესის
დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე
დაზიანება.
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

სამთო სამუშაოებში იგულისხმება სამუშაოთა კომპლექსი, რომელიც


დაკავშირებულია სასარგებლო წიაღისეულის ამოღებასთან, მაღაროს
გაყვანასთან. სამშენებლო სამუშაოებში იგულისხმება შენობა-
ნაგებობების აღმართვა და რემონტი. აგრეთვე, სამშენებლო მანქანებისა
და მექანიზმების, სპეციალური ტექნოლოგიური მოწყობილობების
ექსპლუატაცია. სხვა სამუშაოებში იგულისხმება ისეთი სპეციფიკური
სახის სამუშაო, რომელიც შეიცავს ადამიანისათვის ზიანის მიყენების
საფრთხეს და რომელთა წარმოებისთვისაც დადგენილია ტექნიკური
უსაფრთხოების სპეციალური წესები. მაგ: ძველი შენობის აღება,
სარემონტო სამუშაოები...

მატერიალური შემადგენლობა – დამთავრებულად ითვლება


ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შედეგად ადამიანის
ჯანმრთელობისათვის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანების მიყენების
მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტი – შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც
დაკავშირებულია აღნიშნულ საქმიანობასთან პროფესიით.
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობა, როგორც თვითიმედოვნება ან
დაუდევრობა.
დამაძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დიდი
მატერიალური ზიანი ორგანიზაციისათვის, მოქალაქისათვის,
ბუნებისათვის.

მუხლი 2401

დანაშაულის ობიექტი – ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან


ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა
დაცვის ობიექტი – საზოგადოებრივი უშიშროება ენერგიის აღიშნული
წყაროების დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს,
ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება.
ობიექტური მხარე – ზემოთ აღნიშნული სამუშაოთა შესრულებისას
უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

მატერიალური შემადგენლობა – დამთავრებულად ითვლება მაშინ,


როდესაც კანონში მითითებულ ქმედებებს მოჰყვა ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება, ანდა მნიშვნელოვანი ზიანი.
დანაშაულის სუბიექტი – შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომელიც
დაკავშირებულია აღნიშნულ საქმიანობასთან პროფესიით.
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობა, როგორც თვითიმედოვნება ან
დაუდევრობა.
დამამძიმებელი გარემოება – დიდი მატერიალური ზარალი, მნიშ.
ეკოლოგიური ზიანი.
განსაკუთრებით მძიმე – ქმედება, რომელსაც მოჰყვა ორი ან მეტი
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

მუხლი 241

ატომური ენერგეტიკა არის ენერგეტიკის დარგი, რომელიც ატომურ


ენერგიას იყენებს მშვიდობიანი და თავდაცვის მიზნებისათვის. მისი
ობიექტებია: ბირთვული დანადგარი, რადიაციული წყარო... (ჩერნობილი)

დანაშაულის ობიექტი – ბირთვული და რადიაციული საქმიანობის


უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.
დაცვის ობიექტი – საზოგადოებრივი უშიშროება ატომური ენერგეტიკის
ბიექტის დაპროექტების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს;
ადამიანის სიცოცხლე, ეკოლოგიური უსაფრთხოება.
ობიექტური მხარე – ზემოთ აღნიშნული საქმიანობისას უსაფრთხოების
წესების დარღვევა, რასაც შეეძლო გამოეწვია ადმაინის სიცოცხლის
მოსპობა აან გარემოს რადიაქტიური დაბინძურება.
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

მატერიალური შემადგენლობა – კონკრეტული შედეგის დადგომა არაა


საჭირო და დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც
ატომური ენერგეტიკის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას
შეეძლო გამოეწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან გარემოს
რადიაქტიური დაბინძურება.
დანაშაულის სუბიექტი – პირი, რომელიც უშუალოდ არის
დაკავშირებული აღნიშნულ საქმიანობასთან და დავალებულია წესების
დაცვაში.
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობა, როგორც თვითიმედოვნება ან
დაუდევრობა.
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა
განსაკუთრებით მძიმე – ორი ან მეტი სიცოცხლის მოსპობა, გარემოს
რადიაქტიული დაბინძურება, დიდი მატერიალური ზიანი...

მუხლი 242

დანაშაულის ობიექტი – აფეთქება საშიშ საწარმოში ან საამქროში


უსაფრთხოების წესის დარღვევა
დაცვის ობიექტი – სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოება აფეთქბეასაშიშ
საწარმოებში, ადამიანის ჯანმრთელობა,სიცოცხლე, საკუთრება
ობიექტური მხარე – ზემოთ აღნიშნულ ობიექტებზე უსაფრთხოების წესის
დარღვევა, რასაც შეეძლო გამოეწვია მძიმე შედეგი. (ხანძარი, აფეთქება,
დიდი მატერიალური ზიანი, ჯანმრთელობისათვის არსებითი ზიანი...)
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

აფეთქბასაშიში დაწესებულებები: საწარმოები, რომლებიც იყენებენ


ამიაკს, აცეტონს, ბენზინს, სპირტს, გაზს, დენთს, პიროტექნიკას...

მატერიალური შემადგენლობა – დანაშაული დამთავრებულად


ჩაითვლება უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად მძიმე შედეგის
განხორციელების კონკრეტული საფრთხის შექმნის მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტი – პირი, რომლის საქმიანობაც მუდმივად ან
დროებით დაკავშირებულია მოცემულ წარმოებასთან.
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობა, როგორც თვითიმედოვნება ან
დაუდევრობა.
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, ქონების განადგურება, მნიშ.
ეკოლოგიური ზიანი...
განსაკუთრებით მძიმე – ორი ან მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა,
გარემოს რადიაქტიური დაბინძურება...

მუხლი 243

დანაშაულის ობიექტი – სახანძრო უსაფრთხოება


დაცვის ობიექტი – ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება
ობიექტური მხარე – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც
გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

მატერიალური შემადგენლობა – დასჯადია სახანძრო უსაფრთხოების


წესის დარღვევა, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის
ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება. დამთავრებული დანაშაული.
დანაშაულის სუბიექტი – პირები, რომელთაც პროფესიულად
ევალებოდათ აღნიშნული წესების დაცვა.
სუბიექტური მხარე - გაუფრთხილებლობა, როგორც თვითიმედოვნება ან
დაუდევრობა.
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, დიდი
მატერიალური ზარალი, ეკოლოგიური ზიანი, საცხოვრებელი შენობის
დანგრევა...
განსაკუთრებით მძიმე – ორი ან მეტი სიცოცხლის მოსპობა.
P.S. ქონების განზრახ დაზიანება ან განადგურება ცეცხლის
წაკიდებით უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ 187 (2) ან (3) ნაწილით.

მუხლი 244.

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი უსაფრთხოება ფეთქებად,


ადვილადაალებად, მწვავე ნივთიერებების ან პიროტექნიკურ
ნაკეთობასთან მოპყრობისას.
დაცვის ობიექტი – ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, საკუთრება,
ბუნებრივი გარემო.
დანაშაულის საგანი – ფეთქებადი, ადვილადაალებადი, მწვავე
ნივთიერება ან პიროტექნიკა.
ობიექტური მხარე – ფეთქებადი, ადვილადაალებადი, მწვავე
ნივთიერების ან პიროტექნიკის აღრიცხვის, შენახვის, გადაზიდვის ან
გამოყენების წესის დარღვევაში, უკანონო გადაზიდვასა, გამოყენებისა ან
გაგზავნის წესებსი დარღვევა
ა) ქმედება (მოქმედებით ან უმოქმედობით)
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

მატერიალური შემადგენლობა – დამთავრებულია დანაშაული.


დანაშაულის სუბიექტი – პირი, რომლის სამსახურებრივ მოვალეობაში
შედის აღნიშნული წესების არ დარღვევა. ხოლო ჩამოთვლილი საგნების
გადაზიდვის დროს ამსრულებელი ზოგადია. (მგზავრი, ფოსტაში მომუშავე)
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობა. თუ განზრახ არის
გამოწვეული, მაშინ დანაშაულთა ერთობლიობა.
მუხლი 245.

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი უსაფრთხოება რადიაქტიურ


მასალებთან ან მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყაროსადმი
მოპყრობისას.
დაცვის ობიექტი – ადამიანის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, ბუნებრივი
გარემო
დანაშაულის საგანი – ბირთვული მასალა, რადიაქტიური ნარჩენი,
ნივთიერება ან მაიონიზებელი გამოსხივების სხვა წყარო.
ობიექტური მხარე – რადიაქტიური მასალის შეძენის, შენახვის,
დამარხვის, ფლობის, გამოყენების, გადამუშავების, გამოცდის, გადაცემის,
აღრიცხვის, გადაზიდვის, ექსპორტ-იმპორტის წესის დარღვევა.
ა) ქმედება
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

მატერიალური დანაშაული – დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება


რადიაქტიული რადიაქტიული მასალებისადმი მოპყრობის ამა თუ იმ წესის
დარღვევის მომენტიდან, როცა შეიქმნება ადამიანის სიცოცხლის
მოსპობის ან სხვა მძიმე შედეგის დადგომის საფრთხე.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი პირი, ვინც დაკავშირებულია
პროფესიული საქმიანობით.
სუბიექტური მხარე – შეიძლება განხორციელდეს არაპირდაპირი
განზრახვით, გაუფრხილებლობით.
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა,
ჯანმრთელობის დაზიანება, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი,
გარემოს დაბინძურება...
განსაკუთრებით მძიმე – 1-ლი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ქმედება ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის..

დანაშაული მოსახლეობის ჯანმრთელობისა და


საზოგადოებრივი ზნეობის წინააღმდეგ

მუხლი 246

დანაშაულის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა და საექიმო და


ფარმაცევტული საქმიანობა.
დაცვის ობიექტი – მოსაზლეობის ჯანმრთელობა; ცალკეული ადამიანის
ჯანმრთელობა და სიცოცხლე
ობიექტური მხარე – უკანონო საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა,
რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება
ა) ქმედება
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

საექიმო საქმიანობა – მედიცინაში განსწავლული, სათანადო უნარ-


ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილები მქონე პირი, რომლის მიზანია
ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, შენარჩუნება და აღდგენა, ტანჯვის
შენარჩუნება.
დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა – უმაღლესი სამედიცინო
განათლებისა და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების
დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატის მქონე პირის საქმიანობა.
ფარმაცევტული საქმიანობა – სამკურნალო საშუალებების მიმოქცევის
სფეროში დაკავებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმიანობა. ფარმაცევტული
საქმიანობა მოიცავს აფთიაქს, ფარმაცევტული ბაზის, საწარმოს, წამლის
ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის საქმიანობას, თითოეული მათგანი
დამოუკიდებელ ლიცენზირებას ექვემდებარება.
საექიმო ან ფარმაცევტული საქმიანობა უკანონოდ ჩაითვლება, თუ ის
ხორციელდება სახელმწიფო სერტიფიკატის ან ლიცენზიის გარეშე.
დანაშაულის სუბიექტი – პირი, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის ან
ლიცენზიის გარეშე ეწევა საექიმო ან ფარმაცევტულ საქმიანობას.
სუბიექტური შემადგენლობა – გაუფრთხილებლობა.
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის სიცოცხლის მოსპობა

მუხლი 247

დანაშაულის ობიექტი – სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის


საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან
გაყალბება.
დაცვის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა
დანაშაულის საგანი – ინფორმაცია იმ გარემოების შესახებ, რომელიც
საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს.
ეს ინფორმაცია შეიძლება იყოს კვების პროდუქტებისა და სასმელი
წლის ხარისხის, რადიაციული ,ქიმიური, ბიოლოგიური, ეკოლოგიური
უსაფრთხოების შესახებ – მოსალოდნელი ცუნამი, მიწისძვრა...
ობიექტური მხარე – 1. ინფორმაციის დამალვა (არ ეცნობა ინფო ხალხს)
2. ინფორმაციის გაყალბება (არასწორი ან არასრული)
ინფორმაციის სისრულე ნიშნავს მედიცინაში ან ეკოლოგიაში
სპეციალური ცოდნის არმქონე პირისათვის სრული წარმოდგენის
შექმნას გარემოების შესახებ, რომელიც საფრთხეს უქმნის
სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს.
მატერიალური შემადგენლობა – დამთავრებულად ჩაითვლება
ინფორმაციის დამალვის ან გაყალბების მომენტიდან, რომელიც
საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან გარემოს.
დანაშაულის სუბიექტი – ის პირი, ვინც ვალდებული იყო მიეწოდებინა
აღნიშნული ინფორმაცია მოსახლეობისთვის.
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა.
დამამძიმებელი გარემოება – იმავე ქმედების ჩადენა მოხელის მიერ;
რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი.
(აღნიშნულები შესაძლოა განხორციელდეს გაუფრთხილებლობით)
P.S. მიყენებული ზიანი ნებისმიერი სიმძიმის შეიძლება იყოს.

მუხლი 248.

დანაშაულის ობიექტი – სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის


დარღვევა
დაცვის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა
ობიექტური მხარე – სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესის დარღვევა,
რამაც გამოიწვია ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა.
ა) ქმედება ან უმოქმედობა
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.

სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესები – ეს არის ნორმატივების


ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ინფექციური დაავადებების
პროფილაქტიკაზე, მათი გავრცელების თავიდან აცილებაზე.
ქმედება – საჭმლის გაკეთება სანიტარული კონტროლის გაუვლელი
პროდუქტით; უმოქმედობა – საკარანტინო ღონისძიებებისთვის თავის
არიდება.
მატერიალური შემადგენლობა – დანაშაული დამთავრებულად
ჩაითვლება მაშინ, როცა სანიტარიული წესების დარღვევას შედეგად
მოჰყვება ადამიანთა მასობრივი დაავადება ან მოწამვლა.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელმაც
დაარღვია ზოგადი ხასიათის წესები, აგრეთვე ის, ვისაც ევალებოდა
სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების დაცვა.
სუბიექტური მხარე – გაუფრთხილებლობით შეიძლება განხორციელდეს.
დამამძიმებელი გარემოება – სიცოცხლის მოსპობა

მუხლი 249

დანაშაულის ობიექტი – შხამის ბრუნვის წესის დარღვევა.


დაცვის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა
ფორმალური შემადგენლობა – დამთავრებულად ჩაითვლება კანონში
მითითებული ერთ-ერთი ალტერნატიული მოქმედების ჩადენის
მომენტიდან.
დანაშაულის საგანი – შხამი, ანუ საშიში ქიმიური ნივთიერებები
ობიექტური მხარე – გასაღების მიზნით შხამის უკანონოდ დამზადება,
წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გასაღება.
დამზადება – როდესაც უფლებამოსილების არმქონე პირი დაამზადებს
სინთეტიკური ნივთიერებისგან საშიშ ნივთიერებას
წარმოება – როდესაც სერიული ნომერი აქვს
შეძენა ხდება ყიდვით, გაცვლით, ჩუქებით..
ა) ქმედება ან უმოქმედობა
ბ) შედეგი
გ) მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის.
P.S. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს გასაღების მიზნით.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა.
დამამძიმებელი გარემოება – ჯგუფურად ჩადენილი, არაერთგზის, დიდი
ოდენობით.
(მესამე ნაწილი სხვანაირად არის)

მუხლი 250

დანაშაულის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზიანება


დაცვის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა, საკუთრება.
დანაშაულის საგანი – შხამი
ობიექტური მხარე - შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან
გამოძალვა.
მისაკუთრების ხერხი – ქურდობა, ძარცვა, გამოძალვა, თაღლითობა...
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა
დამამძიმებელი გარემოება – ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით,
არაერთგზის, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში
ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით.

მუხლი 251

დანაშაულის ობიექტი – მოსახლეობის ჯანმრთელობა


დაცვის ობიექტი – ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე
დანაშაულის საგანია – საქონელი, მომსახურეობა, სამუშაო, რომელიც
არ შეესაბამება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უსაფრთხოების სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს.
დანაშაულის ობიექტური მხარე –
1. უხარისხო საქონლის გამოშვება ან გაყიდვა
2. უხარისხო სამუშაოს შესრულება
3. უხარისხო მომსახურეობის გაწევა
4. უკანონო გაცემა ან გამოყენება ოფიციალური დოკუმენტისა,
რომელიც ადასტურებს საქონლის უსაფრთხოების მოთხოვნებს.
P.S. აღნიშნული მოქმედებები დანაშაულად რომ ჩაითვალოს უნდა იყოს
უხარისხო
დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის დადასტურებაა
პროდუქციის სერტიფიკაცია ეწოდება.
ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია ადამიანის ჯანმრთელობის
დაზიანება.
დანაშაულის სუბიექტი – უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო,
უხარისხო პროდუქციის მწარმოებელი ან გამსაღებელი როგორც
საქართველოს მოქალაქე, ისე უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი.
სუბიექტური მხარე - გაუფრთხილებლობა
დამამძიმებელი გარემოება – ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება ანდა ორი ან მეტი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება. ან
სიცოცხლის მოსპობა

მუხლი 252

დანაშაულის ობიექტი – ისეთი გაერთიანების შექმნა, რომლის


საქმიანობას თან ახლავს ძალადობა ადამიანის მიმართ
დაცვის ობიექტი – მოსახლეობის ფიზიკური, ზნეობრივი და სულიერი
სიჯანსაღის უზრუნველყოფა; ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა,
თავისუფლება
მატერიალური შემადგენლობა – დანაშაულად ჩაითვლება მაშინ, თუ ამ
საქმიანობას თან ერთვის ადამიანის მიმართ ძალადობა
შექმნა გულისხმობს მსი ორგანიზაციულ ჩამოყალიბებას, რაც მოიცავს
წესდების ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების მომზადებას,
წევრების შერჩევას, გადაბირებას და სხვა მოქმედებები რითაც ყალიბდება
საზოგადოებრივი გაერთიანება. ხელმძღვანელობა – მისი საქმიანობის
მართვა, რაც გამოიხატება მის მონაწილეებს შორის ფუნქციების
გადანაწილებაში, მის შესრულებაზე კონტროლში, ფინანსურ
უზრუნველყოფაში და სხვა...
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა

მუხლი 253

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი ზნეობა


დაცვის ობიექტი – ადამიანის პირადი ხელშეუხებლობა, თავისუფლება,
პატივი და ღირსება, ჯანმრთელობა, საკუთრება
ობიექტური მხარე – პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით, ძალადობის ან
ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით
პროსტიტუციაში ჩაბმა გულისხმობს ადამიანის იძულებას სხეულით
ვაჭრობაზე მისი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ, კანონში მითითებული
ზემოქმედების ხერხების გამოყენების გზით.
მატერიალრი შემადგენლობა – დამთავრებულად ითვლება პროსტიტუციის
დაწყების მომენტიდან, ანუ გარკვეული საზღაურის ფასად სქესობრივი
კავშირის დამყარებიდან.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა (მოტივი ხშირად ანგარებითია)
დამამძიმებელი გარემოება – იმავე ქმედების ჩადენა ორგანიზებული
ჯგუფის მიერ ან წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ

მუხლი 254

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი ზნეობა


დაცვის ობიექტი -
ობიექტური მხარე – პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის
გადაცემა
პროსტისტუციის ადგილი – შენობა, ნაგებობა, სადგომი, საცავი, რომელიც
შეიძლება იყოს საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, ჩვეულებრივი ან
სპეციალურად მოწყობილი მეძაობისთვის.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი შერაცხადი ფიზიკური პირი.
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა (მოტივი ხშირად ანგარებაა)

მუხლი 255

დანაშაულის ობიექტი – პორნოგრაფიული ნაწარმოების ან სხვა საგნის


უკანონოდ გასაღება და დამზადება
დაცვის ობიექტი – საზოგადოების ზნეობა
დანაშაულის საგანი – პორნოგრაფიული ნაწარმოები, ფოტო, კინო ...
ობიექტური მხარე – პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის,
გამოსახულების ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება, გავრცელება ან რეკლამირება...
ფორმალური შემადგენლობა – დამთავრებულად ჩაითვლება კანონში
მითითებული ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან
დანაშაულის სუბიექტი – ფიზიკური და იურიდიული პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა (მოტივი ანგარებითია) მიზანია
აღნიშნული პორნოგრაფიული მასალის გასაღება
დამამძიმებელი გარემოება – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის
გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა,
შენახვა, შეთავაზება, გავრცელება...
ამ შემთხვევაში სუბიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი
აღნიშნული პორნოგრაფიული ნაწარმოების ანდა მასალის გასაღების
მიზანი არაა. მისი შენახვაც დანაშაულად ითვლება.
განსაკუთრებით დამამძიმებელი – წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული
ნაწარმოების დამზადება ან გასაღება
მუხლი 2551

დანაშაულის ობიექტი – არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიულ


მასალაში
დაცვის ობიექტი – არასრულწლოვანი
ობიექტური მხარე – არასრულწლოვნის ჩაბმა პორნოგრაფიული
ნაწარმოების, ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ
დამზადება, ასეთი მასალისგავრჩელება, რეკლამირება ან მისით ვაჭრობა.
დანაშაულის სუბიექტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირიგანზრრახვა

მუხლი 256

დანაშაულის ობიექტი – მოსახლეობის ზნეობრივი და ფიზიკური სიჯანსაღე


დაცვის ობიექტი – ადამიანის ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება
დანაშაულის საგანი – კინოფილმი, ვიდეო, წიგნი, სლაიდი...
ძალადობისა და სისასტიკის კულტი – ვინმეს მიმართ დაუნდობელი,
უმოწყალო ფიზიკური იძულების გამოენებისადმი თაყვანისცემას და
ყოვლისშემძლეობის გაღმერთებას. მისი მიზანია ქვენა გრძნობების აღმოცენება
ობიექტური მხარე – ისეთი კინოფილმების, ვიდეოების დამზადება, გავრცელება
და სხვათა მიზნით, რომელიც პროპაგანდას უწევს ძალადობის ან სისასტიკის
კულტს.
ფორმალური შემადგენლობა – დამთავრებულად ჩაითვლება ზემოაღნიშნული
ერთ-ერთი მოქმედების ჩადენის მომენტიდან.
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერუ სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულლი პირი.
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა

მუხლი 257

დანაშაულის ობიექტი – ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება


დაცვის ობიექტი – საქ-ოს დაცული ტერიტორიების სისტემისშემადგენელი
ბუნებისძეგლების დაცვა და შენარჩუნება.
ობიექტური შემადგენლობა – ბუნების ძეგლის განზრახ დაზიანება ან
განადგურება
დამამძიმებელი გარემოება – განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის
დაზიანება ან განადგურება
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი

მუხლი 258

დანაშაულის ობიექტი -საზოგადოებრივი ზნეობა


დაცვის ობიექტი – საკუთრება
დანაშაულის საგანი – ცხედარი, საფლავი, საფლავის ძეგლი, ჩატანებული
ნივთები.
ობიექტური მხარე – ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, საფლავის ძეგლის ან მისი
სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა/დაზიანება
ფორმალური დანაშაული – დამთავრებულია თვით მოქმედების ჩადენისთანავე...
მატერიალურიდანაშაული – საფლავის ძეგლის დაზიანება/დანგრევა
დანაშაულის სუბიექტი – ნებისმიერი შერაცხადი ფიზიკური პირი
სუბიექტური მხარე – პირდაპირი განზრახვა
დამამძიმებელი გარემოება – საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული
ნივთის მასთლსაწინააღმდეგო დაუფლება
განსაკუთრებით მძიმე – იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად,
რასობრივი,ძალადობით....

მუხლი 259

დანაშაულის ობიექტი – საზოგადოებრივი ზნეობა


დაცვის ობიექტი – ცხოველების მოპყრობის ზნეობრივი ნორმები, საკუთრება
დანაშაულის საგანი – შინაური, გარეული ცხოველი

You might also like