You are on page 1of 11

აზუსი

ირაკლი მოლოდინაშვილი საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2015 წლის 21 ივლისის

MOD 3 123696 ბრძანებით, გამოსაცდელი ვადით, 6 თვით დაინიშნა საქართველოს

თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის

(შემდგომში - დეპარტამენტი) თავდაცვის პოლიტიკის სამმართველოში მთავარი

სპეციალისტის თანამდებობაზე. გამოსაცდელი ვადა ირაკლიმ გაიარა წარმატებით და

დაინიშნა ამავე დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს მთავარ სპეციალისტად .

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების

დეპარტამენტის უფროსმა 2016 წლის 4 დეკემბერს მოხსენებითი ბარათით მიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მიუთითა, რომ დეპარტამენტის თანამშრომელი

ირაკლი არაერთხელ იქნა შემჩნეული მოხელისა და დაწესებულების

დისკრედიტაციისაკენ მიმართულ უღირს საქციელში, დავალების არაჯეროვნად

შესრულებასა და ზოგადზნეობრივი ნორმების დარღვევაში , რაც გამოიხატებოდა

კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და ცრუ ბრალდებებში,

სუბორდინაციის დარღვევასა და ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სამსახურებრივ

მითითებათა შეუსრულებლობაში.

მითითებულ მოხსენებით ბარათში, დეპარტამენტის უფროსმა აღნიშნა , რომ

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ყველა შესაძლო გზას მიმართავდა ირაკლისთან

კონსტრუქციული და კოლეგიალური დამოკიდებულების დასამყარებლად . ერთი მხრივ ,

მას არაერთგზის მიეცა სიტყვიერი გაფრთხილება, ხოლო მეორე მხრივ წახალისდა

დეპარტამენტის მენეჯმენტის მიერ (გაიგზავნა საზღვარგარეთ გამართულ სასწავლო

კურსებზე, სემინარებზე და ა.შ). მიუხედავად მიღებული ზომებისა, ზემოხსენებულ


ქმედებებს ირაკლის მხრიდან ჰქონდა განგრძობადი ხასიათი , რაც ნეგატიურად

აისახებოდა დეპარტამენტის პერსონალის მორალსა და დეპარტამენტის გამართულ

საქმიანობაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დეპარტამენტის უფროსმა

მიუთითა, რომ ირაკლი ვერ აკმაყოფილებდა საჯარო მოხელისათვის აუცილებელ

პროფესიული ჩვევების მიღებულ სტანდარტებს და არ შეესაბამებოდა დაკავებულ

თანამდებობას, რის გამოც დეპარტამენტის უფროსმა საქართველოს თავდაცვის

მინისტრს სთხოვა შესაბამისი სამსახურის მიერ აღნიშნული გარემოებების შესწავლა და

შესაბამისი რეაგირება.

ზემოაღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მინისტრის დავალებით

თავდაცვის სამინისტოს გენერალურმა ინსპექციამ (შემდგომში - გენერალური ინსპექცია )

განახორციელა ირაკლის სამსახურებრივი შემოწმება. სამსახურებრივი შემოწმების

საფუძველზე გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა, რომ ირაკლის მხრიდან ადგილი

ჰქონდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის მე-10 მუხლით

გათვალისწინებული ნორმების (მოსამსახურის ვალდებულებანი) დარღვევებს და

ირაკლის მიერ ჩადენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე

მუხლის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული ქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე ,

გენერალური ინსპექციის დასკვნით მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, რომ ირაკლის

მიმართ გამოყენებულიყო „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 96-ე

მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური

პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება.

თავის მხრივ ირაკლიმ წერილობით მიმართა გენერალურ ინსპექციას და განმარტა , რომ

მის მიერ სამსახურის დაწყებისთანავე, შესამჩნევი გახდა მის მიმართ პიროვნული

დისკრედიტაციის მცდელობა, მასზე ცრუ ინფორმაციების გავრცელება, მის მიმართ

შეურაცხმყოფელი ქმედებები, რასაც იგი ხსნიდა მისი პროფესიული

მიზანსწრაფულობით, საქმის მაღალ დონეზე შესრულებით, განათლებით, პროფესიული

უნარ-ჩვევებით, გამოცდილებით, საერთაშორისო მიღწევებით და სამსახურებრივი


კონკურენციით. მანვე წერილობით განაცხადა, რომ „დეპარტამენტის უფროსთან და მის

მოადგილეებთან დაახლოებული პირები აქტიურად ცდილობდნენ სამსახურიდან მის

ჩამოშორებას, რადგან მიიჩნევენ პროფესიულ მეტოქედ“, ასევე, წერილში გამოთქმულ

სხვა ბრალდებებთან დაკავშირებით, როგორიც არის დავალებების არაჯეროვანად

შესრულება, სუბორდინაციის დარღვევა, ხელმძღვანელების მიერ გაცემული

სამსახურეობრივი მითითებათა შეუსრულებლობა, განმარტა, რომ მოკლებულია

სიმართლეს და ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია დაადასტუროს აღნიშნული .

ირაკლი ასევე, განმარტავს, რომ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესიულ მეტოქეს

ხედავს მასში. აღნიშნული განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა 2016 წლის 16

ოქტომბრიდან, როდესაც თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით, როგორც

გამორჩეული თანამშრომელი გაემგზავნა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე და ამავე

ფორუმზე აირჩიეს ევროპის ახალგაზრდა უსაფრთხოების ლიდერად .


გენერალური ინსპეციის დასკვნის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის

2017 წლის 28 იანვრის MOD 3 14595 ბრძანებით, ირაკლი გათავისუფლდა დაკავებული

თანამდებობიდან.

ირაკლი თვლის, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და ითხოვს მის გაუქმებას .

დავალება: ამოხსენით კაზუსი სქემის მიხედვით.

ამონარიდი კანონმდებლობიდან

საქართველოს კონსტიტუცია

მუხლი 18. სამართლიანი ადმინისტრაციული წარმოების, საჯარო ინფორმაციის

ხელმისაწვდომობის, ინფორმაციული თვითგამორკვევისა და საჯარო

ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლებები

1. ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის

გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება.

მუხლი 25. საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება

1. საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო

თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს .

საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.


საქართველოს კანონი

საჯარო სამსახურის შესახებ

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა :

გ) საჯარო სამსახური – სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე -4

მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული

საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა , საჯარო

სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ , საგანმანათლებლო ,

სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ

კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს

კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში

საქმიანობისა).
მუხლი 85. დისციპლინური გადაცდომები

1. მოხელის დისციპლინური გადაცდომებია:

გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც

მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ ,

მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ .

2. დისციპლინური გადაცდომა შესაძლებელია იყოს მძიმე ან მსუბუქი.

3. დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ:

ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი

პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ

მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას;

ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების

რეპუტაციას;

დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში

მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს ;

მუხლი 96. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე

ვადით;

დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

მუხლი 97. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის


თანაზომიერი უნდა იყოს.

2. მოხელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებისას

გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) დისციპლინური გადაცდომა ჩადენილია განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ;

ბ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენით დამდგარი შედეგის სიმძიმე ;

გ) მოქმედებს თუ არა დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ

დისციპლინური პასუხისმგებლობა;
თ) სხვა გარემოება, რომელიც გავლენას ახდენს დისციპლინური პასუხისმგებლობის

ზომის განსაზღვრაზე.

მუხლი 98. სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური გადაცდომისათვის

სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის

ჩადენის შემთხვევაში.

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №580

2018 წლის 12 დეკემბერი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს

კონსტიტუციის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და

საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი

აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის

საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს

სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას თავდაცვის სფეროში.

5. სამინისტრო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს მთელ


ტერიტორიაზე.

მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

2. თავდაცვის პოლიტიკის შემუშავება და წარმართვა.

მუხლი 3. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. სამინისტროს უშუალოდ ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც

ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე .

4. მინისტრი:

ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს

სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეებს, წყვეტს მათი წახალისების ,

დისციპლინური პასუხისმგებლობის, მივლინებაში წარგზავნის, შვებულებაში გასვლისა

და სხვა საკითხებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა ;


მუხლი 5. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) გენერალური ინსპექცია;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტი;

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება № 888

2011 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის შინაგანაწესის დამტკიც

ების შესახებ

მუხლი 10. მოსამსახურის ვალდებულებანი

მოსამსახურე ვალდებულია :

ა) პირნათლად შეასრულოს დაკისრებული თანამდებობრივი მოვალეობანი ;

ბ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები , რომლებიც მ

ის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება ;

გ) შეასრულოს ხელმძღვანელის ბრძანება, განკარგულება და მითითება , რომლებიც გ

ამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ;

დ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო , არ და

უშვას ისეთი ქმედება, რომელიც აფერხებს ოფისის მუშაობას და ლახავს საჯარო სამსახუ

რის ავტორიტეტს ;

ე) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას , დაიცვას მატერიალურ ფასეულობათა


მოვლა - პატრონობის დადგენილი წესი ;

ვ ) დაიცვას სამინისტროს სამოქალაქო ოფისში მოსამსახურეთა ქცევის წესები და ოფი

სის შინაგანაწესი ;

You might also like