You are on page 1of 13

ინფ.

გამოთხოვებაზე
თენგიზ ალავიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის
სამინისტროს და მოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2014 წლის მე-2 კვერტალში მინისტრსა
და მინისტრის მოადგილეებზე გაცემული პრემიების ოდენობისა და თანამდებობის
პირების ვინაობის შესახებ. ასევე, მოითხოვა ინფორმაცია მოსამსახურეთა ფუნქციების
განსაზღვრისა და განაწილების თაობაზე, ინფორმაცია სამინისტროს იურიდიული
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ვინაობისა და ტელეფონის ნომრების შესახე და
სამინისტროში 2014 წელს ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური და
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მე-10 დღეს გასცა


ინფორმაცია 2014 წლის მე-2 კვერტალში მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებზე
გაცემული პრემიების ოდენობისა და თანამდებობის პირების ვინაობის შესახებ , ასევე
სამინისტროში 2014 წელს ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური და
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და ინფორმაცია სამინისტროს იურიდიული
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ვინაობისა შესახებ . ხოლო მოსამსახურეთა
ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების თაობაზე, ასევე სამინისტროს იურიდიული
დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა ტელეფონის ნომრების შესახებ ინფორმაციის
გაცემაზე უარი უთხრა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული წარმოადგენს პერსონალურ
მონაცემს, რომლის გასაჯაროების უფლებაც მოსამსახურეთა თანხმობის გარეშე არ აქვთ .

შეაფასეთ გადაწყვეტილების კანონიერება და იმსჯელეთ უფლების დაცვის


სამართლებრივ საშუალებაზე.

ამოხსნა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილი
მიხევვით ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო
ინფორმაციას. საჯარო ინფორმაციის ცნება განმარტებულია სზაკ -ის მე -2 მუხლის პირველი
ნაწილის „მ“ ქვეპუნქტში ანუ სახეზე გვაქვს საჯარო ინფორმაცია. გავარკვიოთ არის თუ არა
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული ორგანო. სზაკ-ის მე -2
მუხლისს „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ზემოთ აღნიშნული სამინისტრო ორგანიზაციული
გაგაბეით არის ადმინსიტრაციული ორგანო, შესაბამისად 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუქნტით
გამოდის საჯარო დაწესებულება.

სზაკის მუხლი 37-ის პირველი ნაწილის მიხედვით ყველას აქვს უფლება მოითხოვოს
საჯარო ინფორმაცია. ახალ უშუალოდ გადავიდეთ და განვიხილოთ თუ რა სახის
ინფორმაციას ითხოვს თენგიზი, ხომ არ შეიცავს დახურულ ინფორმაციას . სზაკ-ის 28-ე
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საჯარო ინფორმაციაა ღიაა, გარდა კანონით
გათვალსიწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო , პროფესიული ,
კომერციული ან პერისნალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფომაციისა .
გავარკვიოთ რა ინფორმაცია გასცა და რა არგასცა: მინისტრისა და მისნიტირს
მოადგილეებზე გაცემული პრემიების შესახებ უნდა გაეცა და გასცა კიდევაც მუხლი 44 და
27 „დ“ ქვეპუქნტი. თანამდებობის პირების ვინაობა უნდა გაეცა და გასცა მუხლი 42-ის „დ“
ქვეპუნქტი. 2014 წელს ჩატარებული სახელმწიფო აუდიტის სამსახხურის ფინანსური და
შესაბამისობის აუდიტის ანგარიში უნდა გაეცა და აგასცა მუხლი 42 -ის „ზ“ ქვეპნქტი .
ინფორმაცია სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის საჯარო მომსახურებათა
ვინაობის შესახებ არ უნდა გაეცა და გასცა ანუ არ ქონდა ამ ინფორმაციის გაცემის
უფლება მუხლი 44, 27 „დ“ და 27 პრიმა. ინფორმაცია მომსახურებათა ფუანქიცების
განსაზღვირსა და ანაწილების თაობაზე არ გასცა და უნდა გაეცა სზაკ-ის მუხლი 42 -ის „მ’’
ქვეპუნქტი. ასევე ინფორმაცია სამინსიტორს იურიდიული დეპარტამენტის საჯარო
მომსახურებათა ტელეფონის ნომრები არ გასცა და არც უნდა გაეცა მუხლი 44, 27 „დ“ და 27
პრიმა.რაც შეეხება ვადებს: სზაკ-ის მუხლი 40-ის პირვლეი ნაიწლის მიხედვით საჯრო
დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია მათ შორის ელექტრონული
ფორმით მოთხოვნილი, დაუყოვნებკუვ ან არაუგვიანეს 10 დღისა, ხოლო უარის
შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა გასცეს მუხლი 41. ხოლო რაც შეეხება ჩვენს კაზუსს ამ
შემთვევაში ერთმანეთთან დაუკავშირებელი დიდი მოცუელობის ინფორმაცია მოითხოვა
განმცხადებელმა და სამინსიტრომ კანონერად გამოიყენა საგამონაკლისო 10 დღიანი
ვადა მუხლი 40 ნაწილი პირველი „ბ“ ქვეპუქნტი.
ინფ. თავისუფლებაზე
2015 წლის 16 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინსიტროს გასაიდუმლოებული
ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრება სლავა გორშკოვმა მიმართა თავდაცვის
სამინსიტროს განცხადებით, გაეცათ ინფორმაცია აღნიშნულ ტერიოტორიაზე
რადიაციული ფონის შესახებ და ემუქრებოდა თუ არა მის ჯანმრთელობას ბაზის
მიმდებარე ტერიოტორიაზე ცხოვრება.

2015 წლის 26 აგვისტოს სამინსტრომ არ დააკმაყოფილა სლავა გორშკოვის განცხადება


და განუმარტა რომ გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო
საიდუმლობას, გარდა ამისა სლავა არ არის საქართველოს მოქქალქე და ამასთან
განცხადებაში ვერ ასაბუთებს ინფორმაციის გამოთხვის მიზანს. სლავა თვლის რომ
ადმინსტრაციულმა ორგანომ დაარღვია მისი უფლება და აპირებს სარჩელით მიმართოს
სასამართლოს

განიხილეთ სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყევტილების კანონეირება ,


იმსჯელეთ უფლების დაცვის სამართლებრივ საშუალებაზე.

ამოხსნა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით ყველას აქვს უფლება გაეცნოს ადმიინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო
ინფორმაციას, აგრეთვე მიიღოს მისი ასლები , თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო,
პროფესიულ ან კომერციულ საიდუმლობას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯარო
ინფორმაციის ცნება განმარტებულია მე-2 მუხლის პირველი ნაიწლის „მ“ ქვეპუნქტში .
გავარკვიოთ არის თუ არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადმინისტრაციული
ორგანო. სზაკ-ის მე-2 მუხლისს „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით ზემოთ აღნიშნული სამინისტრო
ორგანიზაციული გაგაბეით არის ადმინსიტრაციული ორგანო, შესაბამისად 27-ე მუხლის
„ა“ ქვეპუქნტით გამოდის საჯარო დაწესებულება.სზაკ-ის 37 მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური
ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიეხედავად ასე რომ სლავას მიმართვა იყო
კანონიერი. მუხლი 42-ის „ა“ ქვეპუქნტის მიხედვით ყველას აქვს უფლება იცოდეს
ინფორმაცია გარემოს შესახებ აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე , რომელიც
ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ განცხადების მიღებიდან 10 დღის შემდეგ არ


დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტრომ, ეს წარმოედგენს კანონდარღევვას რადგან
მუხლი 41ის პირველი პუნქტის მიხედვით საჯარო დაწესებულების უარი საჯარო
ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.როგორც ზემოთ
ავღნიშნე მუხლი 42 ეხება ინფრომაციას რომლის გასაიდუმლობა არ შეიძლება ,
ხაზგასმით უნდა ვთქავთ რომ ინფრომაცია სადუმლოდ მიიჩნევა თუ იგი შეიცავს
ინფორმაციას თავდაცვის ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობებუს, დაზვერვის ან
სახელმწიფო უშიშროებს და მართლწესრიგის სფეროში. ვინაიდან სლავას მიერ
მოთხოვნილი არწარმოადგენს არცერთს ზემოთ აღნისNულს შესაბამისად ის არ
წარმოადგესნ სახელმწიფო საიდუმლოებას. ასევევ მუხლი 37-ის მეორე ნაწილის
მიხედვით აუცილებელი არ არის განცხადებაში მითითებული იყოს საჯარო ინფორმაციის
მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. ასევე სამისნისტროს არგუმენტი ის რომ სლავა არ არის
საქართევლოს მოქალაქე ვერ აკმაყოფილებს განცხადებაზე უარის თქვას, ვიანიდან
მუხლი 37 გვისაბუთებს რომ ყევალს აქვს მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, აქვს ვიტყი
იმას რომ მუხლი 47ის პირველი ნაწილის მიხედვით პირს აქვს უფლება საჯრო
დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მომსამხარის გადაწყვეტილების
გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნის მიზნით მიმართოს სასამრთლოს.
ზიანის ანაზღაურება
2017 წლის 15 მარტს მარშალ გელოვანის გამზირზე მდინარე დიღმულაზე მდებარე ხიდის
რეკოსნტრუქციის მიზნით თბილისის მერიამ მიიღო გადაწყევტილება აღ Nიშნულ
ტერიტორიაზე საავტომობილო გზის გადაკეტის თაობაზე. მდინარე დიღმულაზე
გადასასველი ხიდი 1958 წელს დაპროექტდა და აშენდა, ბოლო რეკონსტრუქცია 1970-იან
წლებში ჩაუტარდა, ხოლო ბოლო გამოკვლევა 2013 წელს. ხიდის რეაბილიტაციის
ფარგლებში დაიგეგემა საყრდენი ნაწილის გამოცვლა , ასფალტის ზედა ფენის დაგება და
დახაზვა. დედაქალაქის ბიუჯეტიდან პროექტზე გამოიყო 1 მლნ ლარი. აღნიშნული გზის
გადაკეტვის ხანგრძლივობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება მოხდა პროექტის
შესრულებისთვის გათვალისწინებული ვადით- 6თვით.

აღნიშნული ხიდის რეაბილიტაციის მიზნით გადაკეტილი გზის სავალი ნაწილის


ტერიტორიის ფარგლებში მოექცა შპს „რომპეტროლის“ ბენზინგასამრთი სადგური ,
რომლის წარმომადგენელმაც განცხადებით მიმართა მერიას და მოითხოვა მიყენებული
ზიანის ანაზღაურება. განცხადებაში შპს „რომპეტროლის“ წარმომადგენელი უთითებს ,
რომ გზის გადაკეტვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებით შპს „რომპეტროლს “
შეეზღუდა ვაჭრობის უფლება. ვინაიდან ავტომობილით მის ტერიტორიაზე მოხვედრა გზის
გადაკეტვის გამო შეუძლებელი გახდა. იმის გათვალსიწინებით რომ გზის გადაკეტვა
მოხდა 6 თვით მას სერიოზული მატერიალური ზიანი ადგება აღნიშნული
გადაწყევტილებით. მერიამ ზოგადი ადმინსიტრაციულ კოდექსის მე -80 მუხლის მე -4
ნაწილის საფუძვლზე განცხადება უკან დაუბრუნა განმცხადებელს იმ საფუძვლით რომ
განცხადებაში დასმული საკითხი სასამართლოს განსჯადია და დაინტერესებულ მხარეს
შეუძლია სარჩელით მიმართოს სასამრთლოს.

განსაზღვრეთ მერიის მიერ გზის გადაკეტვის თაობაზე მიღებული გადაწყევტილების


სამართლებრივი ფორმა. განიხილეთ მერიის მიერ განცხადების თაობაზე
მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება (უნდა ანაზღაურდეს თუ არა მიყენებული
ზიანი)

ამოხსნა:
კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ვხედავთ რომ მერიამ დაიწყო გზის რეაბილიტაცია და
ამ მიზნით გადაიკეტა გზა სადაც რომპეტროლის ბენზინგასამრტ სადგური მოექცა .სზაკ -ის
მუხლი 76-ის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ადმინისტრაციულ
ორგანოსთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვაალდებულებაა გამოსცეს
ინდივიდუალური ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თბილისის მერია
ადმინსიტრაციული გაგებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს ვიანიდან იგი
ასრულებს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებაბეს სზკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ვიანიდან უკვე გავაკრკვიეთ რომ თბილისის მერია არის ადმინისტრაციული


ორგანო ,ახლა გავიგოთ თუ რა სახის წარმოება დაიწყო. საქართველოს ზოგადი
ადმინსტარციული კოდექსისი მუხლი 72-ის ნაწილი პირველის „ა“ ქვეპუნქტის და მეორე
ნაწილის მიხედვით სახეზე გავქვს მარტივი ადმინსიტარციული წარმოება . ვიანიდან
სახეზე გვაქვს ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი აუცლილებლად უნდა განვიხილოთ
ინდაქტის ცნების ელემენტები, ანუ ფორმალური და მატერიელური კანონიერება .

შუალედური დასკვნა: ფაბულიდან გამომდინარე იკვეთება რომ დაცულია ფორმალური


და მატერიელური კანონიერება.

გზის რეაბილიტაცია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონიერი ქმედებაა ანუ


აქტი არის კანონიერი. მიუხედავად იმისა რომ აქტი კანონიერია, ამით სხვას ადგება ზიანი .
კაზუსიდან ვხედვათ რომ ბენზინგასამრთი სადგუირს წამროემადგენლემა
ადმისნიტრაციულ ორგანოს მიმართა ზიანის ანაზღურებასთან დაკავშირებით . სზაკ -ის
მუხლი 12 -ის მიხედვით ყვეალს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ
უკანანსკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკიტხის გადასაწყვეტაად
რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს . მე -
2 მუხლის პირველი ნაიწლის „თ“ ქვეპუქნტში განმარტებულია განცხადების ცნება.

ადმინისსტრაციულმა ორგანომ განაცხადა რომ არსებული საკითხი სასამართლოს


განხილ ვის საგანს წარმოადგენს , რა თქმაუნდა ეს არ არის კანონიერი , ზოგადად
ადმინისტრაციულმა ორგანომ, აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ,
თავადვე უნდა განიხილოს ეს საკითხი . ამავდროულად სზაკის 208 მუხლის ნაწილი 2
თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია რომ სამსახურეობრივი
მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს დაზარალებულს.
შესაბამისად ფაბულიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ ზიანი უნდა აუნაზღაურდეს ამ
კონკრეტულს პირს სზაკის მუხლი 209 ნაწილი 1 და 2-ის საფუძველზე
წარმოებაზე მარტივი
მოქალაქე დავით დუმბაძემ განცხადებით მიმართა ადმინისტრაცულ ორგანოს
რომელიშიც აღინიშნა რომ იგი ცხოვორბს თბილისში ჭავჭავაძის გამზ#8 ში მდებარე
საცხოვრებელი სახლის ბოლო სართლზე , მოცემული საცხოვრებელი სახლის სხვემში
განთასებული ფართი ,რომლიც წარმოადგენდა გამგეობის საკუთრებას, დროებით
სარგებლობაში გადაცემული ქონდა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ პირს - გიორგი
შარაშენიძეს, რომლიც მოცემულ ფართს იყენებდა საცხოვრებლად და სარგებლობდა
სხვენში მოწყობილი სველი წერტილით (სანიტარიული კვანძით) რითად სისტემატიურად
ზიანდებოდა მისი საძინებელი ოთახისა და სამზარეულოს ჭერი . დავით დუმბაძემ
მიიჩნია ,რომ სხველი წერტილი განთავსებული იყო სამშენებლო წესების დარღვევით და
სანიტარული ნორმების დაუცველად, რის გამოც მოთხოვა აღნიშნული სველი წერტილის
გაუქმება.

ადმინისტრაციულმა ორგანობ დავით დუმბაძის მოთხვონა დააკმაყოფილა და მიიღო


გადაწყვეტილება ჭავჭავაძის გამზ#8 ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სხვენში
განთავსებული გიორგი შარაშენიძის სარგებლობაში არსბეული სველი წერტილის
გაუქმების თაოაბზე. ადმინისტრაიცულმა ორგანომ მიუთითა რომ, მართალია მას კანონი
არ ანიჭებდა ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას . თუმცა იგი მოქმედებდა
დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

აღნიშნული გადაწყვეტილებაა გაასაჩვირა გიორგი შარაშენიძმემ ზემდგომ


ადმინისტრაიულ ორგანოში იმ საფუძვლით რომ შუძლებელიიყო სველი წერტილი გარეშე
მისი აღნიშნულ ფარში ცხოვრება. ამასთან მისთვის ცნობილი გახდა რომ
გადაწყვეტილების მიმღები ადმინისტრაიცული ორგანოს თანამდებობის პირი იყო დავით
დუმბაძის ბიძაშვილი.

განსაზღვრეთ ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმა


და კანონიერება .რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ზემდგომმა ადმინისტრაიცულმა
ორგანომ ადმინისტრაციული საჩივარის ფარგლებში.

ამოხსნა :
ინფ. გამოთხოვებაზე
შპს „ განათებულმა ქალაქმა“ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ
ტენდერში, რომელიც შეეხება თბილისის მთაწმინდის რაიონის ქუჩებში განათებას ,
რისთვისაც თბილისის მერიამ გამოყო 500 ათასი ლარი. პროექტის დასრულების შემდეგ
მთაწმინდის რაიონის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ირაკლი გვაზავამ განცხადებით
მიმართა შპს „განათებულ ქალაქს“ და მოითხოვა ინფორმაცია ამ პროექტის ფარგლებში
ქუჩების განათების თანხების განკარგვასთან დაკავშირებით. შპს „ განათებული ქალაქის “
აღმასრულებელმა დირექტორმა განცხადების მიღებიდან 10 დღის შემდეგ არ
დააკმაყოფილა მოქალაქე ირაკლი გვაზავას მოთხოვნა და განუმარტა , მიუხედავად
იმისა რომ იგი მთაწმინდის რაიონის მაცხვორებელია და ამდენად უფლება აქვს
მოითხოვოს ინფორმაცია მის საცხოვრებელ ქუჩაზე მდებარე სარემონტო საქმიანობასთან
დაკავშირებით. შპს „ განათებუული ქალაქი“ წარმოადგენს კერძძო სამართლის
იურიდიულ პირს და მას გარდა მერიის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებისა გააჩნია
საკუთარი თანხებიც , რაც მათი საიდუმლოა და არანაირ რევიზიას არ ექვემდებარება ,
გარდა ამისა განცხადებაში არ იკვეთება ინფორმაციის მოთხოვნის მიზანი .

გთხოვთ განიხლოთ შპს „ განათებული ქალქის“ დირექტორის მიერ მიღებული


გადაწყევტილების კანონიერება.

ამოხსნა:
დავიწყებ იმით რომ სზაკ-ის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყველას აქვს
უფლება გაეცნოს ადმინისტრქაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას,
აგრეთვე მიითოს ასლები თუ ისისნი არ შეიცვანე სახელმწიფო, პროფესიულ ან
კომერციულლ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. საჯრო ინფორმაციის ცენბა
განმარტებულია სზაკ-ის მე-2 მუხლის „მ“ ქვეპუნქტში . დავადგინოთ არის თუ არა ადმ.
ორგანო შპს „ განათებული ქალაქი’’. სზაკ-ის მე-2 მუხლისს „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით
ზემოთ აღნიშნული სამინისტრო ორგანიზაციული გაგაბეით არის ადმინსიტრაციული
ორგანო, შესაბამისად 27-ე მუხლის „ა“ ქვეპუქნტით გამოდის საჯარო დაწესებულება .
იარკლი ითხოვს ინფორმაციას ქუჩების განათების თანხების განკარგვასთან
დაკავშირებით. მას ქონდა ამის უფლება რადგან სზაკ-ის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის
მიხედვით საჯარო ინფორმაციაა ღიაა, გარდა კანონით გათვალსიწინებული
შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო , პროფესიული, კომერციული ან
პერისნალური მონაცემებისთვის მიკუთვნებული ინფომაციისა. გავიგოთ თუ რაპასუხი
გასცა ადმ.ორგანომ. მათ განუმარტეს რომ , მიუხედავად იმისა რომ იგი მთაწმინდის
რაიონის მაცხვორებელია და ამდენად უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია მის
საცხოვრებელ ქუჩაზე მდებარე სარემონტო საქმიანობასთან დაკავშირებით ის მაინ ვერ
მიიღებდა ამ ინფორმაციას რადგან შპს „ განათებული ქალაქი „ წარმოადგენდა კერძო
სამრთლის იურიდიულ პირს. ადმ ორგანოს ეს გადაწყვეტილება არის უკანონო რადგან
სზაკ-ის მუხლი 42 ის „ა“ ქვეპუნქტის საფუძლევზე დაუშვებელია ინფორმაციის
გასაიდუმლოება გარემმოს შესახებ.

რაც შეეხება ვადებს: ვადებიც დარღვეული იყო ამ შეთხვევაში რადგან სზაკ -ის მუხლი 41 ის
პირველი ნაწილის შესაამისად საჯარო დაწესებულების ინფორმაციის გაცემაზე
განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ და არა 10 დღეს შემდეგ . აქვე დვაამტებ
იმ ფაქტს რომ სზაკ-ის მუხლი 37 მეორე ნაწილის მიხედვით აუცილებელი არ არის
განცახდებაში განმცხადებლმა მითითს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნი სმოტივი ან
მიზანი.

დასკვნა: შეგვიძლია ვტქვათ რომ შპს „ განათებული ქალაქის“ დირექტორის მიერ


მიღებული გადაწყვეტილება არის უკანონო ზემოთ ჩამოთვლილი დებულებების თანხმად .
კაზუსი დაპირებაზე
2013 წლის 18 ოქტომბერს გიორგი ჟღენტმა , რომელიც მსჯავრდებული იყო
ქურდობისაათვის და მოხდილი ჰქონდა სასჯელის ვადის ორი მესამედი, სასჯელის
მოხდისგან განთავისულფების შესახებ განცხადებით მიმართა სასჯელის მოხდისგან
პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების ,
პრობაციისა და იურიდუული დამხარების საკითხთა სამინისტროს აღმოსავლეთ
საქართველოს ადგილობრივ საბჭოს. ვინაიდან აღნიშნული კომისიის წევრი იყო გიორგის
ბავშობის მეგობარი , მას იმედი ჰქონდა , რომმიღებული იქნებოდა მისთვის სასარგებლო
გადაწყეტილება. კომისიამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იმსჯელა ზეპირი
მოსმენის გარეშე დაა მიიღო გადაწყვეტილება ჟღენტის საახალწლოდ შეწყალების
შესახებ. აღნიშნულის თაობაზე 2013 წლის 15 ნოემბერს წერილობით ეცნობა
განმცხადებელს.

იმსჯელეთ მიღებული გადაწვყვეტილების კანონიერებაზე.

ამოხსნა:
დავიწყოთ იმით რომ მუხლი 12-ის მიხედვით ნებისმიერ პირას აქვს უფლება მიმართოს
ადმ. ორგანოს, იმ საკითხის გადასაწყეტად რომელის უშუალოდ ან პირდაპირ ეხება მის
კანონიერ ინტერესებს, ამიტომ გიორგისაც აქვს უფლება მიმართოს. გავიგოთ არის თუ
არა ზემოთ აღნიოშნული სამინისტრო ადმ.ორგანო სზაკ-ის მუხლი 2 ნაწილი პირველი „ა“
ქვეპუნტიის თანხმად საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობასიისა და იურიდიული
დამხარების სამინისტრო ორგანზიაციული გაგებით გამოდის ადმ.ორგანო. კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე სახეზე გვაქვს დაპირება სზაკ-ის მუხლი 9 პირველი ნაწილი ანუ
მეცხრე მუხლის საფუძველზე გაცემულია ადმინისტრაციული დაპირება. დაპირება
წერილობითი სახის უნდა იყოს.

ფაბულის შინაარსიდან გამომდინარე უნდა გავარკვიოთ დაპირება უნდა შესრულდეს თუ


არ უნდა შესრულდეს. დავაკვირდეთ და განვიხილოთ თითოეული დეტალი , ხო არ
არსებობს კანონისმიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოებები რის საფუძველზეც
დაპირება არ შესრულდება , გამომრიცხავი გარემოებები განხილულია სზაკის მხული 9
ნაწილი 2 , და უნდა შევუსაბამოთ არსებული ფაქტები რომელიმეს ხომ არ მიეკუთვნება ,
თუ მიეკუთვნება დაპირება არ შესრულდება. თუ ჩამოთვლილიდან არც ერთს არ
მიკუთვნება მაშინ დაპირება აუცილებლად უნდა შესრულდეს. ამ შემთხევაში
ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო ქმედება უდევს საფუძვლად მე -9
მუხლის მეორე ნაწილი ‘’ა“ ქვეპუნქტის საფუძვლზე. აქვე დავამატემ იმ ფაქტს რომ
შეწყალება არის პრეზიდენტის უფ;ებამოსილება და მას ვერავინ ვერ განახორციელბს მის
გარდა (საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის ნალიწი პირველი „ე“ ქვეპუნქტი
რომელიც ამ პაქტს ადასტურებს). ასევე კაზუსიდან ჩანს რომ ეს გადაწყეტილება
მიღებულია მიუკერძოებლად ვიანიდან კომიის წევრი იყო გიორგის ბავშვობის მეგობარი
და მას ჰქონდა იმედი რომ ვადაზე ადრე გაათავისუფლებდნენ.შესაბამისად სზაკ -ის მე -8
მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ადმ. ორგანო ვალდებულია თავისი
უფლებამოსიილება განახორციელოს მიუკერძოებლად. ამ ყევლაფრიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვთქვათ რომ კანონისმიერი გამომრციხავი გარემობებეი არსებოსბ სზაკ -ის
მუხლი 9 ნაწილი 2 „ა“ ქვეპუნქტი.

დაპირება
ავსტრიულმა სავაჭრო კომპანია „ულტრასერვისმა“ გადაწყვიტა სავაჭრო ოპერაციის
განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე. რისთვისაც მას უნდა შემოეტანა
გარკვეული პროდუქცია საქართველოს საბაჟო ტერმინალის გავლით. აღნიშნული
პროდუქცია იწარმოებოდა ჩინეთში ავსტრიული კომპანიის ექსკლუზიური დაკვეთით .
ავსტრიულმა კკომპანიამ პროდუქციის შემოტანამდე წერილით მიმართა საქართველოს
საბაჟო დეპარტმანეტს იმის გასარკვევად, დაიბეგრებოდა თუ არა მის მიერ შემოტანილი
პროდუქცია 12%-იანი განაკვეთით, რაზედაც მან მიიღო ასვე წერილობითი პასუხი , რომ
მითითებული პროდუქციის შემოტანისას მასზე გავრცელდებოდა დაბეგვრის 5% საბაჟო
განაკვეთი.

აღნიშნული წერილის გაცემიდან ერთი თვის თავზე შეიცვალა საბაჟო დეპარტამენტის


ხელმძღვანელობა , რომელთაც მთავრობისგან დაევალათ ტვირთის შემოტანისა და
განბაჟების პროდუქტების მკაცრად გააკონტროლება, რათა საფინანსო კრისიზის
პირობებში გაზრდილიყო ბიუჯეტში შეტანილი თანხების მოცულობა . თავის მხირის
ავსტრიულმა კომპანიამ დაიწყო საქართველოში შესაბამისი პროდუქციის
ტრანსპორტირება,საბაჟო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელობამ მათგან მოითხოვა
12% საბჟო განაკვეთის გადახდა, მათ განუმარტეს რომ შეიცვალა საბჟო დეპარტამენტის
ხელმძღვანელობა და შესაბამისად ქვეყნის საბაჟ-საგადასახადო პოლიტიკაც . საბაჟო
დეპარტამნეტისგან მიღებული პასუხი 12% დაბეგვრი ს თაობაზე ავტრიულმა კომპანიამ
მიღებიდან ერთი თვის ვადაში წერილობით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში .
თავისი საჩივროთ იგი ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის ძველი ხელმძღავნელობის
წერილის თანახმად საშეღავათო განაკვეთის გავრცელებას. შემოსავლების სამსახურის
მიერ წარმოებაში იქნა მიღებული და რეგისტარციიდან მეორე დღესვე იგი დასკვნასა და
სხვა მტკიცებულებების წარმოდგენისათვის გადაეგზავნა საბაჟო დეპრტამენტს .
შემოსავლების სამსუხურმა დაიწყო წარმოება ადმინისტრაციული საჩივრის
განხილვასთან დაკავშირებით. დაინტერესებული მხარეეები ითხოვენ ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვისთვის ზეპირ სხდომაზე დასწრებასა და საკუტარი პოზიციების დაცვას .

გთხოვთ კაზუსში მოყავნილი მხარეთა პოზიციების გათვალსიწინებით გადაწყვიტეთ


ადმინისტარაციული სააჩივრის დასაშვებობისა და დასაბუთებულობის საკითხი,
შეაფასეთ არსებობს თუ არა ავსტრიული კომპანიის კანონიერი ნდობის უფლება
საბაჟო დეპარტამენტის ძველი ხელმძღვანელობის მიერ გაცემული წერილის
მიმართ და რა გადაწყევტილება უნდა მიიღოს შემოსავლების სამსახურმა
ადმინსიტრაციულ საჩივარტან დაკავშირებით.

ამოხსნა:
უპირველეს ყოვლისა დავიწყებ იმით რომ სზაკ-ის მუხლი 12 ის მიხედვით ყველას აქვს
უფლება მიმართოს ადმინისტარციულ ორგანოს. შესაბმაისად ავსტრიულ სავაჭრო
კომპანიას „ულტრასერვის’’ ქონდა ამის უფლება. უშუალოდ დავადგინოთ არის თუ არა
საბაჟო დეპრტამენტი ადმ.ორგანო. სზაკის მე-2 მუხლის პირველი ნაიწლის „ა’’ ქვპუქნტის
მიხედვით საქართველოს საბაჟო დეპარტამენტი არის ადმ.ორგანო. კაზუსის ფაბულიდან
გამომდინარე სახეზე გვაქვს დაპირება სზაკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ,
დაპირება უნდა იყოს წერილობით სახის. ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა
ავსტრიულმა კომპანიამ „ულტრასერვისმა’’ და ამშემთხვევაში ეს კომპანია გამოდის
დაინტერესებული მხარე სზაკ-ის მუხლი 2 ნაწილი პირველი „ბ“ ქვეპუნქტი. კაზუსის
ფაბულიდან გამომდინარე უნდა გავარკვიოთ დაპირბა უნდა შესრულდეს თუ არა .
დავაკვირდეთ და განვიხილოთ თითოეული დეტალი, ხომ არ არსეობობს კანონისმიერი
ნდობის გამომრციხავი გარემოებები რის საფუძვლზეც დაპირება არ შესრულდება . მე -9
მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით : დაპირების მიმართ კანონიერი ნდობის სამი
გამომრიცხველი გარემოება არსებობს: 1. ადმინ ორგანოს მიერ გაცემული
კანონსაწინაააღმდეგო დაპირება , 2. შეიცვალა კანონი და დაინტერესებული მხარე ვეღარ
აკმაყოფილებს სრულ მოთხვნებს, 3. დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება . ჩვენ
ვხედავთ რომ ამ გარერმომებებიდან არც ერთი არარის კაზუსში მოცემული შესაბამისად
დაპირება უნდა შესრულდეს.

უშუალოდ გადავიდეთ და შევეხოთ საჩივარს: კომპანია გადაწყეტილებას ასჩივრებს


ერთი თვის ავდაში შემოსავლების სამსახურში. კომპანია ითხოვს საშერავათო პირობებსი
გავრცელებას ამ სემთხვევაში კომპანია საქვს უფლება გაასაჩივროს ადმ.ორგანოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება სზაკ-ის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით ვიყენებთ
ინდაქტის გასაჩივრებისთვის კანონმდებლობით დადგენილ წესებს. სზაკის 177 მუხლის
პირველი ნაწილის საფუძველზე დინტერესებულ მხარეს აქვს უფლება გაასაჩივროს
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტარციულ სამართლებრივი აქტი .
მუხლი 178ის პირველი ნაიწლის მიხედვით საჩივარს განიხილავს და გადაწყეტს
ადმინისტრაციული სამაღთლებრიცი აქტის გამომცემი ადმინისტარციული ორგანოთუ იქ
არსებობს ადმინსტარციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან
სტრქუტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანადებობის პირი.

რაც შეეხება ხადაზმულობის ვადებს კასუსუდან ვხედავთ რომ ერთი თვის ვადაში
გაასაჩივრა კომპანიამ შესაბამისად სზაკის 180 მუხლი სნაწილი პირველის მიხედვით
ვადები დაცულია. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ვხედავთ რომ დაინტერესებული
მხარეები ითხოვენ საჩირვის განხილვას ზეპირ სხდომაზე დასწრებას და საკუთარი
პოზიცეიბის დაფიქსირებას. აქედან სზაკ-ის 194 მუხლის პირველი ნაიწლის საფიძვლზე
ადმ.ორგანო ვალდებულია მისცეს ადმინისტრაციულ წამორბაში მოანწილე
დაინტერესებულ მხარეს საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა . ასევე ამავე
მუხლის მეორე ნაიწლის მიხედვით ადმ.ორგანო ვალდებულია საჩივართან
დაკავშირებით ადმიისტარციული წამორების დაწყების შესახებ წერილობით აცნობოს
ყველა პირს, ასევე სზკ-ის მუხლი 110 ნაწლი მეორეს თაანხმად დაინტერრესებულ
მხარეებს უნდა ეცნობოთ ზეპირი მოსმენის შესახებ მის გამართვამდე 7დღით ადრე მაინც
და მოწვეულ იქნენ ზეპირ მოსმენაში მოანწიელობის მისაღებად. სზკ-ის მუხლი 11 ის
საფუძვლზე სხდომა ზეპირ მოსმენასთან დაჯაშირებით საჯაროა.

დასკვნა: დაპირება უნდა შესრულდეს ვიანიდან არ იკვეთება სზაკის- მე-9 მუხლის მეორე
ნაწილის გარემოებები. მუხლი 201 ნაწილი პირველის „ა’’ ქვეპუნქტის საფძვლზე სარჩელი
უნდა დაკმაყოფილდეს.

წარმოება
შპს ომეგამ სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს , რომლითაც მოითხვა
გარემოს დაცვლი სამინისტროს რეგიონული სამმართველოს აქტის გაუქმება . სადავო
აქტით შპს ომეგას დაევალა წარმოებაში ბუნების დამცავი დანადგარების დანერგვა .
საქმის განხილვისას შპს ომეგამ უარი თქვა სარჩელზე , რის გამოც სასამართლომ მიიღო
განჩნება საქმის წარმოების შეწყვეტიის შესახებ.

მოგვიანებით შპს ომეგამ ადმინისტრაციული საჩვრით მიმართა გარემოს დაცვის


სამინისტოს , ვინაიდან აღნიშნული აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით მომჩივანსადრე
შეტანილი ჰქონდა სასამართლოშისასარჩელო განცხადება .

შპს ომეგამ თავის პასუხში აღნიშნა რომ სარჩელზე უარი არ ართმევს მას
ადმინისტრაიცული საჩივარის შეტანის უფლებას.

სამინისტრომ არ გაიზიარაა შპს ომეგას მოსაზრება და მიიღო გადაწყვეტილებასაცივარის


განხილვაზე უარის თქმის თაოაბზე.

განიხილეთ ამდინისტრაიცული ორგანოს საქმინობის რომელ სამართლებრივ


ფორმასასაჩივრებს შპს ომეგა ადმინისტრაიცული საჩივრით. იმსჯელეთ გარემოს
დაცვის სამინისტროს მიერ საჩივრის განხილვაზე უარის თაობაზე მიღებული
გადაწყვეტილების კანონიერება.

ამოხსნა:

You might also like