You are on page 1of 8

N 01/3403 3403-01-2-201805291551

29/05/2018

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს


ბატონ ლევან რაზმაძეს

მის: თბილისი 0144, რიჩარდ ჰოლბრუკის ქუჩა №8

ბატონო ლევან,

გიგზავნით პრეტენდენტის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ წერილობით შეტყობინებას:

 შესყიდვის საშუალება: ელექტრონულ ტენდერი.


 შესყიდვის რეკვიზიტები: SPA170013822.
 შესყიდვის ობიექტის დასახელება: ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურება; CPV
66500000; 66514110
 პრეტენდენტის რეკვიზიტები: სს სადაზღვევო კომპანია უნისონი; საიდენტიფიკაციო ნომერი: 404393152;
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, გამრეკელის ქ., N19, სართული 1; ელექტრონული
ფოსტის მისამართი: unison@unison.ge.
 შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძველი:
2017 წლის 22 დეკემბერს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და სს „სადაზღვევო კომპანია
უნისონს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №0300/30/294 ხელშეკრულება
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სადაზღვევო მომსახურების თაობაზე.
2018 წლის 24 აპრილის №003/24.04.18 წერილით (რეგისტრაციის №2459/01; 24.04.2018წ.) გვეცნობა, რომ
კომპანიის მიერ არ სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სადაზღვევო პრემიების
ანაზღაურებასთან დაკავშირებთ, რის გამოც, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 818-ე მუხლის შესაბამისად, 2018 წლის 24 მაისიდან წყვეტს ხელშეკრულებას.
არსებული რეალური გარემოებებისა და ფაქტების გათვალისწინებით, კომპანია მიიჩნევს რომ არ არსებობს
ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის კანონმდებლობით გათვალისწინებული არც სახელშეკრულებო
(ფაქტობრივი) და არც კანონისმიერი საფუძველი და სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ აღნიშნული
გადაწყვეტილება/განცხადება მიზნად ისახავს მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
შესრულებისაგან თავის არიდებას, რის დასადასტურებლადაც წარმოგიდგენთ შემდეგ არგუმენტაციას:
ხელშეკრულების 8.3.13 ქვეპუნქტითა და 9.1 - 9.2 პუნქტებით განსაზღვრულია მზღვეველის მიერ
სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დადგენისა და გაცემის წესი, რომლის მიხედვითაც, ზიანის
ოდენობის დადგენა ხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის თარიღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი)
სამუშაო დღის ვადაში. ხოლო, სადაზღვევო ანაზღაურება დაზღვევის ობიექტის ნაწილობრივი
დაზიანების შემთხვევაში, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების უზრუნველყოფა
უნდა განხორციელდეს ზიანის ოდენობის დადგენიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი)
სამუშაო დღისა. ამასთან, აღნიშნულის გონივრულ ვადაში ობიექტური მიზეზით შესრულების
შეუძლებლობის შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია აცნობოს წერილობით შემსყიდველს, სათანადო
საფუძვლის მითითებით.

სამოქალაქო კოდექსის 816-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-7 მუხლით


განსაზღვრა ანგარიშსწორების სპეციალური პირობები და ვადები, რომლის მიხედვითაც, 7.1 და 7.2
პუნქტების თანახმად, ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ლარში
ეტაპობრივად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვეს, ფაქტიურად გაწეული მომსახურების
შესაბამისად გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენის
საფუძველზე, არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ვადაში.

მომსახურების მიღება - ჩაბარების წესს ადგენს ხელშეკრულების მე-6 მუხლი, რომლის თანახმადაც,
მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების
საფუძველზე, ხოლო მიღება ჩაბარების აქტი დგება მომსახურების (ან მისი ნაწილის) ყოველი მიწოდების
დასრულების შემდეგ. მომსახურების (ან მისი ნაწილის) მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად
გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით.
ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს
შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო
დოკუმენტაცია.

აქვე უნდა აღვნიშნოთ ხელშეკრულების 5.2 პუნქტი და 5.3.3 ქვეპუნქტი, რომელთა საფუძველზეც
შემსყიდველის მხრიდან გამოყოფილია ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით პირები
(ინსპექტირების ჯგუფი), ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დაცვის
კონტროლის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან გაწეული მომსახურების
შესაბამისობის დადგენის, მიმწოდებელთან შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და
მიმწოდებლის მიერ გამოწერილი პოლისის მიღების უზრუნველყოფისათვის.

ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით, მხარეთა შორის ანგარიშსწორების


განხორციელებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, ხსენებული დანაწესების შესრულება.

მიუხედავად იმისა, რომ სადაზღვევო პრემიის ანაზღაურებით დაინტერესებული უნდა ყოფილიყო


მზღვეველი, შესრულებულ სამუშაოზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის პროექტები (ფაქტობრივად
გაწეული მომსახურების ჩამონათვალის მითითებით (შეკეთებული/შეუკეთებელი ავტომობილების
ცხრილი)) 2018 წლის 16 აპრილს ელექტრონული ფოსტით გადაგზავნილ იქნა კომპანიის მხრიდან
ინსპექტირების განმახორციელებელი პირის მიერ, საკუთარი ინიციატივით.

კომპანიის მხრიდან გადაგზავნილი მიღება-ჩაბარების აქტის საპასუხოდ, მზღვეველის წამომადგენლების


მიერ იმავე დღეს, ელექტრონული ფოსტის მეშვობით გამოთქმულ იქნა შენიშვნა მიღება-ჩაბარების აქტის
ფორმასთან დაკავშირებით და მითითებულ იქნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა გასწორდებოდა მათ
მიერ და გამოეგზავნებოდა კომპანიას. მომდევნო დღეს, 2018 წლის 17 აპრილს ელექტრონული ფოსტის
მეშვეობით, ერთიანად გადმოგზავნილ იქნა იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეების მზღვეველისათვის
მისაღები ფორმით შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტების პროექტები (მზღვეველის მხრიდან
ხელმოუწერელი ეგზეპლიარები - იხილეთ: ელექტრონული მიმოწერის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია), რომელიც არ ასახავდა ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლებით გათვალისწინებულ,
ფაქტიურად გაწეულ/გასაწევ მომსახურებას.

მსგავსი შემთხვევა არსებობდა მხარეთა შორის დადებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების


სადაზღვევო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2018 წლის 08 იანვრის №0300/30/004
ხელშეკრულების ფარგლებშიც (რომელითაც დაზღვეულია ბოგდანის მარკის ავტობუსები), მზღვეველის
მხრიდან ასევე დაგვიანებით, 2018 წლის 25 აპრილს იქნა წარმოდგენილი ხელმოწერილი სახით იანვრის,
თებერვლისა და მარტის თვეების მიღება-ჩაბარების აქტები და ანგარიშსწორებისათვის საჭირო სხვა
დოკუმენტაცია. ხოლო, კომპანიის მიერ, მიუხედავად ხელშეკრულების 7.1 და 7.3 ქვეპუნქტებით
დადგენილი 10 (ათი) დღიანი ვადისა, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებიდან მეორე დღესვე - 2018
წლის 26 აპრილს განახორციელა საპასუხო ანაგარიშსწორება (იხილეთ: 2018 წლის 25 აპრილის მიღება-
ჩაბარების აქტები და საგადახდო დავალებები).

ის, რომ ანაზღაურების პირობად მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფაქტიურად გაწეულ


მომსახურებაზე მიღება- ჩაბარების აქტის შედგენა გაცნობიერებულია მზღვეველის მიერ, ასევე
დასტურდება არაანაზღაურებულ პერიოდში მისი მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების
არაჯეროვნად, მაგრამ მაინც შესრულებით. კერძოდ, მზღვეველი, იმ შემთხვევებზე, რომლებზეც თვლიდა,
რომ ვრცელდებოდა სადაზღვევო რისკი და ექვემდებარებოდა ანაზღაურებას ასრულებდა
ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - ახორციელებდა მესამე პირების წინაშე ზიანის ანაზღაურებას,
აფასებდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანს ან/და ანაზღაურებდა მას.

ამასთან, საყურადღებოა, რომ 2018 წლის 24 აპრილის №003/24.04.18 წერილით (კოპანიაში რეგისტრაციის
№2459/01; 24.04.2018წ.) ხელშეკრულებიდან გასვლის თარიღად მზღვეველმა მიუთითა 2018 წლის 24
მაისი, თუმცა, რეალურად, მომენტალურად, წერილის მომზადებისა და კომპანიაში რეგისტრაციის დღესვე
(2018 წლის 24 აპრილიდან) უარი განაცხადა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
რაც დასტურდება, კომპანიის მხრიდან შედგენილი არაერთი დოკუმენტაცით (მოხსენებითი
ბარათი/აქტი/ოქმი) და სადაზღვევო შემთხვევის დროს, ცხელ- ხაზზე, ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტის
შესაბამისად, გაკეთებული შეტყობინებების რეაგირების გარეშე დატოვებით (ხელშეკრულების 8.3.3.-8.3.5
ქვეპუნქტების შესაბამისად, მიმწოდებელი (მზღვეველი) ვალდებულია, შემთხვევის დადგომის შესახებ,
სატელეფონო ზარის მეშვეობით, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, უზრუნველყოს წარმომადგენლის
ოპერატიული გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ასევე, საპატრულო სამსახურთან ურთიერთობა,
სადაზღვევო შემთხვევის აქტის შედგენა და ზიანის ანაზღაურებისათვის საჭირო შესაბამისი
დოკუმენტაციის მოპოვება
(მათ შორის სამართალდარღვევის ოქმის მოძიება), იმ საფუძვლით, რომ სადაზღვევო კომპანიას
წერილობით უარი აქვს
განცხადებული შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების
შესრულებაზე (იხილეთ:
ავტობუსების სადისპეტჩეროს უფროსის მოხსენებითი ბარათები, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აქტები,
დამატებითი დოკუმენტაცია: ცხელ ხაზზე დაფიქსირებული შეტყობინებები, ცხელი-ხაზის ოპერატორის
პასუხები და
განხორციელებული რეაგირებები შეგიძლიათ მოიძიოთ მზღვეველთან).

გასათვალისწინებელია, რომ ხელშეკრულების 9.6 პუნქტის მიხედვით, თუ შემსყიდველი ზიანის


დადგომისას შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, დაუშვებელია
მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმა
მიმწოდებლის შემთხვევის ადგილზე გამოუცხადებლობის გამო, მეტიც ხელშეკრულების 8.3.8 პუნქტის
შესაბამისად, მიმწოდებელი (მზღვეველი) ვალდებულია აუნაზღაუროს შემსყიდველს ის ზიანი, რაც
გამოწვეულია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით.
ასევე, ხელშეკრულების 13.3 ქვეპუნქტის თანახმადაც, მიმწოდებელი კისრულობს ვალდებულებას
მომსახურების გაწევისათვის გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს
სახით შემსყიდველს გადაუხადოს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით გადასახდელი სადაზღვევო
ანაზღაურების ღირებულების 0.2 პროცენტი ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ სადაოდ არ ხდის


ხელშეკრულებით გათვალისწინებული სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების საფუძველზე,
ხელშეკრულების 8.1.1. ქვეპუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო პრემიის ან/და მისი ნაწილის გადახდის
ვალდებულების საკითხს. სწორედ ამიტომ, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, ხელშეკრულების წესების
შესაბამისად, ანგარიშსწორებისათვის დადგენილი დოკუმენტაციის გაფორმების შემთხვევაში,
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 22 დეკემბრის №0300/30/294 ხელშეკრულების ფარგლებში,
შემდგომი თანამშრომლობისა და სადაზღვევო მომსახურების გაგრძელების მიზნებისათვის,
განახორციელოს საპასუხო თანხების ანაზღაურება. რის თაობაზეც ასევე ვაცნობეთ მზღვეველს 2018 წლის
30 აპრილის №01/2771 წერილით.

გარდა ზემოაღნიშნული გარემოებებისა, სს „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ მხრიდან ხელშეკრულებით


ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას და მისი მხრიდან ხელშეკრულების
არაჯეროვანი შესრულების ფაქტის დამალვას ასევე მოწმობს ქვემოთ მოყვენილი ფაქტობირვი
გარემოებანი:

ხელშეკრულების შესაბამისად, „სადაზღვევო რისკი“ არის მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის
შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. სადაზღვევო რისკები
განისაზღვრება ხელშეკრულებით/პოლისით; „სადაზღვევო შემთხვევა“ არის მოვლენა, რომლის
დადგომისას ხელშეკრულება/პოლისი ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;

სატენდერო წინადადების, ხელშეკრულებისა და პოლისის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევად


განისაზღვრა: 1. სატრანსპორტო საშუალებების დამზღვევის მესამე პირის წინაშე სამოქალაქო
პასუხისმგებლობის დაზღვევა (ლიმიტი - 50,000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი თითოეულ
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე მზღვეველმა უნდა უზრუნველყოს მესამე პირის სიცოცხლის,
ჯანმრთელობისა და ქონებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება; 2. გარეგანი დაზიანება; 3.
ავტოტრანსპორტის გატაცება, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა; 4. ავტოსაგზაო შემთხვევა; 5. თვითაალება,
ხანძარი ან/და აფეთქება; 6. სხვადასხვა საგნის დაცემა; 7. სტიქიური უბედურებები (წყალდიდობა,
მიწისძვრა, მეწყერი, ზვავი, ქარიშხალი, მეხის დაცემა, სეტყვა და სხვა ) 8. ტერაქტი, სამოქალაქო
მღელვარების და სხვა მსგავსი არეულობების დრის მიყენებული ზიანი ან/და სრული განადგურება; 9.
სრული განადგურება (Total Loss) - ზიანი, რომლის შედეგადაც ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენის
ღირებულება შეადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას საბაზრო ღირებულების 70%-ს ან მეტს ან
არსებობს შესაბამისი ექსპერტის დასკვნა, რომ სატრანსპორტო საშუალების აღდგენა მიზანშეუწონელია ან
ავტოსატრანსპორტო საშუალება გატაცებულია და მისი პოვნა ვერ ხერხდება. ამასთან, აღნიშნული
დაზღვევის ფარგლებში ფრანშიზის ოდენობა შეადგენს 0%-ს, ზარალი ანაზღაურდება მთლიანად, გარდა
იმ შემთხვევისა როდესაც დგინდება უფლებამოსილი მძღოლის ბრალეულობა უფლებამოსილი მძღოლის
ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში უპირობო ფრანშიზას ოდენობა შეადგენს 500 ლარს.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით


მზღვეველი მოვალეა
აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების
პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა
გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. ამავე კოდექსის 361-ე
მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,
დათქმულ დროსა და ადგილას.

ხელშეკრულების 8.3.13 პუნქტით, მზღვეველმა იკისრა ვალდებულება განახორციელოს დაზიანებული


ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების უზრუნველყოფა ზიანის ოდენობის დადგენიდან გონივრულ
ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

ხელშეკრულების გაფორმებიდან მცირე დროში, გამოვლინდა მზღვეველის მიერ ხელშეკრულებით


ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდების არაერთი ერთგვაროვანი მცდელობა.
დამზღვევის მხრიდან მრავალგზის წერილობითი განმარტებისა და მოთხოვნის მიუხედავად, რიგი
სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველი, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე უარს აცხადებს
ზიანის ანაზღაურებაზე:

1. ავტობუსის სალონში განთავსებული ცალკეული ნაწილების დაზიანებებით წარმოშობილი ზიანი


- სადაზღვევო შემთხვევა - „გარეგნული დაზიანება“.

მზღვეველი განმარტავს, რომ სადაზღვევო შემთხვევის - „გარეგნული დაზიანება“ ფარგლებში


ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ დაზღვეულ ავტობუსზე (მის გარე პერიმეტრზე) გარეგანი ზიანი
და აღნიშნული არ მოიცავს სალონში დამდგარ ზიანს.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ:

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად დაზღვევის ობიექტი შეიძლება იყოს
ნებისმიერი ქონებრივი ან პირადი არაქონებრივი ინტერესი, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს
კანონმდებლობას, მათ შორის დაზღვევა, დაკავშირებული ქონების ფლობასთან, განკარგვასთან და
ქონებით სარგებლობასთან (ქონების დაზღვევა);

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 1.7. პუნქტის თანახმად, დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს


დამზღვევის კანონიერ საკუთრებაში (მფლობელობა, სარგებლობა) მყოფი ავტოსატრანსპორტო
საშუალებისა ან/და მის ცალკეულ ნაწილთან დაკავშირებული ქონებრივი ინტერესები, რომელიც
დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან.

ხელშეკრულება და პოლისი არ განსაზღვრავს დაზღვევის კონკრეტულ ობიექტს (ავტოსატრანსპორტო


საშუალებას, როგორც ერთიან ნივთს; ცალკეულ ნაწილს, მის მდებარეობას ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე), რომელზეც უნდა გავრცელდეს სადაზღვევო შემთხვევა - „გარეგნული დაზიანება“.
შესაბამისად, „გარეგნული დაზიანება“ გულისხმობს დაზღვევის ობიექტის გარეგნულად, ვიზუალური
აღქმის შედეგად გამოვლენილი ნებისმიერ სახის დაზიანებას და ხელშეკრულების 1.7 პუნქტის
საფუძველზე, აღნიშნული რისკით დაზღვეულია, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე მისი
ცალკეული ნაწილები, სადაც არ უნდა მდებარეობდეს ისინი - ავტობუსის გარე პერიმეტრზე, თუ
მის სალონში.

ამ არგუმენტაციას ასევე ამყარებს მზღვეველი თავის წერილებში (მაგ: 015/04.04.2018), როცა კონკრეტული
დაზღვევის ობიექტის არ არსებობისას, სხვა სადაზღვევო შემთხვევების დროს (ავტოსაგზაო შემთხვევა,
თვითაალება, ხანძარი ან/და აფეთქება, სხვადასხვა საგნის დაცემა, სტიქიური უბედურებები) განმარტავს,
რომ ანაზღაურებას ექვემდებარება სალონის დაზიანებაც, თუ აღნიშნული წარმოშობილია აღნიშნული
რისკის ფარგლებში.

2. რიგ შემთხვევებში, პირველ პუნქტში მოყვენილ პოზიციასთან ერთად, მზღვეველი ანაზღაურების


უარის წერილებში დამატებით განმარტავს, რომ ხელშეკრულებით არ იფარება მესამე პირის
მართლსაწინააღმდეგო ქმედება (ვანდალიზმი). რაც ასევე, მოკლებულია საფუძველს და არ
შეესაბამება მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებას, ვინაიდან ხელშეკრულება ზიანის მიმყენებლ
პირთან მიმართებით ერთადერთ საგამონაკლისო შემთხვევად განიხილავს უფლებამოსილი
მძღოლის ბრალეულობას, რომლის დროსაც მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი ზიანი
მცირდება მხოლოდ 500 ლარით. ყველა სხვა შემთხვევაში, დამდგარი ზიანი ექვემდებარება სრულ
და უპირობო ანაზღაურებას, ვის მიერ და რა ქმედებითაც არ უნდა იყოს აღნიშნული გამოწვეული.
3. ავტოსაგზაო შემთხვევა.

მზღვეველი ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომისას სავალდებულო წესით ითხოვს, ცნობის წარდგენას, რომ
უფლებამოსილი მძღოლი შემთხვევის დროს არ იმყოფებოდა ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა
ფსიქოტროპული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. 2018 წლის 04 აპრილის 014/04.04.2018 წლით კი,
მოთხოვნილ იქნა, რომ კომპანიის მიერ უფლებამოსილი მძღოლების დაავალდებულება, შემთხვევის
დადგომიდან უმოკლეს ვადებში სავალდებულო წესით გაიარონ ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა
ფსიქოტროპულ საშუალებებზე შემოწმება და შესაბამისი ცნობა, კომპანიამ შემთხვევის დადგომიდან 2
სამუშაო დღის განმავლობაში წარუდგინოს მზღვეველს. წერილში, განმარტებულია, რომ მძღოლმა,
აღნიშნული შემოწმება სავალდებულოდ უნდა გაიაროს იმის მიუხედავად, „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საპატრულო პოლიციის წარმომადგენელს გაუჩნდება თუ
არა გონივრული ეჭვი აღნიშნულზე, თუმცა ხელშეკრულების ან კანონმდებლობის რომელი ნორმიდან
გმომდინარეობს ეს ვალდებულება მზღვეველი არ განმარტავს.

ხელშეკრულება არ ითვალისწინებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს, უფლებამოსილი


მძღოლების ალკოჰოლურ, ნარკოტიკულ ან სხვა ფსიქოტროპულ საშუალებებზე შემოწმების
ვალდებულებას და არც დაზღვევის პირობითაა განსაზღვრული შესაბამისი ცნობის მზღვეველისათვის
წარგდენა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული


დანაშაულის/გადაცდომის დადგენის მიზნით მძღოლის შემოწმებაზე წარდგენა ხორციელდება
ნორმატიული აქტების საფუძველზე (როგორიცაა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“
საქართველოს კანონები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 24 ოქტომბერის №1244–№278/ნ
ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების
მოხმარებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების დადგენის წესი“,
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბერის №725 ბრძანებით დამტკიცებული
„ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით
პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია“, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბერის
№1017/01-52/ნ ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ შემთხვევებში ალკოჰოლური სიმთვრალის ფაქტის
დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“) და აღნიშნულის უზრუნველყოფა ცალსახად სამართალდამცავი
ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებაა. ამასთან, შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება უნდა
ეფუძნებოდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში არსებული გარემოებების ობიექტურ შეფასების შედეგად
გამოვლენილ საკმაო საფუძველს, რომ მძღოლი შესაძლოა იმყოფებოდეს ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან
ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში. მძღოლისათვის აღნიშნული ცნობის წარმოდგენის
დავალდებულება, იმის მიუხედავად არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი, მით უფრო კომპანიის
მხრიდან, შეზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და
თავისუფლებას (ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია, ყველი ადამიანის პირადი ცხოვრება,
პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის
ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი
ხელშეუხებელია) და ვერ განხორციელდება დამზღვევის მხრიდან, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების
მიერ, საკმარისი საფუძვლის არსებობისას შესაბამისი კვლევის ჩატარების შემთხვევაში, დოკუმენტაციის
მოპოვება ხელშეკრულების 8.3.4 და 8.3.5 პუნქტების შესაბამისად მზღვეველის ვალდებულებაა.
საგულისხმოა, რომ დამზღვევის ვალდებულება, აღნიშნული გარემოებების
გამოვლენისათვის/გამორიცხვისათვის შემოიფარგლება მხოლოდ დაუყოვნებლივ (შესაძლებლობის
ფარგლებში) მზღვეველისა და საპატრულო პოლიციისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ
შეტყობინების უზრუნველყოფაში (ხელშეკრულების 8.1.2 პუნქტი).

დაზღვეული MAN-ის მარკის ავტობუსები, წარმოადგენენ მუნიციპალურ სატრანსპორტო საშუალებას და


ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ყოველდღიურად საშუალოდ ახორციელებენ 120 000
მგზავრის გადაყვანას. „სადაზღვევო კომპანია უნისონის“ მიერ სადაზღვევო შემთხვევით წარმოშობილი
აუნაზღაურებელი ზიანი, პირგასამტეხლოს გარეშე, აჭარბებს 395 000 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი)
ლარს. ამასთან, ავტობუსებზე მოქმედებს მწარმოებლის გარანტია, რომლის არსებობისათვისაც
აუცილებელია დამზღვევის მიერ უზრუნველყოფილ იქნას სწორი ექსპლუატაციისათვის სავალდებულო
მომსახურებების გაწევა, რაც თავის თავში მოიაზრებს ავტობუსის ტექნიკური გაუმართაობის
დაუყოვნებლივ აღმოფხვრას მწარმოებლის მიერ ავტორიზებული პირის მეშვეობით და მის მიერ
განსაზღვრული პირობების შესაბამისად, რა მიზნითაც გაფორმდა ზემოაღნიშნული ხელშეკრულება.
დაზიანების აღმოფხვრის გარეშე ავტობუსის ექსპლუატაციამ შეიძლება გამოიწვიოს საგარანტიო პირობის
მოხსნა ავტობუსის ან ავტობუსის დაზიანებული ნაწილის მიმართ. ამასთან, კომპანიის სატრანსპორტო
ინფრასტურუქტურა განახლებულია
მხოლოდ აღნიშნული მარკის ავტობუსებით და მათი მოცდენა პირდაპირ აისახება კომპანიის ძირითადი
ფუნქციის - მგზავრთა გადაყვანის შეფერხებაში, ამასთან, პროპორციულად იწვევს კომპანიის შემოსავლის
კლებას, რაც დამზღვევისათვის დამატებით მიყენებული ზიანია და მასზე სრული პასუხისმგებლობა
ეკისრება მზღვეველს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის, 2015 წლის 29 ოქტომბრის შავი სიის


წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ №19 ბრძანების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებლის შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველია ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა (2018 წლის 24
მაისი).

დანართი: 88 ფურცელი.

პატივისცემით,

მამუკა კობახიძე

გენერალური დირექტორი

You might also like