You are on page 1of 5

წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები წარმოადგენს არასრულ

ინფორმაციას დაზღვევის პირობების შესახებ და ჩამონათვალს ყველა იმ


დოკუმენტისა და დანართის შესახებ, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს
დაზღვევის ხელშეკრულებას ან მის განუყოფელ ნაწილს (დოკუმენტის
სახელწოდების, მაიდენტიფიცირებელი მონაცემის და ხელმისაწვდომობის წყაროს
მითითებით).

# MI 315301/23 დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

1. მზღვეველი: სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი (204426674),


მის: კოსტავას ქ. 67, ტელ +995 0322505111.
2. დამზღვევი: მახარაშვილი ქეთევან (პ/ნ 01008051645 )
3. სადაზღვევო პერიოდი და დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების ვადა:

დაზღვევის ხელშეკრულება მოქმედებს 04.09.2024

სადაზღვევო პერიოდი 05.09.2023 - 04.09.2024

მზღვეველი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, ვიდრე არ არის


გადახდილი პოლისის გრაფიკით განსაზღვრული პრემიის პირველი შენატანი.

4. სადაზღვევო თანხის ოდენობა


4.1. ავტომობილის ძარის დაზღვევა 15,000.00 USD
8,000.00
4.2. ავტომფლობელის მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა
USD
4.3. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა 8,000.00 USD

5. ფრანშიზა:
პირობითი
უპირობო
ფრანშიზა ნაწილობრივ ზიანზე: 0 %
ფრანშიზა სრულ ზიანზე: 0 %

6. დაზღვევის ხელშეკრულების სახე და აღწერა: საავტომობილო დაზღვევა


აღნიშნული პროდუქტი მოიცავს სამ შეთავაზებას
პოლისი ავტო აქტივი M - ნაწილობრივი დაფარვით
პოლისი ავტო აქტივი L - სრული დაფარვით ფრანშიზიანი
პოლისი ავტო აქტივი XL - სრული დაფარვით ფრანჩიზის გარეშე

აღნიშნული შეთავაზებიდან მისთვის სასურველს ხელშეკრულების გაფორმებისას


ირჩევს დამზღვევი და შესაბამისად მიეთითება პოლისში.
მზღვეველი:
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“
ს/კ 204426674
ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N67
დამზღვევის მიერ შეირჩა პაკეტი:
პოლისი ავტო აქტივი M - ნაწილობრივი დაფარვით
პოლისი ავტო აქტივი L - სრული დაფარვით ფრანშიზიანი
პოლისი ავტო აქტივი XL - სრული დაფარვით ფრანჩიზის გარეშე

7. სადაზღვევო რისკები და დაფარვა პროდუქტების მიხედვით:

პოლისი ავტო აქტივი M: ანაზღაურდება მხოლოდ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის


შედეგად დაზღვეული ავტომობილის დაზიანება;
პოლისი ავტო აქტივი L და XL: ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის სრული
ზარალი ან ნაწილობრივი ზარალი ქვემოთ მითითებულ შემთხვევებში
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
ქურდობა, გატაცება, ყაჩაღობა და მათი მცდელობა;
ხანძარი, აფეთქება;
ვანდალიზმი, საგნების ვარდნა;
სტიქიური მოვლენები - წყალდიდობა, დიდთოვლობა, ჰაერის მასების
მოძრაობა 25 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით, მეწყერი, ღვარცოფი;
მინების, სარკეების, ცალკეული დეტაილებისა და აქსესურარების
ცალკეულიდაზიანება ან/და ქურდობა (ფრანშიზის გათვალისწინებით);
მიწისძვრით ან სეტყვით მიყენებული დაზიანება (უფლებამოსილი
მძღოლის ბრალის გარეშე ფრანშიზის გათვალისწინებით);
დაფარვები რომელიც შედის სამივე პროდუქტში:
სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული სასწრაფო სამედიცინო
დახმარების ხარჯები;
ხარჯები, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის შედეგად
დაზიანებული ავტომობილის ავტოსადგომზე დაყოვნებით;
სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის ევაკუირების
ხარჯები;
დამატებითი დაფარვები სამივე პოლისისთვის რომელიც შეუძლია დამატებით
შეიძინოს დაზღვეულმა
ავტომფლობელის მესამე პირთა მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა;
მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა;
8. დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
თქვენ ვალდებული ხართ, დაუყოვნებლივ, წერილობით შეგვატყობინოთ
დაზღვეული ავტომობილის სხვა პირის მფლობელობაში გადაცემის,
ავტომობილის გამოყენების და განაცხადში მითითებული პარამეტრების
შეცვლის შესახებ;
დაზღვევა ძალაშია და ზარალი ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
დაზღვეული ავტომობილი გამოიყენება იმ დანიშნულებით, რომელიც
მითითებულია პოლისში;
თქვენ ვალდებული ხართ დაგვიკავშირდეთ, თუ ამ ხელშეკრულების მონაწილე
რომელიმე პირის წინააღმდეგ ტარდება იურიდიული ზომები სადაზღვევო
შემთხვევიდან გამომდინარე;
თქვენ ვალდებული ხართ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე მოგვაწოდოთ ზარალის
დარეგულირებისათვის აუცილებელი ცნობები/დოკუმენტები ოფიციალური ან
სახელმწიფო ორგანოებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ უფლებამოსილი
ვართ, უარი განვაცხადოთ ვალდებულებების შესრულებაზე აღნიშნული
საპასუხო მოქმედებების შესრულებამდე;
თქვენ ვალდებული ხართ დაზღვევამდე წარმოგვიდგინოთ ავტომობილში
დამონტაჟებული არა-ქარხნული დეტალების/ მოწყობილობების ჩამონათვალი,
წინააღმდეგ შემთხვევაში უფლება გვაქვს უარი ვთქვათ ავანაზღაუროთ ზარალი,
გამოწვეული აღნიშნული არა-ქარხნული დეტალების / მოწყობილობების /
აქსესუარების დაზიანებით/ ქურდობით;

9. საერთო გამონაკლისები:
საერთო გამონაკლისები მოცემულია ხელშეკრულების 5.4. პუნქტში (და მის ქვე პუნქტებში).

სადაზღვევო ანაზღაურება აგრეთვე არ გაიცემა:


სადაზღვევო ანაზღაურებას არ ექვემდებარება ნებისმიერი სარემონტო თუ სხვა
სახის ხარჯი, რომელიც გააუმჯობესებს დაზღვეული ავტომობილის
მდგომარეობას სადაზღვევო შემთხვევამდე არსებულთან შედარებით;
ანაზღაურებას არ ექვემდებარება სარემონტო ხარჯი, რომლებიც გამოწვეულია
დაზღვევამდე არსებული მიზეზით;
თუ დამზღვევი ან მოსარგებლე რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება, რომ
გააყალბოს სადაზღვევო შემთხვევა (ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დეტალი), მზღვეველს უფლება აქვს არ აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი. ეს
პირობა ვრცელდება აგრეთვე იმ შემთხვევებზეც, როდესაც დამზღვევი
შეგნებულად ზრდის ზარალის ოდენობას ან მზღვეველს აწვდის ყალბ
ინფორმაციას;
მზღვეველი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, ვიდრე არ არის
გადახდილი პოლისის გრაფიკით განსაზღვრული პრემიის პირველი შენატანი.
მზღვეველის პასუხისმგებლობა აგრეთვე ჩერდება მომდევნო შენატანების
დაგვიანების პერიოდშიც;
სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა დაზღვეულის/ანაზღაურებაზე
უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრული
დოკუმენტების წარმოუდგენლობისას ან/და ნებისმიერი ვალდებულების
დარღვევისას.

10. ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები


თუ თქვენ გსურთ გააუქმოთ დაზღვევის ხელშეკრულება, უნდა გამოგვიგზავნოთ
წერილობითი შეტყობინება გაუქმების თაობაზე 14 (თოთხმეტი) კალენდარული
დღით ადრე.
ჩვენ უფლება გვაქვს ცალმხრივად გავაუქმოთ დაზღვევის ხელშეკრულება,
რის შესახებაც გამოგიგზავნით წერილობით შეტყობინებას გაუქმებამდე 14
(თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოხდება
დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება შემოსავლის მიღების
მიზნით (ტაქსი), აღნიშნული ქმედების განხორციელებისას დაზღვევის
ხელშეკრულება ჩაითვლება ბათილად. ასეთ შემთხვევაში თქვენ ვალდებული
ხართ აგვინაზღაუროთ პოლისის ადმინისტრირებასთან დაკავშირბული ხარჯები
პრემიის 20%-ს ოდენობით, ასევე დამდგარი შემთხვევა არ ანაზღაურდება,
ხელშეკრულების საფუძველზე ადრე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურება კი
ექვემდებარება დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას;
იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ ხელშეკრულების დადებამდე შევსებულ
განაცხადის შესაბამის გრაფაში არ მიეთითება რომ მის მიერ მოხდება
სადაზღვევო პერიოდში დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაქირავება
ან ნებისმიერი სხვა ფორმით მესამე პირებისთვის შემოსავლის მიღების მიზნით
გადაცემა, აღნიშნული ქმედების განხორციელებისას დაზღვევის ხელშეკრულება
ჩაითვლება ბათილად. ასეთ შემთხვევაში დამდგარი შემთხვევა არ
ანაზღაურდება, ხელშეკრულების საფუძველზე ადრე გაცემული სადაზღვევო
ანაზღაურება კი ექვემდებარება დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას.
დაზღვევის განახლება
დაზღვევის მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდებაიგივე პერიოდით, იმ
შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარემ წერილობით არ განაცხადამისი შეწყვეტის
სურვილი. განახლებული პირობები გეცნობებათ მოკლე ტექსტურიშეტყობინების
მეშვეობით (SMS)
თუ პრემიის გადახდის ვადას გადააცილებთ 14 (თოთხმეტი) დღით, ჩვენ
უფლებაგვაქვს შევაჩეროთ დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედება
თქვენთვისშეტყობინების გაგზავნის გარეშე და არ ავანაზღაუროთ მომხდარი
სადაზღვევოშემთხვევები. ხოლო 30 (ოცდაათი) დღის შემდეგ უფლება გვაქვს
გავაუქმოთდაზღვევის ხელშეკრულება ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების
გარეშე.დაზღვევის ხელშეკრულების გაუქმებამდე დავალიანების გადახდის
შემთხვევაშიხელშეკრულების მოქმედება გაგრძელდება მისი მოქმედების ვადით,
თუმცადავალიანების პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევები
ანაზღაურებას არდაექვემდებარება.
11. ქმედება სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას
მზღვეველისათვის შეტყობინების გაგზავნის, მოთხოვნის წარდგენის, სადაზღვევო
შემთხვევის რეგულირების და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შესახებ
დეტალური პროცედურების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების
მე-5 მუხლის 5.1. – 5.3. პუნქტებში.
12. მზღვეველის ზედამხედველი ორგანო
მომხმარების მიერ მზღვეველის მიმართ წერილობითი/ელექტრონული ფორმით
გამოხატული უკმაყოფილება სადაზღვევო მომსახურების შესახებ მზღვეველს
უნდა წარედგინოს წერილობითი სახით კომპანიის სერვის ცენტრში მისამართზე:
თბილისი, კოსტავას ქუჩა #67, 0161, ან ელექტრონულად: quality@gpih.ge.
მომხარებლის პრეტენზიას განიხილავს მომსახურების ხარისხის და კლიენტების
კმაყოფილების კონტროლის სამსახური, პრეტენზიის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო
დღის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილება მომხმარებელს ეცნობება მის მიერ
მითითებულ მისამართზე ან ელექტრონულ მისამართზე.
13. მზღვეველის საზედამხედველო ორგანო
მზღვეველის ზედამხედველ ორგანოს წარმოადგენს სსიპ საქართველოს დაზღვევის
სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. მისამართი: ლევან მიქელაძის ქ. #3,
ტელ: +995 32 223 44 10;
სრულად ვეთანხმები ზემოთ მოცემულ დაზღვევის ხელშეკრულების მნიშვნელოვან
პირობებს, აღნიშნული პირობების არის გასაგები, არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს
და სრულად ვეთანხმები მათ. თანხმობას ვაცხადებ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია
ჯიპიაი ჰოლდინგმა“, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნითა და ამ მიზნის
განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების
განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს,
ორგანიზაციისთვის აუცილებელი, ჩემი პერსონალური მონაცემები. ყოველივე
აღნიშნულს ვადასტურებ ხელმოწერით.
/დამზღვევი/

You might also like