You are on page 1of 2

ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

მუხლი 264. სუროგაცია


1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს
გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუკი
მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან
გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ანაზღაურება, მათ შორის,
სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა
შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამგირავებელს უფლება
აქვს მის მიერ მიღებული თანხით შეიძინოს დაკარგული, დაზიანებული,
განადგურებული, გაუფასურებული ნივთის შემცვლელი ნივთი, რომელიც დაიკავებს
გირავნობის საგნის ადგილს.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს სუროგაციის შემთხვევებს და მათი მიზანია მოგირავნის 1
ინტერესების დაცვა მოთხოვნის დაგირავების შემთხვევაში მოთხოვნის მოვალის მიერ
განხორციელებული შესრულების მოთხოვნის ადგილის დაკავების დადგენით.

2. ნორმის შექმნისა და განვითარების ისტორია


მუხლის თავდაპირველი რედაქცია არაერთხელ შეიცვალა. საქართველოს 2005 წლის 30 2
ივნისის №1826 კანონით განხორციელებული ცვლილების შემდეგ მუხლის საბოლოო
რედაქცია ჩამოყალიბდა 2011 წლის 9 მარტის №4323 კანონით.

II. სუროგაციის შემთხვევები

1. სუროგაცია მოთხოვნის მოვალის მიერ ვალდებულების შესრულებით


სუროგაციას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როდესაც გირავნობის საგანს წარმოადგენს 3
მოთხოვნა და მოთხოვნის მოვალის მიერ ხორციელდება ვალდებულების შესრულება
მოთხოვნაზე გირავნობის უფლების არსებობის პერიოდში; მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების შემთხვევაში შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს.
ამავე დროს, დასაშვებია მხარეთა საწინააღმდეგო წესზე შეთანხმება. მაგ.,
მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ (დამგირავებელი) ბანკიდან (მოგირავნე) მიღებული
კრედიტის უზრუნველყოფის მიზნით დააგირავა თავისი მსესხებლის (მოვალის)
მიმართ კუთვნილი სასესხო მოთხოვნა; თუ კრედიტის ვადის გასვლამდე მსესხებელი
განახორცეილებს შესრულებას (სესხიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების
შესრულებას) მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, სუროგაციის ძალით ფულადი
შესრულება იკავებს თავდაპირველი გირავნობის საგნის - მოთხოვნის ადგილს.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 16 დეკემბერი, 2015

2. სუროგაცია გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასა


და გაუფასურებათან დაკავშირებით ანაზღაურების მიღებისას
4 გარდა აღნიშნულისა, სუროგაციას ადგილი აქვს ასევე იმ შემთხვევაში, როდესაც
გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან
გაუფასურებასთან დაკავშირებულია ანაზღაურების მიღება (მაგ., როდესაც გირავნობის
საგანი დაზღვეულია - სადაზღვევო ანაზღაურება). ამ შემთხვევაშიც დასაშვებია
მხარეთა საწინააღმდეგო წესზე შეთანხმება. მაგ., ბანკის კრედიტის უზრუნველსაყოფად
დაგირავებული მსუბუქი ავტომანქანა დაზღვეული იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომანქანა მთლიანად განადგურდა. სადაზღვევო
კომპანიის მიერ გადახდილი სადაზღვევო ანაზღაურება იკავებს თავდაპირველი
გირავნობის საგნის - ავტომანქანის ადგილს.

2
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like