You are on page 1of 23

ფინალურები (II სემესტრი)

1) ვალდებულებითი სამართალი

1. პირგასამტეხლო

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-


ერთ დამატებით საშუალებას, იგი არის ფულადი თანხა, რომელსაც იხდის მოვალე
მაშინ, როცა არ ასრულებს ვალდებულებას, ან ასრულებს, მაგრამ არაჯეროვნად.
ერთმანეთისაგან განასხვავებენ ალტერნატიულ და კუმულატიურ
პირგასამტეხლოებს, პირველს მაშინ აქვს ადგილი, როდესაც უფლებამოსილ პირს
ვალდებულების დარღვევის გამო შეუძლია მოითხოვოს ან პირგასამტეხლოს
გადახდა,ან ხელშეკრულების შესრულება,ანდაც გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
თავისივე არჩევანით. მეორე შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს აღნიშნული
მოთხოვნები შეერთდნენ, ანუ უფლებამოსილ პირს შეუძლია მოითხოვოს როგორც
პირგასამტეხლოს გადახდევინება,ისე ვალდებულების შესრულება, ან ზიანის
ანაზღაურება. პირგასამტეხლოს მთავარ მიზანს წარმოადგენს დაიცვას კრედიტორი
იმ ზიანისგან, რომელიცმას შეიძლება მიადგეს მაშინ,როცა მოვალე ვალდებულებას
არ ასრულებს,ან ასრულებს მაგრამ არაჯეროვნად.პირგასამტეხლოს არსებობის
შემთხვევაში მოვალემ იცის,რომ იგი ვერანაირად აცდება გარკვეული საზღაურის
გადახდას,ხოლო კრედიტორმა იცის,რომ იგი მიუხედავად ყველაფრისა,მაინც
დაიკმაყოფილებს ინტერესებს,მნიშვნელობა არ აქვს იმას,ვალდებულების
არშესრულებით ან არაჯეროვნად შესრულებით კრედიტორს ზიანი ადგება თუ
არა,მოვალე ვალდებულია პირგასამტეხლო გადაიხადოს. შეგვიძლია მაგალითით
უფრო თვალნათელი გავხადოთ პირგასამტეხლოს ცნება, მაგალითად ანოსა და ვანოს
შორის დაიდო 10 შოკოლადის მიწოდების ხელშეკრულება,მხარეები კი წინასწარ
შეთანხმდნენ, რომ თუ ვადა იქნებოდა გადაცილებული,ანო ვანოს გადაუხდიდა
1000ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს.თუ ანო გათვლილ ვადასა გადააცილებს,იგი
ვალდებული იქნება ვანოს პირგასამტეხლო გადაუხადოს,მიუხედავად
იმისა,დაზარალდა თუ არა ვანო. პირგასამტეხლოს აქცესორული ხასიათი აქვს,ანუ
თუ არ არსებობს ძირითადი უფლება,მაშინ მაშინ არ იარსებებს პირგასამტეხლოც,იმ
შემთვევაში,თუ ძირითადი უფლება ბათილად გამოცხადდება,ბათილი იქნება
პირგასამტეხლოც,მაგრამ იმ შემთხვევაში,თუ პირგასამტეხლოზე შეთანხმება
გაბათილდება,ეს არ გამოიწვევს ძირითადი უფლების ბათილობას. მხარეები
თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს განსაზღვრაში,ანუ მათ შეუძლიათ თანხა
იმაზე მეტი განსაზღვრონ,ვიდრე შესაძლოა კრედიტორისადმი მიყენებული ზიანი
იყოს,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იგი იმდენად დიდი იყოს,რომ მოვალეს
გაუჭირდეს მისი გადახდა. ამასთანავე, მხარეები პირგასამტეხლოზე წინასწარ
წერილობით თანხმდებიან. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდისა და
ვალდებულების შესრულების ურთიერთმიმართებას, დადგენილი წესის
მიხედვით,კრედიტორს არშეუძლია მოვალეს ერთდროულად მოთხოვოს როგორც
პირგასამტეხლოს გადახდევინება,ისე ვალდებულების შესრულებაც. მაშინ,როცა
პირგასამმტეხლო განსაზღვრული იყო ვალდებულების
შეუსრულებლობისთვის,მაშინ კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლოს
გადახდევინება შესრულების სანაცვლოდ,თუმცა ისეთ შემთხვევაში,როცა
კრედიტორი მოინდომებს ვალდებულების შესრულებას,მაშინ მას აღარ შეუძლია
პირგასამტეხლოს მოთხოვნა. სხვა რამაა,როცა პირგასამტეხლოს გადახვდევინება
ხდება ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში.მაგალითად,როცა
პირი ვადას გადააცილებს,კრედიტორს უფლება ეძლევა,მოითხოვოს როგორც
პირგასამტეხლოს,ისე ვალდებულების შესრულება. რაც შეეხება ზიანის
ანაზღაურებას, მაშინ, როცა მოვალე პირგასამტეხლოს გადაიხდის,იგი არ
თავისუფლდება ზიანის ანაზღაურებისგან,ანუ პირგასამტეხლოს გადახდევინება არ
აუქმებს ზიანის ანაზღაურების უფლებას. აქედან კარგად ჩანს, რომ კრედიტორს
ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს მოვალისაგან ზიანის ანაზრაურება,რადგან
არაა გასაკვირი,თუ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით,ან
არაჯეროვანი შესრულებით კრედიტორს ზიანი მიადგება,მაგრამ დამატებით უნდა
ვთქვათ,რომ დაუშვებელია ერთდროულად პირგასამტეხლოც დაეკისროს მოვალეს
და მთელი ზიანის ანაზღაურებაც, პირველ რიგში,ეს უკიდურესად დაამძიმებდა
მოვალის მდგომარეობას და შესაძლოა კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებაც
გამოეწვია. კრედიტორს დამოუკიდებლად შეუძლია მოითხოვოს
პირგასამტეხლო,ხოლო ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძველზე დაყრდნობით
შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც,ოღონდ პირგასამტეხლო ჩაითვლება
ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობაში. მაგალითად,მხარეებს შორის პირგასამტეხლო
10 000 ლარის და ამასთანავე კრედიტორს 15 000 ლარის ზიანი მიადგა, კრედიტორმა
მოოითხოვა როგორც პირგასამეხლოს,ისე ზიანის ანაზღაურებაც,მოვალემ მხოლოდ
პირგასამტეხლო გადაიხადა და ზიანზე უარი განაცხადა, დაზარალებულის
სარჩელის საფუძველზე,სასამართლომ ზიანს გამოაკლო პირგასამტეხლოს
რაოდენობა და დარჩენილი 5000 ლარის გადახდევინება დაავალა მოვალეს ზიანის
ანაზღაურების ანგარიშში.ამასთანავე, იმისდა გამო,რომ მხარეები თავისუფალნი
არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში,შესაძლებელია ისინი იმდენად
მაღალ ფასზე შეთანხმდნენ,რომელიც მძიმე ტვირთად დააწვება მოვალესმ,ასეთ
დროს, სასამართლო უფლებამოსილია,რომ მოვალეს შეუმციროს პირგასამტეხლო,ამ
დროს სასამართლოს მიზანია,რომ დაიცვას მხარე მიუღებელი ტვირთისგან,რადგანაც
მხარეებს ყოველთვის არ შეუძლიათ წინასწარ განსაზღვრონ მათი თავისუფალი ნების
შედეგები.
2. ბე

ბე,როგორც პირგასამტეხლო, ფულადი თანხაა,რომელიც ვალდებულების


შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და ამასთანავე
ერთგვარი მტკიცებულებაა იმისა, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო. ბე
ერთგვარად აიძულებს მის მიმღებ მხარეს,რომ დაკისრებული ვალდებულება
შეასრულოს,წინააღმდეგ შემთვევაში კი მის საერთო პასუხისმგებლობას ემატება ბეს
ორმაგად გადახდის ვალდებულება. ერთი მხარე მეორეს ბეს უკვე დადებული
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად აძლევს, იგი აქცესორული საშუალებაა
ვალდებულების უზრუნველყოფის და აქვე აღვნიშნოთ,რომ ბე არის მხარეთა
შეთანხმების შედეგი,ვერავინ აიძულებს მოვალეს,რომ ფულადი თანხა
მიიღოს.უმეტესწილად ბეს გამოყენება კრედიტორის მიერ ხდება,რადგან იგი
ამტკიცებს ხელშეკრულების დადების ფაქტს,რადგან პარტნიორის მხრიდან მეტი
შეძაძლებლობაა იმისა,რომ ხელშეკრულება დაირღვეს. პრაქტიკიდან გამომდინარე
ბე გამოიყენება იქ,სადაც ხელშეკრულების ფორმა ნაკლებად უზრუნველყოფს მის
სიმტკიცეს,მაგალითად ზეპირ გარიგებებში,ბე ავსებს ამ ხარვეზს იმით,რომ
აიძულებს მოვალეს სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელი
კეთილსინდისიერების შესაბამისად მოიქცეს.

როგორც ვიცით, ბე განსაზღვრული ფულადი თანხაა და ამდაგვარად გვაროვნულად


განსაზღვრული ქონება, შესაბამისად მიიჩნევა,რომბეს მიმღები ხდება ბეს მესაკუთრე,
ოღონდ ბეს მიმცემს უნარჩუნდება აღნიშნული ფულადი თანხის მოთხოვნის
უფლება, კერძოდ ვალდებულებით სამართლებრივი უფლება. ბე ითვლება
ვალდებულებით გათვალისწინებული გადასახადის ანგარიშში,რაც
შესაძლებელია,როცა ბე შესრულების ორგანული ნაწილი ხდება,ივარაუდება რომ მან
თავისი ფუნქცია შეასრულა და მიტომაცაა,რომ ვიდრე არ მოხდება შესრულება,ბეს
გადაცემა არცნაწილობრივ შესრულებად განიხილება. ბეს უკეთ გასაგებად
მაგალითის მოყვანაც შეგვიძლია, მაგალითად მხარეებმა „ა“-მ და „ბ“-მ დადეს
ნარდობის ხელშეკრულება, ას 10 000 ლარი უნდა გადაეხადა ავეჯის სანაცვლოდ, მან
მეორე მხარეს ბეს სახით 2000 ლარი გადასცა ხელშეკრულების დადებისთანავე, ამის
შემდეგ კი ას მოუწევს 8000 ლარის გადახდა, რადგან ბე ითვლება საერთო
გადასახდელის ანგარიშში. თუმცა თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ ბე
შესრულების ანგარიშში არ ჩაითვალოს, როცა ბე და ვალდებულების საგანი არ იქნება
ერთგვაროვანი, ასეთ დროს იგი მის მიმცემს უკან უნდა დაუბრუნდეს.

ბეს შესაძლო ოდენობაზე არაფერია ნათქვამი სამოქალაქო კოდექსში, თუმცა იგი


ისეთი ოდენობის უნდა იყოს, რომ მხარე უსამართლოდ მძიმე მდგომარეობაში არ
ჩადგეს. რაც შეეხება შედეგებს, როცა ძირითადი ვალდებულება ირღვევა, გააჩნია
რომელი მხარე არღვევს ხელშეკრულებას,იმის შესაბამისად დღება უარყოფითი
შედეგი-ბეს მიმცემი,თუ ბეს მიმღები მხარე. იმ შემთხვევაში,როცა ბეს მიმცემი
ბრალეულად არღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას,ბე რჩება მიმღების
ხელში, მაგალითად, თუ მხარებ ბე 1000 ლარი გადაიხადა და ბრალეულად
დაარღვევს შემდეგ ხელშეკრულებას, კარგავს 1000 ლარს,მაგრამ თუ იგი არ იქნება
ბრალეული, მაშინ შეუძლია უკან დაიბრუნოს აღნიშნული თანხა, მაგრამ ისეთ
შემთხვევაში,როცა ხელშეკრულების ბრალეულად დარღვევას მოყვება ზიანი, მაშინ
ბე ჩაითლება ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. ზემოთ მოყვანილი მაგალითის
მიხედვით თუ მენარდეს მიადგებოდა 5000 ლარის ზიანი, მაშის ბეს მიმცემი
ვალდებული იქნებოდა 4000 ლარის ოდენობის თანხა გადაეხადა, რადგან ბეს 1000
ლარი ზიანის ანგარიშში ჩაითვლებოდა. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როცა
ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეულობით,
მაშინ მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგი ოდენობით. მაგალითად ზემო
მაგალითიდან გამომდინარე, თუ მენარდის მხრიდან მოხდებოდა ვალდებულების
შეუსრულებლობა, იგი ვალდებული იქნებოდა 1000 ლარის ნაცვლად
გაორმაგებული,ანუ 2000 ლარი გადაეხადა,ამასთანავე ბეს მიმცემს შეუძლია კიდეც
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.ისეთ შემთხვევაში,როცა ზიანის რაოდენობა
აჭარბებს ბეს გაორმაგებულ ოდენობას,ბე უნდაჩაითვალოს ზიანში,მაგალითად როცა
მენარდეს 1000 ლარი გადაეცა ბედ და მხარეს ზიანი 5000 ლარიმიადგება,
გაორმაგებულიბეს ოდენობა, ანუ 2000 ლარი შევა ზიანის ოდენობაში და მხარეს
ზიანის ანაზღაურების ანგარიშიდან 3000 ლარის გადახდა მოუწევს, ანუ ცალ-ცალკე
2000+5000 არა, ჯამში მოუწევს 5000 ლარისგადახდა.

3. მოვალის გარანტია

მოვალის გარანტია წარმოადგენს პიროვნული უზრუნველყოფის საშუალებას, ასეთ


დროს მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების ან ისეთი მოქმედების
შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს. მაგალითად ვანომ
ანოსგანისესხა 1000ლარი,ვანომ შესთავაზა ანოს, რომ მას დაუმზადებდა ლამაზ
სამკაულს,რომლის საბაზრო ღირებულებაც 2000 ლარს წარმოადგენს, აქედან ჩანს,
რომ ვანო იმაზე მეტს პირდება ანოს, ვიდრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
შესრულება, 1000 ლარია. მოვალის გარანტიაც აქცესორული ვალდებულებაა და იგი
არსებობს მანამ, სანამ არსებობს მთავარი ვალდებულებაც.

მოვალის გარანტია აბსოლუტურად თავისუფალი არ არის,მხარეთა ნების


თავისუფლება სამართლით აღიარებულ ფასეულობათა ფარგლებშია დასაშვები.
მხარეთა თავისუფლება შეიძლება შეიბოჭოს საჯარო წესრიგითა და კერძ
სამართალში აღიარებული პრინციპებით.არავის აქვს უფლება უფრო მაღლა დადგეს,
ვიდრე ეს აღნიშნული პრინციპებია,ამიტომაც გარანტია ნამდვილად ითვლება
მაშნ,თუ იგი არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ წესებს ან ზედმეტად
არ ავალდებულებს მოვალეს.მოვალის გარანტიას აქვს სავალდებულო ფორმა და
აუცილებელია, რომ იგი წერილობით გაფორმდეს. იგი ძირითადი
ხელშეკრულებიდან დამოუკიდებელ ხელშეკრულებას წარმოადგენს, არ აქვს
მხარეები მარტივ წერილობით ფორმას გამოიყენებენ, თუ სანოტარიო წესით
დაამოწმებენ მას, მთავარია, რომ იყოს წერილობითი ფორმა. თუ ფორმა არ იქნება
დაცული, ეს გამოიწვევს მოვალის გარანტიის ბათილობას, ძირითადი ვალდებულება
კი ისევ ძალაში დარჩება, მაგრამ ისეთ შემთხვევაში,თუ ძირითადი ხელშეკრულება
გაბათილდება, ეს იმავდროულად გამოიწვევს გარანტიის ხელშეკრულების
ბათილობასაც.

4. ვალდებულების შეწყვეტა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით

ვალდებულების შეწყვეტის რამდენიმე საშუალებაა არსებობს,ერთ-ერთი არის


ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რომელიც მხარეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ
მოთხოვნათა გაქვითვით შეწყვიტონ ხელშეკრულება. მაგალითად ანოს,რომელიც
ბინის გამქირავებელია, ისესხა 100 ლარი ვანოსგან,რომელიც დამქირავებელია,
ამასთანავე თან დადგა ბინის ქირის გადახდის დროც, ამ შემთხვევაში არის ორი
მოვალე,რომელთაც ერთმანეთს წინაშე დაკისრებული აქვთ ვალდებულება, ანომ 100
ლარის ვალი უნდა დაუბრუნოს ვანოს, ვანომ კი 100 ლარი ქირის თანხა უნდა
გადასცეს ანოს. იმისათვის რომ ზედმეტი ფორმალობები იქნეს არიდებული,
მხარეებს შეუძლიათ ეს მოთხოვნები გაქვითონ, ანუ ანო ერტყვის ვანოს, რომ ბინის
ქირა არ გადაუხადოს, და ვალის 100 ლარი ამ ბინის ქირად ჩათვალოს.

იმისათვის, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით სეწყდეს


ვალდებულება,საჭიროა წინაპირობების არსებობა. პირველი წინაპირობაა,რომ ორ
პირს ერთმანეთის წინაშე ეკისრებოდეთ ვალდებულების შესრულება,როგორც წინა
მაგალითზე იყო,ანოს ვალი ჰქონდა100 ლარი ვანოსი, ხოლო ვანოს 100 ლარის ბინის
ქირა ჰქონდა გადასახდელი ანოსთვის. ანუ ორივე არის ერთმანეთისთვის
კრედიტორი და მოვალე,ასევე აუცილებელია,რომ ორივე მოთხოვნა გაქვითვის
შესახებ განცხადების გაკეთების მომენტსი არსებობდეს და ასევე დამდგარი უნდა
იყოს ამ მოთხოვმათა შესრულების ვადა,მაგრამ ამ წესიდან არის გამონაკლისიც,როცა
ერთ-ერეთი მოთხოვნის შესრულების ვადა არ დამდგარა,მაგრამ ამ მოთხოვნის
უფლების მხარე მხარს უჭერს გაქვითვას.

შემდეგი წინაპირობაა ასევე მსგავსი საპასუხო მოთხოვნენბის არსებობა, ამ


მოთხოვნების საგანი უნდა იყოს მსგავსი,ხოლო შინაარსი კი იდენტური.
ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ძირითადად ფულად ვალდებულებებში
გამოიყენება.
იმისათის რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა მოხდეს,მოთხოვნები უნდა იყოს
ნამდბილი,ისინი რეალლურად უნდა არსებობდნენ,თუ უკვე გაქარწყელბულია
რომელიმე,მაშინ იგი საპასუხო მოთხოვნის გასაქვითად არ გამოდგება,ამასთანავე
საპასუხო მოთხოვნის შესრულების ვადა უნდა იყოს დამდგარი და მოთხოვნა უნდა
იყოს უდავო. გაქვითვისას საჭირო არ არის მხარეების შეთანხმება,მაგრამ
არცავტომატურად ხდება,ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ხორციელდება მეორე
მხარისათვის შეტყობინებით,რომელიც ცალმხრივი ნების გამოვლენას
წარმოადგენს,რომელსაც მეორე მხარის მიღება სჭირდება.

როგორც ვიცით, იმისათის რომ მოთხოვნები გაიქვითოს,საჭიროა,რომ მათი


შესრულების ვადა იქნეს დამდგარი,მაგრამ გამონაკლისიც არსბობს,შესაძლოა
მოთხოვნა ხანდაზმული იყოს,მაგრამ მაშნ,როცა გაქვითვა ჯერ კიდევ შეიძლებოდა,
არ იყო ხანდაზმული.

ამასთანავე,არსებობს ისეთი შემთხვევები,როცა მოთხოვნები ერთმანეთს ვერ


ფარავენ,ასეთ დროს კი იქვითება მხოლოდ ის,რომლის მოცულობაც ნაკლებია მეორე
მოთხოვნის მოცულობაზე. მაგალითად თუ ანოს ვალი ვანოს წინაშე არის 500
ლარი,ხოლო ანოს საპასუხო მოთხოვნა შეადგენს 300 ლარს,მაშინ გაიქვითება ეს 300
ლარი და გადასახდელი დარჩენილი 200 ლარი იქნება.

თავისუფლად შეიძლება არსებობდეს რამდენიმე გასაქვითი მოთხოვნა,ასეთ დროს კი


უნდა განისაზღვროს რიგითობა. როცა მოვალეს ეკისრება რამდენიმე შესრულება და
ის რაც შესრულდა არაა საკმარისი ყველას დასაფარად, მაშინ დაიფარება ის
ვალდებულება,რომელსაც აირჩევს მოვალე,თუ მოვალე არ ამოირჩევს დაიფარება
ის,რომელის შესრულების ვადაც პირველი დადგა და თუ შესრულების ვადებიც
ერთდროულად დაადგა,მაშინ უნდა შესრულდეს ის,რომელიც მოვალისათვის
შესასრულებლად ყველაზე რთულია და ბოლოს,თუ ყველა თანაბრად რთულია,უნდა
შესრულდეს ის,რომელიც ყველაზე ნაკლებადაა უზრუნველყოფილი.

თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ გათვალისწინებული მოთხოვნის


შესრულებებს სხვადასხვა ადგილი ჰქონდეს,ანუ კანონი არ მიუთითებს მხოლოდ
საქართველოს ტერიტორიტორიას,შესაძლებელია, რომ შესრულების ადგილი იყოს
საზღვარგარეთი.მაგალითად თუ გასაქვითი მოთხოვნის კრედიტორი ცხოვრობს
საზღვარგარეთ და მისი საცხოვრებელი ადგილი ან ვალდებულების შესრულების
ადგილი იმ ქვეყანაშია,არ გამორიცხავს ურთიერთგაქვითვის შესაძლებლობას.

რა თქმა უნდა არსებობს ისეთ შემთხვევები,როცა შეუძლებელია მოთხოვნათა


ურთიერთგაქვითვა, პირველი შემთვევაა,როცა მხარეები დასაწყისშივე თანხმდებიან
რომ აიკრძალოს მოთხოვნათა გაქვითვა,მხარეები ძირითადად მაშინ
გამორიცხავენ,როცა ხელსეკრულებით გათვალისწინებულმა მიზნის მიღწევას
შეიძლება საფრთხე შუქმნას მოთხოვნათა გაქვითვამ,თან არამარტო საფრთხე
შეუქმნას,არამედ საერთოდ შეუშალოს ხელი. ასვე მოთხოვნის გაქვითვა
დაუშვებელია იმ შემთხვევაში,როცა გასაქვითი მოთხოვნა წარმოიშვა
ჯანმრთელობისათვის ვნების ნიყენებით ანდა სიკვდილით,ასევე დაუშვებელია
ვალდებულების შეწყვეტა მოთხოვნათა გაქვითვით,როცა შესრულების საგანს ისეთი
სიკეთე წარმოადგენს,რომელზეც არ შეიძლება გადახდევინების
მიქცევა,ასეთებია:მოვალის,მისი ოჯახისა და მასთან ერთად მცხოვრები პირების
ოთხი კვირის საკვები,სანათი საშუალებები,საწვავი და ა.შ. ასევე არსებობს კანონით
გათვალისწინებული სხვა შემთხვევებიც,როცა ურთიერთგაქვითვა
დაუშვებელია,მაგალითად დაუშვებელია სახელმწიფოს წინშე საგადასახადო
დავალიანებების გაქვითვა სხვა მოთხოვნებით.

5. ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

როგორც ვიცით, ვალდებულებითი ურთიერთობის მიზანი არის კრედიტორის


ინტერესების დაკმაყოფილება და სწორედ ამ დაკმაყპფილების შემდეგ წყდება
ვალდებულება. მიუხედავად იმისა,რომ ასეთ ხელშეკრულებებში ხდება
კრედიტორის დაკმაყოფილება,თავისუფლად არის შესაძლებელი,რომ ვალდებულება
შეყოვნდეს კრედიტორის ბრალით,თავისთავად მოვალეს აქვს იმის სურვილი,რომ
დაკისრებული მოვალეობა თავის დროზე შეასრულოს და გათავისუფლდეს
დროულად. მაგალითად ანომ შეიძინა ტელევიზორი,რომელიც ფირმას უნდა მიეტანა
სახლში და დაემონტაჟებინა,თუმცა შესრულების ვადის დადგომისას ანოს
საზღვარგარეთ წასვლა მოუწია,ამიტომაც ფირმას სახლში არავინ დახვდა და
მოვალეობა ვერც შეასრულა,ოჯახშიც არავინ იყო,ვინც ჩაბარებას შეძლებდა. ასეთ
დროს მოვალეს ეძლევა იმისსაშუალება,რომ საგანი შეინახოს სასამართლოსა და
ნოტარიუსში,ხოლო თუ საგანი ფული ან ფასიანი ქაღალდია ნოტარიუსის
სადეპოზიტო ანგარიშზე. მოვალის მიერ ამ უფლების გამოყენებას დეპონირება
ეწოდება და ვალდებულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია. დეპონირებით
ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა არსებობს,როცა საგანია მოძრავი
ნივთები,ფული და ფასიანი ქაღალდებული. დეპონირებას აქვს თავისი
წინაპირობები,პირველი არის შესრულების მიღების დაყოვნება. იმისათის,რომ ეს
დაყოვნება დეპონირების საფუძვლად იქნეს განხილული,საჭიროა დაყოვნება
კრედიტორის ბრალით იქნეს გამოწვეული,ამასთანავე აუცილებელია,რომ
შესრულების დაყოვნება იყოს რეალური და არ ემყარებოდეს მოვალის
წარმოდგენებს, მაგალითად თუ კრედიტორი არ იღებს შესრულებას იმის გამო,რომ
საგანი უხარისხოა.მეორე საფუძველს წარმოადგენს კრედიტორის
ადგილსამყოფელის არცოდნა,ანუ დეპონირების გზით მოვალეს შეუძლია შეწყვიტოს
ვალდებულება,როდესაც მან არ იცის კრედიტორის ადგილსამყოფელი და ვერ
მოახერხებს შესრულების საგნის გადაცემას. შემდეგ საფუძველს წარმოადგენს ასევე
ინფორმაციის არარსებობა კრედიტორის პიროვნებაზე, მაგალითად თუ
გარდაიცვალა კრედიტორი და მოვალემ არ იცის ვინ არის უფლებამონაცვლე,ანდა
საერთოდაც არსებობს დავა მემკვიდრეებს შორის.

დეპონირების აუცილებელ პირობას წარმოადგენს მოვალის უფლებამოსილება


შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ანუ აუცილებელია,რომ დამდგარი იყოს
შესრულების ვადა, ისეთ შემთხვევაში,თუ ვადა დამდგარი არაა,მოვალე ადრიანად
ასრულებს ვალდებულებას და კრედიტორის თანხმობა არ აქვს ამაზე, მაშინ მოვალეს
არ აქვს უფლება,რომ დეპონირების გზით მოითხოვოს ვალდებულების შეწყვეტა,თუ
მოვალეს შეუძლია,რომ მოვალეობა ნებისმიერ დროს შეასრულოს,მაშინ მას უფლებაც
აქვს,რომ დეპონირებით შეწყვიტოს ვალდებულება. დეპონირება შესრულების
სუროგატს წარმოადგენს და იგივე შედეგებს იწვევს სამართლებრივად,რაც
შესრულება,ანუ ვალდებულება წყდება,მოვალეს აღარ ევალება შეასრულოს
ვალდებულება თავიდან,იმშემთხვევაშიც,როცა კრედიტორი დეპონირების
წინააღმდეგია.

როგორც უკვე აღვნიშნე,დეპონირების მიზანია მოვალის გატავისუფლება იმ


ვალდებულებისგან,რომლის შესრულებაც მას სურს და კრედიტორის ბრალით ეს
ყველაფერი შეუძლებელია,ამიტომაც მიზნის მისაღწევად მოვალე იყენებს
მოსამართლეს ან ნოტარიუსს,მოვალე საგანს გადასცემს მას,მაგრამ ეს იმას არ
ნიშნავს,რომ მათზე გადადის საკუთრების უფლება. სანოტარიო ბიურო და
სასამართლო ამ ნივთს გადასცემენ შემნახველებს,შემნახველი დაწესებულება
განსხვავდება იმის მიხედვით რა არის საგანი,თუ ძვირფასეულობაა მაშინ
შემნახველი ადგილი ლომბარდი იქნება ან საბანკო დაწესებულება,თუ საგანი
საყოფაცხოვრებო ნივთია,მაში შეიძლება რომელიმე საწყობს ჩაბარდეს,ჩაბარების
მიუხედავად ყველანაირი საბუთი რაც საგანთან არის დაკავშირებული ინახება
სასამართლოში,ან ნოტარიუსთან.

დეპონირების საგანი უკვე რამდენჯერმე ვახსენე,ესენია: ფული,ფასიანი ქაღალდები


და მოძრავი ნივთები. ფულად ნებისმიერი ქვეყნის ვალუტა ითვლება,ფასიან
ქაღალდად მიიჩნევა ყველა დოკუმენტი,რომლის ფლობასთანაც უშუალოდაა
დაკავშირებული უფლების განხორციელება,რაც შეეხება მოძრავ
ნითებს,აუცილებელია,რომ ეს ნივთები იყოს ვარგისი,მალფუჭებადი საგნები
შესანახად არ მიიღება, ხოლო იმ შემთხვევაში,როცა საგნები მალფუჭებადია,მოვალე
ყიდის აუქციონდე ან სხვა გზით და დეპონირებას უკეთებს მიღებულ შემოსავალს. ამ
საგნების შენახვა კი ხდება შესრულების ადგილის მიხედვით,ინდივიდუალურად
განსაზღვრული საგნის შემთხვევაში ის ადგილია,სადაც ნივთი ვალდებულების
წარმოშობის მომენტისთვის იმყოფებოდა, ხოლო გვაროვნულად განსაზღვრული
საგნის შემთხვევაში ის ადგილი,სადაც იმყოფება მოვალის საწარმო ან სდაც არის
მოვალის საცხოვრებელი.

იმისათვის,რომ საბოლოოდ ეს საგანი კრედიტორისათვის იქნეს მიწოდებული,ამ


საქმეში ნოტარიუსი და სასამართლო ერთვება,როდესაც მოვალე მათ საგანს
გადასცემს,ისინი ატყობინებენ კრედიტორს ამის შესახებ და მოითხოვენ მისგან
საგნის მიღებას,ამასთანავე კრედიტორისათვის შეტყობინების ხარჯები განეკუთვნება
დეპონირების ხრჯებს და მისი გადახდა კრედიტორს ევალება.ასევე ამ იმ
ხარჯებში,რომელიც დეპონირებისას წარმოიშვება შედის სასამართლოს ან
ნოტარიუსისთვის გადასახდელი მოსაკრებლები,შესანახად საგნის მიბარების
საფასული,საფოსტო მომსახურების ხარჯები და ა.შ, შესაბამისად ამ ყველაფრის
დაფარვის ვალდებულება აქვს დაკისრებული კრედიტორს,რადგან რომ არა მისი
ბრალით გამოწვეული პრობლებემი,მოვალე პირდაპირ შეძლებდა მისთვის საგნის
გადაცემას და ზედმეტი ხარჯები არც კი გამოიჩენდა თავს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს,რომ საგნის დეპონირება არ ნიშნავს ამ საგნის გადაცემას


კრედიტორისთვის და მასზე საკუთრების წარმოშობას,სანამ კრედიტორს საგანი
გადაეცემა,მოვალეს ყოველთვის შეუძლია,რომ საგანი გამოითხოვოს.ასეთ
შემთხვევაში ითვლება,რომ დეპონირება არ შესრულებულა და არც ვალდებულება
შეწყვეტილა. ეს გამოთხოვის უფლება არ აქვს მოვალეს მაშნ,როცა მან თავიდანვე
განაცხადა უარი მიბარებული საგნის დაბრუნებაზე.უარის თქმა გამოთხოვაზე
ცალმხრივი ნების გამოვლენაა,რომელიც სასამართლოს ან ნოტარიუსის წინაშე
კეთდება. დეპონირების საგნის უკან მოთხოვნა კრედიტორს შეუძლია მაშნაც,როცა
კრედიტორი უარს ამბობს მასზე ან თუ გავიდა სამი წელი და კრედიტორმა არ მიიღო
საგანი,ანუ 3 წელი წარმოადგენს შენახვის ვადას,თუ ვადაში კრედიტორი არ მიიღებს
დეპონირებულ საგანს,ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება,რომ ეს საგანი
დაიბრუნოს,საგნის დაბრუნებისთვის მოვალეს დაენიშნება ვადა,რომელიც თვითონ
საგნის სპეციფიკიდან გამომდინარეობ,თუ არც მოვალე მიიღებს დეპონირებულ
საგანს დათქმულ ვადაში,მაშინ იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად,ანუ
სამართლებრივი შედეგი ორგვარი დგება: პირველი,წყდება
ვალდებულება,მიუხედავად იმისა,რომ კრედიტორს საგაი არ ჩაუბარებია და
მეორე,შესრულების საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში,თუ მას არ
დაიბრუნებს მოვალე.

6. ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობა

სამოქალაქო კოდექსი შესრულების არჩევანის პრიორიტეტს ანიწებს მოვალეს.


მოვალეს ეეძლევა იმის საშუალება, რომ თვითონ გადაწყვიტოს ჯერ რომელი
ტვირთი მოიხსნას,შეიძლება ეს ყველაფერი საეერთოდაც არ შედიოდეს კრედიტორის
ინტერესებში, მაგრამ მოვალე უფლებამოსილია არჩევანში და ამასთანავე ხშირ
შემთხვევაში კრედიტორისგან თანხმობასაც კი არ საჭიროებს. განსაზღვრულ მუხლში
ფულადი ვალდებულების დაფარვის სხვადასხვა შემთხვევებია მოცემული,
მაგალითად როდესაც ერთმანეთს მსგავსი რამდენიმე შესრულებაა, და რაც
შესრულდა საკმარისი არ არის ყველა ვალის დასაფარად,დაიფარება ის,რომელსაც
მოვალე შესრულების მომენტში აირჩევს.მაგალითად პირს გადასახდელი აქვს ბინის
ქირა და სესხის თანხა,მოვალე აირჩევს და პირველად გადაიხდის იმას,რომელიც
მასსურს.. თუ ამ უფლებამოსილებას მოვალე არ გამოიყენებს, მაშინ დაიფარება ის
ვალი, რომლის გადახდის ვადაც პირველად დგება, მაგალითად თუ ბინის ქირის
გადახდის ვალდებულება წინ უსწრებს სესხის ვალდებულებას, მაშინ მხარემ უნდა
გადაიხადოს ბინის ქირა. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ მოთხოვნათა
შესრულების ვადა ერთმანეთს ემთხვეოდეს,მაგალითად ერთი და იგივე დღეს,10
ივნისსაა დასაფარი როგორც ბინისქირა,ისე სესხის ვალიც. ასეთ შემთვევაში
თავდაპირველად უნდა შესრულდეს ის მოთხოვნა,რომელიც მოვალისთვის
შესასრულებლად ყველაზე მძიმეა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სიმძიმე აქ მხოლოდ
ფულადი ნიშნების რაოდენობაში არ გამოიხატება,მის დაუფარაობას შეიძლება
მოჰყვეს სხვა არასასურველი შედეგები მოვალისათვის. ასევე შესაძლებელია, რომ
მოთხოვნები თანაბრად მძმე იყოს მოვალისთვის შესასრულებლად.ასეთ დროს უნდა
შესრულდეს ის მოთხოვნა, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი
და ეს არის ერთადერთი შემთვევა, როცა კრედიტორის ინტერესები არის
გათვალისწინებული.მაგალითად თანაბარი სიმძმის იქნებოდა,თუ ბინის ქირაც 200
ლარია და სესხის ვალიც 200 ლარი, თუ სესხი გირაოთი იქნებოდა
უზრუნველყოფილი,მაშინ პირველად ბინის ქირა უნდა
დაკმააყოფილებულიყო,რადგან ის ამ კონკრეტულ შემთვევაში არ არის
უზრუნველყოფილი.

7. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ცნება

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები წარმოადგენენ წინასწარ გამზადებულ


ერთგვარ სახელშეკრულებო ფორმულარს, რომლითაც ერთი მხარე,შემთავაზებელი,
სთავაზობს მეორე მხარეს,მომხმარებელს. მომხმარებლები ყოველგვარი
ინდივიდუალური მოლაპარაკების გარეშე უერთდებიან ამ პირობებს და ისე დებენ
ხელშეკრულებას. სტანდარტული პირობები გამოიყენება ძირითადად ისეთ
ადგილებში,რომლებიც ხალხის მრავალრიცხოვნებით გამოირჩევა,მაგალითად
მაჭაზიები,თეატრები და ა.შგანსაზღვრული მუხლის მიხედვით ხელშეკრულების
სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული,მრავალჯერადი
გამოყენებისთვის გამიზნული პირობები,რომელთაც ერთი მხარე უდგენს მეორეს და
რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისგან
განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. სტანდარტული პირობები
სახელშეკრულებო პირობებია,რომლებიც ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილები
უნდა გახდნენ, რომელზეც მხარეები დასააწყისშივე თანხმდებიან. როგორც უკვე
აღვნიშნეთ, სტანდარტული პირობები წინასწარ არის ჩამოყალიბებული და ისინი არ
წარმოადგენენ მხარეებს შორის ინდივიდუალური მოლაპარაკებების ნაყოფს. ეს
პირობები შედგენილი არის შემთავაზებლის მიერ წინასწარ და წარედგინება
კონტრაჰენტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. ძირითად შემთვევებში
სტანდარტული პირობები გამოკრულია ხალხმრავალ
ადგილებში,დაწესებულებებში,მაგალილთად მაღაზიის შესასვლელ კარზე
გაკეთებული წარწერა,რომ ,,გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება“ სტანდარტული
პირობაა, ან ასევე თეატრის სალაროში გაკეთებული წარწერა, რომ გაყიდულ
ბილეთებს უკან ვერ დაიბრუნებენ. ეს სტანდარტული პირობები მრავალჯერადი
გამოყენებისაა,ანუ ერთ კონკრეტული ხელშეკრულებისთვის არ არის გამიზნული და
გათვალისწინებული, მათი გამოყენება კონტრაჰენტთა განუსაზღვრელი წრის წინაშე
ხდება. ამასთანავე აუცილებელი პირობაა ის,რომ ეს წარწერები,სადაც სტანდარტული
პირობებია დაწერილი, იყოს ყველასთვის გასაგები და აღსაქმელი,ანუ მხოლოდ 1-2
ადამიანისთვის კი არ უნდა იყოს შესამჩნევი,არამედ ყველასთვის. ამასთანავე
სტანდარტული პირობებით უნდა მოხდეს დადგენილი ნორმებისგან
განსხვავებული,ან მათი შემავსებელი წესების შედგენა, სწორედ ისეთ წესებს შეიცავენ
სტანდარტული პირობები, რომლებიც ნორმებში გათვალისწინრბული არ არის და
გამოხატავენ შემთავაზებლის საქმიანობის სპეციფიკას. აუცილებელია აღვნიშნოთ,
რომ თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის
განსაზღვრული,მაშნ ისინი აღარ წარმოადგენენ სტანდარტულ პირობებს. თუ
მხარეები შთანხმდებიან პირობებზე დეტალურად,მაშინ სტანდარტული
პირობებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთ ნიშანი,რომ იგი მრავალჯერადი
გამოყენებისთვის არის გამიზნული იკარგება, რადგან როდესაც მხარეები რაღაც
პირობებზე დეტალურად შეთანხმდებიან,ეს პირობები სხვა პირისთვის მისაღები არ
იყოს. ხოლო სტანდარტული პირობები კი შედგენილია წინასწარ,მხარეების ზედმეტი
მოლაპარაკებების გარეშე, თუ მომხმარებელი მოიწონებს მას,დათანხმდება ამ
პირობის გათვალისწინებით გააგრძელოს შემდეგ სამართლებრივი ურთიერთობაც.

8. ვალდებულების შესრულების ადგილი

პირველ რიგში დავიწყოთ ვალდებულების შესრულების ადგილის განსაზღვრით და


ვთქვათ,რომ ვალდებულების შესრულების ადგილი ის ადგილია,სადაც მოვალე
ვალდებულების შესასრულებელ საბოლოო მოქმედებას ახორციელებს,ეს ადგილი კი
განსხვავდება იმადგილისგან,სადაც შესრულების შედეგი დგება, ხშირია კიდეც
ისეთი შემთვევები,როცა შესრულებისა და შედეგის ადგილები ერთმანეთს
ემთხვევა,მაგალითად მაღაზიაში ადამიანი პროდუქტებს ყიდულობს,შესრულების
ადგილიც და შედეგის ადგილიც მაღაზია იქნება.

როდესაც მოვალის საცხოვრებელი ადგილი არის გათვალისწინებული, მაშინ


შესრულების ადგილი არის მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან მისი საწარმოს
ადგილი.ეს ყველაფერი განსაზღვრულია,როცა ხელშეკრულების საგანს
გვაროვნულად განსაზღვრული ნივთი წარმოადგენს. ასეთ ნივთის მიწოდება ხდება
საწარმოს ადგილას,თუ ის მითითებული არაა,მაშინ მოვალის საცხოვრებელ
ადგილას. მაგალითად მაღაზიასა და საწარმოს შორის დაიდო ხელშეკრულება 1000
შოკოლადისმიწოდების შესახებ, თუ სხვა რამ არ იქნება მხარეთა შეთანხმებით
გასაზღვრული,მაშინ შესრულების ადგილი იქნება ის ადგილი,სადაც საწარმო
მდებარეობს.

შეიძლება ხელშეკრულებით განსაზღვრული იყოსმიტანის ადგილი,ასეთ


შემთხვევაში შესრულების ადგილი იქნება კრედიტორის საცხოვრებელი ან სამუშაო
ადგილი,ასეთ დროს შესრულების და შედეგის ადგილები ერთმანეთს ემთხვევა.
მაგალითად ქუთაისის საწარმოსა და თბილისის მაღაზიას შორის დაიდო
1000შოკოლადის მიწოდება ადგილზე მიტანით. შესრულება მაშინ იქნება
ჩათვლილი,როცა სატრანსპორტო ორგანიზაცია პროდუქტს თბილისის მაღაზიის
ადგილსამყოფელამდე მიიტანს.

შეიძლება გათვალისწინებული იყოს გაგზავნის ადგილიც,ასეთ დროს შესრულების


და შედეგის ადგილები ერთმანეთს არ ემთხვევიან,მოვალის საცხოვრებელი ითვლება
შესრულების ადგილად და სწორედ ამ ადგილიდან უნდა მოხდეს ნივთის გაგზავნა
დათქმულ ადგილას. მაგალითად შპს ,,მტკვარი“ შეთანხმებული იყო, რომ წყალი
გაეგზავნა ბათუმში შპს ,,შავი ზღვისთვის“, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მყიდველმა
მიმწოდებელს მოსთხოვა,რომ აღნიშნული საქონელი გაეგზავნა ქუთაისში.
გამყიდველის მხრიდან ვალდებულების შესრულების ადგილი იქება შპს მტკვარის
ადგილსამყოფელი და მას შემდეგ რაც იგი ტვირთს ქუთაისში გაგზავნის, ნივთზე
სამომავლო რისკები მყიდველზე გადადის იმ მომენტიდან,როცა გი გამყიდველმა
ჩააბარა გადამზიდველს ან სხვა ვალდებულ პირს.

შესრულების ადგილი შესაძლოა კანონით იყოს გათვალისწინებული,ამიტომაც იგი


სავალდებულო იქნება ორივე მხარისთვის. პრაქტიკაში ხშირია ისეთი
შემთვევები,როცა კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას,ასეთ დროს მოვალე
უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს ნოტარიუში,შენახვა უნდა მოხდეს
შესრულების ადგილის მიხედვით,თუ მოვალე საგანს სხვა ადგილას შეინახავს,მაშინ
იგი ვალდებული იქნება კრედიტორს აუნაზღაუროს სავარაუდო ზიანი.
როდესაც მხარეები თანხმდებიან შესრულების ადგილზე ეს შეთანხმება უნდა იყოს
აშკარა,ზეპირი ან წერილობითი ფორმით სესრულებული,ან დუმილით
გამოხატული.

ასევე არსებობს საგულისხმო შესრულების ადგილებიც,როდესაც განსაკუთრებულ


გარემოებათა და ვალდებულებით ურთიერთობათა ბუნებიდან გამომდინარე ხდება
ცხადი შესრულების ადგილი.მაგალითად როცა ვალდებულება რომელიღაც შენობის
რემონტს ეხება,შესრულების ადგილი რომ ამშენობის ადგილმდებარეობა იქნება
ცხადია,სამკურნალო საკითხებზე ხელშეკრულების გაფორმებისას კლინიკის
ადგილსამყოფელი,მანქანის შეკეთების ხელშეკრულების ადგილი ქარხანა
იქნება,სადაც მანქანის შეკეთება ხდება და ა.შ

ასევე შესაძლებელი არის,რომ მხარეებ,ა ერთხელ განსაზღვრული შესრულების


ადგილი სხვა ადგილით შეცვალონ.შეცვლის საფუძველი შეიძლებაა იყოს ის,რომ
გარემოებათა შეცვლის გამო შეუძლებელი ხდება თავდაპირველ ადგილზე ნაკისრი
ვალდებულების შესრულება. შესრულების ადგილს არ ცვლის მოვალის
საცხოვრებელი ადგილის ან საწარმოს ადგილის ცვლილება,ასევე არც ვალის
გადაკისრება ცვლის შესრულების ადგილს.

9. მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების განმარტება

ზოგადი წესის თანახმად,მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში


მხარეები უთითებენ იმ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე,რომელიც მნიშვნელოვანია
მესამე პირის მიერ თავისი უფლების განსახორციელებლად,მაგრამ არი ისეთი
შემთხვევები როცა, ასეთი დათქმა გაკეთებული არ არის,და აუცილებელი ხდება
ხელშეკრულების განმარტება. ამ განმარტების მიზანი კი ისაა,რომ დადგინდეს მესამე
პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა,რომ უფლება მესამე პირმა უნდა
შეიძინოს თუ არა,ეს კი იმისთვისაა საჭირო,რომ დადგინდეს აქვს თუ არა მესამე
პირს უფლება უშუალოდ მოვალისგან მოითხოვოს ვალდებულების
შესრულება.შესაძლებელი არის,რომ მესამე პირის სახელით გარკვეული
ხელშეკრულების დადება,უცილობლად არ იწვევდეს მათი უფლების
წარმოშობას,უფლების წარმოშობასთან დაკავშირებული საკითხები ყოველ
კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტის შეფასების მერე უნდა დადგინდეს.

მნიშვნელოვანი საკითხია იმის გარკვევა,თუ როდის იძენს უფლებას მესამე პირი,და


ეს მომენტი ხელშეკრულების დადების მომენტია,მაგრამ არსებობს
გამონაკლისიც,როცა მხარეები უფლების წარმოშობას რაღაც კონკრეტულ ვადას ან
პირობის დადგომას უკავშირებენ.თუ ამის შესახებ პირდაპირ არ არის მითითება
ხელშეკრულებაში,მაშნ განმარტების მეშვეობით უნდა დადგინდეს. მესამე პირის
უფლება მის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმებიდან
გამომდინარეობს და მათ ნებაზევეა დამოკიდებული,ამიტომ მათ ყოველთვის უნდა
ჰქონდეთ უფლება,რომ მესამე პირს სარგებლის მიღების უფლება ჩამოართვან.
მხარეებს ხელშეკრულებით შეუძლიათ განსაზღვრონ უფლების ჩამოსართმევად
საჭიროა თუ არა მესამე პირის თანხმობა,თუ დათქმა წინასწარ არ აქვთ
გაკეთებული,მაშინ განმარტებაა საჭირო. ასევე გააჩნია თვითონ რა ხასიათისაა
უფლება,რომელსაც მესამე პირი იძენს,განეკუთვნება თუ არა ეს უფლება იმ
უფლებათა ჯგუფს,რომლის ჩამორთმევაც ვთქვათ მხარეებს დდამოუკიდებლად
შეუძლიათ.ასევე მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს საერთოდ ის ფაქტი,მესამე
პირის უფლება არის თუ არა გაუქმებადი და შეეცვლადი უფლება.

ბოლოს ისევ აღვნიშნავ,რომ ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ იდება და ეს


მხარეთა ნებიდან გამომდინარეობს,ასევე მხარეები განსაზღვრავენ,თუ ვინ იყოს
მესამე პირი, ასევე მხარეს რომელმაც გააკეთა დათქმა მესამე პირის
სასარგებლოდ,ეძლევა უფლება,რომ შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული
მესამე პირი და ასეთ დროს კონტრაჰენტის თანხმობა სავალდებულო არ არის.

1 0. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ბათილობა

დღესდღეისობით საკმაოდ აქტუალური საკითხია ხელშეკრულების სტანდარტული


პირობების ბათილობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს
წინაპირობებსა და იმ კრიტერიუმებს, რომლებიც იწვევენ ხელშერულების
სტანდარტული პირობების ბათილობას.

ზოგადად, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, რომელსაც შემთავაზებელი


იყენებს ფიზიკური პირების მიმართებაში შეიძლება იყოს ბათილი რამდენიმე
წინაპირობის არსებობისას,

პირველრიგში მაშინ , როდესაც შემთავაზებელი აწესებს შეთავაზებული


წინადადების მიღების ან უარყოფის ზედმეტად ხანგრძლივ ვადებს , ანდაც
შესასრულებელი სამუშაოს შეუსაბამოს ხანგრძლივ ან აშკარად მცირე ვადებს. ამ
ნორმის მთავარი მიზანი ისარის , რომ დაიცვას მომხმარებელი შეუსაბამოდ
ხანგრძლივი ვადით ელოდოს აქცეპს საკუთარ გაკეთებულ ოფერტზე , ხოლო
ხელშეკრულების მეორე მხარეს უზღუდავს ეკონომიკურ თავისუფლებას. ასეთი
პირობების არსებობისას შემთავაზებელს შეუსაბამოდ ხანგრძლივი დრო აქვს, დადოს
ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე , ხოლო აქცეპტანტს არაფერი აქვს დარჩენილი
ლოდინის გარდა. ამის მაგალითად შეიძლება ვთქვათ არის , სამკვირიანი ლოდინის
ვადა მეორადი მანქანის ყიდვისას. ამ მაგალითში , მანქანის გამყიდველი იზღუდება
იქედან გამომდინარე , რომ ლოდინის პერიოდში ნებისმიერ დროს შეუძლია გაყიდოს
საკუთარი საქონელი შეიძლება უკეთეს ფასშიდაც კი.
მეორეც, ბათილია ხელშეკრულების სტანდარტული პირობები , რომლითაც
შემთავაზებელი აწესებს სამუშაოს შესრულების შეუსაბამოს ხანგრძლივ ვადას. მას
კავშირი აქვს ა- პუნქტთან იქედან გამომდინარე , რომ აქცეპტანტს არ შეუძლია
ხელშეკრულებიდან გასვლა იმ მიზეზით, რომ ოფერანტი არ ასრულებს საკუთარ
ვალდებუელბას , რადგან მას ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული აქვს
შეუსაბამოდ ხანგრძლივი ვადა. ვადის შეუსაბამობა განისაზღვრება სამუშაოს
თავისებურებებით , მისი სირთულეებისა და დაბრკოლებების მიხედვით.
მაგალითად შეუსაბამოდ ხანგრძლივია ვადა , ავეჯის მიწოდების 6 თვიანი ვადა,
როცა ის შეიძლება შესრულდეს 1 კვირაში.

არასაკმარისად განსაზღვრული ვადებიც იწვევს ხელშეკრულების ბათილობას, რაც


ხელშეკრულების მეორე მხარეს აყენებს გამოუვალ მდგომარეობაში , რადგან მან არ
იცის თუ როდის დგება დადგენილი რთული მოკვლევის გარეშე.

ბათილობის ერთ-ერთი ფორმაა შემთხვევა , როცა შემთავაზებელს უფლება ეძლევა


ხელშეკრულებაში მითითებული საფუძვლის გარეშე უარი თქვას თავისი
ვალდებულების შესრულებაზე. ნორმა იცავს მეორე მხარეს , რომ შემთავაზებელი
საკუთარი ნებით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე არ გავიდეს
ხელშეკრულებიდან ( გარდა აუცილებელი გარემოებების არსებობისას ) და არ
დაირღვეს მეორე მხარის ინტერესები. მაგალითად ა-ს ბ-ს თვის უნდა მიეწოდებინა 2
დღეში 100 კილოგრამი ვაშლი , მაგრამ მეორე დღესვე ა-მ გაწყვიტა ხელშეკრულება
ყოველგვარი გაფრთხილებისა თუ წინაპირობების არსებობის გარეშე.

საყურადღებოა ბათილობის კრიტერიუმი , როცა შემთავაზებელი იტოვებს უფლებას


შეცვალოს დაპირებული სამუშაო ან გადაუხვიოს მას, როცა ეს ყველაფერი
მიუღებელი არის მეორე მხარისათვის. ეს კონკრეტული შემთხვევა აქცეპტანტს
აყენებს მძიმე მდგომარეობაში , იქედან გამომდინარე , რომ აქცეპტანტი
ვალდებულია შეასრულოს საკუთარი ვალდებულება ხოლო ოფერენტი იტოვებს იმის
უფლებას , რომ შეცვალოს დაპირებული სამუშაო ან საერთო შეცვალოს იგი. ასეთ
დროს ფაქტი უნდა გვქონდეს სახეზე , რომ ხელშეკრულების მეორე მხარისთვის
მიუღებელია ეს ფაქტი. მაგალითისთვის გიორგიმ იკისრა ნიკასთან ვალდებულება
100 კილგრამი ოქროს მიტანისა, ხოლო ნიკა გადაიხდიდა იმ თანხას, რაც ოქროს
ღირებულებიდან გამომდინარეობდა. როცა დადგა ვალდებულების შესრულების
დრო გიორგიმ ნიკას მიუტანა ვერცხლი და მოსთხოვა იმ თანხის გადაცემა ნიას , რაც
ოქროსთვის იყო განსაზღვრული , რაღა თქმა უნდა ეს გამოიწვევს გარიგების
ბათილობას.

ბოლოს ,ბათილია გარიგების სტანდარტული პირობები , რომლებიც


შემთავაზებელს უფლებას აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს მოსთხოვოს
გაწეული ხარჯის შეუსაბამოს მაღალი ანაზღაურება . მაგალითად როცა
ხელშეკრულების დადებისთვის და შესრულებისთვის საერთ ხარჯი იყო 100
ლარი ,ხოლო ოფერენტი აქცეპტანტს სთხოვს 350 ლარს, გამოიწვევს ხელშეკრულების
ბათილობას.

11. ხელშეკრულების სტანდარტული პირობების უჩვეულო დებულებები

უჩვეულოდ ითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც


მომხმარებელს მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებენ,
ანდაც შეთანხმებულ ხელშეკრულებას არსებითად ცვლიან. სტანდარტული
პირობების დებულება უჩვეულო უნდა იყოს სწორედ ამ ტიპის
ხელშეკრულებისთვის. ის,რაც სხვა ტიპის ხელშეკრულებისათვის ჩვეულებრივ
დებულებას წარმოადგენს,არაა გამორიცხული, რომ ამ ტიპის ხელშეკრულებისათვის
უჩვეულო იყოს. იმისათვის, რომ სტანდარტუი პირობის დებულება უჩვეულოდ
ჩაითვალოს, იგი უჩვეულო უნდა იყოს არა მხოლოდ ამ კონკრეტული
მომხმარებლისთვის, არამედ საშუალო დონის მომხმარებლისთვის, რომელიც
ანალოგიურ ხელშეკრულებას დებს. მაგალითად, ავტობუსში ასულ მგზავრს მძღოლი
ეუბნება, რომ თუ 25 კაცი არ შეგროვდება, ავტობუსი არ წავა, მაგრამ მგზავრისთვის
ეს სალაროში,ბულეთის ყიდვისას არ უთქვამთ,ამიტომაც ეს მგზავრი მძღოლისგან
ასეთ რამესარ ელოდა და იგი არც შეიძლება ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად
ჩაითვალოს. რაც შეეხება სამართლებრივ შედეგებს,თუ ხელშეკრულება დაიდება
უჩვეულო დებულებების გამოყენებით, ხელშეკრულება დადებულად უნდა
ჩაითვალოს,ოღონდ ამ უჩვეულო დებულებების გარეშე. ისეთ შემთხვევაში,თუ
უჩვეულო დებულება ხელშეკრულების რამდენიმე ნაწილს ეხება, მაშნ ეს ნაწილები
არ ჩაითვლებიან ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილებად.

12. ხელშეკრულების ფორმა

ხელშეკრულება დადებულად ითვლება მაშნ,თუ მხარეების მის ყველა არსებით


პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით,აქედან
ვასკვნით,რომ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის აუცილებელია ფორმის დაცვა,ეს
ფორმა კი შეიძლება დადგენილი იყოს კანონით ან თვითონ მხარეების მიერ,აქვე
უნდა აღინიშნოს,რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა მხარეებს
დამოუკიდებლად შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი ხელშეკრულების ფორმა.
მოკლედ ვისაუბრებ კანონით დადგენილი ხელშეკრულების ფორმაზე,რომელიც
არსებობს მარტივი წერილობითი და რთული,ანუ სანოტარიო ფორმის. სანოტარიო
ფორმები წინასწარ არის კანონით გათალისწინებული და ხელშეკრულების
ნამდვილობისთვის აუცილებელია მისი დამოწმება ნოტარიუსის ან მასთან
გათანაბრებული პირის მიერ,თუმცა უნდა არინიშნოს,რომ ხელშეკრულებათა
უმეტესი ნაწილისთის კანონი სწორედ მარტივ წერილობითს ითვალისწინებს. მეორე
შემთვევაა,როცა მხარეებს თვითონვე აქვთ საშუალება შეთანხმდნენ ხელშეკრულების
ფორმაზე,მაგრამ მათ უფლება არ აქვთ,რომ კანონით დადგენილი ფორმა
შეცვალონ.ძირითადად მხარეები მარტივ წერილობით ფორმაზე თანხმდებიან და
ასეთ დროს ხელშეკრულების დადებისათვის საკმარისია ხელმოწერა მათ მიერ
შედგენილ დოკუმენტზე.რა თქმა უნდა,ხელმოწერა თითოეულმა მხარემ თავისივე
ხელით უნდა შეასრულოს,ასევე დოკუმენტზე ხელმოწერა დაიშვება
წარმომადგენლის მეშვეობით.

ხელშეკრულების ფორმას თავისი მიზნები გააჩნია,პირველია მტკიცების


მიზანი,როცა მხარეებს შორის დავა წარმოიშვება,ხელშეკრულება გადაწყვეტს
მარტივად,რადგან მასში ასახულია ყველაფერი,ასევეა გაფრთხილების
მიზანი,როდესაც პირი სერიოზულ ხელშეკრულებას დებს,მას წერილობითი ფორმით
ეძლევა საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს ამ ნაბიჯზე,აწონ-დაწონოს
ყველაფერი და ისე გადაწყვიტოს,მოაწეროს თუ არა დოკუმენტს ხელი,შემდეგ მიზანს
საინფორმაციო მიზანი წარმოადგენს,ანუ წერილობითი ფორმით დადებული
ხელშეკრულების ერთ-ერთი მიზანია,რომ მომხმარებელს სამართლებრივი
ინფორმაცია მიაწოდოს.

რა თქმა უნდა,საინტერესოა რა ხდება ისეთ შემთხვევაში,როცა სავალდებულო ფორმა


დაცული არ არის ხელშეკრულებისთის, ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება არ იდება
და იგი ბათილად ცხადდება. განსაკუთრებით ეს ეხე3ბა უძრავ ქონებასთან
დაკავშირებულ გარიგებებს, მაგრამ არსებობს შემთვევები სხვადასხვა ქვეყნის
პრაქტიკიდან,როცა ხელშეკრულება,რომლის ფორმაც დაცული არ იყო,ძალაში
დაუტოვებიათ. მაგალითად გერმანიის სასამართლო პრაქტიკა ძალაში ტოვებს
ხელშეკრულებას,როცა მხარეები გულწწრფელად ცდებოდნენ და არ იცოდნენ თუ რა
შედეგი მოჰყვებოდათ სავალდებულო ფორმის დარღვევის შემთხვევაში,მაგრამ
სარგებლობდნენ ერთმანეთის ნდობბით და მაინც მიდიოდნენ ასეთ
ნაბიჯზე,გერმანიის სასამართლო პრაქტიკამ ამ დროს გაითვალისწინა მხარეთა
ურთიერთდამოკიდებულება და ხელშეკრულება ძალაში დატოვა. ასეთი
შემთხვევები კი სავარაუდოდ საჭიროებენ,რომ კონკრეტული ფაქტებისა და
შემთხვევების დროს იქნენ განსაზღვრული და გადაწყვეტილებაც ხელშეკრულების
ბათილად ან ნამდვილად გამოცხადებაზე კონკრეტულ მომენტში იქნეს მიღებული.

13. ოფერტი, ახალი ოფერტი.

პირველ რიგში საჭიროა განისაზღვროს თუ რა არის ოფერტი,ოფერტი წარმოადგენს


ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების შეთავაზებას,რომელსაც ერთი
მხარე მეორეს წინაშე ახორციელებს. ხოლო ამ წინადადებაზე თანხმობა აქცეპტის
სახელით არის ცნობილი, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადების
შემთავაზებელ პირს ოფერენტი ჰქვია,ხოლო მიმღებ პირს აქცეპტანტი. ოფერტი
წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას,რომელიც მოითხოვს,რომ მეორე მხრის
მიერ იქნეს მიღებული.ოფერტი არის უბრალო შეთავაზება და იგი სამართლებრივ
შედეგებს გამოიწვევს მხოლოდ მაშნ,როცა აქცეპტანტი თანხმობას განაცხადებს.
ოფერტად ითვლება ისეთი წინადადებები და შეთავაზებები, რომელთა მიღების
შემდეგ ხელშეკრულება იდება. იმისათვის,რომ ხელშეკრულება დაიდოს,საჭიროა
ოფერტის განსაზღვრულობა ისე,რომ საბოლოოდ საჭირო იყოს მხოლოდ
თანხმობა,ასევე ოფერტი უნდა შეიცავდეს მონაცემებს იმ პირობებზე,რომლებიც
არსებითია ხელშეკრულების დასადებად,მაგალითად ხელშეკრულების
საგანი,ხელშეკრულების მხარეები,მეორე ხარის მიერ შესასრულებელი საპასუხო
მოქმედება და ა.შ. ოფერტის განსაზღვრულობის შინაარსში იგულისხმება ისიც,რომ
ოფერენტის მიერ გაკეთებული წინადადება მიმართული იყოს პირთა განსაზღვრული
წრისადმი. მაგრამ არსებობს ისეთი შემთხვევები,როცა ნება გამოხატულია,მაგრამ მას
აკლია განსაზღვრულობა,ან სამართლებრივად ამ ნებისადმი დამორჩილების
სურვილი,თუ მეორე მხარე ოფერტს მიიღებს. ამიტომ ოფერტზე მოწვევა იქნება
მაშნ,როდესაც პირი თვითონ არ აკეთებს ოფერტს, სხვებს მოუწოდებს,რომ
წარმოადგინონ ოფერტი. ანუ მარტივად რომ გაიმიჯნოს,ოფერტი მიმართულია
პირთა განსაზღვრული წრისათვის, მაგრამ ოფერტზე მოწვევა კი პირთა
განუსაზღვრელი წრისათვის. მაგალითად თეათრის მიერ გამოქვეყნებული
აფიშა,რომელიც წარმოადგენს მოწვევას ოფერტზე, ოფერტი იქნება მაშნ,როცა
სპექტაკლზე დასწრების მსურველი განცხადებას გააკეთებს სალაროში,რომ მას
ბილეთის ყიდვა სურს და აქცეპტი იქნება მაშნ,თუ მოლარე თანხმობას განაცხადებს.
ასევე მოწვევას ოფერტზე წარმოადგენს მაღაზიის ვიტრინაში საქონლის გამოფენა,
საქონლის ან მომსახურების რეკლამა და ა.შ

ხელშეკრულება დადებულად არ ითვლება,თუ აქცეპტანტმა დააგვიანა პასუხის


გაცემა,რადგან ასეთ დროს,ანუ ვადის გასვლით, ოფერტი ქარწყლდება, ოფერტის
გარეშე კი ხელშეკრულების დადება შეუძლებელია.არ აქვს დაგვიანება
მნიშვნელოვანია თუ უმნიშვნელო,მთავარია,რომ გავიდა ის ვადა,რომლის
განმავლობაშიც ოფერენტი ელოდებოდა პასუხს. თუმცა ეს არ ნიშნავს,რომ ოფერენტს
არ აქვს უფლება მიიღოს დაგვიანებული აქცეპტო და დადოს ხელშეკრულება,მაგრამ
ასეთ შემთხვევაში დაგვიანებით მოსული აქცეპტი ჩაითვლება ახალ ოფერტად, და
შესაბამისად ძველი ოფერენტი უკვე აქცეპტანტის როლში გადავა. უნდა
აღინიშნოს,რომ თავდაპირველი ოფერენტი ვალდებული არ არის მიიღოს ახალი
ოფერტი, მმაგრამ თუ თანახმა იქნება, მაშნ ამ აქცეპტოს მიმართ გამოიყენება იგივე
წესები,რაც ჩვეულებრივ აქცეპტის მიმართ,ანუ ისიც უნდა განხორციელდეს
დროულად და მხარეთა მიერ შეთანხმებული ფორმით.
რაც შეეხება მოდიფიცირებულ აქცეპტს,როგორც ვიცით,ხელშეკრულება აქცეპტის
მეშვეობით მაშინ ითვლება დადებულად,როცა ორივე მხარეს სურს
გათვალისწინებული შედეგის დადგომა,ეს იმას ნიშნავს,რომ აქცეპტანტმა უპირობოდ
უნდა განაცხადოს თანხმობა. თუ აქცეპტანტი ამას არ გააკეთებს და შეეცდება დადოს
ხელშეკრულება,რომელსაც ექნება აქცეპტისგან განსხვავებული პირობები,ოფერტი
მიღებულად არ ჩაითლება და შესაბამისად არც ხელშეკრულება ჩაითვლება
დადებულად,თუმცა,როცა აქცეპტი ოფერტისგან განსხვავებულ პირობებს
შეიცავს,განიხილება ახალ ოფერტად. მოდიფიცირებული აქცეპტი კი ნიშნავს,რომ
აქცეპტანტმა უარი თქვა შემოთავაზებულ ოფერტზე,რაც ოფერტის გაქარწყლებას
იწვრვს, ამასთანავე ეს მოდიფიცირებული აქცეპტი წარმოადგენს ახალ
წინადადებას,ანუ ახალ ოფერტს და მასზე ვრცელდება ოფერტის მიღებისთვის
დადგენილი ყველა წესი,აუცილებელია,რომ იგი იყოს განსაზღვრული და
მიმართული კონკრეტული პირისკენ,ასევე საკმარისი უნდა იყოს მხოლოდ მეორე
პირის თანხმობა.

14. ხელშეკრულების ცნება, ხელშეკრულების დადების ვალდებულება

ხელშეკრულება,რომელშიც მხარეები მონაწილეობენ,ხელმძღვანელობენ


ატონომიურობის პრინციპით,ეს პრინციპი კი ხელშეკრულების თავისუფლებაში
გამოიხატება.მხარეები თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე კისრულობენ
ვალდებულებას, შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი ორი ნაწილისაგან შედგება, ერთი
მოიცავს ზოგადად ხელშეკრულების დადების თავისუფლებას,და მეორე
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას.

ხელშეკრულების დადების თავისუფლება განამტკიცებს შესაძლებლობას,რომ პირს


შეუძლია დადოს ან არ დადოს ხელშეკრულება,ან შეუძლიათ, რომ უარი თქვან
შესრულებაზე,ანდაც საერთოდ შეწყვიტონ იგი.ამასთანავე პირს შეუძლია
თავისუფლად აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაჰენტი. რაც შეეხება
ხელშეკრულების თავისუფლების მეორე ელემენტს, ხელშეკრულების შინაარსის
თავისუფლების განსაზღვრა, ეს გულისხმობს, რომ ხელშეკრულების მხარეებს თავად
შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ
ნებისმიერ საკითხზე, მათ შეუძლიათ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე
მოაწესრიგონ,როგორც სურთ. შინაარსის თავისუფალ განსაზღვრაში იგულისხმება
ასევე ისიც,რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, იქნება ეს
ნასყიდობა,ჩუქება თუ ა.შ, ამასთანავე მათ შეუძლიათ დადონ ისეთ
ხელშეკრულებაც,რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული. იმისდგა გამო,
რომ ხელშეკრულების დადება არასდროს ყოფილა შეუზღუდავი, შესაძლებელია მისი
შეზღუდვა, და განმტკიცებულია რამდენიმე შემთხვევაც: როდესაც საჭიროა
სახელმწიფოს ნებართვა ხელშეკრულების დადებისას,ასეთი ნებართვის
აუცილებლობა კანონიდან უნდა გამომდინარეობდეს. მაგალითადისეთი შემთვევები,
როცა უძრავი და მოძრავი ძეგლების გასხვისება ხდება,კულტურის
სამინისტროსადმი შეტყობინება აუცილებელია.მეორეა უკვე ხელშეკრულების
დადების ვალდებულება, ე.წ კონტრაჰირების იძულება, რომელიც საბაზრო
ეკონომიკის კორექტივს წარმოადგენს და მიზნად ისახავს იმ პირთა დაცვას,
რომელთა უფლებებიც შეიძლება შეილახოს ბაზარზე გაბატონებული
მდგომარეობების გამო. ასეთი მდგომარეობა აქვთ დაკავებული რკინიგზას,ფოსტას,
ელექტრო და წყალმომარაგების ორგანიზაციებს,მათ არ აქვთ შესაძლებლობა
თავისუფლად აირჩიონ კონტრაჰენტი,ვალდებულნი არიან,რომ ნებისმიერ
მომხმარებელთან დადონ ხელშეკრულება. ამ ვალდებულებას შეესაბამება მეორე
მხარის,ანუ მომხმარებლის უფლება მოითხოვოს მათგან ხელშეკრულების დადება.
საბოლოოჯამში, ხელშეკრულების დადების ვალდებულება არის იქ,სადაც ერთი
მხარე უფლებამოსილია მეორე მხარისგან ხელშეკრულების დადება
მოითხოვოს.მაგალითად რკინიგზას არ აქვს უფლება მომხმარებელს უარი უთხრას
გადაყვანაზე,თავის მხრივ კი მგზავრზე სრულიად ვრცელდება ხელშეკრულების
დადების თავისუფლება. ისეთ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების დადების
ვალდებულება იქნება დარღვეული,მისი დამრღვევი შესაძლოა იქნეს იძულებული
დადოს ხელშეკრულება,რადგან ხელშეკრულების დადების ვალდებულების
დარღვევა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ასევე შესაძლებელია, რომ
ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრის თავისუფლებაც იქნეს
შეზღუდული,რომლებიც წესით იმპერატიული ნორმების საფუძველზე იზღუდება.
ერთ შემთვევაში შეიძლება კანონი ხელშეკრულების ნამდვილობისთვის ადგენდეს
სავალდებულო სპეციალურ ფორმას,მაგალითად როცა საგანია უძრავი
ნივთი,ნასყიდობის ხელშეკრულების დადება საჭიროებს სანოტარიო წესით
გაფორმებას,ამისგან განსხვავებით სხვა შემთხვევებში კი შეიძლება ხელშეკრულების
შინაარსსაც აკონკრეტებდეს.

15. ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველი


ხელშეკრულებაა,ურთიერთობის მონაწილეების თვითონ აწესრიგებენ
ურთიერთობას ერთმანეთში და შესაბამისად ნებაყოფლობით კისრულობენ
სხვადასხვა ვალდებულების შესრულებას. ხერშეკრლება ნებისმიერი სახის
შეთანხმებაა,რომელიც კერძო პირებს შორის იდება,რომლითაც მხარეებს
წარმოეშობათ უფლებები და მოვალეობები,მათ ეკუთვნის როგორც
პატარა,წვრილმანური ხელშეკრულებები,ისე დიდი და რთული
ხელშეკრულებები,რომლებიც ფინანსებთანაც არის დაკავშირებული.სამოქალაქო
კოდექსი რომ ყველანაირ ხელშეკრულებას ვერ მოაწესრიგებს,უდავოა,მაგრამ
არსებობს ისეთი ძირითადი წესები,რომლებიც საერთოა ყველა სახელშეკრულებო
ვალდებულებისთვის,მაგალითად ასეთია ზოგადი წესი,რომ თუ პირი იკისრებს
ვალდებულებას,უნდა შეასრულოს კიდეც იგი. სახელშეკრულებო ვალდებულებას
როცა ვახსენებთ,იგულისხმება გარიგებიდან წარმოშობილი ვალდებულებები,ანუ
სახელშეკრულებო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს
გარიგება,რომელიც ყველა გავრცელებულ სახეს წარმოადგენს ხელშეკრულება.

გარიგების გარდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება პირდაპირ


კანონით იყოს გათვალისწინებული,ამიტომ მათ კანონისმიერ ვალდებულებებს
უწოდებენ. კანონისმიერი ვალდებულებიდან 317ე მუხლის პირველი ნაწილი
მიუთითებს ზიანის მიყენების და უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ
ვალდებულებებზე. დელიქტური ვალდებულება სწორედ ზიანის მიყენებიდან
წარმოიშობა და ამ დროს ზიანის ანაზღაურებაზე მხარეების შეთანხმება საჭირო არ
არის,ეს ისედაც ცხადია.მაგალითად მეზობელი ვალდებულია მაზობელს
აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი როცა მისი ბინიდან წყალი ჩასდის და ახალ
გაკეთებულ რემონტს უზიანებს. დელიქტური სამართლისთვის ცნობილია როგორც
ბრალეული,ისე ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა და ასეთი პასუხისმგებლობა
დგება მაშინ,როცა ზიანი მომეტებული საფთხის წყაროს მიერ არის მიყენებული.რომ
შევკრათ:დელიქტურ სამართალში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შეიძლება
წარმოიშვას როგორც ზიანის მიმყენებლის ბრალით,ასევე ბრალის გარეშეც,თუ ეს
ზიანი მომეტებული საფრთხის წყაროს მიერ დგება. ასევე კანონით
გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიც არსებობს,ესენია:მესაკუთრესა და
მოგირავნეს შორის ურთიერთობები,დავალების გარეშე სხვისი საქმეების
წარმართვა,საზიარო უფლებებიდან წარმოშობილი ურთიერთობები.ასევე უნდა
აღვნიშნოთ,რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ზოგიერთი ტიპის
ხელშეკრულების დადება გრძელვადიან პროცედურებთან არის
დაკავშირებული,ამიტომაც მხარეები ძირითაადი ხელსეკრულების დადებამდე
წინარე ხელშეკრულებას აფორმებენ და ამით ისინი კისრულობენ
ვალდებულებას,რომ გარკვეული პირობის დადგომისას ან განსაზღვრულ ვადაში
დადებენ ხელშეკრულებას.განსხვავება ძირითადსა და წინარეს შორის ისაა,რომ
ძირითადი მიზანი მხარეებს ჯერ ხელშეკრულების ფორმით ჩამოყალიბებული არ
აქვთ. ეს წინარე ხელშეკრულება მხარეებს შეიძლება ავალებდეს ისეთი მასალების
მომზადებას,რომლებიც საჭიროა ძირითადი ხელშეკრულების დასადებად,ამ
ვალდებულებების შეუსრულებლობამ კი შეიძლება გამოიწვიოს ძირითადი
ხელშეკრულების არ ან ვერ დადება და შეიძლება ზიანიც გამოიწვიოს,ამიტომამ
წინარე ხელშეკრულების ძალით მხარეებს შეუძლიათ ერთმანეთს მოსთხოვონ
საკისრი ხელშეკრულების განხორციელება,ასევე მოქმედების შესრულების ან
შეუსრულებლობისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლება თვითონ
ხელშეკრულების მომზადების საფუძვლეზეც წარმოიშვას. პრაქტიკაში ხშირად იყო
ისეთი შემთხვევები,როცა ხელშეკრულების დასადებად მზადდებოდა
ყველაფერი,მაგრამ რეალურად შემდეგ ხელშეკრულება ერთ-ერთი მხარის ბრალით
აღარ იდებოდა.ამიტომაც სასამართლო პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ნორმა,რომლის
მიხედვითაც ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია იმ მხარეს მოსთხოვოს იმ
ხარჯების ანაზღაურება,რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად,მაგრამ ეს
ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული ქმედების გამო არ დაიდო,იმის
განსაზღვრა,თუ რას წარმოადგენს პირის ბრალეული ქმედება,რომლის გამოც არ
დაიდო დასადებად გამზადებული ხელშეკრულება,კონკრეტული ფაქტის
არსებობისას უნდა განისაზღვროს და ეს ყველაფერი სასამართლო პრაქტიკამ უნდა
განახორციელოს.

16. ქუჩაში დადებული ხელშეკრულება

ქუჩაში დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს 336ე მუხლი


აგვარებს და ამ ნორმის მიზანია დაიცვას ის მომხმარებლები,რომლებიც უჩვეულო
გარემოში და ვითარებაში დებენ ხელშეკრულებას,რამაც შეიძლება მათ
მდგომარეობას საფრთხე შეუქმნას,მომხმარებელს ასეთ დროს არ აქვს ცნობები არც
პროდუქტზე და არც ამ ხელშეკრულებისთვის არის მზად. მარტივად რომ ვთქვათ,ეს
ხელშეკრულება შემთხვევითია და ასეთ დროს მეორე მხარემ შეიძლება
მომხმარებელს თავს მოახვიოს ხელშეკრულების გაუმართავი პირობები.ამ
მოულოდნელობების გათვალისწინებით კანონმა მომხმარებელს მიანიჭა
დამატებითი უფლება,ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება მაშინ,თუ 1 კვირის
განმავლობაში მომხმარებელი მას არ უარყოფს წერილობით. მაგალითად ერთ პირს
ქუჩაში ორმა ახალგაზრდამ შესთავაზა,რომ შეეძინა მათ ფირმაში რაღაც ტექნიკა,და
დააყოლეს,რომ ამ ნივთს მას სახლში მიუტანდნენ და თან დაუმონტაჟებდნენ, უცებ
გაიაზრა მომხმარებელმა და პირობები მოეწონა,სახლში მისულს კი ოჯახის წევრებმა
უთხრეს,რომ ამ ნივთის ყიდვას იგი სხვა ფირმაში უფრო იაფად
შეძლებდა.შესაბამისად,თუ ეს მომხმარებელი ერთი კვირის ვადაში წერილობით
უარყოფდა ხელშეკრულებას და ასე აცნობებდა მეორე მხარეს,მაშინ ეს
ხელშეკრულება საბოლოოდ დადებულად არ ჩაითვლებოდა.

ქუჩაში დადებული ხელშეკრულება მერყევად ბათილს განეკუთვნება,რადგან მისი


ნამდვილობა დამოკიდებულია გამოიყენებს თუ არა მხარე შეცილების
უფლებას,შესაბამისად ძალაში შესვლაც დამოკიდებულია მომხმარებლის მიერ
შეცილების გამოუყენებლობაზე და არა ოფერტის აქცეპტზე. ასევე საჭიროა ზოგადად
განვმარტოთ თუ რას მოიცავს ნორმაში ნახსენები ქუჩა,მასში ნაგულისხმევია ისეთი
ადგილი,რომელიც უჩვეულოა ხელშეკრულების დასადებად,მაგალითად
მატარებლის სადგური,ავტობუსი,მოედანი,პარკი,აეროპორტი და სხვაგვარი მსგავსი
დაწესებულებები,ანუ მომხმარებლისთვის მოულოდნელი იყო ასეთ ადგილას
პროდუქტის მისთვის შეთავაზება. მსგავსი ურთიერთობისათვის აუცილებელია,რომ
ხელშეკრულების შემთავაზებელი საკუთარი სარეწის ფარგლებში მოქმედებდეს,ანუ
მასზე დაკისრებული მოვალეობის განხორციელების პროცესში უნდა იმყოფებოდეს.
ამ ნორმის არსებითი მახასიათებელი სწორედ ისაა,რომ მომხმარებელს ცალმხრივად
შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულების ძალაში შესვლაზე,ანუ მას აქვს ოფციის
უფლება,მაგრამ ხელშეკრულების უარყოფის უფლება არ გამოიყენება მაშინ,როცა
ხელშეკრულების შესრულება მისი დადებისთანავე ხდება,მაგალითად მაშინ,როცა
მომხმარებელი მაშინვე იღებს შეთავაზებულ ნივთს,მაგალითად როდესაც
ადამიანი/მომხმარებელი ავტობუსში იმყოფება და ვინმე მას შესთავაზებს
შოკოლადის ყიდვას,თანხისა და შოკოლადის გაცვლა ერთმანეთში იქვე,იმ მომენტში
და იმ ადგილას ხდება, შესაბამისად კანონის მიერ დადგენილი 1 კვირიანი ვადა
ასეთი შემთვევებისთვის არ გამოდგება და არც გამოიყენება.

Enjoy guyzz /keep calm and love Roma ddd


Donewithlemonduo

You might also like