You are on page 1of 20

ვალდებულების შესრულება

ვალდებულების შესრულების
ცნება
 ვალდებულების შესრულება
გულისხმობს მოვალის მიერ ნაკისრი
ვალდებულების საგნის შესრულებას:
ქონების გადაცემას, განსაზღვრულ
მოქმედებას ან მოქმედებისგან თავის
შეკავებას.
 ვალდებულება უნდა შესრულდეს
ჯეროვნად, კეთილსინდისიერად,
დათმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების
სუბიექტები
 ვალდებულების შესრულების
სუბიექტები არიან ის პირები,
რომლებიც ასრულებენ
ვალდებულებას ან იღებენ
შესრულებას.
 ვალდებულების შესრულების
სუბიექტები შეიძლება არ ემთხვეოდეს
ვალდებულების სუბიექტებს.
ვალდებულების შესრულების
სუბიექტები
 მესამე პირმა მაშინ შეიძლება შეასრულოს
ვალდებულება, თუ კანონიდან ან
ხელშეკრულებიდან და არც
ვალდებულების ბუნებიდან არ ირკვევა,
რომ მოვალემ პირადად უნდა შეასრულოს
ვალდებულება.
 კრედიტორმა უნდა მიიღოს მესამე
პირისგან შემოთავაზებული შესრულება,
გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოვალე
ამის წინააღმდეგია.
ვალდებულების შესრულების
სუბიექტები
 თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით
აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე,
მაშინ ყოველ პირს, რომელსაც საფრთხე
ექმნება, რომ იძულებითი აღსრულებით
შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე,
უფლებამოსილია დააკმაყოფილოს
კრედიტორის მოთხოვნა.
 ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება
გადადის ამ პირზე.
ვალდებულების შესრულების
სუბიექტები
 მოვალე ვალდებულებას უსრულებს
კრედიტორს.
 ვალდებულების სხვა პირისთვის
შესრულება შესაძლებელია მაშინ, თუ ეს
პირი კანონით ან სასამართლოს
გადაწყვეტილებით უფლებამოსილია
მიიღოს შესრულება, ან კრედიტორმა
მისცა თანხმობა ან ამ შესრულებისაგან
მიიღო სარგებელი.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 ვალდებულების შესრულების საგანს
წარმოადგენს: მოვალის მიერ
გადასაცემი ნივთი, შესასრულებელი
მოქმედება ან მოქმედებისგან თავის
შეკავება.
 საგანი შეიძლება იყოს:
ინდივიდუალური და გვაროვნული
ნიშნით განსაზღვრული ნივთი.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული
ნივთის გადაცემის ვალდებულება სახეზეა,
როდესაც გადასაცემი ნივთი
დამახასიათებელი ინდივიდუალური
ნიშნებით ხასიათდება.
 ამ დროს კრედიტორს შეუძლია უარი
თქვას სხვა შესრულების მიღებაზე,
თუნდაც, ეს სხვა შესრულება უფრო მეტი
ღირებულების მქონეა.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული
ნივთის გადაცემის ვალდებულება
სახეზეა, როდესაც ნაკისრი
ვალდებულება მხოლოდ ზოგადი
დამახასიათებელი ნიშნებით არის
განსაზღვრული.
 ეს ნიშნები დგინდება მხარეთა
შეთანხმებით.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 შესრულების საგანი ერთიანია,
გამონაკლის შემთხვევაში, კანონი
ითვალისწინებს ვალდებულების
შესრულებას ნაწილ–ნაწილაც, თუ
კრედიტორი ამაზე განაცხადებს
თანხმობას.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 ვალდებულების შესრულების საგანი
შეიძლება შედგებოდეს ერთი ან
რამდენიმე ობიექტისგან ან
მოქმედებისგან.
 თუ მხარეები შეთანხმდებიან რამდენიმე
ვალდებულების შესრულებაზე ისე, რომ
მათგან უნდა შესრულდეს ერთ–ერთი,
სახეზეა ალტერნატიული შესრულება.
ვალდებულების შესრულების
საგანი
 ალტერნატიული ვალდებულების
შესრულების დროს არჩევის უფლება აქვს
მოვალეს, თუ ხელშეკრულებიდან,
კანონიდან ან ვალდებულების არსიდან
სხვა რამ არ გამომდინარეობს.
 თუ მოვალეს ორი შესასრულებლიდან
შეუძლია უარი თქვას ერთ–ერთზე, მაშინ
ძალაში რჩება მეორე მოქმედების
შესრულების ვალდებულება.
ვალდებულების შესრულების
ადგილი
 ვალდებულების შესრულების
ადგილი განისაზღვრება მხარეთა
შეთანხმებით ან გამომდინარეობს
ვალდებულების არსიდან.
 თუ შესრულების ადგილი არ არის
მხარეთა მიერ განსაზღვრული, მაშინ
ვალდებულება უნდა შესრულდეს:
ვალდებულების შესრულების
ადგილი
 ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული
ნივთის შემთხვევაში – იმ ადგილას, სადაც
იგი ვალდებულების წარმოშობის
მომეტისთვის იმყოფებოდა;
 გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული
ნივთის შემთხვევაში – იმ ადგილას, სადაც
იმყოფება მოვალის საწარმო; თუ ასეთი
არ არის, მაშინ მისი საცხოვრებელი
ადგილის მიხედვით.
ვალდებულების შესრულების
ადგილი
 თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება
მოვალის საცხოვრებელი ადგილი ან საწარმოს
ადგილსამყოფელი და კრედიტორს ამის გამო
წარმოეშობა დამატებითი ხარჯები, მოვალემ ეს
ხარჯები უნდა აუნაზღაუროს მას;
 თუ ვალდებულების შესრულების წინ იცვლება
კრედიტორის საცხოვრებელი ადგილი ან
იურიდიული მისამართი და ამის გამო იზრდება
მოვალის ხარჯები ან საფრთხე ექმნება
შესრულებას, მაშინ კრედიტორს ეკისრება როგორც
გაზრდილი ხარჯების ანაზღაურება, ასევე საგნის
გადაცემის მოსალოდნელი საფრთხის რისკი.
ვალდებულების შესრულების დრო
 ვალდებულების შესრულების დროც
განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით ან
გამომდინარეობს ვალდებულების
შესრულების არსიდან.
 მოვალეს აქვს ვალდებულების ვადამდე
შესრულების უფლებაც თუ კრედიტორი
ამაზე თანხმობას განაცხადებს, რომელიც
დუმილითაც ითვლება მიცემულად.
ვალდებულების შესრულების დრო
 კრედიტორს არ შეუძლია
მოითხოვოს ვალდებულების
ვადამდე შესრულება, გარდა
შემდეგი შემთხვევებისა:
ა) მოვალე გადახდისუუნარო გახდა;
ბ) შეპირებული უზრუნველყოფა
შეამცირა ან საერთოდ ვერ
წარმოადგინა.
ვალდებულების შესრულების დრო
 თუ ხელშეკრულების მხარეებმა არ
განსაზღვრეს ვალდებულების
შესრულების დრო და ეს უკანასკნელი
სხვა საფუძვლითაც არ დგინდება,
მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს
შეუძლია მოითხოვოს შესრულება,
ხოლო მოვალემ ვალდებულება
დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს.
ვალდებულების შესრულების
ხარისხი
 თუ ხელშეკრულების მხარეები
ვალდებულების შესრულების
ხარისხს არ განსაზღვრავენ, მაშინ
მოვალე ვალდებულია
განახორციელოს საშუალო სახის
შესრულება და გადასცეს საშუალო
ხარისხის ნივთი.
უარი ვალდებულების
შესრულებაზე
 პირს, რომელსაც ვალდებულება
აკისრია ორმხრივი
ხელშეკრულებიდან გამომდინარე,
შეუძლია უარი თქვას ვალდებულების
შესრულებაზე საპასუხო მოქმედების
განხორციელებამდე, როცა იგი
ვალდებული იყო თავისი
ვალდებულება წინასწარ
შეესრულებინა.

You might also like