You are on page 1of 12

ბათუმის შოთა რუსთაველის სახლემწიფო

უნივერსიტეტი

ვალდებულებითი სამართალი
ვალდებულების შეწყვეტა

  

II კურსი / ჯგუფი - II (ბ)


მონაწილეები : ქრისტი მეტრეველი
ნიკოლოზ კუტალაძე
 .

მუხლი 427.
. ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით ( შესრულება)

ვალდებულებითი ურთიერთობის მიზანი არის ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების მიღება მხარეების


მიერ , ამიტომ , როცა ვალდებულების კრედიტორი იღებს ვალდებულებით გათვალისწინებულ სიკეთეს ,
ვალდებულებითი ურთიერთობა უნდა შეწყდეს . ე .ი შესრულებით მიიღწევა ის მიზანი , რასაც ვალდებულების
მონაწილეები ისახავენ .

ქმედება რომ შესრულებულად ჩაითვალოს და შესაბამისად ვალდებულება შეწყვეტილად , აუციელებელია , რომ


მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს , როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებული : დათქმულ დროს ,
დათქმულ ადგილას , სრულად და ჯერვონად
მუხლი 428.
ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც , როდესაც
კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების
ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას
მუხლი 429. ვალდებულების შესრულების მიღება
1. კრედიტორმა მოვალის თხოვნით შესრულების მთლიანად ან
ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი
დოკუმენტი

2. ვალის მიღების შესახებ შედგენილი დოკუმენტი , რომელშიც


არაფერია ნათქვამი პროცენტის შესახებ , გულისხმობს , რომ
პროცენტიც გადახდილია და ფულადი ვალდებულებაც მთლიანად
შეწყვეტილია

3. როდესაც ვალის გადახდა ხდება პერიოდულად , ნაწილ - ნაწილ ,


მაშინ დოკუმენტი მისი ბოლო ნაწილის შესახებ , ვიდრე სხვა რომ არ
დადასტურებულა , იძლევა იმის ვარაუდს , რომ გადახდილია წინა
ნაწილიც

. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავისას , მტკიცების


ტვირთი ეკისრება მოვალეს , მან უნდა დაამტკიცოს , რომ ვალი
გადაიხდა და ამით ვალდებულება შეწყდა . თუ გავითვალისწინებთ
იმას , რომ ურთიერთობათა უმეტესობა მხარეებს შორის ზეპირად
მიმდინარეობს , შესაძლოა მოვალე რთული ამოცანის წინაშე
დადგეს , თუ მას რაიმე საბუთი არ ექნა იმის დასადასტურებლად ,
რომ მან ვალდებულება შეასრულა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 433 მუხლით
თანახმად , თუ კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების
შესახებ დოკუმენტის გაცემის თაობაზე , სავალო საბუთის
დაბრუნებაზე ან მის გაუქმებაზე , ანდა შესახებ დოკუმენტში
მისი დაბრუნების შეუძლებლობის აღვნიშვნაზე ან იმის
აღიარებაზე რომ ვალი გაქარწყლებულია მაშინ , მოვალეს
უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე . ასეთ შემთხვევაში
კრედიტორი ჩაითვლება ვადის გადამცილებლად
ვალდებულების შეწყვეტა დეპონირებით

მუხლი 434.
1. თუ კრედიტორი აყოვნებს შესრულების მიღებას , ან უცნობია მისი ადგილსამყოფელი ,
მოვალე უფლებამოსილია შესრულების საგანი შეინახოს სასამართლოსა ან ნოტარიუსში ,
ხოლო ფული ან ფასიანი ქაღალდი შეიტანოს ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე
2. დეპონირებით მოვალე თავისუფლდება კრედიტორის წინაშე ვალდებულებისაგან .
დეპონირებული ქონება
მოსამართლემ ან ნოტარიუსმა
უნდა გადასცეს კრედიტორს .
სასამართლო ან ნოტარიუსი
შეარჩევს შემნახველს,
დოკუმენტები კი მათთან რჩება

სასამართლო ან სანოტარო ბიურო არ წარმოადგენენ


შემნახველ დაწესებულებებს . ამიტომ მათ შესრულების
საგანი უნდა გადასცენ შემნახველს , რომელიც შეინახავს
ამ საგანს მანამდე , სანამ კრედიტორი არ მიიღებს მას
მუხლი 436. დეპონირებაუნარიანი საგნები

 436 - ე მუხლი აკონკრეტებს , თუ მოძრავი ნივთებიდან რომელი საგნები


შეიძლება იყოს დეპონირებაუნარიანი , ე.ი შესანახად გადაეცეს
სასამართლოს ან ნოტარიუსს
 ფულად ჩაითვლება ნებისმიერი ფულის ერთეული , მათ შორის უცხოური
ვალუტა , რომელიც მხარეთა შეთანხმებით უნდა ყოფილიყო გადახდის
საშუალება
 ფასიან ქაღალდად მიიჩნევა ყველა დოკუმენტი , რომლის ფლობასთან
უშუალოდ არის დაკავშირებული უფლების განხორციელება
 ე.ი შესანახად შეიძლება ჩაბარდეს მხოლოდ შესანახად ვარგისი ნივთები
,
საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 437 მუხლის
 თუ შესრულების ადგილი არ არის განსაზღვრული
თანახმად , შენახვა უნდა მოხდეს და არც ვალდებულებითი ურთიერთობის არსიდან
შესრულების ადგილის მიხედვით არ გამომდინარეობს , მაშინ შესრულების ადგილად
უნდა იქნეს მიჩნეული
ა. ინდივიდვალურად განსაზღვრული საგნის შემთხვევაში - ის ადგილი
სადაც ნივთი ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის
იმყოფებოდა
ბ. გვარეობით ( გვაროვნულად ) განსაზღვრული საგნის შემთხვევაში -
ის ადგილი , სადაც იმყოფება მოვალის საწარმო ან სადაც არის
მოვალის
საცხოვრებელი ადგილი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 440 - ე მუხლის თანახმად , მოვალეს
უფლება აქვს შენახული საგანი კრედიტორის მიერ მის მიღებამდე უკანვე
მოითხოვოს , თუ მან თავიდანვე უარი არ თქვა უკან დაბრუნებაზე . თუ
მოვალე უკან ითხოვს საგანს , მაშინ ითვლება , რომ შენახვა არ შემდგარა

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად , მოვალეს


შეუძლია ჩაბარებული საგანი უკან დაიბრუნოს , თუ
კრედიტორი უარს ამბობს მასზე , ან თუ გავიდა 441-ე
მუხლით განსაზღვრული ვადა
ხოლო თუ მოვალე საგანს იბრუნებს , მაშინ შენახვის
ხარჯები მასვე ეკისრება
მუხლი 441.
 სასამართლო ან ნოტარიუსი შესრულების საგანს ინახავს სამ
წლამდე ვადით . თუ ამ ვადის განმავლობაში კრედიტორი არ
მიიღებს საგანს , ამის შესახებ ეცნობება მოვალეს და მოეთხოვება
ჩაბარებული საგნის უკან დაბრუნება . თუ დაბრუნებისათვის
საჭირო ვადის განმავლობაში მოვალე არ მიიღებს საგანს , მაშინ
იგი ჩაითვლება სახელმწიფო ქონებად

 441 მუხლით გათვალისწინებულ შემთხევაში ორგვარი


სამართლებრივი შედეგი დგება

1. წყდება ვალდებულება , მიუხედავად იმისა , რომ შესრულების


საგანი არ ჩაბარებია კრედიტორს
2. შესრულების საგანი გადადის სახელმწიფო საკუთრებაში , თუკი
მოვალე არ დაიბრუნებს ამ საგანს
გმადლობთ
ყურადღებისთვის

You might also like