You are on page 1of 3

ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

მუხლი 261. მოგირავნის და დამგირავებლის უფლებები და მოვალეობები


1. რეგისტრირებული გირავნობის დროს დამგირავებელს ან მოგირავნეს, ხოლო
მფლობელობითი გირავნობის დროს – მოგირავნეს ან მოგირავნის მიერ განსაზღვრულ
მესამე პირს, ეკისრებათ მათ მფლობელობაში არსებული გირავნობის საგნის
სათანადოდ მოვლა-შენახვის ვალდებულება. თითოეულ მხარეს აქვს მეორე მხარის
მფლობელობაში მყოფი გირავნობის საგნის მდგომარეობის (მათ შორის, ზომის, წონის,
შენახვის პირობების და სხვ.) შემოწმების უფლება.
2. თუ გირავნობის საგანი დამგირავებლის მფლობელობაში იმყოფება, მას უფლება აქვს
მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან. მოგირავნეს მის მფლობელობაში
გადაცემული გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება შეუძლია, თუ ეს
გათვალისწინებულია მხარეთა შეთანხმებით. ივარაუდება, რომ მოგირავნე
უფლებამოსილია მიიღოს ნაყოფი გირავნობის საგნიდან, თუ ნაყოფის მიღება
გირავნობის საგნის თვისებიდან გამომდინარეობს. მოგირავნის მიერ მიღებული
სარგებელი ჩაითვლება უზრუნველყოფილი მოთხოვნის ანგარიშში. მოგირავნე
ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ
მიღებული სარგებლის შესახებ.
3. მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე
გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. სხვა ხარჯების ანაზღაურების წესი
განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების წესების შესაბამისად.
4. თუ დამგირავებელი არ ასრულებს გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-შენახვის
ვალდებულებას, მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს გირავნობის საგნის მისთვის ან
მესამე პირისათვის გადაცემა, ხოლო თუ გირავნობის საგნის სათანადო მოვლა-შენახვის
ვალდებულებას არ ასრულებს მოგირავნე, დამგირავებელს უფლება აქვს მოითხოვოს
გირავნობის საგნის მესამე პირისათვის გადაცემა.
5. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი სამეწარმეო საზოგადოებაში,
მაშინ დამგირავებელი სამეწარმეო საზოგადოებასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის
ინტერესების გათვალისწინებით.

I. ზოგადი დებულებები ................................................................................................................................ 2


1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი ...................................................................... 2
II. მფლობელობითი გირავნობის ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები და ვალდებულებები .. 2
1. ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვალა-პატრონობის უზრუნველყოფა ................................ 2
2. გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება.......................................................................................... 2
3. ხარჯების ანაზღაურება ......................................................................................................................... 3
III. რეგისტრირებული გირავნობის ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები ..... 3
1. ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა .................................. 3
2. გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება.......................................................................................... 3
3. დაგირავებული აქციის ან წილის შემთხვევაში იურიდიული პირის მართვასთან
დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგების დადება ................................................. 3

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


1 მუხლის ნორმები აწესრიგებს მოგირავნესა და დამგირავებელს შორის გირავნობის
უფლების ძალით არსებულ კანონისმიერ ვალდებულებით-სამართლებრივ
ურთიერთობას და მისი მიზანია გირავნობის სამართლებრივი ურთიერთობის ორივე
მხარის ინტერესების დაცვა მათ შორის გირავნობის საგნის სათანადოდ მოვლა-
შენახვასთან, გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღებისთან და გაწეული ხარჯების
ანაზღაურებასთან დაკავშირებული შესაბამისი უფლებებისა და ვალდებულებების
განაწილებით.

II. მფლობელობითი გირავნობის ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები და


ვალდებულებები

1. ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვალა-პატრონობის უზრუნველყოფა


2 ვინაიდან მფლობელობითი გირავნობის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადადის
მოგირავნის (ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის) პირდაპირ მფლობელობაში, ამ
უკანასკნელის უპირველესი ვალდებულებაა ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვალა-
პატრონობის უზრუნველყოფა. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში
დამგირავებელს შეუძლია მოითხოვოს გირავნობის საგნის მესამე პირის
მფლობელობაში გადაცემა (261 I).

3 თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 261-ე მუხლის


1-ლი ნაწილი ადგენს დამგირავებლის ვალდებულებას, სათანადოდ მოუაროს და
შეინახოს გირავნობის საგანი. მითითებული ნორმა არ მოიაზრებს მხოლოდ გირავნობის
საგნის - მატერიალური ნივთის მოვლას და შენახვას და უპირველესად გულისხმობს
ნებისმიერი სახის გირავნობის საგნის იმ მდგომარეობაში შენარჩუნებას, რომ არ მოხდეს
მისი ფასის შემცირება. აღნიშნული ვალდებულება უშუალო კავშირშია და მიზნად
ისახავს კრედიტორის ინტერესების დაცვას, ვინაიდან სწორედ გირავნობის საგნიდან
უნდა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება. საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს თბილისის სააპელაციო და საქ. უზენაესმა
სასამართლოებმა.1

2. გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება


4 მოგირავნეს არ შეუძლია მოითხოვოს გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება გარდა
იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულის თაობაზე მხარეები პირდაპირ შეთანხმდნენ.
ივარაუდება, რომ მოგირავნე უფლებამოსილია, გირავნობის საგნიდან მიიღოს ნაყოფი,
თუ ნაყოფის მიღება გირავნობის საგნის თვისებებიდან გამომდინარეობს; ამ
შემთხვევაში სარგებელი ჩაითვლება გირავნობის უფლებით უზრუნველყოფილი

1
სუს 2011 წლის 17 მარტის # ას-1377-1214-2010 გადაწყვეტილება.
2
ზურაბ ჭეჭელაშვილი
ბოლო დამუშავება: 15 დეკემბერი, 2015

მოთხოვნის ანგარიშში (261 II). მოგირავნე ვალდებულია დამგირავებლის მოთხოვნით


წარუდგინოს მას ანგარიში მის მიერ მიღებული სარგებლის შესახებ.

3. ხარჯების ანაზღაურება
მოგირავნეს უფლება აქვს მოითხოვოს დამგირავებლისგან გირავნობის საგანზე 5
გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. აუცილებელ ხარჯებს მიეკუთვნება
ისეთი ხარჯები, რომლებიც საჭიროა გირავნობის საგნის მოვლა-პატრონობისა და
აღდგენისათვის. სხვა ხარჯების - ანუ ყველა იმ ხარჯის, რომლებიც არ წარმოადგენს
აუცილებელ ხარჯებს - ანაზღაურების წესი განისაზღვრება დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულების წესების შესაბამისად (969-975).

III. რეგისტრირებული გირავნობის ურთიერთობის მონაწილეთა უფლებები და


მოვალეობები

1. ნივთის სათანადოდ შენახვისა და მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა


რეგისტრირებული გირავნობის შემთხვევაში დაგირავებული ნივთის სათანადოდ 6
შენახვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება ეკისრება დამგირავებელს, ვინაიდან
გირავნობის საგანი რჩება ამ უკანასკნელის მფლობელობაში. მსგავსად მოგირავნის მიერ
ანალოგიური ვალდებულების დარღვევისა, მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს
გირავნობის საგნის მის ან მესამე პირის მფლობელობაში გადაცემა.

2. გირავნობის საგნიდან სარგებლის მიღება


განსხვავებით მოგირავნის მიერ სარგებლის მიღების წესისა, დამგირავებელი 7
უფლებამოსილია, მიიღოს სარგებელი გირავნობის საგნიდან, რაზეც მხარეთა შორის
პირდაპირი შეთანხმება აუცილებელი არ არის (261 II 1). კანონმდებლის ასეთი
გადაწყვეტა შეესაბამება რეგისტრირებული გირავნობის მიზანს, მიეცეს მოვალეს
გირავნობის საგნით სარგებლობის გაგრძელების საშუალება.

3. დაგირავებული აქციის ან წილის შემთხვევაში იურიდიული პირის მართვასთან


დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება და გარიგების დადება
თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს აქცია ან წილი კომერციულ იურიდიულ პირში, 8
მაშინ დამგირავებელი იურიდიული პირის მართვასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილებების მიღებისას ან გარიგების დადებისას უნდა მოქმედებდეს
კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე საკუთარი და მოგირავნის
ინტერესების გათვალისწინებით. ამ ნორმის მიზანია, დაიცვას მოგირავნის ქონებრივი
ინტერესები დამგირავებლის მიერ დაგირავებული აქციის ან წილს მიმართ ისეთი
არაკეთილსინდისიერი ქმედებებისას, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს გირავნობის
საგნის ღირებულების შემცირება ან მისი საერთოდ დაკარგვა (261 V).

3
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like