You are on page 1of 8

სანივთო

სამართალი

პრეზენტატორი:ნათია სტურუა
უზუფრუქტი

• უზუფრუქტის ცნება
• უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი მოწესრიგება
• უზუფრუქტის სახეები
• უზუფრუქტის უფლება-მოვალეობანი
• უზუფრუქტის შეწყვეტა
ცნება
• უფლება სხვისი ქონებითა და მისი შემოსავლით სარგებლობისა იმ
პირობით, თუ ამ ქონებას არაფერი დააკლდება; უძრავი ნივთის გადაცემა
სხვა პირის სარგებლობაში. პირი უფლებამოსილია, როგორც
მესაკუთრემ, გამოიყენოს ეს ნივთი და არ დაუშვას მესამე პირთა მიერ
მისით სარგებლობა, თუმცა მესაკუთრისაგან განსხვავებით, მას არ აქვს
ამ ნივთის გასხვისების, დაგირავების ან მემკვიდრეობით გადაცემის
უფლება. ამ ნივთის გაქირავების ან გადაცემისთვის საჭიროა მესაკუთრის
თანხმობა. უზუფრუქტის გაუქმების შემდეგ მესაკუთრე ხდება არსებული
ქირავნობის ან იჯარის ურთიერთობის მონაწილე; უზუფრუქტი შეიძლება
იყოს სასყიდლიანი და უსასყიდლო, დროებითი ან მისი მიღების
(უზუფრუქტუარის) სიცოცხლის ხანგრძლივობის მანძილზე.
უზუფრუქტის დადგენის სამართლებრივი
მოწესრიგება

• უზუფრუქტის დადგენის დროს გამოიყენება იგივე წესები,


რაც უძრავი ნივთების შეძენის დროს.
უზუფრუქტის სახეები

• 1. უზუფრუქტი შეიძლება იყოს სასყიდლიანი და


უსასყიდლო.

• 2. უზუფრუქტი შეიძლება არსებობდეს დროებით ან მისი


მიმღების (უზუფრუქტუარის) სიცოცხლის
ხანგრძლივობის მანძილზე. უზუფრუქტი უქმდება იმ
ფიზიკური პირის გარდაცვალებით ან იურიდიული პირის
ლიკვიდაციით, რომლის სასარგებლოდაც იყო
უზუფრუქტი დადგენილი.
უზუფრუქტის უფლება-მოვალეობანი

• 1. უზუფრუქტის დაწყების წინ მხარეებს შეუძლიათ აღწერონ უზუფრუქტით გადასაცემი ობიექტების მდგომარეობა.
• 2. უზუფრუქტუარს მესაკუთრის თანხმობის გარეშე არა აქვს უფლება შეცვალოს სარგებლობის მიზანი.
• 3. უზუფრუქტუარი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ის ნაყოფიცა და სარგებელიც, რომლებიც არ არის მიღებული ნივთის
ჩვეულებრივი სამეურნეო გამოყენების შედეგად. ამ შემთხვევაში იგი ვალდებულია მესაკუთრეს აუნაზღაუროს ის ზიანი, რაც
მიადგა ნივთს ასეთი გამოყენების შედეგად.
• 4. უზუფრუქტუარი პასუხს არ აგებს ნივთის ნორმალური ცვეთისათვის. იგი ვალდებულია აანაზღაუროს მიმდინარე ხარჯები,
გაარემონტოს ნივთი, აგრეთვე იზრუნოს ნივთის ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის.
• 5. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის არსებობის მანძილზე დააზღვიოს ნივთი, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით ან
მხარეთა შეთანხმებით. თუ უზუფრუქტის საგანი არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი და უზუფრუქტუარი
საჯარო სამართლის იურიდიული პირია ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა, ნივთის დაზღვევა არ არის
სავალდებულო.
• 6. თუ ნივთი განადგურდა, დაზიანდა ან მის შესანახად წარმოიშვა გაუთვალისწინებელი ხარჯები, უზუფრუქტუარმა ამის შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს მესაკუთრეს. მან უნდა ითმინოს ის ღონისძიებები, რომლებიც მესაკუთრემ განახორციელა ამ
სიტუაციის თავიდან ასაცილებლად. მესაკუთრე არ არის ვალდებული მიიღოს შესაბამისი ზომები. თუ ამ ღონისძიებებს ატარებს
თვითონ უზუფრუქტუარი, მაშინ მას შეუძლია უზუფრუქტის დამთავრების შემდეგ მოაშოროს ნივთს ის საგნები, რომლებიც მან ამ
ღონისძიებათა შედეგად მიუმატა, ან მოსთხოვოს მესაკუთრეს ამ საგნების სათანადო კომპენსაცია.
• 7. თუ ნორმალური სამეურნეო საქმიანობის ფარგლებში უზუფრუქტუარი გაასხვისებს ცალკეულ საგნებს, მაშინ გასხვისებული
საგნების ადგილი უნდა დაიკავოს მის მიერ შეძენილმა საგნებმა.
უზუფრუქტის შეწყვეტა
• 1. უზუფრუქტუარი ვალდებულია უზუფრუქტის
დამთავრების შემდეგ დაუბრუნოს ნივთი მესაკუთრეს.
• 2. უზუფრუქტი ისპობა, თუ იგი საკუთრებასთან ერთად
ერთი პირის ხელში აღმოჩნდება
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like