You are on page 1of 15

საკუთრება

ლექცია N4
საკუთრების ცნება
პირის ურთიერთობა ნივთთან
პირის ურთიერთობა მესამე პირებთან
ნივთთან დაკავშირებით

აბსოლუტური უფლება
ბუნებითი უფლება
საკუთრების სოციალური ფუნქცია

კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის


ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება,
თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან
მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო
ინტერესებს.
ამ შემთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება
- ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების
შესრულება (1)
- ან შესაბამისი სასყიდლით ნივთის გადაცემა
სხვა პირის სარგებლობაში (2).
საკუთრების შინაარსი
ფლობა

სარგებლობა
სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე
შესაძლებლობას, არ ისარგებლოს პირმა
თავისი ნივთით.

განკარგვა
საკუთრების შინაარსი
კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ,
სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში

თუ ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა


მესამე პირთა უფლებები,

თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების


ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენება

მუხლი 115. უფლების ბოროტად გამოყენების


დაუშვებლობა

სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს


მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების
გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ
ზიანი მიადგეს სხვას.
საკუთრების დაცვა
სავინდიკაციო სარჩელი
172-ე მუხლის პირველი ნაწილი
- სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვა

მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს


მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა
იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა
ამ ნივთის ფლობის უფლება.
სავინდიკაციო სარჩელი
წინაპირობები:
- უნდა არსებობდეს მესაკუთრე

- უნდა არსებობდეს მფლობელი

- მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ნივთის


ფლობის უფლება
სავინდიკაციო სარჩელი

წინაპირობები:
- უნდა არსებობდეს ნივთი

- ნივთის განადგურების შემთხვევაში - ზიანის


ანაზღაურების მოთხოვნის უფლება (დელიქტი
ან სახელშეკრულებო ურთიერთობა)
საკუთრების დაცვა
ნეგატორული სარჩელი

172-ე მუხლის მე-2 ნაწილი


თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი
ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი
ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს
შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ
მოქმედების აღკვეთა.
საერთო საკუთრება
თანაზიარი
წილადი

წარმოშობის საფუძვლები:
- კანონი
- გარიგება
საერთო საკუთრება
ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის
გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა
თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი


თანამესაკუთრეებთან შეთანხმების
საფუძველზე შეიძლება დაგირავდეს ან
უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-
ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და მისი
ინტერესებისათვის.
საერთო საკუთრება
საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის
მოვლისა და შენახვის ხარჯები
თანამესაკუთრეებს ეკისრებათ თანაბრად.

საერთო საკუთრების წილის უპირატესი


შესყიდვის უფლება შეიძლება
განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.
კაზუსი
ანა და გიორგი მეზობლები არიან. ბოლო დროს მათ
ურთიერთობა გაუფუჭდათ.
შაბათ დილით ღამის ცვლიდან სახლში დაბრუნებულ გიორგის
მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ დახვდა და იძულებული
გახდა, მანქანა ანას ავტოფარეხის წინ გაეჩერებინა. ანამ,
მიუხედავად იმისა, რომ მას ორშაბათამდე არ სჭირდებოდა
ავტოფარეხიდან მანქანის გამოყვანა, დაუყოვნებლივ
მოსთხოვა გიორგის მანქანის გადაყენება მისი ავტოფარეხის
მიმდებარე ტერიტორიიდან. გიორგიმ განუმარტა ანას, რომ
როგორც კი დასჭირდებოდა, მაშინვე მისცემდა მას
ფარეხიდან მანქანის გამოყვანის შესაძლებლობას, მაგრამ
მეზობელზე ნაწყენი ანა დაუყოვნებლივ მოითხოვდა
გიორგისაგან მანქანის გადაყენებას.
აქვს თუ არა ანას უფლება, მოსთხოვოს გიორგის მანქანის
დაუყოვნებლივ გადაყენება?
კაზუსი 2
კაზუსი: ნინომ გიორგის ათხოვა კუთვნილი
ავტომობილი 4 თვით. 2 თვის შემდეგ თავად
მოუნდა ავტომობილით სარგებლობა და
გიორგის მისი უკან დაბრუნება მოსთხოვა.
აქვს თუ არა ნინოს გიორგისაგან
ავტომობილის უკან დაბრუნების მოთხოვნის
უფლება?

You might also like