You are on page 1of 19

მფლობელობა

ლექცია N3
 „ქონება“, „პყრობა“, „ჭერა“

 ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვება

- ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა


- სამართლებრივი (და არა მარტო ფიზიკური)
ბატონობა

 ნებითი მოპოვება
გამიჯვნა საკუთრების უფლებისაგან

მფლობელობა - ფაქტი

მფლობელობა, როგორც სანივთო და


ვალდებულებითი უფლებების
დამახასიათებელი ელემენტი
მფლობელობის სახეები

მფლობელობის განხორციელება სხვა პირის


სასარგებლოდ
„მჭერი“
პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა
- თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც
განსაზღვრული ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის
უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს,
მაშინ ეს პირი ითვლება პირდაპირ მფლობელად,
ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების
დამკისრებელი მიიჩნევა არაპირდაპირ
მფლობელად. (155.3)
მფლობელობის შეწყვეტა

მფლობელობის ნებითი მიტოვება

მფლობელობის არანებაყოფლობითი
დაკარგვა

მფლობელობის მემკვიდრეობითობა
მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის


მისი მესაკუთრე
- მხოლოდ მოძრავი ნივთების შემთხვევაში
- ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა
ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის
ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან.

- უძრავი ნივთების შემთხვევაში  საჯარო


რეესტრი
მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება


არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს
ნივთი
დაკარგა,
მოპარეს ან
სხვაგვარად გავიდა იგი მისი
მფლობელობიდან.
 საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი
მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი
მფლობელობის პერიოდში.
მფლობელების სახეები სსკ-ში

მართლზომიერი მფლობელი

არამართლზომიერი მფლობელი

კეთილსინდისიერი მფლობელი

არაკეთილსინდისიერი მფლობელი

არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი
მფლობელი
კეთილსინდისიერი მფლობელი

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც


ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან
რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება
იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში
საჭირო გულმოდგინე შემოწმების
საფუძველზე.

კეთილსინდისიერი თუ მართლზომიერი?
მფლობელობითი დაცვა

პეტიტორული დაცვა
- საკუთრების დაცვის მექანიზმები -
მესაკუთრის უფლებები საკუთრებიდან
გამომდინარე
პოსესორული დაცვა
- მფლობელობის დაცვა - მფლობელის
უფლებები
მართლზომიერი მფლობელის
უფლებები

ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა - 3 წლის


განმავლობაში (ვინდიკაცია)
თუ ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის
უკეთესი უფლება.
მფლობელობის უკან დაბრუნების მოთხოვნა
შეიძლება გამოყენებულ იქნეს უკეთესი
უფლების მქონე პირის მიმართაც, თუ მან
ნივთი მოიპოვა ძალადობის ან მოტყუების
გზით.
მართლზომიერი/კეთილსინდისიერი
მფლობელის უფლებები
უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა
თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ
ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად
შეეშლება ხელი მისი მფლობელობის
განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად
მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელის
შეშლის აღკვეთა. (ნეგატორული სარჩელი)

მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული


ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება
მართლზომიერი მფლობელის
უფლებები

ნივთის ფლობის უფლება

- მართლზომიერი მფლობელობის პერიოდში


ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნა არ
არსებობს

ნივთისა და უფლების ნაყოფის მიღების


უფლება
არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი
მფლობელის უფლება-მოვალეობები

კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც


თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება
ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია
დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს.
ამ უფლების განხორციელებამდე, ნივთისა და
უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურების
მოთხოვნის უფლება, რაც მან გაიღო ნივთზე
კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და
რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით
სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით
არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი
მფლობელის უფლებები

ნივთის დაკავების უფლება:

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი


თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი
მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
არაკეთილსინდისიერი მფლობელის
მოვალეობანი

დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს


- ნივთი
- მიღებული სარგებელი
- ნივთის ან უფლების ნაყოფი.
მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის
ნაყოფი, რომელიც მან ბრალეულად არ მიიღო.
ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი
მას შეუძლია მხოლოდ მაშინ მოითხოვოს, თუ მათ
ნივთის უკან დაბრუნების მომენტისათვის
უფლებამოსილი პირის გამდიდრება მოჰყვა
შედეგად.
მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

თუ პირი მოძრავ ნივთს ხუთი წლის განმავლობაში


უწყვეტად ფლობს როგორც საკუთარს, მოიპოვებს
მასზე საკუთრების უფლებას.
მოძრავი ნივთის შეძენა დაუშვებელია, თუ შემძენი
ნივთს არაკეთილსინდისიერად ფლობდა, ან თუ
მან მოგვიანებით შეიტყო, რომ ნივთი მას არ
ეკუთვნოდა.
თუ პირი ნივთს ფლობდა დროის გარკვეული
მონაკვეთის დასაწყისში და ბოლოს, ივარაუდება,
რომ იგი ფლობდა ამ ნივთს დროის შუა
პერიოდშიც.
უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა
ხანდაზმულობით

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის


ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების
მესაკუთრედ ისე, რომ არ შეუძენია
საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს
ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია
არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში
და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ,
როგორც საკუთარს.
კაზუსი

გიორგიმ ნინოს მიყიდა კუთვნილი მობილური


ტელეფონი Samsung J5, 400 ლარად. გიორგი და ნინო
შეთანხმდნენ, რომ გიორგი ნინოს 2 დღეში გადასცემდა
ტელეფონს, მას შემდეგ რაც მიიღებდა
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საფასურს.
შეპირებისამებრ, 2 დღის შემდეგ ნინომ გადაუხადა
გიორგის 400 ლარი, ხოლო გიორგიმ გადასცა მას
ტელეფონი.
2 დღის შემდეგ, ნინომ დაურეკა გიორგის და მოითხოვა
ტელეფონთან ერთად მისთვის ტელეფონის
ყურსასმენების გადაცემა.
აქვს თუ არა ნინოს გიორგისაგან ყურსასმენების
მოთხოვნის უფლება?

You might also like