You are on page 1of 12

საკუთრების უფლების დაცვა და

შეწყვეტა

საგანი: რომის სამართალი


ლექტორი: გივი ლობჟანიძე
სტუდენტი: ანანო მიქავა
საკუთრების უფლება
კერძო საკუთრების უფლება პირველად რომის სამართალმა
დაამუშავა.
ინდივიდუალურ, ანუ კერძო საკუთრებას წინ უძღოდა
საერთო, ანუ საზოგადო საკუთრება; მაგალითად, გვარის
საკუთრება, ოჯახის საკუთრება და სხვა. კერძო საკუთრება
საკუთრების უფრო გვიანდელი ფორმა გახლავთ.
ძველ რომში თავდაპირველად საკუთრება გააჩნდათ
მხოლოდ ძირძველ რომაელებს. საკუთრების აღმნიშვნელი
ტერმინი იყო domininium (დომინიუმ).
რომაული სამართალი საკუთრება ნიშნავდა ნივთზე სრულ
იძალაუფლებას. ეს ნივთი ისე უნდა გამოეყენბინათ, როგორც
სურდათ; კერძოდ; მიეროთ მისგან მოგება, გადაეცათ
სხვისთვის ან ეანდერძებინათ ვინმესათვის...

საკუთრების უფლების დაცვა


რომაული სამართლით საკუთრების უფლების დაცვის
სამი გზა არსებობდა: 1) ვინდიკაცია; 2) ნეგატორული
სარჩეოლის წარდგენა; 3) მესაკუთრის მიმართ რაიმე
მოქმედების შესრულების აკრძალვა.

განვიხილოთ ისინი ცალ-ცალკე:


1. თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს, მას შეეძლო
წარედგინა მოთხოვნა, ჩამოერთმეოდა ნივთი უკანონო
მფლობელს და დაბრუნებოდა მას. ასეთი მოთხოვნის
წარდგენა შეიძლებოდა ყველა პირის მიმართ, ვისაც
უკანონოდ ეპყრა (ხელთ ჰქონდა) სხვისი ნივთი. ამსთან,
მესაკუთრეს, რომელსაც ნივთი ჰქონდა დაკარგული, უნდა
ემტკიცებინა, რომ იგი ნამდვილად ამ ნივთის კანონიერი
მესაკუთრე იყო.
მესაკუთრის მოთხოვნას ლათინურად ეწოდებოდა
ვინდიკაცია - vindicato (ვინდიკაციო), ეს ტერმინი „vindicta“-
დან (ვინდიქტა) მომდინარეობს, რაც ნიშნავს ჯოხს.
ძველ რომში ნივთზე ჯოხის დადება ნიშნავდა იმას. რომ
ჯოხის დამდები პირი აცნობდა სხცვებს, აფრთხილებდა,
რომ ნივთი მას ეკუვნოდა.

2. ნეგატორული სარჩელი - actio negatoria (აქციო


ნეგატორია), გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც
ნივთი ან ქონება, მართალია, მესაკუთრეს ჰქონდა, მაგრამ
გარეშე პირი ავიწროებდა მას, ხელს უშლიდა არ აძლევდა
საშუალებას სურვილისამებრ გამოეყენებინა ნივთი ან
ქონება. ამ შემთხვევაში გარეშე პირი აცხადებდა, რომ მას
ეკუთვნოდა „სერვიტუტი“ ან „უზუფრუქტი“.

სერვიტუტი-სხვისი ნივთის სარგებლობის უფლების


ძირითად სახეს წარმოადგენდა, სერვიტუტები კი ორ
კატეგორიებად იყოფოდა, ესენია: ა) ნივთობრივი, ანუ
საადგილმამულო სერვიტუტები - servitutes pracdiales
(სერვიტუტეს პერსონარუმ).
საადგილმამულო სერვიტუტის ძალით არამესაკუტრეს
ულება ეძლეოდა სხვისი მიწით; მაგალითად ევლო ფეხიტ
თუ ცხენით მეზობლის ნაკვეთზე, გაერეკა ამ ნაკვეთზე
პირუტყვი, ესარგებლა მეზობლის ჭის წყლით და სხვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულს სასოფლო სერვიტუტი
ეწოდებოდა.
პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის
სასარგებლოდ ხდებოდა სხვისი ნივთიდან სარგებლობის
მიღება, პირადი სერვიტუტის ძირითადი სახე იყო
უზუფრუქტი - usuas fructus (უზუს ფრუქტუს). უზუფრუქტის
ძალით გარეშე პირს, არამესაკუთრეს ელეოდა უფლება
მიეღო სხვისი ნივთის ნაყოფი, მაგრამ ნივთი იგივე უნდა
დარჩენილიყო, იგი არ უნდა შეცვლილიყო ან არ უნდა
გაფუჭებულიყო.
სერვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო ნივთის
მესაკუთრის ნება-სურვილზე.
სერვიტუტი წყდებოდა, თუ მასზე უარს იტყოდა
სერვიტუტის უფლების მქონე სუბიეტქი ან არ
განხორციელდებოდა მისი უფლება 10 წლის მანძილზე.

3. Actio prohibitoria (აქციო პროჰიბიტორია) - იმის მოთხოვნას


ნიშნავდა, რომ აკრძალვოდა მესამე პირს - შეესრულებინა
რაიმე მოქმედება ნივთის მიმართ, მესაკუთრის საზიანოდ.

კვირიტული საკუთრების დაცვის საშუალებები:


რომეალეა იურისტებმა საკუთრების სახეობეატა
გათვალისწინებით მოქმედი სამართლის საფუძველზე
შეიმუშავეს მათი ცოდნის მთელი სისტემა,
ძველ რომში კვირიტული საკუთრება დაცული იყო
ვინდიკაციური სარჩელით, რომლის მეშვეობით მფლობელ
არამესაკუთრეს ედავებოდა მესაკუთრე არამფლობელი.
დავას მაგისტრატი არჩევდა, რომლის წინაშეც საკუთარი
მესაკუთრული უფლების დასადასტურებლად ჯოხს,
„ვინდიკატს“ დაადებდა სადაო ნივთს. ქვირიტული
საკუთრება ყველა საკუთრებაზე უპირატესი იყო, მას იცავდა
სამი სახის სარჩელი: 1) სავინდიკაციური; 2) ნეგატორული;
3)პროჰიბიტორული;

ვინდიკაციური სარჩელის დროს, მტკიცების ტვითი აწვა


მოსარჩელეს, რომელიც ითხოვდა ნივთის მისთის
დაბრუნებას, მოპასუხე იყო პასიურ პოზიციაში.
ნეგატორული სარჩელი იმ შემთხვევაში გამოიყენებოდა,
როდესაც ნივთი მესაკუთრის ხელში იმყოფებოდა, მაგარამ
გარეშე პირი ავიწროვებდა და ხელს უშლიდა, ნივთზე
საკუთარი უფლებები განეხორციელებინა.
პროჰიბიტორული სარჩელის დროს, იყო მოთხოვნა, რომ
აკრძალვოდა მესამე პირს, შეესრულებინა მესაკუთრისა და
ნივთის საზიანოდ რაიმე ქმედება, არსებობს განსხვავებული
მოსაზრებაც, მაგალითად; თუ ვინმე მჭირდოდ
დასახლებულ უბანში თავის ეზოში ააშენებდა სახლს,
რომელიც მეზობლის ფანჯრებს დააბნელებდა, ამ
შემთხვევაში, მეწუხებული მესაკუტრე აღძრავდა
პრჰიბიტორულ სარჩელს, რაც ნიშნავდა წინააღმდეგობის
გაწევას.

ბონიტარული საკუთრების დაცვის


საშუალებები:
ბონიტარული საკუთრება გაჩნდა მაშინ, როდესაც ამ
სახისს საკუთრების დასაცავად პრეტორებმა
განსაკუთრებული წესები შემოიღეს, წესები, რომელთა
მიხედვითაც ბონიტარულ ანუ პრეტორული საკუთრების
შემძენს იცავდა პრეტორის მიერ გამოცემული ბრძანება
სხვისი ხელყოფისგან სარჩელის შეტანისა და
გაფართოერბის გზით. პრეტორის მიერ გამოცემული
ბრძანებით, ქონების შემძენის მდგომარეობა
უთანხმდებოდა მესაკუთრეს, თუმცა კანონი მას არ ცნობდა
როგორც მესაკუთრეს.
ბონიტარული მესაკუთრე თავს იცავდა ნივთის
გამსხვისებლისაგან, როდესაც დავის დროს ჯერ კიდევ
ფლობდა საგანს. ეს ვერ უწევდა მას დახმარებას, რომ
თავიდან აეცილებინა ქონების დაკარგვა, რამდენადაც არ
ჰქონდა რა (rei vindicatio) გამოყენების შესძლებლობა,
პრაქტიკულად დაუცველი რჩებოდა. პრეტონმა
პუბლიციუსმა ბონიტარული მესაკუტრის დაცვის მიზნით,
შემოიღო „action ficticia’’ (ფიქტიური სარჩელი). ამ სარჩელის
ფუნქცია კი მდგომარეობდა ვარაუდში, რომ შეძენითი
ხანდაზმულობის ვადა უკვე გავიდა, თუმცა ის ჯერ კიდევ
გრძელდებოდა. ყველა დანარჩენში ეს სარჩელი წააგავდა
„rei vindicatio’’-ს.
სარჩელი მოქმედებდა ნივთის გამსხვისებელსა და
ნებისმიერი მესაკუთრე პირის წინააღმდეგ, რომელსაც არ
შეეძლო დაემტკიცებინა, რომ ითლება ნივთის ქვირიტულ,
ან თუნდაც, ბონიტარულ მესაკუთრედ და რომელმაც ადრე
დავის საგანი მიიღოან ნივთის ნამდვილად გამსხვისებლის
ხელიდან. თუ ვერც ერთი მხარე ვერ ახერხებდა
საკუთრების უფლების დაცვას, ნივთი რჩებოდა
მფლობელთან.
როდესაც იუსტინიანეს სამართალში გაუქმდა
განსხვავება ქვირიტულ და ბრიტანულ საკუთრებებს შორის,
„acto Publiciana’’ გამოიყენებოდა კეთილსინდისიერი მჭერების
მიმართ, პირადი სერვიტუტების მატარებლებისა და იმ
პირების დასაცავად, რომლებსაც ჰქონდათ გრძელვადიანი
ხელშეკრულება მიწის იჯარაზე.

მესაკუთრეთა დაცვის განსაკუთრებული წესები

აღნიშნული გარანტიების გარდა, რომლებიც გარდა


ქვირიტული და ბონიტარული მესაკუთრეების დაცვისათვის
იყო გათვალისწინებული არსებობდა ბევრი სხვა დამცავი
საშუალება, რომლებიც მესაკუთრეთა განკარგულებაში
იმყოფებოდა იმ შემთხვევაში, თუ საშიშროება დაემუქრებოდა
მათ უფლებამოსილებას:
1. მფლობელობის დარღვევის ან დაკარგვის შემთხვევაში
მოქმედებდა წესი, რომლის საფუძველზეც მესაკუთრეებს
ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ესარგებლათ მფლობელთა
დაცვისათვის გათვალისწინებული ინტერდიქტით;
2. იმ პირის მხრიდან ზარალის მიყენების, ნივთის
განადგურების ან ქურდობის შემთხვევაში, რომელიც არ
იცავდა საკუთრების უფლების მიმართ დადგენილი
პასიურობის უფლებას, მესაკუთრეებს შეეძლოთ
გამოეყენბინათ პენალური და დილიქტური სარჩელები.
3. ისეთი პირების მიმართ, ვინც არ ასრულებდა მესაკუთრეთა
მიმართებებს საკუთრების უფლების შეზღუდვის შესახებ,
ასევე როგორც იმათ წინააღმდეგ, ვინც ბოროტულად
იყენებდა საკუთარ უფლებებს სხვისთის ზიანის მიყენების
მიზნით, უფლებამოსილი მესაკუთრეების განკარგულებაშ
იყო: სარჩელი საზღვრებთან დაკავშირებული ურთიერთობის
მოსაწესრიგებლად; სარჩელი წყლების ბუნებრივი დინების
შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით, სარჩელი მეზობელ
ნაკვეთებზე ჩამოცვენილი ნაყოფის შეგროვების შესახებ;
მოთხოვნა კი, რომლების უშუალოდ აყენებდა ზიანს ქონებას,
ინტერდიქტი მოსარჩელის ნაკვეთებზე მისი ნების გარეშე
მიმდებარე სამუშაოების შეწყვეტისა და აკრძალვის თაობაზე
და სხვა სამართლებრივი საშუალებები, რომლებიც
მესაკუთრეთა დაცვის განსაკუთრებული წესების სისტემას
ქმნიდნენ.

საკუთრების უფლების შეწყვეტა

რომაელი იურისტების აზრით, საკუთრების უფლება


წყდებოდა:
1. თუ ნივთი განადგურდებოდა ფიზიკურად;
2. თუ მესაკუთრე უარს განაცხადებდა საკუთრებაზე (შეეძლო
საკუთრება სხვისთვის გადაეცა ან არ გადაეცა, მაგრამ უარი
ეთქვა ნივთზე, მაგალითად: გადაეგდო ნივთი);
3. თუ მესაკუთრეს ჩამოერთმეოდა საკუთრების უფლება მისი
სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, კონფისკაციის
გამო გადავიოდა სხვის საკუთრებაში ან იკარგებოდა
საკუთრების უფლება ხანდაზმულობით;
4. თუ ნივთი ამოღებული იქნებოდა ბრუნვიდან;
5. კორუფციის შედეგად.

საკუთრების პრობლემა ქართუულ სამოქალაქო


სამართალში
რომაელი იურისტების დამსახურებაა საკუთრების
უფლების ცნების დამუშავების მცდელობა, რომელიც კარგად
გამოიყენეს ევროპულმა სახელმწიფოებმა, რაც შეეხება
საბჭოთა კანონმდებლობას, იგი საერთოდ არ ცნობდა კენძო
საკუთრებას, რადგანაც მარქსიზმის მიხედვით, კერძო
საკუთრება იყო საზოგადოებრივი ბოროტების, კლასობრივი
ბძოლის, ექსპულატაციისა და სიღარიბის ძირითადი მიზეზი
და პირობა, სრულიად საპირისპირო პრინციპებს ემყარება
საკუთრების დასავლური გაგება. საკუთრება საზოგადოების
ბოროტების საფუძველი კი არაა, პირიქით, პიროვნული
თავისუფლების, მისი ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების
განვითარების უეჭველი წინაპირობაა. რომაული
სახელმწიფოს რეცეფციის პროცესმა, რა თქმა უნდა, ძველი
ქართული საკუთრების სამართლის განვითარებაზეც
მოახდინა გავლენა. კერძო საკუთრება უძველესი ფენომენია,
იგი ადამიანის ბუნებით უფლებას შეადგენს, ამიტომაც მისი
ისტორიული ფესვები წინასახელმწიფოებრივ ეპოქაში უნდა
ვეძებოთ. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყოფილმა
რესპუბლიკელებმა, რომლებმაც მიაღწიეს
დამოუკიდებლობას, იმთავითვე დაიწყეს საზოგადოებრივი
საკუთრების ფორმიდან კერძო საკუთრებაზე გადასვლა.
ქართველმა იურისტებმა შეიმუშავეს საკუთრების
კონსტიტუციური უფლების კონცეფცია, გაითვალისწინეს რა
ამ სფეროში თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი
პრაქტიკა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე კარის
პირველი თავი ეძღვნება საკუთრების და მისი ცნების
განსაზღვრას. 170-ე მუხლით, ცნება, როგორც საკუთრების
უფლების შინაარსი, არის მესაკუთრის შესაძლებლობა,
კანონისმიერი ან სხვაგავრი, კერძოდ, სახელშეკრულებო
შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და
სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა
მიერ ამ ქონების სარგებლობა, განკარგოს იგი. თუკი ამით არ
ილახება მეზობლის ან ნებისმერი მესამე პირის უფლებები.
ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის
არსებით შემადგენელ ნაწილებზედაც. კოდექსი
ითვალისწინებს უკანონო მფლობელობიდან ნივთის
გამოთხოვას და ხელშეშლის აღკვეთას. ასევე,
გათვალისწინებულია საერთო საკუთრება და მასთან
დაკავშირებულ პრობლემათა გადაწყვეტის ხერხები.
საქრატელოს კონსტისუციის მე-21 მუხლმა საკუთრება
განამტკიცა, როგორც ძირითადი უფლება, თუმცა,
კონსტიტუციონალისტების აზრით, საკუთრების დაყოფა
არის არა სამართლებრივი, არამედ ეკონომიკური კატეგორია,
მიუხედავად ამისა, საქართველოს კონსტიტუცია და
სამოქალაქო კოდექსიც სრულიად შეესაბამება საბაზრო
ეკონომიკასა და სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნებს.
სარჩევი
1.საკუთრების უფლება
2.საკუთრების უფლების დაცვა
3. კვირიტული საკუთრების დაცვის
საშუალებები
4. ბონიტარული საკუთრების დაცვის
საშუალებები
5. მესაკუთრეთა დაცვის განსაკუთრებული
წესები
6. საკუთრების უფლების შეწყვეტა
7. საკუთრების პრობლემა ქართუულ
სამოქალაქო სამართალში

გამოყენებული წიგნები:
1)გივი ლობჟანიძის ავტორობით, რომის
საელმწიფო და სამართალი, მე-2 ნაწილი;
2)ვალერიან მეტრეველის, რომის სამართალი
(საფუძვლები);

You might also like