You are on page 1of 4

1 ლექცია

სანივთო სამართალი - გვეტყვის რა არის ქონება/ მისი დეფინიცირება და რა უფლებები


შეიძლება წარმოეშვათ პირებს ამ ქონებაზე

-პირთა ქმედებები რომლებიც მიმართულია არამატერიალური სიკეთეებისკენ/ ქონებისკენ


და ადგენს რა არის ქონება, რა უფლებები შეიძლება მქონდეს ამ ქონებაზე

იმპერატიულობა სანივთო სამართალში- რა ტიპის სანივთო ურთიერთობები შეიძლება


წარმოიშვას და მეორე, შინაარსში შემოვა და მეტყვის, რომ იმას ვერ დაადგენ, რაც მე არ
დამიდგენია.

სანივთოში - სუბიექტები/ ობიექტები

მფლობელობა არის ბატონობა, პყრობა და არა საკუთრების უფლება

ნომერუს კლაუდუსი - იურიდიული პირის სახეები - ამომწურავი ჩამონათვალის პრინციპი,


რაღაცა რის მიმართაც ეს პრინციპი ვრცელდება, არსებობს მარტო იმდენი, რამდენიც
ჩამონათვალია.

აბსოლუტური უფლება - უფლება, რომელიც შენს წინაშე ვალდებულს ხდის ყველას - მაგ,
მანქანა თუ მყავს, არავის აქვს უფლება ეს მანქანა დამილეწოს.

აღნაგობა, უზუფრუქტი, სემიტუტი, გირავნობა, იპოთეკა -

აღნაგობის საერთო ვადა არის 99 წელი.

აღნაგობის დროს გადამცემს ა პირი მიწას, მე მაგალითად ვაშენებ სასტუმროს, და ამის


გასხვისება, გაჩუქება, მემკვიდრებით გადაცემა შემიძლია, მაგრამ დრო რომ გავა, მერე ან
დავკარგავ, რადგან ვისიცაა მიწა, იმას გადაეცემა, ან გამოვისყიდი ამას, ან გავაგრძელებ
ვადას.

სერვიტუტი - რისკების დამზღვევი - ჩემს წინ თუ ვინმე აშენებს დიდ სასტუმროს და ჩემს
ხედს ჩრდილავს, მე ვუხდი ფულს, რომ არ ააშენოს 5 სართულზე მაღალი.

- სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლება

სანივთო უფლება შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ კონკრეტულ, განსაზღვრულ უფლებაზე.


პლუს, შინაარსიც უნდა განვსაზღვროთ.

საჯაროობის პრინციპი - საჯარო რეესტრი ახდენს საჯაროობის პრინციპს. ჩვენ გვჭირდება


რომ ვხედავდე ვის აქვს სანივთო უფლება და რა სახის სანივთო უფლება აქვს ამა თუ იმ
ობიექტზე.

საჯაროობის პრინციპი მოძრავი ნივთების შემთხვევაში შემოდის პრეზუმფციის სახით.

საჯაროობის პრინციპი უძრავი ნივთების შემთხვევაში საჭიროა გადაფორმება, ბლა ბლა


მიდევნების პრინციპი - ობიექტეზე არსებული სანივთო უფლება ნარჩუნდება მაშინაც კი
როცა მესაკუთრეს იცვლის იგი. მაგ: მე მაქვს სახლი, ვტვირთავ იპოთეკით, მერე ვასხვისებ ამ
ბინას ა პირზე. იპოთეკა რჩება ძალაში.

აქცესორული და შეზღუდული უფლებები

დავალება: რა სამართლებრივი რეჟიმი უნდა გავრცელდეს გვამზე, რომელსაც პიროვნულობა


აქ შენარჩუნებული და არის კომერციული მიზნებისთვის - ნივთი?

2. ტბების, მდინარეების თუ ვრცელდება სამართლებრივი ისა

მეორე ლექცია
მფლობელობა და საკუთრება

მფლობელობა არის ფაქტობრივი ნაწილი, შესაძლებელია ქურდიც იყოს მფლობელი, მიიღოს


არაკეთილსინდისიერი გზით - მესაკუთრის ნაწილში შედის მფლობელობა, თუმცა მათ
შორის ტოლობის ნიშანი არ ისმევა.

დომუსი და ანიმუსი: ფაქტობრივი ფლობის პროცესი და ნება

მფლობელობა არის პროცესი, გადადის მემკვიდრეობითაც. მესაკუთრე შეიძლება საერთოდ


არ იყოს.

მფლობელობა შეიძლება იყოს ქვედა საფეხური საკუთრების მოპოვებისთვის.

პოზესორული: მფლობელობიდნ გამომდინარე

პეტიტორული: უფლებაზე დაფუძნებული, საკუთრების უფლებიდან გამომდინარეობს.

პრეზუმფცია, დაცვის ნაწილები, მემკვიდრეობა - მფლობელობაში შედის.

მფლობელის კლასიფიკაცია:

პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელობა. -

თავისთვის ფლობს თუ სხვისთვის ფლობს

არაკეთილსინდისიერი და კეთილსინდისიერი - ვუშვებ, რომ მაქვს ფლობის საფუძველი.დდ

მართლზომიერი თუ არამართლზომიერი - ობიექტური გარემოება - არსებობს ფლობის


საფუძველი თუ არა.

მე შეიძლება არამართლზომიერი ვიყო, თუმცა კეთილსინდისიერი ვიყო.


მჭერი/მპყრობელი

ფლობის ობიექტი მოძრავი/უძრავი ნივთი/ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე.

მე თუ მიყიდეს ვარსკვლავი, რამდენად განვიხილები მფლობელად განსახილველია.

ზემოქმედების შესაძლებლობას უნდა განვიხილავდე, სივრცობრივი კავშირი ასე მყარდება


ჩემსა და ნივთს შორის რომ ვიყო მფლობელი.

თუ მე და ვალერი მგელაძე დავდებთ ქირავნობის ხელშეკრულებას, და მე მივაქირავებ,


ვალერი მგელაძე გახდება პირდაპირი მფლობელი, ხოლო მე გავხდები არაპირდაპირი
მფლობელი.

მჭერი არ ითვლება მფლობელად, ამიტომაც მას არ აქვს მფლობელობითი დაცვის უფლება


არც თვით იმათ მიმართ, ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა მას და არც მესამე
პირთა მიმართ. - დამლაგებელი რომ შეუშვა რამდენიმე საათი სახლში.

თუ ნება არ მაქვს, მამაჩემის მფლობაში არსებული ნივთი, მაგალითად, ბალიში, რატომ უნდა
გადმომეცეს თუ ნება არ მაქვს? - რადგან შემდგომში ამ მფლობელობას უკავშირდება
საკუთრების დაცვის ნაწილი, ბერკეტების გასაჩენად მფლობელობის უფლების დასაცავად.

<ამ მფლობელობის ნივთზე უარის თქმის უფლება მაქვს.

160 მუხლი - ვინდიკაცია - კეთლსი.მფლობელი - მოთხოვნის უფლება / ნივთის ჩამორთმევა

161 მუხლი - ნეგატორული


მფლობელობის თავს ვიღებ - ტერმინები, შინაარსი

BGB - გერმანიის სამოქ.კოდექსი

155.II - ხარვეზი - მჭერსა და პირდაპირ მფლობელს შეიძლება მოხდეს აღრევა

160 მუხლი - განმარტებით ბარათში ავხსნათ

ალექსი მღებრიშვილი

გიორგი გოგილიძე

მარიამ მაისურაძე

ლუკა ჯალაბაძე

ლუკა ზუხბაია

You might also like