You are on page 1of 17

ქონება

ქონების სხვადასხვა დეფინიციები:


 ქონება წარმოადგენს უფლებათა ერთობლიობას, რომელთა სუბიექტია ადამიანი
როგორც ცალკე ინდივიდი დანარჩენ ინდივიდებთან მიმართებით.
 ქონება უნდა გავიგოთ ბუნებრივი და იურიდიული გაგებით:
 ბუნებრივი გაგებით – ქონება წარმოადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას,
რომლებიც ვრცელდება ნივთებზე. იგი მცირდება არა მარტო გასხვისების შედეგად,
არამედ ქონების მესაკუთრის მიერ თავის თავზე ამა თუ იმ ვალდებულების
კისრებით. თუ პირი კისრულობს ვალდებულებას, შედეგი ამისა არის მისი ქონების
შემცირება. ამიტომ ქონებას ბუნებრივი გაგებით ჩვენ ვუწოდებთ ყველაფერს იმას,
რაც რჩება მესაკუთრის ხელში მისი ვალების დაფარვის შემდგომ.
 იურიდიული გაგებით – კი იგი არის სანივთო, ვალდებულებით-სამართლებრივი
უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობა, რომელშიც შედის მესაკუთრის
არა მარტო აქტივი, არამედ პასივიც. ამ გაგებით ქონება ექნება იმასაც, ვისაც აქვს
უფრო მეტი ვალი, ვიდრე არსებული ქონებრივი სიკეთე.

 ვინშნაიდი ქონებას განმარტავდა, როგორც პირის კუთვნილი ქონებრივი უფლებების ერთიანობას, თუმცა იგი
ცნობდა ასევე ქონების ცნებას ვიწრო გაგებითაც – ანუ ქონებად მოიაზრებოდა “მხოლოდ ისეთი ქონება, რომელიც
რჩება ვალების გამოქვითვის შემდეგ, ანუ ქონება წმინდა ქონების გაგებით”.
 გირკე განასხვავებდა ქონების ცნებას სუბიექტური და ობიექტური გაგებით:
 ობიექტური გაგებით – ქონება წარმოადგენს ყველა იმ მოძრავი და უძრავი ნივთების ერთობლიობას, რომელიც
ექვემდებარება პირის ბატონობას; ასევე ტვირთი და ვალდებულებები, რომლებიც ქმნის ქონების პასივს
(განსაკუთრებული ქონება)
 სუბიექტური გაგებით – ქონება წარმოადგენს ობიექტური გაგების შესაბამისად უფლებებისა და ვალდებულებების
ერთობლიობას.
 შერშენევიჩი – ქონებად მიიჩნევდა აქტივებისა და პასივების ერთობლიობას.
 თანამედროვე გერმანელი ცივილისტები ქონების ქვეშ მოიაზრებენ მხოლოდ აქტივებს.
 ესტონეთის კანონმდებლობა ქონებას შემდეგნაირად განმარტავს - როგორც პირის კუთვნილ ნივთებს,
უფლებებს, რომლებიც ექვემდებარება ფულად შეფასებას და ვალდებულებებს, თუ კანონით სხვა რამ არ არის
დადგენილი;
 მოლდოვის სამოქალაქო კოდექსში – ქონებას წარმოადგენს განსაზღვრული ფიზიკური და იურიდიული პირების
კუთვნილი უფლებებისა და ვალდებულებების ერთობლიობა (რომლებიც ექვემდებარება ფულად შეფასებას),
რომლებიც განიხილება როგორც ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტიური და პასიური ქონებრივი
ღირებულებების ჯამი.

ქონება
ქონება არის – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე,
რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს
აკრძალული არ არის კანონით და არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს
(საქართველოს სკ-ის 147-ე მუხლი).ანუ საქართველოს კანონმდებლობა
ქონების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ აქტივს, თუმცა არის გამონაკლისებიც.
მაგალითად:
მემკვიდრეობით სამართალში, როდესაც საუბარია მამკვიდრებლის ქონების მემკვიდრეებზე
გადასვლის შესახებ – ამ დროს გადადის არა მარტო სამკვიდრო მასას მიკუთვნებული აქტივები –
ნივთები, უფლებები, მოთხოვნები, არამედ – პასივიც ანუ ვალდებულებებიც.

 ცოცხალი ადამიანის სხეული თუ მისი ცალკეული ნაწილი არ არის ქონება – თავად


ადამიანსაც არ გააჩნია თავის სხეულზე საკუთრების უფლება, თუმცა მიიჩნევა, რომ
ადამიანის სხეულზე ვრცელდება მისი ნება, რაც შესაძლებელია გაუთანაბრდეს
მესაკუთრის სამართლებრივ ძალაუფლებას თავის საკუთრებაზე. ადამიანს აქვს
პიროვნული უფლება საკუთარ ხელშეუხებლობაზე. უფლება – ავნოს თავის სხეულს, რაც
მისი “საკუთრებასთან გათანაბრებული” უფლებიდან შესაძლებელია გამომდინარეობდეს,
არ უნდა არსებობდეს.დასაშვებია აღიარებულ იქნეს მხოლოდ “სიკვდილის უფლება”,
უფრო ზუსტად, “უფლება სრულფასოვან სიცოცხლეზე” სამედიცინო ჩარევაზე უარის
თქმის უფლების გაგებით.

 ადამიანის ორგანოს (მაგ. თირკმელი) შესახებ დადებული გარიგება ბათილია, ვინაიდან


ეწინააღმდეგება სამართლებრივი წესრიგის მიერ აღიარებულ ადამიანის ძირითად
უფლებებს, უპირველესად ადამიანის ღირსებასა და ხელშეუხებლობას.
 ინდივიდის თანხმობა თავისი “ორგანოს გაცემაზე” უნდა განიხილებოდეს ინდივიდის
პიროვნული უფლების რეალიზებად და დასაშვებია უპირატესი ინტერესის, სხვა
ადამიანის სიცოცლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
 გერმანული სამართლის მიხედვით გარდაცვლილის გვამი მიიჩნევა სპეციალური
კატეგორიის ნივთად. მასზე არ არსებობს საკუთრების უფლება და ის არ გადაეცემა
მემკვიდრეობით. გვამის სამედიცინო კლინიკაშიც მოთავსება დასაშვები უნდა იყოს
მხოლოდ მის მიერ სიცოცხლეში გამოვლენილი ნების შედეგად, ანუ იგი გარდაცვალების
შემდეგ იქნება კლინიკაში თავისი ნების საფუძველზე და გარდაცვალების შემდეგაც
მოემსახურება უპირატეს საზოგადოებრივ ინტერესს (გვამის გაკვეთა სამედიცინო
თვალსაზრისით).
 ქართული კანონმდებლობის თანახმად
პირველი - გვამი არ წარმოადგენს ნივთს, ვიდრე იგი განასახიერებს პიროვნებას;
მეორე – მას შემდეგ რაც გვამი ანატომიის ინსტიტუტში მოხვდება,ამით იგი კარგავს
პიროვნების სამოსელს და ნივთად იქცევა.
 ცხოველი – მას არ გააჩნია ღირსება, შესაბამისად არც პიროვნულობა და
უფლებაუნარიანობა. იგი სამართლის ობიექტად, ქონებად განიხილება. ცხოველებზე
ჩვეულებრივად ვრცელდება ნივთების მიმართ მოქმედი წესები.თუმცა ავსტრიის
სამოქალაქო კოდექსი ამბობს, რომ “ცხოველები არ არიან ნივთები, მათი დაცვა
ხორციელდება სპეციალური კანონმდებლობით. ნივთების მიმართ მოქმედი დებულებები,
მხოლოდ მაშინ გამოიყენება ცხოველების მიმართ, თუ არ არსებობს განსხვავებული
მოწესრიგება.
ქონება

ნივთები – სხეულებრივი არამატერიალური ქონებრივი


ნივთები სიკეთეები – უსხეულო ნივთები

ნივთები
ნივთი ქონებად იქცევა იმ უფლება-მოვალეობათა წყალობით, რომელიც ამ
ნივთთანაა დაკავშირებული.შეიძლება ითქვას, რომ ქონება უფლება-
მოვალეობათა ერთიანობაცაა.
ნივთების დამახასიათებელი ნიშნებია:
1. სხეულებრიობა - რაც ფიზიკური კანონებიდან გამომდინარეობს - მყარ,
თხევად, აირად მდგომარეობაში - (ელექტრობა, სითბო, გამოსხივება არ
არის ნივთები).
2. ნივთები ბრუნვაუნარიანი (პიროვნულობას მოკლებული) საგნებია –
შესაძლებელია მათი თავისუფალი, შეუზღუდავი შეძენა, თუკი ეს
კანონით არ არის აკრძალული ან არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.
3. ბატონობას დაქვემდებარებული საგნებია – ანუ შესაძლებელი უნდა იყოს
მათი ფლობა, სარგებლობა და განკარგვა – (წყალი ზღვასა და
მდინარეებში, ატმოსფერული ჰაერი ღია მდგომარეობაში, მზე, მთვარე,
ვარსკვლავები – ნივთებად ვერ ჩაითვლება).
4. ნატურით გამიჯნული საგნებია (გაზი, სითხე, ზღვა, ჰაერი თავისთავად არ
წარმოადგენს ნივთებს თუ შემოსაზღვრულ არეში არ მოვაქციეთ,
(გამონაკლისის სახით _ მიწის ნაკვეთი ღობესთან მიმართებაში, აქ არაა
აუცილებელი სივრცობრივად მისი ნატურით გამიჯვნა).
5. ნივთები სხეულებრივად ერთიანი საგნებია – რაც მათ ფუნქციონალურ
ერთიანობას განაპირობებს (ავტომობილი, საყვავილე ყვავილებით)
(ფუნქციონალური საკუთრება ნიშნავს ერთ ნივთზე საკუთრებას).
(ადამიანის ორგანოების განკარგვა – საქართველოს სამოქალაქო
კოდექსი ორგანოების განკარგვაზე არაფერს ამბობს, თუმცა “ადამიანის
სხეულის ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ” კანონი უშვებს ამის
შესაძლებლობას.
შეიძლება გამოვყოთ ნივთთა შემდეგი კლასიფიკაცია:
o საერთო სარგებლობის
o საჯარო და კერძო
o მოძრავი/უძრავი
o ჩანაცვლებადი/არაჩანაცვლებადი
o გვაროვნული/ინდივიდუალური
o მოხმარებადი/არამოხმარებადი
o გაყოფადი/განუყოფლი
o ცალკეული ნივთები/ნივთების ერთობლიობა
o ადამიანის სხეული
o ცხოველი

 საერთო სარგებლობის - ასეთ ნივთებად ზოგადი შეხედულებით


შეიძლება მივიჩნიოთ ჰაერი, წყალი, ზღვა, ბუნებრივად მოდინარე
წყლები ანუ ისეთი ობიექტი, რომელიც თავისი ბუნებრივი არსით არ
შეიძლება იმყოფებოდეს ვინმეს საკუთრებაში და რომელიც შეიძლება
გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პირის მიერ.
 საჯარო და კერძო - საჯარო ნივთებად მიიჩნევა ნივთები, რომლებიც
ეკუთვნის სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის
იურიდიულ პირებს, თუმცა შეიძლება კერძო პირებსაც ეკუთვნოდეს,
მაგრამ მათი დანიშნულება საჯარო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს (მაგ.
გზები, ზღვის სანაპირო, სახლ-მუზეუმები და სხვა). კერძო – ცხადია,
კერძი პირის საკუთრებაში არსებული ნივთებია კერძო/პირადი
მოხმარების მიზნით.
 მოძრავი/უძრავი - მას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული
წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-
ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე (მუხ. 149).
მოძრავი – მოძრავია ყველა ის ნივთი, რაც არ არის უძრავი.
 ჩანაცვლებადი/არაჩანაცვლებადი – ჩანაცვლებადია ნივთი, რომელიც
განისაზღვრება რაოდენობით, ზომით ან წონით და ცხადია იგი ვერ
იქნება ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული (მაგ. ფული, ფასიანი
ქაღალდები, სერიული წარმოების საქონელი – მაგ. ავტომობილი, ავეჯი,
გაზიანი სასმელი, ღვინო).ჩანაცვლებადი ნივთის დაღუპვის შემთხვევაში
შესაძლებელია სხვა იდენტური ნივთის მიწოდება, ხოლო
არაჩანაცვლებადი ნივთის დროს კი არა. მხოლოდ ჩანაცვლებად ნივთზე
შეიძლება დაიდოს სესხის ხელშეკრულება. არაჩანაცვლებადი ნივთის
მაგალითია – მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, სახლში
ჩაშენებული სამზარეულო და სხვა.

 გვაროვნული/ინდივიდუალური – გვაროვნული ნივთი ჩანაცვლებადია,


სესხს და ქირავნობას ექვემდებარება (ფული, 100 კგ პომიდორი და სხვა).
გვაროვნულობის დადგენა კი მხარეთა კონკრეტული შეთანხმების
საფუძველზე ხდება.ინდივიდუალური – არაჩანაცვლებადი ნივთია და
მისი განადგურების/დაღუპვის შემთხვევაში ადგილი აქვს კომპენსაციის
მოთხოვნას (დახატული ნახატი, დამზადებული სამკაული და სხვა)
 მოხმარებადი/არამოხმარებადი - მოხმარებადი ნივთის დანიშნულება
მისი მოხმარებით – გალევით განისაზრვრება – მედიკამენტი, საჭმელი.
ისინი ზოგადად ვერ ხდებიან თხოვების თუ ქირავნობის საგანი.
მოხმარებადი ნივთის გამოყენება ვლინდება მის განადგურებაში,
გალევაში. არამოხმარებადი – ასეთ ნივთებს ახასიათებს ბუნებრივი
ცვეთა, როდესაც მისი ჩვეულებრივი დანიშნულებით გამოყენებისას
ხდება ნივთის ღირებულების შემცირება (მაგ. ავტომანქანი ქირავნობა 3
წლით).
 გაყოფადი/განუყოფლი – გაყოფადი ნივთის ნაწილებად დაყოფა
შესაძლებელია და თითოეულ ნაწილზე წარმოიშობა უფლება, რასაც ვერ
ვიტყვით განუყოფელზე. გაყოფადის მაგალითია – ავტომანქანა –
საბურავები, საქარე მინა, ძრავი. განუყოფელის მაგალითია – დახატული
ნახატი – ვერ გავყოფთ ტილოდ და საღებავებად.
 ცალკეული ნივთები/ნივთების ერთობლიობა – განისაზღვრება მათი
ფუნქციონალური დატვირთვის მიხედვით – მაგალითად, ავტომობილი –
მთლიანობაში შეადგენს სხვადასხვა ნივთების ერთობლიობას
(საბურავი, ძრავა და სხვა) რომლებიც ცალკე აღებულ დამოუკიდებლ
ნივთებს წარმოადგენენ, მაგრამ მთლიანობაში წარმოადგენს ნივთთა
ერთობლიობას, რომელსაც ფუნქციონალური დატვირთვა –
ავტომობილი - გააჩნია მთლიანობაში. მეორე მაგალითი – სახლის
ქოთნის ყვავილი, რომელიც შედგება ცალკეული ნივთებისგან
(საყვავილე/ქოთანი, მიწა და ყვავილი) – მაგრამ მთლიანობაში მისი
ფუნქციონალური დატვირთვაა “ყვავილი ქოთანში”, ცხვრის ფარა,
ბიბლიოთეკა, მზითევი.
საჯარო ნივთები
საჯარო ნივთების სამართლებრივი ხასიათი სამოქალაქო კოდექსით კი არ
წესრიგდება, არამედ საჯარო-სამართლებრივი აქტებით.საჯარო ნივთები
საჯარო სანივთო ბატონობის ქვეშაა და საჯარო მიზნებს ემსახურებიან.
საჯარო ნივთები დუალისტურ წესრიგს ექვემდებარებიან (კერძო და საჯარო
სამართლებრივ რეჟიმს) – ანუ ემორჩილებიან კერძო სამართლებრივ
რეჟიმს, თუმცა, მასზე კერძო საკუთრება დატვირთულია საჯარო-
სამართლებრივი ვალდებულებებით.
სამოქალაქო სამართლის მიხედვით ნივთები მხოლოდ სხეულებრივი
საგნებია, საჯარო ნივთი კი შეიძლება არასხეულებრივი საგანიც იყოს, მაგ.
საჰაერო სივრცე ან ელექტროდენი.
სამოქალაქო სამართალში ნივთი არის ერთეული საგანი, ხოლო საჯარო
ნივთი შეიძლება იყოს ამ საგანთა ერთობლიობა, მაგ. საჯარო ნივთია
ბიბლიოთეკა, მაშინ როცა სანივთო სამართალში ნივთად ითვლება არა
მთლიანად ბიბლიოთეკა, არამედ თითოეული წიგნი.
საჯარო ნივთად მიიჩნევა მხოლოდ სახელმწიფო აქტით ამგვარად
აღიარებული ნივთი, ანუ სახელმწიფო აქტი ადგენს, თუ რომელ მიზნებს
უნდა ემსახურებოდეს ესა თუ ის ნივთი. მაგ. ზღვის სანაპირო ან მდინარე
თავიანთი თვისების გამო კი არ ხდებიან საჯარო ნივთები, არამედ
მხოლოდ მას შემდეგ რაც სახელმწიფოს მიერ გამოიცემა მათ მიმართ
მიკუთვნადობის აქტი. კანონის მეშვეობითაა საჯარო ნივთად აღიარებული
საჰაერო სივრცე, სანაოსნო გზები, გზები და ა.შ.
მაგრამ თავისთავად მიკუთვნადობის აქტის არსებობა ჯერ კიდევ არ
ნიშნავს ნივთის აღიარებას საჯარო ნივთად. აუცილებელად უნდა მოხდეს
მისი პრაქტიკულად ჩაყენება საზოგადოებრიობის სამსახურში.
საჯარო ნივთი თავის სამართლებრივ ხასიათს კარგავს ნივთის
განადგურების შემთხვევაში ან კომპეტენტური ორგანოს მიერ სპეციალური
აქტის გამოცემით, რომლითაც უქმდება საჯარო ნივთი.
საჯარო ნივთის მიზნობრივი დანიშნულების უზრუნველყოფის მიზნით
არსებობს ამ ნივთების მოვლის ვალდებულება, როგორც წესი ეს ეკისრება
იმ უწყებას, რომლის აქტითაც მოხდა საგნის აღიარება საჯარო ნივთად. მაგ.
გზების მოვლისა და შენახვის ვალდებულება ეკისრება გზების
დეპარტამენტს და ა. შ.
საჯარო ნივთებია:
 საერთო სარგებლობაში არსებული საჯარო ნივთები
 სპეციალური სარგებლობის საჯარო ნივთები
 საჯარო უფლების მქონე დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული
ნივთები
 მმართველობის ორგანიზაციებში არსებული საჯარო ნივთები

საერთო სარგებლობაშ არსებული საჯარო ნივთები-მიკუთვნების საჯარო-


სამართლებრივი აქტის საფუძველზე იმყოფება ყველას სარგებლობაში
ყოველგვარი სპეციალური ნებართვისა და თანხმობის გარეშე.
მათი გამოყენება უნდა მოხდეს საჯარო-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრული მიზნებისათვის.ამ ნივთების მესაკუთრე ვალდებულია
ითმინოს მათი საერთო საგებლობა.საჯარო გზები (ავტომაგისტრალები,
გზები, ქუჩები); შიდაწყლები; სატრანსპორტო გზები; ზღვის სანაპირო;
საჰაერო სივრცე.
შესაძლებელია ამ ნივთებით სპეციალური სარგებლობაც – რაც ისეთი
სარგებლობაა, რომელიც სცილდება საერთო სარგებლობის ფარგლებს
(ბილ-ბორდების, სავაჭრო ჯიხურების აღმართა).სპეციალურ სარგებლობას
სჭირდება სპეციალური ნებართვა. სპეციალური ნებართვა აუცილებელია,
როცა სპეციალური გამოყენება ხელშემშლელია საერთო
სარგებლობისათვის, ხოლო თუკი არაა ხელშემშლელი, მაშინ ასეთი
სარგებლობა გაფორმდება სამოქალაქო სამართლებრივი წესით ანუ
დაიდება გარიგება.
სპეციალური სარგებლობის საჯარო ნივთები-მათი გამოყენება ყველას კი
არ შეუძლია, არამედ იმას, ვისაც სპეციალური სახელმწიფო აქტის
საფუძველზე აქვს ასეთი უფლება. მაგ:წყლები, რომელთა გამოყენება
ხდება არა სანაოსნოდ, არამედ წყალსამეურნეო მიზნებისათვის –
შიდაწყლები, მიწისქვეშა და სანაპირო წყლები.
საჯარო უფლების მქონე დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული
ნივთები- ეს ისეთი ნივთებია, რომელთა გამოყენებაც შეუზღუდავად
ყველას კი არ შეუძლია, არამედ მოქალაქეებს სპეციალური მოწმობის
საფუძველზე. მაგ: განათლების, ჯანდაცვის და სხვა დაწესებულებები. ასევე
დაწესებულებების სარგებლობაში არსებული ქონება, ბიბლიოთეკები,
თეატრები, მუზეუმები და ასევე ამ დაწესებულებებში არსებული ქონება
ბიბლოითეკებში - წიგნები, მუზეუმებში – სურათები და ა.შ.)
მმართველობის ორგანიზაციებში არსებული საჯარო ნივთები- ეს ისეთი
ნივთებია, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო მიზნებს ემსახურებიან და ამ
გზით მოქალაქეთა ინტერესებსაც მაგ: ადმინისტრაციული ნაგებობები,
სასაზღვრო და საპოლიციო საშუალებები

საჯარო ნივთები

შეზღუდული სარგებლობის ნივთები, რომელთთათვისაც


წმინდა ნივთები – (განსაკუთრებული სპეციალური ნებართვაა საჭირო – იარაღი,
ჯგუფია), საეკლესიო ნივთები, ძლიერმოქმედი შხამიანი და ნარკოტიკული
რომლებიც შეწირულია რელიგიური ნივთიერებების მოხმარება, ასევე უცხოური ვალუტის
ორგანიზაციებისათვის. მიმოქცევა

ნივთის სახეები
 მოძრავი – მოძრავია ყველა ის ნივთი, რაც არ არის უძრავი.
 უძრავი – მას მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული
წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-
ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე (მუხ.149). როგორც მიწა, ისე
წიაღისეული შეიძლება იქცეს მოძრავ ნივთებად, თუ მოხდება
სივრცობრივად მათი ნატურით გამიჯვნა (ტომრებით გასაყიდი მიწა ან
ამოღებული ნავთობი). წიაღისეული სწორედ მოძრავ ნივთად ქცევის
საფუძველზე ასრულებს თავის სამომხმარებლო ფუნქციას.
უძრავი ნივთების თავისებურებაა ის, რომ რადგანაც მათ მუდმივად ერთი
და იგივე ადგილსამყოფელი აქვთ, მათი სამართლებრივი მდგომარეობა
განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ისინი იმყოფებიან.
მოძრავი ნივთები, კი გადაადგილების უნარიანობის გამო, შეიძლება
იცვლიდეს თავის სამართლებრივ რეჟიმსაც.
იურიდიული ფიქცია
იურიდიული ფიქციით, მოძრავი ნივთი იქცევა უძრავ ნივთად, ანუ
ფიზიკურად ის ისევ მოძრავია და ასრულებს თავის ფუნქციონალურ
დანიშნულებას, მაგრამ სამართლებრივი სტატუსით იგი უძრავი ნივთის
რეჟიმს ექვემდებარება ანუ როგორც უფლება-მოვალეობებით
დატვირთული საგანი განიხილება უძრავ ნივთად.
იურიდიული ფიქცია კანონისმიერი ფიქციაა და მას სახელშეკრულებო
სამართალი ვერ შექმნის
კონტინენტური ევროპის სამართალში ცნობილია საჰაერო და საზღვაო
ხომალდების უძრავ ნივთებად აღიარების მაგალითები.
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე
ეს არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა
პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას
მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა
პირებს რაიმე (ლატარიის ბილეთი, ფასიანი ქაღალდი, წილზე უფლება).
მათ
(1) უსხეულო ნივთებს უწოდებენ;
(2) ისინი ბრუნვაუნარიანი ნივთებია;
(3) ისინი ემორჩილებიან საკუთრების უფლების ცნებისათვის
დამახასიათებელ ნიშნებს;
(4) ისინი წარმოადგენენ როგორც ვალდებულებითი, ისე სანივთო-
სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტებს.
მაგალითად – კომპიუტერული პროგრამა ან მონაცემთა ბაზა არის
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე. ასევე მუსიკალური კომპოზიცია ან
ლიტერატურული ნაწარმოები წარმოადგენს არამატერიალურ ქონებრივ
სიკეთეს, მაგრამ დისკზე ჩაწერილი ეს მუსიკალური ნაწარმოები ან წიგნად
გამოცემული ლიტერატურული ნაწარმოები უკვე მატერიალური ქონებაა ანუ
ნივთია.
არსებითი შემადგენელი ნაწილი
1. ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი
2. მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

ნივთის შემადგენელი ნაწილი – რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია


მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების
მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ
კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (მუხ. 150(2)), ანუ ის რაც
ძირითადი ნივთისაგან განუყოფელია და მასთან ერთად მთლიანობად
აღიქმება. მას არ აქვს დამოუკიდებელ ნივთად ჩამოყალიბებისათვის
აუცილებელი თვისებები და ყოველთვის ნივთის ნაწილად რჩება.
ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით
გათვალისწინებულ შემთხვევებში –
მაგალითი (1) - კოდექსის 208-ე მუხლით, ბინა ან არასაცხოვრებელი
ფართობი საკუთრების უფლების საგანს წარმოადგენს, მაგრამ ისინი
რჩებიან მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად.
მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი – მას განეკუთვნება
შენობა-ნაგებობანი და ნივთები, რომლებიც მყარადაა დაკავშირებული
მიწასთან და არ არის გამიზნული დროებითი სარგებლობისათვის (მუხ.
150(2)).მყარ კავშირად უნდა მივიჩნიოთ ისეთი კავშირი, როცა მიწის
ნაკვეთიდან ნივთის მოცილება მოითხოვს დიდ ენერგიას და დანახარჯებს
ქვითკირის გალავნები, ყრუ ღობეები, არხები, სადრენაჟო თუ სხვა მილები –
მიეკუთვნებიან მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს.
მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად უნდა ჩაითვალოს მასთან
დაკავშირებული პროდუქტები, როგორიცაა ნაყოფი, ბოსტნეული,
მარცვლეული კულტურები და ა.შ. (როდესაც მიწას მოსცილდებიან
წარმოადგენენ დამოუკიდებელ ნივთებს).
მიწის ნაკვეთზე დამდგარი წყალი არის ამ მიწის ნაკვეთის არსებითი
შემადგენელი ნაწილი.
ნიადაგი, ქვები, ქვიშა, ხრეში, ტორფი და ა.შ. არ წარმოადგენენ მიწის
ნაკეთის არსებით შემადგენელ ნაწილებს, არამედ ისინი მიწის ნაკვეთთან
ერთად განიხილება როგორც ერთიანი ნივთი, რომელთაგანაც შედგება
მიწის ნაკვეთი.მცენარის თესლი მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ
ნაწილად იქცევა დათესვის მომენტიდან, ხოლო მცენარეულობა დარგვის
მომენტიდან.მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად არ
ჩაითვლება დროებითი სარგებლობისთვის, გარდამავალი მიზნებისათვის
განკუთვნილი ნივთები – მაგ: დროებითი ნაგებობანი – სამშენებლო
დროებითი ნაგებობანი, სავაჭრო ჯიხურები, საგამოფენო პავილიონები,
ნაყოფის მომცემი მცენარეულობა, რომელიც გამიზნულია გასაყიდად და
დროებითაა მიწასთან დაკავშირებული.
ის რაც არ წარმოადგენს არსებით შემადგენელ ნაწილს, მასზე
გავრცელდება მოძრავი ნივთების რეჟიმი.ნივთის არსებით შემადგენელ
ნაწილს მიეკუთნება არა ის, რაც ამ ნივთის არსებას განსაზღვრავს, არამედ
ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ შეიძლება
იყოს ცალკე უფლების ობიექტი. საკომუნიკაციო ნივთები, როგორიცაა
ბუნებრივი აირისა და წყლის მილები, ასევე არხი, „საჯარო რეესტრის
შესახებ “საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, როგორც
ხაზობრივი ნაგებობები (საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა,
რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა,
ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი,
დამბა, არხი) წარმოადგენენ უძრავ ნივთებს. აღნიშნული ნივთები მიწასთან
მყარად არის დაკავშირებულ და შესაბამისად განეკუთვნება მიწის ნაკვეთის
არსებით შემადგენელ ნაწილებს

150 II მუხლის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ის გარემოება,


რომ შენობა-ნაგებობა ან ნივთები არ არის გამიზნული დროებითი
სარგებლობისათვის. მიწის ნაკვეთთან დაკავშირება მხოლოდ მაშინ არის
დროებითი, როდესაც ასეთი კავშირი დროში განსაზღვრულია იმ
შემთხვევაშიც, თუ ეს დრო რამდენიმე ათეულ წელს შეადგენს. მიწის
ნაკვეთთან მუდმივად არის დაკავშირებული ნივთი, თუ ასეთი კავშირის
დრო ლოგიკურად განსაზღვრული არ არის. რამდენად არის ნივთი
დროებითი სარგებლობისათვის გამიზნული, დამოკიდებულია იმ პირის
შინაგან ნებაზე, რომელმაც განახორციელა ნივთის ან შენობა-ნაგებობის
მიწის ნაკვეთთან დაკავშირება, ან ვისი დაკვეთითაც მოხდა დაკავშირება.
კონკრეტული შემთხვევის ობიექტური გარემოებები წარმოადგენენ პირის
ნების განმარტების საფუძველს. ქირავნობისა და იჯარის
ხელშეკრულებების შემთხვევაში, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ
ნივთის დაკავშირება მიწის ნაკვეთთან მოხდა დროებითი სარგებლობის
მიზნით. ასეთი ვარაუდი არსებობს, ასევე სხვა დროებითი სარგებლობის
ურთიერთობების შემთხვევებშიც

არსებითი შემადგენელი ნაწილის იურიდიული ბედი მთლიანადაა


დაკავშირებული ნივთთან და შეუძლებელია მისი დამოუკიდებელი
განკარგვა, გირაოთი დატვირთვა და ა.შ.
დამოუკიდებელი სანივთო უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე
შეუძლებელია, სამაგიეროდ დასაშვებია დამოუკიდებელი
ვალდებულებითი უფლებანი, მაგ: შეიძლება გაქირავდეს მარტო სახლი,
მაგრამ მარტო სახლის გაყიდვა იმ მიწის ნაკვეთის გარეშე, რომელზედაც
იგი დგას არ შეიძლება
საკუთვნებელი
საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი
ნივთის შემადგენელი ნაწილი, მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის
სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო
დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან
და დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, ითვლება საკუთვნებლად.
საკუთვნებელი:
1. მხოლოდ მოძრავი ნივთია
2. არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი
3. განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის (ოღონდ ეს სამსახური
არ უნდა ატარებდეს გარდამავალ ხასიათს)მთავარ ნივთთან
დაკავშირებულია საერთო სამეურნეო დანიშნულებით
4. სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან.
საკუთვნებელი სპეციალურ-უნარიანი ნივთია. იგი წარმოადგენს
დამოუკიდებელ ნივთს და მთავარ ნივთთან ერთად არ ქმნის რაიმე
ნივთობრივ ერთობას.შენობის საკუთვნებელი იქნება იქ არსებული
ინვენტარი, მანქანა-დანადგარები, სასოფლო-სამეურნეო წარმოების
იარაღები, მუშა-პირუტყვი, სოფლის მეურნეობის პროდუქცია.
ელექტროგაყვანილობის ქსელი, გაზსადენი მილები ითვლება იმ მიწის
ნაკეთის საკუთვნებლად, რომელზედაც განლაგებულია ელეტროსადგური
ან გაზის ქარხანა (სივრცობრივი კავშირი). ისინი არ წარმოადგენენ იმ სხვა
მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილებს, რომელზედაც ისინი
გადიან.ბინის საკუთვნებელი - მასში არსებული ავეჯი და სხვა.
საკუთვნებელზე ავტომატურად არ ვრცელდება მთავარ ნივთთან
დაკავშირებული უფლებები – (საკუთვნებელს და მთავარ ნივთს შეიძლება
სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდეს). აწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი
ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებელის მესაკუთრედ მიიჩნევა.
მაგალითად – საცხოვრებელ ბინაში არსებული ავეჯი განკუთვნილია მისი სამსახურისთვის
და დაკავშირებულია ბინასთან საერთო-სამეურნეო დანიშნულებით. მესაკუთრე, რომლის
სახელზეც საცხოვრებელი ბინა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში საკუთრების
უფლებით, ივარაუდება, რომ ბინის მესაკუთრე ბინაში განთავსებული ნივთების
მესაკუთრეცაა (სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება).

სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს მითითებას საკუთვნებლის სანივთო


უფლებით დატვირთვის შესახებ, თუმცა სახელშეკრულებო სამართლის
ზოგადი დებულებები შესაძლებელს ხდის, რომ პირის ვალდებულება,
გაასხვისოს ან დატვირთოს ნივთი, გავრცელდეს საკუთვნებელზეც (324).
საკუთვნებელი, როგორც მოძრავი ნივთი, წარმოადგენს გირავნობის
უფლების ობიექტს და ვინაიდან შესაძლებელია, რომ მთავარი ნივთის
მესაკუთრე არ იყოს საკუთვნებლის მესაკუთრეც, მაშინ საკუთვნებელზე
საკუთრების მოპოვება და გირავნობის უფლების წარმოშობა
განხორციელდება 187-ე მუხლის შესაბამისად. 324-ე მუხლი განმარტავს
ხელშეკრულების დადების ფარგლებს. იგი არ ადგენს საკუთვნებლის
სამართლებრივ შედეგებს და ძალაშია, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ
არის გათვალისწინებული.
მიწის ნაკვეთის საკუთვნებელი რაიმე სპეციალურ წესებს არ ექვემდებარება.
სავალდებულო არ არის, რომ მიწასთან კავშირი მას აქცევდეს არსებით
შემადგენელ ნაწილად. მთავარია ეს კავშირი ისეთი იყოს, რომ მიწისაგან
მისმა მოცილებამ არ გამოიწვიოს სასაქონლო ღირებულების დაკარგვა. თუ
ამას გამოიწვევს მაშინ ეს ნივთი უკვე წარმოადგენს მიწის არსებით
შემადგენელ ნაწილს, თუ არ გამოიწვევს სასაქონლო ღირებულების
დაკარგვას, მაშინ საკუთვნებლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

შენიშვნა:
!!!
324-თან მოქმედებს 187 წესები თუ მთავარ ნივთს და საკუთვნებელს
სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავთ, ამას მერე ვისწავლით!!!!!!!!!!!
დაიმახსოვრეთ!!!!!!!!!!!!!
ერთი და იგივე ნივთი ერთდროულად ვერ იქნება საკუთვნებელიც და
არსებითი შემადგენელი ნაწილიც!!!!!!!

აქცესორული უფლება
აქცესორულია უფლება – რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან
(მთავარ უფლებასთან), რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს
ანუ აქცესორული უფლება მთავარი უფლების მიზანს ემსახურება, კერძოდ
მის გაფართოებას ან განმტკიცებას.
აქცესორული უფლებებია:სანივთო - გირავნობა, იპოთეკა;
ვალდებულებითი – თავდების მიმართ მოთხოვნა, პროცენტზე მოთხოვნა,
სახელშეკრულებო პირგასამტეხლო, ზიანის ანაზღაურებაზე ან ვადის
გადაცილებისათვის მოთხოვნა.
ზოგიერთ აქცესორულ უფლებებს არ აქვთ რაიმე დამოუკიდებელი
ფასეულობა, მაგ: თავდებობა, გირავნობა.
ზოგიერთი აქცესორული უფლებები კი მატერიალურად აფართოებენ
მთავარ უფლებებს, მაგ: პროცენტი, ავანსი, პირგასამტეხლო.
მთავარი (სხვა) უფლების შეწყვეტა იწვევს აქცესორული უფლების
შეწყვეტას (დაბრუნდა ვალი, შესაბამისად გაუქმდა თავდებობა ან
გირავნობა)
აქცესორული უფლება გადაცემისას თან მიჰყვება მთავარ უფლებას (სხვა
პირისათვის მოთხოვნის გადაცემით, ამ პირზე გადადის გირავნობის
უფლებაც)
შეზღუდული უფლება
შეზღუდულია უფლება – რომელიც ნაწარმოებია იმ უფრო ფართო
უფლებისგან (მთავარი უფლება), რომელიც დატვირთულია ამ შეზღუდული
უფლებით (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი).
შეზღუდული უფლება დამოუკიდებელი უფლებაა. იგი ემსახურება მთავარი
უფლების უკეთ განხორციელებას – მაგ: საკუთრების უფლების უკეთ
გამოყენებას.
შეზღუდული უფლებები შეიძლება იყოს როგორც სანივთო (აღნაგობა,
უზუფრუქტი, სერვიტუტი), ისე ვალდებულებითი - (ქირავნობა, იჯარა).
შეზღუდული სანივთო უფლების თვისება ისაა, რომ იგი მიჰყვება მთავარ
უფლებას, (მაგ: როცა იცვლება მისი მესაკუთრე), მაშინ როცა ზოგიერთი
ვალდებულებითი შეზღუდული უფლება ხასიათდება ამ თვისებით, მაგ:
ქირავნობა. შეზღუდული სანივთო უფლების წარმოშობისათის
აუცილებელია მათი სსაჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ნაყოფი – ესაა სამეურნეო შემოსავლები, რასაც ნივთი ან არამატერიალური
ქონებრივი სიკეთე იძლევა თავისი დანიშნულებით პირდაპირ (ბუნებრივი
ნაყოფი) ან არაპირდაპირ, სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე
(სამოქალაქო, იურიდიული ნაყოფი).
ნაყოფი
 ნაყოფი – ესაა სამეურნეო შემოსავლები, რასაც ნივთი ან
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე იძლევა თავისი დანიშნულებით
პირდაპირ (ბუნებრივი ნაყოფი) ან არაპირდაპირ, სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე (სამოქალაქო, იურიდიული ნაყოფი).
 ნაყოფად - მიიჩნევა მხოლოდ ის სიკეთე, რასაც ნივთი იძლევა ისე, რომ
არ ისპობა მისი სუბსტანცია. ამიტომ დაკლული ცხოველის ხორცი და
განძი, რომელიც მიწაშია ნაპოვნი არ ჩაითვლება ნაყოფად.
ნაყოფი გვაქს ორი:
 ნივთის და
 უფლების ანუ სამოქალაქო

ნივთის ნაყოფი თავის მხრივ იყოფა ორგანულ და სამეურნეო ნაყოფად


ორგანული - ხილ-ბოსტნეული, რძე, მატყლი, პირუტყვის ნამატი – სწორი
სამეურნეო გამოყენების შედეგს წარმოადგენს
 ნანადირევი, რომელიც მოპოებულია აკრძალულ დროსა და
აკრძალულ ადგილას, ნაყოფად ვერ ჩაითვლება
სამეურნეო - ქვიშის საბადო, სამთო წიაღის და ტორფის დამუშავების
შედეგად მიღებული ნაყოფი – სწორი სამეურნეო გამოყენების შედეგს
წარმოადგენს
სამოქალაქო (უფლების)- ქირავნობით, იჯარით მიღებული შემოსავალი,
ასეე ძირითად ვალთან დაკავშირებული პროცენტი
ნივთის ნაყოფი – არის ის
(1) შემოსავალი,
(2) ნამატი ან/და
(3) უპირატესობა, რომელთაც ეს ნივთი იძლევა (მუხ. 154 (1)
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნივთის ნაყოფი მოიცავს ორგანულ
და სამეურნეო ნაყოფს.
უფლების ნაყოფი (იგივე სამოქალაქო ნაყოფი)– არის
(1) შემოსავალი ან/და
(2) უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად.
განსხვავება ნივთისა და უფლების ნაყოფში ნივთის ნამატში მდგომარეობს,
რადგან უფლების ნაყოფს ნამატი არ გააჩნია, ნამატს მხოლოდ ნივთი
იძლევა ადამიანის ჩარევის გარეშე (როგორიცაა მაგალითად, ბუნებრივი
ნაყოფი)
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული უფლების ნაყოფი მოიცავს
სამოქალაქო ნაყოფს.
ნაყოფი მოიცავს:
 ნივთის ნაყოფს - (შემოსავალი, უპირატესობა, ნამატი)
 უფლების ნაყოფს - (შემოსავალი, უპირატესობა)
განვიხილოთ ნივთის ნაყოფი
შემოსავალი – ნივთი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც პირადი
მოხმარების მიზნით, ასევე გარკვეული სარგებლობის მომტანი იყოს მისი
მესაკუთრისათვის. ნივთიდან მიღებული შემოსავლის მაგალითად
შეგვიძლია მოვიყვანოთ უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მიღებული
ქირა.
უპირატესობა – ნივთის ნაყოფის საფუძველზე მიღებულ უპირატესობად
შესაძლებელია განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც მიწის დამუშავება
აძლევს მოიჯარეს სხვის საკუთრებაზე მოსავლის მიღების ან მოსავლის
ღირებულების მოთხოვნის უპირატეს უფლებას.
მაგალითად – სკ-ს 600-ე მუხლის მიხედვით:
მუხლი 600. აუღებელი მოსავლის ანაზღაურება
თუ საიჯარო ურთიერთობა წყდება საიჯარო წლის განმავლობაში, მაშინ მეიჯარემ
უნდა აუნაზღაუროს მოიჯარეს მეურნეობის სათანადოდ წარმოების წესების თანახმად
ჯერ კიდევ აუღებელი, მაგრამ იჯარის მიმდინარე წლის ბოლომდე ასაღები მოსავლის
ღირებულება.
ნამატი – ნამატს იძლევა მცენარეები და ცხოველები, რადგან მცენარეები
და ცხოველები ამ შემთხვევაში განიხილება როგორც სამართლებრივი
ურთიერთობის ობიექტი. შესაძლებელია პირმა სახელშეკრულებო
ურთიერთობის საფუძველზე (იჯარა, ქირავნობა) მიიღოს მსხმოიარე
ხეხილიდან ნაყოფი ან ცხოველიდან მისი ნაშიერი, რაც ბუნებრივი გზით
მიღებულ ნაყოფს – ნამატს წარმოადგენს.
განვიხილოთ უფლების ნაყოფი:
შემოსავალი – უფლების საფუძველზე მიღებული შემოსავლის სახეებია,
უპირატესობა – უფლების საფუძველზე პირს უპირატესობა, როგორც
ნაყოფი, შესაძლებელია წარმოეშვას ხელშეკრულების ან კანონის
საფუძველზე.
სამართლებრივი ურთიერთობის (154 მუხლის მე-3 ნაწილი) შედეგად
შეიძლება მივიღოთ პირდაპირი და არაპირდაპირი ნაყოფი
პირდაპირი ნაყოფი მიიღება - როდესაც პირი უშუალოდ ფლობს რაიმეს,
მაგალითად: უზუფრუქტუარი ან მოიჯარე. მათ უზუფრუქტის ან იჯარის
საფუძველზე (მეურნეობის სწორი გაძღოლით) აქვთ უფლება პირდაპირ
მიიღონ მიწის ნაკვეთიდან ნაყოფი და სარგებელიც (მოსავალი ან სხვა
შემოსავალი).
არაპირდაპირი ნაყოფი - მიიღება, როდესაც პირი უშუალოდ არ ფლობს
ქონებას, მაგრამ შემოსავალს ღებულობს, მაგალითად გამქირავებელს
სახლი გაქირავებული აქვს, უშუალოდ არ ფლობს, მაგრამ ქირას
ღებულობს, ან საზღვრის დამრღვევი მეზობელი მიწის მესაკუთრეს უხდის
ფულად კომპენსაციას
მაგალითები :
1. შემოსავალი:
მაგალითად – გაცემული სესხის საფუძველზე მიღებული პროცენტი,
სამეწარმეო საზოგადოების მიერ გაცემული დივიდენდი, საავტორო
უფლების საფუძველზე ჰონორარის მიღების უფლება.
2. უპირატესობა:
მაგალითად – სახელშეკრულებო შეთანხმების საფუძველზე, მესაკუთრის
მიერ ნივთის გასხვისების შემთხვევაში, პირს წარმოეშობა უპირატესი
შესყიდვის უფლება (მაგ: გამქირავებელი და დამქირავებელი ქირავნობის
ხელშეკრულებით შეთანხმდნენ უპირატეს შესყიდვის უფლებაზე, რაც
გულისხმობს, რომ თუ გამქირავებელი ქირავნობის პერიოდში გადაწყვეტს
ქონების გაყიდვას, ჯერ უპირატესად უნდა შესთავაზოს დამქირავებელს).
3. კიდევ მაგალითი:
მაგალითი – თუ პირი სს-ში ფლობს პრივილეგირებულ აქციას, მას
ჩვეულებრივი კლასის აქციის მესაკუთრისაგან უპირატესად აქვს დივიდენდის
მიღების უფლება (მეწარმეთა კანონის 52.1 მუხლი).
კიდევ მაგალითი – იპოთეკარი ან მოგირავნე, დატვირთული ქონების
ხარჯზე, კანონით განმტკიცებულ უპირატესად დაკმაყოფილების უფლებას
ფლობს.

You might also like