You are on page 1of 23

სანივთო სამართლის ცნება

სანივთო სამართალი არის ნორმათა ერთობლიობა , რომელიც აწესრიგებს პირთა


ურთერთობას ნივთებთან , განსაზღვრავს სასაქონლო საკითხებზე ადამიანთა და იურიდიულ
პირთა ბატონობის პირობებს. ეს ურთიერთობა წარმოადგენს სამართლის სუბსტანციას
(არსი, ობიექტური რეალობა ) .
ისტორიის მიხედვით სანივთო სამართალი საბჭოთა წყობილების დამყარებისთანავე არ
გამქრალა.ძველი ტრადიციების გავლენით ისევ ინარჩუნებდენენ ამ ფასეულობებს.
აღსანიშნავია, რომ ძველ საქართველოში განვითარებული სანივთო სამართალი
არსებობდა , მიუხედავად იმისა რომ სრულყოფილი არ იყო , თითქმის ყველა სანივთო
უფლებაა აქ მოწესრიგებული . საკუთრების გამომხატველი ტერმინი საქართველოში ადრე
ფეოდალური ხანიდან დასტურდება , მაშინ როდესაც გერმანიასა და რუსეთში XIII
საუკუნიდან და ზოგჯერ XVI საუკუნიდან ყალიბდება . ეს აიხსნება იმით , რომ ძველ
საქართველოში კერძო-სამართლებრივი მართლშეგნების მაღალი დონე იყო. ქართული
სანივთო სამართალი ყველაზე მეტ მსგავსებას ამჟღავნებს გერმანულთან , თუმცა ის
გაცილებით მარტივად და თანამედროვედ გამოიყურება.
სანივთო სამართალი არის მატერიალური სამართალი და არა საპროცესო. საპროცესო
მას შემდეგ გამოიყენება , როცა იწყება ამ უფლებათა დაცვა , თუმცა სანივთო სამართალშიც
გვაქვს რიგი საპროცესო-სამართლებრივი ნორმა და ამის მაგალითია გირაოსა და იპოთეკის
აუქციონზე რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები .
სანივთო სამართალი რიგი თავისებურებებით ხასიათდება , რითაც განსხვავდება
ვალდებულებით სამართლისაგან. იურისტების ფორმულირების მიხედვით ვალდებულებითი
ურთიერთობის ობიექტია მოქმედება , ხოლო სანივთოსი - ნივთი მატერიალური აზრით ,
ასევე სხვა მნიშნელოვანი განსხვავებაა ის რომ სანივთო უფლება აბსოლუტური უფლებაა ,
ვალდებულებითი კი შეფარდებითი ანუ რელატიური . აბსოლუტური ურთიერთობა მყარდება
სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე , შეფარდებითი კი ძირითადად ურთიერთობის
მონაწილეთა ნების საფუძველზე . აბსოლუტური ურთიერთობა ვლინდება იმაში , რომ
სანივთო უფლებათა კანონით განსაზღვრული სამართლებრივი მდგომარეობა
განუყოფელია. ანუ ის ფაქტი , რომ მესაკუთრე ვინმესთან იმყოფება რეალტიურ
ურთიერთბაში , არ აუქმებს სხვებთან მის აბსოლუტურ ურთიერთობაში ყოფნას. მიუხედავად
ამ განსხვავებისა შიძლება , რომ რელატიური უფლება თავად იქცეს აბსოლუტური
ურთერთობის ობიექტად . მაგალითად ყველა ვალდებულია პატივს სცემდეს მხარეთა
სახელშეკრულებო კავშირს და ხელს არ უშლიდეს მის განხორციელებას .

სისტემა და პრინციპები
• ქონება
ქონებად მიიჩნევა ყველა ნივთი და ასევე არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები.
სამოქალაქო კოდექსი ნივთებს კლასიკურად ჰყოფს მოძრავ და უძრევ ნივთებად . უძრავს
მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით , მცენარეებით , ასევე
შენობებით , რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ასევე უძრავი ქონების გაგებაში ფართოდ
შენობებით , რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ასევე უძრავი ქონების გაგებაში ფართოდ
მოიკიდა ფეხი იურიდიულმა ფიქციამ , რომლის მიხედვითაც მოძრავი ნივთი შეიძლება
ჩაითვალოს უძრავ ნივთად . ამას საფუძვლად უდევს საჯარო რეესტრში ქონების
რეგისტრაცია.
მფლობელობა
ქართული მფლობელობა არსებითად ემყარება გერმანულ სამართლის დებულებებს .
სამოქალაქო კოდექსი მფლობელობას განმარტავს , როგორც ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობას ნებითი მოპოვების მდგომარეობას , თუმცა ნივთზე ყველა ფაქტობრივი
მებატონე არ შიძლება ჩაითვალოს მფლობელად . მფლობელად ითვლება პირი , რომლის
სასარგებლოდაც ხორციელდება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა. ასევე კოდექსი
მფლობელს ჰყოფს პირდაპირ და არაპირდაპირ მფლობელებად , ამრიგად ის უშვებს ორმაგ
მფლობელობის შესაძლებლობას , რაც ადასტურებს რომ მფლობელობა ფაქტია და არა
უფლება . ასევე არსებობს ხანდაზმულობით საკუთრების შეძენის ინსტიტუტი ,
რომლისთვისაც დამახასიათებელია ის , რომ ამ უფლებით სარგებლობს , როგორც
კეთილსინდისიერი , ისე არაკეთილსინდისიერი მფლობელობა . მოძრავი ნივთების მიმართ
საჭიროა ნივთის ხუთწლიანი კეთილსინდისიერი მფლობელობა , ხოლო უძრავის მიმართ
თხუთმეტწლიანი მფლობელობა და ეს საჯარო რეესტრში უნდა იყოს რეგისტრირებული .
საჯარო რეესტრი
საჯარო რეესტრი სანივთო სამართლის ფინალური ნაწილია , ის წარმოადგენს
უფლებაშემქმნელ ინსტიტუტს. უფლების აღმოცენების პროცესი ბევრ გზას გადის , თუმცა
მისი გაფორმების ფინალი სწორედ, რომ საჯარო რეესტრია .

ქონების ცნება (2 ლექცია)

ქართული სამოქალაქო კოდექსი ქონებად აღიარებს, არა მარტო ნივთებს, არამედ


არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებსაც. რომის სამართლიდან პირველი სხეულებრივი
ნივთების სახელითაა ცნობილი, ხოლო მეორე კი- უსხეულო ნივთების სახელით.
სამოქალაქო კოდექსი , როგორც ნივთებს ისე არამატერიალურ ქონების სიკეთეებს,
მართალია აერთიანებს, მაგრამ იგი არ აიგივებს ერთმანეთთან.
ნივთები პირთა ბატონობას დაქვემდებარებული საგნებია. სამოქალაქო კოდექსის 147-ე
მუხლში პირდაპირ წერია, რომ შესაძლებელი უნდა იყოს ნივთების და არამატერიალური
ქონებრივი სიკეთეების ფლობა, გამოყენება, და განკარგვა. ნივთები სხეულებრივად
ერთიანი საგნებია, ეს მათ ფუნქციონალურ ერთიანობას განაპირობებს, როცა დაისმება
საკითხი საკუთრების შესახებ უნდა გაირკვეს, სახეზეა მრავალი ნივთის ერთობა თუ
ნივთების მრავალი შემადგენელი ნაწილის ერთობა.

სპეციალური მოწესრიგების საგანს შეადგენს საჯარო ნივთები. მათი სამართლებრივი


ხასიათი სამოქალაქო კოდექსით კი არ წესრიგდება, არამედ ცალკეული საჯარო-
სამართლებირვი აქტებით. ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც საჯარო სანივთო ბატონობის
ქვეშაა და ემსახურება საჯარო მიზნებს.
ერთ-ერთი ცნობილი თეორიის თანახმად, საჯარო ნივთები სახელმწიფოს განსაკუთრებული
საჯარო უფლების ობიექტებია, რაც განსხვავდება საკუთრების უფლებისგან. იერინგის
საჯარო უფლების ობიექტებია, რაც განსხვავდება საკუთრების უფლებისგან. იერინგის
მტკიცებით სახელმწიფოს საჯარო ნივთებზე აქვს არა საკუთრების უფლება, არამედ
მხოლოდ ,,სუფთა, წმინდა, უზენაესობის უფლება'' ამიტომაცაა, რომ აქ არც კერძო
სამართალი და არც კერძო საკუთრება გვაქვს.
იერინგის აზრით, არესბობს ადამიანზე ნივთების დამორჩილების ორი ფორმა:
კერძო საკუთრება, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ უფლებას და საჯარო საკუთრება,
როდესაც სახეზე გვაქვს საჯარო საერთო სარგებლობა.
სპეციალური სარგებლობის საჯარო ნივთებია, რომელთა გამოყენება არ შეუძლია ყველას,
არამედ იმას ვისაც სპეციალური სახელმწიფო აქტის საფუძველზე აქვს ამის უფლება.
საჯარო ნივთების განსაკუთრებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან წმინდა ნივთები, ეს ისეთი
ნივთებია, რომელიც შეწირულია ღვთის სამსახურად.

ნივთების სახეები: უძრავი და მოძრავი


საბჭოთა სამოქალაქო სამართალი არ იცნობდა ნივთების დაყოფას, კოდექსში 149-ე
მუხლში განხილულია მხოლოდ უძრავი ნივთების ცნება და ამით გვამცნობს, იმას რომ
მოძრავად უნდა ჩაითვალოს ყველა ის ნივთი რომელიც არ ითვლება უძრავად.
უძრავი ნივთების დავისებურებას წარმოადგენს ის, რადგან მას ერთი და იგივე
ადგილსამყოფელი აქვს, მისი სამართლებრივი ადგულსამყოფელი, მდგომარეობა
განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონით სადაც იგი იმყოფება, ხოლო რადგან მოძრავ ნივთებს
გააჩნია გადაადგილების უნარი იგი იცვლის ასევე თავის სამართლებრივ რეჟიმსაც.
როგორც უძრავი ისე მოძრავი ქონება მოთხოვნის უზრუნველყოფიის საშუალებაა,
განსხავება იმაშია, რომ მოძრავი ქონება წარმოადგენს გირავნობის საგანს, ხოლო უძრავი
იპოთეკის საგანს.
რუსულ დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაში სერიოზულად დაისვა საკითხი იმის
თაობაზე, წარმოადგენს თუ არა მშენებარე ობიექტი უძრავ ქონებას. მშენებარე ობიექტი
რეგისტრაციამდე არ შეიძლება ჩაითვალოს უძრავ ქონებად, ვინაიდან ასეთ ობიექტზე არის
მოძრავი ნივთების ერთობლიობაც, კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად კი მშენებარე
ობიექტი მყარადაა დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან და ისეთ უძრავ ქონებასთან უნდა
განვიხილოთ, რომელსაც არ ყავს მესაკუთრე.

ნივთების კლასიფიკაცია და საფუძვლები


მოძრავი და უძრავი ნივთები შეიძლება დაიყოს ცალკე სახეებად, დაყოფის საფუძველი
მოდის რომის საფუძვლიდან ასეთად უნდა მივიჩნიოთ შეცვლადი და შუცვლადი ნივთები.
შეცვლად ნივთებს მიეკუთვნება მოძრავი ნივთები. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 91-ე
მუხლის მიხედვით, ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც განისაზღვრებიან რაოდეობით, ზომით
ან წონით. შეუცვლად ნივთებს კი მიეკუთვნება : მიწის ნაკვეთი, ხელოვნების ნიმუში და
სხვა.
ნივთები ასევე იყოფა, გვაროვნული და ინდივიდუალური ნიშნებით.
გვაროვნული იქნება თუ ინდივიდუალური შესრულება უნდა მოხდეს იმისდამიხედვით თუ
როგორი იქნება ხელშეკრულების საგანი, ვინაიდან როცა სახეზეა გვაროვნული ნივთი
ვალდებულება ყოველთვის უნდა შესრულდეს.
მოძრავი ნივთები, ასევე იყოფა: მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად.
მოძრავი ნივთები, ასევე იყოფა: მოხმარებად და მოუხმარებად ნივთებად.

ნივთების არსებითი შემადგენელი ნაწილი


ნივთის შემადგენელი ნაწილის თვისებას შეადგენს ის, რომ იგი ყოველთვის
დაკავშირებულია მეორე ნივთთან. კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად, ნივთის ასრებითი
შეამდგენელი ნაწილია ის, რისი გამოცალკევებაც შუძლებელია. მიწის ნაკვეთის
შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ ის ნივთები, რომლებიც მყარად არიან
დაკავშირებულები ამ მიწასთან.
149-150-ე მუხლების თანახმად ასეთად მიიჩნევა, შენობის ასაგებად გამოყენებული
ნივთები, ანუ სამშენებლო მასალები.

ნივთების საკუთვნებელი
საკუთვნებელი მთავარი ნივთის საკუთვნებელია, იგი სამართლებრივად დამოუკიდებელი
ნივთია და მთავარი ნივთის არც არესბითი და არც შემადგენელი ნაწილია, საკუთვნებელი
მხოლოდ მოძრავი ნივთია.

არამატერიალური ქონების ცნება


152-ე მუხლის თანახმად, ამ სიკეტეებს მიეკუთვნება გადაცემა სხვა პირებს ან გამიზნულია
საიმისოთ, რომ მმფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი. არა მატერიალურ
ქონებრივ სიკეთეებს უწოდებენ უსხეულო ნივთებს.

ნივთისა და უფლების ნაყოფი


ნაყოფი ესა სამეოურნეო შემოსავლები, რასაც იძლევა ნივთი თავისი დანიშნულებით
პირდაპირ ან არა პირდაპირ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. მაგ:ნივთის
ორგანული ნაყოფია, ხილ-ბოსტანი, პირუტყვი, რძე, მატყლი და სხვა...
სამოქალაქო ნაყოფია: ქონების ქორავნობით და იჯარით, ასევ ვალით დაბრუნებული
პროცენტი.
ნაყოფზე უფლებას იძენს ის პირი, რომელსაც ნივთის ან უფლების მიმართ გააჩნია
ვალდებულებითი უფლებამოსილება. იმ შემთხვევაში თუ ნაყოფზე უფლების მქონე მხარე
აჭინაურებს საზღაურის გადახდას 369-ე მუხლის თანახმად დაშვებულია უარის თქმა
ვალდებულების შესრულებაზე.

აქცესორული და შეზღუდული უფლება


აქცესორულია ისეთი უფლება, რომელიც დამოკიდებულია სხვა უფლებაზე (153-ე მუხლი).
აქცესორული უფლებაა: თავდების მიმართ მოთხოვნა, გირავნობა, იპოთეკა და სხვა...
აქცესორული უფლება წარმოიშობა მთავარი უფლების გარეშე, მთავარი უფლების შეწყვეტა
იწვევს, ისეთ აქცესორულ უფლების შეწყვეტას, როგორიცაა: თავდებობა, იპოთეკა,
გირავნობა დ სხვა...
სამოქალაქო კოდექსი იცნობს ასევე შეზღუდული უფლების ცნებასს, რომელიც ნაწარმოებია
ფართო უფლებებისგან და დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით (153- მუხლი) ის არის
დამოკიდებული უფლება. შეზღუდული უფლება შეიძლება იყოს როგორც სანივთო ისე
ვალდებულებითი.
ვალდებულებითი.

მფლობელობა სემინარი 3 1.მფლობელობის ცნება


მფლობელობა ისტორიულადაც და ახლანდელ დროშიაც ერთ-ერთ ყველაზე თავსატეხ
პრობლემას წარმოადგენს სამართლისა. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი
ბატონობის ნებითი მოპოვებით.
მფლობელობის კოდექსისეული ცნება არსებითად ორ ნიშანზე დაიყვანება : პირველი ესაა
ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შესაძლებლობა . ეს ბატონობა ნივთის მიმართ
იურიდიული ბატონობაა და არ შეიძლება იგი დავიყვანოთ მის მიმართ ფიზიკურ
შემხებლობამდე. მფლობელობა არ შეიძლება გაიზომოს ნივთთან სივრცობრიბი კავშირ-
ურთიერთობით.მფლობელობაში გამოხატული ბატონობის ფაქტი ნივთის მიმართ
სამართლებრივი ძალაუფლების გამომხატველია.ამ ძალაუფლების განხორციელება სულაც
არაა დამოკიდებული ნივთის ხელთ პყრობასთან.მესაკუთრეს შეუძლია თავისი ნივთების
მიმართ არსებული უფლებამოსილებანი ყველა შემთხვევაში განახორციელოს ,სულ ერთია
სად იქნება ეს ნივთები.ამ ბატონობის ხარისხი კი იმაზედ იქნება დამოკიდებული ,თუ
მფლობელობის ქვეშ რა სახის უფლება იმალება.თუ ეს საკუთრების უფლებაა,ცხადია მეტი
იქნება ამ ბატონობის ხარისხი ,ვიდრე ამას ადგილი ექნება ქირავნობის
დროს.ამრიგად ,ფაქტობრივი ბატონობა არ არის იდენტური ფიზიკური ბატონობისა.
მეორე ნიშანი ,რაზეც ასევე იუწყება სამოქალაქო კოდექსი ,ესაა ფაქტობრივი ბატონობის
ნებითი მოპოვება,აქ ნებითი თეორიისაგან სიახლე იმაშია ,რომ არაა აუცილებელი ნება
მიზანმიმართული იყოს ქონების საკუთრად ფლობისაკენ.ასე რომ იყოს,მფლობელი
მესაკუთრეც უნდა ყოფილიყო .მთავარია ,რომ მფლობელობა იმის მიუხედავად თუ რა
უფლება დგას მის უკან,მოპოვებული იყოს მფლობელის ნების გამოვლენით.ე.ი. მას
სურდეს ,რომ იყოს მფლობელი.
იქ,სადაც სუბიექტის ნება არ მონაწილეობს ,იქ არც მფლობელობაა.
სამოქალაქო კოდექსის ღირსებად უნდა ჩაითვალოს ის,რომ მფლობელობა გამიჯნულია
საკუთრებისგან.მფლობელი შეიძლება იყოს ,როგორც მესაკუთრე ისე
არამესაკუთრეც.მფლობელობა ფაქტია და ამ ფაქტის უკან შეიძლება იდგეს როგორც
სანივთო, ისე სხვა უფლებები.თუმცა ,ყველაზე მჭიდრო კავშირი მფლობელობასა და
საკუთრებას შორისაა.საკუთრება ნივთზე იურიდიული ბატონობაა,მფლობელობა კი-
ფაქტობრივი.მფლობელობის ცნება ისეთივე დამოკიდებულებაშია საკუთრების
ცნებასთან,როგორც ფაქტის ცნება უფლების ცნებასთან.
მიუხედავად,აღნიშნულისა ,მფლობელობაში ყოველთვის მესაკუთრის აჩრდილი იცქირება.
ამრიგად ,მოქმედ ქართულ სამოქალაქო სამართალში მფლობელობა ისევე
განიხილებოდა ,როგორც ეს გერმანული სამართლის ოჯახშია მიღებული .ამით იგი ემიჯნება
რომანული სამართლის ქვეყნებს,რომელშიაც მფლობელობა შედარებთ განსხვავებულ
პრინციპებზეა აგებული.

2.მფლობელობის სახეები .
მართალია ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის
მართალია ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განხორციელება მფლობელობის
კონსტიტუციური ელემენტია ,მაგრამ არა ერთადერთი .ბატონობა უნდა ხორციელდებოდეს
თავისთვის და არა სხვის სასარგებლოდ.ამიტომაცაა ,რომ 155-ე მუხლის მეორე ნაწილით
მფლობელად არ მიიჩნევა პირი,რომელიც ნივთზე ბატონობას ახორციელებს
სხვისთვის,სხვის სასარგებლოდ.მფლობელად ითვლება პირი,რომლის სასარგებლოდაც
ხორციელდება ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა.ნივთზე ფაქტობრივი მებატონე უნდა
ჩაითვალოს ამ ნივთის მჭერად,მფლობელის მოსამსახურედ.ამ უკანასკნელს ნივთის
ფლობასთან დაკავშირებით არ გააჩნია ,პირადი ,დამოუკიდებელი ინტერესი.მისი
დამოკიდებულება ნივთისადმი გარეგნულად შესაცნობია და ემყარება მფლობელთან
სოციალურ კავშირ ურთიერთობას,რომელიც შეიძლება ატარებდეს ,როგორც საჯარო-
სამართლებრივ,ისე კერძო-სამართლებრივ ხასიათს.
რადგანაც მჭერი არ ითვლება მფლობელად,ამიტომაც მას არა აქვს მფლობელობითი
დაცვის უფლება ,არც თვით იმათ მიმართ ,ვინც ფაქტობრივი ბატონობის უფლება მიანიჭა
მას და არც მესამე პირთა მიმართ,თუმცა ,მას კი შეუძლია წინ აღუდგეს მესამე პირთა
აკრძალულ თვითნებობას.
რადგანაც ,მფლობელობა ფაქტია ,სავსებით შესაძლებელია ამ ფაქტის მიმართ ორი
სხვადასხვა დონის მფლობელობა.,კერძოდ:პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელობა.ნივთზე ფაქტობრივი მფლობელობა ,რომ არაა მასზე ფიზიკური ბატონობის
იდენტური ,სწორედ ეს იძლევა ორმაგი მფლობელობის შესაძლებლობას.ნივთი შეიძლება
ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს ,ანდა იმავდროულად
არაპერდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც.თუ მხოლოდ მესაკუთრე ფლობს ნივთს ,აქ
მხოლოდ პირდაპირი მფლობელობაა სახეზე.მაგრამ ,თუ ნივთის მფლობელობა
სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება ,აქ გვექნება როგორც,პირდაპირი ,ისე
არაპირდაპირი მფლობელობა.თუმცა,სამართლებრივი ურთიერთობა შეიძლება
იყოს ,როგორც სანივთო,ისე ვალდებულებითი.ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს
ნივთის არაპერიდაპირ მფლობელს,ხოლო უზუფრუქტუარი ,მოიჯარე და ა.შ. ამ ნივთის
პირდაპირ მფლობელს.ფაქტობრივი ბატონობაც ამ შემთხვევაში გარკვეულ დროში
მოცემული ბატონობაა,რომლის ფარგლებშიც თვით მხარეთა შორის ურთიერთობის
ხასიათით განისაზღვრება.ასეთ ვითარებაში მესაკუთრის ფაქტობრივი ბატონობა ნაკლები
ხარისხის ბატონობა იქნება ,ვიდრე მოიჯარისა.
მესაკუთრე იმდენად ახორციელებს თავის ძალაუფლებას ნივთზე ,რამდენადაც მან ეს
შეიზღუდა აღნიშნული ურთიერთობის დამყარებით.თავისთავად საკუთრების უფლება
ნივთზე აბსოლუტური სახით ბატონობას გულისხმობს ,მაგრამ გარკვეული დროით
პირდაპირი მფლობელობის გამო იგი შეზღუდულია.ამ ურთიერთობათა ფარგლებსი
შესაძლებელია ,რომ პირდაპირი მფლობელი,იგივე მოიჯარე თავად იქცეს არაპირდაპირ
მფლობელად,თუკი იგი გამოიყენებს ქვეიჯარით ნივთის გადაცემის უფლებას.
მფლობელობითი კონფლიქტის ვითარებაში უპირატესობა ენიჭება პირდაპირ
მფლობელობას ,.პირდაპირი მფლობელობა დაცულია თვით არაპირდაპირი
მფლობელობისაგან.მათი ასეთი დამოკიდებულება სამოქალაქო წესრიგის საფუძველია.
შეიძლება ერთსა და იმავე საგანზე ადგილი ჰქონდეს ,როგორც თანამფლობელობას ,ისე
ნაწილების მფლობელობას,ასე მაგალითად მრავალბინიანი სახლი შეიძლება განვიხილოთ
ისეთ ობიექტად,რომელისიც საერთო სარგებლობის საგნებზე თანამფლობელობაა,ხოლო
ისეთ ობიექტად,რომელისიც საერთო სარგებლობის საგნებზე თანამფლობელობაა,ხოლო
ინდივიდუალური სარგებლობის საგნებზე მფლობელობა ამ სახლის ნაწილებზე
მფლობელობაა.

3.მფლობელობის შეწყვეტა .მფლობელობის მემკვიდრეობა .


მფლობელობის შეწყვეტაში იგულისხმება ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის
შეწყვეტა ,იმის მიუხედავად თუ როგორია მფლობელობაზე უფლების
ხანგრძლივობა .სხვანაირად რომ ვთქვათ ,მფლობელობა ყოველთვის არ წყდება მასზე
უფლების დასრულებისთანავე.
მფლობელობა შეიძლება შეწყდეს როგორც თავისუფლად ,პირის ნების გამოვლენის
საფუძველზე ,ისე უიმისოდაც.თავისუფალი იქნება მფლობელობის შეწყვეტა ,როცა პირი
ნივთის გასხვისებით ან მასზე უფლების მიტოვების გზით უარს იტყვის ნივთის მიმართ
ფაქტობრივ ბატონობაზე.თუკი სახეზეა ერთდროულად პირდაპირი და არაპირდაპირი
მფლობელობა ,მაშინ არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს
პირდაპირი მფლობელობის შეწყვეტას.
მფლობელობა შეიძლება შეწყდეს მფლობელის ნების
საწინააღმდეგოდაც.ასე,მაგალითად ,როცა კარგავს ,ან პარავენ ნივთს.
როგორც წესი,ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობა მფლობელის გარდაცვალებით წყდება და
ამ აზრით ,იგი გადაუცემადია.ასეთ ვითარებაში რომ არა 157-ე მუხლის
დანაწესი ,სამკვიდრო მფლობელობით დაცვას მოკლებული
იქნებოდა.ამიტომაცაა ,მოცემული მუხლის ძალით .მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის
იმავე სახით,რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან.
მას შემდეგ ,რაც მემკვიდრე-მფლობელი მოიპოვებს ფაქტობრივი ბატონობის უფლებას ,იგი
უკვე მფლობელად იქცევა 155-ე მუხლის აზრით.ამ უკანასკნელ შემთხვევაში მფლობელობა
პირის სუბიექტურ ნებას ეფუძნება.~
ამდენად ,მემკვიდრე ითვლება სამკვიდრო მასის მფლობელად სამკვიდროს გახსნის
მომენტიდან,თუნდაც ,რომ მან არ იცოდეს ამის შესახებ.

4.მფლობელობა,როგორც საკუთრების ვარაუდი.


ივარაუდება ,რომ ნივთის მფლებელი არის მისი მესაკუთრე (158მ).
ნივთის პყრობა და ჭერა მასზედ საკუთრების გაფორმების მფლობელობად
იქცა,ასე ,თანდათანობით ერთადერთ მფლობელად მხოლოდ მესაკუთრე
გამოიკვეთა.დებულების სახით ეს ასე შეიძლება ითქვას::ნივთის მფლობელი მისი
მასაკუთრეა".სამოქალაქო ბრუნვის განვითარებამ ხელი შეუწყო ამ აქსიომის ვარაუდად
ქცევას.
მფლობელობაში საკუთრების ვარაუდი მისი უკეთესი დაცვის გარანტიაცაა,შეიძლება
მფლობელი არც იყოს მესაკუთრე ,მაგრამ ყველა შემთხვევაში ,პირდაპირ თუ არაპირდაპირ
ჩვენ საკუთრების უფლებას ვიცავთ.ამ ვარაუდის ძალით ,მფლობელობა დაცვის საგანი
ხდება იმის მიუხედავად სამართლებრივ საფუძველს ემყარება იგი თუ არა.რახან
მფლობელობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ფაქტია ,პირველ რიგში ჩვენ ფაქტის
დაცვას ვახდენთ,რამეთუ მასზეა შემდგომ დამოკიდებული ამ ფაქტის უკან არსებული
უფლების დაცვა .
უფლების დაცვა .
მფლობელობაში მესაკუთრის ვარაუდი დაშვებულია მხოლოდ მოძრავი ნივთების მიმართ.ეს
წესი არ გამოიყენება იმ ნივთების მიმართ ,რომლთა მესაკუთრე საჯარო რეესტრიდან უნდა
გამოვლინდეს.ასეთი ნივთები კი უძრავი ნივთებია .ეს განსხვავება განპირობებულია
მოძრავ და უძრავ ნივთებზე საკუთრების წარმოშობის განსხვავებული რეჟიმით.თუ მოძრავი
ნივთების შეძენისათვის საკმარისია ნივთის ერთი პირის ხელიდან მეორის ხელში
მარტოოდენ გადაცემის ფაქტი,უძრავი ნივთი შეიძინება მხოლოდ მისი საჯარო რეესტრში
რეგისტრაციის ფაქტით.ამ შემთხვევაში,თუ არა კონტრაჰენტის კეთილსინდისიერებისადმი
მინდობა,სხვა სამართლებრივი გზა მფლობელის მესაკუთრეობის შემოწმებისა არ გააჩნია
და ეს გამოწვეულია ,როგორც ითქვა ,სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სიმარტივის
ინტერესებით.
მარტივად ,რომ ვთქვათ,ერთ შემთხვევაში ,როცა მოძრავი ნივთია ,ბრუნვის ინტერესები
გვაიძულებს ვენდოთ მის მფლობელს,სახვა დროს კი ,როცა უძრავი ნივთებია ,ისევ ბრუნვის
ინტერესები მოითხოვს ,მფლობელისადმი ნდობა საჯარო რეესტრში
დადასტურდეს.მოძრავი და უძრავი ნივთების ამ განსხვავებული რეჟიმის
გაუთვალისიწინებლობამ ბრუნვის მონაწილეები შეიძლება მძიმე მდგომარეობაში
ჩააყენოს.
158-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადება მოძრავი ნივთების საკუთრებას
ეხება .რადგანაც აღიარებულია ,რომ ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა ,უნდა
ვივარაუდოთ,რომ მფლობელობას მოკლებული ნივთის ნამდვილი მესაკუთრე უკვე აღარაა
მესაკუთრე .ამას მაშინ აქვს ადგილი ,როდესაც ნივთი მესაკუთრის ხელიდან გამოდის მისი
ნების გარეშე.
ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე,საკუთრების ვარაუდისათვის მთავარია ნივთის
მფლობელობის ფაქტი.ასეთ ვითარებაში მფლობელობაწარმეული ნივთის ნამდვილი
მესაკუთრე უფრო მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ,ვიდრე მფლობელობაშეძენილი
არამესაკუთრე.სანამ არ გამორკვეულა მათი ნამდვილი უფლებრივი მდგომარეობა .

5.კეთილსინდისიერი მფლობელი
მფლობელის კეთილსინდისიერება თუ არაკეთილსინდისიერება სუბიექტური შეფასების
საგანს წარმოადგენს და მათსი ვლინდება პირის დამოკიდებულება ნივთის ფლობის
სამართლებრივი საფუძვლისადმი,ხოლო მფლობელობის კანონიერება თუ
უკანონობა ,ობიექტური ,ნორმატიული ნების შეფასების საგანს შეადგენს .მფლობელობის
ფაქტის შეფასებისას,მხედველობაში მიიღება ,როგორც სუბიექტური ,ისე ობიექტური
ფაქტორები.მფლობელობის სამართლებრივი მდგომარეობის მიმართ განსხვავებულია ამ
ფაქტორთა მნიშვნელობაც.თუკი ობიექტური ფაქტორები თვით მფლობელობის
მდგომარეობის ბედ-იღბალს განსაზღვრავენ უპირატესად,სუბიექტური
ფაქტორები.ძირითადად თვით მფლობელობის უფლებრივ მდგომარეობაზე ახდენს
გავლენას.თვით განმარტებას თუ მივმართვათ მოცემული კატეგორიებისა ,მაშინ კანონიერი
იქნება მფლობელობა ,რომელიც ემყარება კანონის ნორმატიულ ნებას,ხოლო უკანონო
იქნება მფლობელობა ,რომელიც კონფლიქტშია კანონის ნორმატიულ ნებასთან.ამის
შემდეგ აღარ უნდა იყოს ძნელი მისახვედრი კეთილსინდისიერი მფლობელობის
არსი.მფლობელი ცხადია კეთილსინდისიერი იქნება ,როცა იგი მფლობელობას იძენს
არსი.მფლობელი ცხადია კეთილსინდისიერი იქნება ,როცა იგი მფლობელობას იძენს
მართლზომიერად,რაც იმისი მაუწყებელია ,რომ მას გაცნობიერებული აქვს ნივთის შეძენის
საფუძველთა მართლზომიერება.უკი ნივთის შეძენა მოხდება არამართლზომიერად ,ეს ჯერ
კიდევ არ მეტყველებს იმაზე ,რომ აქ აუცილებლად სახეზეა არაკეთილსინდისიერი
მფლობელობა.ამ შემთხვევაშიც შეფასების საგანია მფლობელის დამოკიდებულება
მფლობელობის საფუძველთა ხარვეზიანობის მიმართ.თუკი პირს ვერ
მოვთხოვთ ,გაეცნობიერებინა ურთიერთობის არსებული დეფექტები,მაშინ იგი მაინც
კეთილსინდისიერი მფლობელი იქნება,თუმცა უკანონო,ხოლო თუკი მფლობელს
მოეთხოვებოდა დაენახა მფლობელობის ხარვეზიანობა ,იგი არაკეთილსინდისიერ
მფლობელად ჩაითვლება .

6.კეთილსინდისიერი მფლობელის დაცვა


სამოქალაქო კოდექსი იცავს კეთილსინდისიერ მფლობელობას(160 მ).თუი
კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთმევა მფლობელობა ,მას სამი წლის განმავლობაში
შეუძლია მოსთხოვოს ახლა მფლობელს ნივთის უკან დაბრუნება .უფლების დაცვის ეს ვადა
სპეციალურ ვადას წარმოადგენს და ემყარება 129-ე მუხლის მესამე
ნაწილს .კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთის უკან გამოთხოვა ასევე
დამოკიდებულია იმაზე,ახალი მფლობელი რა დონის მფლობელი იქნება და რა გზით
შეიძენს იგი მფლობელობას .ვთქვათ,ახალ მფლობელს,აქვს მფლობელობის უკეთესი
უფლება,ასეთი იქნება მესაკუთრე ,დამქირავებელი ,მონათხოვრე და
ა.შ.მფლობელები ,რომელთა მფლობელობაც გარკვეულ სანივთო თუ ვალდებულებით
უფლებაზეა დამყარებული.ასეთ შემთხვევაში კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ
ნივთის გამოთხოვა დამოკიდებული იქნება იმაზედ,თუ რა გზით შეიძინა უკეთესმა
მფლობელმა მფლობელობა .

7.კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება ხელშეშლის აღკვეთაზე.


სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლი საგანგებოდ ეხება იმ შემთხვევას ,როცა ნივთის
მფლობელად კვლავაც კეთილსინდისიერი მფლობელი რჩება .მაგრამ სხვა პირთა უკანონო
მოქმედების გამო,მას ერთმევა შესაძლებლობა ნივთის მიმართ განახორციელოს
ფაქტობრივი ბატონობის ძალაუფლება.
მფლობელს მესაკუთრის მსგავსად ,შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა .თუ
დამრღვევის მიმართ პრეტენზიების წარდგენა შედეგს არ გამოიღებს ,მასინ მფლობელს
შეუძლია ნეგატორული სარჩელით მიმართოს სასამართლოს.ხელშეშლის აღკვეთასთან
ერთად,მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ამ ხელშეშლით გამოწვეული ზიანის
ანაზღაურებაც,თუკი მას ექნება ადგილი.
სათანადო საფუძვლის არსებობისას,შეიძლება დადგეს მიუღებელი შემოსავლების
საკითხიც.ზიანის ანაზღაურების მოვალეობას არ აუქმებს ის ფაქტი,რომ ზოგჯერ
შეუძლებელია მოთხოვნილ იქნას ხელშეშლის აკრძალვა .ამის ნიმუშად გამოდგება 175-ე
მუხლი,რომელშიც განმტკიცებულია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება.ამ
მუხლის მიხედვით მეზობელი ვალდებულია მეზობლების ხათრით ითმინოს მისი უფლების
არამხოლოდ მცირე ხელყოფა,არამედ ზოგჯერ არსებითიც,სამაგიეროდ,ის უფლებამოსილია
მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.
მიიღოს შესაბამისი კომპენსაცია.

8.მართლზომიერი მფლობელის უფლებები


მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი,რომელიც სამართლებრივ საფუძველზე
ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას.ამ შემთხვევაში მფლობელობის
შეფასება ხდება სამართლის ობიექტური ნების საფუძველზე.ბუნებრივია,მართლზომიერი
მფლობელია ნივთის მესაკუთრე და ის პირები ,რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის
მფლობელობიდანაა ნაწარმოები.
მართლზომიერი მფლობელები დაცული არიან იმათი თავნებობისაგან ,ვისგანაც მიღებული
აქვთ ნივთის მფლობელობ.ეს უკანასკნელნი მართლზომიერი მფლობელობის
განმავლობაში იმყოფებიან კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო შებოჭვის
მდგომარეობაში.მართლზომიერი მფლობელობა დაცულია თვით მესაკუთრის
მხრიდანაც.მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მიღებული ნივთისა და
უფლების ნაყოფი ეკუთვნის ნივთის მფლობელს.თუმცა ,შეიძლება ცალკეულ შემთხვევაში
ნივთის ნაყოფი დარჩეს უფლებამოსილების მიმცემს .
პირდაპირი მფლობელი არაა უფლებამოსილი თავის მხრივ სხვას გადასცეს ნივთი
პირდაპირ მფლობელობასი.ცხადია,ამ უკანასკნელის მფლობელობა იქნება
არამართლზომიერი და ნივთის პირველად მფლობელს უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის
მასთან პირდაპირ მფლობელობაში მყოფი პირისათვის გადაცემა.თუ ეს არ მოხდება ,იგი
უფლებამოსილია,თვითონ გამოითხოვს ნივთი .აქ ისეთი ვითარება ყალიბდება,როდესაც
მართლზომიერი მფლობელობა ხორციელდება არამართლზომიერად,რის გამოც
ფაქტობრივად მისი ტრანსფორმაცია ხდება არამართლზომიერ მფლობელობად.

9.არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი


ყველა კეთილსინდისიერი მფლობელი როდია ვალდებული ნივთი დაუბრუნოს მასზედ
უფლებამოსილ პირს.აუცილებელია მფლობელობის კეთილსინდისიერება თავიდანვე იყოს
ნაწარმოები იმ შემთხვევისაგან,როცა ნივთი მისი მფლობელის ხელიდან ,გამოდის მისი
ნების გარეშე.მფლობელობის დაკარგვა ნებით რომ მომხდარიყო ,უფლებამოსილი პირი
კეთილსინდისიერი მფლობელისაგან ვერ გამოითხოვდა ნივთს,რადგანაც
კეთილსინდისიერია ასევე მართლზომიერი მფლობელი.
კეთილსინდისიერ მფლობელს უფლება აქვს ისარგებლოს ნივთისა და უფლების ნაყოფით
მანამ,ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის უფლებას ნივთის უკან
დაბრუნებაზე.მოკლედ,მას შემდეგ რაც ,უფლებამოსილი პირი წაუყენებს პრეტენზიებს
კეთილსინდისიერ მფლობელს ,ამ მომენტიდან მიღებული ნივთისა და უფლების ნაყოფიც
უფლებამოსილ პირს ეკუთვნის .ამდენად,როცა ნივთი უფლებამოსილი პირის მიერ თავისი
უფლების გაცხადებით მისი ინტერესის საგნად იქცევა,აქ უკვე კეთილსინდისიერი
მფლობელის ნების ავტონომია მთავრდება და მისი მოქმედება ნორმატიული ნების
შეფასების საგანი ხდება.კეთილსინდისიერ მფლობელს ერთმევა ნივთი ,მაგრამ ეს არ
ხდება უირობოდ .მფლობელობის კეთილსინდისიერება მას 163-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული უფლებების გარდა ,სხვა უფლებებითაც აღჭურავს,ერთ-ერთი
ასეთთაგანია ნივთზე გაწეული იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება ,რაც მან
გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის განმავლობაში.
გასწია კეთილსინდისიერი მფლობელობის განმავლობაში.
მართალია ,კეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია დააბრუნოს ნივთი,მაგრამ
სამაგიეროდ უფლებამოსილი პირიც თავის მხრივ ვაალდებულია 163-ე მუხლის მეორე
ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს.ვიდრე კეთილსინდისიერი
მფლობელის მოთხოვნები არ შესრულდება ,მანამ მას უფლება აქვს უარი თქვას ნივთის
დაბრუნებაზე.ნივთის დაკავების უფლება კეთილსინდისიერი შემძენის მოთხოვნის
დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტიაა.მსაგავსი შემთხვევა გათვალისწინებულია
ნასყიდობისა და ქირავნობის სამართალში.
არაკეთილსინდისიერმა მფლობელამ ვალდებულება პირველივემ უნდა შეასრულოს და იგი
არაა დამოკიდებული უფლებამოსილი პირის მიერ საპასუხო მოქმედების
განხორციელებაზე.თუკი უფლებამოსილი პირი არ შეასრულებს
ვალდებულებას ,არაკეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლების დაცვის საერთო წესი
გამოიყენოს.

10.არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობანი.


არაკეთილსინდისიერი მფლობელის მდგომარეობა არსებითად განსხვავდება
კეთილსინდისიერი მფლობელის მდგომარეობისაგან.მათ შორის მსგავსევა იმაშია ,რომ
როგორც ერთი ,ისე მეორე ვალდებულია დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს
ნივთი.არაკეთისინდისიერი მფლობელი ასევე ვალდებულია დაუბრუნოს მას მიღებული
სარგებელი .ნივთის ან უფლების ნაყოფი.უფრო მეტიც ,იგი ვალდებულია იმ ნაყოფის
ღირებულებაც აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს,რისი მიღებაც მეურნეობის სწორი
წარმართვის შედეგად შესაძლებელი იყო,მაგრამ მას ბრალეულად ვერ მიიღო იგი.
ყველა შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოქმედბის შეფასებისას
მხედველობაში უნდა მივიღოთ არა მხოლოდ,თუ როგორ მოიქცეოდა უშუალოდ
უფლებამოსილი პირი,მას რომ რომ მფლობელობა არ ჰქონოდა წართმეული,არამედ
სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებული წესები,მისი ტრადიციები.ერთადერთი,რისი
მოთხოვნის უფლებაც რჩება არაკეთილსინდისიერ მფლობელს,ესაა იმ ხარჯებისა და
გაუმჯობესების ანაზღაურება ,რაც მან ნივთის მოვლა-პატრონობისას გასწია.თუმცა
მხოლოდ იმ შემთხვევასი ,თუ ეს ხარჯები და გაუმჯობესებანი მათი უკან დაბრუნების
მომენტისათვის უფლებამოსილი პირის უსაფუძვლო გამდიდრებას იწვევს .უსაფუძვლო
გამდიდრებას მაშინ ექნება ადგილი,როცა უფლებამოსილი პირისათვის ანაზღაურდება
ნორმალური სამეურნეო საქმიანობის მოთხოვნების შესაბამისად მიღებული სარგებელი და
ნაყოფი.და კიდევ ამას ემატება ნივთზე გაწეული ხარჯებისა და გაუმჯობესების
ანაზღაურებაც.ეს უკანასკნელი იქნება უსაფუძვლო გამდიდრების საგანი.

საკუთრების ცნება და შინაარსი

ზოგადად რა არის საკუთრების უფლება?


ისტორიულად საკუთრების უფლებასხვა არაფერია, თუ არა საგნების მფლობელობაში
ისტორიულად საკუთრების უფლებასხვა არაფერია, თუ არა საგნების მფლობელობაში
მოქცევა, დაუფლება, დაპატრონება, რომელიც საზოგადოების მიერ ლეგიტიმურადაა
ცნობილი.
საკუთრების ის განსაზღვრება , რომელსაც გვთავაზობს სამოქალაქო კოდექსის 170-ე
მუხლის, პირველი ნაწილი, საქართველოს ისტორიის ერთი კონკრეტული მომენტის
შესაბამისად მხოლოდ ერთ კონცეფციასა და ერთ პოლიტიკურ არჩევანს გამოხატავს.
170-ე მუხლი , რომელიც იწოდება ,,ცნება, საკკუთრების უფლების შინაარსი" ნაკლებად
გვაძლევს საკუტრების უფლების ცნებას და რეალურად მხოლოდ საკუთრების უფლების
შინაარსის გამომხატველია.
ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან
სხვაგავრი, კერძოდ, სახელშეკრულებო შემობიჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და
სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა,
განკრაგოს იგი თუ კი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა
თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს, უფლების ბოროტად გამოყენებას.
კანონმდებლობა ძალიან ზომიერად განსაზღვრავს საკუთრებას, როგორც უფლებას,
რომელიც მის მფლობელს ანიჭებს მასქიმუმ პრეროგატივას.
ძველ რომში ნივთზე საკუთრების უფლება მიიჩნეოდა პირის შეუზღუდავ და განსაკუთრებულ,
აბსოლუტურ უფლებად. თანამედროვე სამართალში საკუთრება, ფიზიკური პირის ისეთი
განუყოფელი თვისების შედეგია, როგორიცაა, თავისუფლება და თავისუფალი ნება,
რომელიც ყველას კუთვნილებაა და უფრო მეტიც, სწორედ ეს საყოველთაობა არის
სამართლის სფეროში ცივილიზასიის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი.
საკუთრების უფლება ინდივიდუალური თავისუფლების გამოხატულებაა,რაც ჩვენი
საზოგადოების მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
170-ე მუხლი არ განსაზღვრავს უშუალოდ საკუთრების უფლებას, ის განმარტავს მხოლოდ იმ
უფლებამოსილებას , რასაც კანონი სუბიექტს ნივთთან მიმართებით ანიჭებს.
საკუთრების უფლება არის კონსტიტუციური ღირებულების მქონე უფლება, საკუთრების
უფლების დაცვა შესაძლებელია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა
დაცვის ევროპული კონვენციით.

რას გულისხმობს საკონსტიტუციო დაცვა?


ეს არის ურთიერთობა კერძოო პირსა და სახელმწიფოს შორის, იგი შეიცავს სახლმწიფოს
ჩარევას საკუთრების უფლებაში, როგორც ქონების ჩამორთმევის კუთხით, ასევე კერძო
საკუთრებაზე რეგულაციების ან კონტროლის დაწესებით.
თანამედროვე ქვეყნების უმეტესობა საკუთრებით ურთიერთობებს აწერსიგებს
კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) რომელთაც სხვა სამართლის წყაროებთან მიმართებით
იერარქიულად უფრო მაღალი ადგილი უჭირავს და უმაღლესი იურიდიული ძალა აქვს.
ზოგიერთი კონსსტიტუცია ჯერ კიდევ შეიცავს აკრძალვას, მაგ. მიწის კერძო საკუთრებაში
გადაცემასთან დაკავშირებით.
საქართველოს კონსტიტუცია საკუთრებას განამტკიცებს როგორც ადამიანის ძირითად
უფლებას, რომელიც იმავდროულად ავალდებულებს მესაკუტრეს. ამდენად,საკუთრების
უფლება დატვირთულია ზომიერი და აუცილებელი სოციალური ფუნქციით.
საკუთრება არაფერია სხვა, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა.
საკუთრება არაფერია სხვა, გარდა პირის საგნებთან დაკავშირებული თავისუფლებისა.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი იცავს ადამიანის თავისუფლებასა და
საკუთრებაას, მათ შორის კერძო საკუტრებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით კანონმდებლის ნებაა, საკუთრების
შინაარსისა და მისი შეზღუდვების განსაზღვრა, მაგრამ დაუშვებელია საკუთრების უფლების
გაუქმება ან იმგვარი შეზღუდვა რო დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
საკუთრების უფლების შეზღუდვა , როგორც ეს კანონმდებლობით არის განსაზღვრული,
დასაშვებია მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში.
170-ე მუხლის მიზანი არ არის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული საკუთრების
შინაარსის სრული მოცულობით კერძოსამართლებრივი რეგულირება. 170-ე მუხლის
მიხედვით საკუტრების უფლების დაცვა შეეხება მხოლოდ ნივთებსა და არამატერიალურ
ქონებრივ სიკეთეებს.
170-ე მუხლი არის, ლიბერალური საზოგადოებრივი წესრიგის გამომხატველი ნორმა,
რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის მიერ კანონიერად მოპოვებული ქონების დაცვას და
ამით იგი თავიდან იცილებს შიდასაზოგადოებრივ კონფლიქტებს.
ამ გაგებით საკუთრების უფლება არის ელემენტარული ძირითადი უფლება, რომელიც
მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანის პიროვნულ თავისუფლებასთან.

ცნება და შინაარსი
რომის სამართალი არ განამტკიცებს საკუთრების ცნების დეფინიციას. იგი აღნიშნავდა
მხოლოდ ნივთზე ბატონობის უფლებას. საკუთრების უფლების შინაარსი განისაზღვრება
პოზიტიური და ნეგატიური უფლებამოსილებებით.
საკუთრების არსებითი შინაარსი მის ექსკლუზიურობაშია გამორიცხოს ყველა ადამიანი სხვა
პირის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვისგან.
საკუთრების უფლების ექსკლუზიურობა პირს აძლევს ძალაუფლებას, დაუპირისპირდეს სხვა
ნებისმიერი პირის ჩარევას.
სანივთი უფლებები ისევე როგორც არამატერიალური ქონებრივი უფლებები, განეკუთვნება
აბსოლუტურ უფლებებს. სამართლის ნორმების სუბიექტია ადამიანი და არა ნივთი.
სამართალი არის ადამიანთა ქცევის წესების სისტემა და გამომდინარე აქედან,
აბსოლუტური უფლებების დამახასიათებელი თვისება არის ყველა ადამიანის
ვალდებულება, პატივი სცენ აბსოლუტური უფლებების მფლობელის კანონით მინიჭებულს
უფლებამოსილებას.

საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენება


საკუთრების უფლება თავისი სრული ექსკლუზიური ხასიათის გამო განსაკუთრებული
უფლებაა, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საკუთრების უფლების გამოყენებას არ ახლავს
შეზღუდვები.
ზოგადად 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი კრძალავს უფლების ბოროტად
გამოყენებას.
დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი არ მიადგეს სხვას.
170 -ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელია საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომელითაც
მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი, ისე რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის
მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი, ისე რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის
უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.
რა თქმა უნდა მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს თავისი უფლების განხორციელების
შესაძლებლობა,მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენება ნიშნავს უფლებით
სარგებლობას,როდესაც უფლების გამოყენება მესაკუთრეს ინტერესებისათვის არ არის
სარგებლობის მომტანი სხვა პირებისთვის კი მხოლოდ ზიანის მომტანია. მაგ: თუ პირი
კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე გზით სარგებლობას რამდენიმე პირს
ანიჭებს და შერჩევით მხოლოდ რამდენიმეს გამორიცხავს.
170-ე მუხლის მიხედვით კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და
შენახვის ვალდებულება თუკი, ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს
საზოგადო ინტერესებს

საკუთრების შეზღუდვა
საკუთრების შეზღუდვას წარმოადგენს 117-ე მუხლი, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევაში
მესაკუთრის უფლებას ზღუდავს. პირს შეუძლია გამოიყენოს სხვა პირის ნივთები იმ
საფრთხის თავიდან ასაცილებლად რომლის აცილებაც შექმნილ გარემოებაში არ
შეიძლებოდა სხვა საშუალებით, და თუ მიყენებული ზიანი აცდენილ ზიანზე
ნაკლებმნიშვნელოვანია. ამ შემთზვევაში საკუტრების გამოყენებით მიყენებული ზიანი არ
არის მართლსაწინააღმდეგო.

171 მუხლი
საკუთრების უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე
ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის არსებით შემადგენელ
ნაწილებზეც. ნორმით განივრცობა 150-ე მუხლის შემადგენლობა, რომელიც განსაზღვრავს,
რომ ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილლი ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს
მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ის გარემოება, რომ ნივთი სხვა ნივთის
არსებითი შემადგენელი ნაწილია და იზიარებს სხვა ნივთების სამართლებრივ ბედს,
უზრუნველყოფს ნივთების უსარგებლო დაზიანების თავიდან აცილებას.

საკუთრების გამოთხოვის უფლება

სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი მოიცავს,მოთხოვნას


მფლოებლობის უკან დაბრუნებაზე, თუმცა იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება ტერმინი
საკუთრების გამოთხოვის უფლება, რადგან მესაკუთრის მოთხოვნის უფლება მისი
საკუთრების უფლებიდან გამომდინარეობს.
სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც
ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია გამოითხოვოს ნივთი მფლობელობისგან, რომელიც
არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. ცხადია მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებასთან
ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუ კი მოხდება მესაკუთრისთვის მფლობელობის
ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუ კი მოხდება მესაკუთრისთვის მფლობელობის
ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილს 172-ე მუხლის 1 ნაწილის საფუძველზე
მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
საყურადღებოა, რომ ვიდრე ნივთი არის არაუფლებამოსილი პირის მფლობელობაში ,
სწორედ ის იღებს ამ ნივთის გამოყენების შედეგად ფაქტობრივ სარგებელსაც, რომელსაც
მესაკუთრე უნდა იღებდეს. ასევე შესაძლებელია, რომ ნივთმა დაკარგოს თავისი
ღირებულება, რადგან მფლობელმა ის ბოლომდე გამოიყენა. თუმცა, შესაძლოა პირიქითაც
მოხდეს და ნივთის მფლობელმა ნივთზე ისე იზრუნოს რომ ღირებულებაც გაიზარდოს.

მტკიცებითი ტვირთი
ზოგადი მტკიცებითსამართლებრივი პრინციპებიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე
უფლებამოსილმა პირმა მისთვის სასარგებლო მოთხოვნის წინაპირობები, მეორე მხარემ კი
მისთვის ხელსაყრელი თავდაცვითი საშუალებების წინაპირობები უნდა დაამტკიცოს.

სავინდიკაციო სარჩელის წინაპირობები


პირველ რიგში უნდა განიმარტოს, რომ არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონოდ
მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები:
ა) მოსარჩლე უნდა იყოს მესაკუთრე
ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი
გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება

მოსარჩლის საკუთრების უფლება


ვინდიკაციის მოთხოვნის უფლებაზე უფლებამოსილია , მხოლოდ მესაკუთრე, ვინდიკაციის
მოთხოვნა აქვს ასევე თანამესაკუთრეს, რამდენადაც საქმე ეხება მისი წილის შესაბამის
თანამფლობელობას. მას შეუძლია მოითხოვოს თანამფლობელობის აღიარება. მას ასევე
შეუძია მთლიანი ნივთის გადაცემის მოთხოვნა დააყენოს. მას არ აქვს უფლება შესრულება
მხოლოდ თავისთვს მოითხოვოს. მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით საკუთრების უფლება,
არსებითად ხასიათდება იმით, რომ არ ემორჩილება სრულყფოილ და უტყუარ მტკიცებას,
ნებისმიერი პირი ვინც იძენს ნივთს სხვა პირისგან ვალდებულია დაამტკიცოს რომ ეს
უფლება შეიძინა სხვა პირისგან. ასევე შესაძლოა პირი არ იყოს მესაკუთრე მაგრამ ასეთად
ივარაუდებოდეს.

გამოსათხოვი დასაბუთებული ნივთი


მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი.
ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე
ცალ-ცალკე. 172-ე მუხლიდან გამომდინარე, მოთხოვნა ეხება როგორც მოძრავ ისე უძრავ
ნივთს.
მაგ: მარიამი პოულობს რესტორნის მაგიდაზე 50 ლარიან კუპიურას, ამ ფულით იხდის
თავისი სადილის თანხას 30 ლარს და ხურდის სახით მიმტანისგან იღებს 20 ლარს. ვანო
ამტკიცებს რომ 50 ლარიანი ეკუთვნის მას, რადგან მას დარჩა რესტორნის მაგიდაზე და
ითხოვს მარიამისგან ხურდად მიღებული 20 ლარიანის უკან დაბურნებას. ვანოს მითითება
172-ე მუხლით უსაფუძვლოა. 20 ლარიან კუპიურა, რომელიც მარიამმა მიიღო როგორც
172-ე მუხლით უსაფუძვლოა. 20 ლარიან კუპიურა, რომელიც მარიამმა მიიღო როგორც
ხურდა, მას გადაეცა საკუთრების უფლება 186-ე მუხლის შესაბამისად.

მოთხოვნის ადრესატის მფლობელობა


მესაკუთრის მოთხოვნა მფლობელობის აღდგენაზე მიმართულია არასამართლებრივი
მფლობელობის მიმართ, შესაბამისად მოთხოვნის ადრესატს უნდა ჰქონდეს მიმდინარე
არსებული მფლობელობა. ამსთან მოთხოვნის მართლზომიერი მფლობელობა ,
გამორიცხავს სავინდიკაციო სარჩელის შესაძლებლობეს. საყურადღებოა, რომ სხვა პირის
სასარგებლოდ ნივთის ფაქტობრივი მფლობელი არ წარმოადგენს მფლობელს უფლებრივი
გაგებით და აქედან გამომდინარე არ წარმოადგენს მოთხოვნის სათანადო ადრესატს.
მაგ: ნინიმ მიაქირავა ველოსიპედი ვანოს. შეუძლია თუ არა ვადის გასვლამდე მოსთხოვოს
ვანოს ველოსიპედის უკან დაბრუნება?
ნინი არის ველოსიპედის მესაკუთრე, ხოლო ვანო ველოსიპედის მფლობელი. ქირავნობის
ხელშეკრულების საფუძველზე ვანო იძენს უფლებას ველოსპედის ფლობაზე ნინისთან
მიმართებით, და ნინის არ აქვს უფლება ქირავნობის ვადის გასვლამდე ვანოს მოსთხოვოს
ველოსიპედის უკან დაბურნება.

ხანდაზმულობა
ნივთის უკან დაბურნების უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რომელის ვადაც შეადგენს
ათ წელს, მაგრამ მოძრავ ნივთზე შესაძლოა საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით ხუთი
წლის გასვლის შემდეგ. თუ პირი ხუთ წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს ნივთს,
მოიპოვებს საკუთრებას ამ ნივთზე.

სამეზობლო სამართალი

სამეზობლო სამართლის ზოგადი პრინციპების თანახმად, მეზობელი უძრავი ქონების


მესაკუთრენი , ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. ამ ნორმის მიზანია მშვიდობა
ჩამოაგდოს მეზობელთა შორის ურთიერთობაში, რაც მათი ნორმალური ცხოვრების
აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
174-ე მუხლი მეზობელი უძრავი ქონების ცნებასაც განსაზღვრავს, მისი თავისებურება
იმაშია, რომ მეზობლად მიიჩნევა არა უბრალოდ ფიზიკურად ერთმანეთთან ახლოს მყოფი
მიწის ნაკვეთი ანდა სხვა უძრავი ქონება, არამედ ისეთი ქონება, საიდანაც შეიძლება
გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოთქმედება. ახალი დროის სამეზობლო
სამართალი, მჭიდროდ არის დაკავშირებული ბუნების დაცვის სამართალთან.

სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება


სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით განსაზღვრულია მესაკუთრეთა
ურთიერთზემოქმედების ფარგლები, ამას საემისიო სამართალიც ჰქვია.
ემისიის ცნებაში იგულისხმება, ყველა ის ზემოქმედებიანი, რაც მიწის ერთი ნაკვეთიდან
ემისიის ცნებაში იგულისხმება, ყველა ის ზემოქმედებიანი, რაც მიწის ერთი ნაკვეთიდან
მეორეზე ვრცელდება და გარკვეული აზრით, ზიანს აყენებს მას. (გაზი, ორთქლი, კვამლი და
სხვა...) ყველა შემთხვევაში ზემოქმედება უფრო ფიზიკური ზემოქმედების ხასიათს უნდა
ატარებდეს, მარტო ფსიქოლოგიური ზემოქმედება , მაგალითად, მეზობლის კანვეთზე
ხალხის ხშირი თავყრილობა, არაა საკმარისი დაუშვებელი ზემოქმედების
საკვალიფიკაციოდ. (თუ ამას ხმაური ახლავს, ეს უკვე სხვა საკითხია ) მესაკუთრე
ვალდებულია, ასევე ითმინოს არსებითი ზემოქმედება თუ კი იგი გამოწვეულია, მეზობელი
ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების, ჩვეულებრივი სარგებლობით, რაც მისი ნორმალური
სამეურნეო საქმიანობით ხორციელდება.

საფრთხის აღკვეთის მოთხოვნა


ნაგებობების ქვეშ იგულისხმება ის, რაც ადამიანის ხელითაა აშენებული. ნაგებობების
აშენებით, ან ექსპულატაციით გამოწვეულ ზემოქმედებაში, მხოლოდ დამატებითი
ზემოქმედება იგულისხმება, ისეთი რომელიც დაუშვებლად ხელყოფს ნაკვეთით
სარგებლობის უფლებას.
176- მუხლით გათვალისწინებული ზემოქმედებანი 175-ე მუხლითაცაა მოწესირგებული,
მაგრამ 175-ე მუხლისგან განსხვავებით ამ შემთხვევაში, არ ევალება ითმინოს უარყოფითი
ზემოქმედებანი, მას უფლება აქვს მოითხოვოს ამ ზემოქმედების მოსპობა.

მეზობლის უფლება ნაყოფზე


სხვისი საკუთრების ნაყოფით სარგებლობის უფლება, რომის სამართლიდან მომდინარე
უფლებაა და მას ძველი ქართული სამართალიც იცნობდა. მეზობელი ნაკვეთის საუთრებად
ჩაითვლება ის ნაყოფი , რომელიც მის ნაკვეთზე ჩამოვარდა. ვიდრე ნაყოფი ხეს
მოშორდება, მანამდე იგი ითვლება, იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილად,
რომელზედაც ეს ხე დგას. მეზობლის ნაკვეთზე ნაყოფი შეიძლება ჩამოვარდეს
სხვადასხვა გარემოებათა ზემოქმედებით, გასარკვევია ეს ადამიანთა ნებით ხდება თუ მის
გარეშე. თუ ვინმე მეზობლის ნაყოფს თვითნებურად ჩამოყრის და ასე მიითვისებს მას, ეს
მოქმედება შეიძლება სიხსლის სამათლის განსჯის საკითხიც გახდეს.

ფულადი კომპენსაცია თმენის ვალდებულებისთვის


179-ე მხულით გათვალისწინებულია ინტერესთა კოლიზიის განსაკუთრებული შემთხვევა
სამეზობლო სამართალში. თმენის ვალდებულება ესაა , სამეზობლო ინტერესებიდან
გამომდინარე საკუთრების კანონის მიერ შებოჭვა, რაშიც ვლინდება საკუთრების შინაარსი,
მისი კანონისმიერი დატვირთვები. თმენის ვალდებულება სასყიდლიანია, საზღვრის
დამრღვევი მეზობელი, ვალდებულია ყოველწლიურად წინასწარ გადაიხადოს კომპენსაცია,
რომლის ოდენობაც, განისაზღვრება მეზობელთა შენთანხმებით, ხოლო თუ შეთანხმება არ
მოხდება, სასამართლო ადგენს მის სიდიდეს.

სასაზღვრო მიჯნის აღმართვა


სარგებლობის ურთიერთობანი
ერთი მეზობლის პრეტენზია, მეორეს მიმართ, მიწაზე საკუთრების უფლებიდან
გამომდინარეობს და ის სანივთო სამართლებრივი ხასიათისაა და არა ვალდებულებით-
გამომდინარეობს და ის სანივთო სამართლებრივი ხასიათისაა და არა ვალდებულებით-
სამართლებრივი. ზუსტი საზღვრის დადგენის შესაძლებლობა თუ არ გვაქვს, ამ შემთხვევაში
ნაკვეთების გასამიჯნად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მეზობელთა ფაქტობრივ
მფლობელობას, თუ ფაქტობრივი მფლობელის დადგენაც ჭირს, მაშინ სადავო ნაკვეთი
გადანაწილდება თანაბრად.

საკუთრების შეძენა

ქონების ფლობის, განკარგვის და სარგებლობის ერთიანობას საკუთრება ეწოდება.


საკუთრება ნივთზე განსხვავებულად წარმოიშობა:
1. განძი - სამოქალაქო კოდექსის თანახმად, განძი ისეთი ქონებაა, რომელიც მიწაში ისე
დიდხანს იყო ჩაფლული, რომ მისი მესაკუთრის დადგენა შეუძლებელია. შეიძლება ერთ
დროს ჰყავდა მესაკუთრე, მაგრამ ამ მომენტში შუძლებელია გაირკვას მისი ვინაობა,
ვინაიდან არ არსებობენ პირები, რომელთაც შეუძლიათ დაამკტიცონ თავისი უფლება.
განძზე საკუთრების უფლების პრეტენზია აქვს მის აღმომჩენს. თუ კერძოპირის ხელში
აღმოჩნდება, განსაკუთრებული ღირებულების ნივთი, ამ შემთხვევაში პატრონს შეიძლება
დაეკისროს ნივთის მოვლის ვალდებულება. განძი იმის საკუთრებაა ვის მიწაშიც იქნა
ნაპოვნი, მაგრამ თუ მპოვნელი არაა მესაკუთრე , მაშინ ნახევარი მპოვნელისაა და
ნახევარიც მიწის მესაკუთრის.
2. პირობითი საკუთრება - ნივთზე საკუთრების უფლება შეიძლება წარმოიშვას გარკვეული
პირობით, შეიძლება მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლება არ წამრმოიშვას. გადაცემის
მომენტიდან თუ მხარეები დათქვამენ, რომ შემძენზე საკუთრება გადავა საფასურის
სრულიად გადახდის შემდეგ, თუ პირობა დარღვეული იქნება მხარეებს შეუძლიათ უარი
თქვან ხელშეკრულებაზე და მოხდება ორმხრივი რესტიტუცია. თუ ნივთი უკვე
მოხმარებული იქნება, მაშინ ვალდებულების შესრულების მოვალეობა დარჩება ძალაში,
ასევე დაცული უნდა იყოს ხანდაზმულობის ვადები.
3. ნაპოვარი - ეს არის დაკარგული, მფლობელობის გარეშე დარჩენილი ნივთი. ნაპოვარს
და უპატრონო ქონებას შორის ის განსხვავებაა, რომ ნაპოვარს ჰყავს მესაკუთრე, ხოლო
უპატრონო ქონებაზე მესაკუთრეს უარი აქვს ნათქვამი. ნივთის პოვნა წარმოადგენს ფაქტს
და არა გარიგებას. ნივთის მპოვნელია ის ვინც ნივთს ნახავს და დაეუფლება მას, ნივთის
შემჩნევა სამართლებრივ შედეგს არ უკავშირდება.
სამოქალაქო კოდექსი დეტალურუად ასახავს მპოვნელის ვალდებულებას ნივთის პოვნასთან
დაკავშირებით. მპოვნელი იპოვის თუ არა ნივთს დაუყნოებლივ უნდა განუცხადოს
უფლებამოსილ პირს, მაგრამ უნდა გამოიჩინოს სიფრთხილეც, თუ მპოვნელი ვერ ადგენს
ნივთის პატრონის ვინაობას, ამ შემთხვევაში უნდა ჩააბაროს პოლიციას, ან სხვა
ადგილობრივ ორგანოს. ნივთს შეიძლება ინახავდეს მპოვნელიც. ნივთის ერთიწლის
განმავლობაში შენახვის შემდეგ, მპოვნელის ხელში გადადის და იგი ხდება მესაკუთრე. თუ
სახეზე გვაქვს მალფუჭებადი ნივთები ან ცხოველები, რომელთა შენახვაც ხარჯებთან არის
დაკავშირებული, მაშინ მოხდება მისი გასხვისება და მეპატრონეს გადაეცემა თანხა, ხოლო
თუ პატრონი არ გამოჩნდება, მაშინ ეს თანხა გადეცემა მპოვნელს. მპოვნელს აქვს უფლება
მოითხოვოს ეგრეთწოდებული ,,საპოვნელი" , რომელიც შეადგენს ნივთის ღირებულების 5
მოითხოვოს ეგრეთწოდებული ,,საპოვნელი" , რომელიც შეადგენს ნივთის ღირებულების 5
%.
4. ქართული სამართალი აღიარებს გადამუშავებულ ნივთზე თანამესაკუთრეობას. ეს ის
შემთხვევაა , როცა ადამიანის ხელით ერთი ან რამდენიმე მასალის გადამუშავების
შედეგად, მზადდება სრულიად ახალი ნივთი. მასალის პატრონიც და წარმოებელიც, ნივთის
მესაკუთრეები ხდებიან. მიუხედავად იმისა თუ რა ღირებულების იყო მასალა და რა შრომა
დაიხარჯა ახალი ნივთის შექმნაზე. ვინადიან ნივთის გადამუშავება-გადაკეთება
ადამიანური მოქმედებაა და არა სამართლებრივი გარიგება. ქურდსაც აქვს უფლება
მოიპოვოს ნივთზე უფლება თუ მან დაამზადა ის.
5. ფასიანი ქაღალდების - მეშვეობით, საკუთრების შეძენისას, საკუთრების შეძენა ისევე
ხორციელდება, როგორც მოძრავი ნივთის შემთხვევაში. ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში
საკუთრება იმ პირის ხელშია, ვის ხელშიც აღმოჩნდება ფასიანი ქაღალდი.
საორდენო ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში კი დოკუმენტების გადაცემასთან ერთად,
დოკუმენტში მოცემული უფლება შეიძლება გადაცემული იქნეს ინდოსამენტით.
6. უპატრონო ქონება - შეიძლება იყოს მხოლოდ მოძრავი ნივთი. პირი ნივთის დაუფლებით
არ ხდება მისი მესაკუთრე აუცილებელია გაირკვეს ნამდვილად უპატრონოა თუ არა ნივთი,
ამისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირმა განცახდება შეიტანოს
სასამართლოში,რომელშიც უნდა იყოს მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ქონების
მიტოვებას მესაკუთრის მიერ.
ნივთის უპატრონოდ ცნობის გარანტია ისიც არის, რომ მპოვნელმა სასამართლოს მიერ
ადგლობრივ გაზეთში გამოაქვეყნოს ცნობა, რომ დაიკარგა ნივთი და 3 თვის მანძილზე
განაცხადოს პრეტენზიები, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ნივთს ცნობენ უპატრონოდ.
უპატრონო ქონების რეჟიმი არ ვრცელდება უძრავ ნივთზე, რადგან მასზე საკუთრების
წარმოშობა თუ უარის თქმა, ფიქსირდება საჯარო რეესტრში.
7. ნივთების შეერთება - შერწყმის შედეგად - ეს ნივთები არ კარგავენ თავის ფიზიკურ
სახეს, იცვლიან მხოლოდ სამართლებრივ რეჟიმს, ნივთის შეერთება არ არის
სამართლებრივი გარიგება, ეს არის კანონის მიერ გზა საკუთრების წარმოშობისა, როცა
მოძრავი ნივთი შეერთების შედეგად ხდება უძრავი ნივთის შემადგენელი ნაწილი. მოძრავი
ნივთიც იმის საკუთრება ხდება, ვისიც არის უძრავი ნივთი.

საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით

სამოქალქო ცხოვრებისათვის , საკუთრების ხანდაზმულობით შეძენა, სრულიად ახალი


ინსტიტუტია, რომელსაც საბჭოთა სამოქალაქო სამართალი არ იცნობდა. საკუთრების
შეძენის ეს გზა, იმ ფაქტის აღიარებაა, რომ არ შეიძლება ნივთზე უფლება უსასრულოდ
გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდეს.
მფლობელობითი ხანდაზმულობა გამოიყენება ორ შემთხვევაში: ერთი მაშინ, როცა
ცდომილებით ხდება საკუთრების შეძენა და მეორე, როცა გაურკვეველია საკუთრების
მდგომარეობა. მფლობელობითი ხანდაზულობა ვრცელდება არა მხოლოდ უძრავ ნივთზე,
არამედ მოძრავზეც.
მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების უფლების შესაძენად
აუცილებელია არსებობდეს 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული
აუცილებელია არსებობდეს 165-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისიწნებული
ყველა პირობა:
1) ნივთის ფლობა, როგორც საკუთრისა.
2) ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად.
3) ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში.
კეთილსინდისიერი მფლობელობა საკუთრების შეძენის კონსტიტუციური ელემენტია, როცა
ვამბობთ, რომ ფლობელობა მშვიდია აქ სწორედ კეთილსინდისიერება იგულისხმება.

ნივთის უწყვეტობის ვარაუდი


იმისათვის, რომ ხანდაზმულობის საფუძველზე მოხდეს შეძენა, საჭიროა ნივთის
მფლობელმა ამტკიცოს, რომ იგი ნივთს ფლობდა უწყვეტად, თუ მფლობელი არ ფლობდა
ნივთს დროის შუა მონაკვეთში მაშინ მფლობელობა ვერ ჩაითვლება უწყვეტად, თუ გვაქვს
საეჭვო ვითარება, მაშინ იგი უნდა გადაწყდეს მფლობელის სასარგებლოდ.

უძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენა ხანდაზმულობით


მიწაზე ან სხვა უძრავ ქონებაზე, სანდაზმულობით საკუთრების შეძენისათვის აუცილებელია,
რომ მფლობელი რეგისტრირებული იყოს საჯარო რეესტრში. უძრავი ქონება შეიძლება
ხანდაზმულობით შეიძინოს არაკეთილსინდისიერმა მფლობელმაც, მთავარია იგი
გარკვეული ვადის განმავლობაში იყოს რეგისტრირებული და საკუთრად ფლობდეს ამ
ქონებას. რაც შეეხება თვითშეძენის გზებს, აქაც უნდა გაკეთდეს დაზუსტება. მაგ:
კეთილსინდისიერი შემძენი მესაკუთრე ხდება საკუთრების რეგისტრაციის მომენტიდანვე
და მას არ სჭირდება 15 წლიანი ლოდინი. თუ უპატრონო სახლის რეგისტრაცია შეცდომით
მოხდა ვინმეს სახელზე, ამ შემთხვევაში საკუთრების მოსაპოვებლად 15 წლიანი
ხანდაზმულობა იქნება საჭირო. იგივე უნდა ითქვას უძრავ ქონებაში თანასაკუთრების
წილზეც.
როცა მესაკუთრის გარდაცვალება ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების დროიდან
სხვა პირი 30 წლის განმავლობაში ფლობს მიწის ნაკვეთს, ასეთმა პირმა უნდა მიმართოს
სასამართლოს, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი შევა საადგილმამულო
წიგნში, როგორც მესაკუთრე. ხანდაზმულობით შეძენის საფუძვლად სასამართლოების
პრაქტიკაში მიჩნეულია უპატრონო ქონების მფლობელობა, თვით მფლობელობა ყველა
შემთხვევაში უნდა იყოს კეთილსინდისიერი.

ნივთის ხანდაზმულობით მფლობელობის შეწყვეტა


165-167ე მუხლებით, გათვალისიწნებული მფლობელობის შეწყვეტა შეიძლება
წარმოვადგინოთ ორი სახით:
1) საკუთრივ მფლობელობის შეწყვეტა.
2) საკუთრად მფლობელობის შეწყვეტით.
მფლობელობითი ხანდაზმულობა, შეიძლება შეწყდეს მოთხოვნის აღიარებით, ან კიდევ,
როცა მფლობელის მიმართ სარჩელი იქნება შეტანილი სასამართლოში, მხოლოდ
ნამდვილი მესაკუთრის მიმართ სარჩელს შეუძლია გამოიწვიოს ხანდაზმულობის შეწყვეტა.
პირი, რომელიც რაიმე ნივთს ფლობდა 4 წლის განმავლობაში მის მიმართ
სასამართლოში წაყენებული იქნა სარჩელი, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა
სასამართლოში წაყენებული იქნა სარჩელი, რომლის მიმართაც სასამართლომ გამოიტანა
გადაწყვეტილება, თუ კი პირი გააგრძელებს ნივთის ფლობას, გადაწყვეტილების ძალაში
შესვლამდე განვლილი დრო არ ჩაითვლება და ხანდაზმულობის დენა თავიდან დაიწყება.

მფლობელობითი ხანდაზმულბა, როგორც ნივთის უპირატესი შეძენის საფუძველი.


ნივთის უპირატესი შესყიდვის ნორმატიული მოწესრიგება ძირითადად მოცემულია
ვალდებულებითი სამართლის კერძო ნაწილში.
კოდექსის 169-ე მუხლი ზოგად ნორმას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ნივთის 10
წლიანი მფლობელობა საკმარისია მისი შესყიდვისთვის, ამ დროს ივარაუდება, რომ
სახეზეა ნივთის პირდაპირი მფლობელობა მასზე უფლებამოსილ პირთან ანუ
მესაკუთრესთან. მფლობელობის საგანი შეიძლება იყოს მოძრავიც და უძრავიც. მაგ: ბინის
დამქირავებელს, რომლებმაც 3 წელზე მეტ ხანს იცხოვრებს ბინაში, მათ აქვთ ამ ბინის
უპირატესი შესყიდვის უფლება.

საკუთრების შეძენა უფლებებსა და მოთხოვნებზე


მოთხოვნის დათმობისას მოვალის მიმართ დათხოვნა ერთი კრედიტორისგან გადადის
მეორის მფლობელობაში, ხოლო ვალის დაკისრებისას კი კრედიტორის წინაზე ადგილს
იკავებს ახალი მოვალე. მთელი ეს პროცედურა ხორციელდება გარიგების საფუძველზე და
ისე მთავრდება, რომ ხელუხლებელი რჩება ურთიერთობის შინაარსი, იცვლება მხოლოდ
მისი მონაწილე.

მოთხოვნის დათმობის მოკლე ისტორიული ანალიზი


რომის სამართალში გაბატონებული იყო პრინციპი, რომელიც დაუშვებლად მიიჩნევდა
ვალდებულებით უფლებათა ერთი პირის ხელიდან მეორეს ხელში გადაცემას. ამის მთავარი
ნაკლი ის იყო, რომ იგი კრედიტორების ცვლას ვალდებულების შეცვლით ახდენდა,
კრედიტორების შეცვლას ეწოდა დელეგაცია.
ცესია , როგორც უფლების ნასყიდობის სახეობა განიხილებოდა რომის სამართალში.
ცესიის დამკვიდრებას ანელებდა ის გარემოება , რომ მოთხოვნის უფლებას უკავშირებდნენ
გარკვეულ პირს, რომლშიც იგი იყო განივთებული.

მოთხოვნის დათმობის ცნება


მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობაც ხდება, წარმოადგენს ქონებრივი ფასეულობის
ნივთიერ ან სხვა არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს. გერმანული აბსტრაქციის მიხედვით,
მოთხოვნის ნამდვილობა პრინციპულად დამოუკიდებელი მაგიტომაა, რომ მოთხოვნის
დათმობა შეიძლება ნამდვილი იყოს მაშინაც, როცა მის საფუძვლად მდგარი ნასყიდობის
ხელშეკრულება ბათილია.

ხელშეკრულების დადების ფორმა, შეტყობინების ვალდებულება


შეტყობინება ცალმხრივ გარიგებას წარმოადგენს და აუცილებელია იგი მიიღოს მოვალემ,
პირი რომელზეც გადავიდა მოთხოვნა მის შემძენად ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ
კი ამის შესახებ შეტყობინებულიაა მოვალე. შეტყობინება ოფიციალურად უნდა მოხდეს ან
ძველი კრედიტორის ან ახალი კრედიტორის მიერ, ასევე სასამართლოს ან ნოტარიუსის
ძველი კრედიტორის ან ახალი კრედიტორის მიერ, ასევე სასამართლოს ან ნოტარიუსის
მიერ.

მოთხოვნის დათმობის საგანი


სამოქალაქო კოდექსი დათმობის საგნად აცხადებს ისეთ მოთხოვნას, რომელთა
დათმობა და დაგირავება შესაძლებელია, დაუშვებელია ასეთი დათმობა თუ კი ის
ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან კრედიტორის შეთანხმებას ან
კანონს.

ახალი მფლობელობის სამართალ-სუბიექტურობა


მოთხოვნის დათმობით ახალი მფლობელი ცვლის ძველ მფლობელს და ამით მასზე
გადადის ამ მოთხოვნასთან დაკავშირებული ყველა ტვირთი, როგორც სარგებლის მომტანი,
ისე უსარგებლო.

მოთხოვნის დათმობის გავლენა მესამე პირთა უფლებებზე


რადგან მოთხოვნა ახალი კრედიტორის ხელში გადადის, იმავე სახით გადადის, როგორც ის
იყო ძველ კრედიტორთან, ამრიგად მოვალეს ვალდებულებანი არ იცვლება, შეუძლებელია
სხვას გადასცე იმაზე მეტი უფლებები რაც გაგაჩნია.

მოთხოვნის რამდენჯერმე დათხოვნა


შეიძლება ისე მოხდეს, რომ კრედიტორმა თავისი მოთხოვნა ერთდროულად, რამდენიმე
პირს დაუთმოს, ამ დროს წამოიჭრება , როგორც მოვალის, ისე ახალი კრედიტორის
უფლებათა დაცვის საკითხი, თუ მოთხოვნის თაობაზე, რამდენიმე პირს შეუთანხმდება,
პრიორიტეტი მიეცემა იმ პირს, რომელთანაც მოთხოვნის მფლობელმა ურთიერთობა სხვაზე
ადრე დაამთავრა.

ვალის გადაკისრების ცნება


მოთხოვნის დათხოვნის ანალოგიურად ვალის გადაკისრება წარმოადგენს სანივთო-
სამართლებრივ გარიგებას, რითაც იცვლება ურთიერთობის პასიური მხარე. ვალის
გადაკისრების პროცესში ნების გამოვლენა მოთხოვნის დათმობისგან განსხვავდება. თუ ამ
უკანასკნელ შემთხვევაში მოვალე პასიურ სუბიექტს წარმოადგენდა ნების გამოვლენისა, აქ
უკვე მისი ნება შედარებით აქტიურია.

ახალი მოვალის უფლებრივი მდგომარეობა


ახალი მოვალე იკავებს ძველი მოვალის ადგილს და ხდება მისი უფლება მონაცვლე,
როგორც ეს იყო ძველის მოვალის ხელში, მას არ აქვს უფლება გაქვითოს ის უფლებები, რაც
თავდაპირველ მოვალეს ეკუთვნოდა.

ხელშეკრულების გადაკისრება, მოვალის მიერთება და ქონების მიღება.


თუ მოთხოვნის დათმობით იცვლება კრედიტორი, ხოლო ვალის გადაკისრებით მოვალე,
ხელშეკრულების გადაკისრებით იცვლება ხელშეკრულების პარტნიორი, ანუ მხარე,
შესაძლებელია ხელშეკრულებაზე მიერთებაც, ეს მაშინ ხდება , როცა მესამე პირი
შესაძლებელია ხელშეკრულებაზე მიერთებაც, ეს მაშინ ხდება , როცა მესამე პირი
უერთდება სახელშეკრულებო უფლებამოვალეობებს. გერმანული კოდექსი იცნობს
ხელშეკრულების საფუძველზე სხვისი ქონების საკუთარ სახელზე გადმორიცხვას, ამ დროს
ქონების მიმღები მის გამცემთან ერთად პასუხს აგებს კრედიტორის წინაზე.
პასუხისმგებლობა განისაზღვრება მიღებული ქონების სიდიდით და ხელშეკრულებით
გათვალისწინებული მოთხოვნებით.

You might also like