You are on page 1of 3

პირველი შუალედური წერა - სანივთო სამართალი 29.04.

2021
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტუდენტი:

სახელი: ------------------

გვარი: ---------------

ჯგუფი: -----------

ღია კითხვები:

1. იმსჯელეთ საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე (5


ქულა);

Როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საკუთრების უფლების ცნებაზე, პირველი და ალბათ


ძირითადი მახასიათებელი რაც საკუთრების უფლების ცნებას გამოარჩევს სხვა
ისეთგვარი სანივთო სამართლებრივი ინსტიტუტებისაგან როგორიცაა მფლობელობა ,
არის მისი აბსოლუტური ხასიათი. Აბსოლუტური ხასიათი ერთი შეხედვით გულისხმობს
იმას, რომ ნივთის მესაკუთრეს აქვს ამ ნივთზე ნებისმიერი მოქმედების
განხორციელების შესაძლებლობა და ეს ასეცაა, თუმცა თუ კი დავუშვებთ, რომ ყველას
შეუძლია ისე გამოიყენოს ეს უფლება როგორც მას მოესურვება, დიდი შანსია ხელი
შევუწყოთ უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არც თუ ისე იშვიათია თანამედროვე
სასამართლო პრაქტიკაში, აქედან გამომდინარე, კანონი ადგენს იმ სამართლებრივ
საზღვრებს, ჩარჩოებს, რომელთა შორისაც უნდა იქნას მოქცეული საკუთრების
უფლება. Რა შეიძლება წარმოადგენდეს ზემოთ აღნიშნულ სამართლებრივ ჩარჩოებს?
Სამოქალაქო კოდექსი თავად საკუთრების ცნების დეფინიციაშივე განსაზღვრავს
საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლო საფუძვლებს. Პირს შეუძლია ფლობდეს და
განკარგავდეს საკუთარ ნივთს თუ ამ უკანასკნელის განხორციელება არ
ეწინააღმდეგება კანონით ან მხარეთა შეთანხმებით დადგენილ ნორმებს ან ეს
უკანასკნელი არ არის უფლების ბოროტად გამოყენება. Ესე იგი საკუთრების უფლების
შემზღუდავი შესაძლებელია იყოს კანონის იმპერატიული დანაწესები ანდა თავად
მხარეთა შეთანხმება. Თუ რა მოიაზრება ამაში, მარტივად შეგვიძლია მივხვდეთ იმის
გათვალისწინებით, რომ ზოგადად სამოქალაქო სამართალი სამოქალაქო
ურთიერთობებში პირებს აძლევს მოქმედებათა თავისუფლად განხორციელების
საშუალებას მანამ, სანამ ამით არ ირღვევა მეორე მხარის უფლებები. Ესე იგი ,
ნებისმიერ პირს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთით თუ იგი
ამით არ ზღუდავს სხვის საკუთრებას ან სხვის უფლებას. Გარდა ამისა , არ უნდა
დაგვავიწყდეს უფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა , ე .წ შიკანის აკრძალვა ,
რომელიც აგრეთვე მოიაზრება საკუთრების უფლების შემზღუდავ წინაპირობად .
Შიკანის აკრძალვა გულისხმობს, რომ დაუშვებელია პირადი უფლებით სარგებლობა
მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას, იგივე დანაწესები ვრცელდება
საკუთრების უფლებაზეც. Დაუშვებელია საკუთრების უფლების გამოყენება იმგვარად
და მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვა პირს. Ამ უკანასკნელის
პრაქტიკული მნიშვნელობა კარგად ჩანს სამეზობლო სამართალში.

2. იმსჯელეთ საერთო საკუთრების ცნებაზე და მის სახეებზე (5 ქულა);

Საკუთრების უფლებას ექსკლუზიური ხასიათის უფლებაა, რაც გულისხმობს იმას,


რომ იმგვარი უფლებამოსილებებით სარგებლობის უფლება როგორსაც
საკუთრების ცნება მოიცავს და მოიაზრებს, მხოლოდ მესაკუთრეს აქვს. Თუმცა
პირველი შუალედური წერა - სანივთო სამართალი 29.04.2021
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკუთრება შესაძლებელია იყოს რამდენიმე ადამიანისაც, რასაც სანივთო


სამართალში საერთო საკუთრება ეწოდება. Საერთო საკუთრება შესაძლებელია
თანაზიარი ან წილადი თანასაკუთრებით გამოიხატოს. Საერთოდ , ზოგადად
საერთო საკუთრება გულისხმობს, რომ ერთ ნივთზე საკუთრების უფლებით
გათვალისწინებული მოქმედებების განხორციელება შეუძლია რამდენიმე პირს
ერთად, ასე ხდება მაშინ, როდესაც მაგალითად ორი პირი ერთად შეიძენს რაიმე
ნივთს, მაგალითად, მიწის ნაკვეთს. Თუმცა უნდა განვასხვაოთ თანაზიარი და
წილადი საკუთრება. Თანაზიარი საკუთრების დროს ორ პირს ერთი ნივთის ფლობა
შეუძლია მხოლოდ ერთად, მათი უფლება თანაზიარია, რაც შეეხება წილად
საკუთრებას, თითოული მეწილე მოიაზრება საკუთარი წილის მესაკუთრედ და
შეუძლია საკუთარი წილის განკარგვა და ფლობა, მაგალითად, როდესაც პირი
იძენს კომპანიის აქციების 10 პროცენტს, ეს გულისხმობს, რომ იგი ხდება მეწილე,
თუნცა შესაძლებელია ორი პირი ერთდროულად ფლობდეს და განკარგავდეს
კომპანიას, მათ ორივეს ჰქონდეთ მასზე საკუთრების უფლება და მხოლოდ ასე
შეეძლოთ ნივთის განკარგვა, ეს უკანასკნელი იქნებოდა უკვე თანაზიარი
საკუთრების უფლება.

3. განმარტეთ კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელის


უფლებები და მოვალეობები (5 ქულა);
Უპირველეს ყოვლისა, განვსაზღვროთ ვინ არის კეთილსინდისიერი მფლობელი? Რა
კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო იმისათვის , რომ პირი იყოს
კეთილსინდისიერი მფლობელი? Სასამართლო პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები ,
როდესაც ერთი პირი მეორე პირისაგან იძენს რაიმე ნივთს, რომელიც რეალურად ამ
პირს არ ეკუთვნის, თუმცა შემძენმა ეს არ იცის და ვერც მოიაზრებს, რომ
შესაძლებელია მოპარულ ნივთს იძენდეს არაკეთილსინდისიერი მფლობელისაგან ,
შესაბამისად, იგი ხდება ამ ნივთის მფლობელი თუმცა იქიდან გამომდინარე , რომ
ნივთის გასხვისების მომენტში გამსხვისებელი არ წარმოადგენდა უფლებამოსილ
პირს, პირი, რომელსაც გადაეცა საკუთრებისა თუ მფლობელობის უფლება, შეგვიძლია
მოვიაზროთ როგორც კეთილსინდისიერი შემძენი და ამ ნივთის კეთილსინდისიერი
მფლობელი. Ესე იგი, კეთილსინდისიერი მფლობელის უმთავრეს მახასიათებელს
უნდა წარმოადგენდეს მისი კეთილსინდისიერება, მან არ უნდა იცოდეს, რომ ნივთი
შესაძლოა მას არ ეკუთვნოდეს, მისი კეთილსინდისიერება ეჭვს არ უნდა ბადებდეს
იმისათვის, რომ იგი ჩაითვალოს ნივთის კეთილსინდისიერ მფლობელად. Რაც შეეხება
არაკეთილსინდისიერი მფლობელის დეფინიციას, ეს უკანასკნელი მოიაზრებს
მფლობელს, რომელიც ფლობს ნივთს ამ უფლებამოსილების რეალურად ქონის
გარეშე. Კეთილსინდისიერმა მფლობელმა შესაძლებელია შეიძინოს შემდგომ
საკუთრების უფლება თუ კი კეთილსინდისიერების ფაქტი რეალურად სახეზეა ,
როგორც ჩემ მიერ ზემოთ მოყვანილ მაგალითში, რაც შეეხება არაკეთილსინდისიერ
მფლობელს იგი ვალდებულია დააბრუნოს ნივთი მესაკუთრესთან მესაკუთრის მიერ
ამგვარი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში. Მიუხედავად იმისა , რომ
კეთილსინდისიერსა და არაკეთილსინდისიერ მფლობელსაც შეუძლიათ
განახორციელონ ნივთზე უშუალო ბატონობა, კანონი მათ ამის უფლებას არ აძლევს,
ერთ შემთხვევაში კეთილსინდისიერების სამართლებრივი დასაბუთებისას
სამარლებრივი შედეგი იქნება კეთილსინდისიერი მფლობელის მფლობელობის
უფლების საკუთრების უფლებით შეცვლა, ხოლო არაკეთილსინდისიერი
მფლობელობის დროს ნივთის უკან დაბრუნება ან ნივთის განადგურების შემთხვევაში
ზიანის ანაზღაურება, თუ კი ამას მესაკუთრე მოითხოვს და დაასაბუთებს.

4. იმსჯელეთ კერძო სამართლის ობიექტის ცნებაზე, ჩამოაყალიბეთ ქონების ცნება


და მისი სახეები (5 ქულა);
პირველი შუალედური წერა - სანივთო სამართალი 29.04.2021
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Რას ნიშნავს კერძო სამართლის ობიექტი? Ობიექტად ამ შემთვევაში უნდა მოვიაზროთ ის


სამართლებრივი სიკეთე, რომლის დაცვასაც ემსახურება სამართლის ეს მოცემული
დარგი, კერძო სამართლის ობიექტს წარმოადგენს ქონება. Ქონების დეფინიციას
სამოქალაქო კოდექსი არ გვაძლევს, ქონება ეს არის იმ სამართლებრივ სიკეთეთა
ერთიანობა, რომლებსაც იცავს კერძოსამართლებრივი ნორმები და რომლებზეც
შესაძლებელია საკუთრების უფლებით სარგებლობა. Ესე იგი, ქონებად უნდა
მოვიაზროთ ის სამართლებრივი სიკეთეები, რომლებიც შესაძლებელია რომ იყოს
ადამიანის საკუთრების ობიექტები, თუმცა იქიდან გამომდინარე , რომ თავად ქონება
ზოგადი ტერმინია, მასზე როგორც ერთ კონკრეტულ ნივთზე საკუთრების უფლება არ
ვრცელდება, საკუთრების უფლება ვრცელდება ნივთებზე ცალ-ცალკე. Მაგალითად ,
ანდერძით მემკვიდრეობის დროს ვამბობთ რომ ქონება გადადის მემკვიდრეებზე ,
თუმცა რას ნიშნავს ამ შემთხვევაში ქონება? Იგი მოიცავს იმ მატერიალურ და
არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეებს, რომელთა ფლობა და სარგებლობა
შესაძლებელია, ან უფრო ზუსტად, რომლებზედაც საკუთრების უფლების
განხორციელებაა შესაძლებელი. Ეს შეიძლება იყოს როგორც მოთხოვნები და
უფლებები, ამავდროულად, მატერიალური ქონებრივი სიკეთეები, როგორიცაა მიწის
ნაკვეთი, ავტომობილი და ა.შ
5. იმსჯელეთ მფლობელობის დაცვის საშუალებებზე (5 ქულა).
Მფლობელობის დაცვის საშუალებებად შეგვიძლია მოვიაზროთ პოსესორული
მოთხოვნები და მფლობელის თვითდახმარების უფლება, პირველ შემთხვევაში სახეზე
გვაქვს მფლობელისადმი იმგვარი უფლებების მინიჭება, რომ მას შეეძლოს თავისი
მფლობელობის აღდგენა, თუ კი იგი რაიმე მიზეზით შეწყდა, ესე იგი მას აქვს ე.წ
რესტიტუციული ხასიათი, იმ სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენას ემსახურება ,
რომელიც დაირღვა ან შეიცვალა, რაც შეეხება მეორე, თვითდახმარების უფლებას ,
რომელიც ასევე მფლობელობის დაცვის საშუალებაა, იგი გულისხმობს ერთი პირის
მიერ მისი უფლების დარღვევისას შეჩერების უფლებას, თვითდახმარებას , რომლის
მეშვეობითაც პირს შეუძლია შეაჩეროს საკუთარ ნივთზე არაკეთილსინდისიერი
მფლობელობა.

თითოეულ ღია კითხვაზე ამომწურავი პასუხი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით. შუალედური


გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 25 ქულით.

You might also like