You are on page 1of 3

პირველი შუალედური გამოცდა კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებში

ღია კითხვები:

1. იმსჯელეთ საზიარო უფლებების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებზე

• სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით საერთო ანუ თანაზიარი და წილადი


საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. გარიგების
შემთხვევაში საჭიროა გამოვლენილ იქნეს სუბიექტის ნება, რაც ტავისთავად
მიუთითებს იმაზე, რომ გარიგების საფუძველს წარმოადგენს მხარეთა
სურვილის რეალიზაცია. სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა მიერ
თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად დადებული გარიგების თუ
ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება წარმოიშვას კერძოსამართლებრივი
უფლებები, მათ შორის მოიაზრება საზიარო უფლებებიც. მაგალითისთვის
შეიძლება მოვიყვანოთ ორი თმის მოვლის პროდუქტების ორგანიზაცია,
რომელთაც ესაჭიროებათ ძვირად ღირებული ტექნოლოგიები, აუდიო სისტემა
და სკამები ტრენინგების ჩასატარებლად. რაციონალური გათვლების
საფუძველზე ისინი შეთანხმდნენ , რომ ერთობლივი ძალებითა და თანხებით
შეიძინონ აღნიშნული მოწყობილობები. აღნიშნული მოწყობილობების შეძეის
შემდგომ, რათქმაუნდა შეთანხმების საფუძველზე მათ წარმოეშობათ
თანასაკუთრების, ანუ საზიარო უფლება. ხოლო კანონის საფუძველზე
უფლების წარმოშობისას, უფლების დადგენა ხდება კონკრეტული მუხლის
კონკრეტული ნორმის საფუძველზე. მაგალითად ავიღოთ სსკ-ის 195-ე მუხლი,
რომელიც მოძრავი ნივთებების , ერთმანეთტან სერწყმისა და ახალი ერთიანი
ნივთის არსებით სემადგენელ ნაწილებად ქცევისას, ამ ნივთის მესაკუთრეებს
განიხილავს აწ უკვე თანამესაკუთრეებად.

2. იმსჯელეთ საზიარო უფლების საზიარო საგნის რეალიზაციის გზით


გაუქმების სამართლებრივ წინაპირობებსა და შედეგებზე; (5 ქულა)

სსკ-ის 959-ე მუხლის მიხედვით საზიარო უფლების განკარგვისას ანუ


უფლებაზე უშუალო სამართლებრივი ზემოქმედების შედეგად ნივთზე
უფლება შეიძლება რეალიზებულ იქნას. რეალიზაციაში იგულისხმება
საზიარო უფლების სხვა პირისათვის გადაცემა, გაყიდვა. საზიარო უფლების
გაუქმებისათვის საკმარისია საზიარო უფლების მქონე თუნდაც ერთი
სუბიექტის, მონაწილის ნება. სსკ-ის 964-ე მუხლი კონკრეტულად შეეხება
საზიარო უფლების გაუქმებას საგნის გაყიდვით, ანუ რეალიზაციით,
იმისათვის რომ შევძლოთ ამ მუხლის გამოყენება უნდა არსებობდეს შემდეგი
წინაპირობები, პირველ რიგში საზიარო საგნის გაყოფა და რეალიზაცია არ
უნდა იყოს აკრძალული კანონით, სხვა შემთხვევაში კი საზიარო საგნის
რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმება შესაძლებელია მაშინ,
როდესაც ნატურით გაყოფა ვერ ხერხდება ანუ საზიარო საგანის ისე დაყოფა
ვერ ხერხდება, რომ მან ქონებათა ღირებებულების შემცირება არ გამოიწვიოს.
თუ ორივე პირობა საზეა, სსკ-ის 964 მუხლის აღსრულებისათვის საჭირო რჩება
მხოლოდ საზიარო ნივთის, დაგირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის
გაყიდვა და ამონაგების განაწილება.

3. იმსჯელეთ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისა და უსაფუძვლო


გამდიდრების მთავარ განმასხვავებელ სამართლებრივ წინაპირობებზე;
4. რას გულისხმობს ნამდვილი და არანამდვილი დავალების გარეშე სხვისი
საქმეების შესრულება? (5 ქულა)

დავალების გარეშე სხვისი საქმის შესრულება შეიძლება შეიძლება გავყოთ ოტ


ნაწილად. პირველ შემთხვევაში ნამდვილ ხოლო მეორე შემთხვევაში
არანამდვილად. ნამდვილი დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებას
აქვს სტანდარტული სახე და იგი სხვისი საქმის შემსრულებლისაგან მოითხოვს
იმის გააზრებას, რომ მისი ქმედება მიმართულია სხვისი საქმის
შესრულებასტან და მას არანაირი ვალდებულება თუ მოვალეობა არ გააცნია
შემდეგი ქმედების განხორციელებისას. მაგრამ არანამდვილის შემტხვევაში
პირი ამ საქმეს ასრულებს გარკვეული წარმოდგენითა და ვარაუდით,რო ეს
მისი შესასრულებელი საქმე იყო. მათი დიფერენცირება მნიშვნელოვანია
ვინაიდან არანამდვილი დავალების გარესე სხვისი საქმეების შესრულება
გამორიცხავს შემდეგი სსკ-ის 969-975-ე კანონების გამოყენებას. ანუ
შემსრულებელს გამოერიცხება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლების
მოტხოვნა , რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს დავებს ამ საკითხთან
დაკავშირებით, ანუ შესრულებული, გაწეული საქმისათვის, სამუშაოსათვის
ხარჯების ანაზღაურების უფლება.

5. იმსჯელეთ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების მომიჯნავე


ინსტიტუტებთან მსგავზსებაზე.

პირველ რიგში უნდა განვმარტოთ დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება,


რომელიც კანონისმიერი ვალდებულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია
და იგი სსკ-ის 969-975-ე მუხლებით წესრიგდება. იმისათვის რომ შემსრულებელი
მოიაზრებოდეს სუბიექტად აუცილებელია რომ მან სხვისი საქმე ისე წარმართოს,
რომ მას საამისოდ არც მოვალეობა ჰქონდეს და არც უფლებამოსილება. მას არ უნდა
ჰქონდეს წარმოსახვითი ცოდნა, რწმენა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სათავისო
საქმეს ასრულებს, წინაანღმდეგ შემთხვევაში მისი მოქმედება და განზრახვა ვერ
მოწესრიგდება ზემოთ ნახსენები ნორმებით. შეიძლება ვთქვათ, რომ დავალების
გარესე სხვისი საქმის შესრულება ახლოს დგას ისეთ ვალდებულებასთან, რომელიც
გულისხმობს უფლებამოსილების გადაცემას. სხვისი საქმეების წარმოებას და
დავალება ერთმანეთს გარკვეულწილად ემსგავსება. მათი მსგავსება გამოიხატება
გარკვეულ კრიტერიუმებში. მაგალითად სხვისი საქმეების შემსრულებელს ისევე
როგორც დავალების ხელშეკრულებაში მოქმედ სუბიექტს წარმოეშობათ საქმეების
ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების ვალდებულება. გარდა ამისა ისევე
როგორც სხვისი საქმის შემსრულებელი ვალდებულია პირველი
შეაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატროეს რომ იკისრა აქმის შესრულება , რომელიც
მას მოეთხოვება სსკ-ის 971-ე მუხლით ასევე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
შედის რწმუნებულის ანუ დავალების შემსრულებლის ინტერესებშიც, რომელსაც სსკ-
ის 713-ე მუხლის 1-ლი ნაწილი წარმოშობს. ორივე შემთხვევაში გაწეული ხარჯების
ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოეშობათ, ერთს სსკ-ის 971-ე მუხლით
მეპატრონის ხოლო მეორეს სსკ-ის 717-ე მუხლით მარწმუნებლის მიმართ.

ელენე ნარმანია მე-6 ჯგუფი

You might also like