You are on page 1of 7

დავალება 3

საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის


პრეს-სამსახურის უფროსს გამოეცხადა სიტყვიერი მადლობა და გადაეცა ფულადი
ჯილდო.

განსაზღვრეთ, საქმიანობის რომელი სამართლებრივი ფორმა გამოიყენა


საქართველოს მთავრობამ?

ამოხსნა:
ჰიპოთეზა:

საქართველოს მთავრობამ შესაძლოა გამოიყენა სზაკ-ის მეორე მუხლის პირველი


ნაწილის დ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.

ნორმა:

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული


ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან
ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის
უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე
განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს
მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს
სამართლებრივი შედეგები.

სუბსუმცია:

ადმინისტრაციული ორგანო საქმიანობის განხორციელების პროცესში შესაბამის


ფორმებს იყენებს - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,
ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რეალური მოქმედება და
ადმინისტრაციული ხელშეკრულება. მოცემულ კაზუსთან მიმართებაში ჩვენი
განხილვის ობიექტს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი ანუ ინდაქტი.
ინდაქტის ინსტიტუტი წარმოიშვა ხელისუფლების დანაწილების და
სამართლებრივი სახელმწიფოს დოქტრინის გათვალისწინებით. ხელისუფლების
სამშტოვანმა დანაწილებამ შესაძლებელი გახადა თითოეული სახელისუფლებო
შტოსა და მათი საქმიანობის დამოუკიდებელი სფეროს გამოყოფა. ხოლო, რაც შეეხება
სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს, მისმა მოქმედებამ საჭირო გახადა ისეთი
ინსტიტუტების არსებობა, რომელიც ცალკეული ინდივიდების უფლების დაცვას
უზრუნველყოფდა. სწორედ ასეთ ინსტიტუტს წარმოადგენს ინდაქტი, რომლის
მეშვეობითაც ხდება საკანონმდებლო მოწესრიგების ინდივიდუალიზაცია და
კონკრეტიზაცია. მისი მთავარი მიზანია საჯარო მმართველობის სამართლებრივი
სახელმწიფოს წესრიგის ქვეშ მოქცევა. ამის საფუძველზე იურიდიულ
ლიტერატურაში გამოიყოფა ინდაქტის ოთხი ფუნქცია: 1. მატერიალურ-
სამართლებრივი - ინდაქტით ხდება კანონით მოწესრიგებული ურთიერთობის
კონკრეტიზაცია და ინდივიდუალიზაცია.მხოლოდ მისი გამოცემის შემთხვევაში
ხდება ის ცალკეული სუბიექტების უფლებების ან აკრძალვების დამდგენი.ეს ფორმა
აძლევს შესაძლებლობას მის ადრესატს გაიგოს რისი უფლება აქვს მას ან რას ითხოვენ
მისგან.ინდაქტის მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში,რომ
ის არის კანონის მოთხოვნის ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირზე
გავრცელების საშუალება; 2. აღსრულება-სამართლებრივი - ინდაქტის გამოცემა
აძლევს შესაძლებლობას მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს აღასრულოს ეს
აქტი,კანონით დადგენილი აღსრულების საშუალებების გამოყენებით; 3. წარმოება-
სამართლებრივი- ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ადმინისტრაციული
აქტის გამოცემის მიზნით.ეს მიზანი არის ადმინისტრაციული წარმოების
განხორციელების წინაპირობა,ხოლო ინდაქტი არის წარმოების ფინალი-მისი
პროდუქტი; 4. საპროცესო-სამართლებრივი - მმართველობის განხორციელება
ინდაქტის ფორმით მის ადრესატს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვროს უფლების
დაცვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი საშუალება-სარჩელის შესაბამისი სახე.

ქართული კანონმდებლობა იცნობს ინდაქტის ლეგალურ დეფინიციას, რომელიც


მისი შემადგენელ ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობას იძლევა. სზაკის 2.1.დ
მუხლის თანახმად, „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“

ცნების მაგვარი განმარტების შესაბამისად შესაძლოა აქტის ოთხ ნაწილად დაყოფა:


„ადმინისტრაციული ორგანო“, „ადმინისტრაციული კანონის საფუძველზე“,
„სამართლებრივი აქტი“, „აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს“. ყოველივე ეს
კუმულატიურად უნდა სრულდებოდეს იმისთვის, რომ მმართველობითი
ღონისძიება ინდაქტად ჩაითვალოს.

კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობამ გამოსცა


განკარგულება, რომლის მიხედვითაც მთავრობის პრეს-სამსახურის უფროსს
გამოეცხადა სიტყვიერი მადლობა და გადაეცა ფულადი ჯილდო. ინდაქტის
შემადგენელი ნაწილების დაყოფის თანახმად, საქართველოს მთავრობა უნდა იყოს
ადმინისტრაციული ორგანო. გამომდინარე იქიდან, რომ აღმასრულებელი
ხელისუფლება მიიჩნევა ადმინისტრაციული სამართლის განმახორციელებელ
სახელისუფლებო შტოდ, იგი პირდაპირ მოიაზრება ადმინისტრაციულ ორგანოდ.
მეორე პირობას წარმოადგენს მიღებული აქტის ლეგალური საფუძვლები, რომელიც
ასევე სრულდება, რადგან მთავრობას და სხვა სახის დაწესებულებებს, რომლებიც
ასაქმებენ ადამიანებს აქვთ უფლება პრემიის სახით წაახალისონ და დააფასონ
თანამშრომელთა გაწეული შრომა. მესამე ელემენტი გულისხმობს სამართლებრივ
აქტს, ამ შემთხვევაშიც სრულდება ეს პირობაც, რადგან კაზუსში არ არის მითითება
ამის საპირისპიროს მტკიცებისა. და შემადგენლობის ბოლო საფეხურის თანახმად
მითითებული მმართველობითი ღონისძიება უნდა აწესებდეს, ადასტურებდეს,
ცვლიდეს ან წყვეტდეს რაიმეს. თანამშრომლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემაც
აკმაყოფილებს ამ მოცემულობას. ამდენად, ინდაქტის შემადგენლობის ყველა
კომპონენტი სახეზეა.
იმისათვის, რომ მოცემული შემთხვევა ინდაქტად მივიჩნიოთ უნდა განვიხილოთ
აქტის ადრესატთა წრე და შემთხვევათა სახე. ინდაქტი სახეზეა, როდესაც
ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართულია პირის ან პირთა
შეზღუდული წრისაკენ. კონკრეტულია პირთა წრე მაშინ, როდესაც
გადაწყვეტილების მიღებისას გარკვეულია თუ ვის ეხება ის. მოცემულ კაზუსში საქმე
გვაქვს ინდივიდუალურად განსაზღვრულ პირთა წრესთან. თუმცა
გასათვალისწინებელია ისიც, რომ აქტი ინდივიდუალურია, როდესაც ის არა ერთ
კონკრეტულ პირს, არამედ ობიექტურად განსაზღვრულ ან განსაზღვრებად პირთა
ჯგუფს მოიცავს. განსხვავებას ინდივიდუალურ და გენერალურ მოწესრიგებას შორის
განაპირობებს განსაზღვრებადია თუ არა ეს წრე და არა პირთა რიცხობრივი
რაოდენობა. მოცემულ კაზუსში, სამართლებრივი აქტი მიემართება მთავრობის პრეს-
სამსახურის უფროსს და შესაბამისად ადრესატების თვალსაზრისით, იგი გამოდის
ინდივიდუალურად განსაზღვრული.
რაც შეეხება შემთხვევათა კლასიფიკაციას, ამ თვალსაზრით განირჩევიან
კონკრეტული ან აბსტრაქტული შემთხვევები. კონკრეტულად ითვლება აქტი,
რომელიც კონკრეტული საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით არის
„ერთჯერადი“, ხოლო აბსტრაქტულად ითვლება შემთხვევა, რომელიც საქმის
გარემოებებს ასახავს ზოგადად და მის საფუძველზე შესაძლოა არსებობდეს
განუსაზღვრელი რაოდენობის კონკრეტული შემთხვევები. განსხვავებით
ნორმატიული აქტისაგან, სადაც გენერალური პირთა წრე და აბსტრაქტული
შემთხვევა კუმულატიურად უნდა სრულდებოდეს, ინდაქტის შემთხვევაში
მისაღებია ალტერნატიული კომბინაციები. კაზუსის ფაბულის თანახმად პრეს-
სამსახურის უფროსი გადაეცა ფულადი თანხა და მადლობა გაწეული
სამსახურისთვის. ცხადია, პრემიის გაცემა არის კონკრეტული შემთხვევა.
ორგანოს ქმედება ცალსახად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ
არის მიმართული. ინდაქტი მიმართულია სამართლებრივი მოწესრიგებისაკენ. ამ
უკანასკნელის არსი იმაში მდგომარეობს, რომ განხორციელებული ღონისძიება,
ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად, იქითკენაა მიმართული, რომ
ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალო სამართლებრივი
შედეგი წარმოშვას. სამართლებრივი შედეგის გარეშე ინდაქტი არ გვაქვს სახეზე ანუ
როდესაც საჯარო დაწესებულების მხრიდან მხოლოდ ინფორმაციის, დარიგების ან
ახსნა-განმარტების მიწოდებასთან ან ფაქტობრივ გარემოებათა დადეგნის მიზნით
განხორციელებული მოქმედება გვაქვს სახეზე. კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე
სამართლებრივი შედეგი სახეზე გვაქვს - პრემიის გადაცემა, თუმცაღა თუ ეს აქტი
მხოლოდ მადლობის გადახდით შემოიფარგლებოდა და თანხის გადაცემასთან საქმე
არ გვექნებოდა, მაშინ ვერ ჩავთვლიდით ინდაქტად.
დასკვნა:

კაზუსში ითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მოცემული მსჯელობიდან


გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ საქმიანობის სამართლებრივი ფორმად
გამოიყენა ინდაქტი.
დავალება 4

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქე ნიკა სარიშვილთან დადო


სამხედრო - კონტრაქტი (ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც შესაბამისი
ანაზღაურების საფუძველზე ნიკას უნდა შეესრულებინა პროფესიული საქმიანობა.
წლების განმავლობაში ნიკა უპრობლემოდ ასრულებდა საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს დავალებას, თუმცა ბოლო 8 თვის განმავლობაში მან არ შეასრულა
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა
ნიკას უჩივლოს სასამართლოში და მოითხოვოს მისგან ხელშეკრულებით ნაკისრი
ვალდებულების შესრულება.

განსაზღვრეთ, მოცემულ კაზუსში რომელი ტიპის ხელშეკრულებასთან გვაქვს საქმე


(სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული) და დავის შემთხვევაში რომელმა კოლეგიამ
უნდა განიხილოს დავა?

ამოხსნა:

ჰიპოთეზა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქე ნიკა სარიშვილთან შესაძლოა


დადო ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

ნორმა:

ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო


უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან,
აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-
სამართლებრივი ხელშეკრულება;

სუბსუმცია:

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს


ადმინისტრაციული ხელშეკრულება. ეს უკანასკნელი არის ორმხრივი ან
მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი
ურთიერთობის დაწყების, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. ადმინისტრაციული
ხელშეკრულების ერთ-ერთი სავალდებულო მხარე ადმინისტრაციული ორგანოა.
ცხადია, ის არ იყენებს სამოქალაქო სამართალში გაბატონებულ კერძო ავტონომია და
მოქმედებს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. კაზუსის ფაბულიდან
გამომდინარე, ხელშეკრულება დაიდო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და
მოქალაქე ნიკა სარიშვილს შორის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რადგან ამ უკანასკნელში მოიაზრება
ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო/დაწესებულება, საჯარო
სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ
უფლებამოსილებებს.(სზაკ 2.1.ა მუხლი). მოქალაქე ნიკა სარიშვილი კი, ცხადია, არის
ფიზიკური პირი. ამდენად, ეს ნაწილი დაცულია და ხელშეკრულების ერთ-ერთი
მხარე ნამდვილად არის ადმინისტრაციული ორგანო. ამასთან ხელშეკრულების
დადებაში თავისთავად იგულისხმება ორმხრივი ნების არსებობა (ოფერტი და
აქცეპტი), რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში თუ მხარეების ნებას არ
პრაქტიკაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული და სამოქალაქო-
სამართლებრივი ხელშეკრულების გამიჯვნა ერთმანეთისაგან იმის
გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია დადოს როგორც
ადმინისტრაციული, ისე სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. სზაკ-ის 2.1.ზ
მუხლის თანახმად ხელშეკრულების სამართლებრივ ბუნებას განსაზღვრავს მისი
მიზანი. გასათვალისწინებელია, რომ მხარეების სამართლებრივი სტატუსის დადგენა
არ არის საკმარისი ხელშეკრულების ბუნების ამოსაცნობად, რადგან ორ
ადმინისტრაციულ ორგანოს შორისაც შესაძლოა დაიდოს სამოქალაქო-
სამართლებრივი ხელშეკრულება. როგორც ზემოთ ითქვა, მთავარია მიზანი,
რომელიც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს. გამიჯვნისას
გადამწყვეტია თუ როგორია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი
ბუნება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხელშეკრულებით ნაკისრ
ვალდებულებებს. იმისათვის, რომ ხელშეკრულება ჩავთვალოთ
ადმინისტრაციულად ის უნდა ემსახურებოდეს ადმინისტრაციული სამართლის
ნორმების შესრულებას ან შეიცავდეს ადმინისტრაციულ აქტის გამოცემის ან სხვა
მმართველობითი ღონისძიების განხორციელების საჭიროებას ადგენდეს ან
მოქალაქის საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს ან ვალდებულებებს
განსაზღვრავდეს. მოცემულ კაზუსში საქმე გვაქს ამ უკანასკნელთან, რადგან
მითითებული ხელშეკრულება ავალდებულებს მოქალაქე ნიკა სარიშვილს
შეასრულოს პროფესიული მოვალეობა. ხელშეკრულების დადებით
ადმინისტრაციული ორგანო ახდენს საჯარო ინტერესიდან გამომდინარე დასახული
ამოცანის განხორციელების დელეგირებას ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ საქმე გვაქვს სამხედრო კონტრაქტთან მის მიზანს
წარმოადგენს სამხედრო სამსახური. სამხედრო სამსახური, თავის მხრივ, ემსახურება
არა კერძო, არამედ საჯარო ინტერესებს. მისი მიზანია ქვეყნის დაცვა ან არჩეული
ევროატლანტიკური კურსიდან გამომდინარე გარკვეული მისიების შესრულება
(ავღანეთში ან ერაყში მსახურობა). ამდენად, მითითებული ხელშეკრულებას აქვს
საჯარო-სამართლებრივი მიზანი. გამომდინარე აქედან, დარწმუნებით შეგვძლია
ვთქვათ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქე ნიკა სარიშვილთან
დადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულება.
ვინაიდან უკვე დავადგინეთ დადებული ხელშეკრულების ბუნება და ის აღმოჩნდა
ადმინისტრაციული ხასიათის, შესაბამისად დავა უნდა განიხილოს ადმინისტრაციული
სასამართლოს კოლეგიამ.

დასკვნა:

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქე ნიკა სარიშვილთან დადო


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლის დარღვევისას
წამოწყებული დავა უნდა განიხილოს ადმინისტრაციული სასამართლოს კოლეგიამ.

You might also like