You are on page 1of 3

კაზუსის ამოხსნა

I.სამართლებრივი ფორმის დადგენა


ჰიპოთეზა: შესაძლოა * მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
სამართლის ნორმა: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2
მუხლის 1- ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი: „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული
კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი
აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა
შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული
საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები."
სუბსუმცია: ინდაქტის ცნება შედგება 4 ელემენტისგან:
1. ადმინისტრაციული ორგანო;
2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე;
3. ინდივიდუალური ხასიათი;
4. მოწესრიგება.
1. ადმინისტრაციული ორგანო
ჰიპოთეზა: შესაძლოა * არის ადმინისტრაციული ორგანო.
სამართლის ნორმა: სზაკის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
„ადმინისტრაციული ორგანო-ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული
პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი
სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს
საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს."
სუბსუმცია: როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ადმინისტრაციული ორგანოს
ლეგალური დეფინიცია ორ ნაწილად იყოფა, რომლებშიც, შესაბამისად, მოცემულია
ადმინისტრაციული ორგანოს ორი-ორგანიზაციული და ფუნქციური გაგება.
ორგანიზაციული გაგებით-ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული
პირები.
ფუნქციური გაგებით-ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ
უფლებამოსილებას.
მოცემული კაზუსის მიხედვით***
დასკვნა: * არის ადმინისტრაციული ორგანო, როგორც ფუნქციური, ისე
ორგანიზაციული გაგებით.
2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ვინაიდან, კაზუსიდან ვარკვევთ, რომ * მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიღებულია
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და კაზუსის ფაბულა არ შეიცავს
საპირისპირო სახის ინფორმაციას, ამ საკითხზე დამატებითი მსჯელობის საჭიროება
არაა.
ან/ ვინაიდან კაზუსში არ არის რაიმე საპირისპირო ინფორმაცია, უნდა დავასკვნათ,
რომ * მიერ მიღებული გადაწვეტილება ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე იქნა მიღებული.
3. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი
ჰიპოთეზა: შესაძლოა, * მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური
შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სამართლის ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი-
„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს."
სუბსუმცია: ინდაქტის ცნების დადგენა მხოლოდ ინდაქტისა და ნორმატიული
სამართლებრივი აქტის გამიჯვნით, ადმინისტრაციული ორგანოს სამართლებრივი
ფორმის ადრესატისა და ობიექტების ურთიერთშეჯერებით არის შესაძლებელი.
ინდაქტის ერთ-ერთი ფუნქცია, კერძოდ, მატერიალურ-სამართლებრივი ფუნქცია
ვლინდება ინდივიდუალიზაციაში, იგი კონკრეტულ შემთხვევებზე დადის.
შესაბამისად, ინდაქტის არსებითად მნიშვნელოვანი ელემენტი არის ის, რომ ის იყოს
ინდივიდუალური შინაარსის მქონე, უნდა ეხებოდეს ერთ პირს ან პირთა
განსაზღვრებად ჯგუფს.
სამართლებრივი აქტის ინდივიდუალურად და ნორმატიულად დაყოფა, მხოლოდ
ადრესატთა წრის მიხედვით, ვერ მოგვცემს სასურველ შედეგს, მნიშვნელოვანია
მოწესრიგების ორი სტრუქტურული ელემენტის განხილვა: ადრესატთა წრე და
შემთხვევა. აღსანიშნავია ის, რომ ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი მაშინ გვაქვს სახეზე, როცა ადრესატთა წრე არის გენერალური და შემთხვევა
აბსტრაქტული.
სამართლებრივი აქტი ინდივიდუალური ხასიათისაა მაშინ, როდესაც ის
მიმართულია კონკრეტული პირისკენ ან პირთა განსაზღვრული ჯგუფისკენ. რაც
შეეხება შემთხვევას, კონკრეტულია სამართლებრივი აქტი, რომელიც კონკრეტული
საქმის ვითარებას ასახავს და თავისი ბუნებით "ერთჯერადია".
მოცემული კაზუსის ფაბულის მიხედვით, ***
დასკვნა: ამდენად, * მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური
შინაარსის.
4. მოწესრიგება
ჰიპოთეზა: შესაძლოა, * მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს მომწესრიგებელი
ხასიათი.
სამართლის ნორმა: სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის
თანახმად, ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი აწესებს,
ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლება-
მოვალეობებს.
სუბსუმცია: მოწესრიგება, ეს არის სამართლებრივი შედეგები, რომელსაც იწვევს
ინდაქტი. მოწესრიგების ელემენტი ნიშნავს, რომ ინდაქტმა რაღაც დააწესა, რაღაც
დაადასტურა, შეცვალა ან შეწყვიტა, ანუ მან წარმოშვა სამართლებრივი შედეგები,
გავლენა იქონია პირის სამართლებრივ მდგმარეობაზე, ის პირის უფლება-
მოვალეობებს შეეხო ან სამართლებრივი სტატუსი დაადგინა. შესაბამისად,
მმართველობით ღონისძიებას მაშინ აქვს მომწესრიგებელი ბუნება, როდესაც ის
ახდენს მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზე ზეგავლენას, მისი
უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრას.
მოცემულ შემთხვევაში, ***
დასკვნა: მაშასადამე, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს
მომწესრიგებელი ბუნება.
შუალედური დასკვნა: ვინაიდან, სახეზეა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის ცნების შემადგენელი ოთხივე ელემენტი, კომისიის მიერ
მიღებულიგადაწყვეტილება სამართლებრივი ფორმის თვალსაზრისით არის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

You might also like