You are on page 1of 2

4) დამოუკიდებელი ორგანოს მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-

სამართლებრივი აქტის მიღების წესი.

ზაკ-ის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის


ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის
საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც
აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ
აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული
გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის
დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები,რაც შეეხებ აქტის ფორმას
იგი დასაშვებია იყოს გამოცემული როგორც წერილობით,ისე ზეპირი ფორმით.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოსცეს


მხოლოდ დამოუკიდებელმა ორგანომ (სავალდებულო მანდატირება) ისეთ
შემთხვევაში, თუ მიიღება სახელმწიფო (მუნიციპალური) ქონების (საწარმოს)
პრივატიზაციის შესახებ გადაწყვეტილება, მაშინ როდესაც ფასი 100 000 ლარს
აღემატება. შესაძლებელია, რომ კანონით დამოუკიდებელი ორგანოს მიერ სხვა სახის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის
სავალდებულოობაც დადგინდეს.

დამოუკიდებელი ორგანო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ


აქტს გამოსცემს ადმინისტრაციული წარმოებისათვსი სზაკ-ით დადგენილი წესების
შესაბამისად.

დამოუკიდებელი ორგანო შეიძლება ერთი ან რამდენიმე ფიზიკური ან იურიდიული


პირისაგან შედგებოდეს, რომელთაც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნიათ და
შეუძლიათ უზრუნველყონ საკითხის მიუკერძოებლად გადაწყვეტა. რაც შეეხება
დამოუკიდებელი ორგანოს დანიშვნის საკითხს, ღია ტენდერის საფუძველზე მას
ნიშნავს ის ადმინისტრაციული ორგანოს, რომლის კონპეტენციასაც განეკუთვნება
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა. დამოუკიდებელი ორგანო შესაძლოა დაინიშნოს
საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ. ეს
უკანასკნელნი უფლებამოსილნი არიან საჩივრის გადასაწყვეტად დანიშნონ
დამოუკიდებელი ორგანო.

აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ ადმინისტრაციული საჩივრის
წარდგენა ზემდგომ ინსტანციაში დაუშვებელია. იგი შეიძლება მხოლოდ
სასამართლოშ გასაჩივრდეს.

You might also like