You are on page 1of 6

კაზუსის ამოხსნის სქემა (განმარტებებით)

ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

სქემის მიხედვით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის


სამართლებრივი ფორმის კანონიერების შემოწმება

შენიშვნა: სავალდებულოა, ყველა საკითხი სტუდენტმა შეამოწმოს 4 საფეხურის


მიხედვით: ჰიპოტეზა, ნორმა, სუბსუმცია,დასკვნა. აღნიშნულზე იხილეთ შენიშვნა,
რომელიც ბოლოშია თანდართული.

A ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


კანონიერების შემოწმება:

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


დადგენა

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის თუ


არა სახეზე სტუდენტი არკვევს ცნების ოთხი ელემენტის
(მუხ.2.1.დ.) ანალიზის/დასაბუთების მიხედვით
ამასთან, კაზუსის ამოხსნისას თუ ცნების რომელიმე ელემენტი უკვე დადგენილი გაქვთ,
აღარ არის საჭირო ხელმეორედ იგივეს დადგენა, მიუთითებთ, რომ ამაზე უკვე
იმსჯელეთ და დაადგინეთ/განსაზღვრეთ.

1. ადმინისტრაციული ორგანო
ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება(მუხ.2.1.ა.), ცნების ელემენტების
ანალიზი

ა)ორგანიზაციულ-სამართლებრივი და
• ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური
და რელიგიური გაერთიანებისა)
ბ)ფუნქციონალური გაგება
• საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო-სამართლებრივი
უფლებამოსილების განხორციელება,
• “ნებისმიერი სხვა პირი” და მის მიერ შესრულებული საჯარო-სამართლებრივი
უფლებამოსილება

1
თითოეული ელემენტის ფარგლებში, შესაბამისად, სტუდენტი ამოწმებს
რომელი ადმინისტრაციული ორგანოა სახეზე-სახელმწიფო თუ ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული
პირი თუ საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი ნებისმიერი სხვა
პირი, რატომ არის ეს ნებისმიერი სხვა პირი ადმინისტრაციული ორგანო.
ასრულებს თუ არა კაზუსში მითითებული ორგანო/დაწესებულება/ნებისმიერი
სხვა პირი საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას, სტუდენტი თეორიული
ცოდნის გამოყენებით მსჯელობს რატომაა კაზუსში მოყვანილი
უფლებამოსილება საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების
განხორციელება;

2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე:


• ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს ის
მმართველობითი ღონისძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული
სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად ახორციელებს.

 ადმინისტრაციული კანონმდებლობის ლეგალური დეფინიცია


მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი არ არის. ყურადღება უნდა
მიექცეს სამართლებრივი ურთიერთობათა მომწესრიგებელი ქცევის
წესის/ნორმის ბუნებას - არის თუ არა ის ადმინისტრაციული.
 კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის
ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებდა თუ არა
ადმინისტრაციული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე.
შესაბამისად, სამართლებრივი ნორმები, რომლებიც აწესრიგებენ
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ურთიერთობებს, ქმნიან
ადმინისტრაციულ კანონმდებლობას.

1. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი:

 ადრესატთა წრის განსაზღვრა: პირი ან პირთა შეზღუდული წრე


• ინდივიდუალური პირთა წრე (კონკრეტული პირი/პირები ან
განსაზღვრადია თუ არა პირთა ჯგუფი.

 კონკრეტული შემთხვევა
• კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა
• პირის უფლების დადგენა
• საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვანი თვისების დადგენა

ამ ორ კრიტერიუმზე (ადრესატთა წრე, კონკრეტული შემთხვევა) მსჯელობით,


სტუდენტი იმავდროულად არკვევს სახეზე არის თუ არა ქცევის ზოგადი წესი, ანუ
ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და ნორმატიულ
ადმინისტრაციულ-ამართლებრივი აქტების ერთმანეთისაგან გამიჯვნას .
2
1. awesebs, cvlis, wyvets an adasturebs piris samarTlebriv mdgomareobas
(mowesrigebis elementi)
ამ ელემენტზე მსჯელობით სტუდენტი არკვევს იწვევს თუ არა კაზუსში
აღწერილი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება სამართლებრივ შედეგს, თუ სახეზეა
მმართველობითი ღონისძიება, რომელიც არ არის მიმართული კონკრეტული
სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისაკენ(რეალაქტი).

I.a) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახის


განსაზღვრა ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით:

 აღმჭურველი
 შემზღუდველი

სტუდენტი განმარტავს რა არის აღმჭურველი ან შემზღუდველი აქტი, იმის


მიხედვით თუ რომელი აქტია სახეზე და ასაბუთებს, რატომ არის კაზუსში
მითითებული სამართლებრივი აქტი აღმჭურველი ან შემზღუდველი

I. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


კანონიერების შემოწმება:

studenti dasabuTebas axdens kazusis faqtobrivi garemoebaTa


dadgenis, analizis, szak-is Sesabamisi normis, principebis, kazusSi
dasaxelebuli normebis miTiTebis, ganmartebis safuZvelze:

1. formaluri kanoniereba :

1.1. უფლებამოსილება;
• სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ა)საგნობრივად და ბ)ტერიტორიულად
უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
1.2. ადმინისტრაციული წარმოების სათანადო სახე (მუხ.72.1, ასევე მუხ. 72.2.)
1.3. აქტის ფორმა (მუხ.51);
1.4. დასაბუთება (მუხ.53);
M
2. მატერიალურიკანონიერება:

ა. უფლებამოსილების სამართლებრივი საფუძვლები (საკანონმდებლო


ნორმა, რომლის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცა+მუხ.5);
ბ. მატერიალური სამართლის ნორმებთან შესაბამისობა;
გ. ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპების დაცვა (კაზუსის
შინაარსის გათვალისწინებით, სტუდენტმა უნდა განსაზღვროს რომელიმე
პრინციპის, რომლის შესრულებაც ევალებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს
3
და დაარღვია, არის თუ არა სახეზე და შესაბამისი დასაბუთებით უნდა
იმსჯელოს ამ საკითხზე):
 კანონიერების პრინციპი;
• დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება/მართლზომიერება;
• თანაზომიერების პრინციპი (საჯარო და კერძო ინტერესების
თანაზომადობა);
• კანონის წინაშე თანასწორობა;
• უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე;
• საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტა;
• საქვეყნოობა და საიდუმლოება;
• კეთილსინდისიერება და კანონიერი ნდობა;
• ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება;
• დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი მოსაზრების წარდგენის უფლება
• ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება

III. შემაჯამებელი დასკვნა:

სტუდენტი აჯამებს დასკვნებს სზაკ-ის მე-60(პრიმა) მუხლთან


მიმართებით (შესაბამისი დასაბუთებით):

3. კანონიერია თუ არა აქტი


4. უკანონოა (ბათილია თუ არა) თუ არა აქტი (სზაკ-ის მე-
60(პრიმა)მუხლის პირველი ნაწილის თანახმად)
• ეწინააღმდეგება კანონს
• არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის
კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები (რაში
გამოიხატება არსებითი დარღვევა უნდა განიმარტოს)
 არსებობს თუ არა ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობა/საფუძველი
5. არსებობს თუ არა კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი აქტის
ბათილად ცნობის საფუძველი
6. არსებობს თუ არა მოყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების
საფუძველი
7. განსაზღვრავს (შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში) ბათილად
ცნობილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების
შეწყვეტის შესაძლო სამართლებრივ შედეგს -
(მისი ძალაში შესვლის დღიდან, მისი ბათილად ცნობის დღიდან,
მომავალში კონკრეტული თარიღის მითითებით).
4
შენიშვნა:
4 safexuriს მიხედვით ნიშნავს - სქემაში მითითებული საკითხების
ამოხსნა ხდება Semdegi 4 საფეხურით: ჰიპოტეზა, ნორმა, სუბსუმცია,
დასკვნა.
მაგალითად, თუ ვამოწმებთ აქტის ფორმას - (1)ჰიპოთეზა -
ჰიპოთეტურად ხდება იმის დაშვება, შესაძლოა თუ არა, რომ დაცული
იყოს აქტის ფორმა, (2) ნორმა - შემდეგ უნდა moviZioT/მივუთითოთ
kazusis gadawyvetisaTvis mniSvnelovani normebi, მათი იმ
დებულებების/ნორმატიული შინაარსის მითითებით, რომელიც
მნიშვნელოვანია კაზუსის გადაწყვეტისათვის, ნორმები unda
davalagoT SemowmebisaTvis mizanSewonili TanmimdevrobiT,
(3)სუბსუმცია - unda movaxdinoT am normebis
gamoyeneba/განმარტება/დასაბუთება kazusTan/კაზუსის
ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან mimarTebiT
(subsumcia) და ბოლოს (4) დასკვნა- დასკვნაში ხდება ჰიპოთეზაზე
პასუხის გაცემა - მაგალითად, დაცულია თუ არა აქტის წერილობითი
ფორმა.

მსჯელობა - მსჯელობაში შესაძლებელია წარმოადგინოთ აზრთა


სხვადასხვაობა. სამართლის ნორმის ფაქტობრივი ელემენტების
ინტერპრეტაციასთან და შეფასებასთან დაკავშირებით ჩვეულებრივ
არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. თუ სუბსუმციის
ფარგლებში განიხილება ასეთი კრიტიკული საკითხი, საჭიროა
მისი გამოყოფა სადავო საკითხად, რათა მკითხველისათვის
გასაგები იყოს, რაში მდგომარეობს პრობლემა. შემდეგ ხდება
მეცნიერებაში გავრცელებული მოსაზრებებისა და კონკრეტულ
შემთხვევაზე მათი გავლენის წარმოჩენა.
• არსებული აზრთა სხვადასხვაობის გადაწყვეტა საჭიროა
მაშინ, როდესაც ერთ-ერთ მოსაზრებაზე დაყრდნობას
განსხვავებულ შედეგამდე მივყავართ. ამ შემთხვევაში დასკვნის
ავტორი უნდა მიემხროს ერთ-ერთ ალტერნატივას ან გააკეთოს
საკუთარი ინდივიდუალური დასკვნა.
• დავის გადაწყვეტის ფარგლებში მნიშვნელოვანია,
ლოგიკურად და დამაჯერებლად არგუმენტირება, ვინაიდან
სწორედ ეს განაპირობებს არსებითად კაზუსის დამუშავების
ხარისხს.
• ნუ გაიმეორებთ მხოლოდ კაზუსის ფაბულას. ეს არ არის
არგუმენტი. ამასთან, ნაშრომის გამსწორებლისათვის იგი უკვე
ცნობილია.
5
• ეცადეთ, ყოველივე გადმოსცეთ მარტივი და გასაგები ენით.
ჩამოაყალიბეთ მოკლე და მარტივი წინადადებები. ჰკითხეთ
თქვენს თავს, გაახლოებთ თუ არა ესა თუ ის წინადადება
შედეგთან. გამოიყენეთ იურიდიული ტერმინოლოგია.
• მიეცით კაზუსის ამოხსნას სტრუქტურა. გააკეთეთ სათაურები
და აბზაცები. სტრუქტურირება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს
თვალსაჩინოობას, ხოლო, მეორე მხრივ, გეხმარებათ დროის
დაზოგვაში, ვინაიდან გამეორების შემთხვევაში შეგიძლიათ
მიუთითოთ ზემოთ აღნიშნულზე.

You might also like