You are on page 1of 2

1)ინდაქტი:

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის 4 სამართლებრივი ფორმა არსებობს. ადმინისტრაციული


ხელშეკრულება,ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი,რელაქტი და
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ინდაქტის ცნების ძირითდი განმარტება
არის ის რომ ორიენტირებულია სამართლებრივი შედეგის დადგომისკენ. ედუძნება სახელმწიფოს
დანაწილების და სამართლებრიცი ხელისუფლების დოქტრინას. ეს აქტი ეფუძნება კანონირების 4
მნიშვნელოვან კრიტერიუმს. 1)აუციელებელია რომ ინდაქტს გამოსცემდეს უფლებამოსილი
ადმ.ორგანო. 2) ადმინისტრაციული სამართლებრივი კანონდმებლობის საფუძველზე-
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდაქტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს და
ეყრდნობდეს კანონმდებლობას. 3) ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრიცი აქტი- ამ
დროს ცნობილია სუბიექი და ობიექტი და მიმართულია სამართლებრივო შედეგი დადგომისკენ. 4)
ინდაქტი უნდა აწესებდეს,ცვლიდეს,წყვეტდეს და ადასტურებდეს პირის უფლებებსა და
მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემისთვის
მნიშვნელოვანია აქტის სწორად გაცნობა ადრესატისთვის,რისთვისაც არსებობს სხვაფასხვა გზები.
ესენია: საგოსტო საშუალებით გადაცემა,საჯაროდ გამოცდახება. განობისაას აუცილებელია
დავრწმუნდეთ იმაში,რომ გამოცემულია კანონიერად და არ არის დარღვეული რაიმე კრიტერიუმი.
აუციელებელია,რომ ის იყოს ინდივიდუალური ხასიათის.

ახლა უშუალოდ ამ სამართლებრივ ფორმას განვასხვავებ სხვა დანარჩენისგან. როგორ უკვე ვახსენე
ადმინისტრაციული ორგანოდ 4 სამართლებრივი საქმიანობა აქვს. დავიწყებ რეალაქტით. რეალაქტი
არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა,რომელიც არის ორი სახის გარე ორგანიზაციული და
შიდა ორგანიზაციული.ეს არ გულისხმობს სამართლებრივი შედეგის დადგომას და არც კონკრეტული
პიროვნების ვინაობაა ცნობილი. შემდეგია ნორმატიული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი.
ამ შემთხვევაში განსხვავება ქცევის წესრიგია. ნორმატიული აქტი ორიენტირებულია მრავალჯერადი
ქცევის წესის შექმნაზე, რაც არ ახასიათბს ინდაქტს. რაც შეეხედა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას,
ეს საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის მოგვარებას გულისხმობს,იგი იდება ფიზიკური ან
იურიდიულ პირთან და მისი დორმალური და მატერიალური კანონიერება განსხვავდება
ინდაქტისგან.

2)ადმინისტრაციული წარმოების არსი:

ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-


სამართლებრიცი აქტის მომზადების,გამოცემისა და აღსრულების,ადმინისტრაციული საჩივრის
გადაწყვეტის,აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრებულების მომზადების,დადების ან გაუქმების
მიზნით. ზოგადა, ადმინისტრაციული წარმოების ოთხი ფორმა გვაქვს. ესენია: 1)ინდაქტი 2)რეალაქტი
3) ნორმატიული აქტი 4)ადმინისტრაციული ხელშეკრულება.

პირველ რიგში განვიხილოთ ინდაქტი. ინდაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი
აქტი, რომელიც აწერებს,ცვლის,წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის
უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება
აგრეთვე ადმინსიტრაციულიორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტულება მის უფლებამოსილებას
მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ,ასევე
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი,რომელსაც
შესაძლოა მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. შესაბამისად, ინდაქტი არის კონკრეტული პირის ან
წეისადმი გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი,რომელიც
შეიძლება იყოს შემზღუდბელივ და აღმჭურველიც, მაგალითად თუ ადმ.ორგანო დააკმაყოფილებს
პირის განცხადებას და მას მიანიჭებს რაიმე უფლებას, მაგალითად როგორიცაა მშენებლობის
ნებართვის გააცემა,ეს იქნება აღმჭურველი ინდაქტი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული
ორგანო არ დააკმყოფილებს პირის განცხადებას და მას პირობითად არ მისცემს მშენებლობის
ნებართვას ის იქნება შემზღუდველი ინდაქტი. ზუსტად ეს განასხვავებს ინდაქტს მაგალითად
რეალაქტისგან,რომლის დროსაც არ ხდება სამართკებრივი ურტიერთობების წარმოშობა, შეცვლა ან
შეწყვეტა. რეალაქტი არის დე ფაქტო ფორმა,ანუ რეალური მოქმედება,რომელიც მოიცავს ფაქტობრივ
მოქმედებებს. მაგალირად, როგორიცაა ქუჩების დასუფთავება და შეკეღება,პენსიების გაცემა და ა,შ.
რეალაქტი არსებობს როგორ შიდა ორგანიზაციული ისე გარეორგანიზაციული. გარეორგანიზაციული
რეალაქის მნიშვნელოვანია საჯარო განცხადება,რასაც აკეთებს ადმიბნისტრაციული ორგანო.
მაგალითად, ბუნებრივი მოვლენების შედეგად გამოწვეული უარყოფითი გავლენა გარემოზე.
რეალაქტი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს 3 პირობას: 1) რეალაქტი გამოცემული უნდა იყოს
საგნობრივად და ტერიტორიულად უფლებამოსილი ორგანოს მიერ 2) სამართკებრივი საფუძველი 3)
შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს კონსტიტუციასთა. იმ შემთხვევაში თუ მგალაითდ რეალაქტი
გამოსცა არაუფლებამოსილმა ადმ.ორგანომ,ან ეს რეალატი არღვევს ადამიანის ძირითად
კონსტიტუციუ უფლებას, ის ჩაითვლება უკანონოდ. ამავდროულად, უნდა ვახსენოთ,რომ პირს აქვს
უფლება სასამართლოში ან ადმ.ორგნაოში შეიტანოს საჩივარი რაიმე ქმედების განხორციელების ანდა
თავის შეკავების მიზნით. ამ საჩივარდა რომ დასაებობის ეტაპი გაიაროს ის უნდა აკმაყოფილებდეს
სზაკ-ის 24-ე მუხლის წინაპირობებს.

რაც შეეხება ნორმატიულ აქტს,ნორმატიული აქტი არის ზოგადი ხასიათის და განსხვავვბით


რეალაქტისგან და მსგავსად ინდაქტისგან მას მოჰყვება სამართლებრივი შედეგი, მაგრამ ნორმატიული
აქტი ვერ იქნება ინდაქტის მსგავსად გამოცემული კონკრეტული პიროვნების ან წეისადმი, რადგან იგი
არის ზოგადი ხასიათის,რომელიც ადგენს ქცევის ზოგად წესს. მაგალითად: თუ რესტორნის
შესასვლელთან აწერია რომ მოწევა აკრძალულია ეს იქნება ნორმატიული აქტი,რადგან ეს არის ქცევის
ზოგადი წესი,რომელიც ეხება ყველას და მისი დარღვევას მოჰყვება სამართლებრივი შედეგი.

ახლა განვიხიოთ ადმ.ხელშეკრულება. ადმ.ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


საჰარო უფლებამოსულების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან,აგრეთვა
სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.
შესაძლებელია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული
ხელშეკრულების გზით. მსგავსად სხვა აქტების ადმ.ხელშეკრულლება არ უბნდა ეწინააღმდეგებოდეს
კონსტიტუციას და არ უნდა არღვევდეს ადმიანის ძირითად უფლებებსს, ასევე უნდა აღვნიშნოთ,რომ
თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ადმ, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ
წერილობით ფორმით და არა ზეპირად. ადმ. ხელშეკრულებას ასევე აქვს ის განმასხვავებელი
იშანიც,რომ ადმ ხელშეკრულება იდება ირთიერთშეთანხმებით, განსხვავებით ინდაქტისმ რეალაქტის
და ნორმატიული აქტისგან, რომლის დროსაც მეორე მხარეს შეიძლება აღნიშნული აქტის შინაარსი არ
აწყობდეს.

You might also like