You are on page 1of 13

ადმინისტრაციული წარმოება

რა არის ადმინისტრაციული წარმოება

 ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და
აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის,
აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების,
დადების ან გაუქმების მიზნით
ადმინისტრაციული წარმოების სახეები

 მარტივი ადმინნისტრაციული წარმოება

 ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება

 საჯარო ადმინისტრაციული წარმოება


რა შემთხვევაში ტარდება მარტივი ადმინისტრაციული წარმოება

 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


მომზადება, გამოცემა და აღსრულება

 ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტა

 ადმინისტრაციული ხელშეკრრულების მომზადება დადება და


გაუქმება
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები

 ადმინისტრაციული ორგანოს კანონმდებლობით დაკისრებული


ვალდებულება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი

 დაინტერესებული პირის განცხადება


ადმინისტრაციული წარმოების სუბიექტები

 ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი.

მონაწილეობის უფლება აქვთ


 განმცხადებელს;
 ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია
მიიღოს გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხზე;
 პირს, რომელსაც კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ
წარმოებაში მონაწილეობის უფლება;
 სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
 დაინტერესებულ მხარეს.
ვინ არის განმცხადებელი

 განმცხადებელი არის პირი, რომელსაც უფლების მოპოვებაზე


ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემის მიზნით შეაქვს წერილობითი მოთხოვნა
ადმინისტრაციულ ორგანოში
ვინ არის მესამე პირი

 მესამე პირი არის ის, ვისი ინტერესების საწინააღმდეგოდ


ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების საფუძველზე უნდა
გამოსცეს შემზღუდველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტი.
ადმინისტრაციული წარმოების მონაწილეთა უფლებები

 განმცხადებლის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება;

 ადმინისტრაციული მასალების გაცნობის უფლება;

 შუამდგომლობების აღძვრის, მტკიცებულებების წარდგენისა


და ზეპირი განმარტებების გაკეთების უფლება;

 ადმინისტრაციულ ორგანოსთან წარმომადგენლის მეშვეობით


ურთიერთობის უფლება;

 ინფორმაციის სადომლოობის უზრუნველყოფა.


განცხადების დასაშვებობიე შემოწმება

 ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილება


 განცხადების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან
განსაკუთრებით:
ფორმა
ვადები
შინაარსობრივი სრულყოფა
 განმცხადებლის ქმედუნარიანობა და
მონაწილეობაუნარიანობა
 განცხადების შეტანის უფლებამოსილება და ინტერესი
 საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების
არარსებობა
ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუ
შვებლობა
ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს
ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც:

 თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;


 საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი
წარმომადგენლის ნათესავია;
 საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
 იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
 შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ
მხარესთან;
 თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო
კაპიტალის წილს იმ საწარმოში, რომელიც წარმოადგენს
დაინტერესებულ მხარეს;
 საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი
წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
გადაწყვეტილების მიღება

 ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის
შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური


ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის
ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში.

 თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის


აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა,
ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას
გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ.

 ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის


გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
გადაწყვეტილების მიღების პროცესი

 მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენა

 შესაბამისი სამართლის ნორმის მოძიება

 სამართლის ნორმის ახსნა-განმარტება

 ფაქტისა და ფაქტობრივი გარემოებების შეპირისპირება

 სამართლებრივი შედეგების კონკრეტულად განსაზღვრა

 შესაძლო მოქმედების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის


შეფასება.

You might also like