You are on page 1of 18

მესამე პირები, საპროცესო

უფლებამონაცვლეობა – პროცესში
უფლებამონაცვლე პირის ჩაბმა და მისი
სამართლებრივი მდგომარეობა.

სამოქალაქო საპროცესო სამართალი 1

მოწვეული ლექტორი - ანა ჩოგოვაძე


მესამე პირის ცნება და სახეები

• მოსარჩელისა (თანამოსარჩელეთა) და მოპასუხის


(თანამოპასუხეთა) გარდა, მხარეთა შორის დავის
გადაწყვეტით შეიძლება დაინტერესებული იყოს და,
შესაბამისად, შესაძლებელია პროცესში მონაწილეობა
მიიღოს აგრეთვე სხვა ისეთმა გარეშე პირმა, რომლის
ინტერესს საქმე შეეხება. ეს იქნება მესამე პირის
მონაწილეობა.
• პროცესში მესამე პირთა მონაწილეობა იმითაა
განპირობებული, რომ სასამართლოს
გადაწყვეტილებამ ამ საქმეზე შეიძლება გავლენა
მოახდინოს შემდგომში იმ პირთა ინტერესებსა და
უფლებებზე, რომლებიც მხარეს არ წარმოადგენენ.
მესამე პირთა მთავარი დამახასიათებელი
თავისებურებები

• მესამე პირებს დავის გადაწყვეტის


მიმართ აქვთ იურიდიული ინტერესი.
• მესამე პირები არასოდეს თვითონ არ
აღძრავენ საქმეს.
• მესამე პირები შედიან დაწყებულ
პროცესში.
• მესამე პირთა უფლებები და ინტერესები
ხშირად არ ემთხვევა მხარეთა უფლებებსა
და ინტერესებს.
მესამე პირთა სახეები

• პროცესში შესვლის საფუძვლების, ასევე


საქმის შედეგით დაინტერესების ხარისხის
მიხედვით განასხვავებენ ორი სახის
მესამე პირს:
1. მესამე პირები, რომლებიც განაცხადებენ
დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის
საგანზე
2. მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ
დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის
საგანზე.
მაგალითი:

• აღიძრა სარჩელი მეუღლეთა საერთო (ერთად შეძენილი)


ქონების გაყოფის თაობაზე. ამ საქმეში დაინტერესებული
იყოს ის პირი, რომელმაც მეუღლეებს თავისი ქონება
გადასცა დროებით სარგებლობაში, თუ მეუღლეები
ითხოვენ სასამართლოში მესამე პირის ქონების
გაყოფასაც.

• სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანის


ანაზღაურების საქმეში დაინტერესებული პირია მძღოლი,
რომელიც მართავდა სატრანსპორტო საშუალებას, რამეთუ
მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს (რომელიც
ვალდებულია აანაზრაუროს ამ საფრთხის წყაროთი
მიყენებული ზიანი) ზიანის ანაზღაურების შემდეგ აქვს
რეგრესის წესით აღძრას სარჩელი მძღოლის წინააღმდეგ
დასკვნა:

• საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, ყოველთვის


როდი აქვს დავის საგანზე დამოუკიდებელი
მოთხოვნა. ასეთი პირი საქმის შედეგით იმდენად
შეიძლება იყოს დაინტერესებული, რამდენადაც
მხარეთა შორის დავასთან დაკავშირებით მიღებულმა
სასამართლო გადაწყვეტილებამ შეიძლება იქონიოს
წინასწარ გადაწყვეტილი (პრეიუდიციული)
მნიშვნელობა ასეთ პირსა და პროცესის ერთ-ერთ
მხარეს შორის სამართალურთიერთობებისათვის.
ამიტომაა, რომ კანონით გათვალისწინებულია
დაწყებულ პროცესში დავის საგანზე დამოუკიდებელი
მოთხოვნის არმქონე მესამე პირის მონაწილეობის
შესაძლებლობა.
პროცესში მესამე პირთა მონაწილეობის
შედეგად:
• საშუალება ეძლევა სასამართლოს ერთ საქმეში გააერთიანოს ყველა
მტკიცებულებას, ვინაიდან მესამე პირები დაინტერესებულები არიან მათ
მიერ წამოყენებული მოთხოვნების დადასტურებით და შეიძლება მათ
ხელთ ჰქონდეთ შესაბამისი მტკიცებულებები.
• სასამართლოს შესაძლებლობა აქვს საქმის ყველა გარემოება სრულად
გამოიკვლიოს.
• თავიდან იქნება აცილებული სასამართლოს მიერ
ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებათა გამოტანა .
• ყველა მოთხოვნის ერთდროულად განხილვით საქმე უფრო
სამართლიანად გადაწყდება
• მესამე პირს ეძლევა შესაძლებლობა თავისი ინტერესები დროულად
დაიცვას.
• უზრუნველყოფს პირთა უფლებების და ინტერესების სწრაფად
გადაწყვეტას და ამით პროცესის ეკონომიას.
• ორი საქმის ნაცვლად განიხილება ერთი საქმე, ორი გადაწყვეტილების
ნაცვალდ გამოვა ერთი გადაწყვეტილება.
მესამე პირების ცნება გერმანიის საპროცესო სამართალში

• (1) თუ ვინმეს აქვს სამართლებრივი ინტერესი, რომ სხვა პირებს შორის


წარმოებაში მიღებულ დავაში გაიმარჯვოს კონკრეტულმა მხარემ,
შეუძლია, ამ მხარის დასახმარებლად ჩაერთოს პროცესში მესამე
პირად.
• (2) პროცესში მესამე პირად ჩაბმა დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნის გარეშე შესაძლებელია საქმისწარმოების ნებისმიერ
ეტაპზე, ვიდრე სასამართლოს არ მიუღია კანონიერი ძალის მქონე
გადაწყვეტილება, აგრეთვე საჩივართან დაკავშირებით .

• დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე პროცესში ჩაბმული


მესამე პირი სამართლებრივ დავას უერთდება იმ სტატუსით, რომელიც
აქვს დავაში ჩაბმის მომენტისათვის; ის უფლებამოსილია,
სამართლებრივად ნამდვილად განახორციელოს მოთხოვნის უფლების
წარმომშობი და შემწყვეტი შესაგებლები და ყველა სხვა საპროცესო
მოქმედება, რამდენადაც მისი ახსნა-განმარტებები და მოქმედებები არ
ეწინააღმდეგება პროცესის მთავარი მხარის ახსნა-განმარტებებსა და
მოქმედებებს.
• ერთ-ერთი მხარის ინიციატივით პროცესში მესამე პირის ჩაბმის
დასაშვებობა:
მხარეს, რომელიც ფიქრობს, რომ თუ სამართლებრივი დავა მის
საწინააღმდეგოდ დამთავრდება, მას აქვს მესამე პირის წინააღმდეგ
ნაკლის აღმოფხვრის ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, ან თუ
შიშობს, რომ მესამე პირმა შესაძლოა მის წინააღმდეგ განახორციელოს
მოთხოვნის უფლება, შეუძლია, მესამე პირის პროცესში ჩართვა
სამართლებრივ დავასთან დაკავშირებით კანონიერი ძალის მქონე
გადაწყვეტილების მიღებამდე.
• პროცესში მესამე პირად ჩაბმის მოქმედების ძალა
(1) როდესაც მხარე ებმება პროცესში იმ მხარის ინიციატივით, რომელიც მის
წინააღმდეგ ახორციელებს მოთხოვნის უფლებას, მისი ურთიერთობა
მხარეებთან განისაზღვრება პროცესში დამოუკიდებელი სასარჩელო
მოთხოვნის გარეშე მესამე პირად ჩაბმის პრინციპების შესაბამი -ად.
(2) თუ მესამე პირი უარს განაცხადებს პროცესში ჩართვაზე, ან არ გააკეთებს
განცხადებას ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი დავა გაგრძელდება
ამ პირის გაუთვალისწინებლად.
(3) ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე პირის
წინააღმდეგ გამოიყენება § 68-ის დებულებები, იმ განსხვავებით, რომ
პროცესში მესამე პირად ჩაბმის ნაცვლად, გადამწყვეტია ის მომენტი,
რომლის დროსაც შესაძლებელი იყო პროცესში მხარის ინიციატივით ჩაბმა.
მუხლი 88. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით

1. თითოეულ დაინტერესებულ პირს, რომელიც აცხადებს


დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის
ნაწილზე, შეუძლია აღძრას სარჩელი ორივე ან ერთ-
ერთი მხარის მიმართ მხარეთა პაექრობის
დაწყებამდე (მესამე პირები დამოუკიდებელი
სასარჩელო მოთხოვნით). მესამე პირის სარჩელის
მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების
დაცვით. მესამე პირისა და თავდაპირველი
მოსარჩელის სარჩელის გადაწყვეტა ხდება
ერთდროულად.

2. მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო


მოთხოვნით სარგებლობენ მოსარჩელის ყველა
უფლებით და მათ ეკისრებათ მისი ყველა მოვალეობა.
ძირითადი დებულებები
• დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირები შედიან დაწყებულ პროცესში
და პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეთა პაექრობის დაწყებამდე
აღძრავენ სარჩელს დავის საგანზე დამოუკიდებელი უფლებების დაცვის მიზნით,
თუ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შეუძლია დაარღვიოს მათი უფლებები.
• პროცესში დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირის შესვლის
საფუძველია დავის საგანზე დამოუკიდებელი მოთხოვნის არსებობა.
• რაც შეეხება თვითონ უფლებას დავის საგანზე, ეკუთვნის თუ არა მესამე პირს ეს
უფლება, ამ საკითხს უნდა უპასუხოს სასამართლომ და გადაწყვეტილების
გამოტანის დროს განსაზღვროს, ეკუთვნის თუ არა მოდავე მხარეს უფლება დავის
საგანზე.
• მესამე პირთა სარჩელის მიღება და განხილვა წარმოებს საერთო წესების
დაცვით.
• მესამე პირის მოთხოვნის მოპასუხე შეიძლება თავდაპირველ მხარეთაგან იყოს
ერთ-ერთი, ან ორივე მათგანი.
• მესამე პირები სარგებლობენ კომპლექსურად მოსარჩელის ყველა საპროცესო
უფლებით.
• დამოუკიდებელი მოთხოვნის მქონე მესამე პირი არ არის თანამოსარჩელე,
რადგან შედის უკვე დაწყებულ პროცესში და თანამოსარჩელეთა მიერ აღძრული
მოთხოვნები არ გამორიცხავს ერთიმეორეს.
მუხლი 89. მესამე პირები დამოუკიდებელი
სასარჩელო მოთხოვნის გარეშე

ყოველ დაინტერესებულ პირს, რომელიც არ


აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის
საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს
სასამართლოს განცხადებით, რათა დაუშვას იგი
საქმეში მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის
მხარეზე, რადგან სასამართლო
გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში
გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და
მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ. მესამე
პირად დაშვების საკითხს მხარეთა მოსაზრებების
გათვალისწინებით წყვეტს სასამართლო .
ძირითადი დებულებები
• ეს ის დაინტერესებული პირები არიან, რომლებიც შედიან დაწყებულ
პროცესში მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეს, თუ სასამართლო
გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მათ
უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.
• ასეთი მესამე პირების პროცესში დაშვების საკითხს წვეტს სასამართლო
მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით.
• ასეთი მესამე პირი ეხმარება იმ მოსარჩელეს ან იმ მოპასუხეს, რომლის
მხარეზეც ის გამოდის, რათა ერთ-ერთმა მხარემ, რომლის მხარესაც ის
გამოდის, მიაღწიოს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას,
დავის გადაწყვეტას მის სასარგებლოდ.
• ასეთი მესამე პირის პროცესში დაშვების საფუძველია სარეგროსორო
სარჩელი.
• მათ შესვლას პროცესში ობიექტური ხასიათი უნდა გააჩნდეს, რაც ნიშნავს
იმას, რომ მესამე პირის ინტერესი უნდა ეფუძნებოდეს მის კავშირს ერთ-ერთ
მხარესთან სავარაუდო მატერიალური სამართალურთიერთობის მიხედვით.
• სასამართლო გადაწყვეტილებით არ შეიძლება დაეკისროს მას რაიმე
ვალდებულების შესრულება.
• თანამონაწილისაგან განსხვავებით, მესამე პირები ყოველთვის იმყოფებიან
მატერიალურ ურთიერთობაში მხოლოდ იმ პირთან, რომლის მხარეზეც ისინი
გამოდიან და არ არიან დაკავშირებული მოწინაღმდეგე მხარესთან
მუხლი 90. მესამე პირის ჩაბმა საქმეში ერთ-ერთი
მხარის ინიციატივით
1. მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე
შეიძლება ჩაბმულ იქნეს საქმეში ერთ-ერთი მხარის
ინიციატივით, რისთვისაც იგი მიმართავს სასამართლოს
მოტივირებული განცხადებით. ასეთი განცხადება სასამართლო
გადაწყვეტილების გამოტანამდე შეიძლება გაკეთდეს როგორც
წერილობითი, ისე ზეპირი ფორმით. ზეპირი განცხადება
შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. მხარეთა
მოსაზრებების გათვალისწინებით სასამართლო გამოიტანს
განჩინებას მესამე პირის საქმეში მონაწილეობისათვის ჩაბმის
ან ასეთ ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ.

2. მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ


სასამართლოს განჩინება გასაჩივრდება გადაწყვეტილებასთან
ერთად.
მუხლი 91. მესამე პირების საპროცესო უფლებები

მესამე პირები, რომლებიც არ აცხადებენ


დამოუკიდებელ მოთხოვნებს დავის საგანზე ,
სარგებლობენ მხარეთა საპროცესო უფლებებით
და მათ ეკისრებათ მხარეთა საპროცესო
მოვალეობები, გარდა უფლებისა, გაადიდონ ან
შეამცირონ სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა,
შეცვალონ სარჩელის საფუძველი ან საგანი, ცნონ
სარჩელი, უარი თქვან სარჩელზე ან მორიგდნენ ,
აღძრან შეგებებული სარჩელი, მოითხოვონ
სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი
აღსრულება.
მუხლი 92. საპროცესო უფლებამონაცვლეობა

1. სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი


სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის
შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის
რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა)
სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი
უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია
პროცესის ყოველ სტადიაზე.
2. უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე
შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ
ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის,
რომელიც მან შეცვალა.
3. უფლებამონაცვლეობის შემთხვევაში სასამართლო შეაჩერებს
საქმის წარმოებას 279-ე მუხლის შესაბამისად.
4. უფლებამონაცვლით შეცვლის ან ასეთ შეცვლაზე უარის თქმის
შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის
შეტანა.
ძირითადი დებულებები
• პირთა შეცვლა სამოქალაქო სამართალწარმოებაში შესაძლებელია არა
მხოლოდ არასათანადო მხარის სათანადოთი შეცვლის წესით , არამედ
შესაძლოა პროცესში ერთი პირის ადგილი დაიჭიროს მეორე პირმა სხვა
მიზეზითაც - საპროცესო უფლებამონაცვლეობის წესით .
• საპროცესო უფლებამონაცვლეობა ხდება მაშინ , როდესაც ერთი პირის
უფლება, რომელთანაც დაკავშირებულია პროცესი, გადადის მეორეზე ,
რომელიც იკავებს წინამორბედის საპროცესო მდგომარეობას .
• უფლებამონაცვლეობა შეიძლება შეეხოს მოსარჩელეს , მოპასუხეს და
მესამე პირს.
• საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძველია - ადამიანის
გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის
დათმობა, ვალის გადაცემა, ვალის გადაკისრება.
• უნივერსალური უფლებამონაცვლეობის დროს უფლებამონაცვლეზე
გადადის წინამორბედის ყველა სამოქალაქო უფლება და მოვალეობა
(მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია ).
• სინგულარული (კერძო მონაცვლეობის ) უფლებამონაცვლეობა გვაქვს ,
როცა კანონით დაიშვება ცალკეულ მატერიალურ=სამართლებრივ
უფლებათა გადასვლა (მოთხოვნის დათმობა; ვალის გადაკისრება )
უფლებამონაცვლეობის წესები:
• უნივერსალური უფლებამონაცვლეობის დროს სასამართლო მოვალეა
შეაჩეროს საქმის წარმოება სსსკ-ის 279-ე მუხლის შესაბამისად და 281-ე
მუხლით დადგენილი ვადით;
• სინგულარული უფლებამონაცვლეობის დროს პროცესში
უფლებამონაცვლის შესვლა ხდება საქმისწარმოების შეჩერების გარეშე .
• უფლებამონაცვლემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს მატერიალურ
სამართალში მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
• მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლომ ნებისმიერ სტადიაზე უნდა
განიხილოს ამ მხარის მისი უფლებამონაცვლით შეცვლის
შესაძლებლობის საკითხი.
• თუ უფლებამონაცვლე რამდენიმეა, სასამართლომ თითოეულ მათგანს
უნდა აცნობოს და თითოეულ მათგანს შეუძლია შევიდეს პროცესში , რაც
დამოკიდებულია მათ ნებაზე.
• უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესრულებული
ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით , რაც სავალდებულო
იქნებოდა მისი წინამორბედისათვის.
• საპროცესო უფლებამონაცვლეობის შესახებ სასამართლოს გამოაქვს
განჩინება

You might also like