You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 21 დეკემბერი, 2015

მუხლი 304. აუქციონის თავიდან აცილება


1. მესაკუთრეს ან ნებისმიერ პირს მესაკუთრესთან შეთანხმებით ან/და მესამე პირს,
რომლის უფლებაც შეიძლება შეილახოს აუქციონის შედეგად, უფლება აქვს, აუქციონის
ჩატარებამდე მოთხოვნის დაკმაყოფილებით თავიდან აიცილოს აუქციონი.
2. მესამე პირის უფლების შელახვის ფაქტს ადგენს სასამართლო.

I. ზოგადი დებულებები

1. მუხლის ნორმების მიზანი და რეგულირების საგანი


მუხლის ნორმები ადგენს იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან მესამე პირის უფლებას, 1
დააკმაყოფილოს იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნა და ამით თავიდან
აიცილოს იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვა; ნორმის მიზანია იპოთეკის საგნის
მესაკუთრის ან იმ მესამე პირების ინტერესების დაცვა, რომელთა უფლებებიც შეიძლება
შეილახოს იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის შედეგად.

II. იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის თავიდან აცილება მოთხოვნის


დაკმაყოფილებით

იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცედურის დაწყება არ გამორიცხავს 2


დაინტერესებული პირების მიერ იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების
შესაძლებლობას; რეალიზაცია კანონმდებლის თვითმიზანი არ არის. უპირველეს
ყოვლისა, კანონმდებელი დაინტერესებულია იპოთეკით უზრუნველყოფილი
მოთხოვნის დაკმაყოფილების მაქსიმალური ხელშეწყობით არა მარტო უშუალოდ
მოვალის მიერ, არამედ იპოთეკის საგნის მესაკუთრის ან დაინტერესებული მესამე
პირების მიერაც, რათა საქმე არ მივიდეს იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვამდე.
აღნიშნული პირებისათვის იპოთეკარის მოთხოვნის დაკმაყოფილების
უფლებამოსილების მინიჭება განპირობებულია იმ იურიდიული ინტერესით, რაც მათ
აქვთ იპოთეკის საგნის მიმართ: ამ უკანასკნელის აუქციონზე გაყიდვით მესაკუთრე
კარგავს მასზე საკუთრების უფლებას, ხოლო მესამე პირის შემთხვევაში კი სახეზე უნდა
იყოს იპოთეკის საგნის აუქციონზე გაყიდვის შედეგად მესამე პირის ქონებრივი
უფლების დარღვევის ფაქტი (მაგ., იპოთეკის საგნის დამქირავებელმა რეალიზაციის
შედეგად შეიძლება დაკარგოს ქირავნობის ობიექტი). კანონი იმპერატიულად ითხოვს
უფლების დარღვევის ფაქტის დადასტურებას მხოლოდ სასამართლო წესით
(გადაწყვეტილება, განჩნება, განაჩენი); ფაქტის მტკიცება რაიმე სხვა საშუალებით
გამორიცხულია.

1
ზურაბ ჭეჭელაშვილი

You might also like