You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 11 მარტი

მუხლი 795. მიბარებული საქონლის დაგირავება

1. სასაქონლო საწყობში შესანახად ჩაბარებული საქონლის დასაგირავებლად


მესაკუთრემსაგირავნო მოწმობაზე უნდა გააკეთოს სპეციალური წარწერა
(ინდოსამენტი) და ისე გადასცეს დაინტერესებულ პირს.

2. ინდოსამენტი უნდა ითვალისწინებდეს მიმბარებლის, კრედიტორის


ვინაობასა და ვალდებულების მოცულობას.

3. კრედიტორისათვის საგირავნო მოწმობის გადაცემის თაობაზე ეცნობება


შემნახველს, რომელიც გააკეთებს სათანადო აღნიშვნას.

I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა


ნორმა, საგირავნო მოწმობის საშუალებით, მის მფლობელს აძლევს უფლებას, 1
დააგირავოს საწყობში მიბარებული საქონელი, რისთვისაც საგირავნო
მოწმობაზე — ვარანტზე უნდა შეასრულოს სპეციალური წარწერა —
ინდოსამენტი.1

II. გირავნობის საგნის გადაცემა საბუთის გადაცემით


„საბუთის გადაცემით“ გირავნობისას ხდება არა გირავნობის საგნის ფიზიკური 2
გადაცემა, არამედ ხორციელდება ამ ნივთზე ან უფლებაზე არსებული საბუთის
გადაცემით. მაგალითად, სასაქონლო საწყობში მიბარებული ხორბლის
მესაკუთრე საკრედიტო დაწესებულებიდან იღებს სესხს და მოთხოვნის
უზრუნველსაყოფად აგირავებს სასაქონლო საწყობში შესანახად მიბარებულ
ხორბალს, ასეთ დროს იგი საკრედიტო დაწესებულებას არ გადასცემს
უშუალოდ გირავნობის საგანს — ხორბალს, არამედ მის მიერ ხდება სასაწყობო
მოწმობის გადაცემა.2

III. ინდოსამენტის შესრულების წესები


ინდოსამენტი საგირავნო მოწმობაზე უნდა შესრულდეს ყველა იმ წესის 3
დაცვით, რა წესითაც ეს ხდება ზოგადად ფასიანი ქაღალდებისათვის3 და
კერძოდ კი სასაქონლო მოწმობის შემთხვევაში. გარდა ამისა, საგირავნო
მოწმობაში უნდა აისახოს იმ ვალდებულების მოცულობა, რომლის
უზრუნველსაყოფადაც არის გაცემული ვარანტი (795 II). ამდენად, საგირავნო
მოწმობაზე ინდოსამენტის შესრულებისას, შემნახველი აკეთებს სათანადო
აღნიშვნას.

1შდრ. სუხიტაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, მუხ. 795, გვ. 102.
2 შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის N 3კ-624-02
გადაწყვეტილება.
3ზარნაძე, საორდერო ფასიანი ქაღალდი და მისი სამართლებრივი მოწესრიგების ძირითადი

ასპექტები, მართლმსაჯულება და კანონი, N2(29)’11, გვ. 55.

თამარ ზარანდია 1

You might also like