You are on page 1of 1

ბოლო დამუშავება: 10 მარტი, 2016

მუხლი 791. საორდერო სასაწყობო მოწმობა

თუ შემნახველი გასცემს საორდეროსასაწყობო მოწმობას,მაშინ ეს მოწმობა


შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ინდოსამენტის მეშვეობით.

I. ნორმის მიზანი და ზოგადი მიმოხილვა


სასაქონლო საწყობში შემნახველი ვალდებულია,სასაქონლო საწყობში 1
საქონლის მიბარებასთან დაკავშირებით დაამზადოს სასაქონლო მოწმობები
(იხ. 788-ე მუხლის კომენტ.). სასაწყობო მოწმობა არის ფასიანი ქაღალდი,
რომლითაც სასაქონლო საწყობში შემნახველი ადასტურებს, რომ საქონელი მის
მიერ მიღებულია დასაწყობებისა და შენახვისათვის და იგი თავს
ივალდებულებს, რომ საქონელი სასაწყობო მოწმობის გადაცემის სანაცვლოდ
გასცეს. 792 მუხლი არეგულირებს სასაქონლო მოწმობის ერთ კონკრეტულ
სახეს - საორდერო სასაქონლო მოწმობას. 922 მუხლის მიხედვით, სავალო
დოკუმენტი, რომლითაც ემიტენტი დოკუმენტის წარმდგენს გადახდას
ჰპირდება დასახელებულ პირს, შეიძლება გაიცეს საორდერო ფასიანი
ქაღალდის სახით (იხ. 922 კომენტარი). საორდერო ფასიანი ქაღალდიშესაძლოა
არსებობდეს მხოლოდ მატერიალური ფორმით.1 ნორმის თანახმად მესამე პირს
საორდერო სასაქონლო მოწმობა შეიძლება გადაეცესინდოსამენტის მეშვეობით.

II. ინდოსამენტი.
საორდერო მოწმობის პირველი მფლობელი სასაქონლო საწყობში შენახული 2
საქონლის გასხვისების მიზნით მესამე პირს გადასცემს საორდერო სასაქონლო
მოწმობას ინდოსამენტის მეშვეობით. ინდოსამენტი ფასიანი ქაღალდის
მფლობელის წერილობითი განკარგულებაა დოკუმენტის გადაცემის შესახებ.
პირი, რომელიც ახდენს ფასიანი ქაღალდის ინდოსირებას არის ინდოსანტი,
ხოლოვის სასარგებლოდაც ხდება ინდოსირება ინდოსატი.2 ინდოსამენტი,
ისეევე როგორც ცესია ითვალისწინებს კრედიტორის მიერ ინდოსანტის —
მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნის უფლების დათმობას მესამე
პირისათვის. საორდერო ფასიანი ქაღალდით მოთხოვნის უფლების დათმობის
შესახებ შეთანხმება ინდოსამენტში აისახება.3

განასხვავებენ ორი სახის ინდოსამენტს: სახელობითს და საბლანკოს. 3


სახელობითი მოიცავსსაორდერო სასაქონლო მოწმობაზეიმ პირის ვინაობის —
სახელისა და გვარის წარწერას, ვის სასარგებლოდაც სრულდება ინდოსამენტი,
ხოლო საბლანკო ინდოსამენტის შემთხვევაში არ ხდება იმ პირის მითითება,
ვის სასარგებლოდაციგი ინდოსამენტს და ასრულებს მხოლოდ ხელმოწერას. 4

1 ზარნაძე, საორდერო ფასიანი ქაღალდი და მისი სამართლებრივი მოწესრიგების ძირითადი


ასპექტები, მართლმსაჯულება და კანონი, N2(29)’11, გვ. 52 და შემდგ.
2 იქვე, გვ. 55.

3 იქვე.

4
შდრ. სუხიტაშვილი, სკ-ის კომენტარი, წიგნი IV, ტომი II, მუხ. 791, გვ. 95.

თამარ ზარანდია 1

You might also like