You are on page 1of 3

12.

იმსჯელეთ იპოთეკის სახეებზე;

ა)წარმოშობის საფუძვლის მიხედვით ერთმანეთისგან განასხვავებენ


სახელშეკრულებო და კანონისმიერ იპოთეკას. სახელშეკრულებო იპოთეკა
იპოთეკის ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, რადგან იპოთეკის აბსოლუტურ
უმრავლესობას საფუძვლად უდევს იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც თავისი
ბუნებით როგორც ადრე ავღნიშნეთ ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგებაა.
სახელშეკრულებო იპოთეკის წარმოშობისათვის აუცილებელია იპოთეკის
რეგისტრაცია, ამისთვის საჯარო რეესტრს უნდა წარედგინოს წერილობითი
ფორმით დადებული გარიგება, რომლის მონაწილეთა ნამდვილობა
დამოწმებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით ან სანოტარო დამოწმება
ან გარიგებაზე ხელმოწერა მარეგისტრირებელ ორგანოში. კანონისმიერი იპოთეკა
კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გამოიყენება, კერძოდ, სსკ-ის 635-
ე მუხლის მიხედვით, ,,თუ ხელშეკრულების საგანია ნაგებობა ან ამ ნაგებობის
ცალკეული ნაწილები, მაშინ მენარდეს შეუძლია ხელშეკრულებიდან
გამომდინარე თავისი მოთხოვნებისათვის მოითხოვოს იპოთეკა სამშენებლო
მიწის ნაკვეთზე.“ საუბარია მენარდის უფლებაზე - მოითხოვოს იპოთეკის
დადგენა. თავისი ბუნებით ეს მოთხოვნა ვალდებულებით-სამართლებრივი
ხასიათისაა, ამიტომ იპოთეკის დადგენის მოთხოვნა მენარდეს შეუძლია მხოლოდ
შემკვეთისაგან – მისი ნაკვეთის მესაკუთრისაგან. კანონისმიერი იპოთეკის
წარმოშობისთვისაც აუცილებელია მისი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის
საკმარისია მხოლოდ უფლებამოსილი პირის მიმართვა.

ბ)ფორმისა და სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილეობის პირობების მიხედვით


განასხვავებენ ჩვეულებრივ იპოთეკას და იპოთეკის მოწმობას.

ორივე მათგანის წარმოშობისთვის აუცილებელია რეგისტრაცია საჯარო


რეესტრში, სამოქალაქო ბრუნვაში ისინი განსხვავებულად მონაწილეობენ.
იპოთეკის მოწმობა ბრუნვაში მონაწილეობს მისი ყოველი ახალი მფლობელის
სავალდებულო რეგისტრაციის მოთხოვნის გარეშე. სამოქალაქო ბრუნვაში
იპოთეკის მონაწილეობის გაიოლება, უფრო კონკრეტულად კი, “იპოთეკით
უზრუნველყოფილი მოთხოვნის დათმობის გამარტივებული პროცედურის
შექმნა”, წარმოადგენდა იპოთეკის მოწმობის შემოღების ერთ-ერთ მიზანს
ჩვეულებრივი იპოთეკისაგან განსხვავებით, იპოთეკის მოწმობა წარმოადგენს
ფასიან ქაღალდს და მასზე ვრცელდება ფასიანი ქაღალდების შესახებ
საქართველოს კანონით დადგენილი წესები. პრაქტიკულად ეს იმას ნიშნავს, რომ
იპოთეკა შემძენზე გადადის იპოთეკის მოწმობის გადაცემის გზით, მაშინ როცა
ჩვეულებრივი იპოთეკის გადაცემისათვის აუცილებელია შესაბამისი
ცვლილებების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

გ)კრედიტის უზრუნველსაყოფად დატვირთული ნივთების რაოდენობის


მიხედვით: საერთო იპოთეკა

მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით ერთდროულად რამდენიმე უძრავი


ნივთის დატვირთვას სამოქალაქო კოდექსი უწოდებს საერთო იპოთეკას. თუ
მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით
(საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება
ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი
ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან (ეს
ნივთები შეიძლება სხვადასხვა მესაკუთრეს ეკუთვნოდეს). ანუ საერთო იპოთეკა
არსებობს მაშინ, როცა კრედიტორის ერთი და იგივე მოთხოვნა
უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე იპოთეკით. საერთო იპოთეკა
შეიძლება იყოს მესაკუთრის იპოთეკაც ეს ხდება მაშინ, როცა იპოთეკით
დატვირთული რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები იმავდროულად
წარმოადგენენ იპოთეკარის პირად მოვალეს და ყველანი შეასრულებენ
უზრუნველყოფილ მოთხოვნას. ასეთ დროს მოთხოვნა წყდება და 288-ე მუხლით
წარმოიშობა მესაკუთრის იპოთეკა, რომელსაც რამდენიმე მფლობელი ჰყავს.
მაგრამ, თუკი მხოლოდ ერთი მესაკუთრე შეასრულებს ვალდებულებას, საერთო
იპოთეკა გადავა მასზე, ხოლო სხვა მესაკუთრეების მიმართ მას ექნება
კომპენსაციის რეგრესული უფლება და ეს უფლება უზრუნველყოფილი იქნება
დანარჩენი მესაკუთრეების მიწის ნაკვეთებზე იპოთეკით.

You might also like