You are on page 1of 21

სისხლის სამართალი

დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ


მუხლი 108- განზრახ მკვლელობა - მას ხშირად მარტივი მკვლელობაც ეწოდება, რადგან არ
ახლავს ობიექტური შემადგენლობის ნიშნები. ჩადენილი შეიძლება იყოს, როგორც პირდაპირი
ისე არაპირდაპირი განზრახვით. სასამართლო პრაქტიკის შესწავლა ცხადყოფს, რომ ამ
დანაშაულის ტიპური შემთხვევებია ეჭვიანობის, შურისძიებისა და ურთიერთშელაპარაკების
ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს ჩადენილი მკვლელობები.

სასამართლო პრაქტიკაში განზრახ მკვლელობის კვალიფიკაციისას გვხვდება სირთულეები,


ვინაიდან ერთი და იმავე მოტივით ჩადენილი განზრახ მკვლელობა არ გამორიცხავს სხვა
მუხლით მის კვალიფიკაციას. მაგალითად შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობა არ
დაკვალიფიცირდება 108-ე მუხლით, თუ საკითხი დგას რასობრივი, რელიგიური ან
ეროვნული შეუწყნარებლობის გამო შურისძიებაზე. ჩხუბის დროს ჩადენილი მკვლელობისას
უნდა გაირკვეს, მკვლელობა ხომ არ მომხდარა უეცარი სულიერი აღელვების ნიადაგზე ან
აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით. რთულია ჩხუბში ჩადენილი
მკვლელობა გაიმიჯნოს ხულიგნური ქვენაგრძნობით ჩადენილი მკვლელობისგან, აქ დიდი
მნიშვნელობა აქვს დადგინდეს ვინ იყო ჩხუბის ინიციატორი. იურიდიულ ლიტერატურაში
ასევე არსებობს მოსაზრება, რომ თუ ჩხუბი ორმხრივი იყო, ასეთ დროს დამდგარი
მკვლელობის ფაქტი ყოველთვის 108-ე მუხლით უნდა დაკვალიფიცირდეს.

გასამიჯნია ასევე განზრახ მკვლელობა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე


დიაზიანებისგან, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. განზრახ მკვლელობის დროს
მკვლელობა ყოველთვის განზრახულია, ჯანმრთელობის დაზიანებისას კი ბრალის ორმაგი
ფორმა დგას: სუბიექტმა (დამნაშავემ) ჯანმრთელობა მსხვერპლს დაუზიანა განზრახ,
სიკვდილი თანმდევი შდეგის მიმართ კი არსებობს გაუფრთხილებლობის მომენტი.

ზოგჯერ პრაქტიკაში გვხვდება ე.წ. “უმოტივო მკვლელობები”, ანუ მკვლელობის ისეთი


ფრომა, სადაც მისის საბაბი იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია დაადგინო რა იყო ამ
მკვლელობის მოტივი. ასეთი მკვლელობებიც 108-ე მუხლით კვალიფიცირდება, თუ არ
არსებობს დამამძიმებელი გარემოებები. (მაგ: მკვლელობა სიმთვრალეში, როცა დამნაშავე ვერ
იხსენებს საქმის გარემოებებს.)

108-ე მუხლით დაკვალიფიცირდება ასევე მკვლელობა მსხვერპლის თანხმობით ან


მკვლელობა ურთიერთშთანხმებით. ანუ როდესაც ორი პირი რაიმე მიზეზით შეთანხმდება
ერთად მოიკლას თავი, ხოლო ერთ-ერთი უარს ამბობს თვითმკვლელობაზე, მას შემდეგ რაც
მეორემ სიცოცხლე მოისპო.

მუხლი 109- განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - თუ არსებობს მკვლელობის


ორი ან მეტი დამამძიმებელი გარემოება კვალიფიკაციის დროს ვუთითებთ ყველა ნიშანზე.
დამამძიმებელი გარემოებებია:
1. მკვლელობა მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით გულისხმობს
მსხვერპლისათვის წინასწარ, მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით თავისუფლების
აღკვეთას. ამის გამო ეს ქმედება კვალიფიცირდება როგორც დანაშაულთა ერთობლიობა,
10ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” პუნქტითა და 144-ე ან 329-ე მუხლით, იმის
გათვალისწინებით, თუ რა მიზნით მოხდა მძევლის აყვანა. მძევლად ხელში ჩაგდებასთან
დაკავშირებული მკვლელობისას დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც უშუალოდ
მძევალი, ისე სხვა პირი მაგალითად: სამართალდამცავი, რომელიც მონაწილეობდა
მძევლის გატავისუფლების პროცესში.
2. მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის სხვის ჯანმრთელობასა და
სიცოცხლეს საფრთხეს მაგალითისთვის აფეთქება, ცეცხლის წაკიდება, ადამიანთა
თავშეყრის ადგილას სროლა, წყლის ან საჭმლის მოწამვლა, რომლითაც სარგებლობს
ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი, არის დამამძიმებელი გარემოება. დამნაშავეს წინასწარ
უნდა ჰქონდეს შეცნობილი, რომ იგი კლავს ისეთი ხერხით, რაც სხვასაც საფრთხეს
უქმნის. აუცილებელი არაა სხვა პირს აპრიორი ზიანი მიადგეს, რადგან ამ გარემოების
არსებითი ნაწილია დანაშაულის ხერხი და საშუალება. ამ მუხლით არ
დაკვალიფიცირდება ისეთი ხერხის გამოყენება, რომელიც ზოგადად სხვა პირსაც
შეუქმნის საფრთხეს, მაგრამ კონკრეტულად ამ შემთხვევაში არა, მაგალითად: თუ
მსხვერპლს მოვკლავ აფეთქებით უკაცრიელ ადგილას, ეს არ ჩაითვლება დამამძიმებელ
გარემოებად). თუ დამნაშავემ იცოდა, რომ მის ასეთ ქმედება აუცილებლად მოყვებოდა
სხვა პირის საკვდილი ან დაზიანება, მაშინ ეს პირდაპირი განზრახვით იქნება ჩადენილი.
მაგალითად: “ა”-მ “ბ”-ს ჭაში ჩაყარა დიდი რაოდენობის საწამლავი, რადგან სურდა მისი
სიკვდილი. მან კარგად იცოდა, რომ ამ ჭით “ბ”-ე ოჯახის წევრებიც სარგებლობდნენ.
არაპირდაპირი განზრახვით იქნება ჩადენილი, როდესაც დამნაშავემ არ იცოდა, რომ
დადგებოდა გარდაუვალი სიკვდილი პირისა, მაგალითად ‘ა’-მ საკუთარი აივნიდან
დაიწყო უმისამართო სროლა და მოკლა ერთი ადამიანი. რადგან ასეთ დროს არსებობდა
საფრთხე სხვა ადამიანიც მომკვდარიყო, რადგან ეს სროლა ატეხილი იყო ხალხმრავალ
ადგილა, ამიტომ ეს ქმედებაც ამ მუხლით დაკვალიფიცირდება, მაგრამ განზრახვა
არაპირდაპირი იქნება.
3. მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით
გულისხმობს 2 დანაშაულის არსებობას. დაფარვის მზინით ჩადენილი მკვლელობის
კვალიფიკაციისას მნიშვნელობა არ აქვს პირველ დანაშაულს, ანუ რომლის დაფარვას
სუბიექტს სურს.პრაქტიკაში ჩანს, რომ დანაშაული დაფარვისთვის მკვლელობა
გულისხმობს სუბიექტის მიერ მოწმეების ან ისეთი ადამიანების მოშორებას, რომლებიც
მისი აზრით შეესწრნენ დანაშაულის ფაქტს. გაადვილებისას კი ხდება იმ პირის
ჩამოშორება, რომელიც, დამნაშავის აზრით, ხელს შეუშლის დანაშაულის ჩადენაში.
მაგალითად: დაცვის მოკვლა ბანკის გაქურდვისას. ამ პუნქთით კვალიფიკაციისას არ აქვს
მნიშვნელობა პირველი დანაშაულის სუბიექტმა ჩაიდინა მკვლელობა თუ სხვამ ან ვის
მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაიფაროს. ანუ თუ “ა”- მ მოკლა მისი შეყვარებული, “ბ”-
კი იყო “ა”-ს მეგობარი და მოკლა მისი მეგობრის დანაშაულის მოწმე, “ბ” დაისჯება ამ
პუნქტით. ეს დანაშაული ყოველთვის პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი!!!
4. დამნაშავის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა წინასწარი შეცნობა აქ აუცილებელი
პირობაა, ანუ სუბიექტს უნდა სცოდნოდა, რომ მსხვერპლი იყო ორსულად. ეს ინფორმაცია
მიღებული შეიძლება იყოს თავად დაზარალებულისგან, სხვა ინფორმაციით ან გარაგანი
ნიშნებით.
5. დამნაშავის წინასწარი შცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა ამ დროს ყველაზე უფრო რთულია “უმწეო
მდგომარეობაში მყოფის” ტერმინის განსაზღვრა. მასში იგულისხმება ავადმყოფის, ღრმად
მოხუცის და სხვათა მკვლელობა, რომლებიც თავისი ფიზიკური თუ ფსიკიკური
მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ თავის დაცვას. მაგალითად: უგონო მდგომარეობაში
მყოფი პირის, მთვრალი და ძილში მყოფი პირის სიცოცხლის მოსპობა, ვინაიდან მათ ვერ
ექნებატ დანმაშავის ქმედებაზე რეაგირებისა და წინააღმდეგობის გაწევის უნარი.
სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა. ასეთი
მკვლელობის მოტივი ძირითადად შურისძიება და ეჭვიანობაა, მაგრამ თუ მოტივი
ანგარება ან ხულიგნური ქვენაგრძნობაა, ქმედება დაკვალიფიცირდება დამამძიმებელ
გარემოებათა ერთობლიობით.
6. მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით ხდება საზოგადოებაში არსებული
თანაცხოვრების წესების უგულვებელყოფის გამო. ამ დროს დამნაშავის ქცევა
განპირობებულია მისი სწრაფვით, დაუპირისპირდეს გარშემომყოფებს, მოახდინოს
ზნეობრივი ნორმების უპატივცემულობის დემონსტრირება. დამნაშავე არასწორად
აღიქვამს თავისუფლების მნიშვნელობას და მოქმედებს ფორმულით “ჩემთვის
ყველაფერი დასაშვებია”. ასეთი კვლელობის დროს მსხვერპლი შემთხვევითია,
დანაშაული ჩადენილია მცირე საბაბით ( მაგალითად: დამნაშავისთვის შნიშვნის
მიცემით, სიგარეტის მოთხოვნაზე უარის თქმით) , ხშირად მკვლელობამდე ხდება ჩხუბი
მსხვერპლსა და დამნაშავეს შორის, მისი ინიციატორი ყოველთვის დამნაშავეა. ეს ქმედება
ჩადენილი შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
როდესაც დამნაშავე ხულიგნური მოტივითა და არაპირდაპირი განზრახვით სიცოცხლეს
უსპობს ადამიანს, თუმცა მას არ აქვს მიზანი მოკლას პირი, მაგრამ არც გამორიცხავს, რომ
შეიძლება დადგეს მკვლელობის შედეგი, მაშინ განზრახვა არაპირდაპირია.
7. მკველობა რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო
ძირითადად პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი. მოტივი არის მტრული განწყობა და
სიძულვილი. შესაძლოა ეს სიძულვილი გადაიზარდოს პიროვნულ კონფლიქტში, და
შეიძლება მკვლელობა ჩადენილი იქნას დამნაშავისა და დაზარალებულს შორის
კონფლიქტური სიტუაციის წარმოშობის გარეშეც (მაგალითად: ეროვნული ან ეთნიკური
მასობრივი ურთიერთშეტაკების პროცესში)
8. გენდერის ნიშნით ესაა ოჯახის წევრის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე ჩადენილი
მკვლელობა. ზოგადად ამ საკითხის დარეგულირება და დამამძიმებელ გარემოებად
გადაქცევა გამოიწვია ფემიციდის გაზრდილმა შემთხვევებმა საქართველოში, მაგრამ
ქართულმა კანონმდებლობამ გადაწყვიტა ფემიციდის ტერმინის მაგივრად, რაც ნიშნავ
გენდერის ნიშნით ჩადენილ დანაშაულს ქალის მიმართ, გამოეყენებინა ცნების უფრო
ფართო გაგება, ამიტომაა რომ საკითხი ადრეგულირდა, როგორც მკვლელობა გენდერის
ნიშნით და არა ფემიციდი. პრაქტიკის გათვალისწინებით კი ამ გარემოებით მკვლელობა
ხდება პირდაპირი განზრახვით და მიმართულია ქალთა მიმართ. (ეს ნაწილი
დაკონსპექტებული არაა სახელმძღვანელოს მიხედვით, არცერთ კომენტარში ინფორმაცია
არაა ამ გარემოებაზე, იმიტომ რომ ახალი ცვლილებაა)
9. მკვლელობა ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა მოიცავს ჯგუფური დანაშაულის ყველა
სახეს, რაც მოცემულია 27-ე მუხლში (ორი ან მეტი პირი სრულად ან ნაწილობრივ
ახორციელებს დანაშაულის ობიექტურ შემადგენლობას და გამოდიან დანაშაულის
თანაამსრულებლები). სასამართლო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ჯგუფური მკვლელობა
უმეტესწილად ჩადემილია დამნაშავეთა წინასწარი შეთანხმებით და შესაბამისად
პირდაპირი განზრახვით.
10. ოჯახის წევრის მიმართ გათვალისწინებული უნდა იყოს ვინაა ოჯახის წევრი. 111 -ში
წერია
11. მკვლელობა ორი ან ორზე მეტი პირისა გულისხმობს ორი ან მეტი პირისტის სიცოცხლის
მოსპობას, რაც ჩადენილია ერთდროულად ან სხვა პირთათვის სიცოცხლის მოსპობას,
პირველი მსხვერპლის მკვლელობიდან მოკლე დროში. ამ კვალიფიკაციისთვის
აუცილებელია, რომ დამნაშავე მოქმედებდეს ერთიანი განზრახვით. თუ პირველი პირის
მკვლელობა არ უკავშირდება მეორე მკვლელობას მაშინ ეს არ იქნება ამ მუხლით
დაკვალიფიცირებული. ანუ თუ პირმა მოკლა ორი ადამიანი ერთიანი განზრახვის გარეშე,
არ გვაქვს დანაშაულის არაერთგზისობის მომენტი, მაშინ პირი ცალ-ცალკე
გასამართლდება ორივე მკვლელობისთვის და მოხდება სასჯელთა შეკრება. თუ
მკვლელობები ჩადენილია სხვადასხვა დროს და ერთიანი განზრახვით, მაშინ საქმე
გვაქვს პირდაპირ განზრახვასთან, ხოლო თუ მკვლელობები ჩადენილია ერთდროულად
მაშინ საქმე შეიძლება გვქონდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპი განზრახვასთან.
12. მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით შეიძლება გამოვლინდეს დანაშაულის
ჩადენის ხერხში, ისე პირის გულგრილობაში მსხვერპლის ტანჯვის მიმართ.
განსაკუთრებულ სისატიკედ ჩაითვლება მკვლელობა წამებით, პირის ცოცხლად დაწვით,
ხანგძლივი დროის განმავლობაში წყლისა და საჭმლის მიუცემლობით, მშობლის
თვალწინ შვილის მოკვლით ან პირიქით. როდესაც სახეზეა მსხვერპლისთვის უამრავი
ჭრილობის მიყენება, უნდა დადგინდეს ეს მოხდა აფექტის მდგომარეობის გამო თუ პირს
სურდა მსხვერპლისთვის ტკივილი მიეყენებინა სიკვდილის წინ.
13. მკვლელობა ანგარებით ან შეკვეთით ძველი ნორმაა. ანგარებით მკვლელობა ნიშნავს ისეთ
მკვლელობას, რომლის მიზანია მატერიალური გამორჩენის მიღება ( ფულის, ქონების,
საცხოვრებელი სახლის). ანგარება გამდიდრებისკენ მისწრაფებაა, ამიტომ ანგარებით
მკვლელობად ჩაითვლება ეს უკანასკენელი ჩადენილი მსხვერპლთან ერთად შეძენილი
საერთო საკუთრების დასაუფლებლად, მემკვიდრეობის ან დაზღვევის მისაღბად,
მატერიალური ხარჯისგან გასათავისუფლებლად ( ავადმყოფის მოვლის, ალიმენტისგან
თავის არიდების ვალის დაბრუნებისგან თავის არიდების გამო) ანგარებით მკვლელობათ
ჩაითვლება მკვლელობა რაიმე თანამდებობის დაკავების მიზნით. ანგარებით ჩადენილი
მკვლელობისას მნიშვნელობა არ აქვს ვინ მიიღებს სარგებელს თავდ მკვლელი თუ
მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. როდესა დანაშაული მხოლოდ ანგარების
ქვენაგრძნობითაა ჩადენილი ის პირდაპირი განზრახვით დაკვალიფიცირდება, ხოლო
როდესაც სხვა პუნქტების განხილვაც გვიწევს საქმე გვექნება როგორს პირდაპირ, ისე
არაპირდაპირ განზრახვასთან. შეკვეთისას ყოველთვის პირდაპირი განზრახვაა.
14. მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადაანერგვის ანდა
სხვაგვარი გამოყენებისთვის ხორციელდება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით. მოტივი
შეიძლება იყოს, როგორც ანგარება ანუ გამდიდრება, ისე ახლობლის გადარჩენა ან
სამედიცინო ექსპერიმენტის ჩატარება. შეიძლება მოხდეს როგორც მსხვერპლის
მოტყუებით ისე ძალადობრივი გზით.
15. არაერთგზის ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამუ ეოცა საქმე გვაქვს არაერთგზის
მკვლელობასთან, ისინი ერთმანეთისგან გამიჯნული უნდა იყოს ნასამართლევობით.
არაერთგზის მკვლელობად არ ჩაითვლება 110-114 მუხლებით( ევთანაზია, წარუეცარი
სულიერი აღელვება, დედის მიერ ახალშობილის მკვლელობა, აუცილეებლი მოგერიების
გადაცილება და დამნაშავის შეპრობის დროს აუცილებელი ზომების გადაცილების)
ჩადენილი მკვლელობის ჩადენა სხვა მკვლელობასთან ერთად. ანუ თუ პირი მოვკალი
მისივე თხოვნით, ამისთვის მოვიხადე პატიმრობა, მერე გამოვედი ციხიდან და მოვკალი
ვინმე საქმე არ გვაქვს არაერთგზის მკვლელობასთან.
16. მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურეობრივ საქმიანობასთან ან
საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით წარმოადგენს
მკვლელობას შურისძიების მოტივით. მკვლელობის ამ მუხლით კვალიფიკაცია მოხდება
მაშინაც თუ არ არსებობს შურისძიების მოტივი და მკვლელმა მკვლელობა ჩაიდინა
დაზარალებულის მართლზომიერი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით. ამ
პუნქტით კვალიფიკაციისას აუცილებელი პირობაა რომ სამსახურეობრივი მოვალეობის
შემსრულებელი პირი მოქმედებდეს მართლზომიერად. თუ მსხვერპლი
მართლსაწინააღმდეგოდ იქცეოდა, ( ბოროტად იყენებდა სამსახურეობრივ
მდგომარეობას) ამ მუხლით მკვლელი ვერ გასამართლდება. მნიშვნელობა არ აქვს
მკვლელობა განხორციელებულია დაზარალებულის მიერ სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულების დროს თუ შემდეგ, მკვლელი პასუხ მაინც ამ პუნქტით აგებს.
მაგალითად: მოსამართლის მოკვლა მსაჯვრდებულის მიერ სასჯელის მოხდის შემდეგ)

მუხლი 110- მკველელობა მსხვერპლის თხოვნით ევთანაზია წარმოშობს კონფლიქტს ორ


უფლებას შორის: ერთია მომაკვდავი ადამიანი სიცოცხლის უფლება და მეორე თავად
მომაკვდავის სიკვდილის სურვილი.

მეცნიერები თვლიან, რომ ტვინის დისოციალური კვდომის შემთხვევაში რეამინატორს უნდა


გაააჩნდეს აპარატის გამორთვის უფლება, თუ აპარატის გარეშე დამოუკიდებლად სიცოცხლის
აღდგენა შეუძლებელია. იურიდიულად აქ არც ევთანაზიასთან და არც მკვლელობასთან საქმე
არ გვაქვს და ექიმს უფლება გააჩნია თავისი მეცნიერული რწმენის საფუძველზე გამორთოს
აპარატი, როცა ხელოვნურად ხდება სიცოცხლის შენარჩუნება. უფრო მეტიც პაციენტის
უფლებების შესახეებ კანონის 24-ე მუხლი ასეთ გარემოებაში ექიმის ქმედებას კანონიერად
მიიჩნევს.
რაც შეეხება საქართველოს, ევთანაზია, სისხლის სამართლის კოდექსმა - მკვლელობა
მსხვერპლის თხოვნით პრივილეგირებულ შემადგენლობათა ჯგუფს მიაკუთვნა, ვინაიდან
საკითხი ეხება არა მარტო მკვლელობას დაზარალებულის თანხლობით, არამედ მძიმე
მომაკვდავი ადამიანის დაჟინებულ თხოვნას მისი ფიზიკური ტანჯვისგან განთავისუფლების
შესახებ.
მკვლელობა ხდება პირდაპირი განზრახვით, თუმცა იგი ნაკარნახევია მომაკვდავის თხოვნით,
რათა ავამდყოფი განთავსიუფლდეს ძლიერი ფიზიკური ტკივილისაგან. რაც შეეხება
დანაშაულის ჩადენის მოტივს, იგი ერთადერთია დაზარალებულისადმი სიბრალულის
გრძნობა. ქმედებას ევთანაზიის კვალიფიკაცია რომ მიეცეს, თხოვნა უნდა მომდინარეობდეს
მხოლოდ ავამდყოფისგან, თხოვნა ადვილი სიკვდილის შესახებ გამოთქმული უნდა იყოს
გაცნობიერებულად, საღი გონებით, თხოვნა განმეორებული ინდა იქნეს არაერთგზის
(რამდენჯერმე), ავამდყოფი უნდა მოქმედებდეს იძულების გარეშე, სიკვდილის სურვილის
შესახებ თხოვნის საფუძველი უნდა იყოს ავამდყოფობით გამოწვეული ძლიერი ფიზიკური
ტკივილი, ტანჯვა და არა სხვა ფაქტორები (მაგალითად ოჯახური ან სხვა ფაქტორები) .

მუხლი 111- განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვებისას - აფექტში


ჩადენილი მკვლელობისთვის პასუხისმგებლობის შემსუბუქება ორი გარემოებით
არის განპირობებული: პირველი - დამნაშავე მოქმედებს განსაკუთრებულ ფსიქიკურ
მდგომარეობაში, უეცრად აღძრული ძლიერი სულიერი აღელვების ფონზე. მეორე -
მკვლელობა პროვოცირებულია თვით დაზარალებულის ქცევით, სწორედ მისი
მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს დამნაშავის აფექტს და დაზარალებულის მოკვლის
სურვილს. ცნობილია, რომ აფექტი არის უეცრად აღძრული სწრაფწარმავალი სულიერი
განცდა (ემოცია), რომელიც იწვევს შეგნებული ნებელობითი კონტროლის შემცირებას და
გამოსავალს მოქმედებაში პოულობს. ამ ემოციის წარმოშობა შეიძლება გამოწვეული იყოს
დაზარალებულის მიერ დამნაშავის შეურაცხყოფით, ძალადობით, მუქარით,
ცილისწამებლური ცნობების გავრცელებით და სხვა. ასეთი დანაშაული ყოველთის
ჩადენილია პირდაპირი განზრახვით. მოტივს ძირითადად მნიშვნელობა არ აქვს.

მოცემული მუხლის კვალიფიკაციას გვაძლევს ისეთი გარემოებაც, როდესაც ძალადობა


ხორციელდება არა მკვლელის მიმართ, არამედ მისი ახლო ნათესავის მისამართით, მაგ: დ.-მ
ბ.- ს თვალწინ სცემა და დანით დაჭრა ბ.-ს შვილი. ამის დანახვაზე ბ.ჩავარდა უეცარი ძლიერი
სულიერი აღელვების მდგომარეობაში და თავში ჯოხის ჩარტყმით მოკლა დ.

მოცემული მუხლის მეორე ნაწილში გაზრდილია პასუხისმგებლობა აფექტში ჩადენილი


მკვლელობისათვის თუ მოხდა ორი, ან მეტი ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა. ამ
კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ ორი ან მეტი პირის მკვლელობა
ჩადენილი იყო ერთდროულად, ერთ ადგილას და ერთიანი განზრახვით აფექტურ
მდგომარეობაში, ვინაიდან ამ დანაშულისათვის აუცილებელი პირობაა მკვლელობა
განხორციელდეს იმ წუთიერად აფექტის მდგომარეობაში.
მუხლი 112- დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა კანონში დანაშაულის
დისპოზიცია ჩამოყალიბებულია შემდეგი სახით: დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობა მშობიარობისას ან უმალვე მშობიარობის შემდეგ.მოცემული დანაშაულის
ჩადენა მიჩნეულია შემამსუბუქებელ გარემოებად, ვინაიდან მშობიარე ქალი შეიძლება
იმყოფებოდეს ისეთ ფსიქიკურ მდგომარეობაში, როდესაც მას თავისი მოქმედების
მიმართ, ნაწილობრივ შესუსტებული აქვს ზედამხედველობისა და კონტროლის უნარი.
ახალშობილის მკვლელობა შეიძლება ჩადენილი იყოს,როგორც მოქმედებით (მაგალითად
დახრჩობა), ისე უმოქმედობით (როდესაც არაფერი კეთდება ახალშობილის
დახმარებისთვის -(ახალშობილს არ აჭრიან ჭიპლარს).
ამ დანაშაულის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია, რომ მკვლელობა მოხდეს
მშობიარობისასან უმალვე, მშობიარობის შემდეგ. ამდენად იგი უნდა განხორციელდეს
მცირე დროის მონაკვეთში.
იმ შემთხვევაში თუ მშობიარობა არ არის დაწყებული, სახეზე გვექნება ნაყოფის მოსპობ
და არა მკვლელობა. ამ შემთხვევაში გვექნება უკანონო აბორტი.

მუხლი 113- მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით


აუცილებელი მოგერიება მართლწინააღმდეგობის ერთ-ერთი გამომრიცხველი
გარემოებაა (მუხლი 28) და იგი სისხლის სამართლის კანონდებლობით დასჯად ქმედებად
არ მიიჩნევა. მოქმედი კანონდებლობით დასჯადია ისეთი მოქმედება,თუ არსებობს
მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობა მასზე თავდასხმის ხასიათთან და
საშიშროებასთან. მაგ: გ.-ს ცემის მიზნით თავს დაესხა ბ. მიუხედავად იმისა, რომ ბ.-ს
შეეძლო მისი ხელით მოგერიება, დანით მოკლა გ.
თავდამსხმელისათვის სიცოცხლის მოსპობა თავდასხმის დამთავრების შემდეგ
(საფრთხის გასვლის შემდეგ) ვერ დაკვალიფიცირდება, როგორც აუცილებელი
მოგერიების ფარგლების გადაცილება. ამ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება უნდა
დაკვალიფიცირდეს როგორც მკვლელობა ჩადენილი შურისძიების ნიადაგზე(მუხლი
108).

მუხლი 114- მკვლელობა დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების


გადაცილებით - ამ მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს
მოქმედებდა თუ არა დამნაშვე დანაშაულის ჩამდენი პირის შეპყრობის სიტუაციაში.
თუ შეპყრობა ხდება ჯერ კიდევ დაუმთავრებელი ხელყოფის დროს ან წინააღმდეგობის
გაწევისას, სიცოცხლის მოსპობა ხორციელდება აუცილებელი მოგერიების
მდგომარეობაში ან მისი ფარგლების გადაცილებით. დანაშაულებრივი ხელყოფის
დამთავრების შემდეგ ან სხვა სიტუაციაში (მაგალითად გაქცევისას)აუცილებელი
მოგერიების მდგომარეობა აღარ არსებობს.
დამნაშვის შეპყრობისას ადამიანისათვის სიცოცხლის მოსპობა უნდა გავმიჯნოთ
შურისძიებით მოტივით მკვლელობისგან, რომელიც თვითგასწორების აქტს
წარმოადგენს. დამნაშავის შეპყრობის მიზანს წარმოადგენს მისი ხელისუფლების
ორგანოში წარდგენა. პირდაპირი განზრახვით მკვლელობა თავისთავად გამორიცხავს ამ
მიზნის მიღწევას. ასეთ შემთხვევაში მკვლეობა 114-ე მუხლით დაკვალიფიცირდება
მხოლოდ არაპირდაპირი განზრახვის არსებობისას, როდესაც დამნაშვეს არ სურდა,
მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა შეპყრობილისათვის
სიცოცხლის მოსპობას. თუ პირი წინააღმდეგობას არ უწევს შემპყრობს ან არ ცდილობს
მიმალვას, მისთვის სიცოცხლის მოსპობა დაკვალიფიცირდება ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე
მუხლებით, ან როგორც მკვლელობა აფექტში 111-ე მუხლი.
ამდნად, ამ მუხლისათვის აუცილებელია, რომ მკვლელობა განხორცილებული იყოს
დამნაშვისათვის შეპყრობისას აუცილებელი ზომის გადაცილებით, ჩადენილი
არაპირდაპირი განზრახვის პირობებში. რაც შეეხება აუცილებელი ზომის გადაცილებას
იგი ნიშნავს ამ ზომის აშკარა შეუსაბამობას შესაპყრობი პირის მიერ ჩადენილი
დანაშულის სიმძიმესთან ან შეპყრობის გარემოებებთან. მაგ: პირმა დანის მუცლის არეში
დარტმით სიცოცხლეს გამოასამლა ის ვინც ქუჩაში მეუღლის ცემის შემდეგ გარბოდა
შემთხვევის ადგილიდან.

მუხლი 115- თვითმკვლელობამდე მიყვანა - როგორც დანაშაულის დისპოზიციიდან


ჩანს,ამ დანაშაულისჩამდენი პირია,ის ვინც მსხვერპლს არაადამიანური მოპყრობით,
სისტემატიურად პატივისა და ღირსების შელახვით მიიყვანს თვითმკვლელობამდე ან
ასეთის ცდამდე. მაგ: გ. თავის მეუღლეს მ.-ს უმიზეზოდ სისტემატიურად სცემდა და
ამცირებდა. მ-მ ვერ აიტანა ასეთი სახის დამცირება და თავი ჩამოიხრჩო.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როგორც ყველა დანაშაულს, მათ შორის
თვითკმვლელობამდე მიყვნასაც უნდა გააჩნდეს მიზეზობრივი კავშირი ქმებასა და
დამდგარ შედეგს შორის. ასეთი კავშირის არ არსებობის შემთხვევაში დანაშაულის
ნიშნები არ გვექნება, მაგ: მოცემული მაგალითიდან გამომდინარე თუ ვერ დადგინდება
ქმრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ცოლის ჩამოხრჩობას შორის მიზეზობრივი
კავშირი (რომ ნამდვილად არაადამიანურმა მოპყრობამ გამოიწვია თვითმკვლელობა),
ქმარს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

მუხლი 116- გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა -გაუფრთხილებლობით


სიცოცხლის მოსპობა მკვლელობად არ მიიჩნევა. იგი ითვლება
სიცოცხლეზე დანაშაულებრივი ხელყოფის სახესხვაობად. გაუფრთხილებელი
დანაშაული, როგორც უკვე აღინიშნა ორი სახისაა - თვითიმედოვნება და
დაუდევრობა. ამ ნორმისთვის მნიშვნელობა არ აქვს გაუფრთხილებლობის რა სახით
მოესპო სიცოცხლე მსხვერპლს. მაგ: დ.-მ შემთხვევით მეუღლეს საჭმელში მარილის
ნაცვლად შხამიანი ნივთიერება ჩაუყარა, რითაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
116-ე მუხლს გააჩნია მეორე ნაწილიც, რითაც გათვალისწინებულია
გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ორი ან მეტი პირის მიმართ და
დამამძიმებელი გარემოებაა ამ მუხლისათვის.
დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ
საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციით, სისხლის სამართლის
კოდექსით და სხვა კანონებით.

ჯანმრთელობის დაზიანებად ჩაითვლება ნებისმიერი ხელყოფა სხვა პირზე, რომელმაც მისი


ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია.ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაული
მატერიალურია (ე.ი. ამ დანაშაულის დამთავრბულად ცნობისთვის აუცილებელია შესაბამის
ნორმაში გათვალისწინებული შედეგის დადგომა ან კონკრეტული საფრთხის შექმნა) .

ჯანმრთელობის დაზიანების სიმძიმის მიხედვით აღნიშნული დანაშაულები იყოფა სამ


ჯგუფად: ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება. დაზიანების
სიმძიმის განსაზღვრისათვის საჭიროა სპეციალური სამედიცინო ცოდნა (სასამართლო
სამედიცონო ექსპერტიზა).

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებად (117-ე მუხლი) ითვლება ჯანმრთელობის ისეთი


დაზიანება, რომელიც ზიანის მიყენების მომენტისათვის საფრთხეს უქმნის ადამიანის
სიცოცხლეს. ასეთი სახის დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ - შემავალი ჭრილობა თავის
ქალაში, გულმკერდში, მუცლის ღრუში, ხერხემლის არეში; დახურული დაზიანება, რომელმაც
გამოიწვია ტვინში სისხლჩაქცევა, ტვინის დაჟეჟილობა, ფილტვის, ღვიძლის, თირკმლის,
საშვილოსნოს გაგლეჯა.დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა და სხვა. დაზიანება,
რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი
ფუნქციის დაკარგვა:

ასეთი სახის დაზიანებებად შეიძლება მივიჩნიოთ სხეულის რომელიმე ორგანოს დაკარგვა,


მაგ: დაზიანების შედეგად თვალი ამოვარდნილია ბუდიდან, ყური მოკვეთილია და სხვა.
შესაძლებელია, რომ ორგანო ფიზიკურად არ იყოს დაკარგული, მაგრამ არ ფუნქციონირებდეს,
მაგ: თვალი დაბრმავებულია, ყურში სმენა დაკარგულია. რაც შეეხება მხედველობის
დაკარგვას აქიგულისხმება, როგორც სრული დაბრმავება, ისე მხედველობის იმგვარი
დაზიანება, როცა პირი ვერ არჩევს ახლო მდებარე საგნების კონტურებს

ცალი თვალით დაბრმავება ითვლება ჯამრთელობის მძიმე დაზიანებად. სმენის დაკარგვად


ითვლება ისეთი განუკურნებელი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია გაიგოს ყურის
ნიჟარიდან 3-5 სანტიმეტრის დაშორებით ხმამაღალი საუბარი. ცალ ყურში სმენის დაკარგვა არ
იწვევს ჯამრთელობის მძიმე დაზიანებას- იგი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე ხარისხს.
მეტყველების დაკარგვად ჩაითვლება ისეთი მდგომარეობა, როცა პირს არ შეუძლია თავისი
აზრი გასაგებად გადმოსცეს.

ფსიქიკური ავამდყოფობა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ფიზიკურმა (ცემამ), ისე


ფსიქოლოგიურმა ზემოქმედებამ (დაშინება). ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს ეს ავამდყოფობა
მუდმივია თუ დროებითი. შესაძლებელია პირი დაავადებული იყო ფსიქიკურად, მაგალითად
შიზოფრენიით, მაგრამ სათანადო მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.
თუკი მიყენებულმა დაზიანებამ მას განუახლა ძველი ავამდყოფობა (შიზოფრენია), ქმედება
უნდა დაკვალიფიცირდეს 117-ე მუხლით. ამ კატეგორიის საქმეებზე აუცილებელია ჩატარდეს,
როგორც სასამართლო სამედიცინო, ისე ფსიქიატრიული ექსპერტიზები იმის დასადგენად
ნამდვილად გამოიწვია, თუ არა ჯანმრთელობის დაზიანებამ დაავადება.
სხეულის დაზიანების შედეგად ორსულობის შეწყვეტა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაა
(მნიშვნელობა არ აქვს თუ რამდენი კვირის ორსულობა შეწყდა). მოცემული დანაშაულის ამ
კატეგორიაში გაყვანა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ორსულობის შეწყვეტა ძალადობით
იწვევს ძლიერ სისხლდენას, რაც დაუყოვნებლივ თუ არ შეწყდა შეიძლება გამოიწვიოს
სიკვდილი.გარდა ამისა, ორსულობის ამ სახით შეწყვეტამ შეიძლება მომავალში გამოიწვიოს
ქალის უშვილობა. ეს დანაშაული იმით განსხვავდება უკანონო აბორტისგან, რომ ამ
შემთხვევაში ექიმი დედის სურვილით ახდენს ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას სათანადო
სამედიცინო ხერხების გამოყენებით, რის გამოც ქალის ჯანმრთელობის სერიოზული
დაზიანების საფრთხე გაცილებით ნაკლებია.

სახის წარუშლელი დამახინჯება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების თავისებური სახეა. იგი


არ წარმოადგენს სიცოცხლისათვის სახიფათოს, მაგრამ სახის წარუშლელი დამახინჯება
ძლიერ მორალურ ტანჯვას აყენებს დაზარალებულს, იწვევს დიდ შინაგან განცდებს, რომელიც
მთელი ცხოვრების მანძილზე თან დაჰყვება. სახის წარუშლელ დამახინჯებად მიიჩნევა
დაზიანება მიყენებული უშუალოდ სახეზე და არა ყელის ან კისრის მიდამოში. დაზიანება
უნდა იყოს წარუშლელი, ანუ თერაპიული მკურნალობით შეუძლებელია მისი გაქრობა
(აუცილებელია ქირურგიული ჩარევა). დაზიანება უნდა ამახინჯებდეს სახეს (თვალების
სიმეტრიის დარღვევა სახე იწვევს ზიზღს ან სიბრალულს). აღნიშნული გარემოებების
დასადგენად აუცილებელია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

შრომისუნარიანობის მყარი დაკარგვა სახეზეა მაშინ, როცა იგი დაკარგულია


სამუდამოდ ან მისი აღდგენა შეიძლება მხოლოდ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად. (120
დღეზე მეტი ხნის ვადით). საერთო შრომისუნარიანობა გულისხმობს ზოგადად ფიზიკური და
გონებრივი საქმიანობის შესრულების უნარს. იგი ერთი მესამედით მაშინაა დაკარგული თუ
33%-ზე მეტადაა დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამ გარემოებების
დასადგენად აუცილებელია სპეციალური სამედიცინო ცოდნის გამოყენება, რის გამოც
ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. დამნაშავეს სრულად უნდა ჰქონდეს
გააზრებული, რომ სხეულს უზიანებს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანს, მაგ: პიანისტს ან
მევიოლინეს განზრახ უმტვრევენ ხელს ან თითებს. სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე
მუხლის მეორე ნაწილი დამამძიმებელ გარემოებად ითვალისწინებს იგივე ქმედებას, რამაც
გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. აქ ნაგულისხმევია ისეთი შემთხვევა, როცა ძირითადი
შედეგი (ჯამრთელობის მძიმე დაზიანება) გამოწვეულია განზრახ, ხოლო თანამდევი შედეგი
(სიკვდილი) დადგა გაუფრთხილებლობით. მაგ: ჩხუბში ერთმა მეორეს ფეხის არეში დანის
დარტყმით ჯანმრთელობა მძიმედ დაუზიანა, რის გამოც დაზარალებულს სისხლდენა
დაეწყო. იგი წაიყვანეს საავამდყოფოში, სადაც ექიმმა თავისი დაბალი პროფესიონალიზმის
გამო ვერ შესძლო სისხლდენის შეჩერება და დაჭრილი გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში
რასაკვირველია არსებობს მიზეზობრივი კავშირი ექიმის უმოქმედობასა და დამდგარ შედეგს
შორის, თუმცა სიკვდილთან მიზეზობრივ კავშირშია ასევე დამჭრელიც - რომ არა დაზიანება,
პირი საავამდყოფოში არ მოხვდებოდა ოპერაცია არ დასჭირდებოდა და სისხლისგან არ
დაიცლებოდა. მიუხედავად ამისა, კვალიფიკაციისთვის არ არის საკმარისი მარტო
მიზეზობრივი კავშირის დადგენა და იგი შეფასებული უნდა იყოს განზრავახვასთან ერთად,
კერძოდ დასადგენია სურდა თუ არა დამჭრელს მისი მკვლელობა,
სხეულის რა ადგილზე მიაყენა დაზიანება, შეეძლო თუ არა დამატებითი დაზიანებების
მიყენება, იმედოვნებდა თუ არა, რომ დაჭრილს დროულად აღმოუჩენდნენ დახმარებას და ასე
შემდეგ. ამ კონკრეტული მაგალითიდან პირს არ შეეძლო გაეთვალისწინებინა, რომ ექიმის
უმოქმედობა გამოიწვევდა სიკვდილს, თუმცა შეეძლო მისი სიკვდილის გათვალისწინება და
ვალდებული იყო გაეთვალისწინებინა იგი. ჩვენს მიერ განხილული დანაშაული განსხვავდება
სისხლის სამართლის კოდექსის116-ე მუხლისგან (სიცოცხლის მოსპობა
გაუფრთხილებლობით)და ეს განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: სხვისი სიცოცხლის
გაუფრთხილებლობით მოსპობის დროს დამნაშავის განზრახვა არაა მიმართული სხვისი
ჯანმრთელობის დაზიანებისკენ (როგორც ამას ადგილი აქვს 117-ე მუხლის მეორე ნაწილში),
არამედ პირის თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით ჩადენილი ქმედების გამო დგება
სიკვდილი.

სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი ითვალისწინებს ყველა იმ


დამამძიმებელ გარემოებას, რომელიც გააჩნია ამავე კოდექსის 109-ე მუხლს.

ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება იმით განსხვავდება მძიმე დაზიანებისაგან, რომ


იგი არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო და არც იმ შედეგებს იწვევს, რომელიც
ჩამოთვლილია 117-ე მუხლში (მხედველობის, სმენის, მეტყველების ან სხვა ორგანოს, ან მისი
ფუნქციის დაკარგვა). ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის დამახასიათებელია
ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა, საერთო შრომისუნარიანობის მყარი, ერთ მესამედზე
ნაკლებად დაკარგვა. ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გულისხმობს რომელიმე ორგანოს
ფუნქციის მოშლას 21 დღეზემეტი ვადით. თუ ასეთი მდგომარეობა 21 დღემდე აღწევს, მაგრამ
მას არ სცილდება ადგილი აქვს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას.
ნაკლებად მძიმე დაზიანებებს განეკუთვნება: ერთ ყურში სმენის დაკარგვა, ხელზე
საჩვენებელი ან ცერა თითის დაკარგვა. წვრილი ძვლების დახურული მოტეხილობა, ფეხის
თითის დაკარგვა, და ასე შემდეგ. 118-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა. ამ
შემთხვევაშიც პირი განზრახ აყენებს დაზარალებულს დაზიანებას, ხოლო სიკვდილი დგება
გაუფრთხილებლობით. ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება დაკავშირებულია
ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან და საჭიროებს სათანადო მკურნალობას. უარყოფით
შემთხვევაში დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს სიკვდილი. მაგ: მოჭრილია ხელის თითი. თუ
დაჭრილს არ ჩაუტარდა სათანადო სამედიცინო დახმარება, შეიძლება დადგეს სიკვდილი.
ამდენად ასეთი სახის შემთხვევების არსებობისას პირის ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს
118-ე მუხლის მეორე ნაწილით. რაც შეეხება ამ მუხლის სხვა დამამძიმებელ გარემოებებს,
ისინი 109-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებების ანალოგიურია.

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო


შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. როგორც
დისპოზიციიდან ჩანს მოცემული დანაშაულისათვის აუცილებელია შემდეგი სახის შედეგი:
ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი
დაკარგვა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გულისხმობს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე
ორგანოს ისეთ ავამდყოფურ მდგომარეობას, რომელიც საჭიროებს 6 დღიდან 21 დღემდე
ვადით მკურნალობას. თუ მკურნალობა გრძელდება 6 დღეზე მცირე ხნით,ქმედება არ მიიჩნევა
ჯანმრთელობის დაზიანებად. ასეთ შემთხვევაში დანაშაული დაკვალიფიცირდება
ძალადობით/ საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა ნიშნავს
შრომისუნარიანობის დაკარგვას 5-დან 10-თ პროცენტამდე. თუ შრომისუნარიანობა 5%-ზე
ნაკლებადაა დაკარგული, დაზიანება არ ჩაითვლება მსუბუქ დაზიანებად და ამ შემთხვევაშიც
ადგილი ექნება ძალადობის კვალიფილაციას.

ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: სისხლნაჟღენთები, მხედველობის ან


სმენის ისეთი შესუსტება, რამაც გამოიწვია შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი
დაკარგვა; ცხვირისა და ყბის გაბზარვა და ასე შემდეგ.

მუხლი 126 - ძალადობა კანონის მიხედვით ვხვდებით ძალადობის ორ ტიპს. ესენია ჩემა და
სხვაგვარი ძალადობა.

ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად


რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს, თუმცა არ
იწვევს მისი ჯანმრთელობის დაზიანებას ანუ 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით დამდგარ
შესაძლო შედეგებს. ისეთი მსუბუქი დარტყმები, რომელსაც არ მოჰყოლია ფიზიკური
ტკივილი, ცემად არ განიხილება. ამდენად ამ მუხლის კვალიფიკაციისთვის აუცილებელია,
რომ დაზარალებულმა განიცადოს ტკივილი. ცემა ხშირად ტოვებს გარკვეულ კვალს
ადამიანის სხეულზე, კერძოდ: დაბეჟილობის ან სისხლჟღენთის სახით, თუმცა შესაძლებელია
არც ეს კვალი დატოვოს სხვაგვარი ძალადობა იმით განსხვავდება ცემისგან, რომ იგი შეიძლება
გამოიხატოს ერთჯერად ძალმომრეობით აქტში მაგ: ხელის გარტყმა სახეში ან საერთოდ არ
იყოს დაკავშირებული დარტყმასთან, მაგ: თმებით თრევა, ხელების გადაგრეხა, პანღურის
ამორტყმა და სხვა. სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს უმოქმედობითაც, მაგალითად
პირი ღამით სახლის კარებს არ უღებს ოჯახის წევრს, ტოვებს გარეთ და ამას ადგილი აქვს
სისტემატიურად. სხვარი ძლადობა შეიძლწება გამოიხატოს ფსიქიკურ ზემოქმედებაშიც,
მაგალითად მოკვლის, ჯანმრთელობის დაზიანების სისტემატური მუქარა, თუ კი მისი
განხორციელების რეალობას დაზარალებული აღიქვამს, როგორც საფუძვლიანს და მას
სისტემატიური ხასიათი გააცნია, რაც თავის მხრივ იწვევს ფსიქიკურ ტანჯვას. აქაც
აუცილებელია დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი.

ეს მუხლი ასევე არეგულირებს სისტემური ცემის მომენტსაც. სისტემატიურია ცემა, მაშინ,


როცა იგი ჩადენილია სამჯერ მაინც, თანაც ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.აღნიშნული
მიუთითებს მასზედ, რომ პირველი ცემით მიყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ტრამვა
ჯერაც არგამქრალადა დაზარალებულის ცემა ხდება მეორედ, შემდეგ მესამედ და ასე შემდეგ.
ამასთან არ აქვს მნიშვნელობა ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით ხდება თუ ახლად
აღმოცენებული განზრახვით.
სუბიექტური მხრიც ეს დანაშაული ჩანეილი შეიძლება იყოს მხოლოდ პირდაპირი
განზრახვით. 1261 მუხლი არეგულირებს ოჯახში ძალადობის ნორმას, ამ მუხლის მთავარი
განმასხვავებელი ნიშანი, 126-ე მუხლისგან (გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრებს შორის
ძალადობის სპეციალური მუხლია) არის ის, რომ აქ არ ხდება ცემის ძალადობისგან
განსხავავება. ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება ერთი იჯახის წევრის მიერ
განხორციელებული მეორეზე, რამაც გამოიწვია ტკივილი არის ძალადობა ფართო გაგებით.

ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნა


სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობასი ჩაყენება

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება გამოიხატოს სიცოცხლისათვის საშიში


მდგომარეობის შექმნით იმ პირისათვის, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის
დასაცავად. ასეთ შესაძლებლობას ადამიანი შეიძლება მოკლებული იყოს იმის გამო, რომ
მცირეწლოვანია, მოხუცია, უმწეოა და ასე შემდეგ.

აქედან გამომდინარე ობიექტური მხარე ისეთ მოქმედებას გულისხმობს, რომელიც ქმნის


ადამიანის სიცოცხლისათვის რეალურ და კონკრეტულ საფრთხეს. დანაშული
დამთავრებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში
აღმოჩნდება, რაიმე შედეგის განხორციელება ამ დანაშულისათვის საჭირო არ არის. იგი
ფორმალური დანაშულია.

დანაშულის სუბიექტური მხარე განზრახვას გულისხმობს, სახელდობრ დამნაშვეს


გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ თავისი მოქმედებით სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობაში აყენებს იმ ადამიანს, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის
დასაცავად, ამასთანავე, განზრახვა მოიცავს სხვა ადამიანის სიცოცხლისათვის მხოლოდ და
მხოლოდ საფრთხის შექმნას და არა მის სიკვდილს. თუ დამნაშავეს სურს სიცოცხლისათვის
საშიშ მდგომარეობსში ჩაყენებით მოკლას დაზარალებული, ქმედება დაკვალიფიცირდება
მკვლელობის მცდელობით, ხოლო თუ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებისას
დამნაშვე უშვებდა ადამიანის სიკვდილის შესაძლებლობას და ეს შედეგი კიდეც დადგა, ამ
შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც სიცოცხლის საწინააღმდეგო დანაშული.
ამ მუხლისათვის დამახასიათებელი მაგალითია დედის მიერ ახალშობილი ბავშვის
სხვისთვის მიგდება, რითაც საფრთხეში აყენებს ბავშვის სიცოცხლეს. ასევე მაგალითად
შეიძლება ჩაითვალოს როცა მშობელი ბავშვთან ერთად ადიდებულ მდინარეში შევიდა და
საფრთხეში ჩააგდო ბავშვის სიცოცხლე; მთასვლელმა შეაგულიანა გამოუცდელი ტურისტი
სახიფათო კლდეზე ასასვლელად და საშიშ მდგომარეობაში ჩააყენა მისი სიცოცხლე.

განსაცდელში მიტოვება

განსაცდელში მიტოვება ითვალისწინებს სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარებაში


მყოფი ადამიანის დაუხმარებლობას იმის მიერ, ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა და შეეძლო
მისი დახმარება. სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას დამნაშავის
ნებისაგან დამოუკიდებლად ან და დამნაშავის მოქმედებით, მაგრამ მისი განზრახვის გარეშე.
განსაცდელში მიტოვების დროს დამნაშვე არ ეხმარება იმას, ვინც უკვე იმყოფება
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში. მაგ: ავტოსაგზაო შემთხვევის დროს პირმა დააზიანა
ქვეითად მოსიარულე დაუსახლებელ ადგილზე, რის შემდეგაც მოსალოდნელი
პასუხისმგებლობის თავის არიდების მიზნით არ გაუწია სიცოცხლისათვის საშიშ
მდგომარეობში მყოფ დაზარალებულს და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან. ამ მაგალითში
გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობა პირველი ავტოსაგზაო შემთხვევა (ჩადენილი
გაუფრთხილებლობით) და განსაცდელში მიტოვება (განზრახვით).

დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში, რომელიც გულისხმობს შემდეგი


პირობების არსებობას:

1. ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და შესაძლებლობა არ აქვს


მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

2. განსაცდელში მიმტოვებელს ევალება დაზარალებულზე ზრუნვა და შუძლია მისი


დახმარება.

განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის დახმარების სპეციალური ვალდებულება შეიძლება


გამომდინარეობდეს უშუალოდ კანონიდან მაგალითად სამოქალაქო კოდექსით მშობლები
ვალდებულნი არიან დაეხმარონ არასრულწლოვან შვილებს, შვილები - შრომისუუნარო
მშობლებს. მოქმედების ვალდებულება შეიძლება განპირობებული იყოს არჩეული
პროფესიით ან სამსახურებრივი მდგომარეობით მაგალითად: ასეთი სპეციალური მოვალეობა
აკისრია სკოლამდელი საბავშო დაწესებულების აღმზრდელს, მაშველს, მეხანძრეს, ძიძას და
ასე შემდეგ. განსაცდელში მიტოვებისათვის პირს პასუხისმგებლობა მაშინ დაეკისრება, როცა
მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო ზომები ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამ
შესაძლებლობის არქონა გამორიცხავს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
გარკვეული რისკი, რომელიც თან ახლავს განსაცდელში მყოფის დახმარებას, ვერ
გაამართლებს დამნაშავის უმოქმედობას, თუ ეს რისკი მისთვის სახიფათო არ არის.
განსაცდელში მიტოვება ფორმალური დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება იმ
მომენტიდან, როცა პირს წარმოეშვა დახმარების აღმოჩენის მოვალეობა და ეს მან არ შეასრულა
(მიუხედავად იმისა, განხორციელდა თუ არა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში შედეგი).
საყურადღებოა ის გარემოება, რომ მოცემული დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს
მხოლოდ ის, ვისაც სპეციალური ვალდებულება აკისრია, იზრუნოს განსაცდელში მყოფ
ადამიანზე და თავიდან ააცილოს ხიფათი.

ამ დანაშულის სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ

➢ ადამიანი იმყოფება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში და მოკლებულია


შესაძლებლობას თავი გადაირჩინოს.

➢ დაკისრებული აქვს მოქმედების, დახმარების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა,


ანუ სამართლებრივი გარანტის ფუნქცია.
➢ განსაცდელში მყოფი ადამიანისათვის დახმარების გაწევა მისი შესაძლებლობის
ფარგლებშია.

დაუხმარებლობის მოტივი სხვადასხვა შეიძლება იყოს - შურისძიება, ეჭვიანობა


მოსალოდნელი სასჯელის შიში და ასე შემდეგ.

რაც შეეხემა ამ დანაშაულის ჩადენის განზრახვას იგი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ


არაპირდაპირი განზრახვით ან გაურთხილებლობით. მაგ: მძღოლმა რომელმაც ავტოსაგზაო
შემთხვევისას მძიმედ დააზიანა ქვეითად მოსიარულე მიატოვა იგი და გაიქცა იმ განზრახვით
რომ შესაძლოა სხვა გამვლელი შეამჩნევდა დაზარალებულს და აღმოუჩენდა დახმარებას.
პირდაპირი განზრახვით მიტოვების შემთხვევაში კი გვექნება არა განსაცდელში მიტოვებდ
არამედ მკვლელობის მცდელობა.

განსაცდელში მიტოვებას თუ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის


სიკვდილი მოჰყვა, დამნაშავეს პასუხისმგებლობა დაეკისრება განზრახ მკვლეობისათვის.

დაუხმარებლობა ნორმა პრევენციული მნიშვნელობისაა, ვინაიდან მასში


ურთიერთდახმარების ზოგადი მოქალაქეობრიზი (ზნეობრივი) მოვალეობა სამართლებრივ
ვალდებულებად არის აღიარებული.

დაუხმარებლობის დროს სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის სიცოცხლე.


დანაშულის ობიექტური მხარე გამოიხატება უმოქმედობაში. ადამიანის სიცოცხლისათვის
საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას სტიქიური უბედურებით - მიწისძვრა, ხანძარი,
წყალდიდობა, მეწყერი და სხვა, ასევე ავამყოფობა, ინფარქტი, მშობიარობა და ასე შემდეგ.
ადამიანის საფრთხე უნდა იყოს რეალური, ხოლო დახმარების აღმოჩენა აუცილებელი და
გადაუდებელი.
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების საჭიროება ნიშნავს იმას, რომ შექმნილ
ვითარებაში დაუხმარებლობა გამოიწვევს ადამიანის დაღუპვას. ამასთან დაზარალებულ პირს
თავად არ შეუძლია შექმინილი ვითარებიდან თავის დაღწევა. საყურადღებოა ის გარემოება,
რომ დანაშაულად არ ჩაითვლება დახმარების აღმოუჩენლობა არა მარტო მაშინ, როცა პირს
ფაქტობრივად არ შეეძლო დახმარება, არამედ მაშინაც, როცა დახმარების აღმოჩენა დიდ
რისკთან იყო დაკავშირებული. მაგ: ცეცხლმოკიდებულ სასხლში
იმყოფება მოხუცებული, თუმცა გართ მყოფი ვერ უწევს დახმარებას ვინაიდან მისი
სიცოცხლეც საფრთხეში ჩავარდება ცეცხლმოკიდებულ ბინაში შესვლის შემთხვევაში.

სათანადო დაწესებულებაში შეუტყობინებლობა ნიშნავს პირის მიერ ისეთ ორგანიზაციის


ინფორმირებას, რომელსაც ევალება სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის
აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაწევა. ესეთი ორგანიზაციებია
სასწრაფო დახმარება, სახანცრო უსაფრთხოების სამსახური, პოლიცია და სხვა.
რაც შეეხება სხვა პირს დახმარების საჭიროების შესახებ შეტყობინების ადრესატი შეიძლება
იყოს არა ნებისმიერი, შემთხვევითი პირი, არამედ ის, ვისაც სპეციალური ცოდნის
თანამდებობის თუ დაზარალებულთან დამოკიდებულების გამო შეუძლია ან ევალება
სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის დახმარება. ესეთი პირი შეიძლება
იყოს ექიმი, მზრუნველი, დაზარალებულის ახლო ნათესავი და სხვა.
დაუხმარებლობა ფორმალური შემადგენლობის დანაშაულია და წმინდა უმოქმედობას
წარმოადგენს. თავად ფაქტი - დახმარების აღმოუჩენლობისა დამთავრებული დანაშაულია და
რაიმე შემდგომი შედეგის განხორციელება ამ დანაშაულისათვის საჭირო არ არის. თუ
დაუხმარებლობას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი ეს მხედველობაში მიიღება სასჯელის
დანიშვნის დროს, როგორც დამამძიმებელი გარემოება. იმ შემთხვევაში თუ დაზარალებულს
მიატოვებს ის ვისაც ევალებოდა მასზე ზრუნვა, მაშინ იგი პასუხს აგებს არა
დაუხმარებლობითვის, არამედ განსაცდელში მიტოვებისათვის. განსაცდელში მიტოვება
განსხვავდება დაუხმარებლობისაგან სწორედ იმით, რომ განსაცდელში მიტოვებისას პირს
დაკისრებული აქვს მოქმედების სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა ანუ
სამართლებრივი გარანტის ფუნქცია, ხოლო დაუხმარებლობის დროს კი ასეთი
სპეციალური სამართლებრივი მოვალეობა არ არსებობს. დაუხმარებლობის სუბიექტური
მხარე განზრახვას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ადამიანის
სიცოცხლე საფრთხეშია, ამასთანავე, შეუძლია მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის
სერიოზული საფთხის შექმნის გარეშე, მაგრამ გულგრილად ეკიდება თავის ადამიანურ
(ზნეობრივ) მოვალეობას და არ მოქმედებს.

დანაშაული სქესობრივი თავისუფლების და ხელშეუხებლობის


წინააღმდეგ
გაუპატიურება დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, კერძოდ შემდეგ
ქმედებებში: 1. სქესობრივი კავშირი ძალადობით, 2. ძალადობის მუქარით, 3.
დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

გაუპატიურებისათვის მხოლოდ ძალადობა ძალადობის მუქარა ან უმწეო


მდგომარეობის გამოყენება საკმარისი არაა . ასეთ ქმედებებს თან უნდა ახლდეს სქესობრივი
კავშირი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს ცემით, ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად
მძიმე დაზიანების მიყენებით. თუ ძალადობამ შედეგად გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე
დაზიანება, ეს უკვე გასცილდება 137-ე მუხლის ფარგლებს და დაკვალიფიცირდება ამავე
მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებით. თუ დაზიანება
მიყენებულიაცეცხლსასროლი იარაღით, რასაც დამნაშვე უკანონოდ ატარებდა, ქმედება
დაკვალიფიცირდება დანაშულთა ერთობლიობით. იმ შემთხვევაში თუ მოძალადემ
მსხვერპლი ცემა, გაკოჭა და დამაძინებელი საშუალება გაუკეთა, რითაც იგი უმწეო
მდგომარეობაში აღმოჩნდა და მას შემდეგ გააუპატიურა, კვალიფიკაცია იქნება შემდეგი სახის:
გაუპატიურება, როგორც ძალადობის, ასევე უმწეო მდგომარეობის გამოყენებით, რაც
ზეგავლენას მოახდენს სასჯელზე.

ფიზიკური ძალადობა გაუპატიურებისას არის დაზარალებულის წინააღმდეგობის


დათრგუნვის საშუალება. იგი შეიძლება მიმართული იყოს სხვა პირის წინააღმდეგაც, ვისი
ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული (შვილი, მეუღლე, მშობელი და სხვა) ვინაიდან
ამგვარი ძალადობით დაითანხმოს მსხვერპლი სქესობრივ კავშირზე. იმ შემთხვევაში თუ
დამნაშავემ განახორციელა ძალადობა, მაგრამ სქესობრივი კავშირის დაჭერა ვერ მოახერხა
სხვადასხვა გარემოებების გამო, ქმედება შეფასდება გაუპატიურების მცდელობით.
რაც შეეხება ძალადობის მუქარას (ფსიქიკური ძალადობა) შეიძლება განხორციელდეს
სიტყვით, იარაღის დემონსტრირებით. იგი გამოიხატება მკვლელობის, ჯანმრთელობის
დაზიანების, სხვა პირის გაუპატიურების, მუქარაში. ამასთანავე ეს მუქარა უნდა იყოს
იმწუთიერი და უნდა არსებობდეს მისი განხორციელების საკმაო საფუძველი.

დაზარალებულის უმწეო მდგომარეობის გამოყენება გაუპატიურების ერთ-ერთი ხერხია.


უმწეო მდგომარეობაში იმყოფება ისეთი პირი, ვისაც არ აქვს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს
დამნაშავეს. (ღრმა მოხუცებული, ავამდყოფი, ფიზიკური ნაკლის მქონე პირი) ან არ აქვს
უნარი შეიცნოს, რა ხდება მის თავს (სულით ავამდყოფი, გონებასუსტი, ძლიერ მთვრალი და
ასე შემდეგ). პირს, რომელიც მცირეწლოვნობის გამო უმწეო მდგომარეობაშია, იგი არ
წარმოადგენს 137-ე მუხლის პირველი ნაწილის დაზარალებულს. ასეთი უმწეობა
გათვალისწინებულია ამავე მუხლის მეოთხე ნაწილში. აღსანიშნავია ის გარემობაც, რომ
გაუპატიურების შემადგენლობას არ მოგვცემს სქესობრივი კავშირის დაჭერა მოტყუებით
(ქორწინების დაპირებით).

გაუპატიურება დამთავრებულად ჩაითვლება მაშინ, როცა დამნაშვე სხვადასხვა ხერხის


გამოყენებით დაიწყებს სქესობრივი კავშირის დამყარებას დაზარალებულთან , ამასთან
მნიშვნელობა არ აქვს მიიყვანს თუ არა ბოლომდე სქესობრივ აქტს. ამდენად გაუპატიურება
დამთავრებულად ჩაითვლება სქესობრივი აქტის დაწყების მომენტიდან, ვინაიდან ამ
დროიდან უკვე ხელყოფილია ადამიანის სქესობრვი თავისუფლება. გაუპატიურება ამ
პრინციპიდან გამომდინარე ფორმალური დანაშაულია. როდესაც დამნაშავემ მუქარის ან
ძალადობის შემდგომ ნებაყოფლობით აიღო ხელი გაუპატიურების ჩადენაზე, თუმცა ამის
ჩადენის შესაძლებლობა მას გააჩნდა, ასეთი ქმედება ჩაითვლება დანაშაულის ჩადენაზე
ნებაყოფლობით ხელის აღებად. ამ შემთხვევაში მას პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ
იმ ქმედებისათვის, რაც მან ნებაყოფლობით ხელის აღებამდე განახორციელა ანუ ცემისათვის
ან ჯანმრთელობის დაზიანებისათვის. სუბიექტური მხრივ გაუპატიურება ჩადენილია
მხოლოდ პირდაპირი განზრახვით.

137-ე მუხლის დამამძიმებელი გარემოებააა გაუპატიურება ჩადენილი სამსახურებრივი


მდგომარების გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში დამნაშავეს უჭირავს ისეთი სამსახურებრივი
მდგომარეობა, რომლის გამოყენებითაც მას შეუძლია გაიადვილოს გაუპატიურება. აქ
იგულისხმება, როგორც საჯარო სამსახურის მოხელე, ისე კეტრძო დაწესებულების
თანამშრომელი. მაგალითად საგამოძიებო იზოლატორის ხელმძღვანელი აუპატიურებს
პატიმარ ქალს.ამ შემთხვევაში სამსახურებრივი მდგომარეობა მას უადვილებს
გაუპატიურების განხორციელებას. ასევე შეიძლება ექიმმა სამკურნალოდ მისულ პაციენტს
მოტყუებით გაუკეთოს ძილის წამალი, ამ გზით ჩააგდოს იგი უმწეო მდგომარეობაში და მას
შემდეგ განახორციელოს დანაშაულებრივი განზრახვა.

კიდევ ერთი დამამძიმელეი გარემოება რაც გაუპატიურებას გააჩნია ეს არის :გაუპატიურება,


რამაც გამოიწვია დაზარალებულისათვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან სხვა მძიმე
შედეგი. ეს შედეგი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს გაუპატიურებასთან ან მის
მცდელობასთან.
საყურადღებოა, რომ გაუპატიურება (პირველი ნაწილი, დამამძიმებელი გარემოებების გარეშე
კვალიფიკაცია) მოიცავს დაზარალებლისათვის ცემას, ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად
მძიმე დაზიანების მიყენებას. ხოლო თუ გაუპატიურებისას მსხვერპლს მიადგა
ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, მაშიმ მოძალადის ქმედება დაკვალიფიცირდება
ამ დამამძიმებელი გარემოებით. „სხვა მძიმე შედეგში“ იგულისხმევა დაზარალებულის ან მისი
ახლო ნათესავის თვითმკვლელობა ან სულით ავამდყოფობის გამოწვევა. ასევე შიდსის შეყრა
და სხვა.

ჯგუფური გაუპატიურებისას, რომელიც ასევე დამამძიმებელი გარემოებაა იგულისხმება


როგორც წინასწარ შეუთანხმებელი, ასევე წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული
ჯგუფის მიერ ჩადენილი გაუპატიურება. ამასთანავე აუცილებელია, რომ უშუალოდ
გაუპატიურების განხორცილებაში მონაწილეობდეს ორი ამსრულებელი მაინც.
გაუპატიურების ამსრულებლად ჩაითვლება პირი, ის ვინც 137-ე მუხლის პირველი ნაწილის
შემადგენლობის ნაწილს (ძალადობა, ძალადობის მუქარა, ასევე შეიძლება ვიგულისხმოთ
გაკავება და სხვა) მაინც ასრულებს. ამდენად, ჯგუფური გაუპატიურების დროს არაა
სავალდებულო ორივე ამსრულებელი ამყარებდეს სქესობრივ კავშირს დაზარალებულთან.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯგუფურ გაუპატიურებად არ ჩაითვლება ისეთი შემთხვევა,
როცა ორი პირი უშუალოდ აღასრულებს გაუპატიურების შემადგენლობას, მაგრამ ერთ-ერთი
შეურაცხადია, რის გამოც არ შეიძლება მას დაეკისროს სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა. ასეთ შემთხვევაში შერაცხადი პირის ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის
137-ე მუხლის პირველი ნაწილით.

კიდევ ერთი დამამაძიმელი გარემოება ამ მუხლისა არის გაუპატიურება დამნაშავის წინასწარი


შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნისა. კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ
აქვს ორსულობის მერამდენე კვირაშია დაზარალებული, მთავარია დამნაშვეს შეგნებული
ჰქონდეს ორსულობის ფქტი. ანალოგიურია არასრულწლოვნის შემთხვევაშიც, დამნაშავემ
უნდა იცოდეს რომ აუპატიურებს არასრულწლოვანს. უარყოფით შემთხვევაში ეს
დამამძიმებელი გარემოება ვერ შეერაცხება პირს.

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი იცნობს განსაკუთებით დამამძიმებელ შემდეგ გარემოებებს


ა)გაუპატიურება ჩადენილი დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული
სისასტიკით ბ) რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა გ) ჩადენილი იმ
პირის მიმართ, რომელსაც არ შესრულებია 14 წელი

„განსაკუთრებული სისასტიკე“ მოიცავს ორ მომენტს 1. ობიექტურს 2. სუბიექტურს


ობიექტური ნიშანი გამოიხატება მასში, რომ დაზარალებულს ან სხვა პირს გაუპატიურების
დროს მიადგა განსაკუთრებული ფიზიკური ან მორალური ტრამვა. სუბიექტური ნიშანი კი
გულისხმობს იმას, რომ დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ თავისი სასტიკი მოქმედებით
განსაკუთრებულ არაადამიანურ ფიზიკურ თუ მორალურ ტრამვას აყენებს მსხვერპლს ან სხვა
პირს. ამ კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს, როგორც ობიექტური, ისე
სუბიექტური გაქტორები, ანუ მარტო საკმარისი არ არის სისასტიკის განხორციელება,
აუცილებელია დამნაშვეს შგნებული ჰქონდეს მისი ქმედების განსაკუთრებული სისასტიკეც.
ასეთი ქმედება შეიძლება გამოვლინდეს ცემაში, როგორც გაუპატიურებამდე, ისე მის
პროცესში. წამებაში - მშობლის ან მეუღლის თვალწინ გაუპატიურებაში.
გაუპატიურებას რასაც მოჰყვა დაზარალებულის გარდაცვალება ბრალის ორმაგი ფორმაა,
კერძოდ: განზრახვა გაუპატიურების მიმართ და გაუფრთხილებლობა დაზარალებულის
სიცოცხლის მოსპობის მიმართ. ეს ფორმულა მოიცავს 137-ე მუხლის პირველ ნაწილს და 116-ე
მუხლს. ამასთან ერთად აუცილებელია, რომ სწორედ გაუპატიურება იყოს მიზეზობრივ
კავშირში დაზარალებულის სიკვდილთან. ამ შემთხვევასი მნიშვნელობა არ აქვს სიკვდილი
გაუპატიურების პროცესში დადგა თუ გარკვეული დროის შემდეგ. მთავარია მიყენებული
მიზეზობრივ და ბრალეულ კავშირში იყოს დაზარალებულის სიკვდილთან თუ ეს კავშირი არ
არსებობს (გაუპატიურებასა და სიკვდილს შორის) დამნაშვის ქმედება დაკვალიფიცირდება
137-ე მუხლის პირველი ნაწილით. მაგალითად: გაუპატიურებისას მოძალადემ
დაზარალებულს ცემის დროს მოკვლის განზრახვის გარეშე დაზიანება მიაყენა თავის არეში,
რაც დროთა განმავლობაში გადაეზარდა გემატომაში და გარდაიცვალა. ეს არის კლასიკური
მაგალითი 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისა.
14 წელს მიუღწევლის გაუპატიურებისას აუცილებელია დადგინდეს, დაზარალებულს
გაცნობიერებული ჰქონდა თუ არა სქესობრი კავშირის არსი, ვინაიდან 14 წლამდე შეიძლება
მსხვერპლი იყოს 6 ან 7 ან 13 წლის და 11 თვის მცირეწლოვანიც. იმ შემთხვევაში თუ
დადგინდება, რომ მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა სქესობრივი კავშირის აქტი შესაძლებელია
დამნაშავის ქმედება დაკვალიფიცირდეს ასევე უწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ
გაუპატიურების ჩადენად. იმის დასადგნეად რამდენად შეეზლო მსხვერპლს გაენობიერებინა
სქესობრივი კავშირის არსი, ამისათვის აუცილებელია გამოძიების პროცესში ჩაერთონ
ფსიქოლოგები, პედაგოგები ან დაინიშნოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა.

სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება - კომენტარში ამ მუხლის გარჩევა არაა, მაგრამ


საუბარია ისეთი სექსუალური ხასიათის ქმედებებზე, რომლის დროსაც არ მომხდარა
ადამიანის სხეულში შეღწევა. მაგალითისთვის იძულებით, იძულების მუქარით ან უმწეო
მდგომარეობის გამოყენებით ადამიანის სხეულზე ნებისმიერი სახის ურთიეთობა,
ეროგენული ზონების გაღიზიანება, ორალური კონტაქტი და ა.შ. დამამძიმებელი გარემოებები
იგივეა რაც გაუპატიურების დროს.

პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი


ქმედების იძულება ამ დანაშაულის ჩამდენი სექსუალური კონტაქტის დასამყარებლად
იყენებს იძულების სხვადასხვა ხერსხ. ერთ-ერთი ასეთი ხერხია სახელგამტეხი ცნობის
გახმაურების მუქარა. იგი გამოიყენება ისეთი ცნობის გადაცემის მუქარაში სხვა პირისათვის,
რაც სახელს გაუტეხს დაზარალებულს. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს ეს ცნობა ნამდვილია თუ
გამოგონილი დანაშაულში იმხილება პირი თუ ამორალური საქციელის ჩადენაში.
კვალიფიკაციისათვის ასევე არ აქვს მნიშვნელობა სახელგამტეხი ცნობის გახმაურების მუქარა
იმწუთიერია თუ იგი მომავლისკენაა მიმართული. ქონებრივი დაზიანების მუქარა
გულისხმობს აქტიურ ფსიქიკურ ზემოქმედებას დაზარალებულზე. მუქარა შეიძლება
მიმართული იყოს როგორც უძრავი ისე მოძრავი ნივთის დაზიანებისაკენ. აღსანიშნავია, რომ
ეს მუქარა უნდა იყოს მნიშვნელოვანი. უმნიშვნელო ქონების მუქარის შემთხვევაში არ გვექნება
139-ე მუხლის შემადგენლობა. იმ შემთხვევაში თუ 139-ე მუხლის განხორციელების შედგომ
დამნაშავე რეალურად აღასრულებს მუქარას და გაანადგურებს ან დააზიანებს
დაზარალებულის ქონებას, სახეზე გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა - როგორც 139-ე
მუხლი, ასევე 187-ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება).

დამნაშავესთან მატერიალურ დამოკიდებულებას ადილი აქვს მაშინ, როცა დაზარალებული


არსებობისათვის აუცილებელ სახსრებს იღებს დამნაშავისგან - კვება, სწავლა, ჩაცმა,
მკურნალობა და ა.შ. სწორედ ამგვარ დამოკიდებულებას იყენებს დამნაშვე იმისათვის, რომ
აიძულოს პირი მასთან სექსუალურ კონტაქტზე. „სხვაგვარ დამოკიდებულებად“უნდა
მივიჩნიოთ მასწავლებლისა და მოსწავლის, ლექორისა და სტუდენტის, გამომძიებლისა და
ბრალდებულის, მწვრთნელისა და სპორცმენის დამოკიდებულება და ა.შ. ეს ისეთი
დამოკიდებულებაა, როცა პირის მდგომარეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი ცხოვრების
წესი და მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მეორე პირზე და ამ დამოკიდებულების
გაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. დამნაშვე იყენებს სწორედ ამ
მომენტს, რათა აიძულოს პირი მასთან სექსუალურ კონტაქტზე. ამ დანაშაულის
საზოგადოებრივი საშიშროება აშკარად ნაკლებია, ვიდრე გაუპატიურებისა, ვინაიდან ამ
შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება დაზარალებულის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
ამასთან პირს აქვს დრო დაფიქრდეს დამნაშვის წინადადებაზე, აწონდაწონოს ვითარება, სხვა
პირებს მიმართოს საშველად და ა. შ. მოცემულ მუხლს ერთი დამამძიმებელი გარემოება
გააჩნია, რაც ითვალისწინებს სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
მოქმედების იძულებას არასრულწლოვნის მიმართ.

სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება 16 წლის ასაკს


მიუღწეველთან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია 16 წელს მიღწეველი პირის
სქესობრივი ხელშეუხებლობა. მისი მორალური, ზნეობრივი და ფიზიკური განვითარება.
დაზარალებული შეიძლება იყოს როგორც ვაჟი, ისე გოგონა, რომელსაც არ მიუღწევია 16
წლამდე. აღსანიშნავია, რომ ამ ასაკამდე მოზარდთან სქესობრივი კავშირი,ზნეორბივი
თვალსაზრისით ხელს უწყობს მის გარყვნას. ბიოლოგიური კუთხით კი ხელს უშლის
ნორმალურ ფიზიკურ განვითარებას, ვინაიდან 16 წლამდე მოზარდი სქესობრივად ჯერ კიდევ
მოუმწიფებელია. აქედან გამომდინარე 16 წლამდე ასაკის მქონე მოზარდთან სექსუალური
კონტაქტი, თუნდაც ნებაყოფლობით დაუშვებელია. ეს დანაშაული იმით განსხვავდება
გაუპატიურებისაგან, რომ იგი დაზარალებულის თანხმობითა და სურვილით ხორციელდება.
ამასთან ერთად დაზარალებული არ იმყოფება უმწეო მდგომარეობაში.
განსახილველი დანაშაულის შემადგენლობა გვექნება მაშინაც, როცა სრულწლოვანმა ცოლად
შეირთო 16 წელს მიუღწეველი გოგონა. დანაშაულის ამსრულებელია შერაცხადი
სრულწლოვანი პირი. ანუ ვისაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. თუ არასრულწლოვანი
ნებაყოფლობით სექსუალურ კავშირს ამყარებს 16 წელს მიუღწეველთან, დანაშაულის
შემადგენლობა საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან ამ დროს ძნელია გაირკვეს ამ ორი
არასრულწლოვანიდან რომელია დამნაშავე და რომელი დაზარალებული.
გარყვნილი ქმედება გარყვნილი ქმედება შეიძლება ორი სახის იყოს: ფიზიკური ან
ინტელექტუალური.

ფიზიკური გარყვნილი ქმედება სახეზეა, მაშინ რომცა 16 წელს მიუღწეველი მოზარდის


თვალწინ სქესობრივი კავშირის ან სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებს სხვა
პირთან ანდა საკუთარ სხეულზე ახდენს სექსუალური ხასიათის მოქმედებას. ფიზიკური
გარყვნილი ქმედება სახეზეა მაშინაც, როცა დამნაშვე 16 წელს მიუღწეველს ასწავლის, თუ
როგორ განახორციელოს საკუთარ სხეულზე გარყვნილი ქმედება.

ინტელექტუალური გარყვნილი ქმედების დროს დამნაშავე თვითონ არ ახორციელებს


სექსუალური ხასიათის მოქმედებას. იგი 16 წელს მიუღწეველს ესაუბრება სექსუალური
ცხოვრების ისეთ დეტალებზე, რამაც შეიძლება მოზარდში სექსუალური ლტოლვა
გამოიწვიოს. ინტელექტუალური გარყვნილი ქმედება სახეზეა აგრეთვე, როცა პირი მოზარდს
უ|ჩვენებს პორნოგრაფიულ ნაწარმოებს (ფილმს, სურატებს და ა.შ.) გარყვნილი ქმედება
ფორმალური დანაშაულია. იგი დამთავრებულად ჩაითვლება, როცა პირი 16 წელს
მიუღწეველთან ჩაიდენს ინტელექტუალურ ან ფიზიკურ გარყვნილ ქმედებას ძალადობის
გარეშე. დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის მნიშვნელობა არ აქვს მოახერხა თუ არა
დამნაშავემ 16 წელს მიუღწეველი პირის გარყვნა. განსახილველი დანაშაულის ამსრულებელია
შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი (როგორც ქალი, ისე მამაკაცი)

კაზუსი
ობიექტური შემადგენლობა

 ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა)
 შედეგი
 მიზეზობრივი კავშირი
 დანაშაულის ობიექტი- სამართლებრივი სიკეთე
 საგანი- მსხვერპლი
 იარაღი- ნივთი რითაც განხორციელდა დანაშაული, მატერიალური ნივთი
 ხერხი- საშუალება, კონკრეტული
 სუბიექტი- დამნაშავე

სუბიექტური შემადგენლობა
 მოტივი
 მიზანი
 განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა

You might also like