You are on page 1of 2

გამართლებულია თუ არა სახელმწიფოში სიკვდილით

დასჯა

სიკვდილით დასჯა სასჯელის უმაღლესი ზომაა. ეს განაჩენი


გამოაქვთ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის. ახლა საერთაშორისო
სამართალი გმობს სიკვდილით დასჯას, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში
ეს სასჯელი ისევ მოქმედებს, მაგ. ამერიკის შეერთებული შტატების
ზოგიერთ შტატში, ჩინეთში, საუდის არაბეთში.
ძველ საქართველოში სიკვდილით დასჯა მძიმე დანაშაულისთვის
ხდებოდა, ეს იყო: მეფის, სამშობლოს ღალატი, მეკობრეობა,
მრავალჯერ ქურდობა. სიკვდილით დასჯა სხვადასხვა მეთოდით
ხდებოდა მაგ. ჩამოხრჩობა, დაწვა, კლდიდან გადაგდება.

სამწუხაროდ ყოველ დღე არაერთი სასტიკი დანაშაული ხდება და


დამნაშავეთა სამყარო სულ უფრო და უფრო იზრდება. აქედან
გამომდინარე, დანაშაულის რიცხვის შემცირება და დამნაშავეთა დასჯა
ყველა დროის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. მნიშვნელოვანი
საკითხია რამდენად შეუძლია ციხეს სამუდამოდ შეიფაროს საშიში
დამნაშავეები და ამით საზოგადოებას მისცეს მათგან უსაფრთხოების
გარანტია. ასეთ პირობებში შეიძლება დადგეს სიკვდილით დასჯის
გამართლების საკითხი, რასთან დაკავშირებითაც აზრთა
სხვადასხვაობაა. საჭიროა სიკვდილით დასჯა სამართლებრივ
სახელმწიფოში? ალბათ, არ მოიძებნება ისეთი ძლიერი არგუმენტი,
რომელიც გაამართლებდა სიკვდილით დასჯას. ყოველი ადამიანის
უფლებაა იცოცხლოს და არავის არ აქვს დამნაშავის სიცოცხლის
ხელყოფის ნება (თვით სამართალდამცავებსაც კი). აქედან, შეიძლება
დაბეჯითებით ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა სამართლიანობის
აღდგენის გაუმართლებელი საშუალებაა.

დამნაშავის მოკვლა ვერ აღადგენს დაზარალებულის უფლებებს,


ხოლო რაც შეეხება ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას, სიკვდილით
დასჯა დიდ გავლენას არ ახდენს პოტენციურ დამნაშავეებზე. რუსეთში
1954 წელს შემოღებულ იქნა სიკვდილით დასჯა მკვლელობაზე, თუმცა
ამის შემდეგ მკვლელობები კი არ შემცირდა, არამედ გახშირდა.

სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


არგუმენტი უკავშირდება შემთხვევას, როცა ადამიანს შეცდომით ედება
ბრალი. ამ დროს ხდება უდანაშაულო პიროვნების მკვლელობა, ამ
ადამიანს ჰყავს ოჯახი, ახლობლები და შეიძლებოდა სარგებელი
მოეტანა საზოგადოებისთვის. ისტორიას შემონახული აქვს ასეთი
ადამიანების ხსოვნა, რომლებიც ტყუილად იქნენ დასჯილნი
(არისტოტელე, ჯორდანო ბრუნო და სხვა თანამედროვე შემთხვევები).

ამრიგად, შეიძლება ვთქვათ, რომ სიკვდილით დასჯა სრულებითაც არ


არის კრიმინალური ქმედებების ლიკვიდაციის საუკეთესო და ეფექტური
საშუალება. დასჯის ასეთი უკიდურესი ზომა ვერ ,,აკეთილშობილებს“
კრიმინალურ საზოგადოებას და ვერ იცავს ადამიანის უფლებებს.
უმჯობესი იქნება, თუ სახელმწიფო მიმართავს საშიში დამნაშავეების
საზოგადოებისგან იზოლაციის სხვა გზებს.

You might also like