You are on page 1of 15

ადამიანის

ღირსება
კონსტიტუციის მე-9
მუხლი
მუხლი 9. ადამიანის ღირსების
ხელშეუვალობა

1. ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს


სახელმწიფო.
2. დაუშვებელია ადამიანის წამება,
არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა,
არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის
გამოყენება.
ადამიანის ღირსების მნიშვნელობა
 ღირსება - ყველა ძირითადი უფლების საფუძველი;
 ღირსება - ფუნდამენტური კონსტიტუციური
პრინციპი;
 ადამიანი - დემოკრატიული და სამართლებრივი
სახელმწიფოს მთავარი ფასეულობა;
 ღირსება აქვს ყველა ადამიანს, როგორც გონიერ,
თავისუფალ და პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტს;
 ღირსების კონსტიტუციურ-სამართლებრივი გაგება
განსხვავდება ღირსების სამოქალაქო-სამართლებრივი
გაგებისაგან.
პერსონალური დაცული
სფერო

ყველაადამიანი
გარდაცვლილი ადამიანი (?)
ემბრიონი (?)
საგნობრივი დაცული სფერო
(მე-9 მუხლის პირველი პუნქტი)
 ადამიანი არის მიზანი და არა საშუალება, ის სუბიექტია
და არა ობიექტი (ობიექტის ფორმულა);
 ფიზიკური და სულიერი მდგომარეობისა და სიმშვიდის
ხელშეუხებლობა;
 თავისუფლება დისკრიმინაციისაგან, მონობისაგან,
ყმობისაგან, იძულებითი ან სავალდებულო შრომისაგან;
 ღირსეული ცხოვრების პირობები;
 სამართლიანობის დაცვა;
 პიროვნების თავისუფალი განვითარების
შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
 ბიოლოგიური იდენტობა და თვითმყოფადობა.
საგნობრივი დაცული სფერო
(მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი)

 დაცვა წამებისაგან;
 დაცვა არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობისაგან;
 დაცვა არაადამიანური ან დადამცირებელი
სასჯელის გამოყენებისაგან.
ჩარევა დაცულ სფეროში
(მე-9 მუხლის პირველი პუნქტი)

 ადამიანის, როგორც უბრალო ობიექტის,


გამოყენება;
 ადამიანის, როგორც სუბიექტის, ხარისხის
პრინციპულად ეჭვქვეშ დაყენება.
მაგალითები
 დისკრიმინაცია, რომელიც პირის ადამიანობას
უარყოფს;
 მონობა, ტრეფიკინგი;
 წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა
ან სასჯელი;
 სისტემატური დამცირება ან შეურაცხყოფა;
 საარსებო მინიმუმის ხელიდან გამოცლა;
 კანონსაწინააღმდეგო გენეტიკური კვლევები;
 ღირსების შემლახველი მოწოდებებისა და
შეხედულებების გავრცელება.
ჩარევა დაცულ სფეროში
(მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი)
 წამება - ადამიანისათვის ძლიერი და მძიმე ფიზიკური ან სულიერი
ტანჯვის მიყენება მტკიცებულებათა მოპოვების, დასჯის ან
დაშინების მიზნით.
 არაადამიანური მოპყრობა - განზრახი ქმედება, რომელსაც
ახასიათებს განსაზღვრული ნეგატიური ხარისხი (წამებაზე მსუბუქი)
და იწვევს ადამიანის ფიზიკურ ან სულიერ ტანჯვას.
 დამამცირებელი მოპყრობა - ქმედება, რომლის მიზანია ადამიანის
ღირსების უხეში დამცირება, მისი ნებისა და სინდისის
საწინააღმდეგო ქმედების ჩადენის იძულება.
 არაადამიანური სასჯელი - სასჯელი, რომელიც არათანაზომიერია
პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის ხარისხთან
მიმართებით და აყენებს მას გადამეტებულ ფიზიკურ ან სულიერ
ტანჯვას.
 დამამცირებელი სასჯელი - სასჯელი, რომელსაც შინაარსითა და
ფორმით აქვს ადამიანის დამცირების საერთოზე მაღალი ხარისხი.
მაგალითები
წამება
 ფიზიკური ძალადობა პატიმრებზე (Ireland v. Uk;
Ilhan v. Turkey; Aksoy v. Turkey; Mikheyev v. Russia);
 სამარტოო საკანში ხანგრძლივი ვადით
მოთავსება (Ilascu v. Moldova and Russia);
 ძლიერი სულიერი ტანჯვის მიყენება (Ilascu v.
Moldova and Russia);
 სიკვდილით დასჯის მოლოდინი (Ilascu v.
Moldova and Russia; Soering v. UK);
 არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობა ან სასჯელი
 სხეულებრივი სასჯელის გამოყენება (Tyrer v. UK);
 პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება (Ribitsch
v. Austria);
 პირის ფიზიკური დაზიანება მისი დაპატიმრებისას და
პატიმრობის პერიოდში (Tzekov v. Bulgaria);
 დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გადამეტებული
ფიზიკური შეზღუდვა (Mouisel v. France; Henaf v France);
 სასამართლო დარბაზში უსაფრთხოების გადამეტებული
ღონისძიებების განხორციელება (Ramishvili and Kokhreidze v.
Georgia);
 პატიმრების არასათანადო მომსახურება და ცხოვრების
პირობები (Keenan v. UK; Mamedova v. Russia; Ramishvili and
Kokhreidze v. Georgia);
 სამედიცინო პროცედურები, რომელიც იწვევს ტანჯვას
და არ არის აუცილებელი (Jalloh v. Germany);
 თავისუფლების აღკვეთის აშკარად არაპროპორციული
ვადა და უვადო თავისუფლების აღკვეთა
გათავისუფლების შანსის გარეშე;
 იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა
სამედიცინო აუცილებლობის გარეშე (Herczegfalvy v.
Austria);
 ადამიანის გაძევება ან ექსტრადიცია, როდესაც მას
მოელის სიკვდილით დასჯა, საფრთხე
სახელმწიფოსაგან ან კერძო პირისაგან, ოჯახური
დასაყრდენის გარეშე დარჩენა, პოლიტიკური დევნა ან
უკანონო გასამართლება (Bader and Others v. Sweden);
 სახელწმიფოს უმოქმედობა ძალადობისაგან დაცვისა
და პრევენციის სფეროში;
 სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის არდადგენა
წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობისათვის;
 წამების, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობის ფაქტებზე გამოძიებისა და
მართლმსაჯულების არაეფექტიანობა;
 წამებით, არაადამიანური და დამამცირებელი
მოპყრობით მოპოვებული მტკიცებულებების დაშვება.
დაცულ სფეროში ჩარევის
კონსტიტუციურ-სამართლებრივი
გამართლება
 მე-9 მუხლის პირველი პუნქტი - ღირსება
ხელშეუვალია;
 მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი - გამორიცხავს
ჩარევის გამართლებას.
ლიტერატურა

 ირაკლი ბურდული, ევა გოცირიძე, თინათინ ერქვანია,


ბესარიონ ზოიძე და სხვები, საქართველოს კონსტიტუციის
კომენტარი. თავი მეორე - საქართველოს მოქალაქეობა.
ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, 2015,
გვ. 105-127;
 კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, 2019, გვ.
74-85.

You might also like