You are on page 1of 22

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ

ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (სსკ 118-ე მუხლი)


ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (სსკ 119-ე მუხლი)
ჯანმრთელობის მძიმე ან ნალებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (სსკ 124-ე მუხლი)
ძალადობა (სსკ 126-ე მუხლი)

საგანი: სისხლის სამართალი


ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
(მ. 118)

ქმედების ობიექტური შემადგენლობა:

 ქმედების ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა


 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა
 შედეგი:
 დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია
სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ
მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე
ნაკლებად დაკარგვასთან
 მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის -
ე.ი. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
(მ. 118)

 ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამიჯვნა მძიმე


დაზიანებისაგან
 ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების არ არის
სიცოცხლისათვის სახიფათო და არ იწვევს იმ შედეგებს,
რომელიც ჩამოთვლილია 117 - ე მუხლში.
 ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის
დამახასიათებელია:
 ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა;
 საერთო შრომისუნარიანობის მყარი, 1/3-ზე ნაკლებად
დაკარგვა
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
(მ. 118 - ე მუხლი)

 ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა - 21 დღეზე მეტი ხნით


დაზიანებასთან უშუალოდ დაკავშირებული შედეგები
(დაავადებები, ფუნქციის მოშლა და ა.შ.).
 შრომისუნარიანობის მყარი, 1/3-ზე ნაკლებად დაკარგვა -
საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვა 10-დან 33%-მდე.
 ასეთ დაზიანებებს განეკუთვნება: ერთ ყურში სმენის
დაკარგვა, ხელსა და ფეხზე თითის დაკარგვა, მსუბუქი
ქსოვილების დაზიანება, წვრილი ძვლების დახურული
მოტეხილობა და სხვა
ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება
(სსკ-ის 118 - ე მუხლი)

 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა:

 პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა.

 თანამდევ შედეგთან, სიცოცხლის მოსპობასთან


მიმართებაში ადგილი აქვს გაუფრთხოლებლობას (სსკ-ის
118-ე მულის მე-2 და მე-4 ნაწილები)
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (მ. 120)

 ქმედების ობიექტური შემადგენლობა:


 ქმედების ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა
 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა
 შედეგი:
 ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო
შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა;
 მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და შედეგს
შორის, ე.ი. დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (მ. 120)

 ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა - დაზიანებასთან უშუალოდ


დაკავშირებული მდგომარეობა არანაკლებ 6 და არაუმეტეს
21 დღის ხანგრძლივობით;

 საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი


დაკარგვა - საერთო შრომისუნარიანობის დაკარგვა 10%-მდე
მოცულობით

 ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანების მაგალითებია


სისხლნაჟღენთები, ცხვირის ან ყბის გაბზარვა და ა.შ.
ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება (მ.120)

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვა

დამამძიმებელი გარემოებები:

 წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 ოჯახის წევრის მიმართ;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 ჯგუფურად;
 არაერთგზის.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება
უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში

 ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება


უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც
გამოიწვია დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ
დაზარალებულის მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ, მძიმე
შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა ქმედებამ, აგრეთვე
დაზარალებულის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან
ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ
 აფექტი - უეცრად აღძრული, სწრაფწარმავალი ძლიერი ემოციური
განცდა, რომელიც ამცირებს პირის უნარს, შეიგნოს მის მიერ
ჩადენილი ქმედების მნიშვნელობა და შედეგი, ასევე ამცირებს პირის
შესაძლებლობას, თავი შეიკავოს ამ ქმედებისაგან;
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა.
ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება დამნაშავის
შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით

 ეს დანაშაული შემამსუბუქებელ გარემოებაში ჩადენილი


ჯანმრთელობის დაზიანების ნარსახეობაა.
 ქმედების ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა
 ქმედება - მხოლოდ მოქმედება
 შედეგი და მიზეზობრივი კავშირი. იგი მატერიალური
შემადგენლობისაა
 ქმედების სუბიექტური შემადგენლობა - არაპირდაპირი
განზრახვა
ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება
გაუფრთხილებლობით (მ. 124)

 ქმედენის ობიექტი - ადამიანის ჯანმრთელობა


 ქმედება - მოქმედება ან უმოქმედობა
 შედეგი (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე
დაზიანება)
 მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს
შორის
 სუბიექტური შემადგენლობა - გაუფრთხილებლობა
(თვითიმედოვნება ან დაუდევრობა)
ძალადობა (მ. 126)

 სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს


პასუხისმგებლობას ცემის ან სხვაგვარი ძალადობისათვის
 ქმედების ობიექტი- ადამიანის ჯანმრთელობა
 ქმედება - ძალადობრივი მოქმედება
 მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და შედეგს შორის

 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი განზრახვა


ძალადობა (მ. 126)

 ცემა - სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმის


მიყენება, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია
(დაბეჟილობები, დალილავებები, მცირე სისხლნაჟღენთები).
 სხვაგვარი ძალადობა - ერთჯერადი ძალმომრეობითი აქტი
(განსხვავებით ცემისაგან), რამაც დაზარალებულის ფიზიკური
ტკივილი გამოიწვია (ხელის გარტყმა სახეში, თმებით თრევა,
ხელების გადაგრეხა, პანღურის ამოკვრა, თმების წიწკვნა და სხვა)
 არც ცემას და არც სხვაგვარ ძალადობას არ უნდა მოჰყვეს
ჯანმრთელობის მსუბუქი დაზანება. ასეთი შედეგის არსებობისას
ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 120-ე მუხლით.
ძალადობა (მ. 126)

 ცემის ან სხვაგვარი ძალადობის შედეგი არ უნდა აღემატებოდეს 6 დღეს.


 ხერხსა და საშუალებას კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი
შეიძლება ჩადენილ იქნეს ხელით, ფეხით, რაიმე მკვრივი საგნით.
 მაკვალიფიცირებელი გარემოებები:

 წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,


შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 ჯგუფურად;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 არაერთგზის.
ძალადობა (მ. 126)
 სსკ-ის 126-ე მუხლის 1​2 ნაწილი ითვალისწინებს სს
პასუხისმგებლობას სისტემატური ცემის ან სხვაგვარი
ძალადობისთვის.
 ქმედების ობიექტი- ადამიანის ჯანმრთელობა.
 ქმედება - მოქმედება (სისტემატური ცემა ან სხვაგვარი
ძალადობა).
 შედეგი (დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა).
 მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს
შორის, ე.ი. მატერიალური შემადგენლობისაა
ძალადობა (მ. 126)
 სისტემატური ცემა - როდესაც იგი ჩადენილია მინიმუმ სამჯერ,
თანაც დროის ხანმოკლე ინტერვალის დაშორებით.
 მნიშვნელობა არა აქვს ეს ქმედებები ერთიანი განზრახვით
ხდება თუ ახლად აღმოცენებული განზრახვით.
 აღნიშნულ ცემას შეიძლება მოჰყვეს ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანება.
 სწორედ ეს შედეგი და ცემის სისტემატური ხასიათი
განაპირობებს დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას.
ძალადობა (მ. 126)
 სხვაგვარი ძალადობა - თმებით თრევა, ჩქმეტა, ანთებული
სიგარეტით ან სხვა თერმული საშუალებით ზემოქმედება
 სხვაგვარი ძალადობა შეიძლება განხორციელდეს
უმოქმედობითაც (მაგალითად, პირი სახლის კარს არ
უღებს ოჯახის წევრს, ტოვებს გარეთ და ამას ადგილი აქვს
სისტემატურად.
 სხვაგვარი ძალადობა შეიძლება გამოიხატოს სისტემატურ
ფსიქიკურ ზემოქმედებაშიც, თუ იგი დაზარალებულის
ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს.
ძალადობა (მ. 126)
 ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა - ხანგრძლივი და აუტანელი
ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი, რომელსაც პირი განიცდის
ძალადობის შედეგად.
 ძალადობის განსხვავება ცემისაგან:
 ძალადობის დროს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას აქვს
სისტემატური ხასიათი, ცემის დროს კი -არა;
 ცემა იწვევს დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს, ხოლო
ძალადობა - ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას;
 ცემას არ უნდა მოჰყვეს თუნდაც ჯანმრთელობის მსუბუქი
დაზიანება, ხოლო ძალადობას შეიძლება მოჰყვეს ეს შედეგი
ძალადობა (მ. 126)
 თუ ძალადობას შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე ან
ნაკლებად მძიმე დაზიანება, ქმედება არ
დაკვალიფიცირდება სსკ-ის 126-ე მუხლით;
 სუბიექტური შემადგენლობა - პირდაპირი ან
არაპირდაპირი განზრახვა.
 მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა
არა აქვს.
ძალადობა (მ. 126)
დამამძიმებელი გარემოებები:

 ორი ან მეტი პირის მიმართ;


 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ;
 დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
 დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი
ანდა დამნაშავეზე მატერიალურად ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის მიმართ;
 მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით;
 შეკვეთით;
 რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო;
 სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით;
 არაერთგზის;
 არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
 ჯგუფურად;
 იარაღის გამოყენებით.
ძალადობა (მ. 126)
 ძალადობა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით -
დამნაშავე თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით
ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას აყენებს დაზარალებულს.
 აქ არ იგულისხმება საჯარო მოხელე ან მასთან გათანაბრებული
პირი. ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება სსკ-ის 333-
ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
 აქ იგულისხმება საწარმოს ხელმძღვანელი ან თანამშრომელი,
ვინც ასრულებს თავის პროფესიულ საქმიანობას (მაგალითად,
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმი ან მედდა).
ოჯახში ძალადობა (მ.1261)
 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა,
სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია
ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე
ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
 დამამძიმებელი გარემოებები:
 წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ;
 არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;
 ორი ან მეტი პირის მიმართ;
 ჯგუფურად;
 არაერთგზის.

You might also like