You are on page 1of 8

სისხლის სამართლის ზოგადი

ნაწილი
თანამონაწილეობა
თანამონაწილეობა ნიშნავს ორი ან მეტი პირის განზრახ ერთობლივ
მონაწილეობას განზრახი დანაშაულის ჩადენაში

ორგანიზატორი - პირი, რომელმაც მოაწყო დანაშაულის ჩადენა, ან


ხელმძღვანელობდა მის განხორციელებას, აგრეთვე ის, რომელმაც
შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას

წამქეზებელი - პირი, რომელმაც დაიყოლია სხვა პირი განზრახი


დანაშაულის ჩასადენად

დამხმარე - პირი, რომელმაც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას


ორგანიზატორი, წამქეზებელი, დამხმარე
ორგანიზატორი იმავდროულად შეიძლება იყოს:
დანაშაულის უშალო ან არაუშალო ამსრულებელი

წამქეზებელი

წამქეზებელი - წააქეზებს ამსრულებელს, აღუძრავს მას დანაშაულის ჩადენის


განზრახვას, შეუქმნის მას დანაშაულის ჩადენის ძლიერ მოტივს

შესაძლებელია, ამსრულებელმა დანაშაულის ჩასადენად წააქეზოს არა


უშუალოდ ამსრულებელი, არამედ დანაშაულის სხვა თანამონაწილე

დამხმარე შესაძლოა იყოს:


ფიზიკური დამხმარე - ეხმარება ამსრულებელს საშუალების მიცემით ან
დაბრკოლების თავიდან აცილებით
ფსიქიკური დამხმარე - განუმტკიცებს ამსრულებელს დანაშაულის
გადაწყვეტილებას რჩევა-დარიგებით, დაპირებით.
თანამონაწილეობის აქცესორული ბუნება

თანამონაწილეობის დასაჯადობის საფუძველია თანამონაწილეთა მიერ ერთიანი


სისხლისსამართლებრივი უმართლობის განხორციელება

თანამონაწილის პასუხისმგებლობა დამოკიდებულია ამსრულებლის მიერ


ჩადენილ განზრახ მართლსაწინააღმდეგო ძირითად ქმედებაზე, რომელიც
სავალდებული არ არის, რომ ბრალეულად იყოს ჩადენილი

თანამონაწილეობა აუცილებლად გულისხმობს ცოდნას ამსრულებლის


დანაშაულებრივი ქმედების შესახებ

თანამონაწილეთა პასუხისმგებლობისათვის არ არის აუცილებელი, რომ


ამსრულებელმა იცოდეს მათი მოქმედების შესახებ
უშედეგო დახმარება, წაქეზება და ორგანიზება

 უშედეგო დახმარება წარმოადგენს დახმარების მცდელობას, რაც არ ისჯება

 უშედეგო წაქეზება ისჯება, როგორც დანაშაულის მომზადება

 დანაშაულის უშედეგო ორგანიზება ზოგჯერ დამთავრებული დანაშაულია


(მაგ სსკ-ის 224-ე მუხ. ბანდიტიზმი)

 დანაშაულის უშედეგო ორგანიზება იმავდროულად წარმოადგენს იმ


დანაშაულის მომზადებას, რომლის ჩასადენადაც შეიქმნა ეს
ორგანიზებული ჯგუფი
დანაშაულზე ნებაყოფლობით ხელის აღება
თანამონაწილეობის დროს
თანამონაწილეს (ორგანიზატორს, წამქეზებელს, დამხმარეს) არ დაეკისრება
სისხლისსამართლებრივი პასუხსმგებლობა, თუ მან ჩამოთვლილი პირობებიდან
განახორციელა ერთ-ერთი:

გადაარწმუნა ამსრულებელი, ან სხვაგვარად შეუშალა ხელი და არ მისცა


დანაშაულის ჩადენის საშუალება

არ შეასრულა ამსრულებლისათვის შეპირებული ქმედება

დანაშაულის დამთავრებამდე დამხმარემ უკან დაიბრუნა დანაშაულის


ჩასადენად გადაცემული საშუალება

ამსრულებელმა არ გამოიყენა დამხმარის იარაღი ან სხვა საშუალება


ჯგუფური დანაშაული
ჯგუფური დანაშაული სამი სახისაა:
დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ
შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი
დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის
განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის
ერთობლივად ჩასადენად
დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი
განხორციელაა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად
მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარი
შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია
პირდაპირი ან არაპირდაპირია ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის
უკანონოდ მიღება

თანამონაწილეობა არ არის ჯგუფური დანაშაული


გმადლობთ ყურადღებისათვის!

You might also like