You are on page 1of 25

პატიმრობის ლოგიკა

ჯოისლინ მ. პოლოკი

სოსო დოლიძის
თავისუფალი თარგმანი
რატომ ვსჯით? რატომ ვიყენებთ ციხის სასჯელს სხვა ალტერნატიული

სასჯელების სანაცვლოდ? ამ თავში ჩვენ გამოვიკვლევთ ციხის არსებობის

ფუნდამენტურ ლოგიკას. როგორი გვინდა ისინი იყვნენ? დასჯა ბუნებრივი

რეაქციაა შიშისა და ზიანის, როგორც ჩანს ციხე ჩვენთვის დასჯის უპირატესი

მეთოდია.

❖სასჯელის ფილოსოფია

უმრავლესობა ადამიანებისა დაეთანხმებოდა აზრს რომ ადამიანისთვის

ტკივილის მიყენება ან სხვა სახის დაზიანება არასწორია. თუმცა სასჯელი

მოიაზრებს ადამიანისთვის ტკივილის მიყენებას. შეიძლება ამის გამო ვთქვათ

რომ სასჯელი არასწორია? ამ საკითხზე ფილოსოფოსების მოსაზრებები

გაყოფილია. ერთი ჯგუფი მიიჩნევს რომ ადამიანისთვის ტკივილის მიყენება

როგორც დასჯის საშუალება ფუნდამენტურად განსხვავდება უდანაშაულო

ადამიანისთვის ტკივილის მიყენებისაგან, ამგვარად არასწორი არ არის. მეორე

ჯგუფს სჯერა, რომ არასწორია სასჯელი, რომელიც შეიძლება იქნეს

გამოყენებული მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ემსახურება “უფრო დიდ მიზანს”

(მერფი, 1995).

ისინი ვინც პირველ მოსაზრებას იზიარებენ არ თვლიან საჭიროდ სასჯელის

განხილვას, იმ ფაქტის მიღმა, რომ ადამიანი მას იმსახურებს. ეს მიდგომა

შესაძლოა შეფასდეს როგორც სამაგიერო სადამსჯელო მიდგომა. მეორე მიდგომა

სასჯელს განიხილავს შეკავების, უფლების შეზღუდვის და რეაბილიტაციის

ლოგიკით. ამას შეიძლება ვუწოდოთ უტილიტარისტული მიდგომა (დურჰამი,

1994).
სამაგიერო სასჯელის ლოგიკა

პირველი ფილოსოფიური მიდგომის თანახმად სასჯელი თავისთავად არ არის

ცუდი. სამაგიერო სასჯელი [retribution] გულისხმობს ბალანსს დანაშაულსა და

სასჯელს შორის. მაშინ როდესაც შურსიძიება პერსონალურ ხასიათს ატარებს და

არ არის ყოველთვის ზარალის პროპორციული, სამაგიერო სასჯელი

დაბალანსებული და არაპერსონალურია. ნიუმენი ასევე აცნობიერებს სასჯელის

დეფინიციის სირთულეს, ის მას ამ გზით აღწერს: “სასჯელი არის ტკივილი, ან

სხვა არასასიამოვნო შედეგი რომელიც მოყვება კანონის დარღვევას და რომელიც

ხორციელდება სხვების მიერ, რომლებიც წარმოადგენენ იურიდიული

უფლებამოსილების განმახორციელებელ ორგანოებს, რომლებიც სჯიან კანონის

დამრღვევ დამნაშავეს” (ნიუმენი 1978, 6-7). ამ შეხედულების ორი

თანაბარმნიშვნელოვანი ელემენტი არსებობს: პირველი, რომ საზოგადოებას აქვს

უფლება დასჯის, და მეორე, კრიმინალს აქვს უფლება იყოს დასჯილი.

საზოგადოების უფლება რომ დასაჯოს დამნაშავე უკავშირდება სოციალური

კონტრაქტის ფენომენს. ასევე ეს იდეა უკავშირდება ძველ ბერძნებს, მისმა

აქტუალურობამ პიკს განმანათლებლობის ეპოქაში მე17 და მე18 საუკუნეებში

მიაღწია და უკავშირდება ტომას ჰობსის (ლევიათანი 1961), ჯონ ლოკის (ორი

ხელშეკურლება მთავრობის შესახებ 1690) და ჟან ჟაკ რუსოს (Du contract Social
1761) სახელებს. კონცეპტი ძირითადად გვთავაზობს, რომ ყველა ადამიანი

თავისუფლად და მისი სურვილის შესაბამისად ინდივიდუალური

თავისუფლების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ შედის შეთანხმებაში

საზოგადოებასთან რათა საზოგადოებისგან უკეთესი სარგებელი მიიღოს. თუ

ვინმე სხვის უფლებებს დაარღვევს ამით ის არღვევს სოციალურ კონტრაქტს და


საზოგადოებას აქვს უფლება განახორციელოს მასზე მართლმსაჯულება

(მიკუნასი 1990).

ერთ ერთი პრობლმური ელემენტი რომელიც უკავშირდება სასჯელის

სოციალური კონტრქაქტის თეორიას არის ის ფიქცია რომ ყველა ადამიანი თავისი

სურვილით იღებს მასში მონაწილეობას და თანხმდება დაიცვას საზოგადოებრივი

წესები. მრავალი ავტორი აღნიშნავს, რომ საზოგადოების განსაზღვრული

ჯგუფები ფაქტობრივად საკანონმდებლო სისტემისგან უფლებაჩამორთმეულნი

არიან და მის შექმნაში არანაირ მონაწილეობას არ ღებულობენ. რომ შევაჯამოთ,

ეს ადამიანები არღვევენ იმ “კონტრაქტს” რომლის შექმნაშიც მათ არ მიუღიათ

მონაწილეობა (და არც სარგებელს ღებულობენ მისგან). ეს მოსაზრება ასუსტებს

სოციალური კონტრაქტის თეორიას. თუ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი პოლიტიკური

პროცესები და მართლმსაჯულების სისტემაც კი მუშაობს მხოლოდ

საზოგადოების გარკვეული ჯგუფების ინტერესებისთვის, ასევე

დავრწმუნდებით იმაშიც რომ სოციალური კონტრაქტი სასჯელის სუსტი

ლოგიკაა.

სამაგიერო სასჯელის მეორე ელემენტი გახლავთ ის რომ კრიმინალი იმსახურებს

სასჯელს და მართლაც, მას აქვს უფლება რომ დაისაჯოს. მხოლოდ

პიროვნებისთვის ტკივილის მიყენება იმ შედეგებისთვის რაც მის ქმედებებს

მოყვა ეს აქცევს მას თანასწორუფლებიან მოქალაქედ. ჰერბერტ მორისი ამ

შეხედულებას შემდეგნაუირად ხსნის:

პირველი… ჩვენ გვაქვს სასჯელის უფლება; მეორე… უფლება

გამომდინარეობს ფუნდამენტალური ადამიანური უფლებიდან რომ

მოგვექცნენ ისე, როგორც ადამიანს; მესამე… ეს ფუნდამენტალური

უფლება არის ბუნებრივი, განუყოფელი და აბსოლიტური

სიმართლის მატარებელი; და, მეოთხე… ამ უფლების უარყოფა


ნიშნავს ყველა მორალური უფლების და მოვალეობის უარყოფას

(მორისი, მერფი 1995, 75).

სასჯელის გარდა სხვა ნებისმიერი რამის გაკეთება ადამიანისთვის ნიშნავს,

ადამიანს მოექცე ისე როგორც არა თანასწორს, არა როგორც ჰუმანურ არსებას. ამ

ხედვის თანახმად გამოსასწორებელი მკურნალობა არის ბევრად ინვაზიური

ვიდრე სასჯელი რადგანაც ის არ სცემს პატივს ინდივიდის შესაძლებლობებს და

უფლებას რომ გააკეთოს მან არჩევანი.

როგორც ფრანგი სოციოლოგი ემილ დიურკჰემი აღნიშნავს (1994, 22)

დამნაშავეების დასჯა არის კაცობრიობის პრიმიტიული, თითქმის

ინსტინქტუალური პასუხი. დასჯა მოიაზრება ცივილიზაციის განუყოფელ

ნაწილად. სახელმწიფო იყენებს ძალას რომ თავიდან აირიდოს შურისძიება და

შესაბამისად ამით დამნაშავის მიმართ უფრო კეთილშობილურ საქციელს სჩადის,

რომელიც არის უფრო პროპორციული ვიდრე განუსაზღვრელი.

რომ შევაჯამოთ, სამაგიერო სასჯელის ლოგიკა კონცენტრირდება ბუნებრვ

კანონზე და სოციალურ კონტრაქტზე, საზოგადოებას აქვს უფლება

მართლმსაჯულების და კრიმინალს აქვს უფლება გასამართლდეს. ნიუმენის

მიხედვით (1978, 187), “სასჯელში ძალიან მცირე მოწყალებაა, მასში მხოლოდ

სამართლიანობაა”.

უტილიტარული ლოგიკა

უტილიტარული ლოგიკა სასჯელს წარმოადგენს როგორც არსებითად ცუდს,

ამიტომაც ის მაშინაა გამართლებული თუ ის უფრო დიდ მიზანს ემსახურება.

სასჯელის შედეგს “მრავალი ადამიანისთვის” უნდა მოქონდეს სიკეთე. დასჯამ


უნდა მოახდინოს დანაშაულის შეკავება ან პრევენცია ან ხელი უნდა შეუწყოს

რეაბილიტაციას, და აქედაბ “ბევრმა” (მთელმა საზოგადოებამ) უნდა მიიღოს


სარგებელი.

დასჯის ეს ლოგიკა უძველესი დროიდან იღებს სათავეს. პლატონის მიხედვით

დასჯა სასარგებლოა ადამიანისთვის რადგან ის უწყობს მისი სულის და

პიროვნების გაუმჯობესებას (ციტირებულია მერფის მიერ, 1995, 17). ჯერემი

ბენტემი (1748-1832) უტილიტარული დასჯის კლასიკური ადვოკატი, მიჩნევდა,

რომ სასჯელი უნდა მომსახურებოდა დანაშაულის შეკავებას. მისი

ჰედონისტური კალკულუსის იდეა ორ ასპექტს მოიაზრებდა: პირველი, რომ

ადამიანები რაციონალურები და ჰედონისტური (სიამოვნების მაძიებლები) არიან

და ამგვარად ისინი მაქსიმალური სიამოვნებისკენ მიილტვიან და ცდილობენ

ტკივილის შემცირებას ყველა თავიანთ ქმედებაში. და მეორე, საკანონმდებლო

სისტემას უნდა შეეძლოს განსაზღვრა თუ სასჯელის რა დოზაა სასურველი

იმისათვის რომ ადამიანმა უარი თქვას იმ პოტენციურ სიამოვნებაზე რომელიც

კრიმინალური ქმედებითაა მიღწევადი. დასჯის პოტენციური ტკივილი საკმარისი

უნდა იყოს იმისათვის რომ ადამიანმა დანაშაულის პოტენციურ სიამოვნებაზე

უარი თქვას და ამგვარად ყველა ადამიანმა რაციონალურად აირჩიოს

კანონმსახურება.

უტილიტარული ლოგიკით სასჯელი ცუდია, მაგრამ ის გამართლებულია თუ ის

ემსახურება უკეთეს მიზნებს ვიდრე თავად სასჯელია. ცეზარე ბეკარია (1738-

1794) კიდევ ერთი უტილიტარული მოაზროვნე, გვთავაზობს რომ ზოგიერთ

შემთხვევაში სასჯელის სარგებელი არ აღემატება თავად სასჯელით გამოწვეულ

ნეგატივს, როგორც მას მოყვანილი ყავს ქვემოთ ფრაზაში ქვემოთ მოყვანილია

შემდეგი მაგალითები:
1. სასჯელი არის უსაფუძვლო: რომელიც არ ემსახურება

პრევენციას,

2. სასჯელი ის არის არაეფექტური

3. სადაც არის არამომგებიანი, ან არის ძალიან ძვირი

4. სადაც არ დგას დასჯის საჭიროება: სადაც ზიანის მიყენება

შეიძლება იქნეს თავიდან აცილებული, ან თავისით გაქრეს

საშიშროება სასჯელის გარეშე, რაც უფრო იაფია. (ბეკარია,

ციტირებულია მერფის მიერ 1995, 24).

არის სიტუაციები რომელშიც სასჯელი ვერ ემსახურება დანაშაულის შეკავებას,

ესენია მაგალითად ექს პოსტ ფაქტუმ [ex post facto laws] კანონები. (რადგან

ადამიანებს ვერ აიძულებ იმ დანაშაულისგან თავის შეკავებას, რადგან მათ არ

იციან რომ ეს არალეგალურია დანაშაულის ჩადენის დროს). ამ კატეგორიას

მიეკუთვნება ასევე ჩვილობა და სიგიჟე (ხალხი ვერ შეიკავებს იმისაგან თავს

რისი ქცევის კონტროლიც მათ არ შეუძლიათ).

უტილიტარული მიდგომის ერთ ერთი საფუძველი ასევე არის სოციალური

კონტრაქტი. ამ შემთხვევაში სოციალური კონტრაქტი აძლევს საზოგადოებას


სასჯელის უფლებას - არა იმიტომ რომ მოძალადემ ჩაიდინა დანაშაული, არამედ

უფრო იმიტომ რომ დაიცვას საზოგადოების წევრები მომავალი

დანაშაულებებისგან. საზოგადოების უფლება დასაჯოს, გამომდინარეობს

საზოგადოების პასუხისმგებლობისგან რომ დაიცვას მისი წევრები.

ქმედუნარიანობის შეზღუდვა და რეაბილიტაცია რეალურად საერთოდ არ არის

დაკავშირებული სასჯელთან. თავისუფლების შეზღუდვა აკეთებს ადამიანის

სამომავლო მავნებელი ქცევის პრევენციას მინიმუმ იქამდე სანამ ინდივიდი

კონტროლის ქცეშ იმყოფება. უხეშად რომ ვთქვათ, ეს არ არის დასჯა, რადგან ის

თავის თავში აუცილებლად ტკივილის მიყენებას არ გულისხმობს. თუ


კრიმინალს ჩამოვართმევთ დანაშაულის ჩადენის უნარს ეს იქნებოდა ნამდვილი

დაპატიმრებით ადნაშაულის ჩადენის შესაძლებლობის ჩამორთმევა. მაგალითად

ქიმიური კასტრაცია, რომელიც ადრე განიხილებოდა და რამდენიმე შემთხვევაში

გამოყნებულ იქნა სექსუალურ მოძალადესთან მიმართებაში. ქიმიური

კასტრაციის დროს არ არის გამოყენებული არავითარი ფიზიკური ტკივილი,

მხოლოდ ქიმიური ნივთიერების გამოყენებაა. ეს ნამდვილადაა სასჯელი, მაგრამ

ამას ასევე შეიძლება ეწოდოს უნარის ჩამორთმევა რადგან ის ართმევს

კრიმინალს უნარს ჩაიდინოს კონკრეტული სამომავლო დანაშაული.

შინაპატიმრობა, ელექტრონული სამაჯური და სხვა საშუალებები რომლითაც

კონტროლდება კრიმინალის მოძრაობა არის ციხის იაფი ალტერნატივა. ციხე

უნარის შეზღუდვის სინონიმად იქცა რადგან ადამიანს იმ დროის განმავლობაში,

რა დროსაც ციხეში ატარებს არ შეუძლია დანაშაულის ჩადენა საზოგადოების

წევრების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა პატიმრები განაგრძობენ დანაშაულის

ჩადენას სხვა პატიმრების მისამართით, და არსებობს მინიმუმ შეზღუდული

საშუალება ციხეში დანაშაულის ჩადენის, მაგალითად საკრედიტო ბარათის

ძალადობრივად გამოყენება ტელეფონით სარგებლობისთვის ან კომპიუტერული

თაღლითობა პროფესიულ პროგრამებში კომპიუტერის გამოყენების გზით.

ქმედუნარიანობის საკითხის ერთერთი მნიშვნელოვანი თემაა, თუ ინდივიდს

რამდენი ხნით უნდა ჩამოერთვას უფლებები. სელქციური ქმედუნარიანობის

შეზღუდვა გულისხმობს პოლიტიკას, რომ ზოგიერთ მოძალადეს უფრო დიდი

ხნით ჩამოერთვას უფლებები რადგან არის რეციდივის მეტი შანსი. სამწუხაროდ

ნაკლებად გვაქვს იმის უნარი, რომ განვსაზღვროთ თუ რომელიმე ადამიანი

რამდენი ხნის განმავლობაში იქნება საფრთხის შემცველი და სავარაუდოდ ვინ

გააგრძელებს დანაშაულების ჩადენას. ორჰანმა (1999) აღმოაჩინა რომ საუკეთესო

პროგნოზებსაც კი აქვს შეცდომები 48-55 პროცენტის ფარგლებში. ეს ნიშნავს

იმას, რომ პროგნოზთა ნახევარი შეიძლება იყოს მცდარი. ამგვარად სანამ ჩვენი
სამომავლო რისკების განსაზღვრის უნარი გაუმჯობესდება, ქმედუნარიანობის

შეზღუდვა დანაშაულის პრევენციისთვის ლეგიტიმურ არგუმენტად ვერ

გამოდგება.

იქედან გამომდინარე, რომ ქმედუნარიანობის შეზღუდვა შორსმჭვრეტელური

ბუნებისაა, მიღებულია რომ ქმედუნარიანობის შეზღუდვა უნდა გაგრძელდეს

იქამდე, სანამ არსებობს რისკი. ეს კი შესაძლოა არათანმიმდევრული იყოს

სამართლიანობის პრინციპთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ რისკის პროგნოზს

აკურატულად განვსაზღვრავთ. მაგალითად, გამყალბებლებს აქვთ რეციდივის

მაღალი მაჩვენებელი, მაგრამ მათი ქმედება არ არის განსაკუთრებული საფრთხის

შემცველი. უნდა გამოვამწყვდიოთ ისინი მკვლელებზე უფრო დიდი ხნით ციხეში

რომელთაც რეციდივის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ? ქმედუნარიანობის

შეზღუდვის პერიოდი დაკავშირებეული უნდა იყოს დანაშაულის

სერიოზულობასთან (დანაშაულის სისასტიკე) ისევე როგორც რისკის ხარისხთან

(რეციდივიზმის პროგნოზი)? მიუხედავად ამისა, პირდაპირ რომ ვთქვათ,

ქმედუნარიანობის შეზღუდვა არ არის სასჯელი, ის როგორც წესი შეიცავს

თავისუფლების აკრძალვას და მტკივნეულია მათთვის ვისთვისაც

თავისუფლებას და ავტონომიას აქვს ღირებულება.

სასჯელი არც რეაბილიტაციაა თუმცა სასჯელი შეიძლება გამოყენებულ იქნას

როგორც რეფორმის იარაღად. რეაბილიტაცია განისაზღვრება როგორც შიდა

ცვლილება რომელიც გამოიხატება მიზნობრივი უარყოფითი ქმედებების

შეწყვეტით. ის შეიძლება მიღწეულ იქნას ტკივილის მიყენებით რომელიც

სასწავლო მეთოდად გამოიყენება (ქცევის მოდიფიკაცია) ან სხვა

ინტერვენციებით, რომელიც საერთოდ არ არის მტკივნეული (მაგალითად

თვითშეფასების ჯგუფები, განათლება ან რელიგია). სამაგიერო სასჯელის

ფილოსოფიის მიხედვით, რომელიც ზემოთ განვიხილეთ, რეაბილიტაცია და


მკურნალობა განხილულია როგორც ძალადობრივი რამ რომელიც ნაკლებად

სცემს პატივს თითოეული ადამიანის ინდივიდუალურობას რადგან ის პირდაპირ

ურტყამს ადამიანის შიდა ინდივიდუალურ ფსიქიკას. ისინი ცდილობენ

შეცვალონ დამნაშავე, სავარაუდოდ მათი სურვილების საწინააღმდეგოდ. ძალიან

მცირე ადამიანია რომელსაც მოსწონს იყოს წამალზე დამოკიდებული ან

სექსუალური მოძალადე და ციხეთა უმეტესობა პროგრამებს აქვთ ძალიან მცირე

შესაძლებლობა შეცვალონ ადამიანები თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ.

შემდეგ თავში ჩვენ განვიხილავთ რეაბილიტაციის კონცეპტს და

ინდივიდუალური ცვლილების სხვადასხვა მიდგომას.

რომ შევაჯამოთ, სასჯელის უტილიტარული ლოგიკა აუცილებლად ხაზს უსვამს

რომ ის სიკეთე რაც სასჯელს მოყვება ჩრდილავს იმ მინუსებს რაც თავისთავად

სასჯელში დევს. სასჯელის მომგებიანი ასპექტებია შეკავება, ქმედუნარიანობის

შეზღუდვა და რეაბილიტაცია, ან რეფორმა.

სასჯელის მეთოდები

სასჯელის მიზნები შეიძლება იყოს ვინმეს პირადი საკუთრება, ადამიანის სხეული ან

მისი ფსიქიკა. წლების განმავლობაში სასჯელი პირველ რიგში სხეულს ურტყამდა,

აზიანებდა. ფიზიკური სასჯელი (სხეულზე მიმართული) შეიცავდა შემდეგ

კომპონენტებს: მოხატვას და სხეულის ოთხ ნაწილად დაყოფას, გატყავებას,

გამათრახებას, თავის მოკვეთას, დანაწევრებას და სხვა უამრავ წამების მეთოდსა თუ

სიკვდილს (ნიუმენი 1978). ისტორიულად ასევე გავრცელებული იყო ჯარიმები და

საკუთრების უფლების ჩამორთმევა. ეგზეკუცია იყო როგორც ეკონომიკური, ასევე

ფიზიკური სასჯელი, რადგან პიროვნების ქონება გადაეცემოდა მონარქს.


ეკონომიკურმა და ფიზიკურმა სასჯელებმა თანდათანობით გზა გაუხსნეს

დაპატიმრებას ან უფრო მცირე თავისუფლების შეზღუდვის პრაქტიკებს (მაგალითად

პრობაცია ან ვადაზე ადრე გათავისუფლება). დღესდღეისობით ჩვენ მივაღწიეთ (მინიმუმ

ამ ქვეყანაში მაინც) რომ სასჯელი თითქმის ყოველთვის პატიმრობის სინონიმია.

მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოსთვის პატიმრობის მიზანი შეიცვალა. ადრე პატიმრობა

ემსახურებოდა მიზანს რომ დამნაშავე დაეკავებინა ფიზიკური სასჯელის მიყენებამდე,

მეთოთხმეტე საუკუნიდან კი თავად პატიმრობა გახდა სასჯელი. წარმოიშვა მზარდი

რაოდენობა კანონების რომელიც საზღვრავდა პატიმრობის ზუსტ ვადებს. ეკლესიაც

იყენებდა პატიმრობას სასულეირო პირებისთვის (კონლი 1992). თანდათანობით

თითქმის შეუძლებელი გახდა პატიმრობის გარჩევა სხვა ინსტიტუციებისაგან რომელიც

შექმნილი იყო მაწანწალებისა და უსაქმური ადამიანებისთვის როგორებიცაა

გამოსასწორებელი სახლები, სამუშაო სახლები და სატუსაღოები ეს ყველაფერი

მოქალაქეთა ერთ კლასზე იყო გათვლილი. ისინი აკავებდნენ მოხეტიალე ღარიბებს:

ადამიანებს რომლებიც ხშირად იძულებულნი არიან ჩაიდინონ წვრილმანი კრიმინალი

ხელმოკლეობის გამო. მეორე თავი ამ ისტორიას უფრო დეტალურად აღწერს.

❖სასჯელის ფილოსოფია

ზემოთ მოყვანილ ყველა სასჯელზე კომპლექსური ალბათ ციხეა. ის გავლენას ახდენს

ადამიანის მატერიალურ საკუთრებაზე, რადგან ციხეში ყოფნის დროს მას ფაქტობრივად

არ შეუძლია ფულის გამომუშავება, ისინი სავარაუდოდ კარგავენ თავიანთ სამსახურს და

საარსებო საშუალებას, ხარჯავენ ცხოვრებისეულ დანაზოგებს. ის გავლენას ახდენს

პატიმრის სხეულზე რადგან ის არის სხვის კონტროლს დამორჩილებული და მცირედი

თავისუფლება აქვს. პატიმრობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზკური ტკივილი, რომელიც

შეიძლება მოდიოდეს ციხის თანამშრომლისგან ან სხვა პატიმრისგან ან დაავადებისგან

რომელსაც არ მკურნალობენ. ციხე ასევე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და

ცდილობს მის რეფორმაციას, მენტალურ გაუარესებას რომელიც გამოწვეულია ციხის


ნეგატიური გარემოთი. ბევრი ადამიანი ციხეს “ფსიქოლოგიურ სასჯელს” უწოდებს

(მიკუნას 1990, 78).

ზოგიერთის მიხედვით, ციხე, მის ყველაზე მძიმე ფორმით, ურტყამს ადამიანის “სულს”.

ის მოქმედებს “პატიმრის გულზე, ფიქრებზე, სურვილზე და მიდრეკილებებზე” (ჰოვი

1994, 87). ციხის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ყველაზე საზიანო არის არა ფიზიკური

დეტერიორიზაცია, არამედ მენტალური და მორალური გაუარესება. “შენ არაფერი ხარ!”,

ეს სიტყვები არის ძირითადი თემა პატიმრებისა იმ დროის განმავლობაში რა დროსაც

ისინი ციხეში ატარებენ და მენტალური ზიანი, რომელსაც ციხე აყენებს სხვა ადამიანებს

ძალიან რთულად გასაზომია.

ციხის პარადიგმა

პარადიგმა არის გზა რომლითაც ჩვენ ვუყურებთ როგორ არის ორგანიზებული სამყარო

და ცოდნიდან გამოგვაქვს აზრი. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ კარგად

ჩამოყალიბებული კონსერვატიზმის და ლიბერალიზმის პარადიგმები პატიმრობის

ფილოსოფიის ილუსტრირებისთვის. კონსერვატიული იდეოლოგია ასკვნის რომ

ადამიანებს აქვთ თავისუფალი სურვილი, მათ შეუძლიათ რაციონალური

გადაწყვეტილებების მიღება და იმსახურებენ იმ ლოგიკურ შედეგებს რაც მათ არჩევანს

მოყვება. ლიბერალური ლოგიკა ადამიანის ქცევის დროს ყურადღებას ამახვილებს

აღზრდის, სიღარიბის, განათლების და ზოგადად ცხოვრებისეული გამოცდილებების

გავლენაზე. რადიკალური პარადიგმა ეჭვის ქვეშ აყენებს სოციალური წესრიგის

არსებობას; რადიკალები უარყოფენ ქონების პირად საკუთრებას და მხარს უჭერენ

სოციოეკონომიკურ ურთიერთობების რესტრუქტურიზაციას (დიურჰამი 1994, 17-20).

ამ ელემენტების გათვალისწინებით, ნათელია რომ პატიმრობის კონსერვატიული

მოდელი მოიაზრებს ქმედების ჩადენის შეკავებას და ქმედუნარიანობის შეზღუდვას.

ციხის ცხოვრება არაკომფორტული, მტკივნეულიც კი უნდა იყოს, ისეთი რომ

რაციონალურ ხალხს არ უღირდეს იქ მოხვედრა. თუ ციხეში მცირეხნიანი მოხვედრა არ


იქნება საკმარისი, ადამიანმა შემდეგ ჯერზე ციხეში დიდი დრო უნდა გაატაროს.

ლიბერალური მიდგომა კი მეტ ყურადღებას რეაბილიტაციას და რეფორმას უთმობს.

ციხის ფუნქცია ადამიანის ცვლილება უნდა იყოს. სარეაბილიტაციო პროგრამები და

რეინტეგრაციის ხელშეწყობა, როგორებიცაა სამსახურის მოძებნაში დახმარება, ციხეს

ეხმარება თავიდან აირიდოს შემდგომი პატიმრობა. ამისათვის ის ცდილობს მოაგვაროს

წამალზე დამოკიდებულებების, დაბალი თვითშეფასების და სამუშაოს უნარების

პრობლემები. რადიკალური მიდგომა გააუქმებდა კიდეც ციხეს, რადგან ის მას უყურებს

როგორც ძალაუფლების არმქონე ხალხის მტანჯველს. რადიკალური პერსპექტივის

მიხედვით, რეციდივიზმის და კრიმინალის ერთადერთი გამოსავალი არის კანონის და

საზოგადოების რესურსების ისეთი ფორმირება, რომ ყველას შეხვდეს “სამართლიანი

წილი” [fair share] (დიურჰამი 1994, 28). ამ სამი პერსპექტივიდან მინიმუმ ორი მაინც

გამოხატავს ციხის ისტორიის სხვადასხვა ერას, თითოეულს აქვს თავისი პენოლოგიის

ფილოსოფია.

კონსერვატიზმი: შეკავება და ქმედუნარიანობის შეზღუდვა

კონსერვატიული მიდგომა რომელიც ითვალისწინებს შეკავების და ქმედუნარიანობის

შეზღუდვის პრინციპებს მყარად იყო გავრცელებული პრე ჯექსონიანურ ამერიკასა და

ევროპაში. ზოგადად სასჯელისა და კონკრეტულად ციხის ფილოსოფია იყო შეეკავება და

დასჯა.

კოლონიზატორები აშკარად ემხრობოდნენ საზოგადოებრივი სამაგიერო


სასჯელის არსს როგორც მართლმსაჯულების საფუძველს და ეგზეკუციას
უყურებდნენ როგორც საზოგადოების უფლებას დაიცვას საკუთარი თავი
და იბრძოლოს ინდივიდუალური ცოდვის წინააღმდეგ. დევიაცია იყო
დამნაშავის და არა საზოგადოების ან კომუნის ბრალეულობა… (კონლი
1992, 42).
ციხე განიხილებოდა როგორც სასჯელის უფრო ჰუმანური ფორმა ვიდრე ძველი

ფიზიკური სასჯელები, მაგრამ არ ქონდა მას აუცილებლად რეფორმატორული ფუნქცია.

ადამიანი განიხილებოდა როგორც ბოროტი ან სუსტი არსება, ისეთი რომ საზოგადოებას

მისგან სჭირდება დაცვა. ციხე გახდა განდევნის, მოკვეთის ფორმა. ადრინდელი

საზოგადოებები დამნაშავეებს უდაბნოში ასახლებდნენ; ციხეები (რომლებიც

იზოლირებულნი იყვნენ ურაბნული არისგან შორს) გახდნენ “ახალი უდაბნოები”. იმ

შემთხვევაში თუ ინდივიდები არ შეიკავებდნენ თავს სასჯელის შიშით (ზოგადი

შეკავება) ისინი სავარაუდოდ მოხვდებოდნენ ციხეში (სპეციფიკური შეკავება).

საბოლოოდ, საზოგადოება დაცული იყო იმ დროის განმავლობაში რა დროსაც დამნაშავე

ციხეში ატარებდა (ქმედუნარიანობის შეზღუდვა).

ლიბერალიზმი: რეფორმაცია და რეაბილიტაცია

მე 19 საუკუნის რაღაც მომენტში, პატიმრობის ფილოსოფია შეიცვალა. ციხეები გახდა

უფრო მეტი ვიდრე ფიზიკური სასჯელის ალტერნატივა. ის გახდა ადგილი რომელსაც

შეეძლო გამოესყიდა და შეეცვალა ინდივიდები უკეთესობისკენ (კონლი 1992).

დევიდ როტმანი (1971) რეფორმატიული ციხის კონცეფციის მნიშვნელოვანი ავტორი,

გვთავაზობს რომ კრიმინალი ინდივიდის რეფორმის იდეა ჩანდა კალვინისტური

დოქტრინის თავდაპირველი ცოდვის კონცეფციაში. 1880 იან წლებამდე,

მართლმსაჯულება მოქმედებდა სამაგიერო სასჯელის ლოგიკით და ასოცირებული იყო

გამოსყიდვასთან (რელიგიური ცნება, რომელიც გულისხმობს ტანჯვის საშუალებით

პერსონალური ცოდვების გამოსყიდვას). ადამიანები განიხილებოდნენ როგორც

ნაკლებად შეცვლადნი. მას შემდეგ რაც ინდვიდის ცვლილების შესაძლებლობის იდეა

დაიბადა, ციხესაც მიენიჭა “რეფორმის’ ფუნქცია (ჰირში 1987).

მიუხედავად იმისა რომ პენიტენციარული სისტემის იდეა სავარაუდოდ ევროპაში

დაიბადა, მისი განვითარება სრულიად ამერიკულია.


განცალკევება, დამორჩილება და შრომა გახდა ის სამება რომელზეც მოხდა

პენიტენციური სისტემის მენეჯმენტი (კროსლი 1986). მსჯავრდებულები იყვნენ

“ადამიანები უსაქმური ჩვევებით, მანკიერი მიდრეკილებებით და გარყვნილი

გრძნობებით” რომელთაც უნდა ასწავლო მორჩილება როგორც მათი რეფორმაციის

ნაწილი (როტმანი 1971, 579). მსჯავრდებულებისთვის ამის

ადრეული რეფორმისტული იდეალები, მიუხედავად იმისა რომ კორუფციისა და

გაუმაძღრობის ნიშნები ქონდათ, ნელნელა გარდაიქმნა რეაბილიტაციურ ერად 1960 იან

და ადრეულ 1970 იან წლებში. რეფორმაცია იყო დომინანტური თემა 1870 წლის ციხის

კონგრესზე რომლმაც განსაზღვრა “გამოსასწორებელი დაწესებულებების პრიციპები”, ეს

პრინციპები თითქმის უცვლელად კიდევ ერთხელ იქნა მოწონებული 1970 წლის ციხის

კონგრესზე. 1870 და 1970 წლების ციხის კონგრესები ხაზს უსვამდა ისეთ ფილოსოფიურ

პრინციპებს როგორებიცაა:

… “გამოსასწორებელი დაწესებულებები აუცილებლად უნდა ახდენდნენ

ინტეგრაციის, პატივისცემის, კეთილშობილების და პატიოსნების

დემონსტრაციას”

… “სანქციები რომელსაც აწესებს სასამართლო უნდა იყოს ჩადენილი

დანაშაულის სერიოზულობის პროპორციული”

… “დამნაშავებს… უნდა ქონდეთ პროდუქტიული მუშაობის საშუალება,

უნდა ქონდეთ საშუალება მიიღონ მონაწილეობა პროგრამებში… და იმ

აქტივობებში რომელიც მათი პიროვნების გაძლიერებას, საზოგადოებაში

ინტეგრაციას და ეკონომიკურ სტატუსს შეუწყობს ხელს” (ამერიკის

გამოსასწორებელი დაწესებულებების ასოციაციის განცხადება პრინციპების

შესახებ 1970/2002).

პროგრესული ერა (ადრეული 1900 იანი წლები) იყო პერიოდი როდესაც განათლებულმა

პროფესიონალებმა დაიწყეს პენოლოგიის სფეროში მუშობა, რომელთაც სჯეროდათ რომ

მეცნიერებას შეეძლო გადაეწყვიტა პატიმრების ინდივიდუალური პრობლემები.


სასჯელთა განურჩევლობა და ინდივიდუალური მკურნალობა იყო ის მეთოდები

რომელთაც უნდა შეესრულებინათ ეს ამოცანა. მეცნიერულმა ობიექტურობამ და

პროფესიონალიზმმა ჩაანაცვლა ძველი პენოლოგისტების მისიონერული ენთუზიაზმი.

ციხე აღარ განიხილებოდა საზოგადოებისთვის როგორც უტოპია რომელთანაც მას აქვს

მეტოქეობა. ამის სანაცვლოდ ის განიხილებოდა როგორც ლაბორატორია რომელშიც

სოციალური სამუშაოს და ფსიქიატრიას უნდა ემუშავათ რომ დახმარებოდნენ

ადამიანებს ქცევის ცვლილებაში.

ლიბერალიზმი უფრო ნათლად წარმოდგენილი იყო 1970 იანი წლების “რეაბილიტაციურ

ეპოქაში”. ციხის ზოგადი ფილოსოფია და მისია მცირე დროით შეიცვალა რეფორმაციისა

და რეაბილიტაციის მიმართულებით. ციხის სახელიც კი შეიცვალა და “გამოსასწორებელი

ინსტიტუცია” ეწოდა, რომლშიც იყო პროფილი გამოსასწორებელი პროგრამები. თუმცა

რეაბილიტაციური ერა 1980 იანი წლებისთვის დასრულებული იყო, რომელიც გამოიწვია

პატიმართა მზარდმა რაოდენობამ. სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები ისევ

დაუბრუნდა ძველ, ნაკლებად ამბიციურ მისიას რომელიც მოიაზრებდა მხოლოდ

სასჯელს და ქმედუნარიანობის შეზღუდვას.

რადიკალიზმი: ციხე და ეკონომიკა

როტმანმა (1971) გაიზიარა დასჯის ფილოსოფიის რიტორიკა. ამ პერიოდის ნაშრომებში

ჩანს, რომ ციხის მიზანი და მოტივაცია იყო დამნაშავის რეფორმა, ეს იყო მიღებული

როგორც ფაქტი. სხვები მიიჩნევდნენ რომ ადრეული ციხის რეფორმატორების რიტორიკა

პატიმრობის უფრო დახვეწილი და მზაკვრული ფილოსოფიის მასკირებას ახდენდა,

რომელიც უფრო ეკონომიკაზე იყო დაფუძნებული ვიდრე რეფორმაციაზე,

დაფუძნებული იყო არა კეთილგანწყობაზე, არამედ ძალაუფლებაზე. რუშმა და

კირჩეიმერმა (1939) შემოგვთავაზა მოსაზრება, რომლის მიხედვით პატიმრობის

სასჯელის დომინანტურ მეთოდად გახდომას ხსნიდა სურვილი რომ მომხდარიყო

სამხედრო ტყვეების სამუშაოს ექსპლუატაცია. მუშაობის დეფიციტი გახდა


თანამედროვე ციხის მამოძრავებელი ძალა, რადგან ციხე ატრენინგებს და ამზადებს

ექსპლუატაციური მუშაობის რეზერვს.

ეგრეთწოდებული რუშის და კირჩეიმერის მწვავე ჰიპოთეზის თანახმად, სასჯელი ხდება

უფრო მძიმე როდესაც საქმე გვაქვს გადამეტებულ შრომასთან [surplus of labor], ხოლო ის

უფრო შემწყნარებურია როდესაც სამუშაო არის არასაკმარისი და მსჯავრდებულები

შრომის ბაზარზე უფრო ღირებულები არიან. ზოგიერთმა ავტორმა ეს თეორია გაიზიარა

და მოიყვანა ციხის სისტემის ქეისების ისტორიები, მათ შეადარეს პატიმრების

მკურნალობა ეკონომიკურ კონდინციებს. სხვა ავტორები არ იზიარებენ ამ თეორიას,

მათი აზრით მინიმუმ შეუძლებელია ამ თეორიის გაზომვა სტანდარტული მეთოდებით

(გარდნერ 1987).

თუმცა, რუში-კირჩეიმერის კრიტიკოსებიც კი ამახვილებდნენ ყურადღებას ციხის

განვითარების მოტივაციის ეკონომიკურ ფაქტორებზე. გარდნერი (1987) გვთავაზობს

იდეას, რომ ციხეები ინგლისსა და ევროპაში ბევრად უფრო ადრე განვითარდებოდა

ინგლისში სავაჭრო საბჭო რომ არ ყოფილიყო ასე მტკიცედ მათი შექმნის წინააღმდეგი

და რომ არ ყოფილიყო კონკურენცია რომელიც განავითარებდა ციხის შრომას.

ყველაზე ადრეული ციხის წარმონაქმნები გადაჯაჭვულია ეკონომიკასთან, რადგან ციხე

განსაზღვრული იყო “ზარმაცი ღარიბებისთვის”. ის იყო პირველი გამოსასწორებელი

სახლების და სამუშაო სახლების მსგავსი დაწესებულება, დაწესებულებების ანალოგი


რომლებიც შთანთქავდა ევროპისა და ადრეული ამერიკული ქალაქების მოხეტიალე

კლასებს. ავტორები არ ეთანხმებიან ციხეში პატიმრების მუშაობის იდეას. ზოგიერთი

შრომას უყურებს როგორც რეფორმაციულ ელემენტს, რომელიც ეხმარება პატიმარს

იდეალური მოქალაქისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული და კარგი უნარების

გამომუშავებაში. სხვები განსაზღვრავენ ციხის სამუშაოს როგორც დამატებით სასჯელს

სადაც კანონმდებლები აძლევენ ადმინისტრაციას ინსტრუქციას მოახდინოს მუშაობის

დანერგვა. არავის უჩნდება კითხვები იმის თაობაზე რომ სამხრეთის ციხეებში

პატიმრების მუშაობას ექსპლუატაციური სახე ქონდა: “სასჯელაღსრულების მონები

მიყავდათ ბანაკებში შეიარაღებული დაცვის თანხლებით. ღამით ისინი


ბირკილებდადებულები იყვნენ საწოლებში. იჯარის მფლობელები დაინტერესებულნი

იყვნენ რაც შეიძლება მცირე თანხით მეტი მოგება ენახათ” (კროსლი 1986, 21).

ჩრდილოეთში, ეკონომიკა უპირატესობას ანიჭებდა “საწარმო ციხის მოდელს”.

პატიმრები ერთად მუშაობდნენ ციხეში და იყვნენ როგორც საწარმო სამუშაო პირობებში

(მელოსი და პავარინი 1981). მეხუთე თავი იკვლევს ციხის სამუშაოს თანამედროვე

პრობლემებს.

რადიკალური მიდგომა ეკონომიკას ხედავს როგორც ცენტრალურ ფაქტორს ყველა ტიპის

სოციალურ ურთიერთობაში. იმათ ვისაც აქვთ ეკონომიკური ძალაუფლება, ასევე აქვთ

იუიდიული და სოციალური ძალაუფლებაც. კანონმდებლობა სანქციების და პატიმრობის

ჩათვლით, განიხილება როგორც ძალაუფლების იარაღი. მიზანი არის სამუშაო ძალის

ექსპლუატაცია, რომ უმოქმედო მდგომარეობაში შეინარჩუნოს შრომითი კლასის ნაწილი

და შრომითი ფასი იყოს დაბალი. თეორეტიკოსები, რომლებიც პატიმრობის ამ თეორიას

უწევენ ადვოკატირებას ხაზს უსვამენ ამ ინსტიტუციის განგრძობით არსებობას

რომელმაც მარცხი განიცადა თავისივე პირველად რეფორმატორულ მიზანში. მაგალითად

რეიმანი (1995, 4) ამბობს, “სრულიად, სისტემების პრაქტიკების უმეტესობა უფრო

გასაგები გახდება თუ შევხედავთ მათ როგორც უფრო მეტად დანაშაულის

შემანარჩუნებელს და არა როგორც კრიმინალის შემამცირებელს”. კრიმინალური

სამართლის სისტემა დამახინჯებული სურათის პროექციას აკეთებს და კრიმინალს

წარმოაჩენს პირველ რიგში, როგორც ღარიბთა საქმეს. საზოგადოებას ამყოფებს

შეშინებულ და არაემპათიურ დამოკიდებულებაში უფლებაჩამორთმეული ადამიანების

მიმართ, და ყურადღება გადააქვს ეკონომიკური ძალაუფლების მფლობელებიდან

(რომლებიც რეალური დამრღვევები არიან და საზოგადოებას მეტ ზიანს აყენებენ) ღარიბ

კრიმინალზე.

სისტემა ფოკუსირებას ახდენს დანაშაულისთვის ადამიანის ინდივიდუალურ

პასუხისმგებლობაზე (და ამგვარად დასჯაზე) და ინდივიდუალურ დევიაციაზე (ანუ

მკურნალობაზე), შედეგი მაინც ერთი და იგივეა. რადიკალური თეორიის მიმდევრები

ხაზს უსვამენ რომ ეს არის მიზეზი თუ ციხე რატომ ვერ ასრულებს განკურნების ან

შეკავების ფუნქციას. ის თეორეტიკოსებიც კი რომლებიც ასე რადიკალურად არ


უყურებენ საკითხს, ამბობენ, რომ პატიმრობა უსარგებლოა თუ არ დავუკავშირებთ მას

სოციალურ პრობლემებს, ისეთებს როგორებიცაა უმუშევრობა, უსახლკარობა, სიღარიბე,

დისკრიმინაცია, არაადეკვატური ჯანდაცვის სისტემა და არათანაბარი განათლება (სელკე

1993).

ფუკომ (1973) წარმოგვიდგინა ციხის ოდნავ განსხვავებული ვერსია - ციხე რომელიც

ნაკლებად იყო ეკონომიკაზე დაფუძნებული, მაგრამ იყო ძალაუფლებაში მყოფ

ადამიანთა სამსახურში მყოფი, რომელთაც სჭირდებათ მოსახლეობის კონტროლი. მის

ციხეების განვითარების ისტორიაში ის ციხეს უყურებს როგორც საზოგადოების

ინსტიტუციონალიზაციის ერთ ნაწილს - ციხე მის კედლებში ამწყვდევდა

გაჭირვებულებს და კრიმინალებს, მენტალური ინსტიტუციები ამწყვდევდა მათ ვისაც

არ შეეძლოთ თავისი თავისთვის მოეარათ, და გაჭირვებულთა სახლები მათ კედლებში

ასახლებდა მათ ვისაც არანაირი ეკონომიკური საარსებო წყარო არ გააჩნდა. ეს ყველა

კონტროლირებული ხალხი იყო იმ ხალხის კლასი რომლებიც მოაზრებულნი იყვნენ

როგორც ერთჯერადად გამოყენებადი საქონელი. ყველა ახდენდა იმ იდეის

ნორმალიზებას რომ თავისუფლების შეზღუდვა და ჩამორთმევა საზოგადოების

უფლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურ შეხედულებას დეკადების განმავლობაში ქონდა

მხარდაჭერა, ის არასოდეს ყოფილა დომინანტური მიმდინარეობა. დღესდღეისობით ჩვენ

ვხედავთ რომ კერძო ციხეები გარდაიქმნენ მოგებაზე ორიენტირებულ ინდუსტრიებად

(ნახეთ პოლოკი 2004ბ). მესამე და მეათე თავებში ჩვენ განვიხილავთ მათ ზრდას და

მოგებას როგორც სახელმწიფო ისე ფედერალურ სისტემებში. უფრო მეტიც, კერძო

ციხეების კონსტრუქციის ყველაზე მეტი მომატება შეინიშნება პატარა ქალაქებში, სადაც

სამრეწველო სამსახურები ქრება. გაზვიადება არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ქალაქთა

ეკონომიკური საარსებო წყაროები დამოკიდებულია განგრძობად პატიმართა

დაკავებაზე, რომლებიც ავსებენ ციხეებს რომ მიაწოდონ სამუშაო ქალაქის მოსახლეობას.


ახალი კონსერვატიზმი

1970 იანი და ადრეული 1980 იანი წლებიდან, ციხის რეფორმატორულმა იდეამ დაიწყო

უკანა პლანზე გადაწევა. ზოგიერთს სჯეროდა რომ ციხის ერთადერთი ფუნქცია დასჯა

უნდა ყოფილიყო. პირველი ყველაზე მძლავრი რეაბილიტაციის მიდგომის კრიტიკოსები

იყვნენ ვონ ჰირში (1976), ფოგელი და ჰადსონი (1981). მიუხედავად მათი ტონის

განსხვავებულობისა, ორივე აკრიტიკებდა იდეას რომ ციხე დასჯის გარდა სხვა

რამისთვისაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული. მათი მიდგომა უტილიტარიზმისა და

რეტრიბუციონიზმის მიქსტურა გახლდათ რათა ჩამოეყალიბებინათ ახალი სამაგიერო

სასჯელის მიდგომა. ვონ ჰირშს დასჯის როლი დაყავს მხოლოდ სამაგიერო

პროპორციული სასჯელის მიდგომამდე:

1. თითოეული ადამიანის თავისუფლება უნდა იყოს დაცული, იქამდე

სანამ ის შესაბამისობაშია სხვების თავისუფლებასთან;

2. სახელმწიფო ვალდებულია ციხეში ჩასვას კრიმინალები

3. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა დაიცვას ადამიანები მათი

უფლებების დარღვევისაგან

4. მართლმსაჯულების მოთხოვნილება უნდა იყოს კრიმინალის

პრევენცია (ეს არის კრიმინალის შეკავება და რეაბილიტაცია) (ვონ

ჰირში, 1975, 5).

ეს მიდგომა ისევ იყენებს “სოციალურ კონტრაქტს” იმისათვის რომ გაამართლოს იმათი

დასჯა ვინც კანონი დაარღვია. ის ეთანხმება იდეას რომ მართლმსაჯულების ერთადერთი

მიზანი არის სამართლიანობა და არა ინდივიდის ცვლილება, რეფორმაცია (ფოგელი და

ჰადსონი 1981). ეს მიდგომა ადვაკატირებას უწევს დანაშაულის შეკავების პოლიტიკას

მჯავრის დადებით და ნაკლებად განიხილავს განცალკევეული დასჯის

შესაძლებლობებს, უფრო ზღუდავს პატიმრობის ფუნქციას ვიდრე ეს არის ადამიანის

რეფორმაცია. არსებობს მკვეთრი განსხვავება პენალურ ფილოსოფიასა, რომელიც ამბობს

რომ ჩვენ იმაზე მეტი არ უნდა გავუკეთოთ ადამიანს ვიდრე ის ამას იმსახურებს (რომ არ

დავაკავოთ ციხეში ინდივიდი უფრო დიდი ხნით მისი მკურნალობის მიზეზების გამო),
და პენალურ ფილოსოფიას შორის, რომელიც ხაზს უსვამს რომ ერთადერთი რამ რასაც

დამნაშავე იმსახურებს, არის სასჯელი. მიუხედავად ამ განსხვავებულობებისა, ამ ორივე

მიდგომას დიდი წვლილი მიუძღვის დღევანდელი პენალური პოლიტიკების

ჩამოყალიბებაში.

სამაგიერო სასჯელის ეფექტი და ახალი ერა

ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ერაში სადაც არც ლიბერალიზმი და არც რეაბილიტაცია არ არის

დომინანტური ფილოსოფია, მიუხედავად იმისა რომ პოპულარულ პრესაში

პოლიტიკოსებიდან მუდმივად გვესმის “მეტი სიმკაცრის” მოთხოვნა კრიმინალის

პრობლემის საპასუხოდ. ამ რიტორიკაში ორი შეცდომაა. პირველი ესაა რომ ჩვენ არ ვართ

“საკმარისად მკაცრები”, ამის საპირისპიროდ კი ზოგიერთებს ამერიკის შეერთებული

შტატები მიაჩნია “გულაგების სახელმწიფოდ”, ამერიკაში დაპატიმრებების მაჩვენებელი

უფრო მაღალია იდრე ნებისმიერი სხვა დასავლური სახელმწიფოსი. მეორე შეცდომა არის

ის რომ ჩვენ გვაქვს კრიმინალის პრობლემა. დანაშაულის მაჩვენებელი ყველაზე

დაბალია ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ დღევანდელი პენალური ფილოსოფია,

რომელიც 1970 იან და ადრეულ 80 იან წლებში განვითარდა არის კონსერვატორული და

მეტწილად სადამსჯელო.

ქლიარი (1994) ამ ერას მოიხსენიებს როგორც “სადამსჯელო მტკივნეულ მოძრაობად”. ეს

გამოთქმა ხაზს უსვამს იდეას რომელიც შორს დგას რეაბილიტაციისგან. 1970 იანი

წლების რეფორმატორების მიზანი იყო რომ ციხე გაეხადათ უფრო მტკივნეული და

სადამსჯელო. ეს მიდგომა მოქმედებს ჩვენთან 20 წელზე მეტი ხანია, და ტრადიციული

კავშირები აქვს სამაგიერო სასჯელის ტრადიციებთან. ეს მიდგომა არის პოლიტიკაში

დომინანტური პოლიტიკაში და ეჭვი არ არის რომ მისი გავლენით მოხდა პატიმრობის

უპრეცენდენტო მაჩვენებელი. არსებობს მცირედი სამხილი რომ პატიმრობის

შეფარდების მაჩვენებელი მცირე მაჩვენებლით ქვემოთ ჩამოდის და სასჯელის

აღსრულების სხვა მექანიზმები ალბათ უფრო მოიკიდებენ ფეხს. შესაძლოა “ახალი


სამაგიერო სასჯელის მიდგომამ” და “სადამსჯელო მტკივნეული მოძრაობამ” დაკარგოს

აქტუალურობა და გავლენა.

აღდგენითი მართლმსაჯულება: ალტერნატიული ფილოსოფია?

შედარებით ახალი ფილოსოფია, აღდგენითი მართლმსაჯულება სადამსჯელო-

მტკივნეული აბსოლიტურად საპირისპიროა. ამ ფილოსოფიის ძირები შესაძლოა ვეძიოთ

“ზრუნვის ეთიკაში” (პოლოკი 2004ა), ასევე უტილიტარიზმში. ამ მიდგომის მიმდევრები

აღნიშნავენ რელიგიის როლსაც, ამბობენ რა რომ ბიბლია “თვალი თვალის წილ” ის მიზანი

არის რეპარაცია, და არა ანაზღაურება (შვეიგერტი 2002, 29).

კონცეფციის დიდი ნაწილი ნათხოვარია აბორიგენი ხალხისგან, როგორებიცაა ინუიტი,

მაორი და ნავაჯო (პერი 2002, 5). ძირითადად აღდგენითი მართლმსაჯულების იდეა არის

ის, რომ ძირითადი იდეა არის არა მოძალადეზე სასჯელის განხორციელება, არამედ

უფრო მეტად ყველა ნაწილის აღდგენა როგორც “მთლიანობის”. ამ მიდგომას ასევე

შეიძლება ეწოდოს რეპარაციული ან მშვიდობისშემქმნელი სამართალი.

ერთერთი ძირითადი მიდგომა აღდგენითი მართლმსაჯულების არის დაზარალებულების

ჩართვა პროცესში რომ მოიძებნოს გამოსავალი რომელიც შეესაბამება ყველა მხარეს (ვან

ნესი და სტრონგი 1997). მოძალადე აუცილებლად უნდა შეხვდეს მსხვერპლს

(პირდაპირი ან გადატანითი მნიშვნელობით) და უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

საკუთარ ქმედებაზე და შეძლებისდაგვარად უნდა გაამთლიანოს ის დაზიანება რაც მან

მსხვერპლს მიაყენა. მაგალითად, ერთ აღდგენით მართლმსაჯულების შემთხევვაში, DWI

დამნაშავე, რომელმაც მოკლა მისი საუკეთესო მეგობარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს

სთავაზობს გარდაცვლილის ცოლს რომ მის ბავშვს და მას გადაუხდის დახმარების

საფასურს სანამ ბავშვი მიაღწევს კოლეჯის ასაკს (პერი 2002, 10). ეს არის ძირეულად

განსხვავებული შედეგი რომელიც დგება ხოლმე მას შემდეგ რაც შემთხვევა ხდება. ამ

შემთხვევაში, არის მცდელობა, რომ დაზარალებულის ინტერესები ყოფილიყო დაცული;


ტიპიურ ციხის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში დაზარალებულის საჭიროებები

იგნორირებულია შურისძიების სასარგებლოდ.

აღდგენითი მართლმსაჯულების იდეა ემსახურება იმას რომ დაზარალებული უნდა

გამთლიანდეს; თუმცა გამოსავლის ნაწილი მაინც უნდა ესადაგებოდეს

კანონდამრღვევის საჭიროებებს. ამ ფილოსოფიის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ

მოძალადე უნდა იყოს არა დასჯილი, არამედ უფრო მას უნდა დაეხმარონ იმაში თუ

როგორ გამოასწოროს ზიანი. იდეა, რომ დამნაშავე აგრძელებს საზოგადოების

სრულფასოვან წევრად ყოფნას არის მნიშვნელოვანი. ნაცვლად იმისა რომ იყოს

გარიყული და სტიგმატიზირებული გამოცდილების მქონე, დამნაშავე უფრო

ინტეგრირებულად უნდა გრძნობდეს თავს თავის კომუნაში (ბრეიტვეითი 1989).

მედიაცია მსხვერპლსა და დაზარალებულს შორის არის აღდგენითი მართლმსაჯულების

ნაწილი (ბრაიტვეითი 1989, ბაზემორი და მალონეი 1994). ზარალის ანაზღაურება ასევე

თანხმობაში მოდის აღდგენითი მართლმსაჯულების იდეალებთან, მაგრამ მხოლოდ იმ

შემთხვევაში თუ ის შესაბამისობაში მოდის დაზარალებულის ინტერესებთან და

მნიშვნელოვანია ორივესთვის (შვაიგერტი 2002, 21). ამ მიმდევრების მომხრეები

აღდგენით მართლმსაჯულებას უყურებენ როგორც უფრო ძველი მართლმსაჯულების

აღდგენას ვიდრე ახალი ტიპის მართლმსაჯულების ფილოსოფიას. ისინი ხაზს უსვამენ

რომ უძველესი სამართლიანობის აღდგენის ფორმები ფოკუსირებული იყო დანაკარგის

აღდგენასა და რეპარაციაზე მეტად ვიდრე თავისთავად დასჯაზე. უფრო მეტიც,

მართლმსაჯულებას ადმინისტრირებას უწევდა კომუნა და არა რომელიმე უმაღლესი

სახელმწიფო ორგანო (შვაიგერტი 2002, 25).

ამგვარად, ციხე რამდენად თავსებაშია აღდგენითი მართლმსაჯულების იდეასთან?

ფაქტობრივად ციხე ამ ფილოსოფიისთვის შეუსაბამოა. უმეტეს შემთხვევაში, როდესაც

ციხე იყო გამოყენებული დასჯის მეთოდად, აღდგენითი მართლმსაჯულების ლოგიკა

ალტერნატივად შეთავაზებდა საზოგადოებრივ სერვისს, ზარალის ანაზღაურებას ან

რაღაც ტიპის მედიაციას. მხოლოდ სერიოზული ძალადობრივი დანაშაულის შემთხვევაში

არ იქნება მედიაცია და ზარალის ანაზღაურება შესაბამისი. ციხე ნიშნავს განდევნას.


ადამიანები რომლებიც არიან გარიყულები და იმყოფებიან პატიმრობაში არ გრძნობენ

საზოგადოებასთან ახლოს თავს, იმ საზოგადოებასთან რომელმაც ის გარიყა; ამგვარად,

საზოგადოების “ციკლი” დარღვეულია. ციხე არა მარტო ტკივილს აყენებს ინდივიდს,

არამედ ის ტკივილს აყენებს საზოგადოებას, რადგან ის კარგავს ამ საზოგადოების წევრ

ინდივიდს. ამგვარად ციხე თავისთავად შეუსაბამოა აღდგენითი მართლმსაჯულების

ფილოსოფიასთან; თუმცა ზოგიერთები ამბობენ რომ ციხე შესაძლოა გახდეს აღდგენითი,

თუ ის მის ძირითად მიზნებს მოარგებს დაზარალებულთა რეპარაცის და დაცვას და

დამნაშავის ღირსებას (პერი 2002, 14).

უტილიტარული ზრუნვა: რეინტეგრაციული მოძრაობა

ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ განახლებულ ყურადღებას იმ პატიმრებზე რომელიც

უბრუნდებიან საზოგადოებას (მაუერი, ჩესნი-ლინდი და ქლიარი 2002). საინტერესოა

რომ 1980 იანი პრობლემას გაესვა ხაზი და ტერმინი რეინტეგრაცია შემოვიდა ხმარებაში.

ფედერალურმა მთავრობამ ბოლო პერიოდში დააფინანსა კვლევები თუ რა სჭირდება

დამნაშავეს საზოგადოებაში დაბრუნების დროს (მერფი 2002ბ). მაშინ როდესაც

ზოგიერთი თვლის რომ ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების ნაწილი, ამ

მცდელობების ფილოსოფია გახლავთ უტილიტარიზმი. არ შეიძლება ხაზი არ გაესვას

იმას რომ ყოვეწლიურად 600000 ადამიანი უბრუნდება საზოგადოებას ციხიდან (კინგი

და მაუერი 2002, 3). უფრო მეტიც, მინიმუმ ერთი კვლევა მიანც ადასტურებს რომ

რეციდივის პროცენტი უფრო ცუდია დღეს ვიდრე ეს 20 წლის წინ იყო (მერფი 2002ა).

მოქალაქეთა უმეტესობა დაეთანხმებოდა, რომ გამოშვებულ დამნაშავეებს ქონდეთ

სახსარი რომ დაეხმაროთ თავიანთ თავებს, ჩვენთვის ყველასთვის კარგი იქნება თუ

ყველა დამნაშავეს ალკოჰოლიზმის და წამლისგან ტავის დაღწევის პროგრამებზე

წვდომა, ასევე ქონდეთ საშუალება ჩაერთონ ისეთ პროგრამებში რომელიც სამომავლო

დანაშაულის ჩადენის ჩადენის პრევენციას მოახდენს. ეს გამოიხატება ვადაზე ადრე


გათავისუფლების საბჭოების, დასაქმების სერვისების და ახლადგანთავისუფლებული

მსჯავრდებულების სხვა დასახმარებელი სერვისების დაფინანსებით (ვარდი 2004).

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არსებობდეს ციხის ალტერნატივები რადგან ეს

ალტერნატივები ციხეზე ნაკლებ ხარჯიანია. თუ ციხე ერთი დღით 45 დოლარი ჯდება

რომ შევადაროთ 2 დოლარიან ხარჯს პრობაციისა (ვარდი 2004) და თუ არ არსებობს

რისკი რომ ავირჩიოთ იაფი ალტერნატივა, სადამსჯელო უტილიტარული მიდგომის

მომხრესთვისაც კი უკეთესი იქნება დამნაშავის იაფიანიანი ალტერნატიული სასჯელის

მიზღვა - ეს არის საუკეთესო გამოსავალი დამნაშავისთვის, მაგრამ უფრო

მნიშვნელოვანია რადგან ის საუკეთესო გამოსავალი ჩვენთვის ყველასთვის.

You might also like