You are on page 1of 12

რეფერატი

საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

‘’წინააღმდეგობის და დაუმორჩილებლობის უფლება და მათი


გამოყენების შესაძლებლობები’’

საგანი: შესავალი სამართალმცოდნეობაში

ლექტორი: გიორგი ლორია

სტუდენტები: შორენა ონიანი

მარიამ კარელიძე

გიორგი კიპაროიძე

ქეთევან ნარიმანიძე

ნათია ბაქუზანაშვილი

თბილისი

2018

1
„თავისუფლების ყველაზე დიდი
საშიშროება ინერტული ადამიანია“.
/მოსამართლე ბრანდეისი/

წინააღმდეგობის უფლება სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი


ნიშანია.წინააღმდეგობის უფლება იცავს სწორედ დემოკრატიულ
კონსტიტუციურ წესრიგს. წინააღმდეგობის უფლება განმტკიცებული იყო აშშ-ს
დამოუკიდებლობის დეკლარაციაში, საფრანგეთის ადამიანის უფლებათა
დეკლარაციაში. წინააღმდეგობის უფლება არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ჯგუფს
შეუძლია გააუქმოს პარლამენტში დემოკრატიული უმრავლესობით მიღებული
გადაწყვეტილება, ან ხელი შეუშალოს მთავრობის კანონიერ საქმიანობას. ეს
უფლება არის უკიდურესი საშუალება, როდესაც სხვა ფორმით შეუძლებელი
ხდება თავისუფალი დემოკრატიული წყობილების და სამართლის დაცვა.

წინააღმდეგობის უფლება დაიშვება მხოლოდ მართლწესრიგის


დაცვისა და აღდგენის მიზნით. იგი მხოლოდ მაშინ შეიძლება
განხორციელდეს, როდესაც მართლწესრიგი აღარ ფუნქციონირებს,თუმცა
ის არ გულისხმობს თვითნებობასა და უწესრიგობას.ეს უფლება უნდა
განხორციელდეს მორალისა და სინდისის საფუძველზე.

წინააღმდეგობის უფლებაში იკვეთება კანონსა და სამართალს შორის


არსებული განსხვავება.იგი არ უნდა ნიშნავდეს ზღვარგადასულ
თვითნებობას.

წინააღმდეგობის უფლება ყოველთვის მიმართულია უსამართლო


სისტემის მიმართ.

დაუმორჩილებლობის უფლება- საზოგადოების უფლება


დემონსტრაციულად გამოხატოს პროტესტი სახელმწიფოს ცალკეული,
ხალხისთვის არასამართლიანი გადაწყვეტილებების წინააღმდეგ.

დაუმორჩილებლობამ უნდა გარდაქმნას არსებული ვითარება, მაგრამ არა


პირადად, არამედ უმრავლესობის უპირატესობის გამოყენებით. აქედან

2
გამომდინარე, დაუმორჩილებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც
იარაღი პრობლემების წარმოჩენისა და იმ ჯგუფის დარწმუნებისათვის,
რომელსაც მათი აღმოფხვრის ძალაუფლება აქვს

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი


ალტერნატიული საშუალებაა და, როგორც ისტორიამ ნათლად დაგვანახვა,
ეს საკმაოდ ეფექტური ზომაა სხვა საშუალებების ნაკლოვანებათა
გამოსასწორებლად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობის იდეა მუშავდებოდა
და გამოიყენებოდა ანტიკური დროიდან, იმ პერიოდში, როდესაც
ეროვნული თუ საერთაშორისო საშუალებები არ არსებობდა. თუმცა მე-19
საუკუნემდე მას აკლდა „სამოქალაქო“ ელემენტები და იგი აღიქმებოდა,
როგორც კანონისადმი უბრალო დაუმორჩილებლობა. დღეს სამოქალაქო
დაუმორჩილებლობას ოდნავ განსხვავებული კვალიფიკაცია
მიენიჭა.არისტოტელე, სოკრატე, წმინდა თომა აკვინელი და წმინდა
ავგუსტინი ამართლებდნენ დაუმორჩილებლობას, თუკი დაწერილი კანონი
არ შეესაბამებოდა ბუნებით სამართალს.

აღსანიშნავია ცნობილი ინდოელი ეროვნული ლიდერის- მაჰათმა განდის


მოძღვრებები და ნაშრომები დაუმორჩილებასთან დაკავშირებით.განდი
ქადაგებდა ხალხის ნების უზენაესობას მთავრობის უსამართლობაზე. იგი
ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრძოლა უსამართლო მთავრობის წინააღმდეგ
უბრალო მოქალაქეობრივი უფლება არ არის, ეს მისი წმინდა მოვალეობაა.
ამავე დროს, იგი სრულებით უარყოფს „დამაზიანებელი საშუალებების“
გამოყენებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზნების მიღწევის
საქმეში. იგი მიუთითებს, რომ არაძალადობრივი წინააღმდეგობა შეცვლის
პოლიტიკასა და ტირანიას და არასოდეს მიმართავს იძულების რაიმე
მეთოდს.. განდი ამტკიცებდა :

„სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის უფლება, რომელიც


უზრუნველყოფილი უნდა იყოს კანონით, მაგრამ რომელიც უარყოფილია
... ბოროტთან არათანამშრომლობა ისეთივე მოვალეობაა, როგორიც

3
სიკეთესთან თანამშრომლობა ... მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა
გზამ, რომელიც კაცობრიობამ სიყვარულითა და სიმართლით გაიარა,
გამარჯვებამდე მიიყვანა იგი. იყვნენ ტირანები ... და გარკვეული დროის
მანძილზე ისინი შეიძლება უძლეველნი ჩანდნენ, მაგრამ საბოლოოდ ისინი
ყოველთვის ეცემოდნენ, ყოველთვის“.

• შუა საუკუნეების განმავლობაში კანონის დარღვევის იდეა კამათის


საგანს წარმოადგენდა და მას განსაკუთრებული ყურადღება მე-18
საუკუნეში მიექცა ბუნებითი სამართლისა და კანონის იდეოლოგიის
წარმოშობასთან ერთად. იმ დროიდან დაუმორჩილებლობას აქტიურად
იყენებდნენ ისტორიული პოლიტიკური გარდაქმნების მისაღწევად და
ფუნდამენტური უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. რამდენად
უცნაურიც არ უნდა იყოს, მე-20 საუკუნეში სამოქალაქო
დაუმორჩილებლობა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების მიერ
წამოწყებული კონფლიქტებისა და ომებისაგან თავის დაღწევის
საშუალებად გამოიყენება. საბჭოთა კავშირში სამოქალაქო
დაუმორჩილებლობა დაეხმარა ხალხს კომუნისტური დიქტატურის
დამარცხებაში.

არაძალადობა და მშვიდობიანობა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის


მთავარი პრინცებია, რასაც ამ იდეის მომხრე ყველა ავტორი იზიარებს და
დასძენს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ უნდა იჭრებოდეს
მოქალაქეთა ძირითად უფლებებში. როგორც მარტინ ლუთერ კინგმა
განაცხადა:

ძალადობის სისუსტე იმაში მდგომარეობს, რომ ის სპირალისებურად ეშვება


და თვითონ წარმოქმნის ისეთ რამეს, რის მოსპობასაც ცდილობს.

4
ბოროტების დათრგუნვის ნაცვლად, ის ბოროტებას ზრდის... ძალადობით
შეიძლება მოკლა მტერი, მაგრამ სიძულვილს ვერ აღმოფხვრი.
სინამდვილეში ძალადობა სიძულვილს აღვივებს... ძალადობის საპასუხო
ძალადობა კვლავ ძალადობას წარმოშობს, ისედაც უვარსკვლავებო ღამეს
სიბნელეს მატებს. სიბნელე ვერ განდევნის სიძულვილს; ეს მხოლოდ
სიყვარულს შეუძლია.

წინააღმდეგობის უფლება მიუთითებს,რომ კანონს არ შეიძლება ჰქონდეს სამუდამო


მოქმედებისა და ხელშეუხებლობის პრეტენზია. ეს უფლება არ ნიშნავს
‘’უწესრიგობას’’ . წინააღმდეგობის უფლების განხორციელება შეიძლება
ეფუძნებოდეს მორალს ან სინდისს. ამავე დროს სინდისიც არ არის შეუცდომელი.
წინააღმდეგობის უფლების გამოყენებისას ინდივიდმა უნდა უნდა იმოქმედოს
ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძველზე.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ ატარებს ძალადობრივ ხასიათს. სამოქალაქო


დაუმორჩილებლობის მიზანია უკვე მიღებული სახელმწიფო გადაწყვეტილებების
შეცვლა საჯარო პროტესტისა დასაზოგადოებრივი აზრის ფორმირების გზით.

უნარი

სხვადასხვა სამოქალაქო წინააღმდეგობის მოძრაობის დახასიათებისას, ბევრ


განსხვავებულ აზრს მოისმენთ. განსხვავებული აზრები არსებობს, თუ რატომ არის
ზოგი მოძრაობა წარმატებული და რა განაპირობებს წარუმატებლობას.

მაგალითად, მიიჩნევენ, რომ არაძალადობრივი კამპანიები წარმატებულია იქ, სადაც


მჩაგვრელ ხელისუფლებას არ სურს სასიკვდილო ძალის გამოყენება. სხვები
ასაბუთებენ, რომ ეკონომიკური ფაქტორები და განათლების დონეა გადამწყვეტი
საზოგადოებრივი მოძრაობების წარმატებისთვის. თუმცა მაინც უმთავრესია
საზოგადოებრივი მოძრაობის უნარი - წარმართოს სამოქალაქო კამპანია. აქ
იგულისხმება, თუ როგორ სტარტეგიას ირჩევს საზოგადოებრივი მოძრაობა, როგორია

5
მასის საკომუნიკაციო ენა, ვისთან ქმნის კოალიციებს, როგორ და სად უპირისპირდება
მოწინააღმდეგეს და უამრავი სხვა გადაწყვეტილება, რომელიც სამოქალაქო
წინააღმდეგობის კამპანიის შემადგენელი ნაწილია.

ერთიანობა, დაგეგმვა და დისციპლინა

ერთი შეხედვით, ჩამოთვლილი ფაქტორების მნიშვნელობა უდავოა. თუმცა, ხშირად,


მათ ყურადღებას არ აქცევენ და არც მათ როლს ითვალისწინებენ სამოქალაქო
მოძრაობების კვლევის, მათი დეტალური ანალიზის დროს. თითოეული გარემოება
ცალკე გამოკვლევას იმსახურებს. ერთიანობა მნიშვნელოვანია, რადგან
არაძალადობრივი მოძრაობების ძალა ხალხის ჩართულობაზეა დამოკიდებული.
მარტივად რომ ვთქვათ, რაოდენობა მნიშვნელოვანია. რაც უფრო მეტი ადამიანი
უჭერს მოძრაობას მხარს, მით მაღალია მისი ლეგიტიმაცია, მეტია ძალაუფლება და
მრავალფეროვანია მის მიერ გამოყენებული ტაქტიკური რეპერტუარი. წარმატებული
მოძრაობები მუდმივად ცდილობენ ახალი ჯგუფების შემოერთებას, როგორებიცაა:
ქალები და კაცები; ფერმერები, დღიური მუშები, მეწარმეები, პროფესიონალები;
ახალგაზრდები, ზრდასრულები და მოხუცები; მდიდრები, საშუალო კლასის
წარმომადგენლები და ღარიბები; პოლიცია, ჯარი და სასამართლო ხელისუფლების
წარმომადგენლები და ასევე, სხვა ჯგუფები. წარმატებული მოძრაობები
ურთიერთობენ მოწინააღმდეგის მხარდამჭერებთანაც, რადგან მოძრაობის
წარმატებისთვის მნიშვნელოვანია გამაერთიანებელი ხედვის შექმნა და
მოწინააღმდეგის მიმართ ლოიალურად განწყობილი ნაწილის „გადმობირება“.

სტრატეგია მხოლოდ იმ შემთხვევაშია წარმატებული, როდესაც, მისი


აღსრულებისას, დისციპლინაა დაცული. არაძალადობრივი კამპანიის ყველაზე დიდი
რისკია, თუ მისი მონაწილე ზოგიერთი წევრი ძალადობის გამოყენებას გადაწყვეტს.
ამიტომ, არაძალადობრივი დისციპლინა, ანუ უნარი - უარი თქვა ძალადობის
გამოყენებაზე, მათ შორის, პროვოკაციების დროს, მუდმივად უნდა გამომუშავდეს
კამპანიის წევრებში. ამგვარ ქცევას პრაქტიკული მიზნები აქვს. ძალადობრივმა

6
შემთხვევებმა შესაძლოა, მნიშვნელოვნად დააზიანოს მოძრაობის რეპუტაცია და
ამასთანავე, მისცეს დამატებითი საფუძველი ოპონენტს, გამოიყენოს რეპრესიები
ჯგუფის წინააღმდეგ. ამასთანავე, თუ ჯგუფი ახერხებს არაძალადობრივი
დისციპლინის შენარჩუნებას, მასთან თანამშრომლობის სურვილი გაცილებით უფრო
მეტ პოტენციურ მეკავშირეს უჩნდება.

,,თუკი საქმე სამართლიანობას ეხება, არ ღირს კანონმორჩილება ჩავუნერგოთ


ადამიანს. ერთადერთი ვალდებულება, რომლის აღების უფლებაც მაქვს, არის
ვალდებულება, ყოველთვის ვაკეთო ის, რაც სამართლიანად მიმაჩნია. პრინციპული
ქმედება, სამართლიანობის გაცნობიერება და მისი აღსრულება არსებითად ცვლის
გარემოს და ურთიერთობებს; ის რევოლუციურია თავისი ბუნებით და ვერ
შეეთავსება ყველაფერ იმას, რაც იქამდე ყოფილა. არ ცდებიან, როცაამბობენ, რომ
საზოგადოებას არ აქვს სინდისი. მაგრამ შეგნებულიადამიანების საზოგადოებას
აქვს ცნობიერება. კანონის მოქმედებავერ აიძულებს ადამიანს იყოს უფრო
სამართლიანი; ამავე დროს, კანონმორჩილება ადამიანთა შორის საუკეთესოებსაც კი
უსამართლობის იარაღად აქცევს. სწორედ მეტისმეტიკანონმორჩილების
ბუნებრივი შედეგია ჯარისკაცების,პოლკოვნიკების, კაპიტნების, კაპრალებისა და
რიგითების მწყობრი კოლონები, რომლებსაც სად აღარ აგზავნიან საომრად, ისე, რომ
სულაც არ ადარდებთ მათი ნება, საღი აზრი თუ სინდისის ქენჯნა.”
/ჰენრი დევიდ ტორო/

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ფუძემდებელი ჰენრი დევიდ ტორო ამ


სიტყვებით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს
ცალკეული ინდივიდების ერთ მთლიანად შეკვრასა და ბრძოლას
სამართლიანობისათვის, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს გადმოცემული
კონსტიტუციის ან კანონის სახით.

7
უხეში ძალა ვერასოდეს ჩაახშობს თავისუფლებისა და ღირსებისადმი ადამიანის
მისწრაფებას. აღარ არის საკმარისი ხალხის დამშევა და მათი სისხლის დაღვრა,
როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ადამიანის ბუნების უფრო ღრმა
მოთხოვნილებას თავისუფლების ჰაერით სუნთქვა წარმოადგენს. თუმცა ზოგიერთი
მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს საშინაო საქმედ
განიხილავს. მათ არ სურთ გაიგონ, ყოველი ქვეყნის მცხოვრებთა ბედი საერთო,
ზოგადსაკაცობრიო ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მოსაზრებები სუვერენიტეტის
შესახებ საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის საფუძველს არ უნდა ქმნიდეს. ჩვენ,
როგორც ადამიანთა გლობალური ოჯახის წევრებს, არა მარტო პროტესტის უფლება
გვაქვს, როცა ჩვენი დები და ძმები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან, არამედ
ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასახმარებლად.

არც თუ დიდი ხნის წინ ერებისა და ხალხების გამყოფი ხელოვნური ბარიერები


მოიშალა. ბერლინის კედლის დაცემით ათწლეულების მანძილზე დასავლეთად და
აღმოსავლეთად გაყოფილი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ იმედებითა და
მოლოდინით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება უზარმაზარი
ნაპრალი, რომელიც კაცობრიობის ოჯახის გულს შუაზე კვეთს.

სამოქალაქო ცხოვრების ისტორიის მანძილზე მრავალი განმარტება შემოგვრჩა


მსოფლიოს მასშტაბით ამ ცნებების შესახებ, მაგალითად:

ჯონ როულზი თავის ცნობილ ნაშრომში „სამართლიანობის თეორია“ სამოქალაქო


დაუმორჩილებლობას ამგვარად განმარტავს:

,, კანონის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი, არაძალადობრივი, სინდისისმიერი და


მაინც პოლიტიკური აქტი, რომელიც ჩვეულებრივ ხორციელდება კანონსა თუ
მთავრობის პოლიტიკაში ცვლილების შეტანის მიზნით, ამგვარი ქმედების
საშუალებით, რომელიც განიხილავს საზოგადოების მორალურობის
სამართლიანობას და აცხადებს, რომ სოციალური თანამშრომლობის პრინციპი
თავისუფალ და თანასწორ ადამიანთა შორის არ არის დაცული“.

როგორც ვხედავთ, განმარტებიდან გამომდინარე, როულზი ისევე, როგორც კინგი და


განდი, ხაზს უსვამს იმას, რომ დაუმორჩილებლობამ უნდა გარდაქმნას არსებული

8
ვითარება, მაგრამ არა პირადად, არამედ უმრავლესობის უპირატესობის გამოყენებით.
აქედან გამომდინარე, დაუმორჩილებლობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც
იარაღი პრობლემების წარმოჩენისა და იმ ჯგუფის დარწმუნებისათვის, რომელსაც
მათი აღმოფხვრის ძალაუფლება აქვს.

ეს ქმედება უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკანასკნელი გამოსავალი, როდესაც


ყველა სხვა საშუალება წარუმატებელი აღმოჩნდა დასახული მიზნის მისაღწევად; იგი
არაძალადობრივი უნდა იყოს; იგი ღიად უნდა იყოს განხორციელებული; და მისი
მონაწილე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და მიიღოს სასჯელი. ამგვარი
აქტები უნდა შემოიფარგლებოდეს ქმედებებით, რომლებიც გათვლილია გარკვეული
შეცდომებისა და საჩივრების სააშკარაოზე გამოტანისათვის; იგი არ უნდა
გამოიყენებოდეს დაშინების ან ძალდატანების მიზნით.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის რონალდ დვორკინისეული განმარტება ძალზე


საინტერესოა. იგი სამოქალაქო დაუმორჩილებლობას სამ ქვეგანაყოფად ყოფს. მისი
კლასიფიკაცია ასეთია: 1) დაუმორჩილებლობა, რომელიც ერთიანობას ემყარება; 2)
დაუმორჩილებლობა, რომელიც სამართლიანობას ემყარება; 3) დაუმორჩილებლობა,
რომელიც პოლიტიკას ემყარება. დაუმორჩილებლობა, რომელიც ერთიანობას
ემყარება, თავს მაშინ იჩენს, როდესაც ადამიანისათვის კანონის დამორჩილება
აბსოლუტურად მიუღებელია შინაგანი მრწამსიდან გამომდინარე. ამგვარი
დაუმორჩილებლობა საგანგებოა და აუცილებელი არ არის ამ ქმედების შესაძლო
შედეგების განხილვა. სამართლიანობაზე დამყარებული დაუმორჩილებლობა თავს
იჩენს, როდესაც წამოწყებულია მასობრივი პროტესტი უსამართლო კანონისა და
პოლიტიკის წინააღმდეგ და იგი შედეგობრივი ხასიათისაა, ე.ი. გათვლილია
გარკვეულ რეაგირებაზე. განსხვავებით ერთიანობაზე დამყარებული
დაუმორჩილებლობისაგან, რომელიც ინდივიდუალური და თავდაცვითი
ხასიათისაა, სამართლიანობაზე დამყარებულ დაუმორჩილებლობას არსებული
სტატუს-კვოს გარდაქმნის აქტიური, სტრატეგიულად დაგეგმილი მიზანი აქვს. თავის
მხრივ, დვორკინი გამოყოფს სამართლიანობაზე დამყარებული დაუმორჩილებლობის
დამარწმუნებელ და არადამარწმუნებელ ტიპებს. წარსული მცდელობების მიზანი
იყო, დაერწმუნებინათ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელი პირები იმაში,

9
რომ მათ უნდა მიეღოთ პროტესტის მომხრეთა პოზიცია და შეეცვალათ პოლიტიკა
მასობრივი ზეწოლის საშუალებით, ხოლო შემდგომი მიზნები არა უმრავლესობის
გადარწმუნება, არამედ გაპროტესტებული პოლიტიკის ფასეულობების
მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა დაუმორჩილებლობისა და ხელოვნური ბარიერის
შექმნის გზით. პოლიტიკაზე დამყარებული დაუმორჩილებლობის მიმდევრები
თვლიან, რომ უკმაყოფილების გამომწვევი პოლიტიკა თავისთავად უარყოფითი
მოვლენაა მთელი საზოგადოებისათვის და არა კონკრეტული ჯგუფისათვის.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობას


განსაზღვრავს, არის ის, თუ რომელი კანონისა თუ პოლიტიკის როგორი დარღვევა
შეიძლება მივიჩნიოთ გამართლებულად. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არ
ითვალისწინებს შეუზღუდავ უფლებამოსილებას, დაარღვიოს ნებისმიერი კანონი ან
პოლიტიკა, რადგან ეს საბოლოოდ ანარქიას გამოიწვევს და დიქტატორულ რეჟიმამდე
მიგვიყვანს, ანუ იმ რეჟიმამდე, რომელიც სამოქალაქო დაუმორჩილებლობამ უნდა
დაამარცხოს. სადავო დოკუმენტი რაიმე ძირეულ ღირებულებათა სისტემას უნდა
არღვევდეს.

სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამართლების საკითხი მჭიდრო კავშირშია


კანონის იურიდიულ ძალასთან სამართლის ფილოსოფიაში. ამ კითხვაზე პასუხის
გაცემა, როგორც ფაინბერგი აღნიშნავს, დამოკიდებულია კანონისა და მორალის
ურთიერთკავშირზე. მოსამართლე ოლივერ ვენდელ ჰოლმსმა განაცხადა: „კანონი
ჩვენი მორალური ცხოვრების მოწმე და შენატანია“. პოზიტივისტები და
უტილიტარისტები კი ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ კანონსა და მორალს შორის
გარკვეული კავშირი არსებობს. ამორალურობა და უსამართლობა სამოქალქო
დაუმორჩილებლობის ქომაგთათვის კანონის გაბათილების უეჭველი არგუმენტია.

ჯონ როულზი ამტკიცებს, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მიზანშეწონილობა


საზოგადოებრივი სამართლიანობის იდეას უნდა ეფუძნებოდეს. მისი აზრით,
ადამიანი შეიძლება არ დაემორჩილოს კანონს, თუ ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგება
სამართლიანობის აღიარებულ ცნებას, რომელიც ხაზს უსვამს პოლიტიკურ წყობას და

10
არა მორალური ღირებულებების ინდივიდუალურ გაგებას. როულზი მიუთითებს,
რომ დარღვევა „არსებითი და აშკარა უსამართლობის დროს“ უნდა მოხდეს.
ნებისმიერი ნორმა და ინსტიტუტი სამართლიანობის პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს
და ეს ღირებულებები ხელშეუხებელია თითოეული ადამიანისთვის. მეტიც,
მორალური პრინციპებისგან მონიჭებული ადამიანური სურვილების
დაკმაყოფილებით ისეთი კან-ონის დარღვევის გამართლებაც შეიძლება, რომელიც,
თავის მხრივ, არღვევს ამ პრინციპებს.

დასკვნა

…მათ, ვინც ეს პრინციპები გაითვალისწინეს, უკვე შეიტანეს საკუთარი წვლილი უფრო


მშვიდობიანი და სამართლიანი მსოფლიოს შექმნაში. მომავალს განსაზღვრავს ის, ვინც
გააგრძელებს ამ მემკვიდრეობას. ვფიქრობ სამყაროში ნებისმიერ დროს იქნება გარკვეული
უთანხმოება ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ვინაიდან ამ ორს ყოველთვის სურს
საკუთარი ნების ქვეშ მოიქციოს ერთმანეთი. რათქმაუნდა ხშირად ადამიანთა
მენტალიტეტსა და შინაგან ქვეცნობიერს უთანხმოება მოსდის უზენაესი კანონებისა და
გადაწყვეტილებების ქვეტექსტთან და ამისათვის პროტესტის გამოთქმა თითოეული
ადამიანის მოვალეობა და უფლებაა, უკეთესი მომავლის შესაქმნელად... უმნიშვნელოვანესია
ამ მხრივ იმ ცნობილი ადამიანების მოღვაწეობა,რომელიც ნაშრომში მოვიყვანე მაგალითად..
რომ არა მათი სწრაფვა უსამართლობასთან დაუმორჩილებლობისკენ და სულიერი და
მოქალაქეობრივი თავისუფლებისკენ, მკვეთრად და შესამჩნევად უკან იქნებოდა
დღევანდელი მსოფლიო იმ რეალობისგან სადაც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი
სიტყვისა და აზრის თავისუფლება, ხელისუფლების დამოკიდებულება ხალხისადმი, სადაც
ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეს რომ უმცირესობა პოტენციური უმრავლესობაა და ყველაფერი
ერთ, უცვლელ რეჟიმს ვერ დაექვემდებარება. ამიტომაც სამყარო ყოველ დღე სიახლეების
ფონზე და პრეცენდენტების მაგალითზე ვითარდება, მაღლდება ხალხის ხმა და სწორედ ამ
ფონზეა შესაძლებელი დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარება და ხალხისა და
ხელისუფლების იდეების გაერთიანება. რაც სამყაროში მმართველობის სრულყოფილების
დასაწყისი იქნება.

11
გამოყენებული ლიტერატურა:

1.აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო, 2005წ.- გვ.17,18,24;


2. სამართლის თეორია- გ.ხუბუა გვ.98-100;
3. სტატია -სამოქალაქო წინააღმდეგობის სამი ძირითადი პრინციპი: ერთიანობა, დაგეგმვა,
დისციპლინა-ჰარდი მერიმანი;
4. თავისუფლება N11; თავისუფლების ინსტიტუტი 2003 წ.;
5.ზღვარი - 2004წ. ‘’ადამიანის უფლებები და უნივერსალური თავისუფლება;
6.აქტიური მოქალაქეობის სახელმძღვანელო -თავი 2 სამოქალაქო დაუმორჩილებლობის
თეორია;

12

You might also like