You are on page 1of 16

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები:

თეონა გაჩეჩილაძე, ნაილა აგაჯანოვი, მარიამ


ჩორგოლაშვილი, მარიამ პერანიძე, თამთა მახათაძე

რეფერატი

თემაზე:

უფლებათა და მოვალეობათა კორელაცია

თბილისი, 2017
აბსტრაქტი
წინამდებარე რეფერატი ეძღვნება უფლებებისა და მოვალეობების როგორც
სამართლებრივი კატეგორიების კორელაციური კავშირების განხილვას. ჩვენი
ძირითადი მიზანია, უპირველეს ყოვლისა, ამ კავშირების თვალნათლივ დადგენა. ამ
ამოცანის შესასრულებლად კი განვიხილავთ ჯერ მათ არსსა და ცნებებს, მათი
წარმოშობისა და ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ამ დროისათვის
ჩამოყალიბებულ ძირითად თეორიებს. ასევე შევეხებით პიროვნების უფლებების
ცალკეული სახეებს მათი გამოყოფითა და დახასიათებით, შედეგად,
მკითხველისათვის თვალსაჩინოს გავხდით რომ სამართლებრივ ურთიერთობებში
ერთი მხარის უფლების მეორე მხარის შესატყვისი ვალდებულების არსებობა ამავე
დროს რიგ შემთხვევებში კოლიზიაშია ამ უკანასკნელის უფლებებთანაც. ამასთანავე,
ზემოდასახელებული საკითხებზე მსჯელობას დავაsრულებთ სასამართლო
პრაქტიკიდან კონკრეტული საქმის მაგალითზე სხვადასხვა უფლებათა კოლიზიის
შემთხვევის კრიტიკული ანალიზით, რათა გამოვკვეთოთ თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია უფლება-მოვალეობათა კავშირისა და ურთიერთმიმართების სწორი
გააზრება. ვიმედოვნებთ ამ ნაშრომით ჩვენ წვლილს შევიტანთ უფლებებისა და
მოვალეობების კორელაციური კავშირის ანალიზის სფეროს ფილოსოფიური
მიმართულებით განვითარებაში.

Table of Contents
შესავალი ..................................................................................................................................................... 2
უფლებებისა და მოვალეობების არსი და ცნება .................................................................................. 3
უფლება-მოვალეობათა წარმოშობა ................................................................................................... 5
უფლებათა სახეები ............................................................................................................................... 8
თვითვალდებულება - „ბორკილები“, რომლებსაც თავისუფლებამდე მივყავართ ................... 10
ადამიანის უფლებები სასამართლო პრაქტიკაში .............................................................................. 11
დასკვნა ...................................................................................................................................................... 13
გამოყენებული ლიტერატურა .............................................................................................................. 15

1
შესავალი

ადამიანებს ჯერ კიდევ პრეისტორიულ ეპოქაში გააჩნდათ გარკვეული სახის


წარმოდგენები ამა თუ იმ უფლებებსა თუ მოვალეობებზე. იმ დროიდან მოყოლებული
დღემდე გადაუწყვეტელია საკითხი რა სახის კავშირში არიან უფლებები და
მოვალეობები ერთმანეთთან ან არსებობს თუ არა ამგვარი კავშირები საერთოდ,
რომელი მათგანი უფრო ადრე წარმოიშვა და შესაბამისად, უფლებას ახლავს თან
მოვალეობა თუ პირიქით, მოვალეობა განაპირობებს უფლებას. როგორც აღვნიშნეთ, არ
არსებობს საყოველთაოდ გაზიარებული მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით.
თუმცა თანამედროვე პერიოდში, როდესაც ადამიანის უფლებები საერთაშორისო
სამართლებრივ დონეზეა აყვანილი, ცივილიზებული ქვეყნების სასამართლო
პრაქტიკასა თუ იურიდიულ დოქტრინაში უფრო მეტად დომინირებს მოსაზრება რომ
უფლებებია უმთავრესი და მოვალეობა მის საპირისპირო ნეგატიური
ფორმულირებით არსებულ შესატყვისს წარმოადგენს, რაზეც დეტალურად
რეფერატის ძირითად ნაწილში ვისაუბრებთ, თუმცა ამ მხრივ ასევე აქვე მოვიყვანთ
ინდოელთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მაჰათმა
განდის სიტყვებს. როდესაც მას ჰერბერტ ჯორჯ უელსმა ჰკითხა მის ნაშრომზე -
1 2

„ადამიანის უფლებები: ან რისთვის ვიბრძვით ჩვენ?“ (“The Rights of Man: or What Are
We Fighting For?’’) - განდიმ უპასუხა სიტყვებით: „თუ ნებას დამრთავთ გეტყვით რომ
არასწორ გზაზე დგახართ... დავიწყოთ ადამიანის მოვალეობათა ქარტიიდან (charter of
Duties of Man) და მე გპირდებით უფლებები მოჰყვება მას ისე როგორც გაზაფხული
მოსდევს ზამთარს“3. განდის პასუხში 3 მნიშვნელოვანი თეზისი შეგვიძლია გამოვყოთ:
1) უფლებები და მოვალეობები არიან ერთმანეთთან გარკვეულწილად
დაკავშირებული, 2) საკითხი ულება-მოვალეობათა არსის შესახებ ერთობ
მნიშვნელოვანია 3) მოვალეობები წინ უსწრებს უფლებებს. ჩვენ მხოლოდ
ნაწილობრივ ვეთანხმებით მაჰათმა განდის ამ მოსაზრებას და რეფერატის

1 იგივე მოჰანდას კარამჩანდ განდი (1869-1948) - ინდოელთა ეროვნულ-განმანთავისუფლებელი


მოძრაობის ლიდერი, მშვიდობიანი აქტივისტი, განათლებით იურისტი (barrister at law)
2 ჰერბერტ ჯორჯ უელსი (1866-1946) - სახელგანთქმული ინგლისელი მწერალი, მასწავლებელი,

ისტორიკოსი, ჟურნალისტი.
3 Richard Sorabji, Gandhi and the Stoics: Modern Experiments on Ancient Values, University of Chicago Press,

2012, p. 106

2
განმავლობაშიც დავასაბუთებთ პირველად დასახელებულ ორ თეზისს და ვუარყოფთ
უკანასკნელს. ამისთვის კი გამოვიყენებთ კვლევის რაციონალურ, შედარებით,
სინთეზურ და ანალიტიკურ მეთოდებს. ასევე კრიტიკულად გამოვიკვლევთ ცნობილ
იურისტთა თუ ფილოსოფოსთა დოქტრინალურ მოსაზრებებს და ყოველივე ამის
საფუძველზე ჩამოვაყალიბებთ ჩვენს პოზიციას განსახილველ საკითხთან
დაკავშირებით. აქვე აღვნიშნავთ რომ უფლებათა და მოვალეობათა კორელაცია
აქტუალურ საკითხს წარმოადგენს 21-ე საუკუნეში, როდესაც ესოდენ გაზრდილია
ადამიანის უფლებების კუთხით კონსტიტუციური და საერთაშორისო სასამარლოების
როლი, რომელთაც ევალებათ დაადგინონ კერძო პირთა უფლებათა და მათსავე
საჯარო მოვალეობებს (რაც ამავდროულად დანარჩენი საზოგადოების საჯარო
ინტერესს, კოლექტიურ უფლებებს წარმოადგენს) შორის კონფლიქტისას მათი
ურთიერთდამოკიდებულებისა და რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის
მინიჭების საფუძვლების დადგენა. ამდენად, ეს რეფერატი დახმარებას გაუწევს
ადამიანის უფლებათა სამართლისა თუ ზოგადად სამართლის ფილოსოფიითა და
თეორიით დაინტერესებულ პირებს.

უფლებებისა და მოვალეობების არსი და ცნება

უშუალოდ სანამ უფლება-მოვალეობათა კორელაციაზე ვისაუბრებდეთ , ჩვენი


მიზანია, პასუხი გავცეთ კითხვას , რას წარმოადგენს ადამიანის უფლებები, და
აღვწეროთ მათი არსი. შეიძლება, ორ ადამიანს საერთო ზოგადი წარმოდგენა ჰქონდეს
ადამიანის უფლებათა შესახებ, მაგრამ მათი აზრები არ ემთხვეოდეს ერთმანეთს იმის
თაობაზე, წარმოადგენს თუ არა რომელიმე კონკრეტული უფლება ადამიანის
უფლებას. 4 გაბატონებული სამართლებრივი შეხედულებით, ადამიანის ძირითადი
უფლებების საფუძველია ბუნებითი სამართალი . ძირითადი უფლებების, როგორც
ბუნებითი უფლებების ცნება არის უძველესი დღესაც უმნიშვნელოვანესი და
ურთულესი ცნება ადამიანის უფლებებისა. 5უფლება არის რაიმე მოქმედების, რაიმეს
კეთების, განხორციელების შესაძლებლობა. უფლებები განსაზღვრული და
განმტკიცებულია სახელმწიფო კანონითა და საზოგადოებრივ ურთიერთობაში
დამკვიდრებული მორალით.სამართლებრივი თვალსაზრისით, უფლებების არსებობა
გულისხმობს, რომ ვიღაცას ამ უფლებების შესაბამისი ვალდებულება აკისრია. მეორე
მხარე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული ქმედება იმისთვის, რომ ჩვენი უფლება

4 მალხაზ ნარინდოშვილი, ადამიანის უფლებები, თავისუფლების ინსტიტუტი, 2005.


http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1----0-10-0---0---0prompt-
10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
00&a=d&cl=CL4.3&d=HASHfb846b36a6403d837daa38.fc
5 კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, შპს ,,ფაუნტეინ ჯორჯია“, თბილისი, 2014, გვ. 33

3
იქნეს დაცული და განხორციელებული. .პრაქტიკაში პრობლემას ქმნის არა ის , რომ
პირს გააჩნია უფლება, არამედ ის, რომ შესაძლოა მას ჰქონდეს ერთდროულად
რამდენიმე უფლება. უფლებათა დაპირისპირების დროს რომელია მათ შორის
უპირატესი უფლება და რომელი მათგანი გაიმარჯვებს უფლებათა კონკურენციაში
განისაზღვრება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული ვითარებიდან
გამომდინარე. არსებობს ისეთი უფლებებიც , რომელთა შეზღუდვა შეუძლებელია
თუ არ არსებობს გამომრიცხავი გარემოებები . მაგალითად, ტელევიზიაში რეკლამის
განთავსების შეზღუდვა დაუშვებელია თუ რეკლამა არ შეიცავს სახელწმიფო
დამხობისკენ მოწოდებას, და ა. შ. ამასთანვე ისმის კითხვა: შეუძლია თუ არა ადამიანს
თავისი უფლებებიდან გამომდინარე შეზღუდოს სხვათა უფლება? გავრცელებული
შეხედულებით“ შენი უფლება მთავრდება იქ სადაც იწყება სხვისი უფლება“ , ასევე
“ჩემი მუშტის ქნევის უფლება მთავრდება იქ სადაც სხვისი ცხვირი იწყება“(ვოლტერი)
. ამ მოსაზრებას სრულად ვეთანხმებით, რადგან ადამიანს არ გააჩნია განუსაზღვრელ
უფლებათა ფარგლები. უფლებით სარგებლობის სივრცე შეზღუდულია, რადგან
შესაძლოა იმ სივრცეში გადასვლით ხელვყოთ სხვისი უფლება. არსებობს თუ არა
უფლებები რომლებიც ადამიანის დაბადებასთან ერთად ჩნდება? რომლებიც ადამიანს
აქვს იმიტომ რომ ისინი ადამიანები არიან და რომლებიც სახელმწიფოს მიერ დაცული
და აღიარებული უნდა იყოს? რომლებსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს მაგრამ მათი
არც მინიჭება და არც ჩამორთმევა არ შეუძლია? აქვს თუ არა ამ უფლებებს უფრო მეტი
ავტორიტეტის ძალა ვიდრე სახელმწიფოს მიერ მიღებულ კანონებს ? ჯონ ლოკმა ამ
კითხვებს დადებითი პასუხი გასცა . ლოკი აცხადებდა რომ ძირითადი უფლებები
უნივერსალური“ ადრესახელმწიფოებრივი“ უფლებებია ამიტომ სახელმწიფოს არ აქვს
მათი მინიჭების ან ჩამორთმევის უფლება 6. aდამიანის უფლებები მრავალრიცხოვანი
(რამდენიმე ათეული) უფროა, ვიდრე მცირეოდენი. ჯონ ლოკისეული სიცოცხლის,
თავისუფლებისა და საკუთრების უფლებები მცირერიცხოვანი და აბსტრაქტულია იმ
უფლებებთან შედარებით, რომლებიც დღეს მიიჩნევა უფლებებად (მაგალითად,
სამართლიანი სასამართლოს უფლება, მონობის გაუქმება, განათლების
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, გენოციდის აკრძალვა). ადამიანის უფლებები
იცავენ ადამიანებს ღირსებისა და ძირითადი ინტერესების შელახვისაგან. ადამიანის
მრავალი უფლება თანამედროვე პრობლემებს შეეხება და ახლახან არის
შექმნილი7.უფლება და მოვალეობა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. არ
არსებობს უფლება, რომელსაც არ შეესაბამება მეორე მხარის მოვალეობა.მაგალითად,
მოსწავლეს აქვს სწავლის უფლება - სახელმწიფოს კი მოვალეობა უზრუნველყოს იგი.
მაგრამ რამდენად სწორია აღნიშნული შეხედულება? კერძოდ, ჩანასახს ,
მცირეწლოვანს, ფსიქიკურად დაავადებულებს გააჩნიათ მხოლოდ უფლება და მათ

6კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, შპს ,,ფაუნტეინ ჯორჯია“, თბილისი, 2014, გვ. 33
7მალხაზ ნარინდოშვილი, ადამიანის უფლებები,თავისუფლების ინსტიტუტი, 2005.
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--00-1----0-10-0---0---0prompt-
10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-
00&a=d&cl=CL4.3&d=HASHfb846b36a6403d837daa38.fc

4
საპირწონე ვალდებულება არ აკისრიათ. აქედან გამომდინარე, თვალნათლივ ვხედავთ
, რომ არსებობს უფლება საპირწონე მოვალეობის გარეშე. შემდეგი საკითხია ის თუ
ვინ ანიჭებს ამ უფლებას ადამიანს? ჩვენი მხრიდან არასწორი იქნებოდა გვეთქვა ,რომ
სახელმწიფო განუსაზღვრავს ადამიანს უფლებებს, რადგან ადამიანი დაბადებით
თავისუფალია , და შესაბამისად სახელმწიფოს შექმნამდეც გააჩნდა უფლებები
ადამიანს . ის ფაქტი ,რომ ადამიანი თავისუფალი არსებაა თავისთავად გულისხმობს
უფლების არსებობას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო მხოლოდ სამართლებრივად
განამტკიცებს ამ უფლებებს და უზრუნველყოფს მათ მეტ დაცულობას. სამართალი
არ არის თავისუფლების აბსოლუტური მიმნიჭებელი, პირიქით თავისუფლება
შეზღუდულია სამართლით, რადგან კონკრეტული ნორმის არსებობა უკვე შეზღუდვას
გულისხმობს. როდესაც არსებობს დადგენილი წესები ეს ნიშნავს იმას, რომ ამ
ფარგლებში ადამიანს არ შეუძლია განსხვავებული ქმედების განხორციელება
წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართალი ადამიანს
ასწავლის რა არის თავისუფლება და როგორ იმოქმედოს ამ თავისუფლების
ფარგლებში ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი/ არ ხელყოს სხვათა უფლება. ცალკე
საკითხია თუ რა არის თავისუფლება და როდისაა ადამიანი აბსოლუტურად
თავისუფალი? თუ ჩავუკვირდებით გასაოცარ ქართულ ტერმინს _ ,,თავისუფლება”,
მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ თავისუფალი ის იყო, ვისაც
საკუთარი თავის უფლად, ბატონად მიაჩნდა თავი, ანუ ვისაც ბატონი და უფალი არ
ჰყავდა და არავის ემორჩილებოდა.8 თავისუფლების საზომი კრიტერიუმი არ
არსებობს, მაგრამ ,აბსოლუტური გაგებით თავისუფლება მოვლენათა ისეთი
მდინარებაა, როდესაც ამ მოვლენებში მოქმედი თითოეული პირის ნება არ განიცდის
ძალადობას სხვათა ნების მხრივ და პიროვნება ყოველივეს ახორციელებს
შეგნებულად. თუ იგი გაუზრებლად მიიღებს გადაწყვეტილებას თავისუფალი არაა.

უფლება-მოვალეობათა წარმოშობა

უფლება-მოვალეობათა წარმოშობის შესახებ ორი განსხვავებული მოსაზრება გამოიყოფა,


რომელთაგან, ერთის თანახმად, უფლება-მოვალეობაზე წარმოდგენა ადამიანს სახელმწიფოსა
და სამართლის ჩამოყალიბებამდე უჩნდება, მეორე თეორიის მიხედვით კი უფლება-
მოვალეობის არსის შეცნობა სწორედ რომ სახელმწიფოსა და სამართლის მონაპოვარია. ჩვენი
აზრით, უფლება-მოვალეობაზე წარმოდგენა ადამიანის, როგორც გონიერი ინდივიდის,
განუყოფელი ნაწილია და სწორედ ამიტომ ადამიანი თავის უფლებას სახელმწიფოსა და
სამართლის ჩამოყალიბებამდე შეიმეცნებს. აღნიშნული თვალსაზრისის ნათელი მაგალითია
ძველი აღთქმა, რომლის მიხედვითაც, ღმერთმა სამყაროს შექმნისას სწორედ რომ
თავისუფალი და საკუთარი აზრის მქონე ინდივიდი შექმნა, რომელსაც შეეძლო თავად
გაეკეთებინა არჩევანი - გაესინჯა ან არ გაესინჯა - აკრძალული ხის ნაყოფი. ადამიანი ღმერთმა

8ფრიდონ საყვარელიძე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ძირითადი


ცნებები - თავისუფლება http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1281619775&kat=283

5
მოაზროვნე არსებად შექმნა, რის გამოც იგი განვითარების ადრეულ სტადიაზეც კი ცხოველთა
სამყაროზე მაღლა დგას; რენე დეკარტის გამონათქამი, ვფიქრობთ, ზუსტად ეხმიანება
ადამიანის უმთავრეს არსსა და ფუნქციას - „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“. ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ადამიანს თავისი არსებობის პირველივე
წამიდან გააჩნია უფლება, ხოლო მის გააზრებას კი განვითარების ეტაპებისდა მიხედვით
ახდენს. ამ თვალსაზრისს ცხადყოფს ასევე ბუნებითი სამართლის თეორიის
წარმომადგენლების შეხედულება, რომელთა მიხედვითაც, არსებობს უფლებების კატეგორია,
რომლებიც ადამიანს იმიტომ მიეკუთვნება, რომ ის პიროვნებაა და არა იმიტომ, რომ ის
კონკრეტული ქვეყნის სამართლებრივი სისტემის წარმომადგენელია. პიროვნების ღირსების
უფლება სწორედ ადამიანის იმ უფლების სახეა, რომელიც მას თავისი ბუნებიდან
გამომდინარე გააჩნია და მისი შელახვა ნებისმიერი ქვეყნის სამართლებრივი სისტემით
დაუშვებელია. საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მთავარი მონაპოვარიც
„ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაციაც“ უფლება-მოვალეობების
სახელმწიფომდე არსებობაზე აკეთებს აქცენტს. კერძოდ, დეკლარაციის პირველი მუხლის
9

თანახმად, „ადამიანები იბადებიან და რჩებიან თავისუფალნი და თანასწორნი უფლებებში“.


საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის ანალიზიც ნათლად მიგვანიშნებს ადამიანის
უფლებებისა და მოვალეობების წინასახელმწიფოებრივი ხასიათის
აღიარებაზე :„სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ
10

უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს“.


კონსტიტუციის ეს დანაწესი ადამიანის უფლებების, როგორც პიროვნებიდან გამომდინარე
არსებული უფლებების, აღიარებაა და საჯარო ხელისუფლებას ავალდებულებს დაიცვას
ადამიანის უფლებები.11 საერთაშორისო სამართლებრივი წარსულიდან ამ მხრივ აღსანიშნავია
„ნიურნბერგის სასამართლო პროცესი“. მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულებები თავის
გამართლებას დაწერილი კანონებით შეეცადნენ, რომლებიც უშვებდნენ ადამიანის
უფლებების შელახვას, სასამართლომ ამ შემთხვევაში სწორედ იმ შეხედულებით
იხელმძღვანელა, რომ ნებისმიერ დაწერილ კანონზე მაღლა ადამიანის ის უფლებები დგას,
რომელიც მას პიროვნებიდან გამომდინარე გააჩნია და მათი ხელყოფის გამართლება
დაწერილი სამართლებრივი აქტებით დაუშვებელია.

რაც შეეხება მოვალეობების შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებას, იმის გათვალისწინებით,


რომ უმეტესწილად უფლება მოვალეობის გარეშე წარმოუდგენელია, ვფიქრობ, უფლება-
მოვალეობათა შესახებ წარმოდგენები გარკვეულწილად ერთდროულად ყალიბდება.
სამართლებრივი თვალსაზრისით, უფლების არსებობა გულისხმობს, რომ მეორე პირს ამ
უფლების შესაბამისი ვალდებულება აკისრია. მაგალითის სახით, თუ პირს გააჩნია
სიცოცხლის უფლება, როგორც წესი, სახელმწიფოს კისრულობს ვალდებულებას

9 Vincent Robert Johnson, The French Declaration of the Rights of Man and of Citizens of 1789, Boston College
International and Comparative Law Review, 12-1-1990
10 Pieroth/Schlink, Grundrechte: Staatsrecht II, 26. Aufl., 2010, S. 13.

11 ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე საქართველოს

მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, შპს "პეტიტი", თბილისი, 2013 გვ.
10.

6
უზრუნველყოს ადამიანის სიცოხლის დასაცავად აუცილებელი ზომების გატარება. თუმცაღა
სამართლის სუბიექტს შესაძლებელია გააჩნდეს მხოლოდ უფლება და არა საპირწონე
მოვალეობა. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 63-ე მუხლით12 დაშვებულია
არასრულწლოვნის მიერ გარიგების დადება წარმომადგენლის თანხმობის გარეშე იმ
შემთხვევაში, თუ აღნიშნული გარიგებით არასრულწლოვანი სარგებელს იღებს. შესაბამისად,
ამ შემთხვევაში არასრუწლოვანის დასაცავად, მისი ასაკისა და გონებრივი
შესაძლებლობებისდა გათვალისწინებით, კანონმდებელი უშვებს გამონაკლისს, რომ მხოლოდ
ის გარიგებები იყოს ნამდვილი მისთვის, რაც მხოლოდ უფლებებს ანიჭებს და არ ბოჭავს
ვალდებულებებით. მიუხედავად იმისა, რომ დაშვებულია უფლების არსებობა მოვალეობის
გარეშე აღნიშნული საპირისპირო სახით წარმოუდგენელია, რადგან ამ შემთხვევაში პირი
სამართლის სუბიექტის სტატუსს დაკარგავს და სამართლის ობიექტად იქცევა. რომის
სამართლი აღნიშნულის ცხადი მაგალითია, რომლის მიხედვითაც, იმის გამო, რომ მონას
არავითარი იურიდიული უფლება არ გააჩნდა და დასაშვები იყო მისი გაყიდვა, გაცვლა,
გაჩუქება, ფიზიკურად განადგურება, სამართლის ობიექტად მიიჩნევდნენ მას და ამიტომ
„მოლაპარაკე იარაღს“ უწოდებდნენ.

პირველადი უფლებაა თუ მოვალეობა?! - ამ კითხვაზე პასუხის გაცემის ორგვარი მოსაზრება


არსებობს. პირველის თანახმად, რომელსაც ნორმატივისტები ემხრობიან, პირველადი არის
მოვალეობა და უფლება მოვალეობის ანარეკლია. თუმცაღა, ვფიქრობ, მეორე თეორია, რომლის
მიხედვითაც, პირველადი უფლებაა და სწორედ მოვალეობაა უფლების ანარეკლი, რამდენიმე
თვალსაზრისით გათვალისწინებითაა სწორი: უპირველეს ყოვლისა, უფლება-მოვალეობის
უპირატესობის განსაზღვრისას უნდა ამოვიდეთ თვით სამართლის ფუნქციებიდან, რომლის
უმთავრესი მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაა, გარდა ამისა, ლოგიკურად მსჯელობისას
მარტივად დავასკვნით, რომ არცერთი სამართლის სუბიექტი არ შეასრულებს არანაირ
ვალდებულებას, თუკი არ გაიაზრებს, რომ ამ ვალდებულის შესრულებით სწორედ მისი
უფლებების განხორცილებას უზრუნველყოფს. მაგალითად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის
თითოეული წევრი იმიტომ უფრთხილდება საერთო სარგებლობის ფართს, რომ დანარჩენი
წევრებისგანაც იგივეს მოელის და საბოლოო ჯამში, ყველას ერთი მიზანი გააჩნია - საერთო
სარგებლობის ფართით თავისუფლად და კეთილსინდისიერად სარგებლობა. უფლება-
მოვალეობების უპირატესობის შესახებ საინტერესო მოსაზრება გააჩნია ფრანგ მეცნიერს -
ლეონ დიუგს 13- რომლის მიხედვითაც, ადამიანს სოციუმის წევრობიდან გამომდინარე
გააჩნდა ვალდებულებები და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა. ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც
ადამიანი სამართლის სუბიექტად კი არა ობიექტად იქცევა და ამის გამო, ლეონ დიუგის ეს
მოსაზრება ჩვენთვის მიუღებელია.

ჩვენი მოსაზრებით, უფლება-მოვალეობათა არსში წვდომა საზოგადოების თითოეული წევრის


როგორც უფლება, ისე მოვალეობაა, რადგან როგორც სოლონი ამბობდა: „საზოგადოება
მოწესრიგებულია, როდესაც ემორჩილება მაგისტრატებს, მაგისტრატები კი კანონებს“.
თუმცაღა აქვე არ არ უნდა დაგვავიწყდეს თომას ჯეფერსონის გამონათქვამიც, რომლის

12 ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 3.11.2015, მუხ. 1.


13 MEANING OF SOCIOLOGICAL JURISPRUDENCE, p. 3 https://www.scribd.com/doc/44072001/Leon-Duguit

7
მიხედვითაც: „თუ კანონი უსამართლოა, პირს არა მარტო უფლება გააჩნია არ დაიცვას იგი,
არამედ ვალდებულია ამგვარადაც მოიქცეს“. უფლება-მოვალეობათა არსის გააზრებული
წვდომა თითოეულ ჩვენგანს შესაძლებლობას მოგვცემს ჯეფერსონის ამ სიტყვების
გააზრებაში, რაც საზოგადოების თითოეულ წევრს მოუწოდებს არა პირდაპირ უსამართლო
კანონების დარღვევისაკენ, არამედ ქმედითი ნაბიჯების გადადგმისაკენ ამ კანონების
შესაცვლელად.

უფლებათა სახეები

ადამიანის უფლებების ერთ-ერთი მნიშვნელოვან და უპირველეს სახედ შეიძლება


ჩაითვალოს მორალური უფლებები14. ისინი ეფუძნება ეთიკისა და სამართლიანობის
ძირითად პრინციპებს და ხშირად, თუმცა არა ყოველთვის, ეყრდნობიან რელიგიურ
შეხედულებებს და რწმენას. ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ მათ აქვთ ამა თუ იმ
ქმედებების მოვალეობა მაშინ, როცა მათ არ ეძლევათ შესაბამისი უფლება.
ადამიანის უფლებებები შეგვიძლია დავყოთ ორ ძირითად ჯგუფად: მატერიალური15
და პროცესულური16 უფლებები. განვიხილოთ თითოეული მათგანი. მატერიალურ უფლებები
მოიცავს პირად, ანუ სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, პოლიტიკურ,
ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. პირად ანუ სამოქალაქო
უფლებებსა და თავისუფლებებს მიეკუთვნება: ყველა ადამიანის თანასწორობა
კანონის წინაშე, რომელიც უზრუნველყოფილია საქართველოს უზენაესი კანონით
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით, მოქალაქეობის უფლება, სიცოცხლის,
პატივისა და ღირსების, თავისუფლების ხელშეუვალი უფლებები, სიტყვის, აზრის,
სინდისის და რელიგიის თავისუფლება და ა.შ. პოლიტიკურ უფლებებია -
ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის უფლება,
საარჩევნო უფლება, პოლიტიკური პარტიის უფლებები და ა.შ

საპროცესო უფლებები კი ადამიანისათვის მიკუთვნებული მოქმედების


მეთოდები და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტებია, რომელთა დახმარებითაც
ადამიანი დაცულია ხელისუფლების თვითნებობისაგან. ადამიანის უფლებათა
დაცვის საპროცესო გარანტიებს მიეკუთვნება, აგრეთვე, საკონსტიტუციო
სასამართლო, ომბუდსმენის (სახალხო დამცველი) ინსტიტუტი, რეფერენდუმის
მოწყობის უფლება და ა.შ. ადამიანის უფლებათა ზოგადი პრინციპებია; ადამიანის

14 Betsy Rosenblatt, Moral Rights, Harvard Law School, 1998


https://cyber.harvard.edu/property/library/moralprimer.html
15 Substantive Human Rights http://www.humanrights.is/en/human-rights-education-project/human-rights-

concepts-ideas-and-fora/substantive-human-rights
16 პროცესუალური უფლებები - Большой юридический словарь / Под ред. А. Я. Сухарева, В. Д.

Зорькина, В. Е. Крутских. — М.: ИНФРА-М, 1998, ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა


ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ.

8
უფლებები და თავისუფლებები მხოლოდ და მხოლოდ ადამიანისა და სახელმწიფოს
ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება; აქვე აღსანიშნავია ის, რომ ადამიანის
უფლებები ინდივიდუალურია და არა კოლექტიური, თუმცა ამ წესიდან ერთადერთი
გამონაკლისია ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, რომელიც ჩვენი აზრით შეიძლება
ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებათ ჩაითვალოს.

როგორც მოგეხსენებათ ადამიანის უფლებები და თავისუფლებები არ არის


სახელმწიფოს მიერ ნაბოძები წყალობა, ისინი სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლად
არსებობენ, ვინაიდან ჩვენ ადამიანებად დავიბადეთ; არავითარი მნიშვნელობა არა
აქვს დაფიქსირებულია თუ არა ყველა ეს უფლება და თავისუფლება სახელმწიფოთა
კონსტიტუციებსა და საკანონმდებლო აქტებში, ისინი ყველა კონსტიტუციასა და
კანონმდებლობაზე მაღლა დგას; ისინი კორელაციურ კავშირში არიან სახელმწიფოს
ვალდებულებებთან. სწორედ,რომ სახელმწიფოს მოვალეობაა მათი დაცვა, რადგანაც
ის არსებობს ხალხისაგან და ხალხისათვის, ვინაიდან უფლებები და თავისუფლებები
წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებია. სწორედ აას გვეუბნება
ბუნებითი სამართლის მოძღვრება. უფლებებს ხომ ინდივიდი დაბადებისთანავე
იძენს. იგი განსაზღვრავს მინიმუმს იმ პირობებისა, რომლებიც საჭიროა ადამიანის
ღირსებისა და სიციცხლის შესანარჩუნებად. სწორედ,რომ ჩვენ,ადამიანებმა შექმენით
ბუნებრივი უფლებების დამცავი სოციალურ-პოლიტიკური ორგანიზაციები და
სხვადასხვა სამართლებრივი აქტები.
ბუნებითი უფლებებზე საუბრისას აქვე ვახსენებთ პოზიტიურ უფლებებსაც17.
პოზიტივიზმის მიმდევრები, რომლებიც სამართლებრივი მნიშვნელოვბის მქონედ აცხადებენ
მხოლოდ სახელმწიფოს ნებას და მის კანონმდებლობას, უარყოფდნენ ადამიანის ბუნებითი
უფლებებისათვის უპირატესობის მინიჭებას მოქმედი კანონმდებლობის წინაშე და ამ
უფლებათა ნუსხას სახელმწიფოს ნებას უქვემდებარებდნენ.

აქვე აღვნიშნავთ რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და


კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება
არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის
თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას,
ხოლო შეუთავსებლობის შემთხვევებს განსაზღვრავს კანონი (53-ე მუხლის პირველი
პუნქტი). მოცემული ორის სიტუაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავაკვნათ რომ
არსებობს ისეთი უფლებები,რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ „შეუთავსებელ უფლებებს“,
სადაც არც ერთ-ერთი პირს, მითუმეთეს საჯარო სამსახურში მომუშავე მოხელელს,
არც პარლამენტის წევრს და ა.შ არა აქვს უფლება თავისი საქმიანობიდან გამომინდარე
შეუთავსოს სხვა ისეთი უფლება, რომელიც ეწინააღმდეგება მის უფლებამოსილებას
თანამდებობასთან შესაბამისად. დასახელებული მაგალითი კიდევ ერთხელ
ცხადყოფს რომ როდესაც პირს ენიჭება გარკვეული უფლება, მას ასევე ეკისრება რაიმე

17
პოზიტიური უფლებები - ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ;
რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999 - 128გვ.

9
სახის მოვალეობა, მოცემულ შემთხვევაში აკრძალვა შეუთავსებელი თანამდებობის
დაკავებაზე.

თვითვალდებულება - „ბორკილები“, რომლებსაც


თავისუფლებამდე მივყავართ

პირველ რიგში პირველ რიგში უნდა განვიხილოთ, რა არის თავისუფლება და


რა არის სამართალი. სამართალი სახელმწიფოებრივობის განუყოფლელი ნაწილია.
სამართალი არის ის, რაც არეგულირებს ადამიანებს შორის ურთიერთობებს და
სტანდარტულ, გაწერილ, წესრიგამდე მივყავართ, ქმნის სავალდებულო ქცევის
მოდელს და მოუწოდებს მოქალაქეს დაემორჩილოს მას. სამართალი თავისი არსით
მიმართულია ადამაინის იმანენტური ნების - თავისუფლებისკენ სწრაფვის
წინააღმდეგ. ცხადია იგი არ ებრძვის თავისუფლების იდეას, არამედ იგი
უპირისპირდება აბსოლუტურ თავისუფლებას, რომელსაც უფლებათა ქაოსურ
კოლიზიამდე - ანარქიამდე მივყავართ. ხალხური სამართალიც, კი რომელიც
თაობიდან თაობას ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა, აწესებდა ქცევის
განსაზღვრულ პრიმატს და ავალდებულებდა ყველას მის მორჩილებას. „მეფე რომ
დამნაშავეს საკადრის სასჯელს არ უსჯიდეს ძლიერები სუსტებს შეწვავდნენ, როგორც
თევზს წვავენ შამფურზე“ - ვკითხულობთ ძველ ინდურ კანონებში. ამდენად,
სამართლის, როგორც ქცევის სისტემატიზაციის მექანიზმის გარეშე, წარმოუდგენელია
მშვიდობიანი, ევოლუციური თანაარსებობა, რამეთუ სამართალი ერთდროულად
არის ფარი და ბორკილი, რომელიც ერთი მხრივ გვბოჭავს, არ შევლახოთ, მეორე მხრივ
კი გვიცავს არ ვიყოთ უფლებაშელახულნი.
სამართლის მიმართ მიმღებლობა და დამოკიდებულება განსხვავებულია
ადამიანთა სხვადასხვა ფსიქოტიპში. ამ მიმართულებით გამოყოფენ მოქალაქეთა 3
ტიპს:
1. ემორჩილება, რადგან ეშინია - ამ ტიპის ადამიანის ქცევის ერთადერთი
მოტივატორი, არ დაარღვიოს კანონი, სანქციის შიშია. კანონიმორჩილი მოქალაქის
ცნება მისთვის უცხოა და ბუნდოვანი. იგი ცალკეულ შემთხვევებში გულგრილად,
გაუაზრებლად მიჰყვება იმ წესრიგს, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს, იმ მიზეზით
რომ არ დაისაჯოს.
2. ემორჩილება, რადგან იმპერატივია - ამ ტიპის ადამიანი კანონმორჩილი
მოქალაქეა და იგი იცავს კანონს, მხოლოდ იმიტომ რომ კანონია და არა იმიტომ, რომ
თანხვედრაში მოდის მის მორალურ-ეთიკურ ღირებულებებთან. მისთვის
ნორმატიულად გაწერილი ქცევის წესი, უკვე უნივერსალური ღირებულებაა,
რომელსაც უნდა მიჰყვეს და არ და არღვიოს.
3. არ ემორჩილება, რადგან ემიჯნება და ასრულებს, რადგან სურს - მიგვაჩნია,
რომ ამ ტიპის ადამიანი ყველაზე ახლოს დგას სამართალთან და სამართლიანობასთან.
მისი მოქალაქეობრივი პოზიცია და ქცევის წესი აღმოცენებულია მისივე მორლაური
ფასეულობებიდან გამომდინარე.

10
იგი იცავს კანონს, თუ მიაჩნია, რომ მისი დაცვა სამართლიანია, ხოლო არღვევს,
თუ თვლის რომ იგი შორს დგას სამართლინობის ცნებისგან. იგი ერთდროულად
კანონმორჩილია და დამრღვევი, იზიარებს და ემიჯნება.
ადამიანთა ამ ტიპის „თვითვალდებულება“ ახასიათებს, იგი ეგოცენტრული
ადამიანის ტიპია, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იგი თავად იდებს ბორკილებს,
თავად ზღუდავს საკუთარ თავს, თავად შემოიკრებს მომავალეობათა გრძელ რიგს და
კეთილსინდისიერად ასრულებს მათ. ასეთი ადამიანების ერთობა ყველაზე ჯანსაღ
საზოგადოების ნაწილს ქმნის და გვაძლევს ძლიერი, მოაზროვნე, მებრძოლი ერის
მოცემულობას.
რამდენადაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ასეთი ადამიანი
საზოგადოებისთვის და მისი რეგენერაციისთვის, იმდენად საშიშია
სახელმწიფოსთვის, რამდენადაც სახელმწიფო არ ფლობს მას, იგი თავად ფლობს
სახელმწიფოს, აკონტროლებს და საჭიროების შემთხვევაში სათავეში უდგება მისი
ფორმირების პროცესს. ეს რევოლუციონერი ადამიანის ტიპია, რომელიც გვიცავს და
გვათავისუფლებს დიქტატორული რეჟისმისგან, უკანონობის დაკანონებისგან,
ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისგან. ასეთი
ადამიანები ასრულებენ „1984“1 -ის ხანას, ასეთი ადამიანები ანადგურებენ „დიდ
ძმას“.
ამდენად ეს ყველაზე საჭირო ადამანის ფსიქოტიპია, ფსიპოტიპი, რომელიც
ირჩევს და არა ურჩევენ. იგი ირჩევს იყოს შეზღუდული ქმედებებში, რადგან იცის, რომ
ყოველი ადამიანის უფლება მის მოვალეობასთან ერთად თანაარსებობს. იგი ირჩევეს
პატივი სცეს სხვა ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებს, იგი ირჩევს
სახელმწიფოებრივ წესრიგს და სწორედ ეს არჩევანი აქცევს მას ყველაზე თავსუფალ
ადამიანად, რომელიც სათავეში უდგება დემოკრატიულ წესწყობილების შექმნისა და
სამართლებრივი სახელმწიფოს ფორმირების პროცესებს.

ადამიანის უფლებები სასამართლო პრაქტიკაში

ადამიანის უფლებათა სამართლის სფეროს სასამართლო პრაქტიკის სრულფასოვან


განხილვას რამდენიმე მსხვილტანიან ნაშრომთა ტომეულიც კი არ ეყოფა, ამიტომ რათა
ზემოდასახელებული საკითხები მკითხველისათვის უფრო თვალნათელი გახდეს,
განვიხილავთ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს პრაქტიკიდან. წინამდებარე მსჯელობა ნათელყოფს რომ ადამიანის
ძირითადი უფლებები კორელაციურ კავშირშია და ასევე მოიცავს თავის თავში
ნეგატიურ ვალდებულებას არ ხელყოს საკუთარი თავიუფლებების გამოვლინებით
სხვა კერძო პირთა ინტერესები ან საზოგადოების საჯარო ინტერესები. განვიხილოთ

11
გადაწყვეტილება საქმეზე S.A.S v. France18 (no. 43835/11, 1 July 2014). ძალიან მოკლედ
მოგახსენებთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. 2011 წლის 11 აპრილს საფრანგეთში
ძალაში შევიდა კანონი, რომელიც უკრძალავდა ნებისმიერ პირს საზოგადოებრივი
თავშეყრის ადგილებში სახე დაეფარათ. ამ აკრძალვის სფეროში ხვდებოდა ასევე
ისლამური თავსაბურავები. სახელმწიფო კი ამის მიზნად რადიკალიზმისა და
ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას ასახელებდა.საფრანგეთის ერთ-ერთმა მუსლიმმა
მოქალაქემ განცხადებით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და
მიუთითებდა რომ დისკრიინაციული მიდგომა თავსაბურავის ტარების წინააღმდეგ
მიმართული წარმოადგენდა ღირსების შემლახავ ქმედებას და არღვევდა ადამიანის
უფლებათა კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლის დარღვევას. ამგვარი აკრძალვა ასევე
შელახავდა მე-11 მუხლით უზრუნველყოფილ გაერთიანების უფლებას. ის ასევე
უშლიდა ხელს განმცხადებლის აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლებას(მე-9
მუხლი) და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, რომელიც ვრცელდება სოციალურ
ურთიერთობებზე საზოგადოებაში. რელიგიური თავსაბურავის ჩაცმა განმცხადებლის
სოციუალური და კულტურული იდენტობისათვის მნიშვნელოვანი იყო.
გადაწყვეტილებაში სასამართლომ (თხუთმეტი მოსამართლის თანხმობით ორის
წინააღმდეგ) არ გაიზიარა განმცადებლის პოზიცია და ძირითადად მოპასუხის
მითითებებს დაეთანხმა. სასამართლომ მიიჩნია რომ საფრანგეთის მიერ მიღებული
კანონით დაწესებული შეზღუდვა ექცეოდა მე-9 მუხლის შიდა ზღვრის ფარგლებში,
კერძოდ, რელიგიის ან რწმერის გაცხადების თავისუფლება ექვემდებარება მხოლოდ
ისეთ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია
დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოებრივი უსაფრთხოების
ინტერესებისათვის, საზოგადოებირივი წესრიგის, ჯანმრთელობის თუ მორალის, ან
სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. კანონს, რომელიც დავის საგანს
წარმოადგენდა გააჩნდა ლეგიტიმური საჯარო მიზანი - ემსახურებოდა მოქალაქეთა
უსაფრთხოების დაცვას და იყო ეს ღონისძიება აუცილებელი, სასამართლომ დაადგინა
რომ გამოსადეგი იყო მიზნის მიღწევისათვის, ასევე სახეზე იყო
კანონი
პროპორციულობა კანონის მიზანსა და ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში
ჩარევის ინტენსივობას შორის. მიუხედავად იმისა, რომ კანონს ჰქონდა გარკვეული
ნეგატიური ზემოქმედება მუსლიმი ქალების მიმართ, იგი იყო თანაზომიერების
პრინციპის და შიდა ზღვრის შესაბამისი, რადგან პირის უფლებები უნდა
განხორციელდეს იმგვარად, რომ ამით არ იყოს ხელყოფილი სხვა პირთა უფლებები,
იგი ვალდებულია არ გამოიყენოს თავისი ტავისუფლება ისე რომ ამით შელახოს

18გადაწყვეტილება სრულად იხ. ბმულზე:


http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/Pages/search.aspx#{"fulltext":["sas vfrance"],"itemid":["001-145466"]}

12
სხვათა უფლებები. ამრიგად, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ამ
გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენ მიერ რეფერატის დასაწყისში
გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ყოველი პირის უფლებას შეესაბამება გარკვეული
ვალდებულება, ამასთან, წინა პლანზე დგას ყოველთვის უფლება, ხოლო
ვალდებულება მის საპირისპირო ანარეკლს წარმოადგენს.

დასკვნა

ამდენად უფლება მოვალეობათა კორელაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია,


რომელიც აღწერს უფლებისა და მოვალეობის განუყოფელ კავშირს. მე მაქვს უფლება,
მაშასადამე მაქვს ვალდებულება. უფლაბათა მოცულობითი ზრდა, როგორც წესი,
ყოველთვის იწვევს მოვალეობათა ნაწილში პირდაპირპროპორციულ ცვლილებებს,
თუმცა, უფლება-მოვალეობათა კორელაცია, არ ნიშნავს ამ პროცესის ერთგავროვნებას
ნებისმიერი სამართლებრვი სუბიექტის მიმართ და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,
არსებობენ ისეთი სამართლებრივი სუბიექტებიც (მენტალურად არაჯანსაღი,
მცირეწლოვანი, ჩანასახი) რომელთა უფლებების საპირწონედაც მოვალეობები
ფაქტობრივად არ ფიგურირებს. სახელმწიფოს როლი უფლება - მოვალეობათა
კორელაციაში უმნიშვნელოვანესია, თუმცა არა განუზომელი, რამდენადაც
სახელმწიფო მხოლოდ აღიარებს, განამტკიცებსა და სისტემურ სტანდარტებში
მოაქცევს იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს(უფლება, თავისუფლბებს), რომლებიც
ადამიანს დაბადებიდანვე წამოეშობა, იგი ერთი მხრივ ბევრად დაცულს, მეორე მხრივ
კი შეზღუდულს ხდის მათ. მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ, რომ
ყოველი ადამიანის უფლება ინდივიდუალურია და არა კოლექტიური(გარდა ერის
თვითგამორკვევის უფლებისა) და იგი კუთვნილ ადგილს იკავებს ისეთ უფლებრივ
კატეგორიებში როგორიცაა: ბუნებითი, მატერიალური (პირადი, სამოქალაქო,
პოლიტიკური, ეკონომუკური, სოციალური, კულტურული) და საპროცესო ნაწილი,
რომლითაც ერთი მხრივ აღჭურვილია ადამიანი, და მეორე მხრივ კი შეზღუდულია
სახელმწიფო. ყოველივე ეს გამოხატულია ამ უკანასკნელის პოზიტიურ და ნეგატიურ
უფლებებში, რომელიც, როგორც მოუწოდებს ხელისუფლებას იკისროს აქტიური
მოვალეობები თითოეული ადამიანის მიმართ, ისე, უკრძალავს მას ჩაერიოს პირის
რიგ სამართლებრივად დაცულ სფეროებში, რაც რაღათქმაუნდა არ გულისხმობს
აბსოლუტურ ჩაურევლობას და ისეთი შეზღუდვების დაუშვებლობას, რომლებიც
გათვალისწინებულია კანონით, ნაწარმოებია ლეგიტიმური მიზნითა და
აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებისთვის. არ უნდა დავივიწყოთ
„შეუთავსებელი უფლებებიც“, რომელიც თანამდებობის პირებს მიჯნავს

13
ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ართმევს შესაძლებლობათა იმ კონკრეტულ
არეალს, რომელიც მასზე აუცილებლად გავრცელდებოდა, აღნიშნული თანამდებობის
დაუკავებლობის შემთხვევაში, რაზეც უკვე მოგახსენეთ უფლება-მოვალეობათა
სახეების ნაწილში.

ისევე, როგორც ყველა ძირითადი უფლება ინდივიდუალური ხასიათისაა,


იდნივიდუალურია უფლება-მოვალეობის მიმართ ადამიანის დამოკიდებულებაც,
გამოიყოფა ფსიქოტიპის 3 სახე, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირი,
რომელიც „თვითვალდებულებით“ ხასიათდება, მისი ფასი და დანიშნულება
განუზომელია სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და დამოკრატიული
წესწყობილების დაწესებისთვის. ეს თავისუფალი ადამაინის ფსიქოტიპია, რომელიც
ამ უკანასკნელ ღირებულებას სწორი არჩევანის ხარჯზე მოიპოვებს. იგი ქმნის და
მიჰყვება იმ სამართლებრივ წესრიგს, რომელიც ყველაზე ახლოს დგას
სამართლინოაბასთან, მის მოქმედებას არა საქნციის შიში, არამედ მორალურ
პრინციპებისა და ღირებულებების მაღალმატერიალურობა განაპირობებს.

მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებებისა დამოვალეობების კორელაცია


არაერგვაროვანი პროცესია და მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რამდენადაც
სამართალი ცოცხალი ინდივიდია, რომელიც სხვადასხვა დროსა და ადგილას
სხვადასხვაგვარად ფორმირებს. ცხადია, ადამიანისა და სამყაროს ევოლუციურ
განვითარებასთან ერთად განვითარებას განიცდის და უფლება-მოვალეობების
ნაწილი, იგი მუდმივად ცვლიდა კონცეფციას და აფართოვებდა მოცულობას
სხვადასხვა მმართველობის ხანაში, მიუხედავად აღნიშნულისა, უფლება
მოვალეობათა კორელაციია მუდმივად იქნება ერთნაირად დიდი სამართლებრვიი
ღირებულების მატარებელი ნებისმიერი ქვეყნისა, თუ ეპოქის სამართლებრივი
სახელმწიფოსთვის, რამდენადაც ადამიანის ძირითადი უფლება-მოვალეობები და
მათი თანაარსებობის პრაქტიკა პირველადი წყაროა სახელმწიფოებრივი და
სამართლებრივი ინსტიტუტების არსებობისა.

14
გამოყენებული ლიტერატურა
1. კონსტანტინე კუბლაშვილი, ძირითადი უფლებები, შპს ,,ფაუნტეინ ჯორჯია“,
თბილისი, 2014.
2. ავტორთა კოლექტივი, საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე
საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი, შპს "პეტიტი", თბილისი, 2013
3. ფრიდონ საყვარელიძე, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან
დაკავშირებული ძირითადი ცნებები - თავისუფლება
http://www.tolerantoba.ge/index.php?id=1281619775&kat=283
4. მალხაზ ნარინდოშვილი, ადამიანის უფლებები, თავისუფლების ინსტიტუტი,
2005. http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0samartal--
00-1----0-10-0---0---0prompt-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-
0-11-1-0utfZz-8-00&a=d&cl=CL4.3&d=HASHfb846b36a6403d837daa38.fc
5. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის ონლაინკომენტარი, gccc.ge, 3.11.2015,
მუხ. 1.
6. ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.:
ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999.
7. Большой юридический словарь / Под ред. А. Я. Сухарева, В. Д. Зорькина, В. Е.
Крутских. — М.: ИНФРА-М, 1998, ადამიანის უფლებათა ლექსიკონი / [შეადგინა
ფრიდონ საყვარელიძემ ; რედ.: ანა ჭაბაშვილი] - თბ. : დასი, 1999
8. Richard Sorabji, Gandhi and the Stoics: Modern Experiments on Ancient Values,
University of Chicago Press, 2012
9. Pieroth/Schlink, Grundrechte: Staatsrecht II, 26. Aufl., 2010, S. 13.
10. Vincent Robert Johnson, The French Declaration of the Rights of Man and of Citizens of 1789,
Boston College International and Comparative Law Review, 12-1-1990
11. MEANING OF SOCIOLOGICAL JURISPRUDENCE, p. 3
https://www.scribd.com/doc/44072001/Leon-Duguit
12. Betsy Rosenblatt, Moral Rights, Harvard Law School, 1998
https://cyber.harvard.edu/property/library/moralprimer.html
13. Substantive Human Rights http://www.humanrights.is/en/human-rights-education-
project/human-rights-concepts-ideas-and-fora/substantive-human-rights
14. S.A.S v. France (no. 43835/11, 1 July 2014)
http://hudoc.echr.coe.int/sites/eng/Pages/search.aspx#{"fulltext":["sas
vfrance"],"itemid":["001-145466"]}

15

You might also like