You are on page 1of 5

საგანი: სამართლის ფილოსოფია

სტუდენტი: გიორგი სიყმაშვილი

ლექტორი: გიორგი ლორია

თემა: სამართლის სოციოლოგია და მისი მნიშვნელობა


სამართლის მეცნიერებაში არსებობს სხვადასხვა თეორიები, რომლებიც ერთმანთისგან
სრულებით განსხვავებულია, მაგალითად, ყველაზე ადრე ჩამოყალიბებულია ბუნებითი
სამართლის თეორია, რომელიც ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში წარმოიშვა, ის დაკავშირებული
იყო ღმერთის მიერ სახელმწიფოსა და სამართლის შექმნასთან, ბუნებითი სამართლის
თეორია გულისხმობს იმას, რომ სამართალი არის უნივერსალური, ანუ იქმნება ღმერთის
მიერ და მისი დარღვევა არავის შეუძლია, ბუნებითი სამართალი უნდა შეესაბამებოდეს
ღვთიურ მოთხოვნებს, ასევე მორალურ მოთხოვნებსაც უნდა მოიცავდეს და შეესაბამებოდეს
მორალურ პრინციპებსაც. ბუნებითი სამართლის მიხედვით სამართლის შემოქმედი უნდა
იყოს ღმერთი, რადგან სამართალი არის სამართლიანობისა და წესრიგის განსახიერება და
ორივე მათგანი მომდინარეობს ღმერთისგან. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბუნებითი
სამართლის რამდენიმე წყაროზეც, მაგალითად, ანთროპოლოგიური წყაროს მიხედვით,
ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე უნდა შეიქმნას სამართალი და ადამიანის ბუნება უნდა
განსაზღვრავდეს სამართალს. რელიგიური წყარო ღმერთთანაა დაკავშირებული და ამბობს,
რომ ღმერთი ქმნის იმგვარ წესრიგს, რომელიც დროსა და სიცვრცეში არ იცვლება.
რაციონალური წყაროს მიხედვით კი, სამართალი ადამიანის გონებაში უნდა შეიქმნას.

რაც შეეხება სამართლის სოციოლოგიას. ზოგადად, სოციოლოგია სათავეს იღებს მე-19


საუკუნიდან და ის იკვლევს თუ რა ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე საზოგადოება და
იკვლევს თუ როგორია კავშირები და ურთიერთობები სოციუმებს შორის. მე-20 საუკუნის
შუა ხანებში სამართლის სოციოლოგიის განვითარებაში გამოიკვეთა ორი ტენდენცია:
ამერიკული და ევროპული. ეს იმით აიხსნება, რომ ამერიკული სამართლის სოციოლოგიის
სპეციფიკა პრაგმატიზმის ფილოსიფიითაა განპირობებული, რომელიც ამერიკულ
საზოგადოებაში უმთავრეს როლს ასრულებს. აშშ-ში, სადაც სამართალმცოდნეთა
მენტალიტეტი ორიენტირებულია მართლწესრიგის პრაქტიკული პრობლემის შესწავლაზე,
წარმოიშვა სოციოლოგიური იურისპრუდენცია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში დასავლეთ ევროპაში ფართოდ გავრცელდა სოციოლოგიური


იურისპრუდენცია. მისთვის დამახასიათებელია ყურადღების აქცენტირება არა იმაზე, თუ რა
არის სამართალი, არამედ იმაზე, თუ როგორ მოქმედებს სამართალი. სოციოლოგიური
იურისპრუდენციის ფუძემდებელია ავსტრიელი სამართალმცოდნე ევგენი ერლიხი. მისი
ერთ-ერთი ძირითადი ნაშრომის ,,სამართლის სოციოლოგიის საფუძვლების“
წინასიტყვაობაში იგი აღნიშნავს, რომ ,,სამართლის განვითარების სიმძიმის ცენტრი ჩვენს
დროში ისე როგორც ყველა სხვა დროში, იმყოფება არა კანონმდებლობაში, არა
იურისპრუდენციაში, არა სასამართლო პრაქტიკაში, არამედ თვით საზოგადოებაში“.
ერლიხის კონცეფციამ მიიღო ,,თავისუფალი სამართლის“ კონცეფციის სახელწოდება,
რამდენადაც მისთვის დამახასიათებელი იყო ,,სამართლისადმი თავისუფალი მიდგომა“,
რომელიც, ერლიხის თანახმად, ვლინდება სასამართლო განხილვის დროს, როდესაც ადგილი
აქვს მოსამართლის თავისუფლებას გადაწყვეტილებების მიღებისას, ხოლო თვით
სამართლის ამოსავალი საწყისები კი უნდა ვეძიოთ საზოგადოებაში, იმ გაერთიანებებსა და
კავშირებში, რომლებიც მას ქმნიან, კერძოდ, ისეთებში, როგორებიცაა: ოჯახი, სავაჭრო
ამხანაგობები, თემი და თვით სახელმწიფო. ერლიხი წერდა: ,,რომ შევიცნოთ სამართლის
წყაროები, განვითარება და არსი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა შევისწავლოთ წესრიგი,
რომელიც არსებობს, საზოგადოებრივ კავშირებში“. მისი აზრით, სამართლის ახსნის წინა
მცდელობების წარუმატებლობის მიზეზი მდგომარეობდა იმაში, რომ ისინი ამოდიოდნენ
სამართლებრივი მიწერილობებიდან და არა წესრიგიდან, შორეულ წარსულში და
თანამედროვე საზოგადოებაშიც სამართალი წარმოადგენდა წესრიგს, რომელიც არსებობდა
გვარებში, ოჯახებში, აგრეთვე ნორმებსა და განაწესებში, რომლებიც განსაზღვრავენ
კავშირების შინაგან წყობას და დადგენილნი არიან ამ კავშირების და გაერთიანებების
შეთანხმებით, ხელშეკრულებებითა და წესდებებით. ერლიხი აღნიშნავდა, რომ თუ
სამოქალაქო ან სავაჭრო კოდექსი არ იძლევა კონკრეტულ მიწერილობას მოცემული
კონფლიქტის გადასაწყვეტად, მაშინ უნდა მივმართოთ მოცემული გაერთიანებების ან
კავშირის წესდებას. ე.ი. კავშირის სამართლებრივ ნორმებს, რომელთაც პირდაპირი კავშირი
აქვთ მოცემულ სამართლებრივ ფაქტთან. ეს ნორმები და ეს ფაქტები არის კიდეც ,,ცოცხალი
სამართალი“ ამრიგად, ერლიხის მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავებაა, თუ როგორაა
გამოხატული სამართალი კანონში და ,,ცოცხალ სამართალს შორის“. ერლიხის
განმარტებით ,,ცოცხალი სამართალი არის შინაგანი წესრიგი ადამიანთა კავშირებისა“
(სახელმწიფო, ოჯახი, თემი, კორპორაცია და სხვა). სამართლის ამ განსაზღვრებამ საფუძველი
ჩაუყარა სამართლებრივი პლურალიზმის საფუძვლებს. ერლიხის მტკიცებით, თითოეულ
ორგანიზაციას, ბანკს, ფაბრიკას აქვს საკუთარი წესრიგი, საკუთარი სამართალი, რომელსაც
ისინი თვითონ ქმნიან სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად.
საზოგადოებრივი კავშირების ,,ცოცხალ სამართალს“ ერლიხი უპირისპირებს
,,სამართლებრივ დადგენილებებს“- ოფიციალურ კანონში ან კოდექსში ფორმულირებულ
განზოგადებებს. კანონის მიწერილობანი, მისი აზრით, მხოლოდ მაშინ იქცევიან სამართლის
ნორმად, როდესაც ისინი ნამდვილად მოქმედებენ, ფაქტობრივად აწესრიგებენ სოციალურ
ურთიერთობებს. გზა ,,ცოცხალი“ ფაქტობრივად მოქმედი ნორმიდან კოდექსების
სამართლებრივ დადგენილებებამდე საკმაოდ გრძელია, აცხადებს ერლიხი. მისი თქმით,
ნორმირება კანონის და მითუმეტეს კოდიფიკაციის მეშვეობით-სამართლის განვითარების
გვიანი სტადიაა. მას წინ უსწრებს ,,იურისტების სამართალი“, რომელიც ეფუძნება
გადაწყვეტილებებსა და პრეცედენტებს. ერლიხის აზრით, კანონმდებელი კი არ ქმნის,
არამედ მხოლოდ აღმოაჩენს და აფიქსირებს შესაბამის ნორმას უკვე მას შემდეგ, რაც ისინი
ნაპოვნია იურისტების მიერ ყოველდღიურ პრაქტიკაში. როგორც ვხედავთ, ერლიხი
უპირატესობას ანიჭებდა სასამართლოსა და იურისტ-პრაქტიკოსების
სამართალშემოქმედებით როლს. მისი აზრით, კანონი აბსტრაქტული, ფორმალური და
უძრავია, ხოლო ცხოვრება კონკრეტული, ინდივიდუალური და მიმდინარე. ამიტომ
მოსამართლე იმდენად უნდა იყოს შეზღუდული კანონით, რამდენადაც ეს უკანასკნელი არ
ეწინააღმდეგება მოცემული საზოგადოების ან ცალკეული კავშირის ,,ცოცხალ სამართალს“.
როდესაც პრაქტიკული ცხოვრებისეული სიტუაციების ანალიზზე დაყრდნობით
მოსამართლეები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ კანონი მოძველდა, ფაქტობრივად არ
მოქმედებს, მათ გამოაქვთ გადაწყვეტილება ,,სამართლის თავისუფალი გამოძიების“
საფუძველზე.

სოციალური იურისპრუდენციის სხვა წარმომადგენლები (ჟენი, ისო) დიდ მნიშვნელობას


ანიჭებენ ინტუიციას, გრძნობებს, ვარაუდებს და სხვა რაციონალურ იმპულსებს
მოსამართლის სამართალშემოქმედების თავისუფლების დასასაბუთებლად.

სოციოლოგიური იურისპრუდენცია განსაკუთრებით გავრცელდა აშშ-ში, მისი


პრაგმატისტული მიმართულების ფუძემდებელია როსკოუ პაუნდი. ისე როგორც ერლიხი,
პაუნდიც სამართლის სოციოლოგიის ამოცანას ხედავდა იმაში, რომ აეხსნა სამართლის
წარმოშობა, განვითარება, მოქმედება, ეფექტურობა მის ურთიერთობაში სხვა
საზოგადოებრივ მოვლენებთან. აქედანაა, რომ ისინი სამართლის თეორიაში ფართოდ
იყენებენ ეთიკას, ისტორიას, ფსიქოლოგიასა და განსაკუთრებით სოციოლოგიას.

სამართლის სოციოლოგია, პაუნდის განსაზღვრებით, არის იურიდიული სისტემის შესწავლა


ფუნქციონალურად. სამართალი პაუნდთან წარმოადგენს ,,სოციალური კონტროლის
ინსტრუმენტს დაპირისპირებული ინტერესების შეთანხმების, კომპრომისისთვის“. ამასთან
დაკავშირებით, პაუნდი ეყრდნობოდა ბენტამისა და იერინგის იდეებს და დიდ
მნიშვნელობას ანიჭებდა ინტერესის პრობლემას სამართალში. მან წამოაყენა
,,ინსტრუმენტული მიდგომა სამართლისადმი, რომლის მიხედვითაც სამართალი
უპირატესად განიხილება, როგორც ,,სოციალური კონტროლის“ ინსრუმენტი. იგი
სამართალს უწოდებდა ,,იურიდიულ-სოციალურ ინჟინერიას“, რომლის ძირითადი
ფუნქცია ,,ყველა ადამიანური მოთხოვნულებების ყველაზე უფრო სრული უშიშროებისა და
ეფექტურობის მიღწევაა“.
პაუნდის თანახმად ადამიანი, რომელიც იმყოფება ცივილიზირებულ საზოგადოებაში უნდა
გამოდიოდეს იმ მოცემულობიდან, რომ უფლება აქვს ისარგებლოს ყველაფრით, რაც მას
ეკუთვნის, როგორც საკუთარი ხელებით შექმნილთ (ასევე სხვა მართლზომიერი მიზეზებისა
და გარემოებების ძალით), რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მასთან ურთიერთობაში
მოიქცევა კეთილსინდისიერად და დაუბრუნებს უკანონოდ მიღებულს, აუნაზღაურებს
მიყენებულ ზარალს, არავინ არ ჩაიდენს ისეთ საქციელს, რომელიც გარემომცველთათვის
მომეტებული რისკის მატარებელია და ა.შ.

სოციალური კონტროლის იდეას სამართლის მეშვეობით გულისხმობს, რომ სამართალი


უნდა იყოს სტაბულური, პაუნდის თქმით ,,ფიქსირებული საფუძველი ადამიანთა
საქმიანობის რეგულირებისა“, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების პირობების მუდმივი
ცვალებადობა მოითხოვს მუდმივ შესწორებას. მართლწესრიგი მუდმივად უნდა
გადაისინჯოს საზოგადოებრივი ცხოვრების იმ ცვლილებების შესამაბისად, რომელთაც ის
არეგულირებს.

1) სამართალი მოქმედებაში პაუნდის მიხედვით სამ ასპექტში ვლინდება: სამართალი,


როგორც მართლწესრიგი-ადამიანებს შორის მოწესრიგებული ურთიერთობების რეჟიმი,
რომელიც არსებობს პოლიტიკურად ორგანიზებული საზოგადოების მიერ ძალის სისტემური
გამოყენებით.

2)სამართალი, როგორც იურიდიული მიწერილობის (წესებისა და ნორმების) მთელი


ერტობლიობა მოცემული პოლიყიკურად ორგანიზებულ საზოგადოებაში.

3) სამართალი, როგორც სასამართლო და ადმინისტრაციული პროცესი, მართმსაჯულების


განხორციელება. პაუნდი და მისი მიმდევრები შესაძლებლად თვლიდნენ სამივე ამ ცნების
გაერთიეანებას სოციალური კონტროლის ,,სოციალური ინჟინერიის’’ იდეის მეშვეობით,
თუმცა ისინი უპირატესობას პირველ ასპექტს ანიჭებდნენ და სამართლის ქვეშ
მართლწესრიგს გულისხმობდნენ. პაუნდის სოციალური იურისპრუდენცია ამართლებს
მოსამართლეებისა და ადმინისტრატორების სამართალშემოქმედებას.

რადგან სამართალს პაუნდი მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტად განიხილავს, ამერიკულ


სამართლის მეცნიერებაში იგი მიიჩნევა თანამედროვე ინსტრუმენტალიზმის ფუძემდებლად
და ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად ავტორად.

პაუნდის თანახმად სამართლის მიზანია სოციალური კონფლიქტების მოგვარება და


ადამიანთა შორის ცივილიზებული ურთიერთობების დამყარება. სამართლის მიზანში შედის
არა საზოგადოების წევრების ერთმანეთისგან გათიშვა, არამედ - მათი კოოპერირება და მათ
შორის თანხმობის მიღწევა.

პაუნდის თანახმად სამართალი რელიგიასთან, მორალთან, ჩვეულებასთან და ოჯახში


აღზრდასთან ერთად სოციალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს.

პაუნდის და ლულინის თეორიების საფუძველზე ჩამოყალიბდა პრაგმატული და


რეალისტური თეორია, რომელთა თანახმადაც მარტო ნორმების კვლევა კი არ უნდა
ხორციელდებოდეს, არამედ საზოგადოებაზე სამართლის მოქმედების პროცესიც.
განსხვავება სამართლის რეალიზმსა და სოციოლოგიურ იურისპრუდენციას შორის ისაა, რომ
თუ პაუნდი მოითხოვს სხვა მეცნიერებათა ცოდნას და გამოყენებას, რეალისტები, არ
უარყოფდნენ რა სამართლის ნორმების მნიშვნელობას, ცდილობენ იურისპრუდენციის
მიმართვას არსებულ სასამართლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკაზე.

ლულინის აზრით, სწორედ პრაქტიკაა სამართლის სისტემის ხერხემალი. ზოგადი


პრინციპების და წესების შესახებ მსჯელობა გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია, ვიდრე
მოქმედი იურიდიული პრქტიკის განზოგადება.

ლულინის აზრით, თანამედროვე საზოგადოებაში წინა პლანზე დგას საკითხი იმის შესახებ,
თუ როგორ, რამდენად და რა მიმართულებით შორდება ერთმანეთს ნორმა და
გადაწყვეტილებების მიღების პრაქტიკა.

გამოყენებული ლიტერატურა: ვ.მეტრეველი, გ.დავითაშვილი: პოლიტიკურ და


სამართლებრივი მოძღვრებათა ისტორია.

Mathieu Deflem: Sociology of law

You might also like