You are on page 1of 2

რეფერენდუმი და რეფერენდუმის გამოწვევები საქართველოში

გიორგი სიყმაშვილი; სალომე ამზაშვილი; ნინო გიორგაძე

რეფერენდუმი უნდა ტარდებოდეს შემდეგი პრინციპების გათვალისწინებით, იგი უნდა


იყოს: საყოველთაო, პირდაპირი, იმართებოდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, იყოს
ფარული, თანასწორი და ა.შ.

რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება აქვს სრულწლოვან ქმედუნარიან პირს.


გამომდინარე იქიდან, რომ რეფერენდუმს სავალდებულო იურიდიული ძალა აქვს მისი
დანიშვნისა და ჩატარების საკითხს საკმაოდ სიფრთხილით უნდა მოეკიდოს სახელმწიფო. არ
შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა კანონის
მიღება ან მისი გაუქმება, ამნისტიის საკითზე, საერთაშორისო ხელშეკრულების
რატიფიკაციისა და დენონსიაციის შესახებ, ასევე იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც
ითვალისწინებენ ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვას.

რეფენრენდუმის დანიშვნის უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, თუკი ამაზე


იქნება პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნა.
რეფერენდუმის დასანიშნად პრეზიდენტს სჭირდება პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაცია,
მაგრამ არა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ინიშნება მთავრობის მოთხოვნით.

რეფენრედუმზე გატანილი საკითხი სავალდებულოდ გამოცხადდება იმ შემთხევაში, როცა


მას საზოგადოების ნახევარზე მეტი დაუჭრს ან არ დაუჭერს მხარეს. საქართველოს
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება კი ვალდებულია ერთი თვის ვადაში
შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა.

ნებისმიერი ქვეყნისთვის, ერთი შეხედვით, რეფერენდუმი მხოლოდ დადებით მოვლენად


უნდა ხასიათდებოდეს, რადგან იგი პირდაპირი დემოკრატიის ფორმაა. პირდაპირი
დემოკრატიის ფრომა კი ნიშნავს იმას, რომ აქ საზოგადოება კანონმდებლად გვევლინება და
მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სავალდებულო იურიდიულ ხასიათს ატარებს.
სწორედ ესაა რეფერენდუმის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი და განმასხვავებელი ნიშანი
პლებისციტისაგან. საზოგადოება აქტიურად იღებს მონაწილეობას ქვეყნის დემოკრატიული
პროცესების განხორციელებაში, მათ უჩნდებათ განცდა, რომ ხორციელედება ,,მართვა
ხალხისა, ხალხის მიერ“ ხელისუფლება პრიორიტეტად მათ ინტერესს აყენებს და ემსახურება
მათ.

საქართველოს შემთხვევაში, რეფერენდუმი შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს როგორც


იარაღი, აბსცენტეიზმისა და პოლიტიკური ნიჰილიზმის წინააღმდეგ, განვითარებული
პოლიტიკური მოვლენების გამო, საზოგადოების უმეტეს ნაწილს მიაჩნია, რომ მათი როლი
დემოკრატიის განხორციელებაში საკმაოდ დაბალია ან საერთოდ უმნიშვნელო, დარჩენილი
ნაწილი კი ინერციულად ბოლო იმედის ხარჯზე ცდილობს მისი მოქმედებით რაიმე
დადებითი ცვლილება განახორციელოს ქვეყნის განვითარებაში. ცხადია, არ ვუარყობთ იმ
ადამიანების არსებობას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი როლი დემოკრატიის
განხორციელებაში საკმაოდ მაღალია, მაგრამ მათი ხვედრითი წილი საკმაოდ დაბალია, რათა
განხორციელდეს ქვეყნის მართვაში დადებითი ცვლილებები.

ამრიგათ, რეფერენდუმი შესაძლებელია, რომ სწორედ ამ გულგრილი დამოკიდებულების


წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეფერენდუმს
ჩატარებისათვის სჭირდება გარკვეული მიზეზი, ეს მიზეზი კი ძირითადად ინსტრუმენტია
იმისათვის, რომ სახელმწიფომ გადალახოს კრიზისი, ქვეყნებში სადაც სტაბილური
პოლიტიკურ-ეკონომიკური სიტუაციაა, იშვიათად ტარდება რეფერენდუმი.

დღეს საქართველოში მართველ ძალებს ერთიანი შეხედულება გარკვეულ საკითხებთან


დაკავშირებით არ გააჩნიათ, არაა გამორიცხული მომავალში რაიმე მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყოს რეფერენდუმი ჩატარება, ვინაიდან საქართველო
მრავალპარტიული ქვეყანაა, პარტიებს შორის განსხვავებული მიზნებითა და
შეხედულებებით.

აქვე განვიხილოთ რამდენად მზად იქნება მომავლის საზოგადოება მონაწილეობა მიიღოს


რეფერენდუმში, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენად იქნება გააზრებული და
რაციონალური, ამისათვის აუცილებელია კონკრეტული განათლების ბაზა, რაზეც შემდგომ
ადამიანებმა საკუთარი კრიტიკული ანალზის საფუძველზე უნდა განსაზღვრონ
რეფერენდუმის მიერ მოტანილი შედეგის დადებითი და უარყოდითი მხარეები.
საქართველო ახალი დემოკრატიის ქვეყანაა განათლების დაბალი დონით, საზოგადოება
კარგად არ ერკვევა პოლიტიკურ-ეკონომიკურ საკითხებში, ისინი მარტივად შეიძლება
გახდნენ პოპულიზმის მსხვერპლნი, რისი ნათელი მაგალითიც არჩევნების სახით
გვევლინება.

საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა იმისა, რომ ერთი შეხედვით დემოკრატიული რეფერენდუმი


გადაიქცეს არადემოკრატიულ პოლიტიკურ იარაღად, ამრიგად, ნებისმიერი სახელმწიფო
საკმაო სიფრთხილით უნდა მოეკიდოს რეფერენდუმის ჩატარებას, ეცადოს გაზარდოს
საზოგადოების ცნობიერების დონე, ინფორმირებულობა რეფერენდუმზე გატანილ
საკითხთან დაკავშირებით, საკითხავია, რამდენად შესაძლებელი იქნება ეს ისეთ
სახელმწიფოებში, სადაც პრიორიტეტული შეიძლება იყოს არა ქვეყნის კეთილდღეობა
არამედ პირადი ინტერესები, სადაც საზოგადოებაც კი სამართალს, სამართლიანობას,
დემოკრატიას განიხილავს არა ქმედით ინსტრუმენტად არამედ აბსტარქტულ ობიექტად.

რეფერენდუმის მინუსი საქართველოში ასევე შეიძლება იყოს საზოგადოებაში გამჯდარი


სტერეოტიპული შეხედულებები, რაც საბოლოოდ შეიძლება რეფერენდუმი შედეგზე
უარყოფითად აისახოს. ხანდახან საზოგადოებას სურს ისეთი შედეგის მიღწევა, რაც
გარკვეულწილად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ან ლიბერალურ მისწრაფებებს.

შეჯამების სახით, საქართველოსათვის რეფერენდუმი შეიძლება გახდეს, როგორც დადებითი


ისე უარყოფითი მოვლენა, მთავარი კრიტერიუმი მართველი პოლიტიკური ძალების
სურვილი, საზოგადოების სურვილი, ოპოზიციის დამოკიდებულება, და შესაბამის საკითხზე
საზოგადოების ინფორმირებულობაა.

You might also like