You are on page 1of 2

1.

ვინდიკაციური და ნეგატორული სარჩელი


2. სხვისი ნივთით შეზღუდული სარგებლობა(სერვიტუტები)

1. რომაული სამართლით საკუთრების უფლების დაცვის სამი გზა არსებობდა: 1.


ვინდიკაცია, 2. ნეგატორული სარჩელის წარდგენა და 3. მესაკუთრის მიმართ რაიმე
მოქმედების შესრულების აკრძალვა.

თუ მესაკუთრე დაკარგავდა ნივთს, მას შეეძლო წარედგინა მოთხოვნა, ჩამორთმეოდა


ნივთი უკანონო მფლობელს და დაბრუნებოდა მას. ასეთი მოთხოვნის წარდგენა
შეიძლებოდა ყველა პირის მიმართ, ვისაც უკანონოდ ეპყრა სხვისი ნივთი. ასევე
მესაკუთრეს, რომელსაც ნივთი ჰქონდა დაკარგული, უნდა ემტკიცებინა, რომ იგი
ნამდვილად ამ ნივთის კანონიერი მესაკუთრე იყო. მესაკუთრის მოთხოვნას ლათინურად
ვინდიკაცია ეწოდებოდა.

ნეგატორული სარჩელი გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც ნივთი ან ქონება ,


მართალია, მესაკუთრეს ჰქონდა, მაგრამ გარეშე პირი ავიწროვებდა მას, ხელს უშლიდა ,
არ აძლევდა საშუალებას სურვილისამებრ გამოეყენებინა ნივთი ან ქონება . ამ
შემთხვევაში გარეშე პირი აცხადებდა, რომ მას ეკუთვნოდა სევიტუტუ ან უზუფრუნქტი .

მესაკუთრის მიმართ რაიმე მოქმედების შესრულების აკრძალვა კი იმის მოთხოვნას


ნიშნავდა, რომ აკრძალვოდა მესამე პირს შეესრულებინა რაიმე მოქმედება ნივთის
მიმართ, მესაკუთრის საზიანოდ.

2. საკუთარ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების გარდა ,


რომის სამართალმა დაამუშავა სხივისი ნივთით სარგებლობის უფლება. ამ შემთხვევაში
საქმე ეხება ისეთი ნივთებით სარგებლობას, რომლებსაც ჰყავს მესაკუთრე , მაგრამ
სხვადასხვა გარემოების გამო სხვა პირს ანუ არამესაკუთრეს შეუძლია ნივთით
სარგებლობა, მისი გამოყენება თუ მისგან სარგებლის მიღება.

სხვისი ნივთით სარგებლობის უფლების ძირითად სახეს წარმოადგენს სერვიტუტი .

სერვიტუტები ორ კატეგორიად იყოფა, 1. ნივთობრივი, ანუ საადგილმამულო სერვიტუტი


და ბ.პირადი სერვიტუტები.

საადგილმამულო სერვიტუტის ძალით არამესაკუთრეს უფლება ქძლეოდა ესარგებლა


სხვისი მიწით, მაგალითად ევლო ამ ნაკვეთზე, გაერეკა პირუტყვი ამ ნაკვეთზე,
მოეძოვებინა პირუტვი ამ ნაკვეთზე და სხვა, ამას ეწოდებოდა სასოფლო სერვიტუტი .

რომის სამართალი ასევე იცნობს საქალაქო სერვიტუტსაც, რაც გულისხმობდა ქალაქში


მეზობლის მიწითა თუ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას, მაგალითად შეეძლო მეზობლის
ტერიტორიაზე გაეყვანა წვიმის წყლისათვის არხი, ესარგებლა მეზობლის კედლით ,
მაგრამ ამ სერვიტუტით პირს ეკრძალებოდა კედელი აეყვანა ზომაზე მაღლა მეზობლის
ბინის დაბნელების ან დამახინჯების გამო.

პირადი სერვიტუტის უფლების ძალით კერძო პირის სასარგებლოდ ხდებოდა სხვისი


ნივთიდან სარგებლობის მიღება. პირადი სერვიტუტის ძირითადი სახე იყო უზუფრუქტი .
უზუფრუქტის ძალით გარეშე პირს, არამესაკუთრეს ეძლეოდა უფლება მიეღო სხვისი
ნივთის ნაყოფი, მაგრამ ნივთი იგივე უნდა დარჩენილი, იგი არ უნდა შეცვლილიყო ან არ
უნდა გაფუჭებულიყო. მაგალითად, თუ პირი სარგებელს ღებულობდა სხვისი ვენახით , მას
უფლება არ ჰქონდა ვენახში აეშენებინა შენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი პასუხს
აგებდა.

სერვიტუტის უფლება დამოკიდებული იყო ნივთის მესაკუთრის ნება-სურვილზე .


მესაკუთრე სერვიტუტს გადასცემდა სხვა პირს ან ანდერძით ან კიდევ ხელშეკრულებით .
შეიძლებოდა სერვიტუტი წარმოშბილიყო სასამართლოს გადაწყვეტილებით , ასევე
ხანდაზმულობით, მაგალითად თუ პირი სარგებლობდა სხვისი მიწით 10 ან უფრო მეტი
წელი, იგი შემდეგაც ხდებოდა სერვიტუტის უფლების მქონე ხანდაზმულობის გამო .
სერვიტუტის უფლება წყდებოდა ნივთის მოსპობით , ასევე სერვიტუტის სუბიეტის
სიკვდილითაც, ანდა მესაკუთრის მიერ სერვიტუტზე უარის თქმით. სერვიტუტის უფლების
შეწყვეტას უახლოვდება შემთხვევები როცა ნივთი გადადის სერვიტუტის უფლების მქონე
სუბიექტის საკუთრებაში, ამ დროს უკვე საკუთრების ულფება შეერთდება სარვიტუტთან .

სერვიტუტი წყდებოდა, თუ მასზე უარს იტყოდა სერვიტუტის უფლების მქონე სუბიექტი ან


არ განხორციელდებოდა მისი უფლება 10 წლის მანძილზე. გარდა სერვიტუტისა, სხვის
ნივთზე უფლებას მიეკუთვნებოდა სვისი მიწის გრძელვადიანი სარგებლობის
მემკვიდრეობით გადასაცემი, გასასხვისებელი სანივთო უფლებები : ემფითევზისი -
სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მისი დამუშავების მიზნით და სუპერფიციუმი -საქალაქო
მიწაზე, მასზე ნაგებობის აგების მიზნით.

ემფითევზისით მიწით მოსარგებლეს შეეძლო დაემუშავებინა და გაეუმჯობესებინა მიწის


ნაკვეთი, შეეცვალა მისი დანიშნულება, მთლიანად მიეღო სარგებელი. მაგრამ ამ
ნაკვეთის გაყიდვის უფლება მას არ ჰქონდა, მიუხედავათ იმისა, რომ შეეძლო მისი
გადაცემა მემკვიდრეობით.

You might also like