You are on page 1of 15

კანონისმიერი

ვალდებულებითი სამართალი
უსაფუძვლო გამდიდრება
• შესრულების კონდიქცია, როგორც არანამდვილი
შესრულების შედეგების უკუქცევის ინსტრუმენი (სსკ-ის
976-ე მუხლის 1-ლი ნაწილი)
 აწესრიგებს არანამდვილი ხელშეკრულების უკუქცევას და წარმოადგენს
სახელშეკრულებო სამართლის დანამატს.
• ხელყოფის კონდიქცია აბსოლუტური სამართლებრივი
სიკეთეების დაცვის ინსტრუმენტი (სსკ-ის 982-ე მუხლის
1-ლი ნაწილი)
 არის დელიქტური და ვინდიკაციური სამართლის დანამატი.

• დანახარჯების კონდიქცია, სხვის ნივთზე გაწეული


დანახარჯების ანაზღაურების ინსტრუმენტი (სსკ-ის 987-ე
მუხლის 1-ლი ნაწილი)
 კონკურირებს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან.

• რეგრესის კონდიქცია, როგორც სხვისი შეცდომით


დაფარული ვალის უკან მოთხოვნის საშუალება (სსკ-ის
986-ე მუხლი)
 კონკურირებს დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებასთან.
შესრულების კონდიქცია

მაგ., შ დროებითი ფსიქიკური აშლილობის


მდგომარეობაში მიყიდის და გადაცემს მ-ს
მანქანას ნასყიდობის შესრულების მიზნით,
თუმცა შემდგომში ინანებს ჩადენილს და უკან
მოითხოვს მას.
შესრულების კონდიქცია
 წინაპირობები:
 რაიმეს გადაცემა შესრულებით.
-ნებისმიერი სარგებლის მომტანი სამართლებრიივ
სიკეთე (საკუთრება, მფლობელობა, მოთხოვნის
უფლებები და სხვა უფლებები, ვალდებულებისაგან
გათავისუფლება, მომსახურება, სარგებლობის
უფლება, მოლოდინის უფლება, რეესტრში
რეგისტრირებული პოზიცია და ა.შ.)
 რაიმეს გადაცემა უნდა მოხდეს შესრულებით.
- შესრულება არის სხვისი ქონების გაცნობიერებული
და მიზანმიმართული შევსება. (მაგ., ა კვებავს ბ-ს საქონელს საკუთარი
საკვებით, რადგან შეცდომით მიიჩნევს, რომ ეს ბ-ს კუთვნილი საკვებია . მიუხედავად იმისა , რომ
ა ფაქტობრივად ზრდის სხვის ქონებას, შესრულება მაინც არ გვაქვს სახეზე , რადგან ეს ზრდა
ხდება გაუცნობიერებლად.) მიზანმიმართლობა - მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული
სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
 სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა -
გამდიდრების უდაფუძვლობა.
(შესრულების კონდიქციით შესაძლებელია ასევე იმ შესრულების უკან
გამოთხოვა, რომელიც განხორციელდა ნამდვილი მოთხოვნის
უფლების საფუძველზე, თუმცა შემსრულებელს ჰქონდა ამ მოთხოვნის
საწინააღმდეგოდ შესაგებლის წარდგენის უფლება, რომელიც
ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხავდა მის
განხორციელებას (სსკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი).

მაგ., ა ყიდულობს ტელევიზორს მაღაზიაში, რომელიც ბანკ ბ-


სთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, როგორც ბანკის
წარმომადგენელი, მყიდველს სთავაზობს ნასყიდობის ფასის
დაფინანსებას საბანკო გარანტიით. ა ისარგებლებს ამ
მომსახურებით, თუმცა ბანკი ნასყიდობის ფასის დაფინანსებას
დააყოვნებს, რის შედეგადაც ა საკუთარი ჯიბიდა ნ დაფარავს
ამ ფასს.
შესრულების კონდიქციის საფუძველზე,
- ბრუნდება შეძენილი, სარგებელი, სუროგატი.
 შეძენლის ქვეშ იგულისხმება უშუალოდ შესრულებით
შეძენილი, სარგებლის ქვეშ ნივთის ნაყოფი ან სხვა
არამატერიალური სარგებელი, ხოლო სუროგატი არის ყველა ის
ჩამნაცვლებელი ქონება, რაც იკავებს შესრულებით მირებულის
ადგილს (სადაზღვევო პრემია განადგურებული ნივთის ნაცვლად).

- ნატურით უკან დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში,


ანაზრაურდება ღირებულება, მაგრამ თუ ნატურით დაბრუნების
შეუძლებლობასთან ერთად მიმღები აღარ არის გამდიდრებული,
აღარ არსებობს არც დარუნების ვალდებულება.

-მიღებულ ქონებაზე გაწეული ხარჯები/ქონებრივი დანაკლისი


ამცირებს გამდიდრების ოდენობას (სსკ-ის 980-ე მუხლის 1-ლი
ნაწილი).
- თუ მიმღებმა იცოდა, ან უხეში გაუფრთხილებლობის
გამო მისთვის უცნობი იყო სამართლებრივი
საფუძვლის ხარვეზი, ის პასხუს აგებს
გამკაცრებულად (სსკ-ის 981-ე მუხლი):
1. გამდიდრების დაბრუნების ვალდებულება
განისაზღვრება სსკ-ის 979-ე მუხლის 1-ლი და მე-2
ნაწილისა და 980-ე მუხლის შესაბამისად, რაც
ნიშანვს იმას, რომ ის კარგავს გამდიდრების
არარსებობაზე მითითების უფლებას;
2. აბრუნებს ბრალეულად მიუღებელ სარგებელს;
3. ანაზღაურებს ბრალეულად მიყენებულ ზიანს.
ხელყოფის კონდიქცია (მუხლი 982)
წინაპირობები:
 „რაიმეს მოპოვება“ ოღონდ არა შესრულებით, არამედ
ხელყოფით, გამდიდრებულის მიერ მითვისებით.
 ხელყოფის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს
სამართლებრივი სიკეთე, რომლის ეკონომიკური
გამოყენების უფლებასაც მართლწესრიგი კონდიქციის
მფლობელს ანიჭებს.
მაგალითები:
-ა მოიხმარს ბ-ს კუთვნილ საღებავს საკუთარი ღობის
შესაღობად.
-ა მიყიდის ბ-ს კუთვნილ ნივთს, რომელიც გ-მ მას დროებით
ათხოვა და მიღებულ საფასურს თავისთვის დაიტოვებს.
 ხელმყოფის გამდიდრება მოხდეს კონდიქციის კრედიტორის
ხარჯზე
 არ არის აუცილებელი, რომ ხელყოფის მეშვეობით რაიმეს მოპოვებამ
გამოიწვიოს კონდიქციის კრედიტორის გაღარიბება ,
 კონდიქციური მოთხოვნა განსხვავებით დელიქტურისაგან, ემსახურება არა
ზიანის ანაზღაურებას, არამედ ქონების უსაფუძვლო წანაცვლების უკუქცევას .
 მართლწესრიგი უნდა აკუთვნებდეს ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის
მფლობელს ხელყოფილი სიკეთის გამოყენების უფლებას.

მაგალითი:
ა სარგებლობს შვებულებაში გამგზავრებული დამქირავებლის (ბ) ოთახებით . ა -
ს მიმართ კონდიქციური მოთხოვნის უფლება აქვს ბ-ს, რომელიც ფლობდა
ბინით სარგებლობის უფლებას და არა ბინის მესაკუთრეს. მოთხოვნის
უფლების ფარგლები განისაზღვრება ოთახების ჩვეული ქირის მიხედვით .

 ხელყოფის კონდიქცია არის სამართლებრივი სიკეთეების დაცვის


მექანიზმის მსგავსი და მიზანდ ისახავს აღმოფხვრას ის ვაკუუმი ,
რომელსაც დელიქტური დაცვის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს
მაგალითად იმის გამო, რომ პირს არ ადგება ზიანი ან
არაბრალეულად ხელყოფს სხვის სიკეთეს.
ხელყოფის კონდიქციის სპეციალური შემთხვევები

 მუხლი 989 - სხვისი ქონების უსასყიდლოდ


განკარგვის წინაპირობებია:
1. კრედიტორს უნდა ჰქონდეს პირველი მიმღების
მიმართ კონდიქციური მოტხოვნის უფლება;
2. მიმღებმა უნდა გადასცეს მიღებული მესამე
პირს უსასყილოდ;
3. პირველი მიმღების განკარგვის შემდეგ მისგან
უკან მოთხოვნა გამორიცხული უნდა იყოს
(მესამე პირის პასუხისმგებლობა
სუბსიდიარულია).
• მაგალითი:

ა-მ აჩუქა და გადასცა ბ-ს იშვიათი წიგნი იმ


მიზნით, რომ ბ საპასუხოდ მიაქირავებდა
ბინას, რაც ცნობილი იყო ბ-სთვის და რაც მან
არ გააკეთა, თუმცა მანამდე მან წიგნი აჩუქა გ-
ს. განკარგვის მომენტში ბ იყო ნივთის
მესაკუთრე და განკარგვაც ნამდვილია ა-ს
მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გ-მ მოიპოვა
საკუთრება (რაც გამორიცხავს ვინდიკაციის
გამოყენებას სსკ-ის 172.I მუხლის შესაბამისად),
მან უნდა დაუბრუნოს ეს საკუთრება ა-ს სსკ-ის
989.I მუხლის შესაბამისად.
 მუხლი 990 - გამოიყენებამაშინ, როდესაც განმკარგავი
არაუფლებამოსილია, განსხვავებით 989-ე მუხლისაგან.
წინაპრიობაა არაუფლებამოსილი პირის მიერ სხვისი ნივთის
უსასყიდლო განკარგვა.

მაგალითი:
ა-მ შეინახა ბ-ს სეიფში ფული, რომელიც ბ-მ შემდგომში გ -ს აჩუქა . ბ -მ
ფული განკარგა, როგორც არაუფლებამოსილმა , თუმცა ა გ -სგან მას
ვინდიკაციით ვეღარ დაიბრუნებს - გ იყო კეთილსინდისიერი და
მიუხედავად იმისა, რომ უსასყიდლო განკარგვასთან გვაქვს საქმე , ის
მაინც მოიპოვებს საკუთრებას ფულზე (სსკ-ის 186-ე, 187-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილის მე-2 წინადადება).
ხელყოფის კონდიქციის გამოყენება შემძენის მიმართ გამოირიცხება
იმის გამო, რომ დასაჩუქრებულმა ნივთი მიიღო მჩუქებლის
შესრულებით. თუმცა, დასაჩუქრებულს არ გაუღია ნივთის
მოპოვებისათვის ქონებრივი მსხვერპლი და მან უნდა დააბრუნოს
მიღებული ხელყოფის კონდიქციის სპეციალური ფორმით (990-ე მუხლის
პირველი ნაწილი), რომელიც ანაცვლებს დაკარგულ ვინდიკაციას .
ხელყოფის კონდიქციის ფარგლები

 984-ე მუხლი: ხელმყოფმა უნდა დააბრუნოს ის, რითიც


გამდიდრდა. გამდიდრება მიუთითებს სსკ-ის 979-ე და
980-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
 მიღებულ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ამცირებს
გამდიდრების ოდენობას - 984-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
 განზრახ ხელყოფის შემთხვევაში ხელმყოფი აბრუნებს
იმ ქონებას, რომელიც აღემატება ქონებრივ
დანაკლისს (სსკ-ის 985-ე მუხლი).
 989-ე მუხლი: თუ კონდიქციის მოვალე უსასყიდლოდ
გადასცემს მას მესამე პირს და თავდაპირველი
მოვალისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია, მესამე
პირი პასუხს აგებს როგორც შესრულების კონდიქციის
მოვალე (სსკ-ის 979-981-ე მუხლების მიხედვით)
დანახარჯებისა და რეგირესის კონდიქცია
 დანახარჯების კონდიქცია (სსკ-ის 987.I)
წინაპირობა:
-სხვის ქონებაზე დანახარჯის გაწევა.
 დანახარჯად მიიჩნევა ყველა ის ხარჯი, რომელიც ზრდის
ნივთის ღირებულებას.
 დანახრჯების კონდიქცია უკან იხევს:
-დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულებისას (სსკ-
ის 969-ე და შემდგომი მუხლები)
-მესაკუთრე-მფლობელს შორის ურთიერთობისას (სსკ-ის
163-164-ე მუხლები) - დანახარჯების კონდიქცია
გამოიყენება მაშინ, როდესაც დანახარჯების გამწევი არ
არის ამავე დროს ნივთის მფლობელი (მაგ., მებაღე
საკუთარი საღებავით ღებავს ღობეს, მას შემდეგ რაც
ბაღის მესაკუთრეს საღებავი გაუთავდა).
 რეგრესის კონდიქცია (სსკ-ის 986)
გამოიყენება, როდესაც მესამე პირი ატავისუფლებს მოვალეს
მისი ვალდებულებისაგან კრედიტორის წინაშე .
წინაპირობები:
1. მოვალის მიერ ქონებრივი სარგებლის მიღება
ვალდებულებისაგან გათავისუფლების სახით 
ვალდებულების შესრულება მესამე პირის მხრიდან (სსკ -ის
372.I).
2. სამართლებრივი საფუძვლის გარეშე - გადამხდელს არ
უნდა ჰქონდეს არც კანონისმიერი და არც სახელშეკრულებო
ვალდებულება სხვისი ვალის დაფარვისა.
 რეგრესის კონდიქცია უკან იხევს სხვა უფრო სპეციალური
დანაწესების წინაშე - დავალების გარეშე სხვისი საქმეების
შესრულება, თ ვალის გადახდა შეესატყვისებოდა მოვალის
ინტერესს და ნებას.

You might also like