You are on page 1of 12

კანონისმიერი

ვალდებულებითი
ურთიერთობები
უჩა თოდუა
მოწვეული ლექტორი IV ლექცია
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

Negotiorum gestio - დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულების დროს შემსრულებელი ასრულებს სხვა


პირის საქმეებს ამ უკანასკნელის დავალებს ან სხვაგვარი მითითების გარეშე,
ნებაყოფლობით. ეს არის სხვის ქონებრივ სფეროში ჩარევა მოვალეობისა და
უფლებამოსილების გარეშე.

Dominus - მეპატრონე
Gesto - შემსრულეელი

„საქმეები“:
- ფაქტობრივი
- იურიდიული
დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება

მუხლი 969. დავალების გარეშე სხვისი საქმეების შესრულება კეთილსინდისიერად


პირი (შემსრულებელი), რომელიც დავალების ან სხვა საფუძვლის გარეშე ასრულებს სხვა
პირის (მეპატრონის) საქმეებს, ვალდებულია შეასრულოს ისინი კეთილსინდისიერად.

კეთილსინდისიერი მოქმედება - როგორც იმოქმედებდა გულმოდგინე მეპატრონე ან მისი


დავალებით სხვა პირი.
ზიანის ანაზღაურება

მუხლი 970. ზიანის ანაზღაურების მოვალეობა


1. თუ საქმეების შესრულება მიმართულია იმ საფრთხის თავიდან აცილებისაკენ,
რომელიც ემუქრება მეპატრონეს, შემსრულებელი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახვის ან
უხეში გაუფრთხილებლობისათვის.
2. შემსრულებელს, რომელსაც ზიანი მიადგა იმ საფრთხის თავიდან აცილებისას,
რომელიც რეალურად ემუქრებოდა სხვა პირს ან ქონებას, ხოლო საფრთხის თავიდან
აცილება არ შეადგენდა შემსრულებლის სამართლებრივ მოვალეობას, უნდა
აუნაზღაურდეს ზიანი იმ პირისაგან, რომელმაც შექმნა საფრთხე, ან იმ პირისაგან,
რომლის სიკეთის გადარჩენასაც შემსრულებელი ცდილობდა.
შეტყობინების ვალდებულება

მუხლი 971. მეპატრონისათვის შეტყობინების ვალდებულება


შემსრულებელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე აცნობოს მეპატრონეს,
რომ იკისრა საქმეთა შესრულება. შემსრულებელმა უნდა გააგრძელოს დაწყებული
საქმეები, ვიდრე მეპატრონეს არ შეეძლება იმოქმედოს თვითონ.

შეტყობინება თანხმყოფი/არათანმყოფი პირისთვის.


შესრულების ანგარიში

მუხლი 972. შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა


შემსრულებელი ვალდებულია წარუდგინოს მეპატრონეს ანგარიში შესრულების შესახებ
და გადასცეს მას ყველაფერი, რაც შესრულების შედეგად მიიღო.
ხარჯების ანაზღაურების უფლება

მუხლი 973. გაწეული ხარჯების ანაზღაურების უფლება


შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც,
საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებლად იქნა მიჩნეული.
დაკრძალვის ხარჯები

სუსგ, ას-607-607-2018 (03.07.2018)


საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა
გარკვეულ პროცედურებს მოიცავს, რომლებიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის
დაკავშირებული... მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული
პროცედურისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია
მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ
ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო
პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული
წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით აუცილებელია.
უარი ხარჯების ანაზღაურებაზე

უხლი 974. გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის დაუშვებლობა


1. შემსრულებელს არ შეუძლია მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება, თუ მის მიერ
საქმეთა შესრულება ეწინააღმდეგება მეპატრონის ნებას ან არ შეესაბამება მის
ინტერესებს. თუ შემსრულებელს შეეძლო სცოდნოდა ამის შესახებ, მაშინ იგი
ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებით გამოწვეული ზიანი.
2. ეს წესი არ მოქმედებს, თუ მეპატრონის ნება ეწინააღმდეგება კანონის ნორმებს.
მესტიის აღდგენა

სუსგ, ას-1320-1246-2012 (12.12.2021)


საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 974-ე
მუხლზე და აღნიშნავს, რომ ა. ჩ-ს თუნდაც დამოუკიდებლად შეეტყო მესტიის გამგეობის
მიერ მის სახლზე აღდგენითი სამუშაოების წარმოების შესახებ, გამგეობას გაწეული
ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ეს
უკანაკნელი სამუშაოს შესრულებას მოიწონებდა. ა. ჩ-ს კი, სამუშაოს შესრულებაზე
თანხმობა არ გამოუთქვამს და საქმეთა შესრულება მის ნებას ეწინააღმდეგება.
აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, თავად
მოპასუხის განმარტებით კი, როდესაც მან სამუშაოს განხორციელების თაობაზე შეიტყო,
„დაიწყო ჩხუბი, აყალ-მაყალი ატეხა, თუ რა ხდებოდა მისი ნების გარეშე“, ამდენად,
ნათელია, რომ მოპასუხეს სამუშაოს შესრულების ნება არასოდეს გამოუხატავს.
საკუთარი საქმე vs. სხვისი საქმე

მუხლი 975. საკუთარი საქმის შესრულების ვარაუდი


ამ თავის წესები არ გამოიყენება, თუ პირი სხვისი საქმის შესრულებისას ვარაუდობდა,
რომ ეს მისი საქმე იყო.
ლიტერატურა:

ძველი კომენტარები - ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნაწილი


969 -975-ე მუხლების კომენტარები

მიხეილ ბიჭია - კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობები


გვ. 71-100

You might also like