You are on page 1of 17

დელიქტი

დელიქტური ვალდებულებანი

• სსკ-ის 992- ე მუხლი - პირი, რომელიც სხვა პირს


მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი
მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს
ზიანი.
• საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 992-ე მუხლს სახელად
„ცნება“-ს არქმევს, თავად ეს მუხლი, მაინც არ იძლევა დელქტის
სრულ და ლეგალურ დეფინიციას.

• სსკ- ის 992-ე მუხლი განმარტავს დელიქტურ ვალდებულებას ,


რომელიც იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული
მოსაზრებით არის პირის მიერ დაზარალებულისათვის
სამართლის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების
ვალდებულება.
განმარტება
• დელიქტი - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს გადაცდომას, შეცდომას,
მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

• დელიქტი ეს არის პირის „არასწორი“ ქმედება, რომელიც არ არის თანხვედრაში


სამოქალაქო კანონმდებლობასთან, შესაბამისად, მისი ქმედება უნდა შეიცავდეს
ცივილისტური უსწორობის ნიშნებს.

• სისხლის სამართლის სფეროში - დანაშაულია და იწვევს სისხლის


სამართლებრივ პასუხისმგებლობას - მიმართულია სახელმწიფოს ინტერესების
საწინააღმდეგოდ და აუცილებლად უნდა მოჰყვეს სასჯელი .

• ადმინისტაციული სამართალდარღვევა - ადმინისტარციულ პასუხისმგებლობა .

• სამოქალაქო სამართლის სფეროში - სამართლის ნორმის დარღვევა იწვევს


სამოქალაქო სამართლლებრივ პასუხისმგებლობას, რაც მიყენებული ზიანის
სამოქალაქო v. სისხლის სამართალი

• დელიქტური სარჩელი საშუალებას აძლევს დაზარალებულს


მოახდინოს საკუთარი დარღვეული უფლებების აღდგენა.

• სისხლის სამართალი მიმართულია დამნაშავის დასჯისაკენ.

• დელიქტური სამართლის ძირითად მიზანს წარმოადგენს


არა ზიანის მიმყენებელი პირის დასჯა, რაც თავისთავად
ერთ-ერთ მიზნად რჩება, არამედ დაზარალებული პირის
უფლებების და მისი დანაკლისის (იქნება ეს ქონებრივი, თუ
არაქონებრივი დანაკლისი) აღდგენა.
მიზანი

• დელიქტური სამართლის მიზანს, განსხვავებით


კონდიქციური მოთხოვნებისაგან, წარმოადგენს არა
მიმღებთან უსაფუძვლოდ მომხდარი გამდიდრების
უკუქცევა, არამედ იმ ზიანის აღმოფხვრა, რომელიც პირმა
საკუთარი ბრალეული ქმედებით სხვა პირს მიაყენა.

• გადამწყვეტია არა ის თუ რა მიიღო დელიქტის ჩამდენმა ამ


ქმდებით, არამედ თუ რა ზიანი მიადგა დაზარალებულს.
დელიქტუნარიანობა

• ქართული სამართლის მიხედვით პირის


დელიქტუნარიანობა წარმოიშობა 10 წლიდან.
• თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ
კანონმდებლობა ტოვებს დაურეგულირებელ
საკითხს, თუ ვის უნდა დაეკისროს 10 წლამდე
პირის მიერ მიყენებული ზიანისათვის
პასუხისმგებლობა.
• არასრულწლოვნის აღნიშნულ ქმედებაზე
პასუხისმგებელნი არიან მისი მშობლები ან
მზრუნველი (994-ე მუხლი).
გენარალური დელიქტი

• ზოგადი სახით გენერალური დელიქტი გულისხმობს პირის პასუხისმგებლობას მის


მიერ გამოწვეული პირდაპირი ზიანისათვის.

• სსკ-ს 992-ე მუხლი აყალიბებს დელიქტური პასუხისმგებლობის წარმოშობის


უზოგადეს წესს.

• 1) უნდა არსებობდეს ზიანი, რომელიც გამოწვეულია 2) მართლსაწინააღმდეგო


ქმედებით და ამ ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს 3) მიზეზ-შედეგობრივი
კავშირი და 4) ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. იურიდიულ ლიტერატურაში
ხშირად ქმედებას ცალკე ელემენტად არ გამოყოფენ და მას აერთიანებენ
მართლწინააღმდეგობასთან ერთად.

• შესაბამისად, სახეზე უნდა გვქონდეს ხუთი ელემენტი: ზიანი, ქმედება,


ზიანი
• სიკეთის ხელყოფამ უნდა გამოწვიოს კონკრეტული ზიანი;

• მიზეზშედეგობრიობა უნდა იყოს ქმედებასა და ზიანს შორის.

• თუ არ არსებობს ზიანის ელემენტი, სხვა ელემენტების


შემოწმებაც აზრს კარგავს.

• თუ არ არის ზიანი, ვერ იქნება ვერც დელიქტური


პასუხისმგებლობა.
ზიანის ანაზღაურება
მუხლი 326. სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესახებ წესების გამოყენება არასახელშეკრულებო
ვალდებულებათა მიმართ
წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო
ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

მუხლი 411. ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის


ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ
მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და
რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

მუხლი 412. ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა


ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და
წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

მუხლი 413. ზიანის ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის


1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით
ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.
2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს
შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
ქმედება

• მოქმედება

• უმოქმედობა

• სამართლებრივი გაგებით, ქმედება არ გულისხმობს მხოლოდ


აქტიური მოქმედებით სხვისთვის ზიანის მიყენებას, შესაბამისად, იგი
აგრეთვე მოიაზრებს უმოქმედობითაც ზიანის მიყენებას.

• ზიანის მიმყენებელს დაეკისრება სამართლებრივი


პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაშიც, თუკი მან არ იმოქმედა, ხოლო
მოქმედება კი გამორიცხავდა ზიანის დადგომას სრულად ან
შეამცირებდა დანაკლისის ოდენობას.
მართლწინააღმდეგობა
• მართლსაწინააღმდეგობა სახეზეა თუ ქმედება ეწინაარმდეგება დაშვებულ ქცევას,
აკრძალვას, ან წინდახედულობის იმ ზომას, რაც კონკრეტულ შემთხვევაშია
გამოსაყენებელი.

• მართლწინააღმდეგობის ელემენტი წარმოადგენს გენერალური დელიქტის ერთ-ერთ


მთავარ წინაპირობას. თუკი ზიანის მიმყენებლის ქმედება არ არის
მართლსაწინააღმდეგო, მაშინ დანარჩენ ეტაპებზე გადასვლას და შემოწმებას
სასამართლო ფუჭად დროის ხარჯვად მიიჩნევს.

• სასამართლო გადაწყვეტილებებში გამოყოფს 3 შემთხვევას, როდესაც პირის ქმედება


შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ. 1) თუ პირის ქმედება არღვევს
რომელიმე კანონისმიერ ამკრძალავ ნორმას. 2) თუ ქმედებით ირღვევა სხვა
ვალდებულებები, მათ შორის - გარიგებიდან წარმოშობილი. 3) თუ პირის ქმედებით
ირღვევა დაცული სამართლებრივი სიკეთეები და პირის უფლებები, ისეთები
როგორიცაა: სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება და პირადი უფლებები (No ას-332-
მიზეზობრივი კავშირი
• ქმედება ობიექტურად უნდა შეერაცხებოდეს დელიქტის ჩამდენს, ანუ
ქმედებასა და (სიკეთის ხელყოფას) ზიანს შორის უნდა არსებობდეს
მიზეზობრივი კავშირი.

• მიზეზობრივი კავშირის პოვნა და მისი შეფასება მხოლოდ ორი


ელემენტით ხდება.

• პირველი, რასაც ვამოწმებთ არის, უსწრებდა თუ არა პირის ქმედება


დამდგარ შედეგს, ანუ - ზიანს.

• ამის დადასტურების შემთხვევაში ვამოწმებთ იმას, გამოიწვია თუ არა


სწორედ ამ პირის ამ ქმედებამ ეს შედეგი.

• აქვე მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ზიანი


ბრალი
• ბრალი, დელიქტური პასუხისმგებლობისათვის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ელემენტია,
რომელიც შეიძლება გამოხატული იყოს განზრახვით ან გაუფრთხილებლობით.

• დელიქტური სამართალი მოითხოვს ქმედების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ხასიათის


არსებობას.

• სისხლის სამართალი მოითხოვს მოტივის და მიზნობრიობის არსებობას, დელიქტური


სამართლის შემთხვევაში მოტივი სახეზე არ გვაქვს.

• ქართული სამოქალაქო სამართალი არ იძლევა ბრალის ამ ორი ფორმის განმარტებას,


შესაბამისად, შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 და მე-10
მუხლებით.

• განზრახვა საკმაოდ ფართო ცნებაა და დამოკიდებულია კონტექსტზე, თუმცა, ნებისმიერ


შემთხვევაში იგი გულისხმობს პირის ნებელობისა და ცოდნის ხარისხს, თუ რა ქმედებას ჩადის.
რაც შეეხება გაუფრთხილებლობას, იგი გულისხმობს, რომ პირს არ სურს, რომ მის ქმედებას
შედეგად მოჰყვეს ზიანი და ეს დანაკლისი მხოლოდ მისი უყურადღებობით ან დაუდევრობით
სასამართლოს განმარტება

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა -


ზიანის ანაზღაურების ვალდებულება , პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე
პირობის არსებობის შემთხვევაში : 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ,
2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და
(ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის ,4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდ
ეს
ბრალი.

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე , მოსარჩელე


ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა ,ასევე მიზეზობრივი კავშირი
ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ , მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო
ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ ,
ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს
სისტემა
• მუხლი 993. ზიანის მომტანი ცნობების გახმაურების შედეგები
• მუხლი 994. არასრულწლოვანის პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
• მუხლი 995. მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 996. დროებითი სულიერი მოშლილობის მდგომარეობაში მიყენებული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 997. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 998. სოლიდარული პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის
• მუხლი 999. სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 1000. პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული
ზიანისათვის
• მუხლი 1001. ხანძრის ჩაქრობის დროს წარმოშობილი ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 1002. ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან წინასწარ განთავისუფლების დაუშვებლობა
• მუხლი 1003. ცხოველის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 1004. შენობის ჩამოქცევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 1005. სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო
მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის
• მუხლი 1006. ზიანის ანაზღაურება დაზარალებულის გარდაცვალებისას
• მუხლი 1007. სამედიცინო დაწესებულების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება
• მუხლი 1008. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა
• მუხლი 1009-1016 პასუხისმგებლობა წუნდებული პროდუქტით გამოწვეული ზიანისათვის
• 2019 წლის 10 დეკემბერს შპს „მარსი“-სა და შპს „მერცხალს“-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „მარსი“-ს
უნდა შეესრულებინა სამღებრო სამუშაოები შპს „მერცხალის“ სამშენებლო ობიექტზე, ხოლო შპს „მარსი“-ს უნდა გადაეხადა
ანაზღაურების სახით - 400 000 ლარი. გადახდა უნდა განხორციელებულიო 4 ეტაპად. სამღებრო სამუშოაები უნდა დასრულებულიყო
ოთხ თვეში.

• სამუშაოთა პირველი ეტაპი დასრულდა 2020 წლის 10 იანვარს, რისთვისაც შპს „მერცხალმა“ გადარიცხა 100 000 ლარი; მეორე ეტაპი
- 10 თებერვალს, შესაბამისად შპს „მერცხალმა“ გადარიცხა დამატებით 100 000 ლარი (ჯამში გაწეული სამუშაოსთვის გადახდილია
200 000 ლარი).

• 2020 წლის 10 მარტს დასრულდა სამუშაოთა მესამე. შპს მარსმა მოითხპვა როგორც უკვე შესრულებული სამუშაოებისათვის
ანაზღაურების გადახდა 100 000 ლარის ოდენობით, ასევე დარჩენილი მეოთხე ეტაპისათვის წინსწრებით 100 000 ლარის გადახდა
იმსაზე მითითებით, რომ შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ვერ ენდობოდა კონტრაჰენტის გადახდისუნარიანობის
სტაბილურობას. გარდა ამისა, შპს „მარსმა“ სთხოვა შპს „მერცხალს“ მეოთხე ეტაპის სამუშოაების ღირებულება - 100 000 ლარის
ოდენობით გადაერიცხა შპს „ნეპტუნის“ ანგარიშზე, ვინაიდან მას თავის მხრივ შესასრულებელი ქონდა ვალდებულება ამ
უკანასკნელის მიმართ. ამ მითითებების შესაბამისად, შპს „მერცხალმა“ 100 000 ლარი გადაურიცხა შპს „მარსი“-ს, ხოლო 100 000
ლარი შპს „ნეპტუნს“.

• 2020 წლის 15 მარტს შპს „მარსი“-სა და შპს „მერცხალ“-ს შორის ურთიერთშეთანხმებით შეწყდა ხელშეკრულება წარმოშობილი
ფორს-მაჟორული გარემოების გამო. 2020 წლის 10 მარტის შემდგომ შპს მარსი“-ს სამუშაოები არ უწარმოებია შპს „მერცხალი“-ს
ტერიტორიაზე. ამ ვითარებიდან გამომდინარე, შპს „მერცხალმა“ მიმართა შპს „მარსი“-ს და მოსთხოვა შპს ნეპტუნისატვის“
გადახდილი 100 000 ლარის უკან დაბრუნება. შპს „მარსმა“ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე და განმარტა, რომ ვინაიდან თანხა
გადაერიცხა შპს „ნეპტუნს“ სწორედ მისგან უნდა მომხდარიყო თანხის უკან გამოთხოვაც. თავის მხრივ, შპს „ნეპტუნმა“
კატეგორიული უარი განაცხადა თანხის უკან დაბრუნებაზე.

• შპს „მერცხალი“-ს დირექტორი მოგმართავთ თქვენ შეკითხვით: შეუძლია თუ არა მას უკან დაიბრუნოს შპს „ნეპტუნისთვის“
შეკითხვეი?

You might also like