You are on page 1of 4

1) სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურება,

2) სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება


3) პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის
4) სამედიცინო დაწესებულება(ექიმის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება

1)ზოგადად სიტყვა დელიქტის ცნება მოდის ლათინურიდან და ნიშნავს დანაშაულს, სამართალდარღვევას.


რაც შეეხება უშუალოდ პრეზენტაციის თემას, პირველ რიგში განვიხილავთ სამსახურეობრივი მოვალეობის
შესრულებისას მიყენებულ ზიანის ანაზღაურებას, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლი
აწესრიგებს(ამ მუხლის ცნება). აღნიშნული მუხლის ცნებიდან გამომდინარე, აუცილებელია
განვსაზღვროთ თუ ვინ შეიძლება იყოს პირი, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული
ზიანი. „შრომის კოდექსის“ მიხედვით დამსაქმებელი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური პირი,
აგრეთვე იურიდიული პირი ანდა პირთა გაერთიანება, რომლისთვისაც შრომითი ხელშეკრულების
საფუძველზე სრულდება გარკვეული სამუშაო. რაც შეეხება მუშაკს, მართლია, სამოქალაქო კოდექსში
მისი დეფინიცია არ არის ჩამოყალიბებული, თუმცა სხვადასხვა გარემოებებიდან შეგვიძლია
დავასკვნათ, რომ იგი არის ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე
დამსაქმებლისთვის ახორციელებს გარკვეულ სამუშაოს. მისი ბრალეული ქმედება შეიძლება
გამოვლინდეს როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედებაში, მაგალითად, მუშაკს ევალებოდა საამქროში
ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მაგრამ მან ამისათვის არაფერი მოიმოქმედა, რის
შედეგადაც ზიანი მიადგმა ამავე საამქროს მუშაკს. ვინაიდან და რადგანაც, შემსრულებელი, ანუ
მუშაკი მოქმედებს საწარმოს მფლობელის ინტერესებისათვის, სწორედ ამიტომ მუშაკის ქმედება
იწვევს მეწარმის დელიქტურ პასუხისმგებლობას.
იმისათვის, რომ ეს მუხლი გვგქონდეს სახეზე უნდა არსებობდეს შემდეგი ნიშნების ერთობლიობა: 1)
პირველ რიგში ზიანი უნდა იყოს ნამდვილად სახეზე; 2) სახეზე უნდა გვგქონდეს ზიანის
მიმყენებლის, ანუ მუშაკის შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან 3)აგრეთვე სახეზე უნდა იყოს
ზიანის მიმყენებლის არამართლომიერი ქმედება ან უმოქმედობა 4) მიზეზობრივი კავშირი მუშაკის
მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის 5) და რა თქმა უნდა ზიანის ანაზღაურებაზე
პასუხისმგებელი პირის ბრალი უნდა ფიგურირებდეს.

წარმოშობილი ზიანი
სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელების დროს დამდგარ ზიანად ითვლება ისეთი ზიანი,
რომელიც შეიძლება წარმოიშვას პირის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ქმედებების შესრულებისას, აგრეთვე ზიანი შეიძლება დადგეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების
გადამეტების დროსაც. მაგ. ხარაჩოების ამგებმა მუშამ გადააგდო ძელი, რომელიც გამვლელს მოხვდა
მართლწინააღმდეგობა
იმისათვის, რომ პირს ამ მუხლით დაეკისროს პასუხისმგებლობა მისი ქმედება უნდა იყოს
მართლსაწინააღმდეგო, ანუ მუშაკის ქმედება, რომელიც შეიძლება გამოიხატოს როგორც მოქმედებაში
ისე, უმოქმედობაში, უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონით დადგენილ ნორმებს, მაგალითად, ერთ-
ერთი სადისტრიბუციო კომპანიის მძღოლი, საგზაო მოძრაობის დაღვევის შედეგად შეეჯახა
მოქალაქის სახლს და მიაყენა ზიანი. აქ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ დავის წარმოშობის დროს
მოპასუხედ გამოვა საწარმო, ხოლო ზიანის უშუალო მიმყენებელი პირი მესამე პირად ჩაერთვება
დავაში, ხოლო საწარმო შემდგომ უფლებამოსილია, რომ რეგრესის წესით მოსთხოვოს მუშაკს მის
მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მიზეზობრივი კავშირი
იმისათვის, რომ დადგეს საწარმოს პასუხისმგებლობის საკითხი, საჭიროა დადგინდეს მიზეზობრივი
კავშირი საწარმოს მუშაკის ქმედებასა და დაზარალებულის კონკრეტული სამართლებრივ სიკეთეს
შორის, ანუ ეს სამართლებრივი სიკეთე ნამდვილად მუშაკის ქმედებამ დააზიანა თუ არა. ამ
შემთხვევაში დაზარალებულს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმ მხრივ რომ მუშაკმა მას
მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ნამდვილად მიაყენა ზიანი, ხოლო თუკი იგი ამას დაამტკიცებს,
საწარმომ თანამშრომელი სათანადო სიფრთხილით შეარჩია და რომ ზიანი აუცილებელი
ყურადღებიანობის დროსაც დადგებოდა. თუ მან ეს დაამტკიცა შესაბამისად მიზეზობრივი კავშირი
წყდება და არც მისი პასუხისმგებლობის საკითხი დგება.
ზიანის მიყენებაე პასუხისმგებელი პირის ბრალი
პასუხისმგებელ პირში, რა თქმა უნდა იგულისხმება დამსაქმებელი, მისი ბრალეულობა კი გამოიხატება
იმაში , რომ ვერ შეარჩია სათანადო ყურადღებით მუშაკი და შემდეგ ვერ გაუწია მას სათანადო
ზედამხედველობა, ვინაიდან მუშაკი აკრძალული ქმედების ჩადენას ვერ შეძლებდა, თუკი ხელმძღვანელი
მუშაკის სამუშაოზე აყვანისას და შემდგომ ზედამხედველობის განხორციელებისას სათანადო
ყურადღებას და წინდახედულობას გამოიჩენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული პირი
პასუხს აგებს საკუთარი ბრალისთვის, თუკი მუშაკის მოქმედება სცდება უკვე მისი ყურადღების არეალის
ფარგლებს, იგი ამისთვის პასუხს არ აგებს.
პასხუსმგებლობა აგრეთვე არ დადგება თუ მუშაკი ბრალის გარეშე მოქმედებდა, მაგ. თუ მან სათანადო
ყურადღებითაც შეარჩია მუშაკი, სათანადო ინსტრუქციები და აღჭურვილობაც მისცა, თუმცა ამის
მიუხედავად ზიანი მაინც დადგებოდა.

2)რაც შეეხება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას, ამ


რეგულაციას აწესრიგებს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი.
გამომდინარე იქიდან, რომ ავტომობილი მომეტებული საფრთხის წყაროა, სამოქალაქო სამართლებრივი
პასუხისმგებლობაც შედარებით მკაცრია და ზიანის ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც დგება, როცა არ
ფიგურირებს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ბრალი.
კოდექსის პირველი პუნქტის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომლითაც
გათვალისწინებულია მგაზრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი
თუ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოყვა 1)ადამიანის სიკვდილი 2) დასახიჩრება ან
ჯანმრთელობის მოშლა 3) ანდა თუ მოყვა ნივთის დაზიანება.
საინტერესოა საკითხი თუ ვინ შეილება იყოს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი:
სატრანსპორტო საშუალების მფლობელი შეიძლება იყოს როგორცც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.
სატრანსპორტო საშუალების მფლობელად ვერ ჩაითვლება პირი, რომელიც ტრანპორტს მართავს
მფლობელთან შრომითი ურთიერთობის საფუძველზე (მძღოლები, მემანქანეები, მფრინავები და ა.შ.)
უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართებით ბრალის გარეშე პასუხისმგებლობასაც აქვს გამონაკლისი წესი, მაგ.
თუ ავტომობილების შეჯახების შედეგად დაზარალებულია ფეხით მოსიარულე ქვეითი,
პასუხისმგებლობა ეკისრება მანქანების მფლობელებს სოლიდარული პასუხისმგებლობით და არ აქვს
მნიშვნელობა ვინ იყო შეჯახებაში ბრალეული.
რაც შეეხება ამ მუხლის მეორე პუნქტს, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როცა ზიანის ანაზღაურება არ
გამოიყენება 1) როცა ზიანდება გადასაზიდი ტვირთი, გარდა იმ შემთხვევისა როცა მგზავრს ეს ტვირთი
თან მიაქვს(ტვირთის დაზიანების შემთხვევაში ანაზღაურების საკითხი წყდება გადაზიდვის
ხელშეკრულების ნორმების შესაბამისად) 2)ზიანდება სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ
შესანახად მიღებული ნივთი. 3) აგრეთვე როცა ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, სადაც
იგულისხმება ძირითადად სტიქიური უბედურებები, წყალდიდობები, მიწისძვრა, და ა.შ. მაგრამ
შესაძლოა არსებობდეს სხვა ობიექტური მიზეზებიც, რომლის დაუძლევლობაც ყოველ კონკერტულ
შემთხვევაში ინდივიდუალურად წყდება.
რაც შეეხება, ამ მუხლის მე-4 პუნქტს. პირი რომელიც იყენებს სატრანსპორტო საშუალებას ამ საშუალების
მფლობელის გარეშე(მაგ. როცა მანქანა გატაცებულია) ამ შემთხვევაში მისი ვალდებულებაა, რომ
მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი.

3)მე-100 მუხლში საუბარი გვაქვს მომეტებული საფრთხიდან გამოწვეულ ზიანის ანაზღაურებაზე,


რომელიც გამომდიანრეობის ნაგებობიდან ან ნივთიდან. მომეტებული საფრთხე შეიძლება განიმარტოს
როგორც, ადამიანის საქმიანობა, რომელიც გარშემომყოფებისათვის საფრთხის შემცველია და მისი
თვისებებიდან გამომდინარე მისი კონტროლი შეუძლებელია. უფრო კონკრეტულად მომეტებული
საფრთხე გამომდინარეობს მაგ. ნაგებობიდან სადაც მოთავსებულია ენერგია ანდა ხანძარსაშიში,
აფეთქებასაშიში შხამიანი და მომწამვლელი ნივთიერება. თუ ნაგებობიდან გამომდინარე საქმიანობის
განხორციელებას მოყვა 1)ადამიანის სიკვდილი 2) სხეულის ან ჯანრთელობის დაზიანება 3) ან ნივთის
დაზიანება, ასეთ შემთხვევაში ნაგებობის მფლობელი ვალდებულია რომ აანაზღაუროს ზიანიიი.
შესაძლებელია, რომ მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით გამომდინარეობდეს და კოდექსი ყველა
საფუძველს ვერ განსაზღვრავს, თუმცა კანონი ადგენს, რომ ასეთ შემთხვევაში ნაგებობის ან ნივთის
მფლობელი ვალდებულია, რომ აანაზღაუროს საფრთხის შედეგად განხორციელებული ზიანი.
იმისათვის, რომ პირს პასუხისმგებლობა დავაკისროთ ამ მუხლით საკმარისია მხოლოდ 3 პირობაც: ა)
ზიანის არსებობა; ბ) ქმედების მართლწინააღმდეგობა 3) მიზეზობრივი კავშირი.
ბრალის არსებობა ამ შემთხვევაში მაკვალიფირებელი გარემოება არ არის, რადგან ამ მუხლით
პასუხისმგებლობა მაინც დადგება ბრალის მიუხედავად. და ბოლოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით
რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეუილ ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა მფლობელმა

4)სამოქალაქო კოდექსის 1007-ე მუხლის მიხედვით ზიანის მიყენების შემთხვევაში დგება სამედიცინო
დაწესებულების პასუხისმგებლობაც. ისევე როგორც სხვა მუხლებში, აქაც მოქმედებს სამოქალაქო
პასუხისმგებლობის წარმოშობის ზოგადი წესი: 1) ზიანი 2) მართლწინააღმდეგობა 3) ბრალი 4)
მიზეზობრივი კავშირი.
2)მართლსაწინააღმდეგოა სამედიცინო დაწესებულების მიერ არასწორად განხორციელებული დიაგნოსტიკა
პირის და მკურნალობა, რამაც ზიანი გამოიწვია. მართლწინააღმდეგობის დადგენისთვის აუცილებელია
არასათანადო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ფაქტის დადგენა. აგრეთვე ეს ქმედება შეიძლება
ჩადენილი იყოს როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედობით. მაგ. ა-ს სამედიცინო დაწესებულებაში
მოემსახურა თერაპიულ სტომატოლოგიაში სერთიფიცირებული სტომატოლოგი, რომელმაც გარდა
თავისი სპეციალობისა პაციენტს გაუწია ქირურგიული და ორთოპედიული მომსახურებაც, რითაც
ცალსახად დაარღვია კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ და შესაბამისად მისი ქმედება
მართლსაწინააღმდეგოა, ამიტომ ზიანის დადგომის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება
ვალდებულია რომ აანაზღაუროს ეს ზიანი.
4) საკმაოდ საინტერესოა ამ თემასთან მიმართებით მიზეზობრივ კავშირზე მსჯელობა, რადგან როგორც
საქართველოს სასამართლო პრაქტიკიდან ჩანს სამედიცინო მომსახურების დროს წარმოშობილი ზიანის
ანაზღაურება უმეტეს შემთხვევაში არ კმაყოფილდება, ვინაიდან სასამართლო ვერ ადგენს მიზეზობრივ
კავშირს სამედიცინო დაწესებულების მიერ განხორციელებულ ქმედებასა და პაციენტისათვის
არასასურველი შედეგის დადგომას შორის. ამის დადგენა საკმაორ რთულია, გამომდინარე იქიდან რომ
შეუძლებელია იმის დაზუსთებით მტკიცება რომ დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობის სწორი
ტაქტიკა გამორიცხავდა უარყოფით შედეგს, რადგან ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია.
აქედან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული დარღვევა, უპირობოდ არ წარმოშობს ამ
დაწესებულების პასუხისმგებლობას.
 საინტერესოა რას ნიშნავს ზიანის ანაზღაურება საერთო საფუძვლით?
საქართველოს კანონის „პაციენტთა უფლებების შესახებ“ დაზარელებულ პაციენტს ან მის კანონიერ
წარმომადგენელს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს:
1. კომპენსაცია ქონებრივი ან არაქონებრივი ზიანის
2. სამედიცინო დაწესებულებისათვის ლიცენზიის შეჩერება
3. სახელმწიფო სანიტარული სტანდარტების შეცვლა
ზიანის ოდენობას რაც შეეხება, იგი უნდა იყოს გონივრულობის ფარგლებში, ანუ
გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოსარჩელის ანუ პაციენტის ინტერესები და მისთვის
მიყენებული ზიანის სიმძიმე, აგრეთვე სამედინიცო დაწესებულების სტატუსი და მისი
მდგომარეობა.

You might also like