You are on page 1of 2

5) დელიქტური ვალდებულებანის ცნება;

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამოქალაქო


კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა განასხვავებს ,,სახელშეკრულებო“ და
,,არასახელშეკრულებო“ ზიანს. ,,სახელშეკრულებო“ ზიანი შეიძლება მიყენებული
იქნეს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულების, კანონის ან
ადმინისტრაციული აქტის შეუსრულებლობით. ,,არასახელშეკრულებოდ“ ითვლება
ზიანი, რომელიც მიყენებულია ისეთი დარღვევის შედეგად, როდესაც მხარეები არ
იმყოფებიან ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“ ზიანი
წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი). ამიტომ მას
დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
ნორმები, რომლებიც არეგულირებენ არასახელშეკრულებო ვალდებულებებს,
ვრცელდება ასევე ცალკეულ ვალდებულებებზე, რომლებიც ხელშეკრულებიდან
წარმოიშობა. თვით ზიანის მიყენების ფაქტი სამართლის სპეციალური ნორმების
საფუძველზე წარმოშობს მხარეებს შორის (დაზარალებული და ზიანის მიმყენებელი)
სამართლებრივ ურთიერთობას. დაზარალებული გვევლინება, როგორც კრედიტორი
(მას აქვს მოთხოვნის უფლება), ხოლო ზიანის მიმყენებელი არის მოვალე
(ვალდებული პირი). კრედიტორი შეიძლება იყოს ყოველი ფიზიკური ან
იურიდიული პირი, მოვალე კი მხოლოდ დელიქტუნარიანი პირი, ე.ი პირი,
რომელიც პასუხს აგებს თავისი ქმედებისათვის. დელიქტის დროს, თვით ზიანის
მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი
ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის
ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან.

ზიანი შესაძლოა გამოწვეულ იქნეს როგორც აქტიური მოქმედებით, ისე


უმოქმედობითაც. განსხვავებით მოქმედებისაგან, უმოქმედობა
მართლსაწინააღმდეგოდ ითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი
მოქმედების განხორციელება შედიოდა ზიანის მიმყენებლის ვალდებულებაში. ზიანი
შეიძლება მიეყენოს პიროვნების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ან პირის ქონებას.
სამართალდარღვევის მატერიალური (ეკონომიკური) შედეგი (ქონების შემცირება),
რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა, სამოქალაქო სამართალში იწოდება
ქონებრივ ზიანად. ქონებრივის გარდა, ზიანი შეიძლება იყოს მორალურიც.
მორალური ზიანის შინაარსია ადამიანის ფიზიკური ან სულიერი ტრავმა, რომელსაც
ფულადი ეკვივალენტი არ მოეძებნება. მისი ფულადი ანაზღაურება შეიძლება
მოთხოვნილი იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში
გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის


პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, რომელიც
მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით. მართლსაწინააღმდეგო
მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის
მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს
იურიდიულ შემადგენლობას (გენერალური დელიქტი). თუ არ არსებობს ზიანი,
მაშინ საერთოდ არ არსებობს დელიქტური ვალდებულება, რადგან ზიანი
მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებით. ეს იმას
ნიშნავს, რომ მართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება.
სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს გამონაკლისს, როცა ზიანის ანაზღაურების
საკითხი შეიძლება დადგეს მართლზომიერი მოქმედებით მიყენებული ზიანის
არსებობის დროსაც, კერძოდ უკიდურესი აუცილებლობა. განზრახ ან
გაუფრთხილებელი ქმედებით მიყენებული ზიანი ექვემდებარება ანაზღაურებას.
კანონი ითვალისწინებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შემთხვევებსაც. ზიანის
მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის
ფაქტს. დაზარალებულის განზრახვა, მიმართული ზიანის წარმოშობისაკენ
გამორიცხავს ზიანის მიმყენებლის ვალდებულებას აანაზღაუროს ზიანი. უხეში
გაუფრთხილებლობისას ზიანის ოდენობა უნდა შემცირდეს ან შეიძლება
დაზარალებულს უარი ეთქვას ზიანის ანაზღაურების დაკმაყოფილებაზე.

იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის


მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების
მავალდებულებელი გარემოება. აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ ზიანი უნდა
ანაზღაურდეს ნატურით, ხოლო თუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
შეუძლებელია, მაშინ დაზარალებულს მიეცემა ფულადი ანაზღაურება. რაც შეეხება
მორალური ზიანის ანაზღაურებას, მის მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო
მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მორალური ზიანის ფულადი კომპენსაცია
უნდა განხორციელდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

You might also like