You are on page 1of 2

ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები

ვალდებულება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა,რომლის ძალითაც


ერთი პირი(მოვალე) ვალდებულია შეასრულოს მეორე პირის(კრედიტორის) სასარგებლოდ
განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს მისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს
მოსთხოვოს მოვალეს ვალდებულების შესრულება, ანუ ამ ურთიერთბის სუბიექტები არიან
მასში მონაწილე პირები: კრედიტორი და მოვალე. ვალდებულების შინაარს წარმოადგენს ამ
მხარეების უფლებები და მოვალეობები. ვალდებულების ობიექტს კი წარმოადგენს ის რაზეც
მიმართულია კრედიტორის მოთხოვნის უფლება და მოვალის ვალდებულება.

ვალდებულების წარმოშობის საფუძვლები სხვადასხვაა. წარმოშობის საფუძვლის მიხედვით


ვალდებულებები იყოფიან ორ ტიპად: სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო
ვალდებულებები. სახელშეკრულებო ვალდებულების შინაარსი განისაზღვრება როგორც
კანონით ასევე ხელშეკრულების მონაწილეთა შეთანხმებით, ხოლო არასახელშეკრულებო
ვალდებულების შინაარსი დამოკიდებულია მხოლოდ კანონზე და ვალდებულების ერთი
მხარის ნებაზე.

ხელშეკრულებას ვალდებულების წარმოშობისას დიდი ყურადღება ექცევა, რამდენადაც


ვალდებულებათა უმრავლესობა ხელშეკრულებიდან წარმოიშობა. ასეთი ვალდებულებითი
ურთიერთობების მაგალითებია: ნასყიდობა, ჩუქება, ქირავნობა, ნარდობა, იჯარა, სესხი და
სხვა.

ვადებულებათა ერთი ნაწილი წარმოიშობა კანონის საფუძველზე და ამ დროს მხარეთა


შეთანხმება სავალდებულო არ არის. კანონისმიერი ვალდებულებების მაგალითებია: ზიანის
მიყენება (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრება და კანონით გათვალისწინებული სხვა
საფუძვლები.

დელიქტი იწვევს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც მიყენებული ზიანის


ანაზღაურებაში აისახება. ზიანი შეიძლება წარმოიშვას, როგორც სახელშეკრულებო, ისე –
არასახელშეკრულებო ურთიერთობიდან. სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან
წარმოშობილი ზიანი სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შედეგია,
არასახელშეკრულებო ზიანისას ზიანი დგება იმ საკანონმდებლო ნორმების დარღვევით,
რომელთა შესრულებით უზრუნველყოფილია პირთა ქონებრივი და არაქონებრივი
ინტერესების (საკუთრების უფლება, პატივი, ღირსება, ჯამრთელობა და ა.შ.) დაცვა.

უსაფუძვლო გამდიდრება-უსაფუძვლოდ გამდიდრება სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც ერთი


პირის ქონებრივი ზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე და აღნიშნული
ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

ვალდებულების წარმოშობის საფუძველი შეიძლება იყოს ცალმხრივი გარიგებაც,


მაგალითად, საანდერძო დანაკისრი, ჯილდოს საჯაროდ შეპირება. საანდერძო დანაკისრის
შემთხვევაში ვალდებულება წარმოიშვება ანდერძიდან. კანონით მოანდერძემ შესაძლოა
მემკვიდრეს დააკისროს რაიმე ქმედების შესრულება ან შუსრულებლობა ქონების
მემკვიდრეობის მიღების სანაცვლოდ. ანუ ცალმხრივი გარიგებიდან - ანდერზიდან
წარმოიშვა ვალდებულება. ასევეაქ ჯილდოს საჯაროდ შეპირებისასაც, კანონით
დადგენილია, რომ ის ვინც საჯაროდ აწესებს ჯილდოს რაიმე ქმედებისთვის ვალდებულია
ჯილდო გადაუხადოს იმ პირს, რომელმაც ეს ქმედება შეასრულა ანუ შემპირებელსა და
შემსრულებელსაც შორის წარმოიშობა ვალდებულებითი ურთიერთობა.

ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც,


ვინაიდან ის დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან. მონაწილე მხარეს უფლება აქვს მეორე
მონაწილისგან მოითხოვოს ამ ხარჯების ანაზღაურება თუ ეს ხელშეკრულება არ დაიდო
მეორე მხარის ბრალეული ქმედების გამო, მაგალითად მეორე მხარემ მოიტყუა კონკრეტულ
ინფორმაციაზე და ხელშეკრულება არ დაიდო, მაშინ მოტყუებულ მხარეს აქვს უფლება
მოითხოვოს მეორე მხარისგან ხარჯების ანაზღაურება.

You might also like