You are on page 1of 14

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა

სასწავლო კურსი: პოლიტიკა და სამართალი

თემა 3.პოლიტიკური რეჟიმი

განსახილველი საკითხები:

 პოლიტიკური რეჟიმის ცნება;


 პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაცია;
 დემოკრატია, როგორც პოლიტიკური რეჟიმების საფუძველი;
 თანამედროვე რეჟიმები.

პოლიტიკური სისტემა წარმოადგენს სახელმწიფო და საზოგადოებრივი


ორგანიზაციების, გაერთიანებების, სამართლებრივი ნორმების, საზოგადოებაში
პოლიტიკური ძალაუფლების ორგანიზაციისა და განხორციელების პრინციპების
ერთობლიობას, რომლის შედეგადაც ხდება სახელმწიფო ხელისუფლების
საშუალებით საზოგადოების სტაბილობისა და საზოგადოებრივი წესრიგის
უზრუნველყოფა.

ზოგიერთი მეცნიერი საზოგადოების პოლიტიკურ სისტემად ერთ შემთხვევაში


თვლის საზოგადოების ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების ერთობლიობას; მეორე
შემთხვევაში პოლიტიკის ფუძემდებლური იდეების კომპლექსს; მესამე შემთხვევაში
- ურთიერთქმედების ერთობლიობას პოლიტიკურ ცხოვრების სფეროში; მეოთხე
შემთხვევაში კი - პოლიტიკურ ქცევას, პოლიტიკურ პროცესს გარკვეული
ორგანიზაციის , გაერთიანების ადამიანთა ერთობის ფარგლებში.

ცნება პოლიტიკური სისტემა უფრო ტევადია, ვიდრე -„ სახელმწიფო მართვა“,


რამდენადაც იგი მოიცავს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე ყველა პირსა და
ყველა ინსტიტუტს, ასევე არაფორმალური და არასამთავრობო ფაქტორებსა და
მოვლენებს, რომლებიც ზემოქმედებენ სახელმწიფო-ძალაუფლებით
ურთიერთობებში პრობლემის გამოვლენასა და დასმაზე, გადაწყვეტილების
გამომუშავებასა და რეალიზაციაზე. ფართე გაგებით ცნება -„პოლიტიკ-ური სისტემა“
მოიცავს ყველაფერს რაც დაკავშირებულია პოლიტიკასთან.

პოლიტიკური სისტემა ხასიათდება პოლიტიკური იდეოლოგიით, პოლიტიკური


ნორმებით, პოლიტიკური კულტურით, ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით.
პოლიტიკური სისტემა ახორციელებს შემდეგ ფუნქციებს:

კონვერსიას,ე.ი. საზოგადოებრივი მოთხოვ-ნილებების პოლიტიკურ


გადაწყვეტილებებად გარდაქმნას;

1
- ადაპტაციის - საზოგადოებრივი ცხოვრების ცვალებად პირობებთან
პოლიტიკური სის-ტემის შეგუებას;

- მობილიზაციის - პოლიტიკური მიზნებისათვის ადამიანური და მატერიალური


( ფულ-ადი სახსრები, ამომრჩევლები და ა.შ) რესურსების თავმოყრას;

- დამცავს - ე.ი. საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობის, მისი საბაზო


ღირებულებებისა და პრინციპების დაცვა;

საგარეოპოლიტიკურს- სხვა სახელმწიფო-ებთან ურთიერთსასარგებლო


კავშირების დამყარება-განმტკიცებას;

- მაკონსოლიდირებელ - სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და კოლექტიური


ინტერესების შეთანხმებას;

- გამანაწილებელს - მატერიალური და სულიერი ღირებულებების შექმნასა და -


განაწილებას.

პოლიტიკური სისტემის დახასიათებისათვის გამოიყენება ფრანგული ტერმინი


„რეჟიმი“, რაც სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც - „მართვის წესი“.
პოლიტიკური რეჟიმის იურიდიული განმარტება ფაქტობრივად ნიშნავს
ლეგალურ (კანონით განმტკიცებულ) მართვის ფორმას, რომელიც ეყრდნობა
სახელმწიფოს ფორმალურ-იურიდიულად მართვის კატეგორიას,
დაკავშირებულია კონსტიტუციით დადგენილი სამართლის ნორმებთან.

სოციოლოგიური თვალსაზრისით პოლიტიკური რეჟიმი ეს არის


განსაკუთრებული სოციალური მექანიზმი, საზოგადოების მართვის ხერხი,
რომელიც აერთიანებს ერთის მხრივ ხელისუფლების ფორმირების საბაზო
მოდელებსა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების მეთოდებს; მეორეს
მხრივ - სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტს, მმართველ ელიტას, პარტიათა
ლიდერებს, ინტერესთა ჯგუფებს, ცალკეულ მოქალაქეებს. შესაბამისად
პოლიტიკური რეჟიმი მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:

- სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა პოლიტიკური


მონაწილეობის, მათი ჩართულობის ხარისხი;
- სახელისუფლო ინსტიტუტების დამოკიდებულება ადამიანისა და მოქალაქის
ძირითადი უფლებებისადმი;
- სახელისუფლო ორგანოების ფორმირებაში მმართველი და ოპოზიციური
დაჯგუფებების მოსალოდნელი კონკურენციის ხარისხი;
- სახელმწიფო და ადმინისტრაციული ორგანოების ღონისძიებათა შესაბამისობა
სამართლებრივ ქვეყნის საფუძვლებთან, რაც კონსტიტუციური ნორმებისა და
სხვა კანონების დაცვაში ვლინდება;

2
- სახელმწიფო იდეოლოგიის არსებობა და სტატუსი; ხელისუფლების
დამოკიდებულება ოპოზიციურ მიმდინარეობებთან;
- სიტყვისა და მედიის თავისუფლება;
- სახელმწიფო მართვის მეთოდები, დარწმუნებისა და იძულების წილი
პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.

პოლიტიკური რეჟიმი ასახავს პოლიტიკური სისტემის დინამიურ,


ფუნქციონალურ ხასიათს. პოლიტიკური რეჟიმის ხარისხობრივი
მახასიათებლებია: ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების
მოცულობა, სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების მეთოდები,
სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების ხასიათი,
პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე საზოგადოების გავლენის არსებობა
ან არარსებობა, პოლიტიკური ინსტიტუტების ფორმირების ხერხები და ფორმები,
პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემუშავების ხერხები.

ამრიგად, პოლიტიკური რეჟიმის ქვეშ იგულისხმება იმ ხერხებისა და მეთოდების


ერთობლიობა, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება პოლიტიკური
ძალაუფლება, ასევე პოლიტიკური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების
ურთიერთდამოკიდებულების ხასიათი.

თანამედროვე პოლიტოლოგიაში არსებობს პოლიტიკური რეჟიმების სხვადასხვა


კლასიფიკაცია. პოლიტიკური რეჟიმის ხასიათი განისაზღვრება პოლიტიკური
პარტიების რაოდენობით, რეალური ოპოზიციის არსებობით, მოქალაქეთა
პოლიტიკური თავისუფლებებისა და თავისუფალი არჩევნების
უზრუნველყოფით ან არუზრუნველყოფით. არსებობს ტიპოლოგიები,
რომლებშიც დაყოფა ხდება „აღმოსავლეთ და „დასავლეთ“ პოლიტიკურ
რეჟიმებად, ასევე „დასავლურ“ და „მარქსისტულ“ რეჟიმებად. უფრო რთული
კლასიფიკაცია უკავშირდება პოლიტიკური ძალაუფლების წარმოდგენას, როგორც
კლასთა, პარტიებისა და ელიტების ერთობლიობისა. ამ მიდგომებიდან
გამომდინარე პოლიტიკური რეჟიმები იყოფა ლიბერალურ, დემოკრატიულ და
ტოტალიტარულ რეჟიმებად.

პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაციის ფუნდამენტურ კრიტერიუმად


გვევლინება ამა თუ იმ ტენდენციის პრევალირება:

- პოლიტიკური სისტემის მთავარი ელემენტების ურთიერთკავშირი;


- სამოქალაქო საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთ
წინააღმდეგობები და მათი ხარისხი;
- სახელმწიფო ძალაუფლების განხორციელების მექანიზმები.

3
თანამედროვე პოლიტოლოგია, ასევე ჰყოფს არსებულ პოლიტიკურ რეჟიმებს
დემოკრატიულად და ანტიდემოკრატიულად. დემოკრატიულობიდან მსოფლიოში
ყველაზე მეტად გავრცელებულია საპარლამენტო და საპრეზიდენტო რეჟიმები.
ანტიდემოკრატიულები თავის მხრივ იყოფა ტოტალიტარულ და ავტორიტარულ
რეჟიმებად.

ქვემოთ მოყვანილ სქემაში დახასიათებულია სამივე, დემოკრატიული,


ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები მათი ძირითადი კრიტერიუმების
მიხედვით:

კრიტერიუმები პოლიტიკური რეჟიმები


ტოტალიტარული ავტორიტარული დემოკრატიული
კანონმდებლობა კანონთა სისტემა კანონთა სისტემა დემოკრატიული
ნაკლებად მინიმალურია კანონმდებლობის
დამუშავებული განვითარებული
სისტემა
სახელმწიფოს პრაქტიკულად ფაქტობრივად მკაცრად
მეთაურის შეუზღუდავია შეუზღუდავია შეზღუდულია
უფლებამოსილებები კანონით
წარმომადგენლობით მარიონეტულია არ არსებობს, ან აქვს ფართო
ი ორგანოები მარიონეტულია უფლებამოსილებ
ები
ხელისუფლების ფორმალურად უარყოფილია პრაქტიკაში
დანაწილება აღიარებულია ხორციელდება
ადგილობრივი ფორმალურად მინიმალურია მაქსიმალურია
თვითმმართველობის ფართეა
ორგანოების
უფლებამოსილებები
პარტიები მასობრივი მმართველი მრავალპარტიულ
პოლიტიკური პარტია ობაა
პარტია მხოლოდ გასახელმწიფოებრ
ერთია ივია
იდეოლოგია ოფიციალური ერთი პოლიტიკური
იდეოლოგია იდეოლოგიის პლურალიზმი
მხოლოდ ერთია სახელმწიფო
უფლებები და დაშვებულია დაშვებულია დაშვებულია
თავისუფლებები მხოლოდ ის რაც მხოლოდ ის რასაც ყველაფერი, რაც
ნაბრძანებია კავშირი არ აქვს არ არის
პოლიტიკასთან აკრძალული

4
კანონით
დამსჯელი აწარმოებენ მასიურ ახორციელებენ მკაცრად
ორგანოები პოლიტიკურ საიდუმლო რეგლამენტირებუ
რეპრესიებს პოლიტიკურ ლია კანონით
ძიებას
ოპოზიცია უარყოფილია აკრძალულია მოქმედებს
ლეგალურად
ძალაუფლების საყოველთაო, საზოგადოებრივ ძალაუფლება
განხორციელების უსაზღვრო ცხოვრებაში ხორციელდება
ხასიათი და ზომა კონტროლი და ხელისუფლების მოქალაქეთა
ძალადობა მერ წარმომადგენლებ
არაკონტროლირებ ის მიერ,
ადი სფეროების რომლებსაც
წარმოშობა კანონის
შესაბამისად
ირჩევენ
ადამიანების საზოგადოებრივი ხელისუფლებისა ხალხის მიერ
დამოკიდებულება ცნობიერების და ხალხის ხელისუფლების
ხელისუფლებასთან, შერწყმა გაუცხოება წარმომადგენლებ
მათი ხელისუფლებასთან ის მხარდაჭერა
ურთიერთქმედება
პოლიტიკური ქცევის ყოვლისშემძლეობა, კომპეტენტურობა. კანონის დაცვა
იდეალები: - ენთუზიაზმი პროფესიონალიზმ
- ხელისუფლებ - კონფორმიზმ ი. = კანონების დაცვა
ის ი - მოთმენა
- -ინდივიდის - უუფლებობა

თუ განვავრცობთ ზემოაღნიშნულ სქემაში მოცემულ დებულებებს შეგვიძლია


უფრო განვავრცოთ შეხედულებები სამივე ტიპის რეჟიმთან დაკავშირებით.

ტოტალიტარიზმი. თუ ავტორიტარი ბატონობს სახელმწიფოზე. ტოტალიტარი კი


მთელ საზოგადოებაზე.

ტერმინი ,,ტოტალიტარიზმი“ პირველად იტალიელმა ფილოსოფოსმა ჯოვანი


ჯენტილემ შემოიტანა, რომლის იდეებმა დიდი როლი შეასრულა იტალიური
ფაშიზმის ჩამოყალიბებაში. ადრე მას დადებითი მნიშვნელობით იყენებდნენ,
მოგვიანებით კი დამამცირებელი ელფერი შეიძინა. როგორც ე. გიდენსი აღნიშნავს,
მას დღეს იყენებენ არა მხოლოდ კომუნისტური რეჟიმების, არამედ ტრადიციული
სახელმწიფოებისა და პლატონის მიერ გამოგონილი საზოგადოების
დასახასიათებლადაც კი.

5
ე. გიდენსიც ტოტალიტარიზმის ანალიზისას კარლ ფრიდრიჰის ცნობილი
დახასიათებას ეყრდნობა, მაგრამ 6 ნიშანი 4-ზე დაჰყავს;

1. ტოტალიტარული იდეოლოგია – ყოვლისმომცველ პოლიტიკურ დოქტრინათა


ნაკრები, რომელსაც უნდა მისდიოს საზოგადოების თითეულმა წევრმა
( მაგალითად, ,,მამულის“ წინაშე ვალდებულებები, რომელსაც მუდამ ხაზს
უსვამდნენ ნაცისტები).

2. ერთადერთი პარტია, რომელიც ქადაგებს მოცემულ იდეოლოგიას და იმართება


ერთი პირის ანუ დიქტატორის მიერ.

3. საიდუმლო პოლიცია, რომელიც არსებობს იმისათვის, რათა მოიძიოს და დასაჯოს


რეჟიმის მტრები.

4. მონოპოლიური კონტროლი ეკონომიკაზე, მასობრივი ინფორმაციის


საშუალებებსა და შეიარაღებულ ძალებზე.

ესადაგება თუ არა ტოტალიტარიზმის აღნიშნული განსაზღვრება ყოფილ საბჭოთა


კავშირს ან სხვა კომუნისტურ რეჟიმს, მაგალითად, ჩინეთს? დღეს უკვე ამის თქმა
დარწმუნებით არ შეიძლება, როგორც ე. გიდენსი აღნიშნავს, საბჭოთა კავშირი და
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები უფრო მრავალსახოვანი იყო და მათი მთავრობებიც
გარკვეულად, დოზით, მაგრამ მაინც სარგებლობდნენ ხალხის მხარდაჭერით. თანაც
ისინი იმართებოდნენ არა დიქტატორების მიერ, არამედ პარტიული ბიუროკრატიის
მიერ.

„ტოტალიტარიზმი“ უფრო უნდა განვიხილოთ, როგორც გარდამავალი პერიოდის


პოლიტიკური რეჟიმის ფორმა, როდესაც დიქტატორი იღებს ძალაუფლებას და
მასობრივი ტერორის დახმარებით ნერგავს ტოტალურ იდეებს. სტალინის
მმართველობის პერიოდი საბჭოთა კავშირში, ჰიტლერისა გერმანიაში ან პოლ
პოტისა კამპუჩიაში შეიძლება განვიხილოთ როგორც ტოტალიტარული
მმართველობის მაგალითები.” ყველა ეს რეჟიმი პასუხობს კ. ფრიდრიხის მიერ
ფორმულირებულ ტოტალიტარიზმის ოთხ კრიტერიუმს. ზემოთ ჩამოთვლილი
დიქტატორებიდან თითოეულმა კონცენტრირება გაუკეთა უზარმაზარ
ძალაუფლებას, რომელსაც მხარს უჭერდა ერთიანი იდეოლოგია გამონაკლისების
გარეშე. გარდა ამისა, ყველა ასეთი რეჟიმისათვის დამახასიათებელია მეტისმეტი
სიმკაცრე და ხელისუფალთა მიერ პროვოცირებული მკვლელობები.

ტოტალიტარიზმი უფრო ახასიათებს არა პოლიტიკური სისტემის ტიპს, არამედ


სიტუაციას, რომლის დროსაც დიქტატორი აერთიანებს და მობილიზებას
უკეთებს კრიზისში ჩავარდნილ საზოგადოებას, რომელიც მას დაღუპვით

6
ემუქრება თუ არ გატარდა განსაკუთრებული ზომები. საბოლოოდ მას ცვლის
საქმიანი რუტინა და რიტუალები.

ტოტალიტარიზმის მსგავს დახასიათებას გვაძლევს რ. არონიც, რომელიც ხუთ


ნიშანს გამოყოფს:

1. ტოტალიტარიზმი დამახასიათებელია რეჟიმისათვის, რომელიც მხოლოდ


რომელიმე ერთ პარტიას აძლევს მონოპოლიურ უფლებას პოლიტიკურ
საქმიანობაზე.

2. ეს პარტია აღჭურვილია იდეოლოგიით, რომელსაც იგი ანიჭებს ერთადერთი


ავტორიტეტის, ხოლო შემდგომში კი ოფიციალური სახელმწიფოებრივი
ჭეშმარიტების სტატუსს.

3. ოფიციალური ჭეშმარიტების გასავრცელებლად სახელმწიფო სარგებლობს


განსაკუთრებული უფლებით როგორც ძალადობრივ ზემოქმედებაზე, ისე
დარწმუნების საშუალებებზეც. სახელმწიფო და მისი მმართველები აკონტროლებენ
მასობრივი ინფორმაციის ყველა საშუალებას – რადიოს, ტელევიზიას, პრესას.

4. ეკონომიკური და პროფესიული საქმიანობის სახეთა უმრავლესობა ექვემდებარება


სახელმწიფოს და მისი ნაწილი ხდება. რამდენადაც სახელმწიფო თავისი
იდეოლოგიისაგან განუყოფელია, ამდენად, საქმიანობის თითქმის ყველა სახე
იდეოლოგიზებულია.

5. იმის გამო, რომ ნებისმიერი საქმიანობა სახელმწიფოებრივ იდეოლოგიას


დაექვემდებარება, ამდენად ყოველი გადაცდომა სამეურნეო ან პროფესიონალურ
სფეროში იდეოლოგიურ ცოდვად მიიჩნევა. საბოლოო რეზულტატი კი არის
ცალკეული ადამიანის ყველა შესაძლებელ გადაცდომათა პოლიტიზირება,
იდეოლოგიზირება და როგორც დასკვნითი აკორდი, მას მოჰყვება ერთდროულად
პოლიტიკური და იდეოლოგიურ ტერორიც.

,,ტოტალიტარიზმის განსაზღვრებისას – წერს რ. არონი, – შეიძლება,


რასაკვირველია, მთავარ მომენტად ჩავთვალოთ პოლიტიკის განსაკუთრებული
მდგომარეობა, ან სამეურნეო საქმიანობის განსახელმწიფოებრიობა, ან
იდეოლოგიური ტერორი, მაგრამ თავად მოვლენა დასრულებულ სახეს იღებს
მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ეს ნიშანი გაერთიანებული და მთლიანად
გამოთქმულია“ .

ავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმი, როგორც პოლიტიკური რეჟიმი, ყველაზე


გავრცელებული ტიპია კაცობრიობის ისტორიაში. თავისი ბუნებით მას შუალედური
პოზიცია უჭირავს დემოკრატიასა და ტოტალიტარიზმს შორის,
ავტოკრატიულობით იგი ტოტალიტარიზმს ენათესავება, ხოლო ავტონომიური,

7
სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი სფეროების, განსაკუთრებით კი ეკონომიკისა
და კერძო ცხოვრების არსებობით, სამოქალაქო საზოგადოების ელემენტების
შენარჩუნებით იგი დემოკრატიის მსგავსია.

ავტოკრატიული პოლიტიკური რეჟიმის დროს, ძალაუფლება მის


მატარებლებს არც მაღლიდან აქვს „ბოძებული“ და არც დაბლიდან. უფრო
კონკრეტულად თუ ვიტყვით ესაა წყობა, რომლის დროსაც ძალაუფლების
მატარებელმა ან მატარებლებმა იგი ხელში ჩაიგდეს ძალითა და ეშმაკობით,
წამოაყენეს საკუთარი თავი და ხელისუფლებას ახორციელებენ იმავე მეთოდებით,
ხალხს კი შიშში ამყოფებენ. კრძალავენ ყოველგვარ თავისუფალ გაერთიანებებს,
რათა ხალხი გათითოკაცდეს – დანაწევრდეს. საზოგადოების დაცალკევების
ჩვეულებრივი ტაქტიკაა დაბეზღების წახალისება მასებში. როდესაც დაბეზღებისა
და ჩაშვების აზრი ის კი არაა, რომ მთავრობა გააფრთხილოს მოსალოდნელი
საშიშროების შესახებ, არამედ – შთანერგოს დაჩაგრულთა ფენაში ისეთი
ურთიერთუნდობლობა, ეჭვი და გაუტანლობა, რომ არავის არ შეეძლოს არავისზე
დაყრდნობა, რომ ყველანი ერთმანეთს ანეიტრალებდნენ. ასეთივე შედეგების
მომტანია ყველაზე აუცილებელ საქონელთა მუდმივი დეფიციტი. ეს ხალხში იწვევ
მომეტებულ გაღიზიანებას, ხოლო რამდენადაც ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან
საქმის ასეთ ვითარებაზე, მასებისათვის მიუწვდომელია, ამდენად, ეს გაღიზიანება
მიიმართება ირგვლივ მყოფ ადამიანებზე რაც, თავის მხრივ, აძლიერებს თითოეულ
ადამიანის შინაგან იზოლაციას.

ავტორიტარიზმის დასახასიათებლად გამოყოფენ შემდეგ ნიშნებს:

1. ავტოკრატიულობას, ანუ ძალაუფლების მატარებელთა მცირე რაოდენობას.


ძალაუფლების მატარებელი შეიძლება იყოს ერთი ადამიანი, მონარქი ან ტირანი, ან
პირთა ჯგუფი: სამხედრო ხუნტა, ოლიგარქული ჯგუფი და სხვ.

2. ძალაუფლების შეუზღუდველობა, როდესაც მოქალაქეებს მისი კონტროლის


არავითარი საშუალებები არ გააჩნიათ. ამავე დროს, ხელისუფლებას შეუძლია
მართოს საზოგადოება კანონთა დახმარებით, მაგრამ მათ თავისებურ განმარტებას
აძლევს.

3. რეალურ თუ პოტენციურ ძალაზე დაყრდნობა. ავტორიტარულ რეჟიმს შეუძლია


არ მიმართოს მასობრივ რეპრესიებს და ისარგებლოს მოსახლეობის ფართო ფენებში
პოპულარობით, მაგრამ იგი ფლობს საკმაო ძალას, რათა აუცილებლობის
შემთხვევაში საკუთარი შეხედულებებისამებრ გამოიყენოს ძალა და აიძულოს
მოქალაქეებს მორჩილება.

4. ძალაუფლების და პოლიტიკის მონოპოლიზაცია, რეალური პოლიტიკური


ოპოზიციისა და კონკურენციის არარსებობა. რაც შეიძლება სრულებითაც არ იყოს

8
საკანონმდებლო აკრძალვებისა და ხელისუფალთა წინააღმდეგობის შედეგი. ეს
უფრო საზოგადოების მოუმზადებლობით ახსნება. მას ჯერ კიდევ არ ძალუძს და
არც აქვს პოლიტიკურ ორგანიზაციათა შექმნის მოთხოვნილება. ავტორიტარული
რეჟიმის დროს შესაძლებელია პარტიების, პროფკავშირებისა და სხვა
ორგანიზაციების შეზღუდული რაოდენობის არსებობა, მაგრამ ხელისუფლების
კონტროლის ქვეშ.

5. იგი უარს ამბობს საზოგადოების ტოტალურ კონტროლზე, არ ერევა ან თუ ერევა,


მაშინ შეზღუდული ფორმით ეკონომიკასა და სხვა არაპოლიტიკურ სფეროებში.
ხელისუფლების მიზნებია: საკუთერი უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის,
ქვეყნის თავდაცვის უზრუნველყოფა. ატარებს საკმაოდ აქტიურ სოციალურ
პოლიტიკას ისე, რომ ამავე დროს არ არღვევს საბაზრო თვითრეგულირების
მექანიზმებს.

6. პოლიტიკური ელიტის რეკრუტირება(გაწვევა) ხდება არა კონკურენციულ


ელექტორალური ბრძოლის არამედ კოოპტაციის, ზემოდან დანიშვნის გზით.

ავტორიტარიზმის ამ ნიშნების გათვალისწინებით შეიძლება იგი განისაზღვროს,


როგორც “ერთი პირის ან პირთა ჯგუფის ძალაუფლება, რომელიც არ უშვებს
პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას, მაგრამ ინარჩუნებს პიროვნებისა და
საზოგადოების ავტონომიას არაპოლიტიკურ სფეროებში”. ავტორიტარიზმის დროს
იკრძალება საქმიანობის მხოლოდ განსაზღვრული, ძირითადად, პოლიტიკური
ფორმები, დანარჩენ სფეროებში მოქალაქეები თავისუფალნი არიან. ადამიანის
უფლებები პოლიტიკურის გარდა პატივისცემით სარგებლობს და დაცულია, თუმცა
ავტორიტარიზმის პირობებში მოქალაქეებს უსაფრთხოებისა და თავისუფლების
არავითარი ისეთი ინსტიტუციონალური გარანტიები არა აქვს, როგორიცაა:
დამოუკიდებელი სასამართლო, ოპოზიციური პარტიები და სხვ.

ავტორიტარული რეჟიმები მთლიანად შეთავსებადია ეკონომიკურ, სოციალურ,


კულტურულ, რელიგიურ და ზოგჯერ იდეოლოგიურ პლურალიზმთანაც კი. მას
აქვს, როგორც სუსტი ისე ძლიერი მხარეები.

სუსტი მხარეებია: ა) პოლიტიკის სრული დამოკიდებულება სახელმწიფოს


მეთაურის ან უმაღლეს ხელისუფალთა ჯგუფის პოზიციაზე; ბ) პოლიტიკური
ავანტიურისა და თვითნებობის შეუზღუდაობა; გ) საზოგადოებრივი ინტერესების
არტიკულაციის(გამოთქმის) ინსტიტუტთა შეზღუდულობა და სხვ.

ძლიერი მხარეებია: ა) პოლიტიკური სტაბილურობისა და საზოგადოებრივი


წესრიგის უზრუნველყოფის; ბ) გარკვეული ამოცანების გადასაწყვეტად
საზოგადოებრივი რესურსების მობილიზების; გ) პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა
წინააღმდეგობის გადალახვის უნარი, ამიტომ იგი მკვლევართა აზრით საკმაოდ

9
ეფექტური საშუალებაა რადიკალური საზოგადოებრივი რეფორმების
გასატარებლად.

ავტორიტარულ ხელისუფლებას ქვეყანა შეუძლია მიიყვანოს, როგორც პირადი


ძალაუფლების დიქტატურასთან ისე დემოკრატიასთან. ავტორიტარული რეჟიმის
დიქტატურად ქცევას ხელს უწყობს მრავალი ფაქტორი, რომელსაც ფესვები
საზოგადოების სოციალურ სტრუქტურასა და ხალხის მენტალიტეტში აქვს
გადგმული. იმისათვის, რომ არ დავუშვათ ავტორიტარული რეჟიმის დიქტატურად
ქცევა, უნდა ვაცნობიერებდეთ იმ მიზეზებს, რომლებიც დიქტატურის
დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ზღვარი, რომელიც დიქტატურისაგან გამოყოფს მმართველობის ავტორიტარულ


სისტემას, განისაზღვრება პოლიტიკური ოპოზიციის აუცილებლობის აღიარებითა
და არსებობით, არა იმ ოპოზიციის, რომელიც თანამშრომლობს ხელისუფლებასთან,
არამედ მის მიმართ განწყობილია კრიტიკულად და ზოგჯერ მტრულადაც კი. თუ
ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის პირობებშიც კი არ მისცემს
გასაქანს ოპოზიციურ ძალებს, მაშინ ავტორიტარიზმი დიქტატურისაკენ იხრება და
დემოკრატიაზე გადასვლა ფუჭი ოცნებაა.

დემოკრატია. დემოკრატიის პრობლემა დღეს ისეთი სიმწვავით დგას, როგორც


არასდროს. განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში (ევროპა, აშშ) ერთნი კიდევ
უფრო მეტ დემოკრატიას ითხოვენ, მეორენი კი დემოკრატიის დეფიციტის
შესავსებად ძალისხმევას არ იშურებენ. პოსტტოტალიტარულ ქვეყნებში, რომლებიც
დემოკრატიას ესწრაფვიან, კამათია იმის თაობაზე არსებული ინსტიტუტებიდან
რომელი უნდა გამოვიყენოთ, რათა დავამყაროთ “ჭეშმარიტი” დემოკრატია,
რომელიც სტაბილური, მყარი და ეფექტური იქნება. ბენჟამინ ფრანკლინის მიერ
ორასი წლის წინ დემოკრატიის, როგორც “ამომავალი მზის” დახასიათება დღესაც
ისევე აქტუალურია. ფედერიკო მაიორის სიტყვებით, რომ ვთქვათ “სულ უფრო და
უფრო მეტი ადამიანი მიაპყრობს თავის მზერას და იმედით შეჰყურებს
დემოკრატიას, რამეთუ მას უკავშირებს იმედებს უკეთეს მომავალზე, თავისუფალ
და ღირსეულ ცხოვრებაზე. დემოკრატიული იდეების გავლენა განსაკუთრებით
შეიმჩნევა იმ ერებსა და ხალხებში, ვინც სწავლობს თავისუფლების პირობებში
ცხოვრებას.“

დემოკრატიული იდეებით გატაცება სრულებითაც არ ნიშნავს უარი ვთქვათ


მრავალ, ჯერ კიდევ გადაუჭრელ საკითხზე. უწინარეს ყოვლისა, გასარკვევია თუ რა
უნდა გვესმოდეს ტერმინ “დემოკრატიის” ქვეშ:

- წყობა, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლებას;

- წყობა, რომელიც დაფუძნებულია თანასწორობაზე;

10
- წყობა, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს ღებულობს უმრავლესობა;

- დემოკრატია პოლიტიკური წყობაა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ფორმა?

- ქცევის მოდელთა და შეხედულებათა ერთობლიობაა თუ ყველა ეს ერთად და


რაღაცა მეტიც?

ერთი შეხედვით ტერმინი “დემოკრატია” იოლი გასაგებია, სიტყვა-სიტყვით იგი


ხომ “ხალხის მმართველობას”, ძალაუფლებას ნიშნავს. მაშასადამე, დემოკრატია
ესაა პოლიტიკური სისტემა, რომლის დროსაც მართავს ხალხი და არა მეფე და
არისტოკრატები.სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინ ”დემოკრატიის” ოთხ
მნიშვნელობას გამოყოფენ:

1. დემოკრატია, როგორც ხალხის ძალაუფლება, მმართველობა;

2. დემოკრატია, როგორც ნებისმიერი ორგანიზაციის წყობის ფორმა, რომელიც


დაფუძნებულია მმართველობაში მისი წევრების თანასწორ მონაწილეობასა და
უმრავლესობის მიხედვით გადაწყვეტილების მიღებაზე;

3. დემოკრატია, როგორც ფასეულობათა განსაზღვრულ სისტემაზე დაფუძნებული


საზოგადოებრივი წყობის იდეალი და მისი შესატყვისი მსოფლმხედველობა;

4. დემოკრატია, როგორც სოციალური და პოლიტიკური მოძრაობა ხალხის


ძალაუფლების, დემოკრატიული მიზნებისა და იდეალების განსახორციელებლად.

ისტორიულად დემოკრატიის მრავალი ტიპი და მოდიფიკაცია არსებობდა. დღეს


მეცნიერები ლაპარაკობენ დემოკრატიის სამ ძირითად ტიპზე:

1. წარმომადგენლობითი მრავალპარტიული დემოკრატია;

2. წარმომადგენლობითი ერთპარტიული დემოკრატია;

3. ერთობლივი დემოკრატიული მმართველობა ანუ პირდაპირი დემოკრატია.

როგორც ე.გიდენსი შენიშნავს, წარმომადგენლობითი დემოკრატია ნიშნავს, რომ


გადაწყვეტილებებს, რომელიც ადამიანთა ცხოვრებაზე გავლენას ახდენს, იღებს არა
საზოგადოების ყველა წევრი, არამედ სპეციალურად ამ მიზნისათვის არჩეული
წარმომადგენლები. სახელმწიფოებრივ მმართველობაში წარმომადგენლობითი
დემოკრატია გამოიხატება პარლამენტში, კონგრესსა და სხვა ანალოგიურ ეროვნულ-
სახელმწიფოებრივ ორგანოებში არჩევნების ფორმით.

წარმომადგენლობითი მრავალპარტიული დემოკრატია ვლინდება იქ, სადაც


მმართველობის რომელიმე ან ყველა დონეზე ამომრჩევლებს პოლიტიკური

11
პროცესების მიმდინარეობისას შეუძლიათ ამოირჩიონ სულ მცირე ორი პარტიიდან
მაინც. “სახელმწიფომ, რომელშიც რეალიზდება წარმომადგენლობითი
მრავალპარტიული დემოკრატია და სადაც ზრდასრულ მოსახლეობას უფლება აქვს
კენჭი უყაროს სხვადასხვა დონეზე, ჩვეულებრივ ლიბერალურ დემოკრატიად
იწოდება”. ამ კატეგორიას განეკუთვენება: აშშ, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები,
იაპონია, ავსტრალია და ახალი ზელანდია. ზოგიერთი განვითარებადი ქვეყანა,
მაგალითად, ინდოეთი.

წარმომადგენლობითი ერთპარტიული სისტემები. დემოკრატიის ბუნებას ყველაზე


უკეთ ლიბერალური, მრავალპარტიული დემოკრატია გამოხატავს, მაგრამ ისეთი
ქვეყნები, როგორიც იყო ყოფილი საბჭოთა კავშირი, აღმოსავლეთ ევროპისა და
მესამე მსოფლიოს მრავალი სახელმწიფო, სადაც დაკანონებული იყო და არის
მხოლოდ ერთი პარტია (მაგალითად, ჩინეთი), აგრეთვე მიაკუთვნებდნენ და
მიაკუთვნებენ საკუთარ თავს დემოკრატიულ ქვეყანათა რიცხვს. თუმცა,
ამომრჩევლებს საშუალება არ ქონდათ არჩევანი რამდენიმე განსხვავებულ პარტიას
შორის გაეკეთებინათ, მიუხედავად ამისა არჩევნები ტარდებოდა, ხოლო არჩეული
წარმომადგენლები ინიშნებოდნენ ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე. ე.გიდენსი
სწორად შენიშნავს, რომ ამ ე.წ. სახალხო დემოკრატიებს განსაზღვრული
ანტიდემოკრატიული მიმართულება აქვთ. წარმომადგენლობითი ერთპარტიული
დემოკრატიის საფუძველია რწმენა იმისა, რომ ერთი პარტია, გამოხატავს მთელი
საზოგადოების ინტერესებს. მარქსისტების აზრით, ლიბერალური დემოკრატიის
პირობებში პარტიები ასახავენ და გამოთქვამენ ცალკეული კლასის ინტერესებს,
ხოლო სოციალიზმის დროს ითვლებოდა, რომ არ არსებობდა ანტაგონისტური
კლასები. ამდენად, საზოგადოებისათვის სავსებით საკმარისი იყო ერთი პარტია.
მაშასადამე, არჩევნებში საჭირო იყო არა პარტიებისათვის არამედ განსხვავებულ
კანდიდატებს შორის გაგვეკეთებინა არჩევანი. თუმცა, უმეტესწილად არც ამ
განსხვავებული, ალტერნატიული კანდიდატების წამოყენების უფლება ჰქონდა
ვინმეს.

დემოკრატიის თეორიამ განვითარების გრძელი და მეტად საინტერესო გზა განვლო.


მის შესახებ ჯერ კიდევ პლატონი, არისტოტელე, ჰეროდოტე, ექსილე და სხვები
მსჯელობდნენ. დემოკრატია მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საბერძნეთისა და
რომის სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თავისებურად ესმოდათ
და იყენებდნენ მას შუა საუკუნეებში. დემოკრატიის მეცნიერული, თეორიული
კვლევის სუბსტრაქტს მაინც ჯ.ლოკისა და ჟ.ჟ. რუსოს აზროვნებაში ეძებენ.
საინტერესოდ ვითარდებოდა და მდიდრდებოდა დემოკრატიის შინაარსი მათი
ინტერპრეტატორებისა და მათ შემდგომ იურიდიულ და ფილოსოფიურ აზროვნება-
ში. იყო ისეთი პერიოდებიც, როცა დემოკრატიას უფრთხოდნენ მის სამშობლოში -
საბერძნეთში, რაც ბერძნებმა გამოხატეს ტერმინში „დემაგოგი“. ასევე, ფრთხილ

12
დამოკიდებულებას უნდა იჩენდნენ დემოკრატიის მიმართ მრავალი საუკუნის
შემდეგ შორეულ ამერიკაში.

დღეისათვის სრულიად განსხვავებული პოზიციებიდან მიმდინარეობს


დემოკრატიის კვლევა. ყველაზე უფრო განზოგადოებული სახით ეს კვლევა მის ორ
მოდელს შეეხება: დემოკრატიას, როგორც მეთოდს და როგორც ღირებულებას.
განასხვავებენ ასევე დემოკრატიის შემსწავლელ ორ ძირითად სკოლას. პირველი
დემოკრატიას განიხილავს, როგორც მმართველობის ფორმას, როდესაც
დემოკრატიის შინაარსში იგულისხმება ის პროცედურა, რაც ხალხს საშუალებას
აძლევს განახორციელოს სახელმწიფო მმართველობა, უზრუნველყოს მისი
სრულუფლებიანობა. მეორე სკოლა დემოკრატიის არსში ხედავს სახელმწიფოს
პოლიტიკას. ამ შემთხვევაში იგი დემოკრატიას განსაზღვრავს როგორც შედეგს
ხალხის მმართველობის უფლებისა და შესაძლებლობის რეალიზაციას, ხალხის
მოთხოვნების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, განასხვავებენ დემოკრატიის
მაჟორიტარულ და პლურალისტურ მოდელებს. პირველი გულისხმობს
დემოკრატიის კლასიკურ გაგებას.მაჟორიტარული მოდელის მიხედვით,
დემოკრატიის შინაარსში იგულისხმება ის პრინციპები და წესები, რომლებიც
საშუალებას იძლევიან ხალხის მმართველობისას განხორციელდესსაყოველთაობა,
ხალხის სრულუფლებიანობის განხორციელების პროცესში უზრუნველყოფს
თანასწორობას, გადაწყვეტილების მიღებისათვის მოითხოვს უმრავლესობის ნების
გამომჟღავნებას და მისდამი მორჩილებას.

პლურალისტური დემოკრატია უპირატესობას ანიჭებს არა ამომრჩეველთა


უმრავლესობას, არამედ აქცენტი გადააქვს ცალკეულ ორგანიზებულ ჯგუფებზე.
დემოკრატიის პლურალისტური მოდელი განმარტავს ხალხის მმართველობას,
როგორც ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ფუნქციონირებს მოქიშპე
დაინტერესებული ჯგუფების მეშვეობით.

დემოკრატია შეიძლება იყოს სახელმწიფო რეჟიმის საზომი მხოლოდ იმ


საზოგადოებაში, რომელიც წარმომადგენლობითი მმართველობის სისტემას
ეყრდნობა, სადაც წარმომადგენლობის, ანუ ხელისუფლების წყაროს - ხალხს,
შესაძლებლობა აქვს წარმომადგენლობის პერიოდული განახლებისა. ამასთან,
პიროვნებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების უფლებები
გარანტირებულია კანონის უზენაესობით. დემოკრატიული სახელმწიფო რეჟიმის
დამკვიდრებისათვის დემოკრატია, როგორც პრინციპი, უნდა მოქმედებდეს
საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მაგრამ ეს შეიძლება მივიჩნიოთ
საბოლოო მიზნად, რომლის მისაღწევად ჩვენი საზოგადოებრივი და
სახელმწიფოებრივი ცხოვრების პირობებში შეიძლებოდა გამოგვეყო რამდენიმე
სტრატეგიული მიმართულება. ესენია:პოლიტიკური პლურალიზმი; სამართლიანი

13
არჩევნების ორგანიზაცია და განხორციელება; საზოგადოებრივი პოლიტიკა და
ინფორმაცია; საკანონმდებლო ორგანოების როლისა და მნიშვნელობის განმტკიცება;
კანონის უზენაესობა; შეიარაღებული ძალებისადმი დემოკრატიული კონტროლის
განხორციელება.

მე-20 საუკუნეში ისტორიის მსვლელობამ კიდევ ერთხელ შეცვალა პოლიტიკური


კლასიფიკაციის საფუძვლები, რის შესახებაც ვრცელი ანალიზი აქვს მოცემული
თავის წიგნში „პოლიტიკა“ ე.ჰეივუდს.

თავის ნაშრომში ჰეივუდი გარკვეულწილად ითვალისწინებს დროის გამოწვევებს,


თანამედროვე პერიოდში წინ წამოწეულ იდეებსა და მოსაზრებებს და გვთავაზობს
განსხვავებულ მიდგომებს, რომელიც დაფუძნებულია პოლიტიკურ სისტემათა სამ
ძირითად მახასიათებელზე: პოლიტიკური პარამეტრები; ეკონომიკური
პარამეტრები; კულტურული პარამეტრები. შემოთავაზებული მიდგომის ღირსება
ისა, რომ იგი ხაზს უსვამს კონკრეტული კულტურული კონტექსტის მნიშვნელობას
განსხვავებული პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებისას.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ცვლილებების, შეიძლება ითქვას დინამიური
ცვლილებების ფონზე, ნებისმიერი კლასიფიკაცია დროებითიაჰეივუდის მიერ
შემოთავაზებული 5 ტიპი, ფრიად აქტუალურია მიმდინარე ეტაპზე:

- დასავლური პოლიარქიები;
- ახალი დემოკრატიები;
- აღმოსავლეთ-აზიური რეჟიმები;
- ისლამური რეჟიმები;
- სამხედრო რეჟიმები.

თემასთან დაკავშირებული შეკითხვები:

1. რა არის პოლიტიკური რეჟიმი?


2. პოლიტიკური სისტემა თუ პოლიტიკური რეჟიმი?
3. პოლიტიკური რეჟიმების სახეები?
4. რა საფუძველი აქვს პოლიტიკურ რეჟიმს?
5. რა საშუალებებით მიიღწევა პოლიტიკური რეჟიმების დემოკრატიზაცია?
6. თანამედროვე პოლიტიკური რეჟიმების კლასიფიკაცია.
7. პოლიარქიული რეჟიმის რაობა.

14

You might also like