You are on page 1of 3

12.12.2023წ.

საგანი: ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი

სტუდენტი: თამარ ხელაძე

საშინაო დავალება

საქართველოს ტყის კოდექსის მე-19 მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტი ( „ზ) ამ კოდექსით


დადგენილი წესით მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ტყით სპეციალური
სარგებლობის განსახორციელებლად (გარდა იმ საქმიანობისა, რომელსაც
ახორციელებს მხოლოდ ტყის მართვის ორგანო) შესაბამისი უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა და ხელშეკრულების დადება;“) უფლებას
ანიჭებს საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებს, მათ სამოქმედო ტერიტორიებზე
ტყით სპეციალური სარგებლობის განსახორციელებლად დადონ ხელშეკრულება.
ასეთ ხელშეკრულებას ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება ეწოდება.
ის თავისი სამართლებრივი ბუნებით ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა.

საქართველოს ტყის კოდექსის მე-19 მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული


ხელშეკრულება, ე.ი. ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება დაიდება
საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
შექმნილ ტყის მართვის ორგანოსა და ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს
შორის. ასეთი პირი შემდგომში ტყითმოსარგებლედ იწოდება.

ასეთი ხელშეკრულების დადების საჯარო მიზნის ასახსნელად საჭიროა გავიგოთ,


რას გულისხმობს ტყით სპეციალური სარგებლობა . ტყით სპეციალური
სარგებლობის სახეებია: სამეურნეო ჭრით ხე-ტყის დამზადება; პლანტაციური
მეურნეობების მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა;
საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი
1
მიზნებით ტყითსარგებლობა და ა.შ. ტყით სპეციალურად სარგებლობის ეს
უფლებები მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკის ტყის მართვის ორგანოს, რომ
ჰქონოდა საკმაოდ არალოგიკური იქნებოდა. ის ვერ შეძლებდა საკუთარი ფუნქციის
სრულყოფილად განხორციელებას და ტყის ამ რესურსებით ბოლომდე სარგებლობას.
ეს ფაქტი საზოგადოებაზეც ცუდად აისახებოდა, რადგან მათ საცხოვრებელ
ტერიტორიაზე იქნებოდა ტყეები, რომელსაც ისინი თავიანთ სასარგებლოდ ვერ
გამოიყენებდნენ. მაგალითისთვის: ტყის მართვის ორგანოს სავსებით არ აწყობს
პლანტაციური მეურნეობების მოწყობა ავტონომიური რესპუბლიკის ტყის
ტერიტორიებზე. მას შესაძლოა ბევრად უფრო აუცილებელი საკითხები ჰქონდეს
მოსაგვარებელი, შესაძლოა სარგებელი ვერ მიიღოს ასეთი პლანტაციებიდან და
ბიუჯეტიდან ტყუილად დაეხარჯება ასეთი მეურნეობის მოსაწყობი თანხები. თუმცა
იგივე მეურნეობის მოწყობა სავსებით მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს პირისთვის.
სწორედ ასეთ დროს იდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება ტყის მართვის
ორგანოსა და პირს შორის, რითაც ადმინისტრაციული ორგანო ახდენს თავისი
უფლების დელეგირებას ფიზიკურ თუ იურიდიულ პირზე. ე.ი. ასეთი
ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების საჯარო მიზანი შეიძლება იყოს
ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სწორად და უფრო მნიშვნელოვან
პრობლემებზე გამოყენება.

ნებისმიერი ადმინისტრაციული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი ბუნებით


სამოქალაქო ხელშეკრულებაცაა. ტყის კოდექსის მე-19 მუხლის „ზ)“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულება სამოქალაქო
კოდექსის მიხედვით შეიძლება იყოს როგორც იჯარის ისე თხოვების
ხელშეკრულება2. თხოვების ხელშეკრულებით „განმათხოვებელი კისრულობს
ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო

1
საქართველოს ტყის კოდექსი. მუხლი 37
2
საქართველოს ტყის კოდექსის 44-ე მუხლის პირველ ნაწილში, მითითებულია რა დროსაა საჭირო
აუქციონის გზით სახელმწიფო ტყის ფართობი გადაცემა და რა დროს აუქციონის გარეშე.
სარგებლობისთვის.“3 იმავეს აკეთებს ტყის მართვის ორგანოც. ის ფიზიკურ ან
იურიდიულ პირს უსასყიდლოდ გადასცემს თავის უფლებას ტყის ტერიტორიაზე
განახორციელოს ტყით სპეციალური სარგებლობა.

რაც შეეხება ურთიერთობის შინაარსს, ტყით სპეციალური სარგებლობის


ხელშეკრულებისას, მხარეები მოქმედებენ ხელშეკრულების დადების
თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე. არცერთი მხარე ვალდებული არაა
დადოს ტყითსარგებლობის ხელშეკრულება, თუ მათ ეს თავად არ სურთ. შინაარსის
განსაზღვრის თავისუფლებაში ტყის მართვის ორგანო უპირატესობით სარგებლობს
ხელშეკრულების მეორე მხარეზე, რადგან ტყის კოდექსი განსაზღვრავს
ტყითმოსარგებლის უფლებებსა და მოვალეობებს4 ანუ მეორე მხარის უფლება-
ვალდებულებები იმპერატიულად კანონითაა განსაზღვრული და მისი შეცვლა
შეუძლებელია. ხელშეკრულების ფორმისა და ტიპის არჩევის თავისუფლებაშიც
ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულების მხარეები შეზღუდულნი არიან
როგორც 2021 წლის 18 მაისის საქართველოს მთავრობის დადგენილება N221-ით
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ , ასევე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის V თავის 65-71-ე მუხლების
დებულებებით.

3
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. მუხლი 615
4
საქართველოს ტყის კოდექსი. მუხლი 43

You might also like