You are on page 1of 3

ირემაძე-უფლებაში ჩარევის დასაშვებობა

 რეგულაცია მიმართული უნდა იყოს ლეგიტიმური


მიზნის დაცვასა და უზრუნველყოფაზე.
 უნდა არსებობდეს უშუალო და რელური კავშირი
მიზანსა და მისი მიღწევის საშუალებას შორის.
 უნდა შეეძლოს კონკრეტული მიზნების/ინტერესების
უზრუნველყოფა. წინააღმდეგ
შემთხვევაში:
1. ვერ უზრუნველყოფს მიზნების მიღწევას
2. გამოიწვევს უფლებების გაუმართლებელ,
თვითნებურ შეზღუდვას.

 უფლებაში ჩარევის გზა უნდა იყოს


შეძლებისდაგვარად ნაკლებად შემზღუდავი.
მას არ მიიჩნევენ აუცილებელ ღონისძიებად თუ
არსებობს ალტერნატიული, ნაკლებადშემზღუდავი
საშუალება.
 უნდა ხდებოდეს საჯარო ინტერესის უზრუნველყოფა!

საქმე დანიის მოქალაქე ჰეიკე საქ. პარლამენტის


წინააღმდეგ:

ჰეიკე ქრონქვესტი მოითხოვდა სასოფლო-სამეურნეო


მიწის საკუთრებას. (მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად,
ეს მხოლოდ მემკვიდრეობის ან საქართველოს მოქალაქის
სტატუსის მიღებითაა შესაძლებელი).

მოპასუხე მხარის(პარლამენტის) არგუმენტი/მოთხოვნა:


1. დანიის მოქალაქემ გააუმჯობესოს აგრარული
სტრუქტურა
2. არ დააქუცმაცოს ნაკვეთები, არ გამოიყენოს
არარაციონალურად.
მოპასუხის მითითება: ეს ხელს შეუწყობდა მდიდარი
ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიწის მასობრივ შეძენის
პრევენციას და მათ საკუთრებაში გადასვლას.
o სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების, გარემოს და უშიშროების
დასაცავად.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა პარლამენტის


მოთხოვნა, რადგან არ იყო კავშირი საკუთრების
აკრძალვასა და აგრ. სტრუქტურის გაუმჯობესების საჯარო
ინტერესს შორის. რადგან ამას პირიქით შეიძლება შეეწყო
ხელი.

მეორე საქმე (როდესაც არ დააკმაყოფლა მოსარჩელე):


სარჩელი: კონკრეტული დაწესებულება უკრძალავდა
აქციის ორგანიზატორებს აქციის ჩატარებას შენობიდან
20მ-ის რადიუსში. ამიტომ, გაასაჩივრეს ორგანიზატორებმა
და აღნიშნეს, რომ ირღვეოდა შეკრების თავისუფლება.

1
თუმცა, კერძო საკუთრების რეგულირება სახელმწიფოს კომპეტენციაა,
ამიტომ შეუძლია, კონსტიტუციურ ფარგლებში მოაქციოს საკუთრების შინაარსი
და ფარგლები. (სახ. უსაფრთხოების, გარემოს დაცვის (და ა.შ) შემთხვევაში)
მოპასუხე: დაწესებულებასთან აქციის ჩატარება ზღუდავს
ორგანიზაციის ეფექტიანობასა და მუშაობის ხარისხს. 20მ-
ის რადიუსის გარეთ აქციის ჩატარება კი აქციის
მონაწილეებს არ შეუშლიდათ ხელს სიტყვისა და აზრის
გამოხატვის თავისუფლებაში.

სასამართლომ გაამართლა მოპასუხე, არგუმენტების


სისწორის შესაბამისად. თუმცა, დასძინა, რომ ეს
დადგენილება ეხებოდა გარკვეულ დაწესებულებებს (მაგ.
სასამართლო ან სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულება).

+რადგან შეუძლებელია კონკრეტული (უნივერსალური)


რადიუსის დაწესება (მანძილი შეიძ. განსხვავებული
იყოს სხვადასხვა სიტუაციაში), აქცია შეზღუდვას
დაექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ აფერხებს
დაწებულების საქმიანობას (+უსაფრთხოება, სხვათა
ინტერესები..., რა თქმა უნდა).

თუმცა, ცნეს არაკონსიტუციურად, რადგან ბლანკეტური


ნორმა:
 არ იძლეოდა საშუალებას იმისა, რომ დაედგინათ
უფლებების შეზღუდვის აუცილებლობა.
 გარკვეულ შემთხვევებში ზედმეტად ზღუდავდა
უფლებებს.

You might also like